შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [12]


5-08-2018, 16:08
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 2 710

ზენონი თავის ოფისში ქანდაკებასავით იჯდა. უძრავად ეყრდნობოდა მაგიდაზე დადებულ ხელს, თვალები წარწერებით სავსე ფურცელზე მიებჯინა. ნელა და მოზომილად სუნთქავდა, წამწამებს შიგადაშიგ არხევდა, ხმას საერთოდ არ იღებდა. იმ დღიდან მოყოლებული ლილეზე არც ფიქრობდა, თავის საქმიანობას დაუბრუნდა, დაიწყო გამოძიება დაკარგული ფულის შესახებ და ძველებურ მდგომარეობას დაუბრუნდა. ხალხს კვლავ არ ენდობოდა, აქამდე დემეტრეს თუ უყურებდა ახლა თვალს არიდებდა და იშვიათად თუ იტყოდა რამეს.
გაბრაზებამ სულ გამოფიტა, უგრძნობლობა დაუბრუნა და ზენონიც თავს არ იწუხებდა ყველაფრის გასარკვევად. ეს ფაქტი მის პატარა სისუსტედ შეგვეძლო ჩაგვეთვალა, რადგან მაფიოზს ეშინოდა ჩაძიებით რამე უარესი არ გაეგო ლილეზე და ეს პატარა რწმენაც არ დაეკარგა მასში. ამიტომ ახლა უმოქმედობით დაწყანრებას ცდილობდა, გონების და ძალების მოკრეფას, რომ ლილესთვის „ღალატი“ ეპატიებინა და ანგელოზი უკან დაებრუნებინა, ნუ თუ შეძლებდა ამას რა თქმა უნდა. გოგონას ზედმეტად დიდი ადგილი ეკავა მის გულში და რამდენადაც ცუდი არ უნდა ყოფილიყო, ბოლოს მის მოშორებას მაინც ვერ შეძლებდა ბიჭი.
კაბინეტის კარები მოკლე კაკუნის შემდეგ გაიღო და ოთახში ყოფილი ლიდერი შემოვიდა თავისი წყნარი სახით. ზენონს არც დაელოდა მისთვის რომ შეეხედა, პირდაპირ მის პირისპირ სკამზე ჩამოჯდა და შვილს თავისი შავი თვალები მიანათა. ზენონს მისგან მხოლოდ თვალები ჰქონდა გამოყოლილი. თეთრი კანი, გრძელი ბოლოებში კულულა თმა, სქელი წამწამები და სილამაზე დედისგან ერგო. ბედნიერი და სიცოცხლით სავსე ხასიათი კი დროთა განმავლობაში შეეცვალა.
-არ მომესალმები?- კაცმა იკითხა და შვილს ინტერესით გახედა.
-კარგ დროს მოხვედი. ზუსტად ახლა დავასრულე მონაცემების ნახვა. ჩვენი მხრიდან არანაირი შეფერხებაა, როგორც ჩანს ლადო მართალი იყო და ფულის გადაცემისას რაღაც ხდება. ეს რაღაც კი ალბათ შენი შვილია, ამიტომ თავს ვალდებულად არ ვთვლი მისი დანაშაული დავამტკიცო და შენ ჩაგაბარო. ჩემი სამუშაო მაგის გაკეთებას არ ითვალისწინებს.- ზენონმა რობოტივით უპასუხა და მისთვის ახლაც არ შეუხედავს.
კაცი არასდროს ყოფილა მისი შვილის ასეთი სიცივით გაკვირვებული. ვერც მოსთხოვდა ის პატარა სითბო მაინც გამოეხატა, რასაც ანდრეა იჩანდა მის მიმართ, რადგან ზენონის გაჩენისთანავე მის გვერდით არ ყოფილა. მხოლოდ მაშინ გაიგო ზენონმა მამამისის არსებობის შესახებ, დედა რომ მოუკლეს. კაცს მათი პირველი შეხვედრიდან შვილის განადგურებული შავი თვალები არ ავიწყდებოდა, რომელიც მას გამკიცხავად უყურებდა და ყველაფერში ბრალს სდებდა. საკმაოდ დამსახურებულადაც კი.
-ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ- კაცმა ჩაახველა და შვილის წინ ფურცლებს დახედა, - მაგრამ იმას კი გეტყვი, რომ ანდრეა არაფერშუაშია...
-საკმაოდ უცნაურია შენი მხრიდან ასეთი სიბრმავე - ზენონმა გააწყვეტინა სიტყვა,- ჯგუფში ყველა მას ადებს ხელს. ლადოც კი არ მალავს თავის დამოკიდებულებას.
-გგონია გრძნობებით ვარ დაბრმავებული და ვიცავ, რადგან ჩემი შვილია?- კაცმა ხმას აუწია.
-ზუსტად ეგ მგონია.- მხოლოდ ახლა ასწია ზენონმა თავი და თვალები მამამისს მიანათა, -ის შენი ერთადერთი კანონიერი მემკვიდრეა, რას იზავ, თვითონ ხომ არ გაანადგურებ?
-ის თუ მართლაც მაგის გამკეთებელი აღმოჩნდა, გგონია არ მოვიშორებ და შენ კანონიერად არ გადმოგცემ ჯგუფს?
-ზღაპრებს ყვები,- შემზარავად გაიღიმა ბიჭმა,- ახლა კი ნება იბოძე და შვილს მიხედე.
-ორივე ჩემი შვილები ხართ. ორივეს თანაბრად გაკვირდებით და იმის მიხედვით ვდგამ ნაბიჯს. ანდრეა უფრო მიზანსწრაფულია ჯგუფის მართვისკენ, შენ კი ეს საქმე არ გიტაცებს. მითუმეტეს დე...- კაცს გაგრძელება უნდოდა მაგრამ ქალის გახსენებისას დაიბნა, ხმა ჩაუწყდა და სიტყვის დამთავრება ვერ შეძლო.
ზენონმა მას ინტერესით ახედა და ვერ მიხვდა კაცის გაჩუმების მიზეზს. ისიც ვერ გაიაზრა რისი თქმა სურდა, ან დე- რა სიტყვის დასაწყისი იყო.
-თუ გრძნობებით დაბრმავებაზე ვსაუბრობთ, მოდი შენი გოგო გავიხსენოთ - კაცმა თავი მოთოკა, მოსვლის მიზეზი გაიხსენა და სახეზე დამცინავი ღიმილი გადაიკრო.
-რას გულისხმობ?- ბიჭს სახე არ შეცვლია, კვლავ ურეაქციოდ იყურებოდა და ლილეს ხსენებით ოდნავ აღელევბულიც არ ჩანდა. ეს მამამის არც გამოჰპარვია.
-იცოდი, ჯგუფში პატარა ჯაშუში რომ გყოლია შემოპარული?
-თუ კითხვებით საუბარს გააგრძელებ, ჯობია წახვიდე. უბრალოდ დროს მაკარგვინებ- ზენონმა უინტერესოდ ამოიოხრა და ფურცლებს მიუბრუნდა.
-შენი გოგონა მაფიის წევრია. არ მითხრა რომ შენი გაკვირვება ვერ მოვახერხე.- კაცს უკვე ეჭვები გაუჩნდა, რომ ზენონმა ამის შესახებ უმაგისოდაც იცოდა. შემდეგ ბიჭის თვალების სწრაფი მოძრაობა რომ შეამჩნია, ამოისუნთქა.
-ლილე ლომიძე „მთვარეული გველის“ წევრია. თან როგორი წევრი, ლიდერის ნათესავებში ირიცხება.
-სამიდან ერთ-ერთ უძველეს მაფიის ჯგუფის წევრი? ტყუილები ცოტა დამაჯერებელი უნდა გქონდეს- ზენონს წარბები არც შეუხრია.
კაცმა ჯიბიდან სურათი ამოიღო, სადაც „მთვარეული გველის“ ლიდერის ოჯახის წევრები ჩამწკრივებულები იდგნენ. ლიდერისგან მოშორებით, სადღაც კუთხეში პატარა გოგონა, წელამდე გრძელი თმებით, თოჯინასავით იდგა და უსულოდ იყურებოდა.
-ეს შენი გოგოა...-კაცმა თითით მიუთითა, - იმედია შენც ეჭვები გქონდა ამის შესახებ და ყველაფერი არ წამოუყრანტალე ჩვენი ჯგუფზე... ვერც ვხვდები რა მიზეზი უნდა ჰქონდეს მთავარ მაფიის ჯგუფს, მათი წევრის აქ ჯაშუშად გამოგზავნისთვის. იქნებ არეულობა იწყება და ქვემდგომი მაფიოზების გაკონტროლება სურთ? რაც არ უნდა იყოს, ან მოიშორე ან გამოიყენე სათანადოდ.
ზენონმა მამას თვალი აარიდა. ცარიელ კედლებს მიაშტერდა და სავარძელზე გადაწვა. ახლა, ალბათ უნდა გამწარებულიყო. კიდევ დაემტვრია რამე. იმაზე ეფირქა რომ ლილემ მართლაც უღალატა, ეშმაკურად მოაჯადოვა, ისე ითამაშა თითქოს ზენონის ლიდერობის შესახებ არ იცოდა და ზურგს უკან გეგმებს აწყობდა. ამის მაგივრად კი დემონი იხსენებდა, როგორ ნაზად ეძახდა ლილე „ზიის“. პირველად ნათქვამი ეს ზედმეტ სახელი არც შეუმჩნევია, მეორეჯერ რომ გაიგო გულში სითბო ჩაეღვარა, მესამედ კი გულმა გამალებით ძგერა დაიწყო. როგორი ნაზი და გულწრელი იყო მისი ანგელოზი. როდესაც დაბნეული და დასუსტებული იყო, თავის და უნებურად ეს ორი ასო თვითონ წარმოექმნებოდა ბაგეზე. სხვა არაფრის თქმა აღარ სჭირდებოდა, რადგან უბრალო „ზით“ თავის გრძნობებს უკვე დაუმალავად გამოხატავდა. ზენონმა არ იცოდა, ახლა რატო იხსენებდა ამას, მაგრამ ამის საშუალებით მამამისის ნათქვას არ აუღელვებია. საკმაოდ წყნარად იყო, ამდენი უმოქმედობის ფონზე, მხოლოდ ახლა იგრძნო შვება და ლილეს ნახვა მოუნდა. არა იმიტომ რომ კვლავ დაებრალებინა რამე, პასუხი მოეთხოვა ან როგორც კაცმა თქვა „გამოეყენებინა“. უბრალოდ, მისი სიახლოვე და ყვავილებიანი სანტავიკის თხოვნა უნდოდა, რადგან გულის შემაწუხებელი ტკივილი იგრძნო.
-არ მახსოვს...-ზენონმა უეცრად წარმოთქვა და მამამისი ყურადღება მიიპყრო.
-რა არ გახსოვს?
-როგორი იყო დედა?
მამამისმა ხმის ამოღება ვეღარ შეძლო, შვილის სახეს მიაშტერდა და ხელები კალთაში ჩაიწყო. ყოფილი ლიდერის ასე დამუნჯება, ვინ მოფიქრებდა, შესაძლებელი თუ იყო.
-უკვე აღარც მე მახსოვს- კაცმა მტკივნეულად გაიღიმა და პასუხს თავი აარიდა.
-იტყუები,- ზენონის წყნარი ტონი არ შეცვლილა -როცა მოკვდა... საათობით მიყურებდი ხოლმე, ისეთი საცოდავი მზერით თითქოს პატიებას ითხოვდი. ჩემგან კი არა დედასგან, რომელიც მე ძალიან მგავდა... შენი ცოლი ხშირად მეუბნებოდა სახლის მისაღებში არ გავჩერებულიყავი, თურმე იქ ძალით დადიოდი ჩემი სახის დასანახად. მითხრა, დედაჩემის დავიწყების შიშით მიყურებდი ხოლმე ასე დაჟინებით. შენი მზერა ახლაც არ შეცვლილა, იშვიათად მნახულობ მაგრამ ზუსტად იგივენაირად მიყურებ.
-მან ასე გითხრა?- კაცმა აღელვება დამალა და საუბარი მის ცოლზე გადაიტანა.
-საერთოდ ხშირად მელაპარაკებოდა. - ზენონი წინ წამოიწია და ხელებს დაეყრდნო. არ იცოდა ახლა რატო საუბრობდა წარსულზე, ბავშვობის გულის ტკენებზე ან საერთოდ დედამისზე, მაგრამ ეგონა თუ თავის გრძნობებს ოდნავ მაინც არ გამოხატავდა, ლილესთან ამას თავისუფლად ვეღარ შეძლებდა. -მეუბნებოდა როგორ ძალიან უყვარდი, იცოდა დედაზე გიჟდებოდი და ყოველ ღამე სახლში რომ არ ბრუნდებოდი, ვერ იძინებდა.
-ამაზრზენია მისი მხრიდან შენთვის ამის მოყოლა, მითუმეტეს რომ მაშინ პატარა იყავი- კაცი გულწრფელობას ვეღარ მალავდა და ისედაც მისთვის არასასურველ ცოლზე ცუდი წარმოდგენები ექმნებოდა.
-ამაზრზენი მისი მონაყოლი კი არა შენი საქციელი იყო.- ზენონმა პირდაპირ მიახალა სათქმელი. - ორივე ქალის მიმართებაში არასწორად მოიქეცი. დედას გულს სტკენდი მხოლოდ ღამით რომ ბრუნდებოდი მასთან, ცოლს კ ი იმით რომ მასთან დროს საერთოდ არ ატარებდი.
-დედაშენი მიყვარდა...- მთელი სხეული დაეძაბა კაცს.
-ვიცი. შენი ცოლი მაგას არ მალავდა, არც ის შთაბეჭდილება დაუტოვებია ჩემთვის რომ დედას მხოლოდ იყენებდი. იცოდა, ის გიყვარდა, ამიტომაც განიცდიდა ასე ძალიან. ძილის წინ მოდიოდა და ტირილით მეუბნებოდა; დედაჩემის პატიება არ შეეძლო მიუხედავად იმისა, რომ ანდრეას გადაეფარა და თვითონ მოკვდა... ყოველ ღამე მეხვეწებოდა სახე დამემალა შენგან და საყვარელი ქალი არ გამეხსენებინა.- ზენონმა თმებში შეიცურა ხელი და მამას ახედა, - მისი მოსმენა არც დამჭირდა, თვითონ დაიწყე ჩემი დაიგნორება დედის გარდაცვალების ერთი წლის შემდეგ.
კაცმა არც იცოდა რა ეთქვა. არ ეგონა ზენონის თავს ამდენი რამე თუ ხდებოდა. სულ წარმოედგინა პატარა მუნჯი ბავშვი, რომელიც ყველას უბღვერდა და ოთახიდან არ გამოდიოდა; მთელი ერთი წელი საშინელი ანჩხლობა იცოდ, მას რომ დაინახავდა ყველაფერს ლეწავდა. კაცმა იცოდა შორს ყოფნა ჯობდა, მაგრამ როგორც ზენონმა თქვა მისი დანახვის და დედამისის გახსენების საშუალებას ხელიდან არ უშვებდა. ერთი წლის შემდეგ კი ჯფუფში პრობლემები დაიწყო, მკლველები დაიჭირეს და საშინელ დღეში ჩააგდეს, ზენონზე ხუთი წლით დიდ ანდრეას მამა სჭირდებოდა გვერდით აღსაზრდელად. კაცმაც მისი ყურება შეწყვიტა და გული სამუდამოდ დატეკა. ამის შემდეგ ზენონის სიბრაზის გამოხტომებიც აღარ განმეორებულა.
-ჩემს დანახვისას საშინელი პანიკა გეწყებოდა, ყველაფერს ანგრევდი და ყვიროდი... მეგონა მე ვიყავი ამის მიზეზი და გამოდის, ჩემი ცოლის დარიგებების გამო გძულდი?
-სრულებითაც ვერ გამიგე.- ზენონმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი. - შენს ცოლს ისე ძალიან უყვარხარ შენზე ცუდს არასდროს მეუბნებოდა, ისიც რომ მთხოვდა შენთან ახლოს არ მოვსულიყავი ქალური ეჭვიანობის გამო იყო...ჩემი გაბრაზების მიზეზი კი მართლაც შენ იყავი. მთელი ხუთი წელი დედამ უშენოდ მზარდა, ყოველთვის ზღაპრებს მიყვებოდა კაცზე, რომელიც ჩვენზე გიჟდებოდა, რომელიც მალე მოვიდოდა, აქედან წაგვიყვანდა და ბედნიერი ცხოვრება გვექნებოდა ყველას ერთად. მეც ველოდი მაგ კაცს, ველოდე, ველოდე და... ბოლოს რომ დავინახე ხესავით მდგომი, დედას სასისხლიანებული სხეულის შემყურე და ანდრეაზე ხელჩაკიდებული, მივხვდი რომ სულ ტყულად გელოდებოდი.
-ვბრაზობდი რადგან იმედები გამიცრუვდა. ორივემ გამიცრუეთ იმედები. ერთმა სხვა დაიცვა და მარტო დამტოვა, მეორეს კი ძალებიც არ ეყო, თავისი საყვარელი ქალი გაებედნიერებინა. ისეთი უძლური აღმოჩნდი, რომ ჩემი მზერის გაძლებაც ვერ შეძელი, ყვირილს ვერ მოუსმინე და მეორე შვილს მიეკედლე.-ზენონი კაცს არ უყურებდა, პასუხსაც არ მოელოდა. უბრალოდ მოყოლით თავს დამშვიდებულად გრძნობდა. თითქოს ამდენი წლების ნაგროვი ძლივს მოიშორა და ცოტა გამოფხიზლდა.
-გინდა ბოდიში მოგიხადო?- კაცმა დუმილის შემდეგ იკითხა და სხვა ვერაფრის წარმოთქვა შეძლო. ძნელი იყო რამე გამოეხატა კაცს, რომელსაც სიხარული ცხოვრებიდან დიდი ხნის გამქრალი ჰქონდა და ყველაფერს ცივად უყურებდა.
-შენი ბოდიში არ მჭირდება, არც რამის გამოსწორება...- ზენონმა შავი თვალები მამამის მიანათა- ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევი რომ არ მინდა შენნაირ გზას დავადგე. ჩემი ქალი ხელიდან გავუშვა, სხვასთან ვიცხოვრო და ყოველი დღე ვტანჯო... ვიცი, არც შენ გქონდა კარგი ბავშვობა, ბაბუას დედაშენი არასდროს ჰყვარებია და სიცოცხლის ბოლომდე მკვლელს ეძახდა. შენც ჩემსავით აიტანე ყველაფერი, გულში დაიგროვე, ქვის სახე მიიღე და ცხოვრება ისე გააგრძელე. გეგონა ყველაფრის ატანას შეძლებდი. საქმე საქმეზე რომ მივიდა, ყველაფერი დაკარგე და ისევ ისე გააგრძელე ცხოვრება.
ზენონი წელში გასწორდა, სკამიდან წამოდგა და დემეტრეს უხმო ავტომობილის გასამზადებლად.
-მე ეგრე არ მინდა ვიცხოვრო. პირობა მივეცი მაგ გოგონას, რომ ბაბუაჩემის მსგავსი არ ვიქნებოდი და მას ჯგუფზე წინ დავაყენებდი. ამის შესრულებას ბოლომდე ვაპირებ და ამიტომაც ჩემს გრძნობებს აღარ დავმალავ.
მოვიტყუებოდი თუ არ გეტყოდით, რომ მამამისი ახლა მთელი ბენდიერებით იღიმოდა. ეს ღიმილი შვილის სიამაყის ნიშანი იყო. კაცს სრულიად დაუმსახურებლად შეეკუმშა გული სიხარულისგან, თითქოს ზენონის ასეთ კაცად დაყენებაში პატარა წვლილი ჰქონდა შეტანილი.
-რომ დაიბადე, დედაშენმა მთხოვა ლიდერი არ გამეხადე. მოკლე ვადით ლიდერის შემცვლელად დაგაყენე და ხალხი ანდრეას სიძლიერეში დავარწმუნე. ეს ბოლო დავალება წარმატებით დაასრულე, მაგ გოგონასაც შენ მიხედე და ბოლოს, ცოცხალი გადარჩი. ანდრეა უკვე ოცდაათის ხდება, შენი შეცვლის და წასვლის დრო მოვიდა.
ზენონმა ამის გაგებისას შვება იგრძნო. ეჩვენებოდა თუ, მამამისმა ახლახანს მხარი დაუჭირა და ნება მისცა გაეკეთებინა ის რაც სურდა?

-
ანდრეას გაფრთხილების მიუხედავად ლილეს ნებისყოფა არ ეყო, ზენონს დამჯერი ძაღლივით დალოდებულიყო. ბიჭის ნახვა და მისი უკვე, ახალი გაბრაზების მიღება ძალიანაც არ უნდოდა. თიკომ რომ შესთავაზა ორი დღით სოფელში დაბრუნებულიყვნენ მშობლების მოსანახულებლად, მაშინათვე დასთანხმდა. ხის სახლში და მთებში ყოფნა ნამდვილად დააწყანრებდა, გარემოს გამოცვლა უკეთ გახდიდა და ყოველ წამს დაფეთებული არ ივლიდა.
იქ ჩასვლილისას თიკოს მშობლები დიდი სიხარულით დახვდნენ. ლილესთვის ისინი ნამდვილი ოჯახი იყო. მათთან დროის გატარება არასდროს ბეზრდებოდა, მაგრამ დედას და მამას მათ არასდროს უწოდებდა იმის და მიუხედავად რომ მათთან წლებია რაც ცხოვრობდა.
-ლილე შვილო შენი დანახვა როგორ მიხარია!- ჩაეხუტა ელენე და კინაღამ გაჭყლიტა- იმედია თიკოს ყურადღებას აქცევდი, ხო იცი რა გიჟია. ყველას ლანძღავს და მერე ემალება რომ სადმე ქუჩაში არ სცემონ.
-დედა! არავინაც არ მცემს, ქალაქში ჩხუბი ვისწავლე და ხალხს აქეთ ვაჩმორებ.- თიკომ გამარჯვებით აათამაშა წარბები.
-ო, ესღა გვაკლდა! დათო გაიგე? შვილი სულ გადაგიჯიშდა!- ხელები ზევით აღაპყრო ელენემ და ქმარს დაუძახა.
-მეორე მაინც გვყავს ნორმალური- დათოს სიცილი უკნიდან მოესმა ლილეს და კაცს სიხარულით მოეხვია.
-ეგრეც არ არის, მე და თიკო წესები გვაქ. ის საჭმელს ამზადებს, მე ვაწყნარებ.- ლილემ თავი ამაყად დაუქნია ორივეს.
-ავშენებულვართ მაშინ- კაცმა ისევ გაიცინა და გაშლილი მაგიდისკენ წაიყვანა გოგონები.
დიდხანს იჯდნენ და ისაუბრეს ჭამის შემდეგ. მოყვნენ ყველა ის ამბავი, რაც გამოტოვილი ჰქონდათ ბოლო თვეების მანძილზე, თიკოს და ლილეს სხვა ქალაქში გადასვლის გამო. ბევრი იხალისეს, თიკოს სიგიჟეები გაიხსენეს, მისი გაუთხოვრობის შიშის გრძნობაც ახსენეს და მერე გოგოს თავზე ხელი გადაუსვეს ფრაზით „არაუშავს, კატას გიყიდით და ის მაინც არ მიგატოვებს“.
-დედა! ლილეც არსად არ წავა- თიკომ დაიწუწუნა, ამდენმა ყურადღებამ შეაწუხა.
-თუ შენსავით გააგიჟებ სად წავა- ქალმა შეუბღვირა, შემდეგ სახე დაუწყნარდა და ლილეს თბილი თვალებით შეხედა. - როგორი მადლობელი ვარ ექვსი წლის წინ იმ დღის, შენ რომ სახლში მოგიყვანა თიკომ. ყველაზე ბედნიერი ცხოვრება მგონი მაქედან დაგვეწყო. მეორე შვილი ისედაც გვინდოდა და შენც მაშინათვე გამოჩნდი.
-თან როგორი გამოჩნდა?- დათომ ხელი მოხვია ლილეს - ულამაზესი პატარა გოგონა. ჯერ რომ დაგინახეთ შეგვეშინდა, ეს პატარა უცხოპლანეტელი ვინ არისო ვკითხულობდით. დაბანილი, თიკოს ტანსაცმელში გამოწყობილი რომ გამოხვედი გრძელი თმებით, მერე თოჯინას მიგამსგავსეთ.
-როგორ გული მწყდება თმები რომ შეიჭერი- ქალმა წამოიძახა, - ისეთი კარგი მოვლილი გქონდა.
-მისი მოჭრა იმ დროს საჭირო იყო- ლილემ გაიღიმა და მოკლე თმები უკან გადაიწია.
ახალი ცხოვრების დასაწყებად მათი მოჭრა აუცილებელი იყო და მან ეს ძალიან კარგად იცოდა. მოკლე თმებით უკან, ძველ ოჯახში, ვეღარც დაბრუნდებოდა.
თიკოს ოჯახმა იცოდა ლილეს წარსული, ოჯახის ცუდი მდგომარეობა და სტატუსი. ეს ყველაფერი მისი ერთი წლის გაცნობის შემდეგ გაიგეს და უკვე ისე უყვარდათ ლილე, არაფერზე დაუხევიათ უკან. გოგონაც მათი ერთგული დარჩა, ყველა არსებული ძაფი გაწყვიტა თავის წარსულთან და თიკოსთან ერთად ნორმალური ადამიანის ცხოვრება დაიწყო.
