დემონის პატარა ანგელოზი [4]
-პატარა ანგელოზი აღარ უნდა კანკალებდეს ჩემს მკლავებში, - ზენონმა გოგონას ყურში ჩასჩურჩულა- საშინელი დემონი მას დაიცავს - დაამატა და თითები ლილეს მოკლე თმაში შეაცურა. სროლის შემდეგ ორივენი გაუნძრევლად იწვნენ მიწაზე, ლილე მხოლოდ ახლა იაზრებდა რაც გააკეთა და შოკისგან თვალების გახელას არც აპირებდა. იქ მყოფი დემეტრე კი დამნაშავის საძებნელად გაიქცა და ბედნიერი ბატონი გოგონასთან დატოვა. -რაღაც არ გეტყობა სიძლიერის- ამოილუღლუღა ლილემ და თავი ასწია მისი მკერდიდან - უკვე მეორედ გადაგარჩინე ქანდაკებავ. მაგდენი სანტავიკიც არ მაქვს კიდევ შარში რომ გაება. ლილემ ბიჭის უდარდელ სახეს შეხედა, რომელიც უღიმოდა. გეგონებათ წამების წინ მისი მოკვლა არავის ეცადა. გოგონამ წამოდგომა სცადა მაგრამ ზენონმა ხელები მაგრად მოუჭირა და მოულოდნელობისგან ისევ თავის მკერდზე დაანარცხა ლილე. -ჯანდაბა, მართლა ქანდაკება ხარ!- წამოიკლავლა გოგონამ და ხელების რტყმა დაუწყო მაგარ მკერდზე.- უჩემოდაც კარგად იქნებოდი. -არა მგონია ჩემო ანგელოზო. აქამდე უშენოდ ძაღლივით მოვკვდებოდი- ღიმილით უპასუხა ზენონმა. ფეხზე წამოდგა, ლილეც წამოაყენა და მკერდზე მიიკრა. დიდი ხელები წელზე მოხვია და თავი შუბლზე მიადო. -ამიერიდან ჩემი სიცოცხლე შენ გეკუთვნის, რადგან დღეს სიკვდილს გადაარჩინე. პასუხისმგებლობა აიღე და მოუარე. მისი უკან დაბრუნება კი არ შეგიძლია. ლილე მას როგორც სულელს ისე უყურებდა და ეგონა რომ საწყალმა ქანდაკებამ თავი წაქცევისას მძიმედ დაარტყა ან შოკის გამო დაიწყო ბოდვა. ამიტომ ზენონისგან ცოტა მოშორებით დადგა, დასაწყნარებლად გაუღიმა და ხელი მხარზე დაადო. -ასე ძალიან ნუ ღელავთ, ალბათ შოკის გამო დაგეწყოთ მოლანდებები- შემდეგ გაჩუმდა ბიჭის გამომცდელი მზერა რომ შეამჩნია და სხვაგვარად დაიწყო საუბარი - არა იმის თქმა კი არ მინდა რომ გიჟი ხართ- თან თითი საფეთქელთან დაიტრიალა- უბალოდ დასვენება გჭირდებათ. თავს, რომ მიხედავთ... -ანგელოზო, კვლავ ცდილობ გიჟი მიწოდო- ზენონმა სიცილით გააწყვეტინა. ლილეს უცნაური რეაქციები მისი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი გახდა. -არა,არა... მაგრამ ანგელოზს მიწოდებთ უკვე დიდიხანია და მთლად დალაგებულსაც ვერ გიწოდებთ- ენა მაინც ვერ გააჩერა ლილემ. -შენ კი რას მეძახი? აჰ, ლამაზი ქანდაკება?- გამოაჯავრა ზენონმა და თავი ვერ შეიკავა. ხელები კვლავ გოგონას თმაში შეაცურა და მისი შეწუხებული სახე არ შეიმჩნია. -ეგ...- ლილემ ვერაფერი მოიფიქრა თავის გასამართლებლად, რადგან ბიჭის ნაზი თითები მის დაბნევას აგრძელებდნენ. ლილე ზენონის თბილ, შავ თვალებს უყურებდა და დიდი სურვილი უჩნდებოდა ეს სითბო დაეცვა, რადგან გრძნობდა, რომ ბიჭი ასეთ სახეს ხშირად არ იღებდა. არავის უწოდებდა ანგელოზს, თავის სიცოცხლეს არ ჩუქნიდა და თმაზე დაუფიქრებლად არ ეთამაშებოდა. თუმცა ლილემ თავისი ადგილი იცოდა. ხვდებოდა, რომ ბიჭის ერთგული ვერ გახდებოდა, მისი სითბოს დაცვას სამუდამოდ ვერ შეძლებდა და ზენონის გაბოროტების მიზეზი თვითონ გახდებოდა. -მეგონა, რომ მოკვდი- ანდრიას ხმამ გამოაფხიზლა ორივე და შეახსენა რომ ახლახანს საფრთხეს აარიდეს თავი. ზენონს სახე დაეჭიმა. ლილე მაშინათვე დამალა თავისი ფართე მხრების უკან და გაემზადა მის დასაცავად ჯერ კიდევ უცნობი მტრისგან. -შენც ზუსტად ამას ელოდი- კბილებიდან გამოსცრა ზენონმა და ეჭვი გაუჩნდა იმის შესახებ, რომ თვითონ მისი ძმა იყო ამ სროლის სათავეში. ამის გააზრებაზე თვალები უფრო ჩაუშავდა, ხელები დამუშტა და დაიღრიალა- შენი შეკვეთილი იყო ჩემი მკვლელობა ანდრიას წარბიც არ შეუხრია. მზერა ზენონს გაუსწორა, გოგონას შეგნებულად არ შეხედა და შემდეგ ზურგი აქცია თავის ძმას. -რაც გინდა ის იფიქრე. ადრე თუ გვიან უჩემოდ მაინც მოკვდები. -ნაბი.ვარო გგონია ადვილია ჩემთან თამაში? მგონი ჩემმა სიჩუმემ გაგათამამა-ზენონის ხმა მომაკვდინებელი გახდა, ახლა ის მართლა გავდა საშინელ დემონს.- არ უნდა იყეფო, როდესაც კბენა არ შეგიძლია! ლილემ მხოლოდ ახლა შეამჩნია ბიჭის თითზე ოქროს ბეჭედი და დაქალის ნაამბობიც გაახსენდა. მიხვდა, რომ ის ჩვეულებრივი „ელიტა“ არ იყო. ეს სროლაც უბრალოდ ტერორისტული სიგიჟე არ იყო. ეს სახალხო შურისძიება გახლდათ, ძალის დემონსტრაცია. ზენონის წარმოთქული მუქარაც ზედმეტად სერიოზულად ჟღერდა. ისე სერიოზულად, რომ ლილემ გაიხსენა ბიჭი სად და როგორ გაიცნო; ტელევიზორში ახსენეს ოთხი მამაკაცის პოვნა, მაშინ როდესაც გოგონა დარწმუნებული იყო მას მხოლოდ სამი ბიჭი მოსდევდა. ზენონი კი ზუსტად იმ ადგილას იდგა სისხლიანი... ლილემ ზენონი დაუფიქრებლად შემოატრიალა. თითები მის ლოყაზე გააცურა, რომელიც წესით გაჭრილი უნდა ჰქონოდა და როდესაც იარა ვერ შეამჩნია, მიხვდა რომ ის ზენონის სისხლი არ იყო. -არა...- ზენონის მკაცრი ხმა გაისმა უეცრად და გოგონა მოულოდნელობისგან ააკანკალა- ჯანდაბა ანგელოზო, ნუ მიყურებ ეგრე... თითქოს გაანალიზე, რომ ჩემი გადარჩენით შეცდომა დაუშვი. ზენონს უნდოდა გოგონაში ისევ ის ძლიერი სახე დაენახა , რომლითაც დღეს გადაარჩინა, რადგან იცოდა იმ ლილესთან როგორ უნდა მოქცეულიყო. ახლა დაშინებულ, პატარა ანგელოზს კი თვალსაც ვერ უსწორებდა დიდხანს, იმის შიშით ნაწილებად არ დაეშალა. -შენ...მაშინ რომ პირველად გნახე...ის მეოთხე უცნობი...- გოგონა გაუაზრებლად ლუღლუღებდა, ცდილობდა ეკითხა ის მამაკაცი ზენონმა ჩააგდო საშინელ დღეში თუ არა. -პირდაპირ მითხარი რისი კითხვაც გინდა- ზენონმა უთხრა მონოტონური ხმით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცოდა ლილე რაზეც საუბრობდა. -შენი ... უნდა მეშინოდეს?- ზენონის საკვირველად სულ სხვა კითხვა დასვა და ბიჭი დაარწმუნა იმაში, რომ მის წინ მართლაც სხვებისგან განსხვავებული ადამიანი იდგა. -პატარა ანგელოზს ჩემი არ უნდა ეშინოდეს- ზენონის მკაცრი ხმა ღიმილით შეიცვალა და ლილეს ხელი მკერდზე ნაზად მიიდო- ეს გული და მისი ცხოვრება შენია, როდესაც ორივე ზედმეტი გახდება შენთვის, შეგიძლია წამებში გაანადგურო. ზენონმა ცივი ტუჩები გოგონას თმეებზე მიაკრო და დასამშვიდობებლად უთხრა - ეს დემონი ბედნიერი იქნება თუ ანგელოზის ხელებში დალევს სულს. - -ჯანდაბა!- ყვირილით შევარდა ლილე სახლში. ფეხსაცმელები აქეთ-იქით მიყარა. ჩანთა ძირს მიაგდო და თვითონ საწოლზე გულაღმა დავარდა. -რა მინდოდა, რომ მივრბოდი?... რა ჯანდაბა მინდოდა!... ახლა რა გავაკეთო, ისევ ვიღაც მანიაკი ავიკიდე. ისევ შარში გავები! ზენონის შავი თვალები გახსენება უარეს დღეში აგდებდა. ხვდებოდა, რომ ზენონი სხვა სამყაროს ეკუთვნოდა. იგი სხვა ადამიანებს არ ჰგავდა და მათგან განსხვავებით ბნელ კუთხეებში სისხლიანი იდგა, მომაკვდინებელ მუქარებს იძლეოდა და მის მოკვლას ხალხმრავალ ადგილებში არ ერიდებოდნენ... თუ ლილე მართალი იყო და ზენონი ბნელ სამყაროს ეკუთვნოდა, მისი სიცოცხლის მიცემის ბოდვაც ნამდვილი გამოდგებოდა, რადგან იცოდა, რომ მაგ სამყაროში ყველაზე ძვირფასი საჩუქარი სწორედაც ეგ იყო. ამიტომ ზენონი მას თავს არ დაანებებდა, არ ამოასუნთქებდა და მუდმივად ახლოს ეყოლებოდა, რომ დანაპირები შეესრულებინა. ლილე ზედმეტად კარგად იცნობდა ეგეთ ხალხს. ხალხს, რომლებსაც ხელები სისხლში ჰქონდათ ამოსვრილი და არაფერს ინდობდენ მათ გარშემო. -ჯობია თავი ავარიდო. აქამდე ერთმანეთს არ გადავყრივართ და რა დიდი ალბათობაა, რომ ამის შემდეგ მუდმივად შევხვდებით ერთმანეთს...დავავიწყდები...აუცილებლად დავავიწყდები...- თავი დაიწყნარა და უჯრიდან სახატავი რვეული ამოიღო. - -ყოფილ ლიდერს თქვენი ნახვა სურს- დემეტრემ ხმადაბლა წარმოთქვა და ხელუხლებელი საჭმლის ლანგარი აიღო. ზენონი არც განძრეულა საწოლში. თავზე პლედი ჰქონა გადაფარებული და უხმოდ იწვა გუშინდელიდან მოყოლებული. სულ არ აინტერესებდა, რომ უკვე ოთხი ხდებოდა, მუშაობა კი ჯერაც არ დაუწყია. ცდილობდა გაეხსენებინა როგორ დატოვა დამფრთხალი ანგელოზი ქუჩაში და როგორ დაბრუნდა თავის უზარმაზარ, სასტუმროს ოთახში, რომელშიც უკვე წლობით ცხოვრობდა. -გუშინდელი სიტუაცია აინტერესებს- დემეტრემ კვლავ გამოაფხიზლა და ეცადა ბატონი თავისი აზრით „დეპრესიიდა“ გამოეყვანა. -ვძულვარ- ზენონის ხმა გაისმა თეთრი პლედის ქვეშ. -უკაცრავად?-დემეტრე მისი ნათქვამით დაიბნა. -ჩემი საუბარი რომ გაიგო იმ ნაძირალასთან, მიხვდა რომ მისნაირი არ ვიყავი- ამოიოხრა ზენონმა და პლედი სახიდან მოიშორა- ისე მიყურებდა თითქოს ნანობდა ჩემს გადარჩენას. დემეტრე მიხვდა, რომ ზენონი მას სულაც არ ესაუბრებოდა და პასუხს არ მოელოდა. მაგრამ ბიჭის მოულოდნელმა გულახდილობამ მაინც დააბნია. -მგონია მას არ აფასებთ- ბოლოს პასუხის გაცემა შეჰბედა. -რა?- თვალები აენთო ზენონს. -მან...გოგონამ გადაგარჩინათ მიუხედავად იმისა, რომ არ გიცნობდათ და იცოდა თვითონაც დაზარალდებოდა. ეს ყველაფერი დაუფიქრებლად მაგრამ გულწრფელად გააკეთა, რაშიც თავისი სიძლიერე გამოაჩინა და თუ თქვენში რაიმე კარგს დაინახავს... ზენონმა აღარ გააგრძელებინა სიტყვა. ფეხზე წამოხტა და ტანსაცმლის ძებნას შეუდგა. -მართალი ხარ. გარეგნობა დასაწუნი არ მაქვს და ვგონებ ესეც საკმარისი იქნება მის ხელში ჩასაგდებად. დემეტრემ გადაწყვიტა არ ეთქვა, რომ კარგის დანახვაში მის გარეგნობას არ გულისხმობდა და „ხელში ჩაგდება“ შესაფერისი სიტყვები არ იყო გოგონას მიმართებაში სათქმელად. თუმცა, თვითონაც ბოლომდე ვერ იყო გარკვეული ზენონის აღტაცებაში ლილეს მიმართ ამიტომ ჯერ-ჯერობით დაკვირვება ამჯობინა ყველაფერს. -ყოფილ ლიდერს ...- კვლავ სცადა დემეტრემ მისი დაყოლიება. -გავიგე. ვემზადები.- ზენონმა მოუჭრა და ისევ თავის ურეაქციო თავს დაუბრუნდა. რესტორანში მალევე მივიდნენ. ზენონს კვლავ შარვალ-კოსტუმი ეცვა და ბიზნესმენს ჰგავდა. თვალებში არავის უყურებდა, დემეტრეს ერთი ნაბიჯით უკან მიჰყვებოდა მათთვის გამოყოფილ მაგიდასთან. იქ მისული ასაკოვანი კაცის წინ მოთავსდა და ხელები მაგიდაზე დააწყო. -გავიგე გუშინ შენი მოშორება უნდოდათ- ზენონის მამამ წარმოთქვა და ღვინო დაისხა. -არ უნდოდათ, სცადეს- გამოსცრა კბილებიდან ზენონმა. -გაარკვიეთ ვინ იყო?- კაცი მის უახსიეთობას არ იმჩნევდა. -ჯერ მისი ვინაობა უცნობია- უპასუხა დემეტრემ მამა-შვილის დუმილის შემდეგ. კაცმა წარბი ასწია, ნასიამოვნები სულაც არ ჩანდა. ღვინით სავსე ბაკალი დემეტრეს შეასხა და ზენონს შენიშვნა მისცა. -შენს ძაღლებს უნდა ასწავლო, რომ დაუკითხავად ლაპარაკი არ შეიძლება. ზენონმა მხოლოდ ახლა გაუსწორა თვალი მამამისს. შენიშვნა არ მიიღო და დემეტრეს ანიშნა მის უკან დამდგარიყო. -იმედია აქ კონცერტებისთვის არ დამიბარე. -კონცერტებს შენ აწყობე ზენონ! გუშინ მომხდარი ანდრიასთვი არ უნდა მიგეწერა. ჯგუფში უთანხმოება იფეთქებს. ყველა დაძაბულია იმის მოლოდინში თუ იერიშს როდის მოიტან შენს ძმაზე. -ესე იგი შენი საყვარელი შვილის დასაცავად დამიბარე?- ზენონს ირონიული სიცილი წასკდა -დარწმუნებული ხარ, რომ მას ხელები სუფთა აქვს? -საუკეთესო მამა არასდროს ვყოფილვარ და ეს ამბიციაც არასდროს მქონია, მაგრამ ჩემი შვილები ისე არ გავზარდე, რომ ერთმანეთი დაეხოცათ. - მრისხანე მზერა ესროლა თავის უმცროს ვაჟს. -შენი შვილები?- ხარხარი გაისმა ოთახში- როდიდან გავხდი შენი შვილი და როდის იყო, რომ ჩემ გაზრდაში ოდესმე მონაწილეობა მიგეღო? ზენონი ფეხზე წამოდგა, სკამი გადააყირავა და ძირს დაანარცხა. თვითონ კი დემეტრესთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა. -ის გოგონა... ზენონ, იმედია გახსოვს, რომ ლიდერს ახლოს არავინ არ უნდა ჰყავდეს- მამამისის ხმამ შეაჩერა- ეს წესი იმისთვის არის შექმნილი, რომ ბოლოს მაფიოზმა არეული გონებით არ მართოს ჯგუფი და მისმა მეწყვილემ ნაადრევად მიწაში არ განისვენოს. -მემუქრები?- შემაძრწუნებელი ხმა აღმოხდა ზენონს. -არა, უბრალოდ ჩემს გამოცდილებას გიზიარებ- კაცმა მწარედ ჩაიღიმა და ღვინო მოსვა. ზენონი რესტორნიდან სახეწაშლილი გამოვარდა. პიჯაკი დემეტრეს მიაჩეჩა და თვითონ იქვე არსებულ პარკში ჩამოჯდა დასაწყნარებლად. ყველა ემოციას ერთიანად იკავებდა და ცდილობდა სულ ერთი წამით გამხდარიყო იმ სამყაროს ნაწილი, რომელიც მის ანგელოზს ეკუთვნოდა. თუმცა, ეს ერთი წამიც მიუღწეველი იყო მისთვის რადგან თავს ზედმეტად ბინძურად და შეუფერებლად გრძნობდა. ნუთი ეს დემონი ვერასოდეს შეძლებდა ანგელოზთან მიახლოვებას, მისი განადგურების შიშის გარეშე. -ეი, ლამაზო ქანდაკებავ. მერამდენედ უნდა გადაგარჩინო? ზენონის გვერდით მისთვის საყვარელი ხმა გაისმა. მკერდზე კი მოულოდნელად ნაცნობი თითების სითბო იგრძნო, რომელიც ახალ ყვავილებიან სანტავიკს აკრავდა თავის ტკივილით სავსე გულზე. - პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას წინა თავის კომენტარებისთვის <3 ყველა თქვენმა სიტყვამ ღიმილი მოგვარა ამ სიცხით დატანჯულ გონებას და გულს ^^ ამ ახალი თავის დიდი ფანი არ ვარ, მაგრამ იმედია მოგეწონებათ და კვლავ გამახარებთ თქვენი კომენტარებით. მაინტერესებდა პერსონაჟებზე რას ფიქრობთ და როგორ იჩენენ თავიანთ ხასიათს პირადად თქვენთვის ამ თავების მანძილზე? ^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.