შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი მეცხრე)


2-08-2018, 19:07
ავტორი buterfly
ნანახია 1 736

-ლილიანა-ოთახში შემოვიდა ანა-რა მოხდა?
-‘უფრო ინერვიულებს’გაიფიქრა ლილიანამ და სცადა დაწყნარებულიყო-რაც მოხდა იმაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო?-სევდიანად ამოილაპარაკა და საწოლზე წამოჯდა
-ჩემო ლამაზო, ვიცი ,რომ ძალიან გიჭირს ,მაგრამ ისიც ვიცი ,რომ ამ ყველაფერს გაუძლებ-თბილად უთხრა და მოეხვია-მე შენთან ვარ იცოდე
-ვინც მასე დამპირდა ყველამ დამტოვა-სახეზე ცრემლი უნებართვოდ ჩამოუგორდა
-ყველაფერი გაირკვევა,ლილიანა ,ყველაფერი-ცრემლი მოერია ანასაც-თუ გინდა ამაღამ შენთან დავრჩები.
-კი მინდა-წამოწვა ლილიანა და ანას უკნიდან აეკრო. შუაღამისას მისცა გასაქანი ცრემლებს ,რომლებიც თავიანთ ნებაზე დასრიალებდნენ სახეზე და უსველებდნენ მას. მთელი ღამე ფიქრში გაატარა. ხვალ აუცილებლად უნდა მისულიყო და ჩვენება მიეცა. მოცდა არ შეიძლებოდა. ორმაგად აფიქრებდა ნოეს ამბავი, ვინ იყო ის ხალხი ,ვინც ის ასე დაუნდობლად გაწირა. იქნებ ეს ყველაფერი კავშირშია? გაიფიქრა ,მაგრამ წამში უკუაგდო ფიქრი და დაძინება სცადა. თვალები დახუჭა თუ არა ნოეს სახე წარმოიდგინა. გაიხსენა ყოველი წამი, როდესაც ის ეხებოდა ,კოცნიდა. უყვარდა და მისი დაკარგვა არ სურდა.
დილის რვა საათზე, ცოტა ხნის წინ ჩაძინებულს გაეღვიძა და ჩაცმა დაიწყო.სამზარეულოში გავიდა და იქ პეტრე დახვდა.
-სად მიდიხარ?-მომღიმარი სახე შეაგება
-გავივლი ცოტას, სახლში ვიხრჩობი, აღარ შემიძლია.
-გინდა გამოგყვე?
-არა ,მადლობა-ნაძალადევად გაუღიმა და იქაორობა დატოვა
დაუყვა ლილიანა ფეხით გზას ,რომელიც მისი ღრმა რწმენით, სამართლიანობისკენ მიდიოდა.
***
-ლილიანა არ გინახავს?-თვალების ფშვნეტით გამოვიდა ანა
-კი, გასასეირნებლად წავიდა
-იმედია გადააყოლებს გულს
-იმედია, ცოტა უცნაურად იქცეოდა
-რა მხრივ?
-არ ვიცი შფოთავდა თითქოს
-გუშინდელის მერე როგორ იქნებოდა აბა?
-ხო მართალი ხარ.-სევდიანად ჩაილაპარაკა პეტრემ
-საბა მაინც სადაა?
-არ ვიცი ვიღაცას უნდა შევხვდეო და ნაჩქარევად წავიდა
-ნეტა ვის ხვდება?გაიჩინა ვითომ ვინმე?-დაინტერესებულმა ამოილაპარაკა
-აზრზე არ ვარ
-ჩამოჯექი ყავა დავლიოთ ერთად
-კარგი იქნება. შენ გამიკეთებ?
-აბა რას ვიზამ ჩემო ლამაზო-უთხრა და შუბლზე აკოცა
-ლილიანას ოთახში გეძინა?
-ხო, ისიც კარგი მასთან დავრჩი, ძალიან მეცოდება. მთელი ღამე სლუკუნებდა ,ძლივს დაიძინა
-მოერევა თავს, ძლიერი გოგოა-ამოილაპარაკა პეტრემ და ფინჯანი ყავა წინ დაუდო ანას-ისე ჩვენ რამდენი ხანია ერთად დრო არ გაგვიტარებია.
-მაგის დრო გვქონდა?-თავი ხელებს დააყრდო ანამ
-კარგი რა, არ მოიწყინო ,გთზოვ-თქვა პეტრემ და სკამიდან წამოდგა. მის წინ ჩაიმუხლა და მაგრად მოჰხვია ხელები
-შენ რომ არ მყავდე ,რა მეშველებოდა?
-არც არაფერი-სიცილით ამოილაპარაკა პეტრემ და თმები აუჩეჩა
-პატარა ბავშვი კი არ ვარ-დაიბუზღუნა და თმა გაისწორა
-არ ხარ? დამიმტკიცე-უთხრა და ქვედა ტუჩზე ხელი მოისვა
-დაგიმტკიცო ხომ?-სკამიდან წამოდგა და პეტრესკენ დაიძრა- რატომ მიწვევ? ხომ იცი რომ დამარცხდები?-ვნებიანად ამოილაპარაკა და პეტრე კედელთან მიამწყვდია
-მგონი როლები გავცვალეთ-თვალებში ჩააშტერდა პეტრე
-გაჩუმდი და მაკოცე-უთხრა ანამ და ტუჩებზე ვნებიანად დაეწაფა. პეტრემ წელზე ხელი მოჰხვია და სხეულზე აიკრო. თეძოხე ხელი მაგრად მოუჭირა, რასაც ანას ამოკვნესა მოჰყვა .ამან პეტრე უფრო გაახელა და ანა ხელში აიტაცა. წელზე შემოისვა და საძინებლისკენ წაიყვანა.
***
ფიქრებში გართული ლილიანა, ვერც კი მიხვდა ისე მიადგა პოლიციის შენობას.
-გამარჯობა, ჩვენების მიცემა მინდა-ეუბნება მისაღებში მყოფ ქალს
-გამარჯობამ, მარჯვნივ პირველი კარია და იქ მიბრძანდით-მიასწავლა და თავისი საქმე განაგრძო
-მადლობა-დერეფანი გაიარა ლილიანამ . კარზე დააკაკუნა და შევიდა-გამარჯობათ, მე ლილიანა ჯაფარიძე ვარ.
-დიახ, გისმენთ. რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-ჩვენების მიცემა მინდა რამდენიმე ხნის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ
-კერძოდ რომელს გულისხმობთ?
-აეროპორტში მომხდარ შემთხვევას
-კარგით და აქამდე რატომ არ მოხვედით?
-მეხსიარება მქონდა დაკარგული
-გასაგებია. მაგრამ ეს საქმე ჩვენ არ გვაბარია
-აბა ვის?
-ბაჩო დარასელიას
ლილიანა ადგილზე გაშრა. ცოტა ხანში ბაჩოც შემოდის და სთხოვს გამომძიებელს მარტო დატოვოს.
-კარგად ხარ, ლილიანა?-თბილად ეუბნება და მის წინ ჯდება
-კი, ჩვენების მოსაცემად მოვედი
-ხო მითხრეს უკვე. როდის გაგახსენდა ყველაფერი?
-გუშინ საღამოს
-როგორ?
-რას ჰქვია როგორ?
-ხო ,როგორ გაგახსენდა?
-გავიღვიძე და მახსოვდა ყველაფერი-ცივად უთხრა და მზერა კედელზე დაკიდებულ სურათს გაუსწორა
-ლილიანა, დარწმუნებული ხარ რომ სწორად გახსოვს? შეიძლება გეშლება რამე
-იმაზე დარწმუნებული ვარ ვიდრე გგონია, სხვა შემთხვევაში აქ არც მოვიდოდი
-კარგი გასაგებია. მაშინ ახლა ერთი ადამიანი მოვა აქ და ფოტო-რობოტი შეადგენინე და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ.
-კარგი-ერთ საათში უკვე ვინც ახსოვდა ყველას ფოტო-რობოტი შედგენილი იყო.
-ბატონო, ბაჩო ,გთხოვთ ერთი წუთი მოხვიდეთ
-რა ხდება?
-ამ ადამიანს აღგვიწერს ქალბატონი ლილიანა-ბაჩო სურათს დააშტერდა და როცა ამოიცნო ერთ ადგილას გაქვავდა
-რა მოხდა? ვინ არის?
-საშიში ადამიანი-მოკლედ მოუჭრა ბაჩომ
-და მაინც ვინ?
-ის ვისაც შეუძლია საფრთხე შეგიქმნას.სანამ არ დავიჭერთ ასე მარტივად ვეღარ ივლი ქალაქში.
-რაა? მეღადავებით?-სკამიდან წამოდგა ლილიანა
-არა, წამოდი სახლში მე წაგიყვან-უთხრა და ხელში წაავლო. გარეთ გაიყვანა და მანაქნაში ძალით ჩასვა
-ბაჩო, მგონი ზედმეტი მოგდის უკვე
-ლილიანა, საქმე ისე მარტივად არ არის როგორც გგონია. ის კაცი უმდიდრესი ადამიანია ,გარდა ამისა არაერთ კრიმინალურ საქმიანობაში სდებენ ბრალს ,მაგრამ ვერცერთი ვერ დაუმტკიცეს
-მე ხომ მახსოვს ,ბაჩო?ეს არაა საკმარისი
-არ ვიცი.ყველაფერს ვიზამთ ,რომ ამ საქმიდანაც მშრალი არ გამოვიდეს.-თქვა და მანქანა დაძრა. არცერთს არ ამოუღია გზაში ხმა.
---ისმის შეჯახების ხმა, ძლიერი ტკივილი და ბაჩოს ყვირილი. მოულოდნელად ჩამოწოლილი სიბნელე .
***
-გისმენთ-ყურმილს იღებს ახლადგაღვიძებული ანა
-ქალბატონი ანა ბრძანდებით?
-დიახ მე ვარ
-ახლახანს ავარია მოხდა და მგონი ერთ-ერთი თქვენი ახლობელია...
-რაა? ვინ? რა ავარია?
-ნაპოვნი ტელეფონი ლილიანა ჯაფარიძეს ეკუთვნის ,იცნობთ მას?
-დიახ ვიცნობ. რა შეემთხვა? კარგად არის?-ნერვიულად დაიწყო იქეთ-აქეთ სიარული
-სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცით ,რადგან აქ მხოლოდ მისი ტელეფონი ვნახეთ. ბაჩო დარასელიასთან ერთად იმყოფებოდა, ის კი ახლა საავადმყოფოშია.
-ბაჩოსთან? კარგით ახლავე მოვდივარ. რომელ საავადმყოფოში გადაიყვანეთ?
-შეტყობინების სახით მოგწერთ
-კარგით ,მადლობა-უთხრა და ყურმილი დაკიდა-პეტრე, გაიღვიძე
-რა მოხდა ,საყვარელო?
-ლილიანა გაუჩინარდა-თვალებ აცრემლებულმა უთხრდ ადა ჩაცმა დაიწყო. ამის გაგონებისას პეტრეც წამოხტა საწოლიდან
-როგორ თუ გაუჩინარდა?რა მოხდა?
-ავარიაში მოყვნენ როგორც გავიგე. -მალევე,15 წუთშისაავადმყოფოში მივიდნენ-როგორ არის? -ბაჩოს პალატის წინ მორიგე ექთანს ეკითხება პეტრე
-ჯერ არ მოსულა გონს. ფეხი აქვს მოტეხილი და მცირე დაჟეჟილობები,მალე გამოჯანმრთელდება, არ ინერვიულოთ-თბილად უთხრა და წავიდა.
-ნეტავ რა მოხდა? ლილიანა სადაა? რა ჯანდაბა ხდება ჩვენს თავს-ამოიგმანა ანამ და პეტრეს მიეხუტა
***
-სად ვარ?-სუსტად ამოილაპარაკა საწოლზე მყოფმა ლილიანამ
-იქ სადაც უსაფრთხოდ იქნები-ეუბნება უცნობი ბოხი ხმა
-შენ ვინ ხარ?-თავი ძლივს წამოსწია ,მაგრამ ტკივილმა საშუალება არ მისცა
-ნოეს ახლობელი-უცნაურად გაუღიმა და წამოდგომაში დაეხმარა
-რაა? რა ნოე? რა ახლობელი ?ვერაფერი გავიგე
-მალე გაიგებ -უთხრა და რაღაცის მოლოდინში ,მშვიდად, მომღიმარი სახით დაუბრუნდა მჯდომარე პოზიციას.



№1  offline წევრი ნორმი

როგორც ყოველთვის საუკეთესო თავი იყო.დიდი იმედებით ველი შემდეგს
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი triniti

Gasagebia mgonia rom noec cocxalia da es vinc gaitaca noes dzma aris .ra magaria saocari istoriaa dzalian gansxvavebuli da vegar vitmen male dade raaa

 


№3  offline წევრი buterfly

triniti
Gasagebia mgonia rom noec cocxalia da es vinc gaitaca noes dzma aris .ra magaria saocari istoriaa dzalian gansxvavebuli da vegar vitmen male dade raaa

მიხარია თუ მოგწონს❤

tako.izek
როგორც ყოველთვის საუკეთესო თავი იყო.დიდი იმედებით ველი შემდეგს

მიხარია თუ მოგწონს და იმედი მაქვს იმედს არ გაგიცრუებ.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent