შემომიყვარდი (სრულად)
ექოდ ისმოდა დერეფანში მისი ქუსლების კაკუნი, გზიდან მორიდებით ეცლებოდნენ სტუდენტები და ადგილს უთავისუფლებდნენ, შიშით არა, მორიდებით ეპყრობოდნენ, ვინც არ იცნობდა ზურგს უკან ლამის კრუელას ეძახდნენ, ვინც ერთხელ მაინც იყო მის ლექციაზე ნამყოფი კი ლამის საფიცრად იხდიდა. პატარაა წერეთლის უნივერსიტეტი, ყველა ყველას იცნობს, ამ კედლებში არაფერი იმალება, მითუმეტეს ყველამ იცოდა ვინ იყო ანიტა ქავთარაძე. -ყველას მოგესალმებით_ლექტორის შესვლისთანავე წამში გაჩუმდა 30 კაციანი აუდიტორია და ბუზის გაფრენის ხმაც კი ჩაყვირებასავით გამოჩნდებოდა_მიხარია, რომ ფსიქოლოგია აირჩიეთ და იმედი მაქვს ერთმანეთს კარგად შევეწყობით._ღიმილით საუბრობდა 30 ძლივს მიტანებული ლექტორი და ქერა თმა დღის შუქზე ორმაგად ანათებდა, გადმოცემით იცოდნენ რა სიმკაცრე და სამართლიანობა იმალებოდა ამ ღიმილის უკან, თუმცა, როცა არ უნდა დაჭირვებოდათ, გადმოცემით ისიც იცოდნენ, რომ ანიტაზე უკეთეს რჩევას და გამოსავალს ვერავინ შეთავაზებდათ, ვინც თხოვდა მისთვის უახლოესი მეგობარიც გახდებოდა. -ალბათ, ისევე როგორც სხვა კლასებმა უფროს კურსელებიდან თქვენც გეცოდინებათ როგორ ვერ ვიტან უწესრიგობას, ვერავინ მიიღებს თუნდაც ერთ ქულას დაუმსახურებლად, მაგრამ ასევე არავის დააკლდება თუნდაც ნახევარი ქულა დაუმსახურებლად. თუ ყურადღებით მომისმენთ და სემინარებს კარგად ჩამაბარებთ, აშკარად კარგად შევეწყობით._ღიმილით ასრულებს მისასალმებელ სიტყვას და მაგიდას უბრუნდება. არასდროს აცდენს ლექციას, მერე რა, რომ პირველი დღეა, თთოეული დღე ისე აქვს გაწერილი, წამს ვერ დაკარგავს, ამიტომ რამდენიმე წუთში ადამიანის ფსიქოლოგიაზე იწყებს საუბარს. გრძნობს, როგორ ვერ გრძნობს ბიჭების მწველ მზერას, მაგრამ როგორც ყოველთვის აიგნორებს, შეჩვეულია, ის ახალგაზრდაა, საოცრად ლამაზი, მაღალი და გრძელი ქერა თმით, თუმცა სტუდენტისკენ ჯერ არ გაუხედავს, როგორ არ გაუხედავს, მოწონებია კიდევაც, მაგრამ მხოლოდ გვერდით გავლით და უბრალო აღნიშვნით, რომ ეს ბიჭი სიმპატიურია, ის სექსუალური, ზოგიც ლამაზი. -ერთი დღე იქნება ეს ქალი სულს ამომხდის, რატო იცმევს ასეთ მოტკეცილ კაბებს, ისედაც ვხედავთ როგორი სექსუალური ტანი აქვს_უკანა რიგიდან ესმის გაბრიელს სასოწარკვეთილი ხმა და ჩატეხილი ტუჩის კუთხით ატრიალებს თავს. -რა იყო გიორგი ადექით ორივე? -ეჰ გაბრიელ, შენ დაჯდომა თქვი, თორემ ადგომით კარებში შემოსული არ ვარ უკვე ....._აღარ ამთავრებს წინადადებას დათოს ჩარევით გაღიზიანებული. -მართლა მაგარი ქალია ძმაო რა, ბედნიერი ამის პარტნიორიიი. -ჰე ახლა, წესიერად_წამში დამუშტა ხელები გაბრიელმა_წესები იცით. -ვიცით ძმაო ვიცით_მოღუშულმა ამოხედა დამფრთხალმა დათომ და ლექტორის ხმაზე თავი წამოყო. -როგორც ვატყობ უკანა რიგებამდე არ აღწევს ჩემი ხმა თუ რამე სხვა პრობლემაა? -ბოდიშით პატივცემულო ანიტა, აღარ განმეორდება_თავს უკრავს გაბრიელი და არ წყვეტს ლექტორის სახეში ჯიქურ ყურებას. ყოველთვის აცილებდა მანქანამდე თვალით ბიჭი და ისიც კარგად იცოდა სად მიდიოდა უნივერსიტეტის შემდეგ ქალი. მესამე წელია საკუთარ თავს არ გავს, პირველ კურსზე ისე აიკვიატა საკუთარი თავის შეეშინდა, გაფაციცებით აკვირდებოდა მის თითოეულ მოძრაობას, მიმიკას, ხასიათის ცვალებადობას. გადაკიდების გამო ერთი წელი აკადემიურიც კი აიღო, ეს ამოჩემება გამივლისო, მაგრამ არა, ყოველ წამს მასზე ფიქრობდა, ორ კვირაში ისე მოენატრა მალევე აღადგინა თავი და ისევ ლექციაზე დაუჯდა. იცოდა, რომ შვილი ყავდა, იცოდა, რომ ქმარს გაცილებული იყო, ისიც იცოდა, რომ ერთი კაცი ყავდა, თუმცა რომ მოენდომებინა დააშორებდა, არ აღელვებდა, არაფერი ანაღვლებდა, მთელი ლექცია აკვირდებოდა და საუბრისას მოძრავი ტუჩების დანახვაზე მხოლოდ მისი დაკოცვნის სურვილი უჩნდებოდა, არა მეტის გაძლება აღარ შეეძლო, რამე უნდა მოეფიქრებინა, ტკბილი სიტყვებით ვერაფერს გააწყობდა, მისთვის მოძველებული იქნებოდა, არც საჩუქრები და სიურპრიზები გავიდოდა. ჯანდაბა, რა თქმა უნდა, მას ხომ გონია ყველა მის სიმკაცრეს ემორჩილება, მას გონია, რომ მისი ერიდებათ და ეშინიათ, ჰაჰ როცა მოვინდომებ ფიქრიც შემიძლია_კმაყოფილმა გადაავლო კიდევ ერთხელ მის მოფიქრებულ გეგმას თვალი და მზერა ისევ ჯიქურ თვალებში შეანათა ლექტორს. ისევ ქუსლების კაკუნით ტოვებს უნივერსიტეტის შენობას და მცხუნვარე მზეს სათვალით მომზადებული ეგებება. დანანებით აქნევს თავს როცა ნახევრად სავსე ეზოს ხედავს, მართალია ლექტორია, მაგრამ მშვენივრად იცის წერეთელში რამდენიმე ფაკულტტეის სტუდენტები დიპლომს ლამის ლექციაზე დაუსწრებლად რომ იღებენ. გარეთ გასვლისას თვალი მესამე კორპუსისკენ გაურბის, რომელიც ჰუმანიტარებს აქვთ დაკავებული და ეღიმება, სხვებისგან განსხვავებით ისინი ფანჯრიდან ნაღვლიანი თვალებით გადმოყურებენ გარეთ მჯდარ თავისუფალ სტუდენტებს და ზარის ხმაზე ოთახებში ნაწილდებიან. არა რა, ამ უნივერსიტეტს რასაც ვერ დაუკარგავ ჰუმანიტარული ფაკულტეტის სიძლიერეა. მანქანაში ჩაჯდომისას ჩანთას უკან დებს და გასაღებს ატრიალებს, სწორედ დაქოქვას უცდიდა გაბრიელი და როგორც კი დაინახა ანიტა დაძვრას აპირებდა წამიერად ჩაუხტა მანქანაში. -კიდევ ერთხელ გამარჯობა მასწ_ მხიარულად ეკრიჭებოდა ბიჭი. -გაბრიელ? თვალს დავხუჭავ შენს უმსგავსო საქციელზე და პირდაპირ გკითხავ აქ რას აკეთებთქო, მაგვიანდება, ამიტომ თუ რაიმე გაინტერესებს სწრაფად. -აუ მასწ კარგით რა, თქვენ ხომ სხვების დახმარება გიყვართ? ვიცი სადაც მიდიხართ და მეც იქეთ მაქვს გზა, ვიფიქრე ჩემი პატივცემული ლექტორი სამგზავროს დამაზოგინებს და გამიყოლებსთქო_ლამის ვედრებად გადაექცა ბიჭს ხმის ტონი და ანიტას გაეცინა. -მხოლოდ იმიტომ რომ უნივერსიტეტთან სცენებს ვერ მოგიწყობ_ მოჭუტული თვალით წამიერად შეავლო ბიჭს მზერა და მანქანა დაძრა. მალევე შეაჩერა მანქანა სოფიოს ბაღთან და გაბრიელს გადმოხედა. -გადადი? -კი მაგ.... -არავითარი მაგრამ, არაფერი შეგეშალოს, იცი ვინც ვარ და თავს ნუ გადამაკიდებინებ. გადადი. -ვიცი ანიტა ვინც ხარ და ისიც ვიცი გარეთ მომხდარის გამო უნივერსიტეტში უძლური რომ ხარ, შენც იცი, რომ კარგი სტუდენტი ვარ, ასე რომ უბრალოდ საფიჩხიამდე გამოგყვები. -მომისმინე ლაწირაკო, ნამდვილად რაღაც გეშლება, ნუ მაიძულებ დავივიწყო, რომ ათასობით სტუდენტი მყავს და ისე შეგამკო როგორც იმსახურებ, შენი ადგილი იცოდე და ახლავე გადადი_ბრაზს აფრქვევდა თვალებიდან ანიტას, აქამდე ასე ნაგლად არავინ მოქცევია, მითუმეტეს სტუდეტი. -მხოლოდ ამ ერთხელ_თითი დაუქნია გაკვირვებით მომზირალ ანიტას და კარი გამოაღო_დროებით მასწ_სწრაფად აკოცა ტუჩის კუთხეში და სანამ ისევ რამეს იტყოდა ქალი კარიც მიხურა. -ვენაგლები, ვიმკაცრებ, თავს დავამახსოვრებთქო და აქეთ ჩამიტარა, ღმერთო რა ქალია ასეთი_თავისთვის ჩაილაპარაკა ლომებიან სახლთან გაქვავებულმა თვალი რომ შეაყოლა ბაღის კიბეებზე ამავალ ლექტორს. -გისმენ ნინა_ მხიარულად ჩასძახა ტელეფონში მეგობარს. -იცოდე უარს არ ვიღებ. -სად მივდივართ_ გამოკეთებული ხასიათი დაეტყო ანიტას ხმაში_ დღეს უსიტყვოდ მოგყვები. -ხოდა მშვენიერი, არტში წავიდეთ რა, მომენატრა ცოცხალი მუსიკა. -კარგი, სოფიოს მარიტასთან დავტოვებ და პირდაპირ მოვალ, როგორმე ასე ჩაცმულსაც მიმიღებენ. მეგობრის შემოლაპარაკებას აღარ მოუსმინა და ისე გაუთიშა, იმედია კამერამ ვერ დააფიქსირა და ჯარიმას არ მიიღებს. სწრაფად აკაკუნებდა დის კარებზე და მუცლიანის დანახვას ელოდა სანდრო რომ აეტუზა. -ვაახ, ცოლიდა შე ძველოო -რა ვეღარ მორჩი ამ ქუთაისურ ქუჩურ ფრაზებს სიძევ_ სიცილი აუტყდა და მისაღებისკენ წავიდა_მარიტა? -სად უნდა იყოს ანიტა რას მეკითხები. -სამზარეულოში, ჭამს_სიცილი აუტყდა და პირდაპირ იქეთ წავიდა, თუმცა სოფიომ დაასწრო და დიდიას ძახილით ჩაეხუტა დეიდას. -გენაცვალოს შენი დიდია, როგორ მომენატრე სოფ. -მეც დიდია. -სოფი, პატარა ხომ აღარ ხარ და დეიდას გამოთქმაც შეგიძლია, დაანებე ამ დიდიას თავი. -გაჩუმდი შენ, ეს ჩემი და ჩემი გოგოს განსხვავებული სიყვარული გამოსახატავად, სულ მინდოდა ასე ყოფილიყო, დიდია დამიძახე ბოლომდე საყვარელო_ლოყები დაუკოცნა დიშვილს. -დაგიტოვებ რა_მუდარით გადახედა დას. -რას მეკითხები შექალო, დამიტოვე, ვერ მოვუვლი თუ რა, ჯერ არც მაგხელა ვარ 5 წლის ბავშვს ვერ მივხედო, თითქოს სწრაფად მოინდომა წამოდგომა, მაგრამ 6 თვის მუცელმა ცოტათი შეაფერხა. გაღიმებული გადმოვიდა ტაქსიდან და არტ-კაფეს კარები შეაღო, ღრმად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლით გადაფარული ჰაერი და მაგიდის მოსაძებნად წავიდა, ჰო ზოგჯერ ასეთი ჰაერი ნამდვილად სჭირდება. თავისუფალი მაგიდა ვერ ეპოვა ნინას და ბარმენს ეჯდა დახლთან, მეგობარიც იქ მიიწვია და გადაკოცნა. -მითხარი რომ სვამ_მუდარით გადმოხედა გოგომ და არყის ჭიქა გამოუწოდა. -დღეს ბოლომდე_ ორი ჭიქა ერთად გადაკრა ანიტამ და კიდევ ორი მოითხოვა. -რა ქვია? _ღიმილს ვერ იკავებდა ნინა და მეგობარს მოჭუტული თვალით უყურებდა. -თავხედი, კიარადა ვიზე მეკითხები? _მალევე მოვიდა გონს. -აი ზუსტად თავხედზე, როგორ მოხდა ვინმემ შენი წყობიდან გამოყვანა რომ მოახერხა? -იმიტომ რომ ნაგლი ღლაპია, ნერვებს მიშლის, თანაც გეგის დავშორდი. -რაა? რატო ანიტა? მომწონდა ეგ ბიჭი_ სინანულით გადააქნია თავი. -ცოლობა მთხოვა. -მერე რა? ლამის ერთად ცხოვრობდით, მაგის გამო დაშორდი? -ნინა, როცა დათოსთან ერთად ვცხოვრობდი, მშვენივრად მიდიოდა ყველაფერი, მოინდომა დაქორწინება, გაოფიციალურება და ორი თვეც ვეღარ გავქაჩეთ, ვგავარ ადამიანს რომელიც ისევ გარისკავს? -მგონი კიდევ ორი ჭიქა გჭირდება_ თავი ქნევით გადმოუდგა ჭიქები და ერთად გადაკრეს_ ახლა თავხედზე მომიყევი. -სახელით ვერაფერს მიხვდი? თავხედია, დღეს მანქანაში ჩამიხტა, ვითომ ვერაფერს ვხვდებოდე. -მაინც როგორია? -უბრალო. -კიდევ? _ეშმაკურად იცინოდა ნინა. -ლაწირაკი. -კიდევ? -სიმპატიური. -ანუ? -ანუ, თავხედი სიმპატური ლაწირაკია. -რომელიც საოცრად მაღალია, სქელი ტუჩები აქვს და მოტკეცილი ჯინსით დადის. -მოიცა იცნობ?_ლამის ჭიქა გაუვარდა ხელიდან ანიტას და გაკვირვებულმა გამოხედა მეგობარს, რომელიც მოხითხითე სვამდა სასმელს. -ახლავე მიხვდები_ თვალი ჩაუკრა და ლიმონი გაწუწნა, კიდევ დიდხანს ეკავებოდა არაყის პატარა ჭიქა ანიტას გაყინულ ხელში, ყურში ნაცნობი ხმა რომ არ გაეგონა. -მაინც რა პატარაა ქუთაისი მასწ, ლექტორი და სტუდენტი ერთ ბარში ერთობიან. -მეგონა დღეს უკვე გავარკვიეთ ყველაფერი_ მალევე გადაკრა ხელში შერჩენილი სასმელი და ბიჭს გადმოხედა. -არა, ეს შენ საუბრობდი და მე გისმენდი, რაღაც გარკვევა არ მახსოვს. -მაშინ ახლა გავარკვიოთ_კარისკენ ანიშნა თავით და ძლივს შენარჩუნებული წონასწორობით გამოვიდა გარეთ. არტ-კაფესთან იმდენი ლამპიონი იდგა, წყნარად ვერ დაილაპარაკებდნენ, ამიტომ გზას გაუყვა და თეატრის გვერდით, ცოტა ჩაბნელებულ ადგილას გაჩერდა, ხელით მიეყრდნო რიკულებს და თვალების ბრიალით მოხედა ბიჭს უკან. -როგორ ბედავ? -დაწყნარდით ლექტორო, მემგონი ცუდი არაფერი მიკადრებია. -შენ რა სულელი გგონივარ? შენი აზრით ვერ ვამჩნევ? როგორ გგონია ვერ ვხვდები როგორ მაშიშვლებ მზერით ლექციის დროს? როგორ მაკვირდები თითოეულ დეტალზე? ვერ ვამჩნევდი როგორ დამყვებოდი უკან ჩემი განრიგის შესასწავლად? მორჩი ამ აკვიატებას და შენს ცხოვრებას მიხედე ლაწირაკო. -გგონია არ ვცადე?_ხელი მიარტყა რიკულებს და ქალს პირისპირ დაუდგა_შენი აზრით რატომ ავიღე აკადემიური შარშან? შენი აზრით აქამდე რატო ვიჯექი ჩემთვის და უბრალოდ ბიჭების ჩამოშორებით რატომ ვიყავი დაკავებული? მაგრამ არ გამომივიდა გესმის? არ გამომივიდა, ვერ ამოგშალე, სხვას ვერ შევხედე და სხვათაშორის მანამდე გაგაშიშვლებ მზერით სანამ ასეთი კაბების ჩაცმას არ შეეშვები, თუმცა არა, რას ვიტყუები, არ მგონია ოდესმე შევძლო და წყნარად გიყურო. -ზედმეტი მოგდის გაბრიელ. -მიხარია რომ ლაწირაკიდან სახელზე გადავედით, შეგიძლია ბოლომდე გამოთვრე, სამი წელია მაინც აღარ დადიხარ მარტო_ისევ ისე სწრაფად დაუტოვა კოცნა ნახევრად ტუჩზე და ნახევრად ლოყაზე და გაეცალა, ოღონდ ამჯერად სასტიკად აეწვა ტუჩის კუთხე ანიტას. თვალი გააყოლა შუა ცენტრალურ გზაზე მიმავალ ბიჭს, არაფრით გამორჩეული გარეგნობა ქონდა, თაფლისფერი თვალები, ოდნავ კეხიანი ცხვირი და სქელი ტუჩები, გამხდარი, „აწოწიალებული“ და მუდმივად ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი დადიოდა. სწორედ ამაში იყო მისი ხიბლი, ასეთი არაფრით გამორჩეულობა ხდიდა სიმპატიურს და მიმზიდველს, არც გოგოების ნაკლებობას განიცდიდა, მაგრამ მას მხოლოდ ერთი სურდა და მანამ არ მოისვენებდა სანამ თავისად არ გაიხდიდა. წვავდა ანიტას მზერა უკნიდან და თავისთვის ეცინებოდა, მაინც შეაყვარებდა თავს, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, არ იცოდა გეგი თუ მოცილებული ყავდა, მაგრამ მისი არსებობა დიდად არც აწუხებდა. ბუზღუნით შებრუნდა მეგობართან ანიტა და კიდევ ორი გადაკრა, ბუნდოვნად ახსოვს სახლში მისვლა და საწოლში მოხვედრა, დილით დალოცა ნაბახუსევის არ ქონა და ლექციებისთვის მოემზადა, ისე გამოიყურებოდა ვერავინ გაბედავდა გაფიქრებას გუშინ უგონოდ გამოტყვრაო. ტანსაცმლის შერჩევისას გაბრიელის სიტყვები გაახსენდა და ბოროტად გაიღიმა, ესეიგი ასეთი კაბებით გიჟდება არა? კარგი კარგი, ოდნავ უფრო მოტკეცილი ერთიანი კაბა გადაიცვა და ისეთი საცვალი შეუხამა, სულ ოდნავ რომ ეტყობოდა შიგნით ტანგა რომ ეცვა, მაგრამ იცოდა, ის შეამჩნევდა. როგორც ყოველთვის ამაყად ყელმოღერებული მიემართებოდა აუდიტორიისკენ და ისევ ექოდ გაისმოდა მისი ფეხსაცმლის კაკუნი დერეფანში. ღიმილით მიესალმა სტუდენტებს და თავს უფლება არ მისცა უკანა რიგებში გაქცეოდა მზერა, იმ დღეს სემინარი ქონდათ, როგორც ჩვეოდა თავიდან მოხალისეებით დაიწყო მასალის გამოკითხვა და არც გაკვირვებია პირველი გაბრიელი რომ აღმოჩნდა ხელ აწეული. სწორი იყო, უნივერსიტეტს გარეთ მომხდარის გამო აქ ვერ იძიებდა შურს, შესაშური აზროვნება ქონდა ბიჭს, ზოგი მისი შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე ნამდვილად აკვირვებდა ანიტას, უხაროდა, რადგან ზუსტად ქონდა ბიჭს პროფესია შერჩეული. ხედავდა, მისი მოყოლისას ზოგი სულ რომ არ იხედებოდა ზემოთ, სხვები ერთმანეთში საუბრობდა, ზოგი ტელეფონში იყო ჩამძვრალი, სხვა დროს ერთს კარგად დასჭექავდა და ყველას გამოაფხიზლებდა, ახლა შურისძიების დრო იყო, სანამ არავინ უყურებდა, ზურგით შებრუნდა გაბრიელისკენ, დაფას მიუახლოვდა და ვითომ გასაწმენდად აწია ხელი, კაბამ ზუსტად გამოკვეთა ტანგის ხაზები და გულში მთელი ხმით გადაიხარხარა ქალმა გაბრიელის აბნეული ლაპარაკი რომ გაიგონა. ბიჭი ლუღლუღით აგრძელებდა მოყოლას და რამდენჯერმე შეჩერდა აზრები რომ დაელაგებინა, ეს კი საკმარისი გახდა ანიტასთვის წამიერად მოგებულიყო გონს, სქელი წიგნი ხმამღლა დააგდო მაგიდაზე და ყველას ყურადღება მიიპყრო, ტელეფონიანი ხალხი გარეთ აღმოჩნდა, ერთმანეთში მოლაპარაკეები კი რიგში ჩამწკრივებულებივით აბარებდნენ მასალას. რა ემართებოდა, როდის მერეა 15 წლის გოგოსავეთ რომ ცანცარებს? საჭიროა შეწყვიტოს ეს არანორმალური ქმედებები და ჩვეული ცხოვრება გააგრძელოს, ვინ აცლის? „ამას გაგახსენებ“ აუდიტორიიდან გამოსვლისას კითხულობს შეტყობინებას და არც ჭირდება დაფიქრება ადრესატის ვინაობის მისახვედრად. მაინც ესიამოვნა, თავს ჩაუფიქრდა რატომ? პირველ რიგში ქალია და სიამოვნებს ყურადღება, მაგრამ აქამდეც ხომ გრძნობდა ამას? შემდეგ გაბრიელის სიტყვები გაახსენდა ბიჭების ჩამოშორებას რომ ახსენებდა და დაფიქრდა, უხამს სიტყვებს მხოლოდ პირველ კურსელებიდან გებულობდა, ისიც მხოლოდ პირველად, მეორე დღეს ან თვალს არიდებდნენ ან მორიდებით უკრავდნენ თავს, მოიცა მან რა მთელ უნივერიტეტს გააგებინა ყველაფერი? თუმცა რა ყველაფერი აქ ხომ არაფერი ხდება? ჯანდაბა, რამდენი წვალება დაჭირდა პატივისცემის მოსაპოვებლად და ახლა რა გამოდის? ჯანდაბა, ჯანდაბა, რა კარგ დროს გაიგო მისი ნომერი. „სასამართლო დარბაზში, სასწრაფოდ“. სასამრთლო დარბაზის იმიტირებული აუდიტორია ერთადერთი კაბინეტი იყო წერეთელში, რომლის კარიც იკეტება. ახლა კი ზედმეტი არავინ ჭირდება, 10 წუთში ლექცია აქვს, იმედია მოასწრებს. მალევე შემოდის თვალებ აციმციმებული გაბრიელი და კარს კეტავს. -გისმენთ პატივცემულო. -ახლა კარგად მომისმინე_ხელი კრა ბიჭს და კარებზე ააკრა -ოჰოოს, ასე სწრაფადაც არ ველოდი_ჩაიხითხითა ბიჭმა და სახე მიუახლოვა. -მომისმინეთქო_გაბრაზებულმა შეუბღვირა _ შენ რა მთელ უნივერსიტეტში ჩემზე ჭორაობ? რა ხმებს ავრცელებ? შენ თუ წარმოგიდგენია მაინც რას აკეთებ, გინდა ცხოვრება დამინგრიო? -ახლა გასაგებია, _თვალები ჩაუქრა გაბრიელს_ შენი აზრით, როდესაც ადამიანი ამდენად მნიშვნელოვანია შენთვის ცუდ რამეს უსურვებ? როგორ გგონია რაიმე ისეთს გავაკეთებ რაც წინ დაგხვდება? -მაშინ როგორ აკეთებ მითხარი, რა იგულისხმე ბიჭების მოშორებაში? -არ ვაპირებ ჩემი საქმის გარჩევები შენ გაბარო, ეგ შენი საქმე არაა, შეიძლება არ მიცნობ, მაგრამ შეურაცყოფას ნუ მაყენებ. -გამატარე_ რომ ვეღარაფერი მოიფიქრა ანიტამ კარებისკენ გაიწია, უცებ დაიჭირა ტანით ბიჭმა და ისევ წინიდან დაუდგა. -სხვათაშორის, სხვა დროს ჩემზე შურისძიებას რომ გადაწყვეტ, გაითვალისწინე ჩემ გარდა ოთახში რამდენი ბიჭია და რამდენის ცემა მომიწევს საღამოს ამის გამო_ ნაზად გადააყოლა ცერა თითი კაბაში ოდნავ გამოკვეთილ ტანგის ზოლს თეძოზე და თავად გაუღო ეშმაკურად მოცინარმა წარბებ აწკეპილ ქალს კარი -მხოლოდ თქვენს შემდეგ პატივცემულო. ასე ეგონა პირველად ატარებდა ლექციაზე ისე გონება გაფანტული საუბრობდა, თეძოსთან მთელი ძალით ეწვოდა თით აყოლებული ხაზი და ვერაფრით ივიწყებდა. ბოლოს თავს შემოუძახა, ამ ლაწირაკს არ ქონდა იმდენი ძალაუფლება მთელი დღე მასზე ფიქრი ეიძულებინა. სწრაფი ნაბიჯებით დატოვა მეხუთე კორპუსი და სათვალე მოიმარჯვა. ეუცნაურა თითქმის ცარიელი ეზო და უკან გაიხედა, ბიჭები ფეხბურთში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, გოგოები გულშემატკივრობდნენ, ვერ მოითმინა და ჩუმად მიუახლოვდა მცენარეების მხრიდან რომ არავის შეემჩნია. თვალი ისე გაუშტერდა ნერწყვიც ვეღარ გადაყლაპა, პატარა სტადიონზე ხუთი-ხუთზე თამაშობდნენ, გაბრიელის გუნდს მაიკები გაეხადათ და ჯინსის უკანა ჯიბეში ჩაეჩურთათ, ქვემოდან ააყოლა მზერა ლექტორმა და ნამდვილად შეახურა, როგორ დაიყენა ამ ბიჭმა ასეთი ტანი, სად მუშაობს ასეთ ადგილას, არამგონია ქუთაისში ვინმე კუბიკების გამო დადიოდეს ტრენაჟორებზე, აი მას კი ზუსტად ექვსი კუბიკი ადევს და ოფლით დაცვარული დარბის წინ და უკან, გოლიც გაიტანა და გოგოების შეკივლებებიც გაისმა, გონს მოვიდა ანიტა და სასწრაფოდ მობრუნდა უკან. ვერ შეამჩნია როგორ გამოაყოლა გაღიმებულმა გაბრიელმა ეშმაკური მზერა და ჩაიცინა: -გამოგიჭირე. -გისმენ დავით_მანქანასთან მისულმა უპასუხა ყოფილ ქმარს. -კი, კი რა თქმა უნდა, ხომ იცი პრობლემა არ არის, ორი დღით? კარგი, ბაღიდან წამოიყვან თუ სახლში დაგახვედრო? გასაგებია, მაშინ დროებით. ახლა ორი დღით სოფის გარეშე რჩებოდა, ეს ყველაზე უარესი იყო, ახლა მარტო დარჩენა და ფიქრი არ იყო საჭირო. აჰა აი მშველელიც. -ნინა, უნდა მიშველო. ორ საათში ნინაც მივიდა მასთან და ცივი ყავის გაკეთება დაიწყო, ანიტას არაფრის თავი ქონდა, ნერვიულად დადიოდა წინ და უკან და ხელებს ისრესდა, ბოლოს მობეზრდა მეგობრის ასე ყურება და დივანზე კომფორტულად მოემზადა. -ჰე, სანამ გამსკდარხარ დაიწყე, რა ხდება? -არ ვიცი გესმის? მე 28 წლის შვილიანი ქალი ვარ, უკვე დიდი ხანია 15ს გადავაბიჯე, წარმატებული ლექტორი ვარ, ქმარიც მყავდა და ერთი შეყვარებულიც, სტუდენტები თან გიჟდებიან ჩემზე, თან პატივს მცემენ. არ ვიცი გესმის? არ ვიცი რა მჭირს, მირჩევნია აქ ამოვიფეთქო შენთან და უნივერსიტეტში ისევ ისე ამაყად თავ აწეულმა ვიარო, მაგრამ ამ ემოციებს ვერ დავმალავ. -ლაწირაკი არა? -არ ვიცი რა უნდა გესმის? თუმცა როგორ არ ვიცი, მასაც იგივე უნდა რაც ნახევარ ჩემ სტუდენტ ბიჭებს, მაგრამ ასე ახლოს ვერავინ ბედავდა მოსვლას, უკვე მის გასამწარებლად დავიწყე კაბების ჩაცმა გესმის ეს ჩემთვის რას ნიშნავს? -ოჰოჰ, ყოჩაღ ბიჭს. -გაბრიელი, გაბრიელი ქვია. -სახელსაც ვერ დაუწუნებ, კი მაგრამ ასე როგორ გადაგრია? -საქმეც მაგაშია გესმის? არ ვიცი, უფრო სწორედ ვიცი, ასე ნაგლურად და ჯიუტად არავინ ყოფილა, ყველას ერთი უარი და მეორედ მკაცრი სახის მიღებაც ყოფნიდათ, ეს კიდევ .... წარმოგიდგენია, დღეს ვუყურებდი ფეხბურთს როგორ თამაშობდა და ერთადერთი რასაც ვფიქრობდი ის იყო, როგორი შეგრძნება იქნებოდა იმ კუბიკებზე თითებით რომ მოვფერებოდი._სახე ხელებში ჩამალა ანიტამ და ამოიხვნეშა-ღმერთო, მე 28 წლის ვარ, ის 20ის, მე ლექტორი ის სტუდენტი, საერთოდ რაზე ვფიქრობ და ვლაპარაკობ. -ამდენს მართლა არ ველოდი, მიდი, ჯობია აქ ჩემთან დაიცალო და ხვალ ისევ შენი მედიდური ნიღაბი აიკრა ვითომ არაფერი. ისე, რა მოხდება ვნებებს რომ აყვე? შენ თავისუფალი, ახალგაზრდა, მიმზიდველი და სასიკვდილოდ სექსუალური ხარ, რა მნიშვნელობა აქვს სტუდენტია თუ არა, ყოველთვის ამბობდი უნივერსიტეტს გარეთ მათთვის ლექტორი აღარ ვარო. -კარგი რა ნინა, ბო*ად ნუ გამოგყავარ. -ეგ რა შუაშია? არ შეიძლება ქალს ცხოვრებაში პარტნიორი ყავდეს? ქმარი შენ არ გაწუხებს და არაფერი. -ხომ იცი რომ გეგის ჩემთან მოკარების უფლება არმივეცი, არც მას შემდეგ რაც მივხვდი რომ მომწონდა და მასთან დროის გატარება მსიამოვნებდა, ისიც კი მჯეროდა მიყვარსთქო, სანამ ცოლობა არ მთხოვა. -ხო და მითუმეტეს, სერიოზული ურთიერთობა შენ არ გინდა, ასაკი და წარმომავლობა რომ დაუწუნო და გამოიძიო და რატომ არ გინდა თავს ცოტა მეტის უფლება მისცე? თავისუფალი ქალი ხარ ანიტა, თავისუფალი, მერამდენე საუკუნეა, სანამ დრო და შეძლება გაქვს გააკეთე ის რაც შენ გინდა, ცხოვრებაში პირველად მოიქეცი ისე, როგორც შენ გინდა და არა ისე როგორც მეზობელ-ნათესავებს. ეგ ბიჭი მოგწონს, ასე ანერვიულებული დათოზეც კი არ მინახიხარ. -ასე მგონია მე მარჯვენა მხარეს მჯდარი ანგელოზი ვარ წესიერებისკენ რომ ვუხმობ თავს, შენ კიდე მარცხენა მხარეს მჯდომი ეშმაკი მრუშობისკენ რომ მიბიძგებს_სიცილი აუტყდა ქალს. -მრუშობას და კაცების ყოველ ღამე ცვლას არავინ გთხოვს ქალბატონო, განათხოვარ ქალს რომ პარტნიორი ყავდეს ცხოვრებაში მრუშობად არავინ ჩათვლის. რატომ არ გინდა დინებას მიყვე და ნახო რა მოხდება და რასთან მიგიყვანს? -არ ვიცი, ნინა, მართლა არ ვიცი, ხვალ ლექციები არ მაქვს, შეგიძლია გაეთავისუფლო? სოფი დათომ წაიყვანა და გთხოვ ერთი დღით ბათუმში წავიდეთ, ახლა ზღვა სასწაულად მჭირდება. -აუ ანიტა კარგი რა, ხომ იცი უჩემოდ ეს უთავბოლო კონსულტანტები მაიონეზის განყოფილებაში პურს დადებენ, ნუ მიყურებ მაგ თვალებით, ჯანდაბა შენი თავი კარგი, დავრეკავ. სამ საათში უკვე ბათუმში იყო და ხარბად ისუნთქავდა სანაპიროზე მჯდარი ზღვიდან მომავალ ჰაერს. თვალებ დახუჭული უსმენდა ტანლღების ხმას და ნეტარებას გრძნობდა, ყოველთვის უკვირდა. ჰოროსკოპით ლომი, რომლის სტიქიაც ცეცხლია, წყალი ასე რატომ მოქმედებდა, ალბათ, ამ აგიზგიზებულ ცეცხლს სწორედ წყალი აქრობდა და სიმშვიდის უფლებას აძლევდა, უფლება და შესაძლებლობა რომ ქონოდა, სამუდამოდ აქ დარჩებოდა, ამ ჰაერს ყოველ დილით შეისუნთქავდა და ცეცხლ დამცხრალი მშვიდად ცხოვრებასაც შეძლებდა. მერამდენე საათია ნინას ნათქვამ სიტყვებზე ფიქრობდა, თითქოს და მართლაც დაიღალა ამ ამაყი, უკარება, სასტიკი ნიღბის ტარებით, ისიც ხომ ქალია, მასაც უნდა გვერდით მზრუნველი ადამიანი ყავდეს, მართალია გეგის ახლახანს დაშორდა, მაგრამ უნდა აღიაროს მასთან არასდროს უგრძვნია თავი სრულყოფილ ქალად, ურთიერთობაც არ ქონდათ, ვერ გრძნობდა საჭირო ვნებას მასთან, ამიტომაც შეეშინდა ცოლის გაგონებაც კი და გამოიქცა, გაბრიელი კი მისი ჰორმონებით თამაშს ხელის მიკარების გარეშეც ახერხებს, საკმარისია წუთით ჩახედოს თვალებში და იმდენად ხედავს მის თავს ჩაშოშმინებული ცეცხლის გიზგიზი წვავს. არა, გაუძლებს, არ შეიძლება, ასე ვერ მოიქცევა, ხვალ საღამომდე დამშვიდდება და ზეგ ისევ მიუწვდენელი ლექტორი ივლის დერეფნებში, უფლებას არ მიცემს იმ პატარა ლაწირაკს სუსტი გახადოს, არ მიცემს და ვერც მიცემს. ლამის ამდენი დაწყობილი გეგმა წამში დაივიწყა გაბრიელის მოწერილი „მომენატრე“ რომ მიიღო ტელეფონზე. -ეს ბიჭი ბოლოს მომიღებს_ ამოიკვნესა და მაშინვე დაბლოკა ეკრანი პასუხის გაცემაზე რომც არ გაეფიქრებინა. იცოდა გაბრიელმა ოთხშაბათობით ანიტას რომ ვერ ხედავდა, მაგრამ ახლა სხვაგვარად მოენატრა. მას შემდეგ რაც თითქოსდა ყინული ოდნავ დაიძრა სულ მის გვერდით უნდოდა ყოფნა უფრო წინ რომ წასულიყო. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ტელეფონი მოიმარჯვა. არავინ იდგა ირგვლივ და ისარგებლა. -გისმენთ_ჯერ კიდევ ნამძინარევი ხმა ქონდა ქალს. გაეღიმა გაბრიელს, ნეტავ დილით ახალი გაღვიძებული როგორია? ყოველგვარი ნიღბის გარეშე, ნეტავ როგორია უბრალო ანიტა. -დილა მშვიდობისა მასწ. -გაბრიელ_წამიერი გამოფხიზლება დაეტყო ხმას. -სად დამემალეთ პატივცემულო? -გაბრიელ, არ ფიქრობ რომ უკვე საკმარისია? -კი, მაგრამ.. -არა გაბრიელ, არავითარი მაგრამ, საკმარისია, შეიგნე რომ ჩვენი ურთიერთობა ლექტორი სტუდენტისას არ გაცდება და თავი დამანებე, არ მცალია სათამაშოდ._მაშინვე გაუთიშა და გაბრიელმაც მთელი ნებისყოფა მოიშველია ტელეფონი არ მიეფშვნა სადმე. ასე რთულია გაიგოს, რომ უყვარს? ახლა რა ქნას? დანებდეს? თავი დაანებოს? იქნებ და მართლა ვერ მოაწონა თავი? თუმცა ვერც მოასწრებდა, როცა ასე კატეგორიულია ადამიანი ჯინაზე თქვას უარი შეიძლება. გაურკვევლობაში ჩავარდა ბიჭი, როგორ მოიქცეს? -გაბრიეელ_ჯგუფელის ხმამ გამოაფხიზლა-დაგაგვიანდება არ შემოდიხარ? -მოვდივარ მარიკა მოვდივარ, სხვა რა გზაა. -ხომ კარგად ხარ, მშვიდობაა?_ყურადღებით ამოხედა ბიჭს დიდი ცისფერი თვალებით. -წარმოგიდგენია? ისიც კი არ ვიცი რა გიპასუხო მაგაზე. -გაბრიელ, თუ დახმარება შემიძლია, აქ ვარ. -მადლობა, მაგრამ სამწუხაროდ ვერავინ დამეხმარება_ნაღვლიანად გაუღიმა გოგოს და აუდიტორიაში შევიდა. მოწყენილი მზერით შეაცილა ბიჭი და ლამის იქვე ატირდა, პირველივე კურსიდან მოწონდა გაბრიელი, ისე შეუყვარდა ვერც გაიგო,მანაც იცოდა ამის შესახებ, იქნებ ახლა აქვს შანსი? ვინ იქნება ისეთი რომ დავიწყება შეუძლებელია? ეს მისი ბოლო შანსია. გვერდიდან არ ცილდებოდა მარიკა, ცდილობდა ბიჭი გაემხიარულებინა, თავიდან ყურადღებას არც აქცევდა გაბრიელი, შემდეგ შეეჩვია. ხუთშაბათს, დერეფანში იდგნენ სტუდენტები ერთ ჯგუფად და რაღაცაზე იცინოდნენ ნაცნობი ხმა რომ გაიგონა გაბრიელმა და ვერ მოუთმინა გულმა რომ არ გაეხედა. ნეტა არ გაეხედა. ისევ ამაყად მოაბიჯებდა მათი ლექტორი, ოქროსფერი თმა გაეშალა და მხრებზე მოეფინა, ფრიალა კაბა მის ტანს ისე უხდებოდა თვალებ დახუჭულმა გაიხედა გაბრიელმა გვერდით. გაისმა კიდევაც რეაქციები, ზოგმა დაუსტვინა, ზოგმა დალენჩებული სახით მიაცილა აუდიტორიამდე, მაგრამ ორის საქციელმა ყოველგვარი საზღვარი გადაკვეთა, იმ წამის ჩავლილი ექნებოდა ანიტას ბოხი ხმები რომ გაიგონა: -არა ძმაოო, მარტო ასეთი ნაშის ხათრით ღირდა იმ უნივერსიტეტიდან გამოგდება და აქ მოსვლა, აი ნახავ თუ ეს ქალი არ ჩავიწვინო რა._გაბრიელი უკვე გამწარებული ფიქრობდა მათი დასჯის მეთოდებზე, თან გონებას ყურადღების მიქცევის უფლებას არ აძლევდა, რომელიც ჩასძახოდა რომ ეს მისი საქმე უკვე აღარ იყო. წამიერად გაირინდა და გაშეშდა მთელი დერეფანი ანიტა რომ შეჩერდა. გაღიმებული მობრუნდა ქუსლებზე და იმ ორი ბიჭისკენ გაემართა. ხელით იქვე ცარიელი აუდიტორიისკენ უბიძგა და ბოროტი ღიმილით შეყვა, როგორ გაუმართლა? ნერვების დასამშვიდებელი მშვენიერი საშუალება ეახლა საკუთარი ფეხით. ხმას არავინ იღებდა და ისევ იგივე მდგომარეობაში იდგნენ და ელოდნენ მოვლენების განვითარებას. რამდენიმე წუთში კარები გაიღო და ორი აპილპილებული ბიჭი ერთმანეთს ასწრებდნენ დერეფნიდან გაქრობას. მათგან განსხვავებით საოცრად მშვიდი სახით გამოვიდა ანიტა და წამით მოავლო თვალი გაშეშებულ სტუდენტებს, გაბრიელსაც გადაწვდა და ჩვეულებრივი ხმით წარმოთქვა:-ნუთუ ზარის დარეკვა არავის გაუგია? ყველა წამიერად გამოფხიზლდა და კუთვნილი აუდიტორიებისაკენ გაიშალნენ, ანიტას თავისი სტუდენტები წამოყვა და მაინც მოკრა ყური უკნიდან წამოსულ ხმას: -დედას გეფიცებით ქალის ეტალონია. ხმის მიხედვით გაბრიელის მეგობარი ამოიცნო და მაშინვე მოყვა ბიჭის ხმას გაბრიელის კომენტარიც: -ენა ბიჭო. გაღიმებულმა დაიწყო ლექციის ახსნა ანიტამ. აპრილის ბოლოსთვის შეუფერებელი სიცხე იყო გუგუნავაზე, როგორც კი მოსაღამოვდა სოფი სასეირნოდ გამოიყვანა ანიტამ. იმდენად ესიამოვნათ გრილი ნიავი ვერც მიხვდნენ ისე მიადგნენ პიონერთა პარკს. სოფი აცანცარდა ვისრიალებო და დედაც წაიყოლა. თითქმის მისულები იყვნენ კარუსელებთან ანიტას თავისი სახელი რომ მოესმა. -საღამო მშვიდობის პატივცემულო._ხელს უქნევდნენ მისი სტუდენტები. -გამარჯობათ ბავშვებო, სიგრილე იპოვეთ?_გახარებულმა გადახედა გაბრიელის კურსელებს ქალმა და კიც ეწყინა ბიჭის არ ყოფნა და კიც გაუხარდა. -დიახ, ეს ალბათ ქალბატონი სოფიოა არა? _მაშინვე მოფერება მოუნდათ ხუჭუჭას დანახვაზე ბავშვებს, მაგრამ პატარამ არცერთი გაიკარა გვერდი აუარა ყველას და პატარა ბილიკისკენ გაიქცა: -გაბლიეეეელ. -გამარჯობა პატარავ, შენ აქ საიდან?_მაშინვე ხელები შეაგება ბიჭმა ბავშვს და შეკრებილებისკენ წამოვიდა. -მე და დედა ვსეირნობდით, ბალბალე როგორაა? -კარგად პატარავ, ხვალ ნახავ, უკვე კარგადაა._ადგილზე მოსულებს ანიტამ კითხვის ნიშნით სავსე თვალები მიანათა. -გამარჯობათ ქალბატონო ანიტა. -გაგიმარჯოს გაბრიელ, სოფიოს იცნობ? -დიახ, ჩემი და ცოტა ხნის წინ სოფიოს ბაღში გადავიყვანეთ და იქ გავიცანი. -რატომ შეუცვალეთ ბავშვს ბაღი თუ საიდუმლო არაა? -უბრალოდ უნივერსიტეტთან ახლოსაა და უფრო იოლად ვაქცევდი ყურადღებას_თვალი აარიდა გაბრიელმა ქალს და სოფიოსთან ერთად სასრიალოებისკენ წავიდა. გაოცებულმა გააყოლა ანიტამ თვალი, მან რა მასთან დასაახლოვებლად ბავშვს ბაღი შეუცვალა? კი მაგრამ, ამდენ რამეს ერთი ღამისთვის აკეთებს? იქნებ მართლა უყვარს?რა სისულელეა, ეს ხომ შეუძლებელია, არა ნამდვილად სისულელეა, მასაც ის ჟინი ამოძრავებს რაც სხვებს, სხვანაირად არ იქნება, ვერ იქნება. ერთმანეთში ერეოდა ანიტას აზრები და გაორებას გრძნობდა. ძლივს დაითანხმა სოფი სახლშ ი წამოსვლაზე, უკვე გვიანი იყო და ქალბატონს დაძინება არ უნდოდა. გამოსასვლელიდან ბოლოჯერ გახედა ანიტამ ახალგაზრდებს და მწარედ გაეღიმა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა მისი გადაწყვეტილების სისწორეში თანატოლებთან ბედნიერად მომღიმარი გაბრიელი რომ დაინახა. ორი კვირა თითქმის შეუმჩნევლად გავიდა, თუმცა რაღა შეუმჩნევლად, ადგილს ვერ პოულობდა გაბრიელი ისე ენატრებოდა ქალი, სამსახურის გამო რამდენიმე დღე გაუცდა და ისე მოხდა რომ მთელი კვირა ვერ ნახა, აქამდე შორიდან მაინც ტკბებოდა ხოლმე. დიდად ბედნიერი არც ანიტა დადიოდა, ბიჭის მწველი გამოხედვა ისე აკლდა ლამის ფარხმალი დაეყარა, მაგრამ არა, ანიტა რისი ანიტაა მისი სიჯიუტე არ დაეყენებინა წინ. მთელი დღეები ეძებდა თვალებით, მაგრამ არაფრით აღიარებდა, ნინამაც კი შეატყო მეგობარს უხასიათობა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, ხმაც არ გაუღია, ელოდა სანამ ანიტა თითონ მიხვდებოდა მიზეზს. სწრაფად ჩაკეტა მანქანა და ბაღისკენ გაიქცა, ვერ იტანდა სოფისთან დაგვიანებას, შესასვლელთან ბიჭს შეასკდა და დაბნეულმა ახედა. -უკაცრავად, ვერ დაგინახეთ პატივცემულო_მორიდებით მოუბოდიშა გაბრიელმა და ქალის ნახვით გამოწვეული ბედნიერება ვერ დამალა. უნებურად გაეღიმა ანიტას. -არაუშავს, ჩემი ბრალია, ესენი?_გაკვირვებით დახედა გაბრიელის ფეხებზე შემოხვეულ ბავშვებს. -დღეს ძიძა ვარ, შეთავსებით_ გაეცინა ანიტას სახეზე.-ეს ჭინკა კისერზე ჩემი და ბარბარეა, ეს კი ჩემი ნათლული დემეტრე და მისი ტყუპი დამიანე. დიდი ხანია დავპირდი გორის პარკში აყვანას და სანამ არ დამითანხმეს არ დამანებეს თავი. -აუ მეც მინდა გოლაზეეეე_ აჭყლოპინდა არსაიდან მოსული სოფიო. -სოფიო დღეს მამასთან მიდიხარ დაგავიწყდა? -აუ დე გთხოვ რაა, დაულეკოთ მამას და უთხალი, გაბლიელთან მინდაა_ ნიანგის ცრემლები მოამზადა ბავშვმა და ისე ახედა დედას. -კარგი წავიდეთ ჩვენც_დანებდა ანიტა და მანქანისკენ წავიდნენ. ბილეთები გაბრიელმა აიღო თავის თავზე და 50 ლარის კუპონები დაყარა სკამზე. -აბა, რითი ვიწყებთ? -ცხენებიიი_ერთხმად დაიხუვლა ოთხივე ბავშვმა და უფროსებმაც ღიმილით შემოსვეს ცხენებზე, ამას მოყვა მატარებელი, ეშმაკის ბორბალი, გემები, მანქანები, ავტომობილებით შეჯიბრება. მანქანებზე ძმები ცალკე დასვა გაბრიელმა, თითონ ბარბარეს მიუჯდა, ანიტა სოფიოს. ბავშვებივით გაერთნენ, ორივემ დაინახა მეორეს ნამდვილი სახე, პატარებთან ერთად ერთობოდნენ, უხაროდათ, იცინოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და ნიშნისმოგებით უცინოდნენ მოიცა შურს ვიძიებო, არასდროს ენახა გაბრიელს ასეთი თავისუფალი ანიტა, ისე უბრწყინავდა თვალები, რომ არ ყვარებოდა, ამ წამიდან მაინც ვერ ამოიგდებდა თავიდან. ნაყინებიც მიირთვეს და შემოაღამდათ კიდევაც. ყველა ჩამოარიგა ანიტამ სახლში და თითონაც წავიდა. ბედნიერი ღიმილით შეაღო სახლის კარები და ვერც დაძინებისას ჩამოირეცხა სახიდან ეს ბედნიერება. მეორე დილით ისევ მოირგო მისი ყოველდღიური როლი და უნივერსიტეტისკენ დაიძრა. პირველი ლექცია გაბრიელის ჯგუფთან ქონდა, კარგად დაინახა დერეფანში ფანჯარასთან მდგომი გაბრიელი, რომელსაც გვერდიდან მარიკა ეტმანებოდა და გამწარებული ცდილობდა ყურადღება მიექცია, თითქოს გაბრაზდა, მაგრამ წამშივე უკუაგდო ეს ფიქრები, ესღა აკლია ღლაპზე ინერვიულოს. ფრუტუნით მიუჯდა აუდიტორიაში სკამს და გამოკითხვა დაიწყო, როგორც ყოველთვის გაბრიელი პირველი. მეორე ლექციაც ანიტასი ქონდათ, ამიტომ შესვენებაზე არც გასულან. უნდოდა თუ არა მაინც გაურბოდა თვალი უკანა რიგში მსხდომი წყვილისკენ და უკვე მართლაც უტევდა ემოციები მარიკას საქციელებზე, მართალია ხედავდა გაბრიელს დიდად არ სიამოვნებდა, მაგრამ არც უარის ეტყობოდა რამე. ბოლოს ვეღარ მოითმინა: -გაბრიელ და მარიკა, გარეთ. -კი, მაგრამ რატომ?_გაოცებულმა შეუბრუნა კითხვა ბიჭმა. -ერთმანეთის დაკერვა თუ შეიძლება დერეფანში განაგრძეთ, მე ფსიქოლოგიის ლექცია მაქვს. -როგორც იტყვით_გამწარებულმა სტაცა რვეულს ხელი და გარეთ გავარდა, მარიკაც სირბილით მიყვა უკან. როგორ იკადრა, მართალია სწორი იყო, მაგრამ ამდენი კურსელის თვალწინ არც ის და არც მარიკა ასე არ უნდა დაემცირებინა, კარგი თითონ ბიჭია ჯანდაბას, მაგრამ მარიკაზე რაღას იტყვიან? ასე რამ გააგიჟა? ქონდეს იმედი რომ იეჭვიანა? არა, მისი სიამაყე და სიჯიუტე არ მიცემდა ამის საშუალებას, ტყუილა ოცნებობს მისი გულის მოგებაზე, დროა გაჩერდეს და ცხოვრება გააგრძელოს, თუნდაც სხვასთან ერთად. -ნეტას ჰამბურგერი მომენატრა_კითხვით გადმოხედა გოგოს. მანაც ხელი მოხვია და გახარებულმა დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. ხედავდა ანიტა მის თვალწინ ეს ორი დღითი-დღე როგორ ახლოვდებოდნენ, მაგრამ არაფერს აკეთებდა, ახსენდებოდა როგორი თავისუფლები იყვნენ იმ საღამოს გორის პარკში, როგორ ჯიუტად ცდილობდა ბიჭი დაახლოებას და თითონაც ვერ გაეგო რას გრძნობდა, სახლში ჩაიკეტა, არც აქამდე იკლავდა სადმე სიარულით თავს და ახლა სულ არ გადიოდა, მხოლოდ სოფი ყავდა, ზოგჯერ ნინაც შემოუვლიდა, მარიტა უკვე განძრევასაც ვეღარ ახერხებდა. -დედიკო, შეიძლება ხვალ მეგობრები დავპატიჟო?_თავზე წამოადგა ერთ საღამოს სოფი -რა თქმა უნდა საყვარელო, რა მოგიმზადოთ? -აუ დე შენი პიცა რა, კიდევ ლიმონათები, კამფეტები_ნელნელა თვალები უდიდდებოდა და უბჭყვიალებდა ბავშვს. -კარგი, კარგი_გაეცინა ანიტას_ ძალიან ოცნებებშიც ნუ წახვალ, დაგახვედრებთ რაც საჭიროა, თქვენს მასწავლებელს დავურეკავ და ვისზეც ეტყვი მშობელს გააგებინებს, თან იქნებ რომელიმემ აქამდე მოგიყვანოთ და მე ყველაფრის ყიდვას და გაკეთებას მოვასწრებ. -კარგი დედიკო ძილინების_ლოყაზე აკოცა და ოთახში შეფარფატდა. ბედნიერმა გააყოლა თვალი სოფიოს და ინანა მისი დაბადების შემდეგ თავს რომ იცავდა, მეორეც უნდა გაეჩინა, ყოველთვის დიდ ოჯახზე ოცნებოდა და ახლა მხოლოდ სოფიო ყავს, ვერ იმეტებდა დედისერთობისთვის, გამოცდილებით იცოდა რა ედნიერება იყო დედმამიშვილი. ადრიანად ადგა, ცომი მოამზადა, პროდუქტების სია გაამზადა და სოფიოსაც ჩაკიდა ხელი. ლექციას ვერ გააცდენდა, ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვდა, თავის საქმეს მორჩა და სახლისკენ წამოვიდა, ბაღის მასწავლებელს უკვე ცხრჯერ დაურეკა და მანაც მოთმინებით გაუმეორა უკვე ვესაუბრე იმ მშობელს რომელიც მოიყვანს და ყველაფერი კარგადააო, პიცის დაცხობას ასრულებდა კარზე ზარი რომ დარეკეს, გაღება და ბავშვების ყიჟინით შემოვარდნა ერთი იყო, სიცილით გააყოლა ქალმა თვალი და კარებს გამოხედა დასაკეტად ხელი რომ გაუშეშდა. -მაპატიე, მე... ამ მე არ ვიცოდი ვისთან მივდიოდით_დაბნეულმა ამოხედა გაბრიელმა -რა პრობლემაა, მობრძანდით_ გახარებულმა დაუთმო ბიჭს ადგილი და შეატარა. კიდევ ერთი საღამო მასთან ერთად თავისუფლად, ბედნიერებამ გაკრა მკერდში. ბავშვები სათამაშოებთან დატოვა და თვითონ ისევ სამზარეულოში გაუჩინარდა, პიცა მზად დახვდა. გამოიღო და ფანჯარასთან ახლოს დადო გასაგრილებლად. ამჯერად ჯამი გამოიღო ფქვილთან ერთად. -შევძლებ დახმარებას?_კარში გაჩხერილიყო ბიჭი. -კი როგორ არა, პიცა დავაცხვე, შეგიძლია მაცივრიდან წვენები გამოაღო და ჭიქებში გადმოასხა, თორემ ამათი ამბავი რომ ვიცი ყველაფერს გაწუწავენ_ სიცილით მიუთითა მაცივარზე და არც დაუმალავს კმაყოფილება მის სამზარეულოში მყოფი ბიჭისკენ. -სხვათაშორის მაფინების კეთებაც ვიცი_ ინგრედიენტებზე მიუთითა ბიჭმა და სათქვეფი გამოართვა, -ბარბარე ჩემი გაზრდილია_მხრები აიჩეჩა და მორევა განაგრძო -შენ მასალა მომიმარაგე და მე ავთქვეფ. ფქვილით ხელში მოდიოდა ანიტა ფეხი რომ დაუცდა და ცოტა ფქვილი ბიჭს რომ შეაყარა. -ესეიგი თამაში გინდათ არა ქალბატონო ლექტორო_ ცბიერად გაიღიმა ბიჭმა და რადგან ფქვილი ქალს ეკავა თითონ შაქარს სტაცა ხელი -ნება თქვენია_ნაზად მოაფრქვია თავზე. -ლაწირაკოოოო, მე ხომ შემთხვევით მომივიდა_გააფთრებული ყვიროდა ანიტა და ახლა უკვე მუჭით შეაყარა საპასუხოდ გაბრიელს. -ესეც შემთხვევით გინდოდა ხომ_ისევ შაქარს მიუბრუნდა ბიჭი, ბოლოს ამ სიცილ-კივილში ზუსტად იქ დაუცდა ფეხი სადაც ანიტას და ძირს აღმოჩნდა, ქალიც გაიყოლა და ახლა კაფელზე დაყრილები განაგრძობდნენ სიცილს. -დედიკო შენ გაბლიელი გიყვარს? -რაა?_ორივე გაშეშდა კარებში გაჩხერილი სოფიოს კომენტარზე. -ხო, ფილმებში ასეთ სცენებს ყოველთვის შეყვალებულები აკეთებენ ხოლმე და გაბლიელი შენი შეყვალებულია? -ღმერთო ჩემო, კი მაგრამ ასეთ ფილმებს როდის უყურებ შენ? _გაბრიელს გაეცინა როგორ ოსტატურად აიცილა ანიტამ პასუხი. -ისა, მამასთან და დეიდა ნატალისთან ერთად, მაგრამ მთხოვეს არ გაგვამხილოო. -ესეიგი მამასთან არა? მამას დიდი საყვედური ელოდება ქალბატონო_თითი დაუქნია და ფეხზე წამოდგა. მიხვდა გაბრიელი და მანაც იგივე გაიმეორა, ორივე ისე იყვნენ ამოგანგლულები ძლივს იხედებოდნენ, ისევ ბავშვებივით გავარდნენ სააბაზანოსკენ, მხოლოდ იმიტომ მიასწრო ანიტამ, რომ გზა იცოდა, გაბრიელი კი მას მიყვებოდა. სარკეში ჩახედვისას ავარდისფრებული ლოყები, გაბრწყინებული თვალები და ბედნიერი ღიმილი მოხვდა თვლში. რას აკეთებს? ჯანდაბა, ის 28 წლის შვილიანი ქალია, რა 15 წლის გოგოსავეთ თამაშობს? ეს ბიჭი სულ ურევს გონებას, წამში წაეშალა სახიდან ემოცია და ისევ ნიღბით გავიდა გარეთ. -ვინ არის ლაწირაკი ქალბატონო ლექტორო?_ ღიმილით გააჟღერა ქალის ფიქრები გაბრიელმა და სააბაზანოში შევიდა. მულტფილმს უყურებდნენ ანიტას მობილურმა რომ დაიწყო რეკვა. -რას ამბობთ _სამზარეულოდან მოესმა ბიჭს შეშფოთებული ხმა და მაშინვე წამოდგა. -ანიტა? რა მოხდა? -დათო ავარიაში მოყვაო_აცრემლებული თვალებით ამოხედა ბიჭს. -წადი._ბეჭეებზე დაადო ბიჭმა ხელი -ოღონდ დამშვიდდი, ასე მანქანას ვერ მართავ. -კი მაგრამ ბავშვები? -მე არ ვარ აქ? ყველას მივხედავ და მშობლებსაც ჩავაბარებ რომ მოაკითხავენ. არ ინერვიულო, წადი, შეიძლება ყოფილი ქმარია, მაგრამ იქ უნდა იყო. -მადლობა_თავი დაუქნია ქალმა და ზუსტად ისე აკოცა გასვლისას ბიჭს ტუჩის კუთხეში როგორც გაბრიელმა იცოდა. ანერვიულებული შევიდა კლინიკურ საავადმყოფოში და ატირებულ ნატალის მიუახლოვდა. -ნატ. -ანიტა, რა კარგია რომ მოხვედი_მორიგი ცრემლების ნაკადი გადმოუშვა და თან ანიტას ეხუტებოდა -ასე თქვეს შინაგანი სისხლდენა აქო და საოპერაციოში ყავთ. -აი ექიმი_უცებ წამოიძახა ანიტამ და ორივე წამოდგნენ. -გიორგაძის ახლობლები თქვენ ხართ? -დიახ, მე ყოფილი ცოლი, ეს ახლანდელი, როგორაა? _ექიმის გაოცებული სახე დააიგნორა და პირდაპირ იკითხა. -კარგად, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დილით გაიღვიძებს, ფეხი აქვს მოტეხილი და ერთი თვე უბრალოდ წოლა მოუწევს. -ანუ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება არა? -არა, არანაირი საფრთხე, უბრალოდ ნარკოზის შემდეგ კიდევ დაიძინებს და დილით მოხვიდეთ ჯობია._თავი დაუკრა ქალბატონებს და გაეცალა სულ გაგჟდნენის ბურტყუნით. ღამის სამი იქნებოდა ძლივს რომ დაითანხმა ნატალი სახლში წასვლაზე, ჯერ ის მიიყვანა, შემდეგ თითონ წავიდა სახლისკენ, ჩუმად შეაღო კარი, ეგონა ყველას ეძინა და ფრთხილობდა, მაგრამ საკეტის ხმაზე მაშინვე შემოხვდა გაბრიელი. -როგორაა? -კარგადაა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ფეხი აქვს მოტეხილი და დილამდე არ გაიღვიძებსო, ამიტომ წამოვედით. -მოდი დაჯექი. -აჰ, ლაწირაკო შენი სასმელი იპოვე_ სიცილით დახედა ბიჭის ატმის წვენის ჭიქას. -როგორ ახერხებ ყოფილ ქმართან ასეთ ურთიერთობას?_კითხვა დააიგნორა ბიჭმა. -ჩვეულებრივად_თავადაც აიღო წვენი და გვერდით მიუჯდა -ახლა ვინაა ლაწირაკი_ჭიქაზე დაახედა და გაეცინა გაბრიელსაც- არა, მართლა გეკითხები. -მეც მართლა გპასუხობ, დათოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ, პატარები ვიყავით ერთად გადასვლა რომ გადავწყვიტეთ, ორი წელი უბედნიერესები ვიყავით, თანაც სოფიო შეგვეძინა, მერე დაქორწინება შემომთავაზა და აქედან დაიწყო ყველაფერი, მიხარია ჯვარი რომ არ დავიწერეთ, ჩემთვის ჯვრისწერა ყველაზე დიდი სიწმინდეა და არ მჯერა ჯვრის აყრის მსგავსი სისულელეების, როცა უფალი დაგლოცავს ის სამუდამოა. შემდეგ მივხვდით, რომ მეგობრობა უფრო გამოგვდიოდა ვიდრე ცოლ-ქმრობა და სანამ ისეთებს ვეტყოდით ერთმანეთს რასაც ვეღარ ვაპატიებდით, მშვიდობიანი დაშორება ავირჩიეთ ორივემ. -მერე სოფიო? -სოფიო ძირითადად ჩემთანაა, მაგრამ კვირაში 2-3 დღით სულ მიყავს ხოლმე, სხვა დროსაც ნახულობს, ურეკავს, იგი არაჩვეულებრივი მამაა, სულ სახლში კამათს და ჩხუბს ასე ჯობდა. -კარგია რომ ასე ცივილური ურთიერთობა შეინარჩუნეთ. -ხო, არამარტო, დღემდე ვმეგობრობთ, ცოლი რომ მოყავდა პირველად ჩემთან მოვიდა და გამაგებინა, ნატალი კარგი ადამიანია, სოფიოს საკუთარივით უვლის, ერთადერთი რაზეც ნერვიულობს შვილის არ ყოლაა, თუმცა მჯერა ამასაც ეშველება. ახლა შენი ჯერია. -ჩემი? რა გაინტერესებს? -ბარბარეზე მომიყევი. -ბარბარე ნახევრად ჩემი შვილია_გაეცინა გაბრიელს_ ხო მამაჩემს ვეცილები, მაგრამ თავიდანვე ჩემი გაზრდილია, ჩემთან ეძინა და პამპერსებსაც მე ვუცვლიდი, მშობლები მუშაობდნენ და მე მყავდა ხოლმე. -მხოლოდ ბარბარე გყავს? -არა, კიდევ ნიკოლოზია, 13 წლისაა და სკოლაში სწავლობს, დედა ჯერ 38 წლისაა, საკმაოდ ახალგაზრდები დაქორწინდნენ და ვეხვეწები მეოთხეც გააჩინე და სულ მე გავზრდითქო_სიცილი აუტყდათ ორივეს -მინდა დიდი ოჯახი მყავდეს, სულ მხიარულება და ჟრიამული რომ იყოს, ვერ ვიტან ცარიელ კედლებს. -შენ წარმოიდგინე და მესმის. მშობლები? -მშობლები 17 წლის იყვნენ ჩუმად რომ დაიწერე ჯვარი, კარგა ხანს უჭირდათ, მაგრამ არცერთს დაუწუწუნია, ასე გადავწყვიტეთ და გავუძლებთო, ასეთმა ცხოვრებამ დედა საკმაოდ გაამკაცრა და დღემდე ინარჩუნებს, აი მამა კი ჩემთვის ყოველთვის სამაგალითოა, მისნაირი კაცი არ მინახავს, სამსახურიდან მოსული დაღლილიც კი ცდილობს ჩვენთან გაატაროს დრო და ბავშვებთან იყოს, ხშირად ხუმრობს და ასე მაიმუნობებით დედას ნერვებს უშლის, მერე მეც ავყვები და დედას ვაგიჟებთ. სამწუხაროდ ეს ყოველდღე არ ხდება, მეტრომარტში ვმუშაობ საღამოობით, შეკვეთების მიტანაში ვეხმარები ხოლმე და ძირითადად შუაღამეს შევდივარ, ასე დასვენების დღეებში ვახერხებთ. ახლა შენ ოჯახზე მოყევი, შენი ჯერია_ღიმილით გადმოხედა გაღიმებულ ქალს. -ასეთი ამბების შემდეგ, მცხვენია ჩემის მოყოლა, 15 ვიყავი დედა საზღვარგარეთ რომ წავიდა, როგორ გგონია ამ მანქანას და სახლს ჩემი ლექტორის ხელფასი ეყოფა_სიცილით მოსვა მორიგი ყლუპი -13 წლია არ მინახავს, რაც საზღვრები გახსნეს, ფულს ვაგროვებ და მინდა ზაფხულში სიურპრიზი გავუკეთო და ჩავაკითხო. შენ წარმოიდგინე და 5 თვის შემდეგ ბილეთის ფული მაქვს_ სიცილი აუტყდათ ორივეს. -მამა არც მახსოვს, პატარა ვიყავი რომ გარდაიცვალა, ჩემი და დაქორწინებულია და ახლა მეორე შვილს ელოდება. მგონი ახლა ჯობია დავიძინოთ, ხვალ ორივეს ლექციები გვაქ. -კარგი, თუარ შეგაწუხებ აქვე დავიძინებ დივანზე, ბარბარეს სოფიოსთან ძინავს და გასაღვიძებლად მეცოდება. -რას ამბობ, თქვენ გაშვებას არც ვაპირებდი, ბალიშს მოგიტან და თეთრეულს. მალევე გაუმზადა დივანი და თითონ ოთახისკენ დაიძრა. -ანიტა. -გისმენ -ტკბილი ძილი_ჩვეულ აკოცა ტუჩის კუთხეში და დივანზე ჩამოჯდა. -შენც ასევე_ ბედნიერი ღიმილით ჩაეძინა ანიტას ოთახში. ერთად გავიდნენ დილით სახლიდან და ბავშვები ბაღში დატოვეს, წამით ესიამოვნა ანიტას ასე ოჯახად ყოფნა, მაგრამ მაშინვე მოეღრუბლა სახე, რომ გააცნოებიერა, რომ უნივერსიტეტში ერთად ვერ მივიდოდნენ, პაემანზე ვერ წავიდოდნენ, ერთად ვერ გაისეირნებდნენ და ვერც სადმე კაფეში ან ბარში დაჯდებოდნენ მეგობრებთან ერთად. იმდენად მოეშხამა ნერვები ლამის ჩამოხსნა მიკეტვისას მანქანის კარი. -მე წავალ გაბრიელ, მაპატიე ვერ დაგელოდები. -ხო ვიცი ანიტა უნივერსიტეტში ერთად რომ ვერ მივალთ_ლაღად გაეცინა ბიჭს და თავად გამოუღო მანქანის კარი -არ იფიქრო მაგაზე, როგორც ყოველთვის იქ ამაყ და ჯიუტ ლექტორს შევხვდები და არა ჩემს ანიტას_ისევ აკოცა ტუჩის კუთხეში დამშვიდობებისას და გაბრუებული ჩასვა ქალი მანქანაში. უნივერსიტეტამდე ანიტას გონებაში უტრიალებდა ბიჭის ნათქვამი „ჩემს ანიტას“ და ამჯერად აღიარა როგორ მოწონდა ეს ფრაზა. ჩვეულ მიიწევდა აუდიტორიისკენ ფანჯრიდან საინტერესო სურათს რომ მოკრა თვალი, ეზოში, ოდნავ შეფარულ ადგილას გაბრიელი იდგა მარიკასთან ერთად, ეტყობოდა მთელი მონდომებით უხსნიდა რაღაცას, მაგრამ მარიკა ხელზე ცდილობდა ხელი მოეკიდებინა და ლოყაზე მოფერებოდა, თუმცა ბიჭი არ ანებებდა და გაშლილი ხელებით უხსნიდა რაღაცას. ახლა კი იგრძნო წამოხურება ქალბატონმა, ფეხებიდან დაუარა ეჭვინობამ და ტვინში აასხა, უფლება რომ ქონოდა ამ გოგოს თმისგან გაპუტავდა, პირველად ინატრა ცხოვრებაში ისევ სტუდენტი ყოფილიყო და მათთან მისვლა შეძლებოდა, ამითი გაიაზრა, რომ დერეფანში იდგა გაშეშებული და თეთრი ფითქინა სახე პამიდორივით ქონდა გაწითლებული. მაშინვე შევარდა აუდიტორიაში და კარები ბრახუნით მოაჯახუნა, ზარის დარეკვამდე 5 წუთი ქონდა, ანუ ამდენივე ქონდა დასაწყნარებლად. ახლა რა იქნება? იმ გოგოსთან წავა? ანუ ანიტას დილა საღამოს აღარ მიწერს სასიყვარულო შეტყობინებებს, აღარ აკოცებს ტუჩის კუთხეში, გუშინდელივით ვეღარ დაჯდებიან, ვერც ბავშვებს წაიყვანენ მეტად პარკში. ანუ რა? დაკარგა? სულ ეს იყო? არა არა, ამ გოგოს თავისას არ გაატანინებს, ახლა რა ქნას? როგორ მოიქცეს? იმ შეგრძნების დაკარგვა არ უნდა რასაც გაბრიელთან ყოფნისას განიცდის, ამიტომ სასწრაფოდ რამეა მოსაფიქრებელი. არავინ დააცადა ფიქრო, ზარი დაირეკა და გაბრიელმა რამდენიმე სტუდენტთან ერთად შემოაღო კარი, ყველას შიშ ეხატა თვალებში მის გარდა. -მასწ, შეიძლება?_ლაღად ითავა შეკითხვის დასმა ბიჭმა და წარბები გაოცებულმა აწია ანიტას სახეზე. -რა თქმა უნდა. მალევე შეივსო აუდიტორია და ანიტა ღმერთს მადლობას წირავდა, რომ დღეს სემინარი ქონდათ და არა ახალი თემის ახსნა. გაბრიელი დაკვირვებით ათვალიერებდა ქალს და მაშინვე მიხვდა რაც ხდებოდა, როცა დაინახა როგორი მზერით გადახედა ანიტამ ხელ აწეულ მარიკას. კმაყოფილს ჩაეცინა და ტელეფონი ამოიღო. მარიკამ მაღალი შეფასება დაიმსახურა, მომზადებული კარგად იყო და პირადს არასდროს ჩარევდა ქალი უნივერსიტეტის საქმეში, კიდევ ერთმა გამოთქვა მოყოლის სურვილი და მისი ტელეფონიც აწკრიალდა. ხელით ანიშნა დაიწყეო და თითონ მობილური მოიმარჯვა: „ნუ ღელავ, უბრალოდ ავუხსენი, რომ ჩემს გულში ერთი ჯიუტი ქალბატონის გარდა სხვას ადგილი ვერ ექნება, მიყვარხარ ქალბატონო ლექტორო.“ არ უნდოდა შეემჩნია რეაქცია, მაგრამ ღიმილად დამდნარ ტუჩებს თავი ვეღარ მოუყარა, გრძნობდა გაბრიელის ანთებული თვალების მზერას და ლამის კრუტუნი დაეწყო სიამოვნებისგან. ეს შეტყობინებაც სპეცილურ გამზადებულ ფაილში შეინახა სადაც გაბრიელის სხვა სასიყვარულო წერილებსაც ინახავდა და ღამით მონატრებისას ავლებდა თვალს. მაინც ვერ მოითმინა და სანამ გონება განგაშის ზარს ჩამოკრავდა პასუხი დაუბრუნა. „ფილმის ყურებაზე რას იტყვი?“ „შენთან ერთად ვიყო და თუ გინდა მარსზე წავიდეთ.“ სანამ სიცილი აუტყდებოდა, მანამდე მოეგო უცებ გონს და მიმოიხედა სად იყო, მაინც ყურადღებით უსმენდა რას ყვებოდა ვახო და დამატებით შეკითხვებსაც უსვამდა. ვახო გაბრიელის უახლოესი ძმაკაცი იყო, ამიტომ გვერდიგვერდ იჯდნენ და ანიტასაც უფლება ქონდა მთელი მასალის მოსმენისას ბიჭისთვის თვალი ედევნებინა. როგორც ყოველთვის სათვალე მომარჯვებული შეეგება უნივერსიტეტიდან გამოსული მზეს, შავი მინები საშუალებას აძლევდა იქვე, კურსელებთან მჯდომი გაბრიელისთვის შეუმჩნევლად ეთვალთვალა. ქუსლების კაკუნით ჩაუარა გვერდი და გაეცინა გასასვლელამდე რომ უწვავდა გაბრიელის მზერა ზურგს. არა, ეს ბიჭი ნამდვილად ბოლოს მოუღებს. -ნინააა, პაემანი გვაქვს... -მოიცა მოიცა, რა პაემანი? რა გამოვტოვე? აბა ლაწირაკიო? -ხოდა ლაწირაკთან._გაეცინა ანიტას. -ოჰოოოჰ, მოიცა მოიცა, შენ, ანიტა ქავთარაძეს, სიამაყე თავში ავარდნილ ქალს, პაემანი გაქვს სტუდენტ ბიჭთან? -ოო, ხოიცი როგორ არ მიყვარს ასე რომ მაწვალებ_დრუნჩი ამოუბრუნა დაქალს, მაგრამ ბედნიერი თვალები არ შეცვლილა. -ვაიმე ანიტა რა გახარებული ხარ, რა მოხდა? ორი კვირაა არ მინახიხარ და თურმე რაები გამოვტოვე. ჰე აბა, დაიწყე. -ისეთი არაფერი, რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, ვისაუბრეთ, ერთად საოცრად კარგი დრო გავატარეთ, გავერთეთ კიდევაც, გულახდილი საუბრებიც გვქონდა, დღეს კიდევ იმ მარიკას ელაპარაკებოდა ეზოში, იმ გოგოს უყვარს და ვერ წამოიდგენ ჩემ რეაქციას. -მოიცა, გთხოვ მითხარი რომ იეჭვიანე და პამიდორივით იყავი, გთხოვ რაა_კისკისი დაიწყო ნინამ და დაქალს შეაჩერდა. -ხოო_მორცხვად ჩახარა ანიტამ თავი და თითებით ზედის წვალება დაიწყო. -ვაიმე გოგო შენ თავს უყურებ? ხვდები მაინც როგორი სხვანაირი ხარ? ესეიგი მოგწონს. -ხოო. -ესეიგი ძალიან მოგწონს. -ხო,ხო მომწონს და მეტი შორს არ წახვიდე ახლა. იცი რა თბილია, ყოველ დილით მისი შეტყობინება მხვდება, სულ მწერს რომ ვენატრები, ღამით კი მისი ტკბილი ძილის გარეშე ვღარც ვიძინებ მგონი უკვე, მთელ უნივერსიტეტში ვგრძნობ მის მზრუნველობას, არავის პატიობს ჩემზე რამეს თქმას, პატიოსანია, ცდილობს ყველაფერი თავისი შეძლებით გააკეთოს, მის დას ზრდის. -ახლა უკვე კომენტარსაც ვერ ვაკეთებ_გაოცებული უყურებდა ღაწვებ შეფაკლულ დაქალს ნინა და მართლაც ვეღარ იღებდა ხმას. -ჰა როდის გამაცნობ? -ო, კარგი რა ნინა, გადარევ, ჯერ ადრეა შენი ნახვა_ორივეს სიცილი აუტყდათ, რაც ტელეფონის ხმამ გააწყვეტინათ. -გაბრიელია, რომელზე გამოვიდეო. -უთხარი უკვე წამოვიდეს, მე მივდივარ. -ისე ანიტა, შენს ადგილას სექსუალურ საცვლებს მოვიძებნიდი_თვალი ჩაუკრა კარებში მდგარ დაქალს. -რაა? რა საცვლები? -მოიცა, აბა რა გგონია? შენს სახლში იქნებით მარტო, არავინ ზედმეტი, რა გგონია მართლა ფილმის საყურებლად მოდის?_თვალი ჩაუკრა გახევებულ დაქალს და კარიც მიიკეტა. ჯანდაბა, ამაზე არც უფიქრია, მოიცა ანუ ახლა მასთან... ღმერთო ჩემო, ბოლოს კაცთან 6 წლის წინ იწვა, ლამის დავიწყებული ქონდა ეს შეგრძნება. მართლა მოემზადა, არ ფიქრობდა, უბრალოდ აკეთებდა, ალბათ ყველაფერი თავისით მოხდება ან გაბრიელი წაიყვანსო და ცდილობდა ამ საკითხზე არ ეფიქრა. ერთ საათში კარზე ზარიც გაისმა და გაღიმებული გაბრიელიც გამოჩნდა. -იმედი მაქვს შენ არაფერი გიყიდია, ჩიფსები, ლუდი და კოლა მოვიტანე. არ ადგე ჭიქები უკვე ვიცი სად გაქვს_მისალმების ნიშნად ისევ ჩვეულად აკოცა ტუჩის კუთხეში და სიცილით ჩაუარა გვერდი ანიტას, სამზარეულოსკენ წავიდა და წამში გაშინაურდა. თუ არსებობს ადამიანი, რომელიც სულ კარგ ხასიათზეა და სულ პოზიტივს ასხივებს, გაბრიელია. -რას ვუყუროთ? -აუ გთხოვ თანაკლასელები ჩავრთოთ რა, ვგიჟდები მაგ ფილმზე_პატარა ბავშვივით შეეხვეწა ქალს და მანაც სიცილით დაუქნია თავი. მთელი ფილმის მანძილზე არანაირი ზედმეტი არ შეუმჩნევია გაბრიელისთვის, ხელიც კი არ გადაუხვევია, უბრალოდ ფილმს უყურებდნენ და იცინოდნენ, სწორი იყო ანიტა ამაზე ფიქრიც კი რომ აუკრძალა თავს, რაც მოხდებოდა მოხდებოდა როგორც ნინამ ურჩია, დინებას მიყვებოდა. მთელი კვირა გასტანა მათი ფილმების ყურებამ, მართალია სამსახურის გამო გაბრიელი ზოგჯერ თითო საათით შეირბენდა ხოლმე, მაგრამ დღე მაინც არ გამოუტოვებია, უკვე იმდენად შეეჩვია ანიტაც, უჭირდა სახლში მარტო გაჩერება, სოფიო მთელი კვირით მამასთან იყო, დათომ თხოვა მთელი დღეები უნდა ვიწვე და შენც უფრო გექნება დროო, ის კი არ იცოდა რაში უნდა დაეხარჯა ეს დრო გაბრიელის გარეშე. „გთხოვ ეს კაბა მეორედ აღარ ჩაიცვა“- გააცივა უცებ ლექციაზე მოსული შეტყობინების წაკითხვისას, ავტომატურად და გაუაზრებლად დაიხედა სადა შავ კაბაზე და გაკვირვებით აწია წარბები, ჩვეულებრივი ცოტათი მოკლე კაბა ეცვა, არანაირი დეკოლტე ან ზურგამოღებული. გაბრიელმა მის სახეზე ჩაიფხუკუნა და მორიგის წერას შეუდგა. „უბრალოდ საოცრად უხდება შავი ფერი შენს ოქროსფერ თმას და თუ გინდა ურთიერთობა კვლავ დამალული დარჩეს, ეგ ფერი უნივერსიტეტისთვის ამოიღე“. ახლა უკვე ღაწვები შეეფაკლა ანიტას, მასთან ისიც ახალგაზრდა ხდებოდა და ყველაფრის ხალისი ქონდა. „დღეს რა ფილმს ვუყურებთ?“_დააიგნორა ბიჭის ნათქვამი და სულ სხვა პასუხი დაუბრუნა. ამ სიტუაციაზე გიჟდებოდა, ამხელა აუდიტორიაში მხოლოდ მათ რომ ქონდათ საიდუმლო, პატარა ბავშვებივით ჩუმად მესიჯობდნენ და არაფერს იმჩნევდნენ, ირგვლივ მიმოიხედა ანიტამ და ვახოს მზერას წააწყდა,მაშინვე მიხვდა ბიჭმა ყველაფერი რომ იცოდა და ცუდად გაკრა გულში. „ეროტიულს“ _პირთან მიტანილი წყალი გადაცდა და ისე აუტყდა ხველება ძლივს მოსულიერდა. -კარგად ხართ პატივცემულო?_ირონიული ღიმილით უყურებდა ბიჭი და თვალებში ჭინკები უთამაშებდა. -დიახ, გმადლობთ, ახლა უკეთ ვარ_ჩუმად ახითხითებულ ბიჭს ზურგი აქცია და ლექცია განაგრძო. მეექვსე ლექციიდან გამოაღწია გაბრიელმა ძლივს და წყლის ბოთლი მიიყუდა. -არ ვეცოდებით მაინც ამ დუგვაში 6 ლექციას რომ გვიტარებენ? -მიდი ვახო, თხოვე რექტორს, კაცურად გვცხელა, მაისის დასაწყისია და აღარ გვინდა ლექციებითქო_სიცილით დაკრა ბეჭებზე ხელი ძმაკაცს. -ოჰ, შეყვარებული ყავს ბიჭს და კარგ ხასიათზეა? ისე ყოჩაღ ძმაო შენ რა, მე გული გამისკდებოდა ერთი რომ გადმოეხედა მაინც. აუღებელი ციხესიმაგრე მეგონა, გაბრიელ, ბიჭო გესმის?_გაბრიელს აღარ ესმოდა, წარბებ შეყრილი უყურებდა ანიტას როგორ მხიარულად ესაუბრებოდა ერთ-ერთ ლექტორს, რომელიც ისე ჭამდა თვალებით ლამის იქვე გაეშიშვლებინა. -არა, გაბრიელ, არ გაბედო, გაჩერდი_ვერ მოასწრო ვახომ ბიჭის შეჩერება ისე სწრაფად დაუსხლტა ხელიდან და მხიარულად მოსაუბრებისკენ დაიძრა. -გამარჯობათ პატივცემულო, ბოდიშით რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ კონსპექტებში რაღაც ვერ გავიგე და იქნებ დამეხმაროთ?_უცნაურად მოხვდა ანიტას ყურს ბიჭის სიბრაზისგან დაბოხებული ხმა და მაშინვე გამოხედა. -კი, რა თქმა უნდა, ბოდიში ბატონო ალექსანდრე, გაბრიელს უნდა დავეხმარო_ღიმილით ჩამოართვა ხელი და ბიჭს გადმოხედა -რა მოხდა? -მეხუმრები არა? -რა შუაშია? ვერ გავიგე რა ხდება?_მართლა დაბნეული სახე ქონდა ანიტას. -სახლში გელოდები და გაგაგებინებ რაც ხდება_ გაბრაზებული გაეცალა ქალს და მისი სახლისკენ წავიდა. სახლში მისულს გაბრიელი უკვე კარებთან უცდიდა, მანაც გაკვირვებულმა გააღო კარი და შეატარა. -სოფიო? -მამამისთანაა_ფეხზე გაიხადა ანიტამ და ოთახში შევიდა -იტყვი რა დაგემართა? -კიდე მე? ხუმრობ? ჩემთან ყოფნის დროს სხვებთან ფლირტაობას თავი დაანებე_ხმას აუწია გაბრიელმა. -მომისმინე ლაწირაკო, ნუ ყვირი და დაფიქრდი ვის ელაპარაკები, ხვდები რამდენს ბედავ? -გადასარევად ვხვდები ვის ველაპარაკები, რაზე და როგორ ტონალობაში, ასე აღარ მოიქცევი გასაგებია? -გაბრიელ შენ თავს ზედმეტის უფლებას აძლევ, მოიცა, შენ რა ალექსანდრეზე იეჭვიანე? ჩემზე 12 წლით უფროსია_სიცილი აუტყდა ანიტას. -ასაკსაც მივადექით? შენც ხარ ჩემზე უფროსი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ასე უაზროდ რომ შემყვარებოდი. -შენ რა მართლა ეჭვიანობ? -არა _წინ აესვეტა გაბრიელი ქალს -და იცი რატო? _ბიჭის სიახლოვით დაბნეულმა უაზროდ გადააქნია თავი და ტუჩებზე დახედა -იმიტომ, რომ ის ოცნებობს და ცდილობს თვალებით გაგხადოს, რეალურად კი ამის უფლება და შესაძლებლობა მხოლოდ მე მაქვს. სიტყვის თქმაც ვეღარ მოახერხა ანიტამ ისე იგრძნო ბიჭის ტუჩები, მთელი სხეული წამოენთო და მაშინვე ხელი მოხვია კისერზე, ვერ იგრძნო როგორ გამოაცალა ბიჭმა კაბა, არც თვითონ დააყოვნა მაიკის გახდაში მიხმარებოდა. -მოძველებული საწოლი თუ სამზარეულოს მაგიდა? _კოცნებს შორის ამოილაპარაკა გაბრიელმა. -შემოსასვლელის ხალიჩა. -უფროსი თქვენ ხართ_მაშინვე დააწვინა სასურველ ადგილას ბიჭმა და თეთრეულს მოეჭიდა გასახდელად -ამიერიდან მეცოდინება რითი უნდა წარმოგიდგინო ხოლმე -წამში დატოვა ქალის სხეული შიშველი და ენის წვერით ჩუყვა მკერდის შუა ხაზს. საერთოდ არ იჩენდა გაბრიელი სინაზეს, მთელი ძალით უჭერდა ბარძაყზე ხელს და ტუჩებით მთელი ძალით ჩაფრენოდა მკერდის თავს, ორმაგად აგიჟებდა ანიტას კვნესა და იმდენად ვერ შეიკავა თავი, რომ ლავიწის ძვალს ქვემოთ ენას კბილები შეუნაცვლა და დააჩნდა კიდევაც კანზე გაწითლებული ნაკბენი, ტკენაზე მეტად ესიამოვნა ქალს და თითონაც აღარ დაინდო ბიჭის ზურგი და მთელი ძალით ჩაასო ფრჩხილები, მეტს ვერ მოითმენდა, გაბრილი კი აწვალებდა და სა*ოს მხოლოდ ირგვლივ უვლიდა. უკვე სიამოვნებით გაგიჟებულმა ქალმა ვეღარ მოითმინა, ხელი კრა, წამში თვითონ მოექცა ზემოდან და მაშინვე მიუჩინა ასოს თავისი ადგილი. მართლაც დავიწყებული ქონია რა სიამოვნებაა საყვარელ კაცთან ტკბობა, თუმცა აღიარებს დათოსთან ასეთი არაფერი განუცდია. -მაპატიეთ ქალბატონო ლექტორო, მაგრამ საწოლში უფროსობას ვერ დაგითმობთ_წამში ისევ მის ქვეშ მოაქცია და ანიტას ნაზი ბიძგები მაშინვე სწრაფ, ველურულში გადაიყვანა, ამან ქალის გაორმაგებული და უფრო ღრმა კვნესა გამოიწვია, ამდენ სიამოვნებას ვეღარ უძლებდა, ეგონა მალე გასკდებოდა და კიდევ კარგი ერთადაც დაასრულეს. ერთად ყოფნა ვერ იმყოფინეს და ამის შემდეგ კიდევ სამ რაუნდზე წავიდნენ, შედეგად ლამის ხალიჩაზევე დაეძინათ. -ვაღიარებ, საწოლში ლაწირაკს ვერ დაგიძახებ_გულ აჩქარებულმა გაიცინა და ბიჭის დაკუნთულ სხეულს თითი ააყოლა. -ჩვენ შემთხვევაში საწოლი ხმამაღალი ნათქვამია_ სიცილითვე მიუგო ბიჭმა და წარბ აწევით დახედა მუცელზე მოთამაშე ქალის თითებს. -აღიარე, რომ ფეხბურთის მატჩის შემდეგ ამ კუბიკების დაგემოვნებაზე ოცნებობდი. -დამინახე?_თვალები გაუფართოვდა ქალს და გაბრიელმაც სიცილი ატეხა. -კარგი ვაღიარებ მას შემდეგ ვფიქრობდი როგორ შეძელი ასეთი სხეულის დაყენება. -სამსახური ანიტა, მინიმუმ სამი მაცივრით ვვარჯიშობ თითქმის ყოველ საღამოს. -დღესაც წახვალ?_წყენა იგრძნობოდა ქალის ხმაში. -დღეს მაცივრის კიარა, შენი აწევის თავი აღარ მაქვს ლოგინამდე რომ მიგიყვანო. -ჰმ, სამ რაუნდში დაიღალე ლაწირაკო? -მაგ შეურაწყოფისთვის დაისჯები ქალბატონო_მკაცრად გამოცრა გაბრიელმა და დიახ დიახ, სწორად მიხვდით მეოთხე რაუნდით დასაჯა. ერთად ჩაეძინათ გადაღლილებს, ოღონდ ამჯერად საწოლამდეც მიაღწიეს. შუაღამე იქნებოდა კარზე ბრახუნი რომ გაიგონეს და ორივემ შეშფოთებულმა გადახედეს ერთმანეთს, სწრაფად წამოდგა ანიტა და ხალათი მოიხურა შიშველ სხეულზე, გაბრიელმა კი ხელი მაშინვე შარვალისკენ წაიღო. კარისკენ მიდიოდნენ და ორივე სოფიოზე ფიქრობდა, სხვას მიზეზი არ ქონდა ამ დროს მოსულიყო. გაღებული კარიდან კი ყველას გასაკვირად ალკოჰოლის სუნით აქოთებული გეგი შემოვარდა. სანამ გეგი უკან მობრუნდებოდა, წამიერად მოეგო გონს ანიტა და გაბრიელს ხელებით აჩვენა ოთახში დაიმალეო, მაგრამ წამითაც არ გაუფიქრია ბიჭს მისი მარტო დატოვება, გეგი იმდენად მთვრალი იყო არ იცოდა რა მოხდებოდა. -გეგი, აქ რა გინდა ამ დროს?_ისევ ანიტამ დაარღვია აუტანელი სიჩუმე -კიდევ მეკითხები?_გაეცინა გეგის და დივნიდან წამოდგა, ამ დროს შეხედა გაბრიელსაც -ამის გამო მიმატოვე? ამ ღლაპის გამო? მთელი წელი გიცადე, თავს გევლებოდი, მაგრამ შენგან ერთი წესიერი კოცნა არ მიმიღია, მოახლოების უფლებას არ მაძლევდი და ცოლობაც კი გთხოვე, ალბათ ასე არ უნდათქო. შენ კი რა გააკეთე? 6 თვეც არაა რაც დავშორდით და სხვას ჩაუწექი? მე ვერ დაგაკმაყოფილებდი? -გეგი საკმარისია, ზედმეტი მოგდის, ჯობია წახვიდე და როცა გამოფხიზლდები მერე ვისაუბროთ._გაბრიელი ჯერ არ ერეოდა, უცდიდა თუ წყნარად გაარკვევდნენ მათ სიტუაციას თუარადა წამში მოისვრიდა კაცს გარეთ. -ფხიზელზე გავარკვიოთ? და რა გავარკვიოთ გოგო ნუ გადამრევ? ვიღაც ღლაპთან გორაობისთვის რომ მიმატოვე? _ხელი სტაცა ანიტას მკლავზე და მისკენ წამოწია, აქ კი აინთო გაბრიელის გონებაში განგაშის ნათურა და წამში სტაცა ქალზე ჩაკიდებულ ხელზე თითონაც ხელი და მაგრად მოუჭირა. -ან ახლავე გაუშვებ და აქედან წახვალ, ან შეიძლება ხელი აღარ შეგრჩეს. -კაი ერთ ბიჭო, შენ ვის რა უნდა მოწყვიტო მიწას არ აცილებიხარ, დავიჯერო ასეთი ენერგიულია საწოლში პატარა რომ მოგინდა თუ ასაკიანმა გაგიცრუა იმედები? _კიდევ უნდოდა რაღაცის დამატება, მაგრამ ყბაში მოხვედრილმა მუშტმა არ მისცა საშუალება. -იცოდეთ რომ კიდევ მნახავთ_ბოროტად დაიქადნა წასვლის წინ და კარიც გაიჯახუნა. -როგორ ფიქრობ მართლა გააკეთებს რამეს?_შეშინებული თვალებით ახედა ანიტამ გაბრიელს. -რამე რომ შეძლებოდა უკვე გააკეთებდა ძვირფასო, არ იფიქრო მაგაზე. -მოდი და ნუ იფიქრებ, გული გამიხეთქა ამ შუაღამეს. -ჰმ, რამდენიმე ხერხი შემიძლია დასამშვიდებლად შემოგთავაზო_ და ნაზად აუსრიალა ხალათის გაუხსნელად კანზე ხელი. -მაგალითად?_უკვე კვნესა შერეულით ხმით ამოთქვა და მკერდთანაც იგძნო თითები. -გამიგია გულთან ახლოს გემრიელიაო_ მკერდის ხაზიდან დაიწყო კოცნა გაბრიელმა და ნელნელა დაუყვა სხეულს, არც ამჯერად დათმო ბიჭმა უფროსობა და წელზე შემოხვეული მიიყვანა ქალი საწოლამდე. არ ყოფილა გეგი რაღაცაში ტყუილი, მერამდენედ დაუმტკიცა გაბრიელმა ქალს იმ ღამით ენერგიულობა ვერავინ დათვლის. ორმა დღემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა ანიტა შიშის შეგრძნებას ვერ ივიწყებდა, უნივერსიტეტში წყვილი არაფერს იმჩნევდა, მათ მიმოწერაში უხამსობამ იმატა, შედეგად ანიტა თითქმის სულ გაწითლებული დადიოდა, გაბრიელი ალმაცერი მზერით გადმოხედავდა და მორიგ უხამსობას მიწერდა. მალე სოფიოც დაბრუნდებოდა სახლში და ანიტა ფიქრობდა ყველაფერი ისევ აეწყობაო, თუმცა...... იმ დღეს საშინელი მზე აცხუნებდა, გაბრიელს აგვიანდებოდა ბარბარეს ახლდა ბაღში, ანიტა დერეფანში ესაუბრებოდა კოლეგებს და ზარის დარეკვას უცდიდა დერეფანში გეგი რომ გამოჩნდა. -გამარჯობა ყოფილო საყვარელო, მგონი ფხიზელზე შეხვედრა შემომთავაზე_ლამის მთელი დერეფნის გასაგონად დაიყვირა და სტუდენტების ყურადღებაც მიიპყრო. -გეგი რას აკეთებ_წამში გაუფართოვდა სირცხვილითა და შიშით სავსე თვალები ანიტას და ირგვლივ მიმოიხედა -არ გინდა აქ გეგი_მუდარა გაერია ხმაში. -მაშინ განვმარტოვდეთ_ ჩაიღიმა და ხელი სტაცა ქალს, იქვე შეათრია ცარიელ აუდიტორიაში და კარი მოაჯახუნა. სცენას შესწრებული ვახო საგონებელში ჩავარდა, ეს რომ გაბრიელისთვის დაემალა ძმაკაცს დაკარგავდა, რომ არ დაემალა შეიძლება ძმაკაცს მომავალი დაკარგვოდა. ტელეფონს ხელში ატრიალებდა და გამალებით ფიქრობდა. -ამის დედაც.... გემრიელად შეიკურთხა და ბიჭის ნომერი აკრიბა: -გაბრიელ სასწრაფოდ უნდა მოხვიდე, პირველი კორპუსის მეორე სართული, რაც შეიძლება სწრაფად. არც აცადა ბიჭს პასუხის გაცემა ისე გათიშა და ჯიბეში ჩაიბრუნა. -გეგი გთხოვ, ასე არ შეიძლება, ხომ იცი აქ მოსახვედრად რამდენი რამ გამოვიარე. -და მე შენთვის რამდენი რამ გამოვიარე ანიტა და ასე მიბრუნებ სამაგიეროს? მე ხომ მიყვარდი გოგო_მაგრად მოუჭირა მკლავზე ხელი და ისევ თავისკენ მიწია. -რა დაინახე იმ ბავშვში ისეთი, რაც მე არ მქონდა? მე ხომ სერიოზულად ვფიქრობდი და შენ მასთან თამაში აირჩიე, თუ რა გგონია ცოლად მოგიყვანს და შვილებთან ბედნიერად იცხოვრებთ? ვერ ხვდები რომ ერთობა? უფროსი ქალი დაკერა და გულაობს ბიჭი, წარმომიდგენია ძმაკაცებში როგორ ტრაბახობს, სულ გააფრინე ანიტა? შენ თუ იცი რას აკეთებ? -გეგი მტკენ_ცრემლები წამოუვიდა ქალს და ხელზე დაეჯაჯგურა -მართლა ძალიან მტკენ გეგი. -მე რომ მატკინე? მე ხელს გიჭერ და შენ გული მატკინე ანიტა, იცი ეს რას ნიშნავს? ქალისკენ ვეღარ ვიხედები ისეთი დამმართე და მე თურმე ამ დროს სად ვზივარ. -გთხოვ_ტკივილიდან ამოიკრუსუნა ანიტამ და ისევ დაეჯაჯგურა ხელზე. -მემგონი გასაგებად გითხრა რომ ეტკინა_ მშვიდი ხმა გაისმა ოთახში და შვებით ამოისუნთქა ანიტამ. -მოიცა, მოიცა, ეს რა შენი სტუდენტია?_გაოცებულმა გადახედა ქალს გეგიმ და თვალები გაუდიდდა -მართლა გააფრინე? -სანამ მე გავაფრენდე გაუშვითქო, მესამედ არ გავიმეორებ_ეტყობა ერბინა გაბრიელს, თმებში მობრჭყვიალე ოფლის წვეთები შეამჩნია ანიტამ და გათავისუფლებული ხელი დაიზილა. -ა პატარა ბიჭო, ლექტორი დაკერე და მაგარი ბიჭი გგონია თავი ხო? ძმაკაცებში როგორ ყვები წარმომიდგენია აუ იცით ბიჭებო ჩვენ სექსუალურ ლექტორს როგორ ვ**ნავ და ვაკვნესებო? -ყველა შენნაირი ნაგავი არაა_ისევ ყბაში დაკვრით დააგდო კაცი და მომუშტული ხელი ისევ წინ წასწია -ანიტას თავი დაანებე, თორემ გეფიცები განახებ როგორი ლაწირაკი ვარ. -გასაგებია გასაგებიიი,_საეჭვო ღიღინით და ყბის ზელვით წავიდა კარებისკენ_ ორ დღეში კიდევ ერთხელ გნახავთ ერთად და გეფიცებით მარტო უნივერსიტეტის რექტორი კიარა თითოეული ადამიანი თქვენზე ილაპარაკებს და ვნახავ დანგრეულ მომავალს რას უზამთ, ან შენი ოჯახი რას იტყვის ლაწირაკო. ორ დღეს გაძლევთ, მხოლოდ ორს_გველურად ჩაიცინა და გახევებული წყვილი მარტო დატოვა. ჩაფიქრებული სახით გადაყურებდა ანიტა მეორე სართულიდან გადავსებულ ეზოს და ხედავდა როგორ ბედნიერად ატარებდა გაბრიელი კურსელებთან ერთად დროს,მარიკაც ახლოს იყო, კიდევ რამდენიმე გოგო და ხუთამდე ბიჭი. დიდი სამეგობრო ქონდათ, მაგრამ გაბრიელის და ვახოს ურთიერთობასთან ვერცერთი მოვიდოდა, ვერც კი წარმოიდგენდა ბიჭი ამ წუთას ანიტას გონება რაზე ფიქრით იყო დაკავებული თორემ ასე მხიარულად ვერ გაიცინებდა. ყველაფერზე ერთად ფიქრობდა ქალი და ლამის თავი გასკდომოდა, ფაქტია მოწონდა გაბრიელი, მაგრამ ყველაზე დიდი კითხვა ის იყო რამდენად მოწონდა? მზად იყო ამ გრძნობისთვის ყველაფერი შეეწირა? რა მოხდებოდა მათზე რომ გაიგებდნენ, უამრავ სახელიან იარლიყს მოაკრავდნენ ორივეს, ყველა ხელით დაიწყებდა მითითებას, სახელი გუტყდებოდათ, ქუთაისი ხომ ასე პატარა ქალაქია, წამში განადგურდებოდა ყველაფერი, მისი რეპუტაცია, გაბრიელის მომავალი, სოფიოც არ ავიწყდებოდა, რას იტყოდნენ დედამისზე? ბედად გაბრიელის შეტყობინებაც მოუვიდა დღეს ვერ მოვალ სამსახურს ვერ გავაცდენო და დამძიმებული წავიდა სახლში, ორ საათში სოფიოც მიუყვანეს და შეძლო ყურადღება გადაეტანა. ახლა რა იქნება? _ეს კითხვა უტრიალებდა თავში და პასუხს ვერ სცემდა. სოფიოს ეთამაშებოდა და ცდილობდა ცოტა ხნით მაინც გაქცეოდა მომავალზე ფიქრს. მეორე დღეს ლექციები არ ქონდა, ბაღში წაიყვანა სოფიო და ნინასთან წავიდა სამსახურში. -დარწმუნებული ვარ ყველაფერზე იფიქრებდი, რა გადაწყვიტე?_ანერვიულებული ხმა ქონდა ნინას. -ვერაფერი, მეგონა შენ მირჩევდი._ყავა მოსვა და შუბლი ხელით მოიზილა ანიტამ. -გიყვარს? -არ ვიცი. -მის გარეშე გაგიჭირდება? -კი, არ ვიცი, კი. -მზად ხარ მის გამო ჭორები აიტანო? -არ ვიცი ნინა, არ ვიცი და კიდევ არ ვიცი. ჩემს კითხვებზე პასუხი რომ მქონდეს ასე არ ვიჯდებოდი. -თვითონ რა თქვა? -არაფერი, ყველაფერზე ბოლომდე მიდის, უკან არ იხევს, არც დაუშვია, წამითაც არ დაუშვია ის ფაქტი, რომ დავშორებულიყავით, არც კი გაუფიქრებია და არც იმას ეჭვობს მე თუ ვფიქრობ საერთოდ ამაზე. -მოიცა, ანუ? -ანუ თვითონ მზადაა ყველამ ყველაფერი გაიგოს, არ აინტერესებს. -უყვარხარ. -ვიცი. -მართლა უყვარხარ ანიტა. -ვიცი ნინა. სახლში მისული თავის ტკივილს ვერ უძლებდა და წამოწოლილს ჩაეძინა, კაკუნმა გააღვიძა. ნელა წამოდგა და კარი გამოაღო, მაშინვე გაბრიელი შეშფოთებული თვალები დაინახა და იგრძნო როგორ მომენტალურად დაწყნარდა. -ანიტა შემეშინდა, იცი რამდენი ხანია გირეკავ?_რბილად მოეხვია ქალს და კისერში აკოცა -ხომ კარგად ხარ? -არამიშავს გაბრიელ. -ნანერვიულები ხარ სახეზე გეტყობა, რა ხდება ძვირფასო დამელაპარაკე. -ასე სახეზე როგორ კითხულობ ყველაფერს_აცრემლებულმა ჩარგო თავი ხელებში. -ამისთვის სამი წელი მქონდა ანიტა, მთელი დღეები შენზე დაკვირვების გარდა არაფერი მიკეთებია, მთლიანად ჩემ გულში ხარ და ვხვდები რაც ხდება, ახლაც ვატყობ, რომ ნერვიულობ და დალაპარაკება გინდა, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა ვერ ვხვდები რაზე. -გუშინ..... გეგი..._ვერ შეძლო დაბოლოება, გაბრიელის სკამზე მოწყვეტით დაჯდომამ და მისმა გატეხილმა ხმამ ყველაფერი გადაფარა. -აი თურმე რა, თურმე აქ რა ხდება და შენ რომ ჭურში ზიხარ თურმე გაბრიელ_სიმწრით ჩაეცინა ბიჭს -მაინც რა უნდა ვილაპარაკოთ გეგიზე ანიტა? -მე.. მე არ ვიცი გაბრიელ, ასე არ შემიძლია, 8 წელი ვისწავლე და ვიშრომე გესმის? რამდენი ღამე ვათიე, რამდენი ლექტორის გამო მიტირია, რამდენი მიტანჯია და ასე ერთი ხელის მოსმით მიჭირს გესმის? -ერთი ხელის მოსმით რას ნიშნავს ანიტა? და რა გგონია ლექტორი აღარ იქნები? რატო აღარ იქნები პატივსაცემი პიროვნება რადგან ბიჭი შეგიყვარდა? რადგან სიყვარულზე უარი ვერ თქვი? თუ..._უცებ ხმა გაუწყდა და გაჩუმდა. -ანიტა, საერთოდ გიყვარვარ? -არ ვიცი_საბოლოოდ გატეხა ქალის პასუხმა და ძლივს შეძლო წამომდგარიყო. სანამ გავიდოდა მაინც მობრუნდა და ვერ მოითმინა -მე მიყვარხარ ანიტა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, 3 წელია გიჟივით მიყვარხარ და ყველანაირად ვცდილობდი ეს დამემტკიცებინა, სამწუხაროდ უშედეგოდ. -შენ არ გესმის გაბრიელ, შეიძლება დროთა განმავლობაში დაგავიწყდეს როცა რეაქციებით გაღიზიანებულები პაემანზეც ვერ წავიდეთ, შვილი მყავს რომელსაც ვერ მოვისვრლი თუ შენი ბარში მარტო გაშვება არ მომინდება, ჩემი ცხოვრება თამაში არ არის გესმის? -და ჩემი თამაშია ანიტა? ჩემი გრძნობა თამაშია? ღმერთო, არც კი მენდობი, აღიარე რომ ჩემი სიყვარულისაც კი არ გჯერა, გგონია გატყუებ და შენი მარტო ლოგინში ჩაწვენა მინდოდა? იცი ამისი შანსი რამდენჯერ მქონდა? მთელი თვე სანამ სექსი გვექნებოდა აქ ვიჯექი ანიტა, დივანზე ვიჯექი და შორიდან ვტკბებოდი შენი ყურებით, იმიტომ რომ ვხვდებოდი მზად არ იყავი, ამდენი მოფერების და თბილი სიტყვების შემდეგ კიდევ არ გჯერა, ისევ ჩემს ასაკს უბრუნდები, ისევ გგონია რამდენიმე წელიწადში ახალგაზრდაზე გაგცვლი? გაიგე რომ მიყვარხარ, ახლაც, როცა ასეთი ლამაზი და სექსუალური ხარ და მაშინაც მეყვარები დანაოჭებული ლოგინიდან წამოდგომაში რომ დაგეხმარები, რატო არ გჯერა? მითხარი კიდევ რა გინდა რომ გავაკეთო და დამიჯერო?_თავჩახრილი უმენდა ანიტა და ხმას ვერ იღებდა, არ იცოდა რა ეთქვა. ცოტა ხანს კიდევ უყურა გაბრიელმა და უცებ მიხვდა, ირონიულად ჩაეცინა. -მარტო ეს არ არის არა? ამის დედაც..... ახლა მივხვდი, შენ, შენ არ გიყვარვარ, შენ არ გიღირვარ ამდენად არა? შენ არ შეგიძლია ჩემსავეთ ყველაზე წინ დამაყენო, ჩემი ცხოვრება კი შენით იწყება და სრულდება. ღმერთო რა სულელი ვარ._მწარედ ჩაეცინა და ბოლოჯერ ამოხედა ქალს -ნახვამდის ანიტა. გაბრიელის წასვლას იმდენად დიდი სიცარიელე, სიჩუმე და მარტოობა მოყვა შიშისგან ფეხებმოკეცილი ქალი ბოლო ხმაზე აღრიალდა, თუმცა არავინ ყავდა ისეთი ვინც დაამშვიდებდა, მარტო იყო, სრულიად მარტო და ეს უარესად კლავდა. იმაზე ფიქრი არ ამოდიოდა თავიდან რომ შეცდომა დაუშვა მისი გაშვებით, ყველაზე დიდი შეცდომა ცხოვრებაში, მაგრამ არაფერს ცვლიდა, არც ყავდა ვინმე ეს ეთქვა, რადგან მარტო იყო, სრულიად მარტო და პირდაპირ გულში ურტყამდა ამისი გააზრება. ორი დღე ისე გავიდა გაბრიელი უნივერსიტეტში არ გამოჩენილა, ამაოდ ათვალიერებდა პარასკევს გასვლისას ანიტა მესამე კურსელებს, ბიჭი გაქრა. სამაგიეროდ ვახო შეამჩნია დამწუხრებული სახით, ცალკე მდგომივით იდგა, საუბარში არ ერთვებოდა, სულ სხვაგან ქონდა ფიქრები და სახეზე ეტყობოდა ნერვიულობა. უწევდა საკუთარ თავთან აღიარება ანიტას რომ ენატრებოდა, საოცრად ენატრებოდა, სახლში მისული მისი სუნი ელანდებოდა და ყველგან ეძებდა. ამაოდ. გაბრიელი არ ჩანდა. შაბათი-კვირაც მის მონატრებაში და ტირილში გაატარა, ძლივს ახერხებდა სოფიოსთვის გაეღიმა და არაფერი შეემჩნია. ნინასთან არ გამოდიოდა, ცდილობდა მეგობარი გაეხალისებინა, მაგრამ არ გამოდიოდა. -საკმარისია ანიტა, ან იმ ბიჭს დაურეკე და შეურიგდი ან გლოვას მორჩი. -არ შემიძლია ნინა, 4 დღეა არ მინახავს და ლამის გული გამისკდეს მონატრებისგან, ვიცი რომ შევცდი, ახლა უკვე ზუსტად ვიცი რომ შეცდომა დავუშვი, მინდა დავურეკო, მაგრამ ახლა უკვე იმისი მეშინია რომ აღარ მაპატიებს. ნინას წასვლის შემდეგ სოფიო დააწვინა და დააძინა, ლუდის ქილა მოიმარჯვა და მის საყვარელ ადგილას, ფანჯარასთან მოკალათდა დივანზე. თავისთავად გაექცა ფიქრები ჯერ გაბრიელისკენ, მერე შექმნილი სიტუაციისკენ. ირგვლივ მიმოიხედა და ისევ სამარიებური სიჩუმის გარდა ვერაფერი შეამჩნია, მერე რა რამდენი წელი იწვალა დიპლომისთვის? იმ დიპლომს დაელაპარაკებოდა? სიამაყე დაუდგებოდა გვერდით? ამპარტავნება გაათბობდა ღამით თუ სიმარტოვში იპოვიდა სითბოს? სოფიო ყავდა სწორია, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მასაც თავისი ოჯახი ეყოლებოდა, რასაკვირველია დედას არ მიატოვებდა, მაგრამ ვერც მუდამ მასთან ვერ იქნებოდა. პირველად შეეშინდა დაშვებული შეცდომის და პირველად გაიაზრა მძაფრად რა დაკარგა. ამ ფიქრებით იმასაც მიხვდა, რომ გაბრიელთან ერთად მომავალიც წარმოიდგინა, დაქორწინებაც და შვილებიც. არა, ამჯერად აღარ გაჩერდებოდა, ამ შეცდომას აღარ გაიმეორებდა. მის იქეთ სხვა გზას არ დაუტოვებდა. შესარიგებელი გეგმების მოფიქრებაში ჩაიძინა და მთელი ღამე დასთამაშებდა ტუჩებზე ღიმილი. დიდი ენთუზიაზმით მოემზადა ორშაბათს დილით. სოფიო დატოვა ბაღში და უნივერსიტეტის გზას გაუყვა. ყველანაირი იმედი გადაეწურა როცა მთელი ლექციები ისე გავიდა, რომ ბიჭი არ გამოჩენილა. მობილურზე არ ურეკავდა, უნდოდა მოულოდნელად მომხდარიყო ყველაფერი და ბიჭს არაფერი ეეჭვა. სამშაბათს დაინახა. ლამის ფრენით შევიდა მათ ლექციაზე და სემინარის ჩაბარებას შეუდგა. სამი წლის მანძილზე გაბრიელს ერთხელაც არ გაუხედავს მისკენ, მასალის მოყოლაზე საუბარი ხომ ზედმეტია. დამარულებელი ზარის ხმაზე ყველა წამოიშალა და გაბრიელიც ბიჭებს გაყვებოდა რომ არა ანიტა. -ნემსაძე, დარჩი საქმე მაქვს. -გისმენთ პატივცემულო_ჩვეულებრივი სახით მოუბრუნდა და ცივი თვალებით ახედა. -მინდა რომ დავილაპარაკოთ. -რაზე პატივცემულო? -გაბრიელ გეყოფა, მინდა ყველაფერი გავარკვიოთ. -როგორც ვიცი პატივცემულო გასარკვევი აღარაფერია, ამ კვირაში აქ ვერ მნახავთ ასე რომ ეს აკვიატება გადაგივლით და ყველაფერი კარგად იქნება. ნახვამდის_ცივად გაუღიმა და აცრემლებული ანიტა აუდიტორიაში დატოვა. მე შენ გაჩვენებ სეირს გაბრიელ ნემსაძე, მაცადე მაგ ცივი ღიმილი თუ არ მოგაშორო. ახლა რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო_ გამალებული ფიქრობდა ქალი და გამოსავალს ეძებდა. როგორ ვერ მოიფიქრა, წამსვე გაუნათდა გონება -ვახო. -რახდება ბიჭო ასეთი რომ გამომაქციე სამსახურიდან?_თავზე წამოადგა მეგობრებთან მოცინარ ვახოს. -ა, გაბრიელ, მოხვედი? კარგია. წამო წამო, გიცდიდი მშია და რომ გამოვალთ მერე დავილაპარაკოთ. -ასე სასწრაფო თუა რა დროს ჭამაა, გამაგებიე რახდება. -ე ბიჭო რომ ვამბობ მშიათქო წამო რა._როგორც კი შეტრიალდა გაბრიელი მაშინვე ტელეფონი მოიმარჯვა ვახომ და ანიტასთვის ეტყობინება აკრიბა: „მოვიდა“. იმპერატორში ისხდნენ ბიჭები და მათ სანაქებო ჰოთ-დოგებს მიირთმევდნენ გაბრიელის ტელეფონი რომ ამღერდა. -გაბრიელ ნემსაძე? -დიახ,ვინ ბრძანდებით? -რექტორი გიბარებთ თავის კაბინეტში. -რექტორი? რატომ? როდის? -თუ უნივერსიტეტთან ახლოს ხართ ახლავე. კაბინეტი გეცოდინებათ სადაც არის_და ცივად გაუთიშეს. -რახდება ? -ბიჭო რექტორი გიბარებსო, ხო მშვიდობაა ნეტა? -რექტორიი? გაოცებულმა დააკაკუნა მისი ასისტენტის კარზე და სახელი და გვარი უთხრა, ქალმაც მაშინვე გამოუღო რექტორის კაბინეტის კარი და შეუშვა, ორმაგად გაოცდა კაცის წინ ანიტა რომ დაინახა და სულ აირია, ვერ გაეგო რა ხდებოდა. -გაბრიელი არა? -დიახ. -ნუ დაიბენი, მოდი დაგვიჯექი და ყველაფერი გავარკვიოთ. -გისმენთ_წინ ჩამოუჯდა ბიჭი და აწითლებულ ანიტას გახედა. -ესეიგი მზად ხარ ნახევარი უნივერსიტეტი გადაიმტერო? -ბატონო? -ანიტამ თქვენს ურთიერთობაზე მითხრა, რომ ერთმანეთი გიყვართ? ასეა?_გადამოწმება გადაწყვიტა გიორგიმ. -ურთიერთობაზე?_წარბები აწია გაოცებისგან ბიჭმა -ერთმანეთი გვიყვარს? ერთმანეთი? ანიტას გახედა და გაოცებული დააკვირდა სახეზე -მოიცა არა? -დიახ, დიახ, მაპატიეთ უცებ დავიბენი, მართალია, მე ნამდვილად მიყვარს. -გასაგებია, კარგია, რომ პატივი მეცით და თავად მოხვედით ჩემთან ვიდრე სხვისგან გავიგებდი, მაგრამ ალბათ ხვდებით, რომ უნივერსიტეტის კედლებში უმსგავს საქციელს ვერ მოვითმენ, აქედან გასულებს ყველას მისი ცხოვრება აქვს და ვერ და არც დაგიშლით რამის გაკეთებას, მაგრამ გაფრთხილებთ, ოდნავადაც რამე რომ შევამჩნიო ამ კედლებში ორივეს გაგაგდებთ, გასაგებია? -მადლობა გიორგი_ხელი ჩამოართვა ანიტამ და კარისკენ წავიდა. -ნახვამდის_ჩაიბუტბუტა გაბრიელმა და ქალს მიყვა უკან. ვერ გაეგო ამითი რისი მიღწევა სურდა ანიტას. დალაპარაკების შანსი გაუქრათ კარებთან მომლოდინე მეგობრები რომ დაინახა გაბრიელმა. ანიტამ გაძრომა მოახერხა და ვახოს თვალი ჩაუკრ ყველაფერი კარგადააო. იცოდა ბიჭი უკან მოყვებოდა, ამიტომ მესამე კორპუსისკენ ნაბიჯს აუჩქარა წინ ვიღაც ბიჭი რომ გადაუდგა. -გამარჯობა ლამაზო, შენ ალბათ მეოთხე კურსელი ან მაგისტრანტი ხო? „ღმერთო ასე ჯერ კიდევ კერავენ გოგონებს?“ მობეზრებულმა გაიფიქრა და თავი გადააქნია -გამატარე სანამ მთელი ხარ_ ზურგზე გრძნობდა გაბრიელის მზერას, რომელიც არა და არ მოდიოდა. -კარგი რა ლამაზო, ამდენადაც არ შიძლება თავის დაფასება_მკლავში წვდა ბიჭი და მისკენ მოაბრუნა, მიიღო კიდევაც ლოყაზე გაშლილი ხელი, ძველებურად ამაყად თავ აწეული დაყურებდა ქალი და მეორედაც აპირებდა დარტყმას ბიჭი თავად რომ არ გაცლოდა. გაბრიელის მზერას ვეღარ გრძნობდა. იქედან გამოსულს ისე შიოდა ისიც „იმპერატორისკენ“ წავიდა, ეს კაფე სტუდენტებისა და ლექტორებისთვის გემრიელი შესვენების მოსაწყობად სამოთხე იყო ისეთი გემრიელი საჭმელები და ნამცხვრები ქონდათ. კაფისკენ წასულს უნივერსიტეტის უკანა მხარე უნდა გაგევლო სადაც მხოლოდ საცეკვაო დარბაზი იყო და მოცეკვავეების გარდა არავინ დადიოდა, ახლა კი გინებისა და დარტყმის ხმები გაიგონა ანიტამ და სასწრაფოდ გადაუხვია. ადგილს მიეყინა გაბრიელი და ვახო რომ დაინახა 4 ბიჭის წინააღმდეგ, შემდეგ დაინახა როგორ მოიქნია გაბრიელმა მთელი ძალით მუშტი -მე შენ გასწავლი როგორ უნდა სხვისი ქალის ხელის დალურჯება შე ახვარო, არ უნდა იცოდე ვის ეხებოდი შენი ..... -*ლე ვერ მომაჭამო რა_საპასუხოდ მოუქნია ბიჭმაც ხელი და ის თავხედი ამოვიცანი ეზოში რომ გამაჩერა, აი თურმე რა ხდება, არც დაფიქრებულა ისე გაიქცა და შუაში ჩაუდგა. უკვე საკმარისად მოესწროთ ბიჭებს ერთმანეთის დასისხლიანება და ანიტას გულს უკლავდა მისი ბიჭის გახეთქილი წარბი. -ანიტა, რაც შენი საქმე არაა ნუ ერევი და გაიწიე_მკაცრად გამოცრა კბილებში გაბრიელმა და თავით გვერძე გამოდი ანიშნა. -არა, საკმარისია, არ დაგავიწყდეთ სად ხართ, საკმარისად დაალილავეთ უკვე ერთმანეთი, აქედან დაიკარგეთ_უცხო ბიჭებს მიუბრუნდა და ისინიც მუქარა შეპარული თავის ქიცინით გავიდნენ ეზოდან. -გაბრიელ რა ჯანდაბას აკეთებ? -შენ რას აკეთებ? თავი ვინ გგონია ჩხუბის დროს შუაში რომ ეკვეხები, თანაც იქ სადაც შენი ადგილი არაა? -გაბრიელ დავილა... -არა, ახლა არა, შენმა უნდობლობამ იმაზე მეტად მატკინა ვიდრე წარმოვიდგენდი, ასე უცებ ვერ დავივიწყებ, არ შემიძლია, მაპატიე მაგრამ მთელი გულით მიყვარხარ, ასეთ სიყვარულზე ის სიტყვები იმდენად მტკივნეული იყო... არ ვიცი... ალბათ დრო მჭირდება_მაშინვე გაეცალა ქალს და პირზე შეატოვა სათქმელი სიტყვები ანიტას. ნერვიულად სცემდა ბოლთას ანიტა სახლში და ფიქრობდა კიდევ რა გაეკეთებინა ბიჭის შემოსარიგებლად. ბოლოს ტელეფონი ამოიღო და ნაცნობი ნომერი აკრიბა. 15 წუთში მანქანაში მჯდარი მიაქროლებდა მისი ყოფილი სახლისკენ. -მადლობა დათო რომ იტოვებ სოფიოს. -არ გცხვენია? ჩემ პრინცესას როგორ არ დავიტოვებ, მაგრამ ხომ მშვიდობაა ანერვიულებული ხარ. -კი, გაბუტული შეყვარებული მყავს შემოსარიგებელი_მწარედ ჩაეცინა ქალს. -მოიცა, მოიცა, შენ გყავს შეყვარებული, თან გაგებუტა და თან შენ უნდა შემოირიგო? ნატალი ანიტა ცუდადაა სავარაუდოდ სიცხე აქვს და მივხედოთ რა. -რა ხდება_სიცილით მოვიდა ნატალიც. -ნუ დამცინით მართლა_ახლა ანიტა გაიბუტა -იცოდე ბევრი გაქვს მოსაყოლი_თითი დაუქნია კაცმა და დაემშვიდობა ყოფილ ცოლს. ანიტაც მაშინვე სამტრედიის ხიდისკენ წავიდა და გაბრიელის ძებნა დაიწყო. იქვე დაინახა, მარშუტის ფორმის მანქანას ტვირთავდნენ და გაბრიელის გარდა კიდევ სამნი იყვნენ. -გაბრიელ_მორიდებით დაუძახა მოშორებით მდგომმა და გაეღიმა ბიჭის გაოცებულ სახეზე. -ხუმრობ ხო? აქ რა გინდა? -უნივერსიტეტში არ დადიხარ, ტელეფონზე არ მპასუხობ, სადმე ხომ უნდა დაგლაპარაკებოდი? -ჯანდაბა, ანიტა რატომ არ ისვენებ? ახლა გაგახსენდი მარტოობის რომ შეგეშინდა? უნდობლობით ვერაფერს ავაგებთ, მე კი შენთან თამაში არ მინდა და არც არასდროს მდომებია. -მარტოობის კიარა უშენობის შემეშინდა იდიოტო_ბოლო ხმაზე დაიყვირა ანიტამ და წამში გააჩუმა ბიჭი_ ამდენ შენ სიჯიუტესა და სითავხედეში ისე შემომიყვარდი ვერც კი გავიგე, შემომიყვარდი და ვერც ტვინიდან, გონებიდან და მითუმეტეს ვერც გულიდან ვერ გაგაგდე. ახლა გაიგე? -ანუ, ჩემი საყვარელი, ამაყი, თავმომწონე, თავდაჯერებული და ცხვირ აწეული ლექტორი ღამის 11 საათზე დგას ჭავჭავაძეზე და გაყვირის რომ საკუთარი სტუდენტი სრულიად შემთხვევით შემოუყვარდა?_სიხარული ღიმილში დამალა გაბრიელმა, მაგრამ თვალებში აალებულმა ჭინკებმა გაცა. -ხო იდიოტო, რამდენჯერ გაგიმეორო_ ღიმილი გაუკრთა ანიტასაც. -ბევრჯერ მინდა, მაგრამ ვერ მოასწრებ_არც კი დაფიქრებულა ისე დაეტაკა ქალს ტუჩებზე და მონატრება მოიკლა -ახლა არ მცალია თორემ ამას არ დავჯერდებოდი_უკან ბიჭების შეძახილებმა და ტაშისკვრამ გამოაფხიზლა და სიცილით გადახედა თანამშრომლებს. -ხვალ ავინაზღაუროთ კარგი? -კარგი_ისევ კოცნით დაემშვიდობა და ღიმილით დაუქნია ხელი მანქანაში ჩამჯდარს. ასე ბედნიერს არასდროს ძინებია, არც ასეთი გამოძინებული გაუღვიძია ოდესმე. თუმცა როგორ შეიძლებოდა ერთი დღე მაინც გაეტარებინა ბედნიერად. უკვე მანქანის გასაღებს იღებდა წასასვლელად გამზადებული, კარზე ზარი რომ დარეკეს. გაკვირვებულმა გახედა, ასე ადრე არავის ელოდა და ისეთი გამყინავი მზერით დახვდა შემოსასვლელთან მდგარი ქალი, იატაკს მიეყინა, მხოლოდ ორი წამის შემდეგ მიხვდა ვინ იყო სტუმარი, როცა მასში გაბრიელის დედა ამოიცნო. ჩაფიქრებული მიუყვებოდა გზას ანიტა და ეგონა წამებში გამოვედი გარეთო, მეგობრებთან ერთად იდგა გაბრიელი უკანა ეზოში და რაღაცაზე მთელი ხმით იცინოდნენ, ვახო გაბრიელს მიჩერებოდა, მოწმე იყო ამ წლებში მეგობრის ხასიათების და თვითონაც ხარობდა ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა. თურმე სიყვარულს ბევრი რამ შეძლებია. გაღიმებულმა შეათვალიერა მეგობარი და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ამდენად ბედნიერი ბიჭი არასდროს ენახა. -გამარჯობათ_მორიდებული ღიმილით წამოადგათ ანიტა. -გამარჯობა პატივცემულო, ხომ არაფერი გჭირდებათ?_ წამსვე წამოიშალნენ სტუდენტები და ლექტორს მიაჩერდნენ, ის კი გაწითლდა და გაბრიელს დახედა. -კარგია რომ მოხვედი_ მსუბუქად მოხვია ბიჭმა ხელი და მისკენ მიიზიდა -ბავშვებო ეს ანიტაა, ჩემი შეყვარებული_ღიმილით წარუდგინა საყვარელი ქალი პირდაღებულ საზოგადოებას და 2 წუთით ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ალბათ სასაფლაოზეც რომ არ არის ხოლმე. შემდეგ ერთად იხუვლეს: -რაოოო? -შეყვარებული? -როგორ თუ შეყვარებული? -თქვენზე ამბობს პატივცემულო? -ეს... ეს... იტყუებით? _მსგავსი კიდევ მრავალი ფრაზა გაჟღერდა და გაბრიელმა სიცილით აკოცა ანიტას საფეთქელთან. -ძალიან გთხოვთ, პატივცემული უნივერსიტეტში და ლექციაზე, დღის მეორე ნახევარში მხოლოდ ანიტა, როგორც თქვენი მეგობრის შეყვარებული_აწითლებულმა აარიდა გაბრიელის „გულებამოვარდნილ“ თვალებს მზერა და ისევ ახალგაზრდებს გადახედა. -სასიამოვნოა ანიტა, იმედია დავმეგობრდებით_პირველი ნაბიჯი ვახომ გადადგა და თვალებით ანიშნა დანარჩენებსაც. -ჩვენთვისაც პატი...... ანიტა_ ღიმილით გადმოხედა მარიკამ -ახლა გასაგებია გაბრიელ, ნამდვილად ვერ დაივიწყებ ასეთ ქალს_თვალი ჩაუკრა ბიჭს და თავის ადგილს დაუბრუნდა. საკმაოდ გაერთო მათთან საუბარში, მაგრამ სოფიოს გამოყვანის დრო მოვიდა და გულდაწყვეტილი დაემშვიდობა. -მეც წამოვალ _ხელი მოხვია გაბრიელმა და მანქანისკენ წავიდნენ. -კარგია, არ მინდოდა შენთვის ხასიათი გამეფუჭებინა, მაგრამ სალაპარაკო გვაქვს_მოწყენილად შემოაწყო ანიტამ ხელები საჭეს. -აბა? ხომ მშვიდობაა? -არ ვიცი თუ იქნება_სევდიანად გაეღიმა ქალს და ღრმად ამოისუნთქა -ამ დილით დედაშენი იყო მოსული. -დედაჩემი? რა უნდოდა?_წამში დაიძაბა გაბრიელი. -დეტალებს აზრი არ აქვს, საერთო ჯამში ის, რომ არ მოითმენს შვილიანი 30 წლის ქალი, უჭკუო ჰორმონებ ატეხილ 20 წლის ბიჭს შევეტენო. -ჯანდაბა, რაზე ფიქრობდა? კარგი საღამოს გამოგივლი, ახლა სახლში წავალ. -გაბრიელ... -ანიტა, გეფიცები ახლაც რომ დაშორება ახსენო საერთოდ აღარ ვიარსებებ შენთვის, შენ თუ ყოველ დაბრკოლებაზე ასე გაიქცევი მაშინ ნდობა ტყუილად მქონია. -არა, არა, ამჯერად მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ მიყვარხარ და შენთან ვარ. -მეც მიყვარხარ ძვირფასო_მსუბუქად აკოცა ტუჩებზე და ავტობუსის გაჩერებისკენ გაიქცა. ნერვიულად მიმოდიოდა ანიტა შემოსასვლელში და ახალ ამბებს ელოდა, გაბრიელი კი ჯერ არ ჩანდა. -იქნებ დაჯდე? თავბრუ დამახვიე_მობეზრებულმა ამოილაპარაკა ნინამ და თავი დივნის საზურგეს გადაადო. -ხო შენ რა გენაღვლება უპრობლემო ურთიერთობა გაქვს. -ოჰ მეც გადმომწვდა, აბა ჰა ბატონო ადგილს გაგითავისუფლებ_სიცილით მიაჩოჩა დივანი კედლისკენ და ხელით ანიშნა აქეთაც იარეო. რამდენიმე წუთში კარზე დააკაკუნეს და ანიტაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაფრინდა გასაღებად. -ცოტა ხნით შემიფარებ?_რუგზაკიანი გაბრიელი უღიმოდა კარებში. -სულ დაგიტოვებ_ანერვიულდა ანიტა და ლამის ჩაახრჩო ისე მოეხუტა. -როგორც იქნა გავიცნობ ამ ყმაწვილს_სიცილით ჩამოართვა ხელი ნინამ. -სასიამოვნოა_მხიარულად უღიმოდა ბიჭიც -ნინა ხომ? -ყოჩაღ, პირველი პლიუსი არტყმული გაქ, აუ ანიტა სოფიოს ძინავს და დავლიოთ რა. -მე სასმელს ამოვიტან_ფეხზე წამოხტა გაბრიელი, ანიტა მაცივარში შეძვრა მისაყოლებელის საპოვნელად. -აბა გაბრიელ, როგორია სექსი უფროს ქალთან?_პირველივე ჭიქის შემდეგ დააბრეხვა ნინამ და თითქმის ყელში გადასული სასმლით ლამის დაახჩო ბიჭი. ანიტამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და ბუზღუნით ახედა ნინას. კარგად გართნენ იმ საღამოს, ბევრიც დალიეს, უკეთაც გაიცნეს ერთმანეთი და ღამის 4 იქნებოდა რომ დაიშალნენ. დილითაც ერთად გაიღვიძეს, ასეთი ბედნიერი ანიტა არასდროს ყოფილი, საყვარელი კაცი გვერდით ყავდა და არაამქვეყნიური ღიმილით უღიმოდა, ყავდა ფანტასტიური შვილი და პირველად არ გააჩნდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. სანამ საუზმეს ამზადებდა მისაღებიდან ესმოდა გაბრიელის და სოფიოს კისკისი და თითონაც იბადრებოდა. კარზე ზარმა დაარღვია დილის იდილია და გასაღებად წავიდა. -დილა მშვიდობის_მხიარულად უღიმოდა ცოტა დაბერებული გაბრიელი, მამამისი გაიფიქრა და მათი მსგავსებით გაოცდა, მხოლოდ თვალები ქონდათ განსხვავებული. -გამარჯობათ, მობრძანდით_მაშინვე დაუთმო ბინაში შესასვლელი გზა. -მა, როგორ ხარ_სწრაფად მოეხვია გაბრიელი. -კარგად მამა, თქვენ როგორ ხართ? ბოდიში ადრე მოვედი, წასვლამდე მინდოდა მომესწრო თქვენი ნახვა. -საუზმობას ვაპირებდით, დაგვეწვევით? _მორიდებით ჩაერთო ანიტა და სამზარეულოსკენ მიუთითა. -არა შვილო, მადლობა, უბრალოდ გასაცნობად მოვედი_შვილო ისე თბილად უთხრა ლამის თვალები აუცრემლიანდა ანიტას. -მა, დედა როგორაა? -ხოიცი არა რა ტიპიცაა? არაფერს იმჩნევს, მაგრამ შენს ასეთ წინააღმდეგობას არ ელოდა და ცხვირ ჩამოშვებული დადის, არ ინერვიულოთ_მაშინვე გადახედა ანიტას რეაქცია რომ იგრძნო -შვილზე უარს არაფრის დიდებით არ იტყვის, უბრალოდ ცოტა ხანს იჭირვეულებს და რომ შეხედავს არ ეპუებით მაშინვე მიგიღებს, დამიჯერე გარედან ჩანს ასე ცივი, თორემ მისნაირი გული ბევრს არ აქვს_თბილად გაუღიმა კაცმა და სოფიოს მიეფერა -ახლა წავალ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობა_ხელი ჩამოართვა ანიტას და ჩუმად ჩაჩურჩულა -რას ერჩი გემოვნება ქონია ბიჭს. სიცილით გააცილეს კაცი და საჭმელს მიუბრუნდნენ. ორივე გახარებული ილუკმებოდა. გაბრიელი მაშინვე სამსახურში წავიდა, კონსულტანტის ადგილი იყო თავისუფალი და გასაუბრებაზე მიდიოდა, ახლა ოჯახი ყავდა და უნდოდა სტაბილური და ნორმალურ ხელფასიანი სამსახური ქონოდა, აიყვანეს კიდევაც, იმავე მაღაზრიაში ყველას იცნობდა და უარიც არავის უთქვამს, იცოდნენ როგორი შრომისმოყვარე იყო. მაშინვე ანიტას ახარა და საღამოს ყვავილების თაიგულით დახვდა სახლში. 10 წლის შემდეგ...... -გაბრიეეელ, ზარია კარზე ალბათ დედაშენია, გააღე რა მე ლაზარეს ვაცმევ -კარგი ძვირფასო_ ერთი ტყუპით ხელში გამოაღო კარი და მართლაც ლიანა დახვდათ. -მოდი დე -ბებოს სიყვარულიი_მაშინვე ხელი სტაცა ბავშვს და ჩაკოცნა. -დილა მშვიდობის შვილო_მაშინვე მიესალმა რძალსაც და მანაც ღიმილით დაუბრუნა სალამი. -აბა, როგორ ვნაწილდებით?_მანქანის გასაღები აიღო ანიტამ. -როგორც ყოველთვის_მეორე ტყუპი გამოიყვანა გაბრიელმა -ტყუპები დედასთან, სოფიო, ბარბარე და ნიკოლოზი შენ დატოვე სკოლაში, დემეტრეს და ნიაკოს მე მივიყვან ბაღში. -ღმერთო დიდ ოჯახზე არც ერთი ხუმრობდით_ სიცილი დაიწყო ლიანამ. -რა თქმა უნდა არა დედა, რა ჯობია სიცოცხლით სავსე ოჯახს? -არაფერი შვილო, ღმერთმა სულ ასე ბედნიერები გამყოფოთ_ჯვარი გადაწერა სახლიდან გამავალ, ბედნიერად მოცინარ, ბავშვებით დახუნძლულ ცოლ-ქმარს და ღიმილით დახედა ერთმანეთში მოთამაშე პაწაწუნა ტყუპებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.