ექვსი წლის წინ ლილემ საბოლოოდ გადაწყვიტა დედამისისგან გაქცეულიყო. ამას გაქცევასაც ვერ უწოდებდი, რადგან არც არავინ აკავებდა ძალით. კარები მუდმივად ღია იყო, წასვლა ყოველთვის შეეძლო. ქალი სიტყვით თუ არა, საქციელით ყოველთვის ამაზე მიუთითებდა. ერთ დღესაც, როდესაც დილით გამოვიდა ოთახიდან და სამზარეულოში მყოფი დედის ახალი სათამაშო მამაკაცი დაინახა, გასეირნება მოინდოდა. გარეთ გავიდა, სანაპიროსთან გაისეირნა, ბედნიერი ხალხის სახეს დააკვირდა, უყურა, უყურა...შემდეგ ცას გახედა, საათი შეამოწმა და უეცრად გადაწყვიტა უკან აღარ დაბრუნებულიყო. ანდა რაღა აზრი ჰქონდა იქ დაბრუნებას, სადაც არავინ გელოდა. არსებული ფულით მატარებლის ბილეთი იყიდა. იმ დღეს პირველად იჯდა მატარებელში, მოუნდა სულ იქ ყოფილიყო და ფანჯარაში ნაჩვენები გაურკვეველი პეიზაჟებით დამტკბარიყო, მაგრამ ბოლო გაჩერებაზე გადმოსვლა მოუწია. დაახლოებით ერთი კვირა გაძლო ქუჩაში ცხოვრება, მალევე მოშივდა, პარკში უკვე უსაფრთხო აღარც იყო დაძინება. ხშირად ამჩნევდა ორ მამაკაცს მასთან ახლოს და გული კარგს არაფერს უგრძნობდა. მართლაც, ერთ დღეს ორი უცნობი თავს დაესხა. ლილეს სისხარტე და გამძლეობა რომ არა...
გოგონამ გაქცევა მოახერხა, ჩხუბისგან და კაცების ძლიერი ხელებისგან სულ დალურჯებული და სისხლიანი წარსდგა თიკოს წინ, რომელსაც სკოლელები ჩაგრავდნენ. ვის არ შეეშინდებოდა გოგონას ასეთ დღეში დაანახვისა, ამიტომ მჩაგვრელებმაც ერთი შეხედვისთანავე მოკურცხლეს იქიდან. სწორედ იმ დღიდან თიკო ლილეს გმირად თვლიდა, მაგრამ ლილეს აზრით ეგ პირიქით იყო.
-ლილე გირეკავენ- დათომ ტელეფონი მოუტანა გოგონას ოთახში და გაუღიმა.
ლილე თავის საწოლს ამზადებდა ღამისთვის და მადლობა რომ გადაუხადა, მაშინათვე უპასუხა ტელეფონს.
-სად ხარ?
გოგონა არ განძრეულა, თვალებიც კი არ დაუხამხამებია და სუნთქვა შეწყვიტა იმის შიშით, რომ გაიგებდნენ ტელეფონის მეორე მხარეს.
-თუ დედაშენმა გაგაფრთხილა და ახლა სხვაგან წახვედი დასამალად, იცოდე რომ ეგ ყველაფერი უშედეგოა. შენი ნომერი უკვე ვიცი, უბრალოდ წუთების საქმეა გიპოვნი მანდ თუ არა.
არც ახლა ამოუღია ლილეს ხმა. გულის ბაგაბუგით უსმენდა მამაკაცის ხმას და ცდილობდა გაღვიძებული მოგონებები შეეჩერებინა.
-ლილე - კაცმა ხმას აუწია და ლილემაც ვეღარ მოითმინა.
-რატო...რატომ მეძებ?
-შენი ადგილი ხომ არ დაგავიწყდა? გგონია უსაფრთხოა ასე ბოდიალი ქვეყანაში და არაფერზე ფიქრი?- ხმის სიმკაცრე ლილეს ჟრუანტელს უვლიდა.
-ჯგუფში უკვე არავის ვახსოვარ, არც იციან როგორ გამოვიყურები. ნუ იმიზეზებ ჯგუფს, როდესაც იცი, რომ გაცვეთილი ტყუილია.
-აბა რატომ გგონია გეძებ?
-მეც მაგის კითხვა მინდა...მამა, რატომ მეძებ?- ლილეს ხმა აუკანკალდა.
თუ დედას არასდროს მიმართავდა შესაფერისი სიტყვით, მამაზე იგივეს ვერ აკეთებდა. ეს ცივი კაცი მისი გულის განუყოფელი ნაწილი იყო, რომლისთვის ზურგის ქცევა არ შეეძლო.
სიჩუმის შემდეგ კაცმა ხმა ამოიღო, - მგონი თვითონ დაასახალე უკვე ჩემი ძებნის მიზეზი.
-შენი შვილი აქამდეც ვიყავი...
-მეგონა...-კაცის გახშირებული სუნთქვა გაისმა ყურმილში, - ჯანდაბა ლილე, მეგონა დედაშენთან იყავი. მეგონა უსაფრთხოდ იყავი და არა მარტოდ-მარტო დიდ ქალაქში.
-ჩემით ერთხელაც რომ დაინტერესებულიყავი, გაიგებდი, უკვე ექვსი წელია მასთან არ ვცხოვრობ.
ნეტა ლილეს სცოდნოდა მისი ასეთი დამარცხებული ხმა, როგორ უგიჟებდა კაცს გულს.
-ექვსი...- ყურმილში რაღაცის მსხვრევის ხმა გაისმა. - ჩემს გამოგზავნილ ფულს მთელი დროის მანძილზე იღებდა, მეუბნებოდა რომ კარგად იყავი...
-მას ნუ ადანაშაულებ. თვითონ არ გინდოდა ჩემი ამბის პირადად გაგება... სულ ასე იყო, სულ გამირბოდი...შენ არ გამაგზავნე მასთან თხუთმეტის რომ გავხდი?
-შენთვის ასე უფრო უკეთესი იყო.- ხმა ისევ მკაცრად რომ შეიცვალა, ლილეს გულჩვილობაც მაშინათვე შეწყდა.
-ხოდა ახლა უკეთესად ვარ მარტო. არ მომძებნო, არ მნახო, არ დამირეკო. შენს ცოლს და შვილებს მიხედე. გიორგი უკვე შესაბამის ასაკს აღწევს და მალე ლიდერიც გახდება, მიულოცე და შენი ცოლიც დააწყნარე. უთხარი რომ მის შვილს ტიტულს არ წავართმევ... უბრალოდ მომცილდით, ყველაფერი მოვიშორე რაც კი უკან დაბრუნების საშუალებას მომცემდა, უკან აღარ დავბრუნდები!
-არაუშავს, თმების გაზრდა ისევ შეიძლება- კაცმა მოკლედ მოუჭრა და გაუთიშა.

-
იმედია ზენონის წარსულის შესახებ პატარა წარმოდგენა მაინც შეგექმნათ და მის "დემონად" ჩამოყალიბების მიზეზსაც მიხვდით^^ ლილეს ამბავს აღარ გავწელავ, შემდეგ თავში უკვე მისი წარსული იქნება მონათხრობი და ანეგლოზის და ზენონს შორის მსგავსებებს აღმოაჩენთ.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ მკითხველებს რომლებიც პირველი თავიდან მომყვებიან და ჩემი ისტორია არ ბეზრდებათ^^ მოხარული დავრჩები თითო სიტყვითაც თუ გამოხატავთ თქვენს აზრს (დადებითით თუ უარყოფითით), ორივე მისაღები იქნება <3



№1 სტუმარი sofo

აუუ ლილე და ზენონი შეახვედრე ერთმანეთს თორე მოვკვდები მალე :((((((9

 


№2 სტუმარი სტუმარი ნათია

მადლობა რომ დადე, დღეს იმდენჯერ ვნახე... გელოდებოდი, იცი ვფიქრობდი რომ ლილესაც ლიდერობისთვის ამზადებდნენ და ჩემი ეჭვი გაამყარე ოღონდ არ დააპირისპირო.ვერ გადავიტანთ????

 


№3 სტუმარი მკითხველი

პირველივე თავიდან ვკითხულობ და ბოდიში აქამდე არ დამიწერია შეფასება, კარგი ისტორიაა!!!
საინტერესოდ განვითარდა სიტუაცია იმას ვგულისხმობ, რომ ველოდი ამ თავში შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მთავარი კვანძი გახსენი ზენონის წარსული და მისი ადამიანობა გვაჩვენე, ყველაზე მთავარი კი მსმის სიამაყე.. კიდევ მთავარი მოლოდინი ისევ დაგვიტოვე "შეხვედრის". ასე, რომ ველიდები!
კარგია და წარმატებებს გისურვებ.

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საააააუკეთესო იყოოო..... ანუ წესით ლილე გამოდის უძველესი დაჯგუფების ლიდერი?! ღმერთო რა მაგარია...... ჩემი ზიი როგორ დატანჯულა ბავშვობაში :'(
ეს ლილეს და ზენონის მამები როგორ გვანან ერთმანეთს.. ორივე ძალიან მომეწონა და აზრზე არ ვარ რატომ... ალბათ იმიტომ რომ ორივეს თავის შვილი გულის სიღრმეში ყველაზე მეტად უყვართ... მომეწონა... მამებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე...ზის თავისუფლების ჯერი დგება?! არადა ლიდერი უფრო მომწონდა... თან ლილეც თუ ლიდერი გახდება და მერე..... ხო ნუ კაი ნუღა გავაგრძელებ თორე უკვე მართლა ვტლიკინებ :დ
როგორ მინდოდა ლილეს და ზენონის წარსული გამეგო და აი დადგა ეს ბედნიერი დღეც... ძალიან მომეწონა... ზენონის მტკიცე ხასიათი მაგიჟებს უბრალოდ საოცრებაა ეს კაცი... არ შემიძლია მისი დიალოგები უემოციოდ გავატარო...
არა რა ბოლოოოს... მათი მამები მართლაც რომ ძალიან მომეწონნენ.. ისე ის თმების ტრადიცია მაგარი რაღაცაა... რატო შეიჭრა ლილემ ის წელამდე თმა გადავირიე (თმები ჩემი სისუსტეა :დ)
მოკლედ როგორც ყოველთვის ემოციური თავი იყო... მაგრამ ძალიან სხვანაირი "ჰაერი" მოიტანა ამ თავმა... ლილეს და ზენონის წარსულის გულის ტკივილებმა სულ სხვანაირი ემოცია შესძინა ამ თავს.. და მათი მამები რომლებსაც მართლა უყვართ გულის სიღრმეში ♡♡♡
მოკლედ ამ ისტორიაში ვერაფერს ვერ ვპოულობ უარყოფითს :დ ჩემი ზის და ლილეს შეხვედრა რომ არ იყოს უახლოეს მომავალში გავგიჟდები და გავნადგურდები... ლილეს დაძახებული ზი რომ არ წავიკითხო უახლოეს მომავალში შე-ვიშ-ლე-ბიიიი :დ :დ
პ.ს ისე ამდენი ხანია კომენტარებს გიწერ და შენი სახელი ნორმალურადაც კი არ ვიცი, შემირცხვეს ნამუსი :დ :დ :დ მართლა კატია გქვია თუ უბრალოდ ნიკია?!
მალე დადე შემდეგი არ დააგვიანო ♡♡♡

 


№5  offline წევრი ნორმი

ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამეხარდა ახალი თავი დავინახვა,ძალიან მიყვარს ეს მითხროვბა,ველი შემდეგს
--------------------
მორფეოსი

 


№6  offline წევრი KATIE ♥12

sofo
აუუ ლილე და ზენონი შეახვედრე ერთმანეთს თორე მოვკვდები მალე :((((((9

მაგის გარეშე შემდეგი თავი როგორ იქნება satisfied
სტუმარი ნათია
მადლობა რომ დადე, დღეს იმდენჯერ ვნახე... გელოდებოდი, იცი ვფიქრობდი რომ ლილესაც ლიდერობისთვის ამზადებდნენ და ჩემი ეჭვი გაამყარე ოღონდ არ დააპირისპირო.ვერ გადავიტანთ????

აწ, დიდი მადლობა^^ პატარა ანგელოზი დემონს როგორ გადაემტერება innocent
მკითხველი
პირველივე თავიდან ვკითხულობ და ბოდიში აქამდე არ დამიწერია შეფასება, კარგი ისტორიაა!!!
საინტერესოდ განვითარდა სიტუაცია იმას ვგულისხმობ, რომ ველოდი ამ თავში შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მთავარი კვანძი გახსენი ზენონის წარსული და მისი ადამიანობა გვაჩვენე, ყველაზე მთავარი კი მსმის სიამაყე.. კიდევ მთავარი მოლოდინი ისევ დაგვიტოვე "შეხვედრის". ასე, რომ ველიდები!
კარგია და წარმატებებს გისურვებ.

დიდი მადლობა, რომ ახლა გადაწყვიტე გამოჩენა^^ მადლობა შეფასებისთვის, ყველანაირად ვცდილობ მოსაწყენი არ გახდეს და მიხარია მცდელობაც რომ მიფასდება blush
ანი ანი
საააააუკეთესო იყოოო..... ანუ წესით ლილე გამოდის უძველესი დაჯგუფების ლიდერი?! ღმერთო რა მაგარია...... ჩემი ზიი როგორ დატანჯულა ბავშვობაში :'(
ეს ლილეს და ზენონის მამები როგორ გვანან ერთმანეთს.. ორივე ძალიან მომეწონა და აზრზე არ ვარ რატომ... ალბათ იმიტომ რომ ორივეს თავის შვილი გულის სიღრმეში ყველაზე მეტად უყვართ... მომეწონა... მამებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე...ზის თავისუფლების ჯერი დგება?! არადა ლიდერი უფრო მომწონდა... თან ლილეც თუ ლიდერი გახდება და მერე..... ხო ნუ კაი ნუღა გავაგრძელებ თორე უკვე მართლა ვტლიკინებ :დ
როგორ მინდოდა ლილეს და ზენონის წარსული გამეგო და აი დადგა ეს ბედნიერი დღეც... ძალიან მომეწონა... ზენონის მტკიცე ხასიათი მაგიჟებს უბრალოდ საოცრებაა ეს კაცი... არ შემიძლია მისი დიალოგები უემოციოდ გავატარო...
არა რა ბოლოოოს... მათი მამები მართლაც რომ ძალიან მომეწონნენ.. ისე ის თმების ტრადიცია მაგარი რაღაცაა... რატო შეიჭრა ლილემ ის წელამდე თმა გადავირიე (თმები ჩემი სისუსტეა :დ)
მოკლედ როგორც ყოველთვის ემოციური თავი იყო... მაგრამ ძალიან სხვანაირი "ჰაერი" მოიტანა ამ თავმა... ლილეს და ზენონის წარსულის გულის ტკივილებმა სულ სხვანაირი ემოცია შესძინა ამ თავს.. და მათი მამები რომლებსაც მართლა უყვართ გულის სიღრმეში ♡♡♡
მოკლედ ამ ისტორიაში ვერაფერს ვერ ვპოულობ უარყოფითს :დ ჩემი ზის და ლილეს შეხვედრა რომ არ იყოს უახლოეს მომავალში გავგიჟდები და გავნადგურდები... ლილეს დაძახებული ზი რომ არ წავიკითხო უახლოეს მომავალში შე-ვიშ-ლე-ბიიიი :დ :დ
პ.ს ისე ამდენი ხანია კომენტარებს გიწერ და შენი სახელი ნორმალურადაც კი არ ვიცი, შემირცხვეს ნამუსი :დ :დ :დ მართლა კატია გქვია თუ უბრალოდ ნიკია?!
მალე დადე შემდეგი არ დააგვიანო ♡♡♡

მათი მამები მეც მომწონს :დ ლილესი ჩემი ფავორიტია.
ზენონს კიდე საკმაოდ დრო აქვს, როგორც ლიდერმა ისე გამოიჩინოს თავი. ასე რომ დროს მოგცემ მითი დატკბე :დდ^^ შემდეგი თავი უფრო "სითბოს" მოიტანს და იმედია ბანალურად არ მიიღებთ.
პ.ს ქეთი მქვია, სასიამოვნოა შენი გაცნობა ^^
tako.izek
ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამეხარდა ახალი თავი დავინახვა,ძალიან მიყვარს ეს მითხროვბა,ველი შემდეგს

დიდი მადლობა ^^
--------------------
-K

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent