სულ,ერთი ღამე ანუ გაცრეცილი ღამეები (სრულად)
შუა ღამეს გამეფებულ უკუნითს,მხოლოდ სიგარეტის კვამლი აპობდა. ეზოს ბოლოში,კიბეებზე ჩამომსხდარი ნოე და ელენე, უსაზღვრო სივრცეში იყურებოდნენ.მათ ჰარმონიას კი მხოლოდ სიგარეტის მწარე სუნი არღევდა დაა მიუხედავად იმისა,რომ კვამლისგან უკვე ცხვირი ეწვოდათ,ბიჭი სიგარეტის ჩაქრობას არ ჩქარობდა. -როდის ჩამოდის? -ხვალ საღამოს თბილისში იქნება. -რას აპირებ,ნოე -ვნახავ და დედას მოვ******. -არ გინდა რა, შეეშვი,გთხოვ. -შენც არ გესმის?-სიბრაზისგან წამოენთო ბიჭი. -შეწყვიტე! შენ ყველაზე უკეეთ იცი,რომ ამას მაგ მიზეზით არ გეუბნები. მესმის ნოე,მესმის! და ეს იცი! რა გინდა რომ მოისმინო ჩემგან?!გითხრა,შურიიძიე ,გაანადგურე და მაგრად ატკინე მეთქი? ხომ იცი,რომ ანა მაგრამ მკ*დია. მაგრამ შენ?!შენს თავს,რომ შესწირავ ვერ ხვდები?! შურისძიებაში დაიკარგები და საკუთარ მეს დაკარგავ.-გოგონა აღელვებული ლაპარაკობდა და აქეთ-იქით იქნევდა ხელებს. -კარგი რა,ელ-ჩაიცინა ბიჭმა და სიგარეტი მოქაჩა'-ასე არ უნდა გადარდებდეს ეგ ყველაფერი!-მბრძანებლურად გაიჟღერა მისმა ხმამ. -და თუ მადარდებს?!-სასოწარკვეთილებისგან ირონიულად გაეცინა ელეს. -ძალიან გთხოვ, ისე ნუ იქცევი თითქოს ჩემთვის არაფერს ნიშნავდე. კლასელები ვიყავით,ნოე.მეზობლებიც და რაც მეცხრე კლასში დავახლოვდით, მას შემდეგ ყოველ დღეს ერთად ვატარებდით საუბარში.შუა ღამესაც ერთად ვათენებდით.როცა რაღაც გვიჭირს, თვალებით ერთმანეთს ვეძებთ, რომ დავიცალოთ ამ ყველაფრისგან. უკვე რამდენი წელია გრძელდება ეს ყველაფერი. და ამის შემდეგ გიკვირს?! გიკვირს, რომ მადარდებ?! სულ ცოტა აკლდა ელენეს,რომ ცრემლებად დაღვრილიყო.არასდროს ყოფილა ნოე მისთვის მხოლოდ კლასელი,მეზობელი თუ ახლო მეგობარი. ის ყოველთვის მეტი იყო. იმდენად მიჩვეული იყო, იმდენად დამოკიდებული... ერთი დღეც რომ არ ენახა, საშინელ დანაკლისს განიცდიდა. მაგრამ ამ მიჯაჭვულობას ვერაფერს უხერხებდა. ელენე ნოესთვის?! ნოესთვის ელენე ყოველთვის კლასელი იყო.მაშინაც კი როცა წლების განმავლობაში ყველაზე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ყოველ დღეს ერთად ატარებდნენ, გამუდმებით უზიარებდნენ ერთმანეთს საკუთარ ტკივილს,შიშებს,ემოციებს... ელენეს სტატუსი კლასელს არასდროს გაცდენია. იქამდე სანამ უნივერსიტეტში, პირველი კურსის დასასრულს,შუა ღამეს ნოემ არ დაურეკა ელენას, და პარკში გასვლა არ თხოვა. მიუხედავად იმისა,რომ ის ღამე სხვა ღამეებს უნდა მგვანებოდა, იმ ღამეში იყო რაღაც ჯადოსნური. პარკში საუბრის მერე, ელეს ეზოში,რომ გადაინაცვლეს. იქ პირველად უწოდა ნოემ მეგობარი. თუმცა,ელეს ყოველთვის აკლდა მათ ურთიერთობაში რაღაც. თითქოს ნოე სხვებთან სხვანაირად იქცეოდა. სხვების გარემოცვაში ელეს ყურადღებას არც კი აქცევდა, ერთ-ორ სიტყვასაც არ გადაუგდება ხოლმე. მერე კი, მარტონი რომ დარჩებოდნენ, ელესთან იწყებდა იმ დღის და იმ ადამიანების განხილვას. ელეს სტკიოდა ეს ყველაფერი, რჩებოდა შთაბეჭდილება რომ ნოეს რცხვენოდა მისი და მასთან ურთიერთობის. ამ ყველაფფრის მიუხედავად, ნოესთვის ელე იყო ის ადამიანი, ვისთანაც გულწრფელად შეეძლო საუბარი ნებისმიერ თემაზე,ტკივილებზე,ემოციებზე,შიშებზე თუ მოლოდინებზე. თუმცა ამის აღიარება არ სურდა,ხშირად უსვამდა ხაზს,რომ ასეთი ადამიანი მისთვის გიორგი იყო. მაგრამ , მხოლოდ ელე იყო ის,ვინც ნოეს ბოლომდე მოუსმენდა ზედმეტი კითვების გარეშე,სულით-ხორცამდე გაუგებდა, არც ამ პრობლემების დაკ*დებას მოთხოვდა და არც, არ არსებული იმედიანი მომავლის დაჯერების.ამის თავადაც არ სჯეროდა ელის. რა თქმა უნდა ელი თავიდან ჩუმად იქნებოდა, თავად ნოეს აცდიდა ყველაფრის გაანალიზებას, მერე მხარზე ხელს დაადებდა და მდუმარე სივრცეში დაიკარგებოდნენ. მოგვგიანებით,ღიმილით დაელაპარაკებოდა საკუთარ შეხედულებებზე, რეალობის დანახვაში დაეხმარებოდა, გაცრეცილ, უკუნით ღამეში ფერად სხივს აღმოაჩენინებდა. იმ,ერთ ღამეს, როცა ელეს ნოესთვის მეგობრის სტატუსი მიენიჭა, მხოლოდ იმ ღამეს, შეძლო ელემ საკუთარ ტკივილებზე საუბარი ნოესთან. ის ღამე, მართლაც მაგიური იყო. ბიჭი უკვე მერამდენე გაცრეცილ ღამეს ატარებდა ელესთან საკუთარ ტკივილებზე საუბარში, თუმცა იმ ღამეს იმდენად დაკარგული იყო ტკივილში,უკვე იმდენად ჩხვლიტავდა ეკლებივით გარს შემოხვეული რეალობა, ელეს თვალწინ ტიროდა და ამაოდ ცდილობდა ცრემლების დამალვას. არადა იმ ღამეს,ელე სულ შემთხვევით აღმოჩნდა ნოეს ცრემლების გამზიარებელი.ჩუმად უსმენდა და მხოლოდ მხარზე ხელის დადებით ამხნევებდა. მოგვიანებით კი,როცა ემოციებმა ყელში დასახრჩობად წაუჭირეს, მის გარშემო გამეფებულ საზიზღარ,მომაკვდინებელ რეალობაზე ამოთქვა ყველაფერი,ემოციურად დაიცალა და ატირდა. ეს ყველაფერი კი ნოესთვის იმდენად მოულოდნელი და გასაოცრად საკვირველი იყო, დადუმებული უსმენდა ელეს და თავად ცდილობდა ისტერიკაში ჩავარდნილი გოგოს დამშვიდებას. არ ვტყუი, ელე მართლაც შემთხვევით აღმოჩნდა იქ, ეს ნოემ თავადვე აღიარა ელესთან. იმ ღამეს,ელეს მაგივრად მსმენელის როლი გიორგის უნდა მოერგო,თუმცა თბილისში არ აღმოჩნდა და ელეს დაურეკა, რომ უბრალოდ ვინმესთან ესაუბრა. ეს იყო ყველაზე მტკივნეული ელესთვის. ის რომ ამდენი დღეების, ღამეებისა და წლების შემდეგ, მხოლოდ 'ვინმეს' წარმოადგენდა, სათადარიგო ვარიანტს. და ამ ღამის შემდეგაც, რომ სტატუსის გარდა არაფერი შეიცვალა ნოეს ელისადმი დამოკიდებულებაში, ეს იყო ყველზე მახრჩობელ გველი ელის ცხოვრებაში. რომელიც იმდენად უჭერდა,სუნთქვის საშუალებას აღარ უტოვებდა, გუდავდა და ამავდროულად მოჭერისგან ხერხემალში ტეხდა. ****** მორიგი გაცრეცილი ღამე იდგა.ელეს სიბრაზისგან გულის რევის შეგრძნება კლავდა და ღრმად სუნთქავდა, როგორმე რომ მოეშორებინა ეს საზიზღარი გრძნობა. მთელი დღე ნოეს ლოდინში გაატარა, შეპირებული იყო,რომ საღამოს სადმე გაისეირნებდნენ. უამრავი აუღებელი ზარის შემდეგ მოწერილ მესიჯს, კიდევ ერთხელ გადახედა. -ცოტახანში მოგწერ. ანა ჩამოვიდა ბათუმიდან და ვნახავ. არ დაიძინო რა. -კარგი ნოე, ჯერ ანა ნახე მერე მე. ვეცდები ყველანაირად,თუ ძილი არ მომერევა. -არ გაგიტყდეს, ახლა ჩამოვიდა და რაღაცეები. მოკლედ ჭირდებოდა ჩემი ნახვა <3 არაფერი აღარ მიუწერია, ან რა უნდა ეპასუხა, რა ეთქვა?! ნოესთვის სინდისი დაემშვიდებინა?! რატომ როდესაც გაუტყდა კი არა, იმდენად შებოჭა გაბრაზებამ და წყენამ ერთდროულად, სუნთქვაც კი უჭირდა. ბრაზოდა,თან მერე როგორ... ნამდვილად არ იცოდა,ნოეს მართლა აინტერესებდა თუ არა რამდენად "გაუტყდებოდა" ელის მისი საქცილი. მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა, ანასთან მასზე და ამ სმს-ზე აუცილებლად დაილაპარაკებდნენ. ნოე ანას გასაგონად იმასაც დააყოლებდა, 'თუ გაუტყდა, მაგარი მკიდიოა", მაგრამ ალბათ სხვა ფორმით იტყოდა ამ ყველაფერს, ერთ დედის გინებასაც ზედ დააყოლებდა. ეს ყოველთვის ასე იყო და ელენამ კარგად იცოდა ეს, მაგრამ ვერ ეგუებოდა, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებოდა ამაზე ფიქრით საკუთარ თავს წამებით კლავდა. არადა წინ დღით,რომ გეკითხათ ნოესთვის ანასთან ყველაფრის დამთავრებას აპირებდა,მისი საქციელისთვის პასუხს მოთხოვდა და თავს აღარ ააგდებინებდა.ზურგში დანის ჩაცემის უფლებას აღარ მისცემდა.ახლა კი რა ხდებოდა?! ისევ ანასთან იყო და აგრძელებდა აქამდე არსებულ სიტუაციას. ელენა, ძალიან ხშირად უსვამდა საკუთარ თავს კითხვებს, ამ ყველაფრის მერე, როგორ მეგობრობდა ნოესთან, როგორ იყო მასზე ასეთი მიჯაჭვული,როცა ცუდათ იყო,როგორ შეეძლო მის იდიოტურ,სულელურ ხუმრობებზე სიცილი, რატომ იმცირებს თავს?! ყოველთვის როცა გადაწყვეტდა, რომ ამ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა, მისთვის ყველაფერი გულწრფელად ეთქვა, გული მოეოხებინა და მხოლოდ მისთვის არსებობა შეეწყვიტა , ზუსტად ამ დროს ნოეს ნახვით ყველაფრი თავიდან იწყებოდა. საზიზღარ ხასიათზე მყოფი გაუცნობიერებლად იცინოდა მის ხუმრობებზე, მისი ყურებაც კი სიამოვნებდა და ცდილობდა რისი გაცემაც კი შეეძლო,მისი სულიდან,მისი 'მე'-დან , ყველაფერი მიეცა.ენუგეშებინა, გაეცინებინა,კარგ ხასიათზე დაეყენებინა, მაგრამ მერე... მერე ყველაფერი ისევ მეორდებოდა.. ისევ ტკიოდა...მერე ხვდებოდა ნოეს და კვლავ ეჯაჭვებოდა,მერე ტკიოდა და მერე...... ****** იმ ღამეს,ბოლო წერილის შემდეგ ძალიან დიდხანს ელოდა. ნოეს თხოვნას ასრულებდა და ცდილობდა მის მოსვლამდე არ დაეძინა. ეზოს ბოლოში კიბეებზე ჩამომჯდარიყო და უაზრო სივრცისთვის გაეშტერებინა თვალი. მთლიანად სივრცეში იყო დაკარგული. დაღლილობისგან მთელი ზურგი ეწვოდა,მაგრამ არც კი ირხეოდა. შუა ღამეს, გამეფებულ დუმილს, მხოლოდ ფოთლების შრიალი არღვევდა და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ გამთენიისას, კიბეებზე მიძინებული ელენე, დედამისმა არ შეაფხიზლა. ტკვილისგან წელში ვერ სწორდებოდა,თუმცა ცალი ხელით , იქვე კიბეზე დადებული მობილურის მოძიება შეძლო და შეამოწმა.არანაირი შეტყობინება,არანაირი ზარი. იმედგაცრუებულს ჩაეღიმა,ძლივს-ძლივობით გადააგორა ნერწყვი ყელში, თუმცა ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო. რეალობა ერთი და უეჭველი იყო.... ის, არ მოვიდა! ____________________ გამარჯობა. მოკლედ ეს ისტორიის მსგავსი რაღაც საერთოდ არ იყო გეგმაში. უბრალოდ მოწოლილმა ემოციებმა იხეთქა და ყველაზე გულწრფელად დავწერე,ჩემი სიცოხლის მანძილზე.ახლა მეც ელეს გასაჭირში ვარ და იმედია მის ბედს არ გავიზიარებ,მიუხედავად იმისა რომ მთელი ნაწერი და ჩემი და "ნოე"-ს სულ ცოტათი გაზვიადებულ ურთიერთობაზეა აგებული. ანუ აქ ელენს უფრო მეტი გრძნობა მივანიჭე ნოეს მიმართ,თუმცა ეჭვი არ შეგეპაროთ , რომ რეალურ ნოეზე თავად ვარ მიჯაჭვული. არვიცი, საერთოდ უნდა თუ არა ამ ნაწერს გაგრძელება,ან ჭირდება კი საერთოდ?! თუმცა არ გამოვრიცხავ. იმ მესიჯის მერე,რაზეც აქ ვისაუბრე, დაახლოებით 2-3 საათში შემომეწერა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა უამრავი შეცდომა იქნება, აბნეული აზრები და წინადადებები. მაგრამ ემოციებისგან დავიცალე. 3 წლის მერე პირველად დავწერე და ავტვირთე აქ ისტორია და მინდა გითხრათ,რომ წერასაც ცოდნია დავიწყება :დდ ხოდა ამ ისტორიით ცოტათი გავიხსენე <3 იმედია გამთენიისას დედას ჩემი გაღვიძება არ დასჭირდება, და "ჩემი ნოე" მოვა დღეს ღამით :(( მადლობა ყველას, ვინც ამ ისტორია-ჩანახატის შვილობილს დრო დაუთმო და მაპატიეთ თუ იმედები გაგიცრუვდათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.