მუდმივ ხმაურში... 9 თავი
მიმიზე ფიქრებით გამოვიდა გიგი ვარჯიშიდან, გადაცემის გასვლიდან მთელი კვირა იყო გასული, მან კი გაქცევა ვერ მოახერხა ორი წამით მაინც რომ ენახა, თურმე რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, სწორია როცა ამბობენ ადამიანის ფასს მაშინ იგებ, როცა კარგავო. ამ ფიქრებით მიდიოდა და არ იმჩნევდა მამამისის დაქირავებულ ორ ბიჭს უკან რომ მოყვებოდნენ. თავდახრილი წინ მომავალ ხალხს სულარ უყურებდა და ისე დაეჯახა ვიღაცას მთელი ჩანთა ამოუბრუნა. -მაპატიეთ ვერ დაგინახეთ._დაყრილი ნივთების აკრეფაში ეხმარებოდა ნაცნობი ხმა რომ გაიგონა. -არაუშავს ჩემი ბრალია_ ჩუმად ეღიმებოდა ნინის ბიჭის დაბნეულ სახეზე -ეს ალბა თქვენ დაგივარდათ არა?_უცხო ტელეფონი გაუწოდა ბიჭს და მანაც წამში გამოართვა -დიახ, ჩემია, მადლობთ_ბოლომდე მიეხმარა ჩანთის ჩალაგებაში. -გიგი, ორი წუთი გექნება დასამალად, ყურადღებას მე გადავატანინებ_ჩაიჩურჩულა გოგომ და სწრაფად დაუკრა ღიმილით თავი. მაგრად მოიკიდა თავისი სპორტული ჩანთა გიგიმ და ირგვლივ მიმოიხედა დასამალი ადგილის მოსაძებნად, სავაჭრო ცენტრი არ ივარგებს კამერებია, მაღაზიებშიც იგივე, ბოლოს მაღაზიის გვერდით პატარა ჩიხივით შესასვლელს მოკრა თვალი და გაიგონა კიდევაც ნინის ეკივლების ხმა. გოგოს ზუსტად ბიჭების წინ „ფეხი გადაუბრუნდა“ და ერთ-ერთს ჩაუვარდა მკლავებში, მეორემაც ავტომატურად მოხვია ხელი და ეს საკმარისი აღმოჩნდა გიგისთვის იმ შესახვევში ემალულიყო, აი იქ მეორე უკიდურესობა დახვდა, შესახვევს გასასვლელი არ ქონდა, ნაგვისყუთი იდგა მხოლოდ და იმის უკანაც ვერ დაიმალებოდა. ჯანდაბა სხვა გზა არ ქონდა, ცხვირზე თითებ მიჭერილმა ახადა ურნას თავი და შიგნით ჩაძვრა. პატარა ჭუჭრუტანიდან დაინახა როგორ ჩაირბინა მისმა დაცვამ და რამდენიმე წუთში თითონაც ამოძვრა. ტანსაცმელს იფერთხავდა მობილური რომ ამღერდა. მაშინვე უპასუხა -მომენატრე_ ყველაზე საყვარელი ხმა გაიგონა და ბედნიერს ღიმილით დაეხუჭა თვალები. ერთი კვირით ადრე...... უკვე ათი წუთი იყო გადაცემი დასრულებიდან გასული და ხმას მაინც ვერცერთი იღებდა. გამორთული, გაშავებული ტელევიზორი მისი სამი მაყურებელივით დუმდა და ირგვლის სამარისებური სიჩუმე იდგა. -რამეს ვაპირებთ თუ ვიკ*იდებთ?_ვეღარ მოითმინა ნინიმ. -ვფიქრობ მიმი ამას არ უნდა აყვე, ალბათ აიძულეს_ ჩაერია ლაშაც. -რა თქმა უნდა აიძულეს ლაშა, იმდენად კარგად ვიცნობ გიგის მაგას რომ მივხვდე, დარწმუნებული ვარ ასე არასდროს მიმატოვებდა, მამამისია გარეული. -მაშინ უნდა გავიგოთ რითი აშინებს. -ან ჩემით, ან კიდევ ყავს გიგის ვიღაც, ვისი სიცოცხლეც თავისაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, ან ორივე. თემო გვჭირდება. -ის, ის თემო? -ხო ლაშა, აი ის თემო ზუსტად, ახლავე დავურეკავ. ნახევარ საათში თემო მათ წინ იჯდა გიგის დოსიეთი ხელში. -დედა, დედა ყავს, რომელიც სხვა სალში ცხოვრობს, ალბათ მისით დააშინა. უნდა ვნახოთ. -კი, მაგრამ მიმი დაცვა ყავს და ასე იოლად ვერავინ შევა. მაგიდაზე დაგდებულ ეივონის ჟურნალს დახედა ნინიმ და წამიერად გაუელვა იდეამ. -ვიცი რაც უნდა ვქნათ_ მიმის გაუღიმა და ჟურნალს სტაცა ხელი. მეორე დღეს უკვე ქალის სახლთან იდგა და დაცვას ესაუბრებოდა. -გამარჯობათ, ქალბატონმა დამიბარა, შეკვეთას დააგვიანდა და გთხოვთ მალე უთხარით სანამ სამსახურიდან მომხსნიან_გამწარებული სახით ეხვეწებოდა ნინი დაცვას და შეშვებას თხოვდა. 15 წუთში ქალის ოთახისკენ მიყავდათ და შეხვდა კიდევაც სასიამოვნო გარეგნობის ქალს. -რადგან ასე უეცრად გამომეცხადეთ ასეთი შემოთვლით, ვფიქრობ რაღაც გაქვთ სათქმელი. -დიახ, გამარჯობათ, მე გიგის მეგობარი ვარ. -მიმი? -არა, ის შეიძლება ეცნოთ და მე მოვედი, მათი მეგობარი ვარ და დახმარება მინდა, გადაცემით გავიგეთ რაც ხდება, თანაც გიგის ვერ ვუკავშირდებით და ვნერვიულობთ, მივხვდით რაღაც ისე ვერ იყო და თქვენთან დალაპარაკება გადავწყვიტეთ. -მიხარია ჩემ შვილს ასეთი საიმედო მეგობრები რომ ყავს, იცით ცოლის მოყვანა ჩემი დაგეგმილი იყო, ამითი ყურადღება გადავატანინეთ ლევანის, სანამ ის სარძლოს ეძებდა ჩვენ ჩემი გაქცევა დავგეგმეთ, სად უნდა დავიმალო გავარკვევთ და ყველაფერი დასრულდება, მთავარია აქედან გავიდე, თორემ ლევანი კარიერას იმდენად უფრთხილდება არც მე და არც გიგის უფლებას არ მოგვცემს რამე ოდნავ მაინც რომ იეჭვონ. -მოდი მიმის დავურეკავ, იქნებ შევძლოთ ერთმანეთს დავეხმაროთ? -კი ბატონო_ღიმილით დაუქნია ქალმა თავი და სარძლოს ხმის გაგონებას დაელოდა... ............. -მეც მომენატრე მიმი, როგორ ხარ? -მემგონი შენზე უკეთ_სიცილი აუტყდა გოგოს. -არ მკითხო. ხომ იცი რომ რაც ვილაპარაკე ტყუილია? შანსი არაა ის გოგო ცოლად მოვიყვანო. -არ არის გიგი ახსნა საჭირო, უბრალოდ მომისმინე კარგი? -მთელი ყურადღებით. -სადაც ნინი ნახე იმ ქუჩის ბოლოს ლაშა გელოდება მანქანით და ჩემთან მოგიყვანს. -კი, მაგრამ მიმი ლევანიმ დედაჩემი... -ყველაფერი ვიცი, არ ინერვიულო უბრალოდ მენდე კარგი? -ყოველთვის. ლაშა ხმას არ იღებდა, მთელი გზა სიჩუმეში გაიარეს და გიგის ჩაეძინა კიდეც. ლაშას დაძახებამ გააღვიძა და გარემო რომ მოათვლიერა გაოცებისგან აწია წარბები. -აქ რა გვინდა? -მიდი შედი, სამსახურში მაგვიანდება_ ხელის კვრით გადააგდო მანქანიდან გიგი და სიცილით გაბრუნდა ქალაქისკენ. დაბნეული გაუყვა სახლისკენ მისასვლელ ბილიკს გიგი და სახლიდან გამომავალი მიმიც დაინახა. ფართოდ გაეღიმა გოგოს დანახვაზე და წამში მოხვია ბედნიერმა ხელები. -როგორ მომენატრე მიმი. -შენ წარმოიდგინე და რაცარუნდა გასაკვირი იყოს მეც_სიცილით აკოცა მონატრებულ ტუჩებს და თელი ძალით მიიხუტა გულზე. -თუ ერთმანეთს გაჭ....ტთ მე ვიღას მოვეხვიო? -დედა? ახლა მართლა ვერაფერს ვგებულობ_ხან მიმის გადახედავდა გაოცებული ხან დედას. -წამო გამოიცვალა ნაგვის სუნად ყარხარ და მერე ვილაპარაკოთ_სიცილით კრა მანანამ შვილს სახლისკენ ხელი და სამივემ ერთად შეაბიჯეს ნინის სოფლის სახლში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.