შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდმივ ხმაურში... 7 თავი


3-08-2018, 14:25
ავტორი naattii
ნანახია 2 735

დაძაბული უყურებდა გიგი გოგოს სახეს და გაბრწყინებულ თუმცა სევდიან თვალებს, კი მაგრამ თვალების კითხვა როდის მერე ისწავლა? წამში გადაკრა ლაშას გამოწვდილი არაყი და ესიამოვნა როგორ დაუარა სიმწარის შეგრძნებამ. ამ ხმაურის გადამკიდე ერთი სიტყვაც ვერ გაიგონა რას ეუბნებოდნენ ერთმანეთს, თუმცა მიმის თვალში აკიაფებულმა ცრემლმა წამში ააყენა ფეხზე.
-არ გინდა გიგი_ხელით დააბრუნა ლაშამ უკან -არ ჩაერიო.
-როგორ თუ არ ჩავერიო, როცა მიმის ტკივა რა გამაჩერებს უბრალოდ დამჯდარს?
-დამიჯერე რა, არაა შენი ჩასარევი, რომ იყოს უკან გამოგყვებოდი.
ღრმად ამოიხვნეშა გიგიმ და მეორე მხარეს გაიხედა, მაშინ შემოვიდნენ ზუსტად მისი ვითომ მეგობრები და ჩვეული მაგიდა დაიკავეს. მაშინვე წავიდა მიმი და ბლოკნოტი მოიმარჯვა, ახლა უკვე ლაშაც დაძაბული უყურებდა რა მოხდებოდა. ჯერ მშვიდად იწერდა შეკვეთას, ბექას ჯერი რომ მოვიდა კალამი გაუშეშდა ფურცელზე და ორივემ დაინახა როგორ წარბ აწეულმა ახედა ბიჭს და ირონიულად გაუღიმა. თავი დაუქნია ბიჭს და ისიც წამში წამოხტა ფეხზე. უკვე საჩხუბრად გამზადებული გიგი და ლაშა ადგილს მიეყინენ, როცა ხელის მოხვევის ნაცვლად მიმიმ მთელი ძალით ამოსცხო ფეხებშუა წიხლი და წაქცეულს ზემოდანაც დააძახა რაღაც. ლაშამ მხიარული სახით გადახედა გაკვირვებულ გიგის და ორ წუთში ლამის ისინიც ძირს გაწვნენ სიცილით.
-ეს გოგო მაგიჟებს_ღიმილით ჩაილაპარაკა გიგიმ და თვალი არ მოუშორებია მიმისთვის ისე მოიქექა ლოყა.
-მთავარია ეგ მას არ უთხრა_ხელი დაარტყა ლაშამ ბეჭზე და ბარს დაუბრუნდა.
სამუშაოს შემდეგ, როგორც ყოველთვის უკანა გასასვლელთან დახვდა გიგი და მანქანის კარი გაუღო. მძიმედ ამოიოხრა საჭესთან დაჯდომისას და ეჭვით გახედა უჩვეულოდ მდუმარე მიმის.
-ვინ იყო?
-ვიზე მეკითხები?
-მიმი, არ გინდა რა ახლა.
-ჩემი მეგობარი.
-მეგობარი?
-ღმერთო ჩემო მხოლოდ ეგ გადარდებს? ხო მხოლოდ მეგობარი, ახლა დამშვიდდი და სახლში წამიყვანე, ეს სახლის გზა არაა გიგი.
-იმიტომ, რომ სახლში არ მიმყავხარ.
-აბა?
-მივალთ და ნახავ._წარბები ზემოთ აეწია ლაშას სახლი რომ იცნო და გიგის გადახედა.
-აქ რა გვინდა?
-დღეს განტვირთვის საღამო გვაქვს_ღიმილით მოახსენა ბიჭმაც და კარები გამოუღო -გთხოვთ ქალბატონო.
-ცანცარა_ღიმილი ვერ შეიკავა მიმიმაც და მორჩილად გაყვა უკან.
ის საღამო ოთხივეს კარგად დაამახსოვრდათ, გიგი ისე თავისუფლად გრძნობდამიმისთან, ნინისთან და ლაშასთან ერთად თავს არც უნანია არასდროს მათთან დაახლოება, დალიეს, ბევრი ისაუბრეს, თამაშ-თამაშით ერთმანეთიც უკეთ გაიცვნეს და იქვე ჩაეძინა ყველას ერთად. მიმის ბედნიერად ეძინა, ძილშიც ეტყობოდა სიმშვიდე, დილით გაღვიძებული წინა საღამოზე ფიქრობდა და ხვდებოდა, რომ ცხოვრებაში რაღაც უნდა შეეცვალა. გამოსაცვლელად გიგიმ მიიყვანა სახლთან და თითონაც სახლში დაბრუნდა.
ოთახში აპირებდა შესვლას თმაში რომ წვდა მამა და თავი უკან გადმოაწევინა
-მე შენ რა გაგაფრთხილე ამ სახლში სანამ იცხოვრებ ბას შეეშვითქო?
-მამა მტკივა_ვერაფერით შეაჩერა ოდბლად გადმოვარდნილი ცრემლი.
-მეც მტკივა, ორი წელია შენი ბის გამო მტკივა, დროა დამოუკიდებლობა ისწავლო და აქედან წაეთრიო.
-ისედაც ვაპირებდი_ხელით გამოგლიჯა მამას საკუთარი თმა და ოთახის კარი მიაჯახუნა, სწრაფად ჩაყარა ტანსაცმელი და ყველაზე საყვარელი ნივთები ჩანთაში და კლუბისკენ წავიდა. ჯერ არავინ იყო მისული და ლაშა მოიკითხა. ბიჭის პასუხზე სახლში ვარო ისევ აიღო ჩანთა და ნაცნობ მისამართს მიაკითხა.
-ლაშა_თავი ვეღარ შეიკავა და ატირებული მოეხვია -რამდენიმე დღით დავრჩები რა.
-მოდი მიმი რას მეკითხები? ხომ იცი სულ დაგიტოვებ თუ გინდა, შემოდი დაჯექი_წყლის მოსატანად გასულმა სასწრაფოდ აკრიფა შეტყობინება უცებვე გააგზავნა და დივანზე მოკუნტულ გოგოს წყლის ჭიქა მიაწოდა -დამშვიდდი რა გთხოვ, ხომ იცი ჩემთვის რას ნიშნავ, ასე რომ გხედავ იმ ..... იმ... არაკაცის გაგლეჯვა მინდება.
ვერაფრით აწყნარებდა გოგოს, ბოლოს ანდრეა მინდას ბუტბუტში ჩაეძინა და ლაშამაც მაშინვე მიაფარა თხელი პლედი. ნახევარ საათში კარზე ჩუმი კაკუნი გაისმა და აერვიულებული გიგიც შემოვარდა. სამზარეულოში შეიყვანა ლაშამ და გვერდით დაიჯინა.
-რა მოხდა? ვინმემ აწყენინა? სად არის?
-მისმინე გიგი, მიმის იოლი ცხოვრება არ ქონია და არც ექნება, შენთან შეხვედრის შემდეგ იმდენად შეიცვალა მეც და ნინიც ბედნიერები ვიყავით, მისი ისტორია მისი საქმეა, მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ გთხოვ მის გვერდით იყავი, არ ვიცი რას გრძნობთ, რა ურთიერთობა გაქვთ და თქვენ შორის რახდება, მაგრამ ახლა ჭირდები.
-რად მინდა ლაშა ამდენი ლაპარაკი? მიმი ჩემთვის იმაზე ძვირფასია ვიდრე თითონ გონია. მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მასთან მე ვიქნები, შენ თუ გინდა წადი.
-კარგი გიგი, სამსახურის თავი არ მაქ, მაგრამ ახლა თქვენი მარტო დატოვება უფრო მინდა, ამიტომ გაგერიდებით.

ლაშას წასვლის შემდეგ, გიგი დივანთან იატაკზე ჩამოჯდა და მიმის დაუწყო ყურება, ისე ანერვიულდა ლაშამ რომ დაურეკა მიმის ჭირდებიო, ნუთუ? არაა, ალბათ უბრალოდ მოწონს, ან იქნებ....? კარგი ახლა ამის დრო არაა, ახლა მთავარია დალაპარაკება შეძლოს.
სახეზე ხელის შეხებამ გამოაღვიძა, იქვე ჩაძინებია იატაკზე მჯდომს, მაგრამ იმდენად სიამოვნებდა არ ინძრეოდა და მიმის მოფერების საშუალებას აძლევდა. ისიც ნაზად ეხებოდა სახის ყველა ნაკვთზე და ვერაფრით აიძულებდა თავს გაჩერებულიყო.
-შემიძლია ასე სამუდამოდ გავჩერდე, ახლა მივხვდი ამას და მეც კი მიკვირს_რომ ვეღარ მოითმინა ამოთქვა რასაც ფიქრობდა და მიმის ხელმაც წამში შეწყვიტა მოძრაობა.
-მე.. მე არ ვიცოდი თუ გღვიძავდა_დაბნეული წამოჯდა დივანზე და მოსაცმელი შეისწორა.
-მიმი, გთხოვ დამელაპარაკე რა, შენც დამშვიდდები და მეც მეცოდინება როგორ დაგაწყნარო.
-ცხოვრებაში პირველად მეშინია, რომ გაიქცევი_მწარედ ჩაიღიმა გოგომ და თავი გვერდით შეაბრუნა. გიგი გვერდით მიჯდა და ხელზე მოეფერა.
-გისმენ მიმი.
-კარგი, მოკლედ, ჩემი მშობლები ყოველთვის ბიჭზე ოცნებობდნენ, ჩემი ძმა რომ გაჩნდა, მის მერე შვილი აღარ უნდოდათ, რამდენჯერაც დაფეღმძიმდებოდა დედაჩემი, იმდენჯერ იშორებდა, მე შემთხვევით გავჩნდი, გვიან მიხვდა ორსულად რომ იყო და მოშორება სარისკო იქნებოდა, ექიმმა უთხრა შეიძლება აბორტს გადაყვეო და მიტო დავიბადე, არასდროს მიგრძვნია სითბო, ასაკში სხვაობის გამო ძმამ გამზარდა, ეს ყველაფერი მაშინ წამომაძახა, როცა ჩემი ძმა პირველად მოვიდა სახლში წარბ გახეთქილი. რა თქმა უნდა მე დამბრალდა, ვიღაცას აიკიდებდი და შენმა ძმამ მოგაცილაო, არადა დიდად ლამაზი არასდროს ვყოფილვარ, არც თაყვანისმცემლები მყავდა. ერთხელ თამაშისას სკოლაში ფანჯარა ჩავამტვრიე და ეს ყველაფერი მაშინ წამომაძახა, მაინც სირცხვილით სიკვდილი თუ მეწერა ნეტა აბორტისას მოვმკვდარიყავიო. ბევრი რომ არ გავაგრძელო ერთხელ სკოლის გზაზე ვიღაც ავდმყოფმა დამინახა და მოვეწონე. იმ დღის შემდეგ ვერ მოვიცილე, ყველგან დამყვებოდა. ბოლოს ანდრეამ გაიგო და ჩემ შეყვარებულთან ერთად შესახვედრად წავიდა, ორჯერ მეტი რაოდენობით დაახვედრა ბიჭები იმ არაკაცმა და ჩემი ძმა ვეღარ დაბრუნდა, დანა პირდაპირ გულში ქონდა გაყრილი, ჩემი შეყვარებული კი, სიყვარულს რომ მეფიცებოდა და ცოლობას მთხოვდა , ისე გაიქცა იმ საღამოს შემდეგ კვალსაც ვერ მივაგენი. ამ ამბის შემდეგ მშობლები შვილადაც აღარ აღმიქვამდნენ, მეც ოთახიდან არ გამოვდიოდი, სწავლის ფულს აღარ მიხდიდნენ, საჭმელს მაყვედრიდნენ, ყოველი ლაპარაკი ჩემი ცემით მთავრდებოდა, ერთხელ საავადმყოფოშიც მოვხვდი. შემდეგ ვარჩიე მუდმივ ხმაურში მეცხოვრა, ასე ფიქრის დროც აღარ მრჩება და ვერც აზრებს ვუყრი იქ თავს. გუშინ მოვლენები დააჩქარეს, იქედან წამოსვლას ისედაც ვაპირებდი, მაგრამ მამაჩემმა გამომაგდო. მოკლედ ეს ჩემი ისტორიაა, ძმის მკვლელი ვარ.
უხმოდ მიიხუტა გიგიმ და ხელი მაგრად მოხვია ზურგზე.
-შენ თვითონაც ხვდები, რომ შენი ბრალი არაფერია, შენი ძმა მისი სურვილით წავიდა იქ და ალბათ ისევ იგივეს გააკეთებდა. მისთვის შენ ყველაფერი იყავი და თავიც გაწირა, რომ ის ჩამოეშორებინა, ამიტომ დამშვიდდი, ცრემლები მოიწმინდე და დაფიქრდი, ახლა შენი ძმა რომ გხედავდეს რას იტყოდა? მისი სიცოცხლე იმიტომ დათმო, რომ შენ ასე გაგეგრძელებინა? მან შანსი მოგცა ახალი ცხოვრების დაწყების და თუარ გამოიყენე, მისი მცდელობა უშედეგო ყოფილა და ტყუილა დაღუპულა.

ის საღამო სახლში გაატარეს, მიმი უფრო ლაღად იცინოდა, თითქოს მართლაც დიდი ლოდი მოაშორესო, მეორე დღეს გიგი ქალაქიდან უნდა გასულიყო და დროს ერთმანეთს უთმობდნენ, 5 დღიან მონატრებას წინასწარ ეგუებოდნენ და მთელი ღამე ფერებაში გადაათენეს. დილით სახლიდანაც ერთად გავიდნენ, მიმის გუშინდელის გამო დილიდანვე უნდა ემუშავა და გიგი ბარგისთვის წავიდოდა სახლში. მანქანის კარები უნდა გამოეღო გოგოსთვის მათთან ახლოს შავი ფურგონი რომ გაჩერდა და კარიც მაინვე გაიღო.
-ბატონო გიგი გელოდებიან_ლევანის დაცვიდან ერთ-ერთი იცნო გიგიმ და კბილები გააღრჭიალა სიმწრიდან.
-მეჩქარება.
-ნუ გვაიძულებთ ვიუხეშოდ_მიმისკენ ანიშნას თავით და ისიც მაშინვე დათანხმდა.
-კარგი, სხვების გარევა საჭირო არაა, მოვდივარ_ხელი მოხვია გოგოს და ნაზად აკოცა ტუჩებზე -5დღეში დავბრუნდები და გნახავ_მხნედ გაუღიმა და ძლივს დაარწმუნა თავი ასე ანერვიულებული და დაბნეული მიმი რომ დაეტოვებინა.



№1  offline წევრი ბიბი

შენს ისტორიებში სულ გოგოები რატომ არიან ასე ტანჯულნი?
ისე კარგია, ველოდები შემდეგ თავს..

 


№2  offline მოდერი naattii

ბიბი
შენს ისტორიებში სულ გოგოები რატომ არიან ასე ტანჯულნი?
ისე კარგია, ველოდები შემდეგ თავს..

შენი ხათრით შემდეგი ბიჭი იქნება ????????????

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

რა დროს შეწყვიტე ნათი ჰა? საინტერესოა რამდენად მოახერხებს ლევანი გიგის დაშინებას,რომ მიმის დაშორდეს
ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

თემო ვინ არის რატომ გაქრა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent