შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი მეთერთმეტე)


6-08-2018, 00:31
ავტორი buterfly
ნანახია 1 652

-ანუ შენც დაისჯები?-მიაძახა ლილიანამ ,მაგრამ პასუხის ნაცვლად მხოლოდ დუმილი მიიღო
***
-ბაჩო როდის გამოჯანმრთელდება? მას შეუძლია ლილიანას პოვნა-ამოიოხრა ანამ
-იმედია მალე. არ მეგონა ოდესმე ამას თუ ვინატრებდი
-ბაჩოსა და ლილიანას შორის რა მოხდა?-იკითხა სამზარეულოს კართან მდგომმა პეტრემ
-მერე მოგიყვები, გრძელი ამბავია
-გასაგებია-უთხრა და ანას გვერდით ჩამოჯდა.
ამ დროს კი ტელეფონზე ზარია.
-გისმენთ
-ბაჩო ვარ ,საბა.
-როგორ ხარ? გამოჯანმრთელდი?
-ბოლომდე არა ,მაგრამ სამსახურში უკვე გავედი და რაღაცებს მივაგენი ჩვენი ავარიის შესახებ. კამერების ჩანაწერები ვნახე.
-მერე ,გაიგეთ რამე?
-სახეები კარგად არ ჩანს ,მაგრამ ხელჩასაჭიდი რაღაც ვიპოვეთ. ახლა ვერ გეტყვი რა ,უბრალოდ იმიტომ დაგირეკეთ, რომ არ გენერვიულათ .მალე ვიპოვით-თბილი ხმით უთხრა და დაემშვიდობა
-რა უნდოდა?
-რაღაცისთვის მიუგნია კამერების ჩანაწერებიდან და მითხრა მალე ვიპოვითო
-ღმერთმა ქნას.
***
-ბატონო, შეიძლება შემოვიდე?
-შემოდი
-გაიგეთ ....-სიტყვა არ დაასრულა
-რა უნდა გამეგო?
-ლილიანა ჯაფარიძე ხომ გახსოვთ?
-კი მახსოვს, მერე?
-თქვენ წინააღმდეგ ჩვენება მისცა
-რაა? ანუ გაახსენდა ყველაფერი?
-ასე გამოდის და ახლა გარეთ პოლიციელები გიცდიან
-ამის დედაც..-ხელი მაგიდას დაკრა, მაგრამ როდესაც პოლიციელების ხმა გაიგო თავი დაიმშვიდა და სავარჯელზე დაჯდა-რით შემიძლია დაგეხმაროთ?
-თქვენთან დაკავშირებით განცხადება შემოვიდა მკვლელობის ბრალდებით და უნდა დაგკითხოთ
-ალბათ ხუმრობთ ,ხომ?
-არა არ ვხუმრობთ ,განყოფილებაში უნდა გამოგვყვეთ-უთხრა გამომძიებელმა და ორ ოფიცერს ანიშნა წამოეყვანათ. მალევე უკვე დასაკითხ ოთახში ბაჩოს წინ იჯდა.
-მინდა მომიყვეთ 2018 წლის 2 მარტს სად იყავით?
-სად ვიყავი და ჩემს ოჯახთან ერთად ვისვენებდი-ზედმეტი დამაჯერებლობით უთხრა და თვალებში უტიფრად ჩააშტერდა
-დარწმუნებული ხართ?
-დიახ სავსებით-ბაჩო ცდილობდა მასში რაღაც ამოეკითხა , რაღაც არ მოსწონდა და გულის სიღრმეში სჯეროდა ,რომ ის დამნაშავე იქნებოდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ამის დამტკიცება ძალიან ძნელი იქნებოდა.
-ანუ მომხდართან არაფერი გაკავშირებთ?
-არა ,რა თქმა უნდა
-ლილიანა ჯაფარიძეს თუ იცნობთ-უთხრა და გაუცურა საქაღალდე ,სადაც ლილიანასი და მოკლული ადამიანის სურათები იყო
-არა არ ვიცნობ
-მეორე ადამიანსაც არ იცნობთ?
-ნანახი მყავს ,მაგრამ ვერ ვიხსნებ სად.-ცინიკურად უთხრა და საქაღალდე უკან გაუცურა
-რა თქმა უნდა, ნანახი გეყოლებათ. თქვენთან მუშაობდა და აღმოჩანდა ,რომ არაერთი დანაშაულიც აქვს ჩადენილი
-მაგ დანაშაულებებსაც იმედია მე არ მომაწერთ
-კიდევ რამე მოგაწერეთ?
-აქ რომ დამიბარეთ ეგ დაბრალება არაა?
-სულაც არა. უბრალოდ გარემოებებს ვიკვლევთ-ღიმილით უთხრა და მზერა გაუსწორა
-გასაგებია. თუ მორჩით ჩემს დაკითხვას შეიძლება წავიდე?
-რა თქმა უნდა-უთხრა ბაჩომ და კარისკენ მიმავალს ეჭვნარევი მზერა გააყოლა
-ამ კაცის წარსულში მომხდარი ნებისმიერი მოვლენის დეტალური ინფორმაცია მჭირდება-გადარეკა ბაჩომ -ყველაფერი უნდა გავიგო. რაღაც რიგზე ვერ არის-ჩაილაპარაკა და მაგიდაზე თითების თამაში დაიწყო.
***
-რა მოხდა უფროსო?
-ჯერ-ჯერობით არაფერი ,მაგრამ გამომძიებელი ისე მიყურებდა უეჭველი არ მენდო და ამიერიდან უფრო ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ.
-ანუ რას ვაპირებთ?
-რაღაც მაქვს მოფიქრებული და თუ ყველაფერი გამოვიდა ყველას დავსჯი-ჩაილაპარაკა და ოთახის კარი გამოიხურა.
***
-ჩემებთან დაბრუნებას როდის შევძლებ?-ოთახში ახლახანს შემოსულ ლაზარეს კითხვა აჯახა ლილიანამ
-მალე
-რა მჭერმეტყველი ხარ-ცინიკურად უთხრ-ზუსტი პასუხი არაფერზე გაქვს
-ზუსტი პასუხი მხოლოდ იმაზე მაქვს ,რომ საფრთხე გემუქრება დაუნდა დაგიცვა
-ასე რატომ ზრუნდავ ჩემზე?
-ნოეს გამო. მან მთხოვა რომ დამეცავი მერამდენეჯერ უნდა გაგიმეორო?-გაღიზიანება შეეტყო ხმაში.
-მათი ნახვა მინდა წარმომიდგენია როგორ ნერვიულობენ ჩემზე-სევდიანად ჩაილაპარაკა და თავი ხელებში ჩარგო
-კარგი ხო, საღამოს წაგიყვან ,მაგრამ მერე ისევ უნდა წამოვიდეთ აქ
-კარგი-სახე გაებადრა ლილიანას. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და ისევდ ასევდიანდა-რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?
-თუ შევძლებ-გაუღიმა და მის წინ ჩამოჯდა
-ნოეზე მომიყევი. მის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი.
-რა მოგიყვე?
-რავიცი ყველაფერი, ბავშვობაზე მაგალითად. ან როგორი ძმობა გქონდათ? რავი ყველაფერი.
-ნოე-დანანებით ჩაილაპარაკა და თავი ჩაღუნა-ძალიან ცელქი ბავშვი ყოფილა. ნუ მე მის ბავშვობას არ მოვსწრებივარ ,მაგრამ დედაჩემს ათასჯერ აქვს მოყოლილი. ვერ აჩერებდნენ თურმე ერთ ადგილას-ღიმილმა გაურბინა სახეზე-მუდამ დაშავებული იყო, სულ რაღაც სტკიოდა. მაგრამ ამ ცელქობას სწავლაში ხელი არასოდეს შეუშლია. ზედმეტად კარგი მოსწავლე ყოფილა. საუკეთესო ნიშნებზე დაამთავრა სკოლაც და უნივერსიტეტიც. ერთი წლით საზღვარგარეთაც იყო სასწავლებლად წასული.იცი როგორი ძმობა გამიწია? მამა ,დედა დეიდა ,ყველა და ყველაფერი იყო ჩემთვის. დედაჩემი ჩემს მშობიარობას გადაყვა .მან მომიარე, დიდი სიყვარულით გამზარდა . რჩევებს მაძლევდა ,მარიგებდა ყველაფერთან დაკავშირებით .არ არსებობდა თემა რაზეც მასთან ლაპარაკი არ შემეძლო.მასაც თითქოს ყველაფერი ჰქონდა ,მაგრამ აკლდა ყველაზე მნიშვნელოვანი, საყვარელი ადამიანი . არასდროს ისე ძლიერ არ შეყვარებია არავინ ,როგორც შენ. შენთან შეხვედრის შემდეგ სულ სხვანაირი გახდა. მოწესრიგებული ,უფრო სწორად პედანტი ნოე-გაეცინა-არეულ-დარეული გახდა. ვეღარაფერს აბამდა თავს. როდესაც შენგანაც იგრძნო საპასუხო გრძნობა, მაშინ ხომ საერთოდ გადაირია. სულ შენზე ლაპარაკობდა და თუ არ ლაპარაკობდა ფიქრობდა.-ამ სიტყვების მოსმენისას ლილიანას ცრემლი ჩამოუგორდა- ერთი სიტყვით მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენე.
-გელაპარაკებოდა ხოლმე ჩემზე?
-ხოლმე?-გაეცინა ისევ-ხოლმე კი არა რაც გაგიცნო მას მერე სულ შენზე ლაპარაკობდა. მიუხედავად იმისა, რომ....-და გაჩუმდა
-მიუხედავად იმისა ,რომ სულ სხვა რაღაც ჰქონდა დავალებული-ჩაილაპარაკა მან
-ხო ,მაგრამ მას დანახვისთანავე შეუყვარდი. მართლა შეუყვარდი. ამას მეც ვგრძნობდი. არაფრის აღარ ეშინოდა. მანამდე მამაჩვენს ყველაფერს უჯერებდა ,არ ეპასუხებოდა ,მაგრამ როცა საქმე შენ შეგეხო სრულიად დაუმორჩილებელი გახდა.
-მაგის გამოა ახლა ჩვენთან ერთად რომ არ არის.-ცრემლები წასკდა და მწარედ აქვითინდა
-დაწყნარდი ,ლილიანა,ძალიან გთხოვ. არ მოეწონებოდა ნოეს ასეთი რომ ენახე
-მენატრება საშინლად
-ვიცი, მეც ძალიან მენატრება-უთხრა და გვერდით მიუჯდა. ხელები მოჰხვია და შეეცადა დაეწყნარებინა.
საღმოს 6 საათი.
-გაემზადე მალე წავალთ-შესძალა ლაზარემ ლილიანას
ლილიანაც 15 წუთში უკვე მზად იყო და გაუყვნენ გზას. მივიდნენ დანიშნულების ადგილზეც.
-მე აქ დაგელოდები-უთხრა ლილიანას და მანქანის კარი მიხურა. ლილიანა ნელი ნაბიჯებით აუყვა კიბეს.
ამ დროს ლაზარეს ტელეფონზე ზარია
-შვილო, სად დადიხარ? რამდენი დღეა არ გამოჩენილხარ
-მამა, ნუ ნერვიულობ მოვალ მალე-მკაცრი ხმით უთხრა ლაზარემ
-მარტო ხარ?
-კი რა იყო?
-გაიგე, ლილიანას ჩემთვის რომ უჩივლია?
-მართლა?-გაიკვირვა და საჭეს ხელი მოუჭირა-არ ვიცოდი.იმედია მისთვის არაფრის დაშავებას არ აპირებ
-შენ როგორ ფიქრობ ასე დავტოვებ მაგ საქმეს?-გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა
-მის მოკვლას აპირებ?
-არა . ისე გავამწარებ სიკვდილს ინატრებს-თქვა თუ არა ლაზარეს ყურადღება გამაყრუებელმა ხმამ მიიქცია. ისეთი საშინელი ხმა იყო ,ცოტა ხანი არაფერი ესმოდა. სრული არეულობა გამოიწვია ამ ხმამ. მეზობლები გარეთ გამოცვივდნენ . როგორც იქნა ლაზარეც გონს მოვიდა და მანქანიდან გადმოვიდა. მის თვალწინ საშინელი სანახაობა გადაიშალა. კორპუსი ცეცხლში იყო გახვეული. აფეთქება მომხდარა. ამის დანახვისას მას ლილიანა გაახსენდა და საკუთარ თავზე არც უფიქრია ისე შევარდა სადარბაზოში . კიბეები სწრაფად აირბინა და კართან მხოლოდ ლილიანა იწვა უგონოდ. სასწრაფოდ ხელში აიყვანა და იქაორობას გაარიდა. არც გახსენებია რომ შიგნით შეიძლებ კიდევ ვინმე ყოფილიყო. მალევე მოვიდა სასწრაფო. მაგრამ ეს მალე დაგვიანებულიც იყო.

იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი ნორმი

ძალიან კარგია,ველი შემდეგ თავს
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline წევრი buterfly

tako.izek
ძალიან კარგია,ველი შემდეგ თავს

❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent