შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდმივ ხმაურში... 6 თავი


2-08-2018, 10:40
ავტორი naattii
ნანახია 2 753

-მიმიჩკა, მოდი დღეს მენიუს შევცვლით_ უკვე ორი კვირა იყო გასული სოფელში სტუმრობის შემდეგ და ორივე თავიანთ საქმეს დაუბრუნდნენ. გიგი ჯერ არ იყო მისული და გოგო დანარჩენ ოთხს ემსახურებოდა, როცა გაღებულ კარებში ქარივით შემოვარდა გიგი და ასევე უცებ მიუჯდა ბიჭებს.
-მიმი ორმაგი ვისკი.
-კარგი_წარბებ აწეულმა ჩაილაპარაკა მიმიმ და ლაშასკენ წავიდა. უფრო გაოცდა სულმოუთქმელად რომ ჩაცალა ბიჭმა და მეორეც მოითხოვა. მესამეზე უკვე მიმიმ ვეღარ მოითმინა
-გიგი მშვიდობაა?
-ახლა არა რა მიმი._ გოგოც უთქმელად დაუბრუნდა სამუშაოს.
-ისე აქამდე არ შემინიშნავს ამის , ნახე თურმე რა ფორმები აქ_ლუდის წრუპვით აფასებდა ბექა მიმის.
-ისე ხო ბიჭო, ნახე მკერდიც კაი ხელა აქვს, ოჰ რა კარგად ჩაჯდებოდა ჩემ მუჭშიი_ოთხივე სიცილით იგუდებოდა გიგიმ რომ ჭიქა დააგდო მაგიდაზე
-წესიერად თქვენ.
-კაი რა გიგი რა მოსაწყენი ხარ, ერთი მიმტანია რა, თუ მოვისურვებთ ყველას მოგვცემს.
-წესიერადთქო ბიჭო_წამში ფეხზე წამოფრინდა ბიჭი.
-კი მაგრამ შენ რა გეწვის ერთი მე მიმტანს გავჟიმავ თუ სტრიპტიზიორს, ისე სახეზე არ ვარგა გაზეთი დამჭირდება_ისევ სიცილის დაწყებას აპირებდნენ ბექას გიგის მუშტი რომ მოხვდა და იატაკზე გაიშოტა. სანამ ორივე თვალი არ ჩაულურჯა და უკვე პირიდან სისხლის გადმოფურთხება არ დაიწყო ვერავინ დააკავა. ისიც მიმიმ შეძლო მისი იქედან გამოთრევა და უკანა ეზოში გაყვანა, რამდენიმე წუთში ლაშა გამოვიდა ყინულით ხელში.
-წარბზე მიადე.
-მადლობა ლაშა._ისევ გიგისთან დაბრუნდა და ყინული დაანახა
-ცოტა გეტკინება.
-მკ*იდია.
-იტყვი რა გჭირს?
-რა უნდა მჭირდეს, არავის მივცემ უფლებას ასე ილაპარაკონ.
-და რატო არ გახატია გიგი? მე მაგარი მკ*იდია ვინ რას იტყვის.
-შენი საერთოდ არ მესმის, როგორ არ უნდა გაინტერესებდეს შენზე რას ამბობენ.
-აი ასე უბრალოდ, მე ხომ ვიცნობ ჩემ თავს? ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია ისიც მიცნობს და იციან როგორი ვარ, სხვებმა რაც უნდათ ილაპარაკონ, ენას ძვალი არ აქვს.
-ასეთი არავინ მინახავს გეფიცები.
-ხოო, მეუბნებიან ერთადერთი ხარო_ ჩაიფხუკუნა და გიგიც აიყოლია.
-მიმი, ასე აღარ მინდა.
-როგორ? და ძალიან გთხოვ დაფიქრდი სანამ პასუხს გამცემ.
-აი ასე, 3 თვეა ერთად ვართ, ლამის ერთად ვცხოვრობთ, სოფელში ყველაზე ბედნიერი 4 დღე გავატარე მიუხედავად იმისა, რომ შიმშილით ვკვდებოდით. აღარ ვიცი როგორ მიგახვედრო, რომ აღარაა ყველაფერი ისე როგორც თავიდან იყო, მე.......
-საკმარისია, სანამ იმას იტყვი რასაც ვერ გამოვასწორებთ ჯობია გაჩუმდე.
-არა მიმი, ახლა მე ვილაპარაკებ, ვიცი რომ შენც მოგწონვარ, დებილი უნდა ვიყო ეს რომ ვერ შევამჩნიო, მაგრამ გაიგე, მარტო სექსი არ მაკმაყოფილებს, შენთან მინდა, თუნდაც იდიოტური და ბანალური პაემანი, ერთმანეთს ისე კარგად ვიცნობთ, შეიძლება საკუთარ თავს არ ვიცნობდეთ ასე. გეყო ჯიუტობა რა.
-მაპატიე, ბევრი ხალხია და მარტო ნინი ვერ იმუშავებს_დაბნეული დაბრუნდა დარბაზში და ლაშას მოწოდებული არაყი წამში დაკრა.
-ამის დედაც მო*****_ფეხით ამოაბრუნა უკანა ეზოში მდგარი ვედრო გიგიმ და ფეხით გაუყვა გზას. თვითონაც ვერ გაეგო მიმიზე ფიქრი როგორ შემოეპარა, არც ის იცოდა რა გრძნობა იყო, მაგრამ აშკარად არ ყოფნიდა გოგო.
ფიქრებით დამძიმებულმა შეაღო სახლის კარი და ღრმად ამოიხვნეშა, აი ძმაკაცები..
შესასვლელში მამამისის ირგვლივ მიმჯდარიყო ოთხივე და კარისკენ იხედებოდნენ.
-შენ რა მიმტანს ხვდები შე*ემა?
-ტრა*ი დააყენე რა._კიბეზე ასვლა სცადა გიგიმ.
-მოდი აქ_ცივად გაკვეთა ლევანის ხმამ ოთახი.
-გისმენ მბრაძანებელო_სასიამოვნოდ დადიოდა ვისკი გიგის სისხლში.
-ამ ყველაფერს ხვალვე მოაგვარებ, გასაგებია?
-თორემ?
-შენ რა გინდა ვიღაც მიმტანის გამო ვიჩხუბოთ? ნუ მაიძულებ ჩავერიო ისე მოაგვარე, მეტჯერ აღარ გეტყვი_სიტყვის დამთავრებისთანავე დატოვა კაცმა ოთახი და მთელ სახლში ექოდ გავრცელდა კარის გაჯახუნების ხმა.

არც უფიქრია გიგის მიმიზე უარის თქმა, კლუბში ისედაც არაფერს იმჩნევდნენ, უბრალოდ უფრო გაფრთხილდებოდნენ და მორჩა. უკვე 4 დღე იყო გოგო არ ენახა და იმდენად ენატრებოდა თითონაც უკვირდა, ძლივს იქნევდა ჩოგანს და საყვედურებიც მიიღო მწვრთნლისგან. არა მეტი აღარ შეეძლო, ახლა რომ არ მოფერებოდა არიცოდა რას იზამდა. ვარჯიშს მორჩა, უცებ მოწესრიგდა და კლუბისკენ წავიდა.
უკვე რამდენიმე დღე იყო მისი ძმაკაცების მაგიდასთან მეხუთე ადგილი თავისუფალი იყო და უცხო აფორიაქებას გრძნობდა მიმი, თანაც იმ დღეს აშკარად ცუდად იყო გიგი, იქნებ რამე ჭირდებოდა? რა დროს სიამაყე იყო, როცა ადამიანს უჭირდა, სწრაფად აკრიბა ტელეფონზე ნაცნობი ნომერი და ზარი გასვლას დაელოდა, უშედეგოდ.... არავინ პასუხობდა და მეორედაც სცადა, უკვე მესამედ უნდა აეკრიბა უკნიდან რომ მოესმა ნაცნობი ხმა
-იმედია მოგენატრე და მიტო მირეკავ.
-ჯანდაბას შენი თავი, რადგან ცოცხალი ხარ და ხუმრობის თავი გაქვს, ესეიგი კარგად ხარ_ბარისკენ შებრუნდა ღიმილის დასამალად და გახარებულმა განაგრძო მუშაობა.
-გასახდელს საკეტი აქვს თქვენთან?
-კი, რაიყო?_ვითომ ვერ მიხვდა რაც უნდოდა ბიჭს.
-წამო, განახებ.
-ამ ხის სკამებზე საოცრად უხერხული იქნება_კოცნებს ამოაყოლა მიმიმ და მაიკა გადააძრო.
-არაუშავს, პირველად არ გვექნება იატაკზე.
-არც კი გაბედო, იმის შემდეგ ორი დღე წელი მტკიოდა_ხელი კრა მოსაშორებლად გოგომ, მაგრამ სულ ტყუილად.
-პლედი გვაქვს_მკერდს ჩაუყვა გიგი და კმაყოფილს გაეღიმა აკრუტუნებულ მიმიზე.-აი რა მაკლდა, შენი ხმა და კრუსუნის გაგონება.
-დამპალო_ხელი კრა სიცილით მიმიმ და ძირს დაგდებულ გიგის ზემოდან მოექცა-დღეს შენ გეტკინება წელი.

დარბაზში ისე დაბრუნდნენ, ვითომ არაფერი მომხდარა, გიგი ლაშას მიუჯდა ბართან, მიმიმ კლიენტების მომსახურება განაგრძო და ბედნიერი დარბოდა მაგიდებს შორის, სანამ ბართან მდგომს შეკვეთის მოლოდინში წინ ნაცნობი მომღიმარი სილუეტი არ აესვეტა.
-თემო_ ამოსუნთქვას ამოაყოლა მიმიმ და დაძაბულმა მოისვა კისერზე ხელი.



№1 სტუმარი სტუმარი ნატალი

მაგარია, მაგრამ ძალიან პატარა თავებია

 


№2  offline წევრი დარინა

აი გიგი ძალიან ძალიან მომწონს, მიმი ზწდმეტად ფეხზე დამკიდე ტიპად აჩვენებს ყველას თავს, მინდა რომ გიგიმ მამამისი და თავისი საზიზღარი მეგობრები დაიკიდოს და თავისი ოცნების ასრულებას შეუდგეს.

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

ეს თემო ვინღააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent