მკვლელობის ღამე (ნაწილი 2, დასასრული)
ვერ ატანინი ტკივილისა და არ დაბადებული შვილის სიკვდილის მოლოდინით გაქვავებული იჯდა ედუარდი საავადმყოფოს ჰოლში და ექიმის თეთრი ხალათის ფრიალს ელოდა. თვალებს თითქმის არც კი ახამხამებდა ისე ქონდა გშტერებული, კარებისკენ მიბყრობილი. გრძნობდა როგორ უსისხლიანდებოდა როგორ ეწვოდა თვალები. მაგრამ მაინც არ ნებდებოდა მარტო ერთი მიზანი ქონდა. მისი არ დაბადებული შვილი არ უნდა მომკვდარიყო. ეს არ უნდა დაეშვა. მაგრამ ახლა მის ხელში აღარეფერი იყო. ცარიელი ხელებით ვერ შეცვლი, შეუცვლელს. ვერც დაუგეგმავ მოვლენას შეაფერხებ. უკვე მოთმინებას კარგავდა ედუარდი. უნდოდა საოპერაციოში შევარდნილიყო. მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა. არ შეეძლო ადგილიდან განძრევა, თითქოს კუნთებიც კი ატროფიული გაუხდა. როგორც იქნა დიდიხნის ნანატრი ექიმიც გამოჩნდა. მთავასავით მაღალი სხეული წამოიმართა სკამიდან და მისკენ დაიძრა. -ექიმო,როგორ არის ემა?! -ემა კარგად არის ბატონო ედუარდ, თუმცა, თუმცა ბავშვი დავკარგეთ, ძალიან ვწუხვარ.-ედუარდმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი “ბავშვი დავკარგეთ” წამის მეასედში გაიაზრა ეს ფრაზა, მაგრამ მთავარია ემა კარგად იყო, სხვას არაფერს აღარ ქონდა მნიშვნელობა. შვილები კიდევ გვეყოლებაო ფიქრობდა. -შემიძლია მისი ნახვა?! -ჯერ არა, მოგვიანებით შეგიძლიათ ინახულოთ. მის ორგანიზმში მოხვედრილი მომწამლავი ნივთიერება ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, დასვენება ჭირდება. -და ვინც ეს ნივთიერება მისცა?! ვინც ეს ნივთიერება მის ორგანიზმში მოახვედრა, მას რა ელის? -ეგ უკვე სამართალდამცავების საქმეა, ბატონო ედუარდ. *** მძინარე ემას გვერდიდან არ შორდებოდა ედუარდი, უგონოდ იყო მაგრამ გრძნობდა მის სუნთქვას მისი სუნთქვის ხმა ესმოდა. მისი ხელიც თბილი იყო. “სანამ თბილია მკვდარი ვერ იქნება” ახსენდებოდა სიტყვები რომელიც მისი დის ექიმმა თქვა. და ამის იმედად რჩებოდა “სანამ თბილია მკვდარი ვერ იქნება” რამდენად შესაძლებელია, ერთიდაიგივე ისტორია ორჯერ მოხდეს?! მისი და დაიღუპა მაგრამ ემას არდათმობდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა. ღამე როცა იგრძნო რომ ემას სნთქვა სტაბილური იყო მისი ორგანიზმიც თითქოს დამშვიდდა და ძილმა წაიღო. ემას ლოგინზე თავდადებულს დაეძინა. ექიმის საუბარმა გააღვიძა დილით. -ბატონო ედუარდ. -ექიმო.-სწრაფად წამოდგა ედუარდი სკამიდან და ექიმს მიესალმა.-გონს რატომ არ მოდის?! -ნუ ნერვიულობთ მისი ორგანიზმი ახლა სუსტად არის მაგრამ გამოჯანმრთელდება. გონსაც მოვა. -როდის ექიმო? -იმედია მალე. ედუარდი ისევ მის სასთუმალთან დარჩა, არ ადარდებდა რომ უკვე დიდიხანია არც კი უჭამია, წყალიც კი არ დაულევია. მარტო იმ ღამეებზე ფიქრობდა როცა ემას ლოგინს ცეცხლი ასდიოდა. იმ შეხებისგან გამოწვეულ ჟრუანტელზე ფიქრობდა რომელსაც ემა ანიჭებდა. ფანჯარაში იყურებოდა, უსასრულოდ უკვე მერამდენე დღე იურებოდა ის კი გონს არ მოდიოდა, ვინ უკეთებს ამას საკუთარ შვილს? ვინ იმეტებს ასეთი ტანჯვისთვის, მხოლოდ ურჩხული. ამასობაში მამუკაც დაიჭირეს, მისი სხვა თანამზრახველებიც,მისია შესრულებული იყო ედუარდი უამრავ სამადლობელ ზარს პასუხობდა, მაგრამ ფეხებზე ეკიდა ყველაფერი გარდა ემასა. ამ დღემდე საკუთარ თავსა და ოჯახს სამშობლოსთვის, ხალხისთვის წირავდა მაგრამ ახლა როცა მას საფრთხე არ ემუქრებოდა როგორ უნდა დაეშვა რომ ემა დაეკარგა. ეს სამუდამოდ გაანადგურებდა. ფანჯარაში ყურებისა და ემას სუნთქვისთვის თვალყურის დევნების გარდა ვეღარანაირ გზას ვერ ხედავდა. -შენ დედაჩემი მოკალი! -ძლივს გასაგონად ამოილუღლუღა ემამ -ემა.როგორც იქნა.-ამ დღეების მანძილზე პირველად გაეღიმა ედუარდ, ემას სახეზე ხელი გადაუსვა. -შენ დედაჩემი მოკალი!-ახლა უკვე შესამჩნევად აღმოთქვა ემამ -რაა? რას ამბობ? -მამა თქვა რომ დედაჩემი შენ მოკალი -არა, მამაშენი ერთი დიდი ნეხვის გროვაა და მან მოგატყუა. -შეიძლება ასეც არის მაგრამ მე არასდროს მატყუებს. -ემა, ძვირფასო მომისმინე. გთხოვ არ გინდა კარგი. ნუ დაუჯერებ იმას ვინც მკვლელად ცადა შენი ქცევა. -შენ დედაჩემი მოკალი, და ამისთვის დაისჯები. -მე დედაშენი არ მომიკლავს. ეს მამაშენია ვინც ყველა გაანადგურა. მთელი ჩემი ოჯახი, და როგორც ჩანს შენიც, და ახლაც როცა ოთხ კედელს შუა გამოკეტეს მაინც არ წყვეტს ჩემი ოჯახის მოსპობას. შენ ჩემი ოჯახი ხარ, ჩემი მეორე ნახევარი. მიყვარხარ ემა.-სახეზე ხელი გადაუსვა ედუარდმა -ვერ მაიძულებ, ვეღარაფერს მაიძულებ. შენი დანახვაც არ მინდა. -იცი, როცა შენ შეგხვდი, თითქოს ვიხრჩობოდი და შენ გადამარჩინე, ჩემი სუფთა ჰაერი ხარ. -ჩემთვის კი მხოლოდ სიკვდილის ანგელოზი ხარ. გთხოვ წადი. -ამას ირჩევ?! -ისე წადი რომ ვერ გიპოვო. -ემა ვიცი რომ ამის გაკეთება არ გინდა. -თუ გიპოვე აუცილებლად მოგკლავ. უნდა წახვიდე. -ემა. -თავი გადაირჩინე ედუარდ. მიყვარხარ და მხოლოდ იმისთვის ვცოცხლობ რომ მოგკლა. წადი და დაიმალე. -არ წავალ.-მძიმედ გადაყლაპა ედუარდმა ნერწყვი თითქოს ემას უკვე მიბჯენილი ქონდა მის შუბლზე იარაღი და მხოლოდ თითის ერთი მოძრაობა და მისი სიცოხლე შეწყდებოდა და ამისთვის მზად იყო, მზად იყო მისი საყვარელი ქალის ხელით მომკვდარიყო. თუნდაც იმიტომ რომ უკანასკნელად მის სახეს დაინახავდა. --- არვიცი რამდენად გაგმიართლეთ ან არ გაგიმართლეთ იმედები, მაგრამ სულ ეს არის. სიმართლე გითხრათ ასეთი დასასრული ჩაფიქრებული არ მქონდა მაგრამ მაინც ასე დავტოვე. ისეთივე ბუნდოვანი როგორიც დასაწყისი იყო. მადლობა ვინც წაიკითხეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.