შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეჭვმიტანილი (სრულად)


1-08-2018, 19:41
ავტორი daiana
ნანახია 7 844

საქმე N205.
მკვლელობა.
ეჭვმიტანილი: გიგა ორჯონიკიძე,36 წლის,დასაოჯახებელი.
მოკლული: მამაკაცი,კახა კეკელიძე,40 წლის,ბიზნესმენი.ორი შვილი,ალექსანდრე კეკელიძე 20 წლის,მართა კეკელიძე 17 წლის,მეუღლესთან იმყოფება განქორწინებაში.
გამომძიებელი: ლადო ქებურია.
დეტექტივი:ანა ლაშხი.
**
-ეს საქმე,მეორე კვირაა არ იხსნება,სამხილები,რაიმე ნივთი რაც შეიძლება მკვლელობასთან იყოს კავშირში .. არაფერი არ არსებობს .. ისიც არ ვიცით ეჭვი ვიზე მივიტანეთ,საერთოდ რა შუაშია ამ საქმესთან,გიგა ორჯონიკიძე? - გამომძებლის ოთახიდან საშინელი ხმაური ისმოდა.
-ლადო დამშვიდდი .. ასე ვერაფერს გავარკვევთ და ვერც დავალაგებთ .. ორჯონიკიძე ბოლო კვირის მანძილზე ყველაზე ხშირად ეკონტაქტებოდა კეკელიძეს,ყოფილი ცოლი ამბობს,რომ ადრე არც იმდენად კარგი ურთიერთობა ქონდათ ერთმანეთთან .. - დიდ დაფასთან,რომელიც ფოტოებით იყო მოჭედილი,ახალგაზრდა,შავგრემანი გოგონა იდგა,გაწონასწორებული,სასიამოვნო ხმის ტემბრით. - შვილები,ალექსანდრე და მართა იხსენებენ,რომ მამასთან უცხოკაცი ორი კვირის მანძილზე დადიოდა,რომელთანაც მხოლოდ კაბინეტში საუბრობდა,საიდანაც ხშირად გამოდიოდა ყვირილის და შელაპარაკების ხმა.კეკელიძეს ღვინის ბიზნესი ქონდა,რომელიც საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობდა ბაზარზე,ისე როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ .. ბავშვების აღერას თუ ვენდობით,ორჯონიკიძე ზუსტად ის კაცია,რომელიც კეკელიძეს კაბინეტში ესაუბრებოდა. ხელ ჩასაჭიდს აქ ვერაფერს ვხედავთ,მაგრამ კითხვები ჩნდება .. ცოლი ამბობს,რომ კარგი ურთიერთობა არ ქონდათ,შვილების ნათქვამიც ამას ასე თუ ისე ადასტურებს .. ორჯონიკიძის საქმიანობა არ ჩანს,არაფერს აკეთებდა 30 წლის მამაკაცი,დავიჯერო? რაღაცეები იმალება .. დღეს კეკელიძის მეგობრებს და ბიზნეს პარტნიორებს ვხვდები .. ხვალ ორჯონიკიძეს .. თუ მკვლელია,ადვილად მივხვდებით საუბარში ..
-ანა,სახლის კამერები ნახეთ? ოფისის? ორჯონიკიძის ოჯახის წევრები?
-კამერებიდან ზუსტად მკვლელობის დრო არის გამქრალი,დაახლოებით,5 საათიდან 8 მდე,სამი საათის ინტერვალით ყველა კამერა გათიშული იყო,ან მასალა წაშლილია.ოფისში იმ დღესკეკელიძე არ მისულა,სახლში მუშაობდა,მდივანს საბუთები მიატანინა .. ორჯონიკიძეს ერთი შვილი ყავს,როგორც ჩანს ახალგაზრდობის გაფრენისას შეეძინა,20 წლის,კონსტანტინე ორჯონიკიძე,საქართველოში არ ცხოვრობს 15 წლის შემდეგ,დედასთან ერთად ინგლისშია .. ეს ქალი გათხოვილი არ არის,არც მუშაობს და არც რაიმე კერძო ბიზნესი აქვს,მაგრამ გაჭირვებულის არაფერი ეტყობა .. ინგლისში უყველაფროდ როგორ ცხოვრობს? როგორც ჩანს ყოფილი საყვარელი ეხმარება,ანუ ორჯონიკიძე,მაგრამ ამ კაცის არც ბიზნესი არის სადმე დარეგისტრირებული,არც მწერალია,რომ წიგნებით შოულობდეს ფულს და არც ყოფილი ვეტერანი არ არის,სახელმწიფო რომ უფინანსებდეს ცხოვრებას .. საშინელი ამბავია .. ყველა ადამიანში,ვინც კი იმ დღეს კეკელიძის სახლში იყო,პოტენციური მხვლელი არსებობს,გამოძიებისთვის ..
-ღმერთო ეს საქმე გამახსნევინე ..
##
-გიგა ორჯონიკიძ,არა?
-მკვლელობაში ვარ ეჭვმიტანილი და ჩემ სახელს ახლა არკვევთ? - ცინიკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე და ბრაზით ანთებულ თვალებს მზერა გაუსწორა.
-რა ურთიერთობა გქონდათ,გარდაცლილთან?
-უნივერსიტეტში ერტად ვსწავლობდით.
-მხოლოდ ძველი კურსელობა გაკავშირებდათ მასთან?
-ეჭვი არ მეპარება,რომ მაგ კითხვის პასუხი მანდვე,ფურცელზე გიწერია.
-თქვენ აქ მხოლოდ კითხვაზე პასუხის გაცემა გევალებათ ბატონო გიგა.
-თქვენი სახელი?
-აქ კითხვებს მე ვსვამ .. ბოლოს როდის ნახეთ კეკელიძე?
-ერთი თვის წინ.
-ანუ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე?
-არ ვიცი,მე გადათვლა მეზარება!
-რაზე ისაუბრეთ მასთან?
-არ მახსოვს ..
-თქვენ იცით,რომ ეჭვებს კიდევ უფრო უმძაფრებთ გამოძიებას?
-არა.
-ბატონო გიგა,თქვენთვისვე ჯობია სიმართლე თქვათ!
-რა ჯობია პატარავ ჩემთვის ვიცი,მეტი სიმართლე რა ვთქვა .. არ მახსოვს და ჰე!
-ნუ ყვირიხართ!
-ნუ მაყვირებ!
-გავიწყდებათ სად ხართ?
-არა,სამწუხაროდ მახსოვს,რომ კაცის მკვლელობას ერთი გალეული გოგონა მაბრალებს ..
-შეურაწყოფას არ მოგითმენთ!
-რას იზამ? ჩვენებას შენი ნებით დაწერ და ცივ სისხლიან მკვლელად გამასაღებ? - კაცმა გადაიხარხარა და გაცეცხლებულს თვალებში ჩააკვირდა - ძალიან ღრმა თვალები გაქ! რამდენი წლის ხარ?
-თქვენი საქმე არ არის ეგ .. კეკელიძს ოჯახს თუ იცნობთ?
-შვილებს მხოლოდ .. რამოდენიმეჯერ ვიყავი მასთან სტუმრად და ბავშვებს იქ შევხვდი.
-თქვენი საქმიანობა..
-ეგეც ზუსტად ვიცი,რომ მაგის პასუხიც გაქ! - ჩაიცინა.
-ისიც ზუსტად იცით,რომ ბავშვებმა ჩვენება მოგცეს?
-არა,ეგ საიდან უნდა ვიცოდე?
-უკან იხევთ ..
-ჩვენ რა,ვთამაშობთ?
-ჩვენ არა,თქვენ კი ..
-არც მიცდია
-მაგრამ ასე გამოვიდა .. კეკელიძის შვილებმა თქვეს რომ,როცა თქვენ მათთან სტუმრად მიდიოდით,გარდაცვლილთან თიტქმის სულ კამათობდით,რა იყო ამის მიზეზი?
-ჭადრაკში ვუგებდი,სულ.
-არ მჯერა!
-შენი პრობლემაა!
-ანუ,თქვენი კონმფლიქტი მხოლოდ ჭადრაკს ეხებოდა?
-დიახ.
-სად იყავით ორი კვირის წინ,საღამოს 7 საათზე?
-არ მახსოვს ..
-კარგით,სად იყავით 15 მაისს?
-აჰ,მეგობრის დაბადების დღეზე,რესტორანში ვიყავი 10 საათამდე,შემდეგ სახლში და იქ რას ვაკეთებდი შენთვის ცოდნა არ არის საჭირო,პატარა ხარ ჯერ!
-ანუ კეკელიძეს არ შეხვედრიხართ?
-არა,სიმართლე გითხრათ ოფისში ვიყავი,მაგრამ არ დამხვდა,მდივანმა მითხრა არ იქნებაო და მეც სახლში დავბრუნდი.
-თქვენს შვილს - წამით სახე შეეცვალა კაცს - კონსტანტინეს,რამდენად ხშირად ნახულობთ?
-ეგ თქვენი საქმე არ არის ..
-კარგი არის უადგულო კითხვები?
-ანა! ძალიან ახალგაზრდა ხარ და საოცრად ჭკვიანი .. სად მოასწარი ამდენის სწავლა?
-მე თქვენთვის სახელი არ მითქვამს ..
-არც მე მითქვამს თქვენთვის,რომ შვილი მყავს.
-მკვლელი ხართ!
-ნეტა ვიყო,არ გაწვალებდი პირდაპირ გეტყოდი ..
-დეტექტორზე გაიარეთ!
-და თუ არ გავივლი?
-მაშინ უდაოდ დავრწმუნდები რომ მკვლელი თქვენ ხართ!
-მე დეტეტქორს გავივლი,შენ ხვალ ყავაზე დამპატიჟებ!
-ოცნება გყვარებიათ.
-არა,საერთოდ! თუ გინდათ უსაფუძვლო დადანაშაულება გაპატიოთ ..
-კარგი.
გიგა ორჯონიკიძემ დეტექტორი გაიარა.
-მკვლელია!
-ანა,დეტექტორს ვერ მოატყუებ! სისულელეა,პულსი ოდნავადაც კი არ აჩქარებია,არც სისხლის მიმოქცევა .. ანა,ეს კაცი უდანაშაულოა და დროა ეს საქმე იმ თაროზე შემოდო,რომელსაც გაუხსნელი საქმეები აწერია.
-ბატონო ვანო .. ეს საქმე,რომ ასე მივჩურთოთ .. ხალხი აყვირდება,ოჯახიც ..
-ვერ ვხსნით ანა,ვერა!
-მკვლელია ეს კაცი!
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული?
-ვგრძნობ!
-ანა,ჯობია დაისვენო,როგორც ჩანს გადაიღალე!
#
#
ტელეფონმა გაანათა,უცხო ნომრიდან ესემესი იყო:
"ხვალ საღამოს რვისკენ მცალია,კაპუჩინო მიყვარს,შენ გამიკეთებ სახლში,ანა!"

(2)
-ამას თავი ვინ გონია? - გამწარებულმა ტელეფონი საწოლზე მოისროლა გარდერობს მიადგა,გამოიცვალა და მარკეტში ჩავიდა,სტუმარს ელოდებოდა.
..
-ეს გოგო .. ზედმეტად ჭკვიანია! ბევრს ფიქრობს ..
-გიგა,შენთვისვე ჯობია ურთიერთობა გააბა მაგ გოგოსთან .. საიდან აქვს ასე მძაფრად ეჭვები ვერ ვხვდები,მაგრამ ჯერ ჯობია აბნევდე. - შუა ხნის მამაკაცი მძიმედ წამოდგა სავარძლიდან და ფურცლების დასტა ერთმანეთზე დააწყო.
-ბავშვია,ჭკვიანი ბავშვი.
-მოგეწონა? - კაცმა ცინიკურად ჩაიცინა.
-არა
-მატყუებ!
-არ მომწონებია,უბრალოდ გამაოცა,მისი ასაკისთვის ზედმეტად ჭკვიანია,თან ქალია! ქალისგან ასეთი გამჭრიახი გონება მიკვირს ..
-არ შეცდე გიგა,ემოციებს და გრძნობებს არ აყვე! გაფრთხილებ!
-თამაზ თავს დამანებებ?
-კოსტაზე საიდან გაიგეს,ხუთი წელია,რაც ეგ საქმე დაიწყე,საგანგებოდ მალავ და რანაირად აქვთ ინფორმაცია ..
-არ ვიცი,ეგ მაბნევს .. კოსტათი არ შეეცადონ საქმეზე გასვლას ..
-კოსტამ რამე იცის?
-არაფერი,ვფიქრობ უფრო შანტაჟის მხრივ გამოიყენებენ.
-იმ გოგოსთან იურთიერთე
-ჰო.
**
სააბაზანოდან კისრის მტვრევით გამოვარდა,სულ დაავიწყდა სტუმარს რომ ელოდებოდა.სასწრაფოდ ჩაიცვა,სველი თმები მხრებზე გადმოიყარა და კარზეც დააკაკუნეს.
-ჯანდაბა,მკვლელთან ერთად პუნქტუალურიც ყოფილა! - გამწარებულმა ჩაიბუტბუტა და კარი მძიმედ გამოაღო.
-ანა! - რაღაც ისეთი ხმა ქონდა,ზედმეტად სასიამოვნო.მისგან წამოძახებული თავისი სახელი ძალიან მოსწონდა და ამას ახლა მიხვდა.
-გამარჯობა - თავაზიანად გაუღიმა და სახლში შეატარა.
საერთოდ არ გრძნობდა დაძაბულობას.არადა ადამიანს,რომელსაც პირდაპირ აბრალებდა მკვლელობას სახლში ყავდა.არანაირი შიში და არანაირი ნერვიულობა არ აწუხებდა.თავადაც უკვირდა,მაგრამ ყველაფერი საქმის ცოდნას დააბრალა.
-როგორ ხარ? - დივანზე მოკალათებულმა გამოხედა ტავზე წამომდგარს და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა.
-სახლში მკვლელი მყავს და როგორ ფიქრობ,როგორ უნდა ვიყო? - ცინიკურად ჩაიცინა,ისე როგორც ორჯონიკიძემ იცოდა და მის წინ შავ სავარძელში ჰაეროვნად მოკალათდა.
ძალიან არ უნდოდა აღიარება,მაგრამ ეს კაცი ზედმეტად საინტერესოდ ეჩვენებოდა,ვერც კი ამჩნევდა ისე ეკეკლუცებოდა და ცდილობდა დაებნია,ოდნავ მაინც.
შეამჩნია მის ნათქვამზე კაცს როგორ გადაურბინა სიბრაზემ,ხელზე სახსრები გაუთეთრდა,იმდენად ძლიერად მომუშტა.
-მეპრანჭები? - უდარდელად ჩაიცინა და გაოცებულ გოგოს დააკვირდა.
-ვერ გავიგე?
-ჩემზე ინფორმაციას რომ იძიებდი,არ გითრეს რომ,ქალის თმა,თანაც სველი მაგიჟებს?
-ეგ რომ მცოდნოდა,დამერწმუნე თმას საერთოდ არ გამოვაჩენდი - თვალი ღიმილით ჩაუკრა და სამზარეულოში გაქრა.
..
-ყველაფერი დავალაგოდ ქრონოლოგიურად - განყოფილების უფროსი სურათების დაფასთან იდგა - ბიზნესმენი და ორჯონიკიძე,დაახლოებით 18-20 წლის ასაკში მეგობრობენ .. გადის 15-20 წელი,ყოფილი მეგობრები ისევ ხვდებიან ერთმანეთს,ხშირად კამათობენ,მაგრამ როგორც ეჭვმიტანილი ამბობს ამ კამათის მიზეზი მხოლოდ თამაშია .. კეკელიძის გარდაცვალების დღეს,ორჯონიკიძე მართლაც იყო რესტორანში,მაგრამ 8 საათიდან 10 საათამდე .. კითხვა პირველი:სად იყო მანამდე? რას აკეთებდა? მის საცხოვრებელთან არსებული ყველა კამერა უნდა გაიხსნას და საგანგებოდ დათვალიერდეს,ასევე უნდა გაიჩხრიკოს მისი სახლი,თუმცა .. ბიზნესმენი გაგუდულია და თუ იარაღი ვერ ვიპოვნეთ არც უნდა გაგვიკვირდეს .. ექსპერტიზის პასუხები ხვალ იქნება,გავიგებთ კეკელიძს ორგანიზმში რაიმე მომწამლავი ნივთიერება თუარსებობდა .. ან ძალადობის კვალი.მკვლელმა ბავშვები "დაინდო" და მამა მაშინ მოუკლა,როცა ორივე გასული იყო სახლიდან,გარდაცვლილიც მოსამსახურემ ნახა პირველად.
-ბატონო ვახო,ორჯონიკიძე ამბობს რომ 15 მაისს მართლაც მივიდა კეკელიძის სანახავად,ოღონდ ოფისში და არა სახლში,სადაც უთხრეს რომ ბიძნესმენი არ იქნებოდა და იქედან წავიდა .. - ანამ დაკითხვისას გარკვეული მასალა დაუდო უფროსს საბუთებთან - მე თუ მკითხავთ ამ კაცის საქმიანობა საეჭვოა .. რატომ გაახლა კონტაქტი ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესის პატრონთან ახლა,როცა მანამდე ერთხელაც კი არ შეხვედრია სადმე?
-ანა მართალია - ფეხზე შუა ხნის დეტექტივი წამოდგა,ისიც ქალი.
-ქალბატონო ლუდა,ანას ეთანხმებით? - ყველამ,ვინც კი იქ იუო კალს გაკვირვებულმა გახედა.აქამდე არ არსებულა შემთხვევა ასეთი რამ მომხდარიყოს.
-დიახ - დარწმუნებით წამოიძახა ქალმა და ახალგაზრდა კოლეგას გაუღიმა - ანას ეჭვებით სხვადასხვა მხარეს გავხსნით .. ამ კაცს - საჩვენებელი თითით ორჯონიკიძის ფოტოზე მიანიშნა - ბავშვების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს,თუ მკვლელი ის არის,მაშინ ერთი პლიუსი ჩემგან,იმის გამო რომ ბავშვებს ფსიქიკა არ შეურყია და არ აყურებინა როგორ მოუკლა მათ მამა,ასევე ყველაფერი ისე გააკეთა,რომ როცა ისინი გამოჩნდებოდნენ,მამის სხეულს უკვე სხვა ნახავდა .. ანუ პირველები ვერ ნახავდნენ,ფაქტიურად დაიცვა ბიზნესმენი შვილები სამუდამო დაღისგან .. მოკლედ,ამ კაცის საქმიანობაზე უნდა გავიდეთ .. მე რაღაც ეჭვები მაქვს,სავარაუდოდ ანაც იგივეს ფიქრობს რასაც მე ..
##
-მე ამ ღამეს დიდხანს გელოდი .. - ჩუმმა ღიღინმა იმდენად შეაშინა გასაღები გაუვარდა ხელიდა - რაო პატარავ,შეგეშინდა? - დაიხარა და გასაღები თვითონ აითო,თვითონვე მოარგო კარს და სახლშიც პირველი თავად შევიდა.
-უკაცრავად,სხვის საკუთრებაში შეჭრისთვის რომ იჭერენ იცი? - გაბრაზებულმა რკინის კარები მთელი ძალით დაკეტა და ბინაც შეზანზარდა.
-საოცრად სუსტი ნერვები გაქვს! ახალგაზრდა გოგოს რა დღეში გაქ..
-რა გინდა?
-იმ დღეს კაპუჩინომ ისე მომაწონა თავი რომ გადავწყვიტე დღესაც გსტუმრებოდი.
-ჩემს შებმას ცდილობ? - წარბები ლამის კეფაზე გადაიტანა,როცა მის თვალებში უცხოდ აცეკვებული ჭინკები დალანდა.
-კი!
-არც უარყოფ,არა?
-არა!
-და ახლა ზუსტად არ იცი რომ შანსი არ გაქვს?
-ახლა ზუსტად ვიცი რომ შანსი მაქვს და შენ ჩემზე მალე გაგიჟდები! - დარწმუნებულმა უთხრა და ფანჯარა გამოაღო - ხედი კარგი გქონია .. ამის გამოც ხშირად გეწვევი.
-არამგონია მოასწრო,დღეს ან ხვალ ციხეში ამოყოფ თავს .. მერე მე გეწვევი თუ ძალიან მთხოვ .. - გაუღიმა და ისევ იმ სავარძელში ჩაჯდა,ფეხები აიკეცა და მასზე მიშტერებულ თვალებს დააკვირდა - არადა თვალები საერთოდ არ გიგავს ..
-მკვლელისას ხო? - დამთავრება თავის თავზე აიღო და გაბრაზებული სწრაფად მიეჭრა.
-ტყუილად ნუ მაშტერდები თვალებში და ნუ ცდილობ სიახლოვით დამაბნიო,შენს ოინებს არ წამოვეგები და მითუმეტეს ვერ შეძლებ თავი ოდნავ მაინც მომაწონო - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და კაცის დაჭიმულ ძარღვებს მზერა ჩუმად შეავლო.
-გინდა რაღაც გითხრა? - ყურში ფრთხილად ჩასჩურჩულა და თმაზე თიტები გადაატარა.
-ყურადღებით გისმენ!
-შენ მე სიგიჟემდე შეგიყვარდები! ვერ დამაბრალებ მკვლელობას,სასამართლოზე საერთოდ არ მოხვალ .. ბრალს ვერ დამიმტკიცებ .. გული არ გაგიშვებს!
-ბევრს ოცნებობ ეჭვმიტანილო!
-ცხოვრებაში ყველა ოცნება ავიხდინე .. არც ეს დამრჩება აუხდენელი! - კარისკენ წავიდა გასვლამდე წამები იყო დარჩენილი,ქალის ხმა რომ წამოეწია.
-შენმა შვილმა იცის მამა ნარკოტიკებით ნაშოვნი ფულით რომ არჩენს?
ყველაფერი შეზანზარდა.

(3)

დაპროგრამებულივით გაბრუნდა უკან.
ეშმაკურად მომღიმარს უცნაურად უყურებდა,არც ზიზღით არც სიყვარულით,რაღაც ამოუცნობი მზერით.
-ანა დაანებე ამ საქმეს თავი .. გესმის? - კედელს მიეყრდნო და ცოტა დაბნეულ გოგოს გახედა - ცუდად დაამთავრებ!
-რატო გიგუნა,მეც მომკლავ? - ცინიკურად ჩაიცინა და კაცისკენ წავიდა,წამში აესვეტა წინ და მის ღრმა ჩასუნთქვებს დააკვირდა - ანერვიულდი? ხომ გითხარი,ცოტაც და ..
-ანა! - გაბრაზებულმა დაიყვირა - მოთმინებას ნუ დამაკარგინებ,გეუბნები,დაანებე ამ საქმეს თავი ..
-არა
-ანუ არა?
-არა,ბოლომდე მივიყვან შენს საქმეს!
-ხოდა რაც მოგივა შენს თავს დააბრალე,მარტო შენს თავს!
**
საქმის გამოძიებას რათქმაუნდა თავი არ დავანებო და სრული პარადოქსია ჩემს ცხოვრებაშიც მაშინ დაიწყო.ორჯონიკიძე მთელი ერთი თვე მთხოვდა სამე მიმეტოვებინა და გავმქრალიყავი,მაგრამ არ დავუჯერე.ერთი თვე ჩემი ბინის კარს არ მოშორებია,ყოველ დღე მხვდებოდა.
ერთი თვის შემდეგ გიგა გაქრა.
ასე
სახლის კართან არ დამხვდა.არც მერე მოსულა,არც ორი კვირის მერე გამოჩენილა,დაიკარგა რა.საქმე არ შეჩერებულა,ყველაფერს ზუსტად ვიძიენდით,რომ ეჭვმიტანილისთვის კოველგვარი მინუსების გარეშე წარგვედგინა ბრალი.
გიგა გაქრა
და მეც
ხასიათი გამიქრა.
ისეთი შემართებით აღარ ვცდილობდი დეტალებში ჩაძრომას.რაღაცნაირად ვგრძნობდი თავს.დანაკლისის შეგრძნება მქონდა,ხანდახან მინდოდა მისი ჩაცინება დამენახა,რომ გაბრაზებულ გულზე მერე გამომელანძღა და მეთქვა რომ მკვლელი იყო და აუცილებლად დავიჭერდი.
გონებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა,არ მინდოდა მისი ნათქვამი ასრულებულიყო.მე და სიყვარული,თან ვინ? მკვლელი? ორჯონიკიძე?
არა
არა
და ისევ
არა!!!
##
-მოკლედ,გიგა ის გოგო მოსაშორებელია რა! პრობლემებს ქმნის,ყველაფერს ხვდება,ისეთ დეტალებს იგებს რასაც ამდენი წელია ვმალავთ.შენზე თუ გავიდა,ჩვენზეც გამოვა .. დავურეკავ გელას და მოაგვარებს ყველაფერს. - მოხუცმა ტელეფონი აიღო და სანამ ნომერს აფრეფდა გიგას გახედა,რომელიც თვალს არ აშორებდა - რა?
-რას უპირებ?
-რას უნდა ვუპირებდე ..
-და რა გინდა,რომ პირდაპირ ციხეში მიკრან თავი? ეგ გოგო თუ გაქრება,ან რაიმე მოუვა,ჩათვალე გამოძებას წამში შეწყვეტენ და მეც გისოსებში გამაქანებენ .. მე თუ იქ მოვხვდი .. - კაცმა მკაცრად ჩაისისინა ბოლოს და ჭაღარა მოხუცს ისევ გახედა - ყველას თან წაგიყოლებთ!
-შენ რა,იმ გოგოს სიკვდილი არ გინდა? ქალი პირდაპირ გადებს ხელს ..
-მერე დაფიქრდი,პირდაპირ ეგ მადანაშაულებს .. ანა რომ გაქრეს,ჩათვლიან რომ დამნაშავემ ბრალმმდებელი მოვიშორე .. ამხელა კაცი ამას რატო მახსნევინებ? - გაბრაზებულმა წამოიყვირა.
-გიგა წყნარად! რაღაც გჭირს .. ვეღარ გცნობ .. აღარც წამალს ყიდი აღარც ყიდულობ .. ბევრს ფიქრობ,არ ლაპარაკობ და სულ ჩაკეტილი ხარ,რა ჯანდაბა გჭირს?
-არაფერი - გარეთ გავიდა,ტელეფონს ხელში ატრიალებდა,ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა - ჯიუტი თხა,ხო გავაფრთხილე? - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და სასწრაფოდ მანქანის საჭეს მიუჯდა.გამოჩენის დრო იყო.
^^^
-თქვენ ფიქრობთ რომ ორჯონიკიძეს ნარკოტიკების გადასატანად უნდოდა კეკელიძესთან ურთიერთობა?
-დაახლოებით,ალბათ ვინმემ დაავალა თორემ თვითონორჯონიკიძე არც ნარკოტიკს მოიხმარს და არც ამის რეალიზებას უწყობს ხელს,აქ ვიღაც მესამე იმალება,რომლის შუამავალიც კეკელიძესთან ორჯონიკიძე იყო - დარმუნებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა და კოლეგებს თვალი მოავლო - ანას ეჭვები ასე თუ ისე გამართლდა,მაგრამ არა მგონია ის კაცი მკვლელი იყოს,აქაც ვვარაუდობ,რომ ვიღაც მესამე იმალება ..
-ტვინი ამიყირავდა,ეს ამბავი ყველა განხილვაზე სხვადასხვა მხრიდან იხსნება და საბოლოოდ მაინც გაუხსნელია .. ორჯონიკიძე დაიბარეთ,არა დაკითხვაზე ოღონდ,მე უნდა შევხვდე ..
-ორჯონიკიძე არ ჩანს ბატონო ვახო - ჩუმად ამოილაპარაკა ანამ,ისე ფურცლისთვის რომელზეც გიგას ფოტო იყო თვალი არ მოუშორებია.
-როგორ თუ არ ჩანს? საბუთები არ აქვს,საზღვარზე ვერ გადავიდოდა,თქვენ კარგად ხართ? - სწრაფად აფეთქდა კაცი დ ამაგიდაზე მუშტი დასცხო - არ მაინტერესებს,ხვალ ორ საათზე მაგ კაცს უნდა შევხვდე.
*
ჩაბნელებულ სადარბაზოში,დაეფიცება იგრძნო რომ მარტო არ იყო და ის ვინც იქ მასთან ერთად იყო,მისთვის ბევრს ნიშნავდა.გაჩერდა,დაელოდა რას იზამდა.მალევე დაიხუთა ზურგს უკან სივრცე და ნაცნობი სუნთქვაც მიეფრქვია ყელში.
-ერთ ადგილას წამომყვები,ყოველგვარი წივილ კივილის გარეშე? - მისი ხმა ამდენი ხნის მერე ისე ჩაესმა გეგონებოდა ღიღინებდა.
-არა - თავი გააქნია და ტუჩის კუთხე აუთამაშდა.
-ნუ გეშინია,არ შეგჭამ
-მთავარია არ მომკლა,შეჭმას არ ვჩივარ - ხელი აიქნია და წამში მიბრუნდა მისკენ.მისი თვალები ისე ანათებდნენ გონება დაებინდა,უცხო გრძნობამ მოიცვა,თითქოს დანაკლისის შეგრძნება,აქამდე რომ აწუხებდა გაუქრა.
-ენას დაგაკავებინებ ხელში,შენც მოისვენებ და მეც - დარწმუნებით დააქნია თავი და მაჯაში ჩაავლო ხელი.
-მე წამოსვლაზე თანხმობა განვაცხადე და არ მახსოვს? - დაეჭვებით წამოიღახა და მაჯის გათავისუფლებას შეეცადა.
-არ გინდა ანა,ახლა არა გთხოვ .. უბრალოდ წამოდი და ადამიანებს როგორც შეეფერება ისე მოვიქცეთ,ყოველგვარი ეჭვმიტანილი-დეტექტივის გარეშე.
მთელი ორი კვირა,ყოველ დღე ერთმანეთს ვხვდებოდით და ყველაფერზე ვლაპარაკობდით.მასთან ყოველი შეხვედრა ემოციების ბურთი იყო,ათასი გრძNობა მეძალებოდა ერთად და სხეულში დავლილ სხვადასხვა სხივებს ზრდილობიანად ვაიგნორებდი სანამ შემეძლო.გიგასთან ურთიერთობა საშიშ თამაშს გავდა,რა დროს ამოტრიალდებოდა ყველაფერი არ ვიცოდი.
**
-მანქანის მართვა,მართლა არ იცი?
-არა - თავი მორცხვად გააქნია და ფეხზე წამომდგარ ორჯონიკიძეს თალი ააყოლა - არც იფიქრო ..
-კაი რა,ამხელა გოგომ მანქანის მართვა რანაირად არ იცი? სამსახურში დაგჭირდება ცოდნა .. - მხრებში ჩაავლო ხელი და სწრაფად დასვა მანქნაის საჭესთან,თვითონ გვერდით მიუჯდა.ყველაფერს დეტალურად უხსნიდა,თავიდან ცოტა შეეშინდა,მაგრამ საბოლოოდარც ისე ცუდი მოსწავლე გამოდგა.
-ვერასოდეს ვიფიქრებდი დეტექტივ ქალს თუ მანქანის მართვას ვასწავლიდი.
-ვერც მე წარმოვიდგენდი ეჭვმიტანი..
-არ გინდა ანა,ახლა მაინც არ გინდა,რაღაცეები მაინც არ გააფუჭო შენი წარმოდგენებით ..
**
-სტუმარს ყოველთვის ასე ალოდინებ? - ჩაბნელებულ სადარბაზოში ისევ გიგა შეეფეთა.
-შენ ჩემი ბინა შეგიყვარდა თუ ყოველ დღე აქ რა გინდა? - სახლის კარი გააღო,ჯერ გიგა შეუშვა და მერე თვითონ შევიდა.კარი გასაღებით გადაკეტა,მობრუნებულს კი ორჯონიკიძე ზედმეტად ახლოს დახვდა.მისი თვალები ანათებდნენ - რას აკეთებ?
-არაფერს - თავი გააქნია და გოგოს კიდევ უფრო მიუახლოვდა.გრძნობდა როგორ აუჩქარდა გულისცემა,როგორ დაეჭიმა სხეული,მაგრამ მასთან მიახლოვებას ჯიუტად არ იშლიდა.
-გიგა ..
-ჰოუ .. - მისი თმები მუჭში მოიქცია და ტუჩები შეახო,მერე ფრთხილად დაიხარა და ლავიწზე სასიამოვნოდ გახურებული ტუჩები გადაატარა.
-გაჩერდი - სუნთქვა შეკრულმა ამოიჩურჩლა და კაცს ხელებით მხრებზე დაეყრდნო - გიგა.
-ანა .. ისეთი ხარ .. უცხო .. საინტერესო და თან საშიში ..
##

..
-ანა 205 საქმე გაიხსნა,დროზე მოდი - წესიერად გამოფხიზლებულიც არ იყო,ჩაცმა დაიწყო.გონებამ ყველაფერი რომ აღიდგინა ტელეფონს ეცა და სწრაფად გადარეკა.
-გამაგონე იდიოტო,გამაგონე - ბუტბუტებდა,მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა - ჯანდაბა გიგა,ჯანდაბა!
სახლიდან გასვლისას,კიბეებზე ჩასვლისას და განყოფილებაში მისვლის დროსაც ერთადერთ ფრაზას იმეორებდა გონებაში: "იქ არ დამხვდე ორჯონიკიძე,ოღონდ იქ არ დამხვდე!"
არ გაუმართლა,იქ დახვდა,სამ მამაკაცთან ერთად.დაკითხვის ოთახში გაყინული შევიდა,მხლოდ გიგას უყურებდა,მის მზერაში უნდოდა რამე წაეკითხა,მაგრამ ორჯონიკიძეს წამითაც კი არ გაუხედავს მისკენ.გრძნობდა როგორ გადატუმბავდა გული სისხლს,როგორ მოძრაობდა სისხლი კაპილარებში,მაჯაზე პულსიც საგრძნობლად ესინჯებოდა.არ იცოდა რა უნდოდა.ამისთვის არ იბრძოდა ორი თვის წინ? იმ კაცს,რომელიც ახლა არც უყურებდა,ორი თვის წინ სისხლი გაუშრო,მკვლელი ხარს ძახილით და ახლა რა ხდებოდა? არ იცოდა რა უნდოდა,ახლა ამ კაცისთვის ბრალი დაემტკიცებინათ თუ ყველანაირად სუფთა გასულიყო ამ საქმიდან .. ვერ გაუძლო,კოლეგებთან ბოდიში მოიხადა და დაკითვხის ოტახიდან,შემდეგ კი განყოფილებიდან გაქრა.
მართალი იყო გიგა,სასამართლოზე არ მივიდა,ვერ მოუსმენდა როგორ აკისრებდნენ რამოდენიმე წლიან სასჯელს ადამიანს,რომელის მიმართაც არ იცოდა რას გრძნობდა.
დანაშაულის დაფარვისთვის და ნარკო რეალიზატორების დახმარებისთვის გიგა ორჯონიკიძეს 8 წელი მიუსაჯეს.
..
2 თვე იყო გიგას დაკავებიდან გასული.ყველანაირად ვცდილობდი,ბევრს ვმუშაობდი,თავისუფალ დროს ვცდილობდი ნაკლებად მეფიქრა,მაგრამ ორჯონიკიძეს თავიდან ვერ ვიგდებდი.ყველგან მისი თვალები მელანდებოდა და ტკივილამდე მინდოდა სადმე ახლოს ყოფილიყო,დამენახა და ვსო,ესეც კი საკმარისი იქნებოდა,დასამშვიდებლად.დიდხანს ვიფიქრე მივსულიყავი თუ არა მის სანახავად,ორად ვიყოფოდი ვერ გადამეწყვიტა რა მექნა.
მე ამ ფიქრებით დავდიოდი,ერთ დღეს შოკისგან ლამის მიკრო ინფაქტი რომ განვიცადე.ყველაფერს ველოდი,მაგრამ იმას რაც იმ დღეს სადარბაზოში დამხვდა,ვერასდროს წარმოვიდგენდი.
სამსახურიდან საოცრად დაღლილი მოვდიოდი,კართან გიგას ოდნავ შეცვლილი ვარიანტი,რომ დამხვდა.ტვინმა წამში დაიწყო მუშაობა და ზუსტად ვიცოდი ახლა გიგას შვილს რომ ვუყურებდი,მაგრამ აქ,ჩემთან რა უნდოდა?
-თქვენ ანა ალბათ,ხო? - ხმა გიგასგან განსხვავებული ქონდა.
-დიახ .. რა ხდება? - დაძაბულობა და დაბნეულობა ხმაზეც დამტყობოდა.
-გიგამ შემოგითვალათ,რომ თუ შეძლებთ ,მის სანახავად მიხვიდეთ - ზრდილობიანად გამიღიმა და კიბეებზე დაეშვა - უი,ოღონდ კი არ გთხოვო,უბრალოდ გეუბნებიო - გამიღიმა,გიგას ახლა განსაკუთრებულად გავდა და ისე წავიდა აღარც მობრუნებულა.
დამპალი კაცი!
მის სანახავად არ წავედი და მთელი ორი კვირა შინაგანი უკმაყოფილება არ მასვენებდა.
მაგრამ ჩემს იმ ნაწილს ვერ გადავაბიჯე,რომელიც გამუდმებით ითხოვდა მის ნახვას და მეც ხელისკანკალით შევაღე დაწესებულების კარი.ახლობლობით ყველას ვთხოვე მისთვის არ ეთქვათ თ იკითხავდა ვინ მოვიდა მის სანახავად,გიგას გაოცებული სახის დანახვას ვერ დავკარგავდი.
კარი რომ გააღო და შემოვიდა,სხეულმა სწრაფი რეაქცია მოახდინა და შემაკანკალა,სხეულში უცნაურს ჩხვლეტას ვგრძნბდი და ვერ გამეგო,შეგრძნება რომელიც აქამდე მქონდა,სად გამქრალიყო ახლა.ოდნავ იყო შეცვლილი,ცოტა დასუსტებული და დაღლილი სახე ქონდა,სხვა ყველაფერი ისე იყო,როგორც მანამდე.თვალები უწინდელივით უცნაურად უციმციმებდა და საოცრად ჩკვიანი გამოხედვით,გეგონებოდა სულშ გიყურებდა.მე რომ დამინახა,გაოცებული სახე არ ქონდა,იმედებო გამიცრუვდა,მაგრამ ის ჩაცინება,ნერვბეს რომ მიშლიდა სახიდან არ შორდებოდა.
-ხომ იცი,მე არ მითხოვია ..
-ნუ ხარ თავდაჯერებული იდიოტი!
-შენ კიდე ჯიუტი თხა და აღიარე რომ რასაც დაგპირდი შეგისრულე,შენ კი ვერ ..
-რა გგონია,აქ იმიტომ ვარ რომ შენზე გაგიჟებით შეყვარებულმა გოგომ მონატრებას ვერ გაუძლო? - ახლა მის მსგავსად მე ჩვტეხე ტუჩის კუთხე.
-არ გიხდება ეგ ღიმილი .. როგორ ხარ?
-მე როგორ ვარ? მე კი არა .. შენ?
-მე რავიცი,ვარ რა .. რახდება გარეთ?
-არაფერი .. შენი შვილი ძალიან გგავს - გამეცინა,მართლა როგორ გავდა ამ დამპალ კაცს,ის ანგელოზივით ბავშვი.
-ხოარ მოგეწონა?
-აქ როგორც ჩანს ტვინს გაცლიან ..
-რაღაცა რომ გთხოვო ..
-არ შეგისრულებ! - თავი გავაქნიე,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი,ახლა რაც არ უნდა ეთქვა უსიტყვოდ ვიყავი იმის შემსრულებელი.
-ყურადღებას მიაქცევ ცოტახნით? სანამ აქედან ვინმე ისეთსვნახავ,ვინც იმ საწამლავს არ მიაკარებს და დაეხმარება,მანამდე მინდა ვიცოდე რას აფუჭებს გარეთ.
-დარწმუნებული ვარ შენ არ გგავს და არაფერსაც არ აფუჭებს.
-ანა,მაცდი?
-კი
-მოკლედ მიმიხედე რა,ვალში არ დაგრჩები,აქედან რომ გამოვალ - თვალი ჩამიკრა და ფეხზე წამოდგა - დრო გავიდა ..
-ადვოკატი არ ასაჩივრებს განაჩენს?
-არა - ჩაიცინა და მინასთან ახლოს მოვიდა - ხომ კარგად იქნები?
-არ ვიცი ..
-არ იდარდო,მალე გნახავ,ოღონდ გარეთ! ჭკვიანად.
იქედან გამოსვლა და ოფისიდან ზარი ერთი იყო.
-დროზე,დათო გიბარებს!
დათო,ოფისის უფროსი იყო დაზუსტად ვიცოდი რატომაც მიბარებდა.რა თქმა უნდა,ვიღაცამ უთხრა რომ გიგას სანახავად ვიყავი.
მართალიც აღმოვჩნდი,კარგი გაფრთხილება მომაკრა,არ გეკადრება დეტექტივს,დამნაშავის ნახვაო ..
##
კონსტანტინე,გიგასგან განსხვავებით ნამდვილად არაფერს აფუჭებდა.აქეთ მამის არეული საქმის დალაგებას ცდილობდა და სწავლას და ბიზნესის დაბანდებასაც გეგმავდა.თავიდან,რომ ვუთხარი უნდა მოგხედოთქო გაეცინა,მე უფრო მოგხედავ ვიდრე შენ მეო,მაგრამ ცუდადარ მიუღია მამის ზრუნვა და ანჩხლი თინეიჯერივით არ გაბარაზებულა.არ ვძმაკაცობდით,მაგრამ მის საქმეში ჩახედული ნამდვილად ვიყავი.გიგასთან ვერ მივდიოდი,კოსტანტინეს ამბების სათქმელად,სამსახურიდან იმ დღესვე გამომაცუნცულებდნენ,მაგრამ ვცდილობდი წერილები სანდრო ხალხის დახმარებით გადამეცა მისთვის.
გონებაში ყველაფერი არეული მქონდა.
რას ვაკეთებდი?
რა მინდოდა?
რას ველოდი?
არ ვიცი .. მე თვითონაც ვერ გამეგო რატომ ვაკეთებდი ამ ყველაფერს გიგასთვის,ადამიანისთვის,რომელიც 8 წელი ციხის საკანში უნდა ყოფილიყო გამოკეტილი.
მის მიმართ სიყვარულს არ ვგრძნობდი,მაგრამ არც გულგრილი ვიყავი.ზედმეტად მივეჩვიე მასთან ურთიერთობას და ახლა ასე ვცდილობდი დანაკლისის შევსებას.ვიცოდი არ იყო სწორი,მაგრამ სხვანაირაირად არ შემეძლო.
#
შოკი მივიღე კონსტანტინემ მისი შეყვარებული რომ გამაცნო,ისიც შემთხვევით შემხვდნენ,კაფეში ვიყავი,მეგობართან ერთად.ვლოცულობდი,რომ ის გოგო მისი ორეული ყოფილიყო,მაგრამ სამწუხაროდ არ გამიმართლა.
-მართა ეს მამას მეგობარია ანა ლაშხი,ანა მართა ის გოგოა,რომ გეუბნებოდი - გაღიმება მინდოდა,მაგრამ გაყინული ვიყავი,გოგომაც მიცნო და მასაც არ ჰქონია ნაკლები რეაქცია.
-გამარჯობა მართა!
-ქალბატონო ანა .. - სახე შეეცვალა და დიდი თვალები ცრემლებით აევსო.
-კოსტამ არაფერი იცის - მხარზე ხელი დავადე აკანკალებულ გოგოს და გაოცებული თვალებით შემომყურე გიგას ორეულს გავხედე.
-ვერაფერი გავიგე,რა ხდება?
-მე ვერაფერს გეტყვი,თქვენ უნდა ისაუბროთ ..
**
მეორე დღესევე წავედი გიგას სანახავად.ყველაფერი მოვუყევი და თან საკმაოდ ვლანძღე იმის გამო,რომ შვილს სიყვარულს ართმევდა.კოსტას მართლა ძალიან უყვარდა მართა,მისი თვალები,მასზე საუბრის დროს გალაქტიკას სწვდებოდნენ,ისე ანათებდნენ.
-ანა,რას მეუბნები ხვდები? - გიგაც არა ნაკლებ შოკში იყო,ახალი ამბით.
-ვხვდები და ბავშვები შენს გამო ერთად შეიძლება აღარ იყვნენ,გესმის?
-ანა ახლა აქ არ გამაგიჟო
-აზრი არ აქვს,მაინც ვერაფერს იზამ - იქედან წამოვედი.
სამსახურში მეორე დღესვე განცხადება დავწერე,ბილეთები ვიყიდე და საქართველოდან გავქრი.მანამდე კოსტა ვნახე და სიკვდილამდე ვთხოვე,მართა არ დაეკარგა.
იმას რასაც მე ვაკეთებდი არანაირი გამართლება არ ჰქონდა.ჩემს თავს ვაიძულებდი გიგაზე ეფიქრა,არც კი ვცდილობდი მის გარდა,სხვაზე მეფიქრა.არ იყო სწორი და ამიტომაც წამოვედი.
..
ყველაფერს შევეჩვიე,ძნელად,მაგრამ შევეჩვიე.ახალი ურთიერთობაც ვცადე,ახალ სამყაროში ყველაფერი ქაოსური იყო და წარსულზე ფიქრისთვის არ ვიცლიდი.

..
ორი წელი იყო გასული რაც ლონდონში გადმოვცხოვრი.
ძველმა მეგობარმა მეილით შემატყობინა ახალი ამბავი
ორჯონიკიძე გაათავისუფლეს,გაასაჩივრეს განაჩენი,იბრძლეს და გაათავისუფლეს.
##



№1  offline მოდერი naattii

არ იქნებოდა სწორი ერთად დარჩენა, მაგრამ საოცრად გული დამწყდა. მეორე ნაწილს ვითხოოვ :D

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან საინტერესო იყო. მეორე ნაწილიც მოუხდებოდა ჩემი აზრით

 


№3  offline წევრი izabella

ეს რა კარგი რამე იყო, ძალიან მომეწონა))
გიგას უპატიებელი დანაშაული არ ჩაუდენია, რომ ანას და მისი ურთიერთობა ასე დამთავრდეს. შუამავალი იყო, მკვლელი ხომ არა? თან სასჯელის რაღაც ნაწილი ხომ მოიხადა.
ისიც არ ვიცით როგორ გაგრძელდა კოსტას და მართას ურთიერთობა, ასე რომ მეორე ნაწილს რომ საჭიროებს ეს ისტორია აშკარაა, ველოდები მოუთმენლად. ❤❤❤

 


№4  offline წევრი elena gogiberidze

კარგი იყო ვისიამოვნე მაგრამ ჩემი აზრით მეორე ნაწილიც რომ დააგეწერა უმაგრესი იქნებოდა

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგი იყოო მეორეე ნაწილიიც კაარგიიი იქნეებაა

 


№6 სტუმარი სტუმარი Dadu

Meore nacili gvindaaaaa. gaagrdzele raaaa relaxed

 


№7 სტუმარი Mrs.Grey

ველი მეორე ნაწილს

 


№8  offline წევრი ნორმი

ველი ნეორე ნაწილს
--------------------
მორფეოსი

 


№9 სტუმარი ucnobi

უზრდელობაა კომენტარებზე პასუხის არ გაცემა

 


№10  offline წევრი Hela

ძალიან ბევრი ველით მეორე ნაწილს
იმიტომ რომ ძალიან კარგია

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ძაან მაგარი იყოო<3 ველიი მეორე ნაწილს

 


№12 სტუმარი ავტორს

ან ლოგიკური დასასრულით დაამთავრე, ან საერთოდ ნუღარაფერს დაწერ.

 


№13 სტუმარი ეკა

დაამთავრეთ რაა, ერთად დატოვეთ ანა და გიგაც და კოსტაც და მართაც❤️ შეიძლება ბანალურია, მაგრამ მენანება, მიყვარს კარგი ამბები❤️მადლიბა და წარმატებები

 


№14 სტუმარი ნაესტანი

კარგი იყო საინტერესო საოცარი გაგძეება კარგი იქნებოდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent