სექტუმ სემპრა II თავი
-გიმეორებ ვისი სისხლია-თქო?! -მამაჩემის... ჯერ გაუკვირდათ , შემდეგ ცოტა უფრო თამამად მიუახლოვდნენ დრაკოს. ის შეშინებული ჩანდა და სინანულით დაჰყურებდა ხელებს. -შენ ის... შენ ის მოკალი? -არ ვიცი. -რა მოხდა? ჰარი ჯერ კიდევ ჯოხით ხელში განაგრძობდა დრაკოს დაკითხვას. -ჰარი გეყოფა დაუყვირა ჰერმიონმა და წინ გადაუდგა. -ვერ ხედავ რა მდგომარეობაშია? ის დრაკოსთან მივიდა. -წამოდი მოწესრიგდი და დაისვენე. დრაკომ თავი დაუქნია და შენობისკენ გაემართა -მე ამას მივხედავ, შენ წადი რონი და ჯინი ჩამოიყვანე... და კიდევ მიუსამძიმრე მათ ჩემგან. -დარწმუნებული ხარ რომ ეს რაიმე ხაფანგი არაა? -ჰარი ახლა არავის აქვს ამის თავი და არც ძალა, მითუმეტეს ასეთი დრაკო მე ჯერ არ მინახავს. -კარგი. ფრთხილად იყავი მაინც. -რონს გადაეცი რომ მიყვარს და მომენატრა. -კარგი. ჰარიმ გაუღიმა და გავიდა სკოლის ეზოდან. ჰერმიონმა მალფოი თავის ოთახში აიყვანა. სლიზერინის ყველა წევრს აეკრძალა სკოლაში შემოსვლა გარდა იმ მოსწავლეებისა, რომლებიც ჰოგვორტსის მხარეს იბრძოდნენ, თუმცა ასეთი ერთეულები იყვნენ. -აქ არ უნდა დაგინახონ. -გრეინჯერ... -გისმენ -რატომ მეხმარები? -უბრალოდ ახლა გჭირდება დახმარება -მე ხომ შენთვის კარგი არასდროს გამიკეთებია -მე ყველაფერი ცუდი ომს გავატანე, შენც ამას გირჩევ. -ჰო ალბათ ასე ჯობს... ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. ამ დროს ჰერმიონი კარადებში ტანსაცმელს ეძებდა ხან ერთში ხან მეორეში. -ვწუხვარ... მეც დავკარგე მეგობრები და ვიცი რას გრძნობ. თქვა დრაკომ და თავი ჩაღუნა -შხაპის მიღებას არ აპირებ? დრაკო წამოდგა და სააბაზანოსკენ გაემართა. ჰერმიონმა სუფთა ტანსაცმელი დადო საწოლზე, რომელიც ბიჭების კარადებში მონახა და ოთახიდან გავიდა. *** ჰარი მიადგა ვიზლების სახლს. არ იცოდა ჯინის ნახვა უფრო უხაროდა თუ რონის. გული გამალებით უცემდა. სახლი ცარიელს გავდა. კარი შეაღო და... -ავადა... ჰარიმ მომენტალურად წაგლიჯა ჯინის მისკენ მომართული ჯოხი -ჯინი მე ვარ. -ჰარი?! ის გადაეხვია, შემდეგ მოულოდნელად მოიშორა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. -წადი პოტერ! ჰარის გაუკვირდა და არ ესიამოვნა ჯინიმ გვარით რომ მიმართა. მის თვალებში კი ზიზღი ამოიკითხა. -არავის უნდა აქ შენი ნახვა. -ჯინი...მე ვწუხვარ... -წუხხარ? შენ იცი ჩემი ოჯახი რა დღეშია? დაუყვირა მან ჰარის, რომელიც ასეთ რეაქციას არ ელოდა. -არ ვიცი და მოვედი რომ გავიგო და დაგეხმაროთ რითიც შევძლებ. -რითიც შეგეძლო უკვე დაგვეხმარე... წადი ჯინის ხმა აუკანკალდა და ცრემლები ვერ შეიკავა. -ჯინი სახლში ვარ! რონის ხმა გაისმა და ჰარიმ სიხარულით გახედა მეგობარს, მაგრამ რონის მაგივრად სულ სხვა პიროვნება დაინახა. ის თითქოს დაკაცებულიყო და შესახედაობაც უფრო მკაცრი ქონდა. ეს ცანცარა რონი აღარ იყო. -რამე გინდა პოტერ?! -რა ჯანდაბა დაგემართათ?! მე ჩემი მეგობრები მინდა მხოლოდ და მხოლოდ. იცით ჰერმიონი როგორ ნერვიულობს? გელით როდის უპასუხებთ მის მეათასე წერილს მაინც. განსაკუთრებით შენ გელის რონ. მას უყვარხარ და ენატრები. -ჩვენ მეგობრები არ ვართ პოტერ არც შენი და არც იმ ბინძურსისხლასი. ზუსტად ასე გადაეცი. წადი აქედან! -რონ?! ასე ნუ მოიხსენიებ ჰერმიონს! დაუყვირა ჰარიმ -რა დაგემართა რონალდ ვიზლი?! -ნუ მიყვირი! ვერ გაიგე რომ აქ შენი ყოფნა არავის უხარია? -კარგი თუ ასეა. ჰარის ბრაზი ახრჩობდა და უნდოდა მისი წასვლით და ზედმეტი ჩხუბის გარეშე დაესაჯა რონი და ჯინი, რომ მიეხვედრებინა თუ როგორ ატკინეს გული. ბევრი კამათის გარეშე დატოვა სახლი. თუმცა იმას ფიქრობდა როგორ ეთქვა ეს ჰერმიონისთვის. დრაკომ ზიზღით გადახედა საწოლზე დალაგებულ ტანისამოსს. -ვიზლის ფორმა? ამ დროს ჰერმიონი შემოვიდა და როდესაც დრაკო დაინახა მხოლოდ პირსახოცშემოხვეული თვალებზე ხელი აიფარა და შებრუნდა. -ბოდიში, მეგონა უკვე ჩაიცვი... მერე შემოვალ მან წასვლა დააპირა -გრეი...ჰერმიონ! ამის ჩაცმას არ ვაპირებ. -სუფთაა -კი მაგრამ ის ვიზლისია?! -პირსახოცით თუ გირჩევნია ყოფნა შენი ნებაა. -კი მგონი ჯობს. -მაშინ მოგიწევს მშიერ-მწყურვალი, მარტო იწვე აქ, რადგან მე არ შემოვალ და შენ ქვევით ჩასვლა ისედაც არ შეგიძლია. დრაკომ ღრმად ამოისუნთქა -კარგი ჩავიცვამ და გარეთ გასვლას რაც შეეხება იქნებ მინერვას დაველაპარაკო. -ჯერ ადრეა. ვეცდები ხელსაყრელ მომენტში შეგახვედროთ. ის ჯერ კიდევ გლოვობს და სტუდენტების ნახევარი ისევ ლაზარეთშია ჯობს არავინ დაგინახოს ჯერჯერობით... და კიდევ... სლიზერინს აუქმებენ. -რა? როგორ? ეს ხომ დაუშვებელია! -ეს ყველაზე მცირე სასჯელია დრაკო თქვა გაბრაზებით ჰერმიონმა. ახლა დაგტოვებ ჩაიცვი. ერთ საათში სადილს ამოგიტან. ჰერმიონი გავიდა. დრაკომ ჩაიცვა ტანსაცმელი და ჩაილაპარაკა -ვიზლის სუნი უდის. შემდეგ ერთ-ერთ საწოლზე წამოწვა და ფიქრებში გაერთო. *სლიზერინს აუქმებენ? ანუ წასასვლელი არ მაქვს. ან რატომ დავბრუნდი აქ. კარგი კითხვაა თუ გავითვალისწინებთ, რომ მეგობრებიც კი არ მყავს რომ ვინმესთან წავიდე.* ამ დროს გაიგო რომ საერთო ოთახში ვიღაც შემოვიდა და გადაწყვიტა დამალულიყო საწოლის ქვეშ. ოთახის კარი რომ გაიღო და ჰარი დაინახა შვებით ამოისუნთქა და გამოძრომა დააპირა, თუმცა ჰარიმ თავისთვის დაიწყო ლაპარაკი და გადაწყვიტა არ გამოსულიყო და მოესმინა. -დებილი რონი! როგორ ვუთხრა ჰერმიონს მისი სიტყვები. „ბინძურსისხლა“? ეს მეტისმეტია. იქვე უნდა დამემტვრია ცხვირპირი. იქნებ წერილი დავწერო რონის მაგივრად?! ჰარი ჩაფიქრდა, მაგიდიდან ფურცელი და კალამი მოიმარჯვა და წერა დაიწყო. -ძვირფასო ჰერმიონ... არა ეს ძალიან შეუფერებელია რონისთვის... საყვარელო ჰერმიონ!... ჩემო ჰერმიონ?!.. ოოოო რა რთული ყოფილა! დრაკომ გადაწყვიტა ჰარის დახმარებოდა და საწოლის ქვეშიდან გამოძვრა. -დაწერე ძვირფასო ბინძურსისხლა! ჰარის ჯერ მოულოდნელობისგან შეეშინდა, შემდეგ გაბრაზდა. -შენ მისმენდი?! -კი. ხმამაღლა ფიქრს უნდა გადაეჩვიო პოტერ. -ჰერმიონზე ბინძურსისხლას დაძახების უფლებას აღარ მოგცემ! -მე არც დამიძახია, ეს ხომ რონის სიტყვებია. ვფიქრობ ჰერმიონმა სიმართლე უნდა იცოდეს. -ეგ შენი გადასაწყვეტი არაა! არ ვაპირებ ახლა მისთვის სიმართლის თქმას, რადგან მალე რონი გონს მოეგება, ჩამოვა და ისინი კვლავ ერთად იქნებიან. რონის სიტყვებს რაც შეეხება, მათ შესახებ მხოლოდ მე, შენ და რონს გვეცოდინება. ჰერმიონი ვერასდროს გაიგებს რონისგან მსგავს სიტყვებს. იმედია ჩემს წინააღმდეგ არ წახვალ მალფოი თორემ... -ჩემი პრობლემებიც მყოფნის პოტერ. წითელთავას და გრეინჯერის სიყვარული არ მადარდებს, მაგრამ წერილს მგონი მე უკეთ დავწერ. დრო ისე გავიდა, რომ წერაში გართულმა ბიჭებმა ვერც კი შენიშნეს. კარზე კაკუნი გაისმა და ხმა გაიგეს: -მალფოი იმედია ახლა მაინც გაცვია! ჰარიმ დრაკოს საეჭვოდ გახედა. დრაკომ სერიოზული და მკაცრი მზერა დაუბრუნა და პასუხი გასცა ჰერმიონს: -შემოდი! გვიან მიხვდნენ რომ წერილი მაგიდაზე იდო და დამალვა დააპირეს, თუმცა ჰერმიონმა მოასწრო შემოსვლა და ეგრევე შენიშნა წერილი ჰარის ხელში. -საჭმელი მოგიტანე. უთხრა დრაკოს და ლანგარი საწოლის გვერძე კომოდზე დადო. -მადლობა. გაუღიმა დრაკომ და საწოლზე ჩამოჯდა. ჰერმიონმა ჰარისკენ მიაპყრო მზერა და წერილს მიაჩერდა. -ჰარი ეს რა არის? -ეს.. ჰარი დაიბნა და დრაკოს გახედა. დრაკომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -ეს რონის წერილია... შენთვის გახარებულმა ჰერმიონმა ხელიდან გამოსტაცა წერილი და თავის ოთახში გაიქცა. -მგონი ეს არ უნდა გვექნა გვიან მიხვდა ჰარი -გეუბნებოდი უთხრა დრაკომ ნიშნისმოგებით და გემრიელად შეუდგა ჭამას. -გითხარი რომ რონის ფორმაში სასაცილოდ გამოიყურები? -ჩემი ბრალი არაა რომ შენი მეგობრის ფორმა 3 ზომით დიდია. -ხო ჭამა უყვარს. ჰარის რონის სიტყვები გაახსენდა მასზე საუბრისას და გაბრაზდა. მას დრაკოსთან ყოფნაც არ უნდოდა და გრიფინდორის საერთო ოთახში ჩავიდა. ცოტა ხანში ბედნიერი ჰერმიონიც ჩამოვიდა და გვერძე მოუჯდა. ჰერმიონი-კი მაგრამ რატომ არ წამოვიდნენ ჯინი და რონი? ჰარი-მისის ვიზლის და ჯორჯს ძალიან უჭირთ ახლა... ჰერმიონი-ხო მესმის, მაგრამ მეც თქვენს გარდა არავინ მყავს. შენ, რონი და ვიზლები ხართ ჩემი ოჯახი. დრაკო-თქვენ მეგობრები გყავთ... ორივემ გაკვირვებულმა დრაკოსკენ გაიხედა. ჰერმიონი-უი სულ დამავიწყდა დრაკო, ბლეზ ზაბინი მოიყვანეს დღეს საავადმყოფოში. დრაკო-რა? ცოცხალია? ჰერმიონი-კი... ცოტა დამტვრეულია, მაგრამ მთავარია ცოცხალია... მასთან ვერ ჩახვალ, მაგრამ რომ გამოკეთდება აქ ამოვიყვან მასაც და შემდეგ ერთად დაელაპარაკეთ მინერვას... დრაკო-რაზე დაველაპარაკო მინერვას. სლიზერინი აღარ არსებობს. ჰერმიონი-ახალი განაწილება მოითხოვეთ სლიზერინელებისთვის. დრაკო-და გრიფინდორში გადმოვიდე? ჰარი-ეგრე დარწმუნებით ნუ იტყვი. თქვა ბრაზნარევი ღიმილით და ოთახიდან გავიდა. დრაკო-მინერვას სლიზერინი არასოდეს უყვარდა. ჰერმონი-სიყვარულის საბაბი არ მიგიციათ დრაკო დივანზე ჩამოჯდა ჰერმიონის გვერდით ჰერმიონი-ვერასდროს წარმოვიდგენდი შენთან თუ ასე ვისაუბრებდი. დრაკო-მე არც მინდოდა წარმოდგენა... ცოტა ხანი ორივე ჩუმად უყურებდა მოგიზგიზე ბუხარს. უეცრად ფანჯრიდან ლუციუსის ბუ შემოფრინდა და დრაკოს ხელებში მყვირალა ჩაუგდო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.