შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ შეგიყვარდა?


3-07-2018, 18:07
ავტორი ქეთათო4
ნანახია 2 293

ცხოვრება ამოუცნობია...
ვერც ერთ ნაბიჯს განსაზღვრავ წინასწარ...


დილით ჩიტების ჭიკჭიკმა გააღვიძა მია, გვერდზე გაიხედა და მახარაძეს გადააწყდა, რომელსაც მშვიდად ეძინა. ცოტახანს მას უმზერდა მერე კი ფეხზე წამოდგა, მეორე დღე იყო რაც მახარაძეების ოჯახში გადმოვიდა მაგრამ მოსწონდა რუსუდანი და ნადია, ბატონ ნოეზე აღარაფერს ამბობდა.
ეს ოჯახი რაღაცნაირად თბილი იყო მის მიმართ ფიქრო და კიდეც იქნებ არც იცოდნენ, რომ სანდრო გეგეშიძე მისი ძმა იყო თუმცა ხვდებოდა, რომ მისი ეს ფიქრები სისულელე იყო.
საშინლად შეაწუხა შიმშილმა და ფეხზე წამოდგა, გარდერობიდან მისი სალათის ფერი სარაფანა გადმოიღო და სააბაზანოში შეიკეტა. თითქოს ცდილობდა ფეხი აეწყო ცხოვრებისთვის და მაქსიმალურად მშვიდად ყოფილიყო. წყალში დიდხანს ინევივრა მერე კი ტანი შეიმშრალა, სარაფანა გადაიცვა და სააბაზანო დატოვა.
გიგას ისევ მშვიდად ეძინა ამიტომ ფრთხილად დატოვა ოთახი და სამზარეულოსკენ წავიდა.
-იმედია არ ამდგარან ჯერ! ამოიჩურჩულა თავისთვის და სამზარეულოში შეაბიჯა. არავინ დახვედრია, ამიტომ თამამად გამოაღო მაცივრის კარი და ფორთოხლის წვენი გამოიღო, მერე ქათმის სალათი და დახლზე ლამაზად დაალაგა ყველაფერი.
იქვე სკამზე ჩამოჯდა და გემრიელად შეექცა ყველაფერს მერე კი იქაურობა მიალაგა და აივანზე გავიდა.
-ქალბატონო მია
-გისმენ
-ასე ადრე რატომ ადექით? რატომ არ მითხარით რამე თუ გნებავდათ? ბატონი გიგა იჩხუბებს
-ნუ ღელავ ნადია მხოლოდ შენ იცი, რომ ადრე ავდექი და ვჭამე, თუ შენ არ იტყვი ვინ გაიგებს?
ქალს თბილად გაუღიმა და ხედს გახედა.


საბერძნეთი ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა მთელს დედამიწაზე. განსაკუთრებით თუ კრეტაზე ან კვიპროსზე აღმოჩნდები.
ქალბატონი ანასტასია უკვე 4 წელია აქ ნებივრობს და საკუთარ სტატუს იმტკიცებს.
გამომძიებელი გახლავთ და საკმაოდ წარმატებულადაც მოღვაწეობს ამ სფეროში. ერთ-ერთი ცნობილი და მისაბაძი ქალია საბერძნეთში.
რომ კითხოთ აუცილებლად იტვის საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებო მაგრამ ცხოვრება ისეთი რამაა წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ.

დილის 7 საათი იყო ვიბლიანის ტელეფონი, რომ აწკრიალდა და წამსვე შეიშმუშნა თვალები გაახილა და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დასწვდა
-ალო
-ანასტასია
-ბატონო გივი! თბილად მიმართა მოსაუბრეს
-როგორ ხარ შვილო?
-კარგად თქვენ?
-რა მიჭირს. შვილო გვჭირდები.
-რა მოხდა? რამე სერიოზულია?
-გამომძიებელი ხარ შვილო, 3 წელია ერთ კლანს დავსდევთ მაგრამ ვერაფრით ვარკვევთ ვერაფერს. ჩნდებიან და მერე უჩინარდებიან თითქოს მიწას ჩაეყლაპა მათი თავები.
გუშინ წინ გამოჩნდნენ და კვალსაც კი ვერ ვაგნებთ! შენზე ჭკვიანი და ამ საქმეში გამოცდილი არავინ ვიცი არც გამახსენდა ამიტომ იქნებ სულ 2 თვე დაბრუნდე საქართველოში.
გპირდები მხოლოდ ორი თვე წაგართმევ დროს.
-ბატონო გივი ხომ იცით როგორ მიყვარხართ? თქვენ, რომ არა არ ვიქნებოდი ის რაც ვარ. აუცილებლად თქვენს სამსახურში მიგულეთ. ზეგ ჩამოვალ ჰერ არავის უთხრათ!
-ჩემო გოგონა დიდი მადლობა!
-შეხვედრამდე ბატონო გივი!
თბილად დაემშვიდობა მის მასწავლებელს და ფეხზე წამოდგა.
უყავრდა ეს კუნძული ძალიან, ის ხედი უყვარდა ყოველ დილით, რომ გასცქეროდა. ხმელთა შუა ზღვის ნაპირებს გაჰყურებდა და ტკბებოდა.
რაღაცნაირად უჭირდა ამ ადგილის დატოვება მაგრამ ხვდებოდა, რომ ახლა იყო დრო დაბრუნებულიყო სამშობლოში.


თვალი გაახილა გიგამ და გვერდით მია, რომ ვერ დაინახა ფეხზე წამოდგა. მაისურს იცვამდა კარი გეგეშიძემ, რომ შეამოაღო.
-სად იყავი?
-ვეღავ ვიძინებდი და გავედი უვრალოდ.
-გამაფრთხილე ხოლმე!
-უბრალოდ გეძინა.
-არაუშავს გამაღვიძე. უხეშად მიუგო პასუხი და ოთახი დატოვა.
-რატომ მექცევი ესე? თვალებზე ცრემლი მოადგა მაგრამ ცდილობდა არცერთხელ ეტირა მის გამო და ასე თუ ისე ახერხებდა თუმცა გულში დიდ ჭრილობებს გრძნობდა.
ამბობდა მძუულსო მაგრამ მისი გაყინული გამოხედვა და საუბარი გულს საშინლად სტკენდა. საკმარისი იყო ეყვირა, რომ მის მწვანეებზე ცრემლების გუბე ჩნდებოდა. ყველაზე მეტად ეზიზღებოდა მომენტი როცა ზედ არ უყურებდა მას.
რაღაც ემართებოდა მია გეგეშიძეს მაგრამ საკითხავია რა?


-ბატონო დამიანე
-გისმენ
-გავიგეთ ქალი ჩამოყავთ
-მიყვარს ქალებთან თამაში! ტუჩის კუთხე ჩატეხა დამიანემ და ვისკით სავსე ჭიქა ხელში შეათამაშა.
----
ცხოვრება გასეირნებაა სამუდამო ძილის წინ! სწორედ ამიტომ სწორად უნდა იყენებდე ყოველ წუთს...
წამს.
საათს...
დღეს...
თვეს....
წელიწადს...
მაგრამ ისიც რთულია იცხოვრო და მოასწრო ყველაფერი რაც გსურს.
რთულია ყველაფერი კარგად იყოს მაგრამ ვალდებული ხარ იყო ძლიერი რათა ყველაფერ ცუდს გაუძლო.
მარტო ერთხელ მოდიხარ...
და ერთხელ მიდიხარ...
გააკეთე ყველაფერი როგორც გსურს, მოასწარი ამ ცხოვრებაში ყველაფერი.
რადგან ამის შანსი აღარ გექნება
---
აგვისტოს 7 იყო.
თბილისის აეროპორტში შავგრემანი ულამაზესი აღნაგობის ქალი გამოჩნდა.
ეტყობოდა კარგი საქმისთვის არ იყო ჩამოსული.
არავინ დახვედრია ანასტასიას რადგან ზედმეტი ყურადღების მიქცევა ახლა ყველაზე ნაკლებად მას სურდა.
აეროპორტიდან გამოდიოდა არასასურველი სუნი, რომ იგრძნო მერე კი თვალები მიეხუჭა...

----
ახალი პერსონაჟი ნამდვილად სჭირდება მოთხრობას თუნდაც იმიტომ, რომ როცა აქ ვწერ პატარა ჩნდება მხოლოდ მიაზე და გიგაზე.
ვიცი ესეც პატარაა თუმცა დღესღა მაპატიეთ და მერე დიდ თავებს დაგიდებთ ხოლმე❤
თქვენი ემოციები გამიზიარეთ აბსოლიტურად ყველამ და მითხარით მოგწონთ ახალი პეროსაჟები? და ა.შ❤



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომეწონა ახალი გმირების დამატება. ამ კლანზე წინა თავებში მგონი არაფერი თქმულა. თავები აუცილებლად გაზარდე და მკითხველიც მოგემატება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent