შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი მეათე)


4-08-2018, 11:00
ავტორი buterfly
ნანახია 1 695

-ვინ ხარ? გამაგებინებ?-ხმას უწევდა ლილიანა
-ნოეს ძმა-კარგახნიანი დუმილის შემდეგ ამოიოხრა მან
-სახელი არ გაქვს?
-ლაზარე, სასიამოვნოა-ღიმილით გაუწოდა ხელი
-ჩემთვის არა-ჩაიბუზღუნა და ისევ ჩამოჯდა საწოლზე-აქ რას ვაკეთებ?გამაგებინო იქნებ, ან ბაჩოს რა ბედი ეწია? -ნერვიულად ამოილაპარაკა ლილიანამ
-ნუ ნერვიულობ კარგად იქნება. სერიოზული არაფერი მოგივიდოდათ, ასე იყო დაგეგმილი
-დაგეგმილი რომ იყო მაგას მივხვდი უკვე-უხეშად უთხრა ლილიანამ-ახლა იქნებ ისიც მითხრა აქ რას ვაკეთებ?
-ჩამოჯექი-სკამი გამოუსრიალა და მოსაყოლად მოემზადა-ყველაფერი შენი კლდიდან გადავარდნით დაიწყო..
-რაა? მაგასთან რამე გაკავშირებთ?-წამოიყვირა მან და სკამიდან წამოხტა
-დამაცადე მოყოლა-ცივად მოუჭრა და ადგილზე დაჯდომისკენ მიუთითა-ესე იგი შენ იმ მდგომარეობაში მამაჩვენის წყალობით აღმოჩნდი. ვაღიარებ მის ქმედებებში ხშირად გარეული მეც ვყოფილვარ და არც იმ კაცის მკვლელობის შემდეგ გამომითქვამს რამე პრეტენზია, მაგრამ როდესაც საფრთხე ახალგაზრდა გოგოს ანუ შენ დაგემუქრა, სხვანაირად განვეწყვეთ მეც და ნოეც. ნოემ კი გადაწყვიტა მამისთვის ეთხოვა ,რომ ამ საქმეს თავად მოაგვარებდა.
-ანუ მატყუებდა ნოეც?-სევდიანად ამოილაპარაკა და სკამის საზურგეს მიეყრდნო, თვალები დახუჭა ,რომ ცრემლი არ გადმოჰგორებოდა.
-კი ,უფროსწორად ასე გამოვიდა. შენთვის რამის დაშავებას არც აპირებდა. უბრალოდ უნდოდა გაეგო რამე თუ გახსოვდა, ნელ-ნელა ხვდებოდა რომ არა ,მაგრამ ამ ხნის განმავლობაში შეუყვარდი. შენზე უარს ვერ ამბობდა მიუხედავად იმისა ,რომ მამაჩვენი უკვე სერიოზულად ემუქრებოდა. ახლა ამ ყველაფერს მისი თხოვნით გიყვები. სიკვდილის წინ დამიბარა ,რომ შენთვის ყველაფერი მეთქვა და საფრთხისგან დამეცავი, ასევე ისიც დამაბარა ,რომ ძალიან უყვარდი და მისთვის სიკვდილიც კი არაფერი იყო თუ ამით შენ გადაგარჩენდა. -როგორც იქნა ჩაამთავრდა და ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ ლილიანას მიაჩერდა. ის კი მხოლოდ უსმენდა და ცდილობდა ყველაფერი გაეანალიზებინა. იხსენებდა ნოეს და მის თვალებში ტყუილის მარცვალს ეძებდა ,მაგრამ ვერ პოულობდა. უცებ თითქოს რაღაც მოხდაო სკამიდან დენდარტყმულივით წამოხტა.
-ნოეც, ნოეც კი არ ყოფილა ისეთი ,როგორიც მეგონა. ისიც მატყუებდა? რისი უნდა დავიჯერო? ვის უნდა ვენდო ამიერიდან. რატომ მითხარი ეს ყველაფერი? სჯობდა არ მცოდნოდა და ნოეს გულწრფელ ადამიანად მაინც დავასამარებდი ჩემს გულში-გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე და როდესაც ძალა გამოელია იქვე დაეცა, მაინც არ წყვეტდა ყვირილს. გაგიჟებას იყო მისული. ლაზარემ ამის შემხედვარე არ იცოდე რა გაეკეთებინა. არასდროს დასჭირვებია ქალის დამშვიდება და საერთოდ არც დალაპარაკებია ნორმალურად მათ. ახლა კი ამ გადარეული ლილიანას დაწყნარება მისთვის ადვილი საქმე ნამდვილად არ იყო. ერთადერთი გამოსავალი იპოვნა. ლილიანას მხრებში სწვდა და წამოაყენა
-მას შენ უყვარდი გაიგე?უყვარდი-დაუღრიალა და როდესაც მისი გაჩერება ვერ მოახერხა სახეში მსუბუქად გაარტყა.-დაწყნარდი ,გთხოვ-ხმა დაირბილა და საწოლზე ჩამოსვა.
-მენატრება, საშინლად მენატრება.-ცრემლები წასკდა და სახეზე ხელი აიფარა
-ვიცი, ვიცი, მეც ძალიან მენატრება. იცოდე რომ ამ ტკივილის გადატანაში როგორც შემეძლება დაგეხმარები. ერთად გადავიტანთ-გვერდით მიუჯდა და ჩაიხუტა. ცოტახანში ლილიანას დაეძინა კიდეც და ლაზარემ საწოლზე მიაწვინა. პლედი გადააფარა და მარტო დატოვა. თავად კი ნოეს საფლავზე წავიდა.
***
-სად უნდა იყოს ეს გოგო? მეორეჯერ ხდება უკვე ასეთი რაღაც. -ნერვიულად ამოილაპარაკა ანამ და საავადმყოფოს დერეფანში ,სკამზე პეტრეს მიუჯდა
-გონს მოვიდა-გარეთ გამოსულმა ექიმმა თქვა და ისინიც სასწრაფოდ შევიდნენ ბაჩოსთან. ამასობაში საბაც მოვიდა.
-ბაჩო, როგორ ხარ?
-კარგად ,ანა,მადლობა. ლილიანა ,ლილიანა სადაა?
-მოიტაცეს-თქვა ანამ და თავი ჩაღუნა
-ჯანდაბა, ყველაფერი ჩემი ბრალია ,ვერ დავიცავი.-ამოიღრიალა და საწოლს ხელი დაჰკრა
-რა მოხდა ,ბაჩო? როგორ შეგემთხვათ ეგ ყველაფერი?
-ყველაფერი გაახსენდა, ჩვენების მოსაცემდა მოვიდა და როცა ის ადამინი ამოვიცანით, ვინც ლილიანა კლდიდან გადააგდო, შემეშინდა იმიტომ, რომ ძალიან გავლენიანი ადამიანია. ლილიანას დაცვა მინდოდა და მე წამოვიყვანე სახლში. ამ დროს კი მანქანა დაგვეჯახა და მახსოვს ,რომ ლილიანა რაღაცას ყვიროდა და მერე გული წამივიდა-სინანულით ამოილაპარაკა და მარჯვენა თვალიდან წამოსული ცრემლი შეიმშრალა. სახე ფანჯრისკენ მიაბრუნა.
-სად უნდა იყოს ახლა? რა ჯანდაბა ხდება? იმედია არაფერი ემუქრება-ცრემლი წამოუვიდა ანას და პეტრეს ჩაეხუტა.
-ვიპოვნით აუცილებლად. ყველაფერი კარგად იქნება-მიესიყვარულა საბა
***
-ძმაო, შენი დანაბარები შევასრულე-ღიმილიანი სახით ელაპარაკება ლაზარე ნოეს-ვიცი ლილიანა როგორ გიყვარდა. შევეცდები არაფერი დაუშავდეს . გეფიცები თუ საჭირო გახდა მისთვის სიცოცხლესაც გავწირავ. ეს შენი უკანასკნელი დანაბარები იყო და მისი შესრულებისთვის თავს არ დავზოგავ. შენ ერთადერთი იყავი, ვინც მუდამ მიცავდა, მუდამ ჩემ გვერდით იყო. ერთადერთი იყავი,ვისაც ვუყვარდი. მამა მყავდა, მაგრამ მისი სიყვარული არასდროს მიგრძვნია. ჩემი დედაც და მამაც შენ იყავი-სევდიანად ამოილაპარაკა და გადმოგორებულ ცრემლს მიწაზე დაცემის საშუალება არ მისცა-ვიცი გესმის ახლა რასაც გეუბნები. გპირდები ლილიანას სიცოცხლის ბოლომდე დავიცავ რაც არ უნდა მოხდეს. არასდროს დავტოვებ მიუხედავად იმისა მას ენდომება თუ არა ეს. მის მფარველად გადავიქცევი და შევეცდები ყველა განსაცდელიდან დავიხსნა. იმედი მაქვს ამას მოვახერხებ და აქ ბოდიშის მოსახდელად მოსვლა არ მომიწევს. ღმერთმა ქნას მხოლოდ კარგი ამბების მოსაყოლად მოვიდე ხოლმე. ვიცი ერთ დღეს ლილიანაც გაპატიებს და მოვა შენთან. მიხვდება როგორ გიყვარდა და აუცილებლად მოვა. ახლა ცოტა არეულია, ამდენმა ინფორმაციამ მასზე ცუდად იმოქმედა ,მაგრამ დაწყნარდება და მოვა. მოვა ძმაო და ისევ აგიხსნის სიყვარულს და ისევ გენდობა. იმედი მაქვს შენი და ლილიანას მსგავს სიყვარულს მეც მარგუნებს ღმერთი-ღიმილით უთხრა და ნოეს საფლავზე ყვავილები დადო. მიწიდანა ახლად ამოსული, მის მიერ დარგული ყვავილები მორწყა და ნელი ნაბიჯებით წამოვიდა. გულის ნახევარი ნოესთან რჩებოდა ნახევარი კი მისი დანაბარების შესრულებას მოითხოვდა . ისიც დაბრუნდა ლილიანასთან.
***
-როგორ არის? -კართან მყოფ ადამიანს ჰკითხა ლაზარემ და ლილიანას ოთახის კარი ნელა შეაღო
-არ ვიცი. მგონი ისევ სძინავს
-შეიძლება?-კარი შეაღო და როდესაც საწოლზე მჯდომ ,ხელებში თავჩარგულ ლილიანას მოკრა თვალი თამამად შევიდა შიგნით-როგორ ხარ
?
-შენი აზრით?-ცივად ამოილაპარაკა და წამიერი მზერა მიაპყრო
-გასაგებია-თბილად უთხრა და გვერდით მიუჯდა. ლილიანამ გაკვირვებულმა შეხედა და გვერდით ჩაიწია-ნუ გეშინია არ ვიკბინები.
-აქ როდემდე უნდა გყავდეთ დამწყვდეული?
-დამწყვდეული არ მყავხარ უბრალოდ აქ უფრო დაცული ხარ.
-ღმერთო ჩემო, აღარ შემიძლია. მომკლას იმ ადამიანმა და ყველა დაისვენებს-ჩაილაპარაკა თითქოს ამ ცხოვრებიდან გაქცევა სურსო.
-ყველლაფერს მოვაგვარებ და მერე თავისუფლი იქნები-თავადაც დასევდიანდა ლილიანას სახის დანახვისას
-მაგას როგორ შეძლებ. მგონი არ ვცდები, ის კაცი მამაშენია და დავიჯერებ მას ჩემ გამო დაუპირისპირდები?-კართან მდგომ ლაზარეს მიაძახა
-ნოეს გამო ყველას დავუპირისპირდები. -ჩაილაპარაკა ჩუმად და ლილიანას მიუბრუნდა- მამაჩემმა დააშავა და ვინც დააშავებს ყველამ პასუხი უნდა აგოს.

ვიცი პატარა თავია ,მაგრამ მეტის დაწერა ვერ მოვასწარი. ამ თავის წერისას რაღაც დიდი ემოციები დამეუფლა და იმედია თქვენც მოგეწონებათ.



№1  offline წევრი ნორმი

ემოციური და კარგი თავი იყო.ველი შემდეგს
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი Mariami^^)

Ratomgac mjera rom noe cocxaliaaa :/ dzaliankargitaviiko maledadee ❤️

 


№3  offline წევრი buterfly

Mariami^^)
Ratomgac mjera rom noe cocxaliaaa :/ dzaliankargitaviiko maledadee ❤️

შევეცდები❤

tako.izek
ემოციური და კარგი თავი იყო.ველი შემდეგს

მიხარია თუ მოგწონს❤❤

 


№4  offline წევრი triniti

Me dzalian momwons vxedav rom cota airia magrqm mjera yvelaferi dalagdeba

 


№5  offline წევრი buterfly

triniti
Me dzalian momwons vxedav rom cota airia magrqm mjera yvelaferi dalagdeba

მიხარია თუ მოგწონს და ხომ შევეცდები ყველაფერი მალე დავალაგო❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი თამარი

Meti ar devs??

 


№7  offline წევრი buterfly

სტუმარი თამარი
Meti ar devs??

არა მალე დავდებ ახალ თავს

 


№8 სტუმარი სტუმარი თამარი

buterfly
სტუმარი თამარი
Meti ar devs??

არა მალე დავდებ ახალ თავს

დღეს დაველოდო ანუუ??

 


№9  offline წევრი buterfly

სტუმარი თამარი
buterfly
სტუმარი თამარი
Meti ar devs??

არა მალე დავდებ ახალ თავს

დღეს დაველოდო ანუუ??

დავდე. შეგიძლია წაიკითხო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent