შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [13]


7-08-2018, 16:25
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 3 056

-კაფეში არ მიდიხარ?- თიკომ გამოსძახა დაქალს ჩართულ სიმღერებში.
ლილე საკმაოდ გართული იყო ხატვაში და არაფერი გაუგონია. მისაღებ ოთახში თხელი, გრძელი მაისურით იჯდა. წინ, მოლბერტზე დამაგრებული ტილო ედო და პალიტრაზე შესაფერის ფერებს არჩევდა. ხელები სულ მოსვრილი ჰქონდა ღია ცისფერით და ვერც იაზრებდა სახეზე შიგადაშიგ როგორ ისვამდა. ტილოზე ხატვა ხშირად არ უნდებოდა, ნერვები არ ჰყოფნიდა მთელი დღე ერთ ადგილას მჯდარიყო და ეხატა. თან სულ ღელავდა, რომ კარგი არ გამოუვიდოდა და თავს იკავებდა. მხოლოდ მაშინ გადაწყვეტდა ფერების ამოლაგებას, როდესაც ცუდი ხასიათი შემოუტევდა. მაშინ შეეძლო სიმღერები ბოლო ხმაზე ჩაერთო, თავის სამყაროში ჩაძირულიყო და არაფერზე ეფიქრა ნახატის გარდა.
-კაფეში არ მიდიხარ-მეთქი? - თიკო თავზე დაადგა და თმები პატარათი მოწიწკნა.მხოლოდ მაშინ ახედა ლილემ და შეუბღვირა.
-არა, უფროსმა დამირეკა და მითხრა დღეს არ ვმუშაობთო- ისევ ნახატს მიუბრუნდა და თევზის კუდის გამოყვანა დაიწყო.
-მგონი გაგდებს და გიმალავს.- თიკომ დამცინავად წაკბინა.
-მგონი შენი წასვლის დროა!- ლილემ პასუხი დაუბრუნა.
-წავალ და მოგენატრებიი!-დასჩხავლა თავზე თიკომ და ჩანთა აიღო, - წავედი მე. დღეს თუ რამე კარგის გაკეთება მასწავლეს, მშიერი დამხვდი.
-ნეტა უშენოდ როდის ვჭამ- ლილემ ჩაიბუტბუტა და დაქალს დაემშვიდობა.
უკან ორი დღის შემდეგ დაბრუნდნენ. კაცთან საუბრის შემდეგ დაწყნარება ნორმალურად ვერ შეძლო. ზენონს თუ დაივიწყებდა , მაშინათვე ოჯახი გაახსენებდა თავს და უარესად იძაბებოდა. საბედნიეროდ მამამის მეორედ აღარ დაურეკავს, სადმე გზაშიც არ გადაყრია, მაგრამ სინამდვილეში არც ლილე იწუხებდა გასვლით თავს. შეეძლო ეფიქრა რომ კაცი დანებდა და მიხვდა შვილისთვის უკეთესი მარტოობა იყო, მაგრამ ახლა მაფიოზზე ვსაუბრობდით, მას შვილის წუწუნიც არ შეაჩერებდა.
უეცარმა კარების ჯახუნმა ლილე გამოაფხიზლა და უკან მიტრიალდა, ეგონა სახლში ვიღაცა შეუვარდა, მაგრამ თიკო რომ დაინახა, დაწყნარდა.
-სწრაფჩამკერი დამრჩა!- დაიყვირა თიკომ და ოთახში შევარდა, - ვიპოვი და ისევ გავვარდები.
-შუა გზიდან მობრუნდი დებილო?- ლილემ უსაყვედურა და ისევ ნახატს მიუბრუნდა.
-აბა რას ვიზამდი! შენ სახლიდან ვერ გაგაგდებს კაცი რამის მოსატანად!
-ვაიმე, სოფელში უნდა დამეტოვე რა!- ლილემ შეიცხადა და დაქალის დამშვიდობებას ყურადღება აღარ მიაქცია.
თავისთვის ცხელი კაკაო გაიკეთა, რომელიც უგემური გამოდგა, მაგრამ თიკოს უკან მეორედ ხომ ვერ დააბრუნებდა. ისევ სკამზე მოკალათდა, სათვალეები გაისწორა და საქმეს შეუდგა. ნახევარ საათში უკვე შეძლო და მთავარი ფიგურები დაიტანა ტილოზე, მაისურიც აბდაუბდა გაქნეული ფუნჯით დასვარა. ბოლო დეტალებზე რომ იყო გადასული, კარების გაღების ხმა მეორედ გაიგო და გაეცინა.
-არ მითხრა, რომ კიდევ რამე დაგრჩა. მგონი ჯობია საერთოდ აღარ წახვიდე და კაკაო გამიკეთო.
ხმა არავინ გასცა, თუმცა ნაბიჯები არ შეწყვეტილა და გაწელილი სიჩუმის შემდეგ ლილემ აიხედა. წინ ზენონი დაინახა, რომელიც ძველებურ შარკვალკოსტუმში არ იყო გამოწყობილი. გოგონამ რომ მისი სახლის ყოფნის დროს, ერთი მაისური ითხოვა, სწორედ ეგ ეცვა. ლილეს წყნარი შავი თვალებით უყურებდა, როგორც ლომი და არ უნდოდა პატარა კურდღელი დაეფრთხო. მოძრაობებს ნელა აკეთებდა, ლილესთან ახლოს მისვლას ვერ ბედავდა, ამიტომაც იქვე სავარძელში მოკალათდა.
ლილე დიდხანს აშტერდებოდა, ადგილს არ იცვლიდა და უბრალოდ უყურებდა. უყურებდა კაცს, რომელიც თურმე მონატრებია.
-კარები ღია იყო.- ზენონმა მისთვის უცხო, მშვიდი ხმით წარმოთქვა და ლილეს თვალები არ მოაცილა. გოგონაც საპასუხოდ უყურებდა, ამიტომ პასუხისთვის დიდხანს დასჭირდა დრო.
-თიკო მეგონე.- ბოლოს ჩაიბუტბუტა უსარგებლო ინფორმაცია ლილემ.
-მივხვდი- ბიჭმა გაღიმება სცადა- კაკაოს გაკეთება ნამდვილად არ მეხერხება.
კვლავ სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ზენონმა ლილეს ფიგურა შეათვალიერა და მის უჩვეულო ფორმას დააკვირდა.
-სათვალეს ხმარობ?- უეცრად იკითხა.
-კი...უფრო კონტაქტებს ვხმარობ, მაგრამ ზოგჯერ თვალები მტკივდება და...სათვალეს ვიკეთებ.
-არ ვიცოდი- ბიჭმა ხმადაბლა წარმოთქვა. ნელა წამოდგა სავარძელიდან, ლილეს რეაქციას დააკვირდა. ზანტი ნაბიჯები გადადგა მისკენ და წინააღმდეგობა რომ ვერ დაინახა, ლილეს წინ იატაკზე მოთავსდა. ხელები ზევით ასწია, გოგონას სახესთან მიიტანა. ანგელოზის წამიერი დამფრთხალი თვალები დაინახა და დასაწყნარებლად გაუღიმა. სათვალეები ნაზად მოაშორა სახიდან, შემდეგ თვითონ გაიკეთა. ესეთი უცნაური ჩვევა ყველას ჰქონდა, მითუმეტეს თინეიჯერულ ასაკაში. ყველა ინტერესით იკეთებდა ხოლმე სხვის სათვალეს, მერე დაიჭყანებოდნენ და იტყოდნენ: უი რამხელაზე ვხედავო. ზენონის მსგავსი საქციელი კი ისეთი უჩვეულო იყო ლილესთვის, წამით სიზმარში ეგონა თავი.
ესეთი ზენონი ჯერ მას არ უნახავს.
-ახლა ვეღარ გხედავ-ლილემ ნაზად წარმოთქვა და სათვალეებს დახედა.
ზენონმაც უკან დაუბრუნა და მის სახეს კვლავ დააკვირდა.
-ახლა...სულ სხვანაირი ჩანხარ- ბიჭმა აღიარა.
-მეც იგივეს თქმა შემიძლია შენზე.
ზენონმა პატარათი გაიღიმა, ოდნავ გამბედაობა მოემატა, ლილეს ფეხშიშველი ფეხები ნელა ასწია ცივი პოლიდან და კალთაში ჩაიწყო. არ გამოპარვია როგორ დაუარა ლილეს ტანში ჟრუანტელმა. გოგონას მეორედ რომ ახედა, მზერა მის გრძელ მაისურზე შეაჩერა.
-უცნაური გატაცება გაქვს დიდ მაისურებზე?
-ჰო...მსგავსი რაღაცის თქმა შეგიძლია-ლილემ თავის მაისურს დახედა.- ამჯერად შორტიც მაცვია.
ზენონმა აქ ღიმილი ვეღარ დამალა და გოგონას თავისი თეთრი კბილები გამოუჩინა. თითები ლილეს ხელებზე დაასრიალა და საღებავების ლაქები თვითონაც გადაედო.
-სულ დასვრილი ხარ.
-ვიცი, ხშირად მომდის ასე...თიკო დამცინის ხოლმე, მარტო მაშინ ხატავ დასაბანი რომ ხარ და საღებავებით დასვრა არ გეზარებაო.
-თიკო მგონი იტყუება, რადგან შესანიშნავად გამოიყურები. შენნაირი გოგონა ჭუჭყიანი ვერ იქნება.- ბიჭმა შავი თვალები მიანათა, ლილემაც პირველად გაუღიმა საპასუხოდ.
-თიკო ყოველთვის იტყუება... და დემეტრეს აშინებს.
-მართლა?- ინტერესით მოჭუტა თვალები.
-წინაზე ჩემს ტელეფონს უპასუხა, თიკომ ისე გამოლანძღა, შეშინებული მეუბნებოდა სამჯერ დამწყევლაო.
ზენონს მის სასაცილო ხმაზე უფრო მეტად გაეღიმა, თიკო პირველი შეხვედრიდანვე მძიმე ხასიათის ჩანდა და მისი დემეტრეს შეშინება არც ისე გასაკვირი იყო.
-ფრჩხილებს იზრდი?- ზენონმა კვლავ უცნაური კითხვა დაუსვა, - კაბებს არ იცვამ, არც მაკიაჟს იკეთებ, თმებიც სულ საყვარლად აბურდული გაქ, ნუთი რაღაც ქალურიც გახასიათებს?- გოგონას გასაწვალებლად იკითხა.
-მერე რაა, ბიჭი ხომ არ ვარ,- ლილეს ოდნავ დაებერა ლოყები, - ლაქის წასმა მიყვარს, ფრჩხილებზე დიზაინებს ვიხატავ ხოლმე, როგორც ფურცელზე.
-არც კი მიკვირს- ზენონმა გოგონას ხელები სახესთან ახლოს მიიტანა ანგელოზს თითები დაუკოცნა. მისი საღებავებით სახე სულ მოეთხუპნა, მაგრამ არ ჩიოდა.
-რატომ მისვამ ამ უცნაურ კითხვებს?- ლილემ ბოლოს ჰკითხა.
-იმიტომ რომ შენზე არაფერი ვიცი. როცა წვრილმანებიც არ ვიცი, როგორ უნდა მოგთხოვო შენი საიდუმლოების მოყოლა.
ზენონის აღიარებამ გამოაფხიზლა ლილე. გულმა კვლავ დაუწყო სწრაფი ცემა და ტირილი მოუნდა, რადგან ბიჭი მასთან დაბრუნდა. არა ყვირილით და ყველაფრის ლეწვით, როგორც ანდრეამ გააფრთხილა, არამედ წყნარად როგორც ქანდაკებას სჩვეოდა. ზუსტად ასეთი წყნარი და მომაჯადოვებლი გაიცნო ლილემ, სიბნელეში მდგომი დემონი.
-მომიყვები ყველაფერს რასაც კი გკითხავ?- ზენონმა ხელები მის სკამზე დააწყო, - მე კი საპასუხოდ არ გაგიბრაზდები, ჩემს მოცემულ ყველა პირობას ავასრულებ.
ლილემ მის დახრილ ფიგურას დააკვირდა, შემოთავაზებას მაშინათვე დასთანხმდა და ამის ნიშნად ბიჭს თითები შავ კულულებში შეუცურა.
-შემაშინე.- ლილემ სიჩუმის შემდეგ აღიარა.
ზენონმა მაშინათვე ახედა და სახე გაუმკაცრდა. თავის თავზე გაბრაზდა. ლილეს პირვანდელი კითხვა გაიხსენა მათი მეორე შეხვედრისას და მიხვდა რომ გოგონას მთავარი პირობა დაურღვია.
-მაპატიე, შენი შეშინება არასდროს მდომებია. როგორ გგონია, წასვლის შემდეგ შენს დამფრთხალ თვალებზე არ ვფიქრობდი?- თავი მიაბრუნა და გოგონას გამოწვდილ ხელს მიელამუნა. საუბრის დროს მათი ასეთი ნაზი შეხებები ორივეს აწყნარებდა და შემართებას აძლევდა.
შორიდან რომ შეგეხედათ ძალიან უცნაური დასანახი იყო ანგელოზის წინ დაჩოქილი დემონის ნახვა. დემონის რომელიც აქამდე საშინელ განრისხებას ავლენდა და ანგელოზს ტკივილით ემუქრებოდა. აქედან გამომდინარე მათი საუბარი ასე არ უნდა დაწყებულიყო. მეტი დაძაბულობა, ყვირილი, დალეწილი ნივთები და ქაოსი უნდა ყოფილიყო გარშემო, მაგრამ გატეხილი ავეჯის მაგივრად, ფერადი საღებავები იყო; უხეში,ხმამაღალი ყვირილის მაგიერ- ნაზი, მომთმენი ხმა ისმოდა. წყვილს შორის დიდი მანძლი, ახლოს ყოფნით და წმინდა შეხებებით შეიცვალა, ჩაწითლებული თვალები- ნაზი მზერით, გაღიზიანებული სახე- საღებავებით მოხატული კანით. ოთახში სრული იდილია იდგა და ერთმანეთის მიმართ მოწიწება იგრძნობოდა. ამ გარემოს კი თვითონ ლილე და ზენონი ქმნიდა, მიუხედავად წარსულის კამათისა. მათი სხვა ადამიანებისგან განმასხვავებელი სულ პატარა წვირლმანებიც რომ არა, აქ ყველაფერი დაინგრეოდა.
-ასე ძალიან რატომ გაბრაზდი? არასდროს მინახიხარ ეგეთი გამწარებული...-ლილე ნაზი ხმით ელაპარაკებოდა და მის კვლავინდელ გაბრაზებას ერიდებოდა.
-ანდრეასთან...ძალიან ცუდი მოგონება მაკავშირებს. მის გამო დედა დავკარგე და ის შენთან რომ წარმოვიდგინე, ვეღარ გავუძელი...- ზენონი ნელა და გარკვევით ლაპარაკობდა, ცდილობდა გრძნობებს არ აჰყოლოდა. - გიჟი და უკონტროლო არ გეგონო, უბრალოდ ეს ძალიან პატარა ტრამვა მაქვს ბავშვობიდან. ხშირად არც მეორდება, ათასში ერთხელ. თუ მეორედ ამის მომსწრე გახდები, ჯობია ცოტა ხნით დაწყნარება მადროვო და მერე ისევ შენი ქანდაკება გავხდები - გაღიმება სცადა ბოლოს.
-მეორედ?
-ტყუილად ნუ იწყნარებ თავს ანგელოზო, ჩემი მკლავებიდან არსად გაგიშვებ. ყველაფერს შევიტყობ შენს შესახებ და უფრო მაგრად დაგატყვევებ.- ზენონმა მოახსენა, ხელები წელზე მოხვია და ლილე კალთაში ჩაისვა.
-ახლა, თუ შეგიძლია მომიყევი ანდრეასთან რა გაკავშირებს.- ცუდის მოსასმენად გაემზადა და ლილეს თავი მხარზე დაადო.
-ზენონ, როგორც გითხარი მას ახლოს არ ვიცნობ. პირველად, შენ რომ სასტუმროში მივარდი და თავდასხმაში დაადანაშაულე, მაშინ დავინახე. იმ დღეს მოვიდა ჩემთან მეორედ, როცა დაგჭრეს. კაფიდან ახალი გამოსული ვიყავი, რომ შემხვდა. ჩვენს ურთიერთობაზე მკითხა და გამაფრთხილა შენგან თავი შორს დამეჭირა. წასვლის წინ კი მითხრა, თუ არ მოვუსმენდი ჩემს შველას ვერ შეძლებდი, რადგან თვითონაც ყოველ წამს თავს გესხმოდნენ.- ლილემ ამოსუნთქვის გარეშე ჩაარაკრაკა ყველაფერი, მძიმე მომენტთან რომ მოვიდა მაშინ შეისვენა. - მერე უცებ ავღელდი, მივხვდი რომ შენს ცუდად ყოფნაზე მაფრთხილებდა. მეც გამოვიქეცი, შველა ვთხოვე ჩემს ნაცნობს და გიპოვე.
ზენონმა მადლიერების ნიშნად გოგონას მხარზე ჩამოდებული თავი ასწია და ცხვირით ნაზად მიელამუნა ყელზე. მისი შეხება იმდენად ნაზი და ცუდი განზრახვისგან შორს იყო რომ ლილე არც ეწინააღმდეგებოდა. იცოდა, ზენონს ახლა ეს სჭირდებოდა.
-ტელეფონზე რატომ გწერდა?
-მგონი შენზე ღელავდა, მკითხა როგორ იყავი. პასუხი რომ არ დავუბრუნე იმავე შინაარსის წერილი გამომიგზავნა მეორედ და მერე...კი გაბრაზდი- ხმადაბლა დაასრულა.
-ბოდიში ანგელოზო, შენი შეშინება ასე ძალიან მართლა არ მინდოდა- ბიჭმა კვლავ მოუბოდიშა.
-ზენონ, მგონი მართლა ღელავდა შენზე და ის არ არის შენს თავდასხმაში დამნაშავე. თუ ასეა, რატომ გამოჩნდებოდა ზუსტად იმ დროს როდესაც დაჭრილი იყავი და შენს მდომარეობაზე მიმახვედრებდა?
-არ მინდა მასზე საუბარი.- ზენონმა თავი ასწია და თვალებში შეხედა, - კიდევ არის რამე რაც მის შესახებ უნდა ვიცოდე?
-კიდევ ორჯერ ველაპარაკე. ერთხელ სახლში რომ ვბრუნდებოდი იმ დღეს, დამირეკა და ისევ შენ გიკითხა, მეორედ რამდენიმე დღის წინ მოვიდა და გამაფრთხილა შენი მოსვლის შესახებ.
-გაგაფრთხილა?-ზენონმა წარბი ასწია. - მან საიდან იცოდა მე რას ვაპირებდი?
-ასე მითხრა...შენზე რაღაც გაიგოო- გოგონამ თვალები დაბლა დახარა და ახლა ის გახდა აქეთ სანუგეშო.
-იმ შენს ჯადოსნურ ძალებზე ვსაუბრობთ, მე რომ მიპოვე დაჭრილი?- ბიჭმა გაღიმება სცადა და ლილეს თმები ყურის უკან გადაუწია.
-ყველაფერი იცი?
-არამგონია. მხოლოდ ის ვიცი „მთვარეული გველის“ ლიდერის ოჯახის წევრი ხარ, შორეული ნათესავი. შენი სურათიც კი მანახეს. პატარა თოჯინა, გრძელი თმებით.
-მაშინ ბევრი არაფერი გცოდნია და აქვე რომ ანგელოზმა თვალები დაგიციმციმოს, ნეტავ დაიჯერებ რომ უბრალოდ ლიდერის შორეული ნათესავია?- ლილემ ძალდატანებული ღიმილით წარმოთქვა.
-ეჭვიც არ შეგეპაროს, დავიჯერებ. მაგრამ ნუთუ სინდისი ამის საშუალებას მოგცემს?- ბიჭმა ვითომდა შეიცხადა, გოგონაც გააცინა და ნერვიულობა გაუქრო.
-მენდობი?- ლილემ უეცრად ჰკითხა.
-სრულიად.- ზენონს თვალიც არ დაუხამხამებია.
ლილემაც ამოისუნთქა და მოყოლა დაიწყო.
-თუ გახსოვს ადრეც გითხარი რომ არა სასურველი შვილი ვიყავი და მამაჩემს უკვე ოჯახი ყავდა ჩემს გაჩენამდე... მამა „მთვარეული გველის“ ლიდერია...- ბიჭის გაკვირვებას მგონი ბრმაც შეამჩნევდა.- ხო ის უძლიერესი ლიდერი, რომელმაც ჯგუფი შეინარჩუნა, ყველაზე ბევრი ფული იშოვა, მაფიოზებში მოწინავე ადგილი დაიკავა...აი მაგ კაცს გავუჩნდი ერთი ღამის შეცდომისგან. ზუსტად მაგ ღამეს დაქორწინდა ქალზე, რომელსაც უკვე ხუთი წლის ვაჟი ჰყავდა, გიორგი, მომავალი ჯგუფის ლიდერი და ერთი წლის პატარა ვაჟი. მამას, როგორც ყველა ლიდერს ძალით მოაყვანინეს არასასურველი ქალი ცოლად, ამიტომაც არავის გაკვირვებია მისი ღალატი და ჩემი არსებობა.
- არ გეგონოს, რომ მას დედაჩემი უყვარდა ან რამე ეგეთი. თუ მათ გრძნობებზე ვისაუბრებთ, გეტყვი რომ ერთმანეთი საშინლად სძულთ. იმას კი ვერ აგიხსნი იმ ქალს თავში მაშინ რა უტრიალებდა, რომ ჩემი გაჩენა გადაწყვიტა. დედობის მხოლოდ ეგ ნაწილი შეასრულა ადვილად და უკვე ჩემი ატანა რომ აღარ შეეძლო მამას გადაულოცა ჩემი მოვლა.
-ხომ იცი როგორ ექცევიან არაკანონიერ შვილებს ჯგუფში. ვერ იტანენ. კიდევ გაუმართლათ გოგო, რომ აღმოვჩნდი და ბევრი პრობლემები არ მომქონდა. არავის უნდოდა მამას რომანი გასაჯაროვებულიყო, მეც საფრთხეში ჩამაგდებნენ მათი მოწინააღმდეგები, ამიტომ როგორც შორეული ნათესავი ისე დამამტკიცეს ჯგუფში.
-მათთან თხუთმეტწლამდე ვცხოვრობდი. ერთი ოთახი მქონდა მთავარ სახლში და იქიდან არც გამოვდიოდი. ლიდერის შვილი ვიყავი, ამიტომ ყველაფერი მასწავლეს რაც აუცილებელი იყო ჯგუფის მართვისთვის... შენი ტატუს შესახებაც აქედან ვიცოდი და მაფიოზი რომ იყავი ეგეც ადვილი გასაგები აღმოჩნდა ჩემთვის.
ზენონი ჯერ კიდევ აანალიზებდა ლილეს მოყოლილს. მისთვის ადვილი წარმოსადგენი იყო როგორ გაატარა ლილემ თავისი ცხოვრება იმ ოთახში მარტომ, რადგან თვითონაც არაკანონიერი შვილის ტიტულს ატარებდა, მაგრამ ამ ანგელოზის წარმოდგენა ლიდერის შვილად შეუძლებელი იყო.
-გოგო ხარ, შენ...- ზენონი დაიბნა და ლილეს მოკლე თმას შეავლო თვალი, - ლიდერი ვერ გახდებოდი. იქ რატომ გტოვებდნენ?
-ჩვენ ჯგუფში სქესს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ის არის რომ, ლიდერის სისხლით ნათესავი უნდა იყო. თუ მაგ წესს გავითვალისწინებთ, მისი ერთადერთი კანონიერი შვილი მე გამოვდივარ, რადგან ორივე ვაჟი მის ცოლს სხვა კაცისგან ჰყავს.
-ლიდერობაც წესით შენ გეკუთვნის...-ბიჭი თავის სიტყვებს ვერც იჯერებდა.
-ხო, ლიდერობა მე მეკუთვნის...- ლილემ დამძიმებულად წარმოთქვა. - მაგრამ ყველა როგორც შორეულ ნათესავს ისე მიცნობს, ამიტომ უბრალოდ ჯგუფის დიდების წარმოსაჩენად თმებს მიზრდიდნენ. ხომ, იცი მოკლე თმები სირცხვილის და ჯგუფიდან გაძევების ნიშანია... ასე რომ უკან არავინ მიმიღებს - ლილემ გაცინება სცადა.
ზენონმა მისი სიძლიერე დააფასა, თმებზე ხელი ნაზად გადაუსვა.
-შენზე წარმოდგენა არ შემცვლია ამ მონაყოლით პატარა ანგელოზო. ჩემს თვალში უფრო უკეთ წარმოჩენდი... შენი მესმის რადგან მეც ლიდერის არაკანონიერ შვილს წარმოვადგენ. დედაშენისგან გასხვავებით მამაჩემს იგი ძალიან უყვარდა. იგივეს ვერ ვიტყვი ჩემ თავზე მაგრამ...ეგეც კარგია რომ ის მაინც უყვარდა.
-სულ მინდოდა კითხვა,- ბავშვური ინტერესით წარმოთქვა გოგონამ და ბიჭის დამწუხრებული სახე პატარა ღიმილით შეცვალა - რამდენი წლის ხარ? ლიდერი როგორ გახდი?
-ოცდახუთის ვარ. წესით ლიდერი არ ვარ, უბრალოდ მისი შემცვლელი ვარ. ანდრეას ეკუთვნის ეგ ადგილი, მაგრამ რადგან ორი ვაჟი ვართ მთავარ ოჯახში, გადაწყვიტეს მოკლე ვადით ორივე დაესვათ და უკეთესი აერჩიათ.
-ეგ ხომ სისულელეა, უბრალოდ...- ლილეს წინადადება გაუწყდა, როდესაც მიხვდა ყველაფერს.
-უბრალოდ მე გამომიყენეს ყურადღების ცენტრად, სანამ ნამდვილი ლიდერის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ და შესაფერისად ამზადებნენ.
-ამ დროს ხომ შეეძლოთ...- გოგონამ ხელი ზენონის ჭრილობისკენ წაიღო და ნაზად მიადო. -საშინელი მამა გყავს...
-არ ვიცი როგორ არ დაგეთანხმო.- ბიჭმა ოდნავი ცინიზმით გაიღიმა-ან ძალიან სჯერა ჩემი, რომ ბოლოს გადავრჩები ან ჩემი მოშორება უნდა.
ლილეს შეეძლო ზენონი დაეწყნარებინა და მამაზე უკეთესი შთაბეჭდილება შეექმნა. თავი დაექნია და ეთქვა რომ კაცს, ალბათ მისი სიძლიერის მართლა სჯეროდა, მაგრამ ამაში თვითონაც არ იყო დარწმუნებული. კაცი პირადად არასდროს უნახია. თუ მამამისის ორაზროვან საქციელებს გაიხსენებდა, შეეძლო პატარა იმედი მიეცა ზენონისთვის, მაგრამ ბიჭს არ ჭირდებოდა ფუჭი იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მეოცნებეს როლი მათ დუეტში ისედაც ლილეს ეკავა.
-ახლა ჩემი კითხვის ჯერია- ზენონმა თვალები დააბრიალა, - როგორც ლიდერის შვილი, რაიმე ჯგუფის ნიშანს უნდა ატარებდე. შენი სად არის?
-წესით პატარა ტატუ უნდა მქონოდა სხეულზე, მაგრამ მამამ არ გააკეთებინა...ამიტომ მარცხენა ყურზე მხოლოდ ერთი ნახვრეტი მაქ, როდესაც მარჯვენა საყურეებით სავსეა. მაგ ყურზე გველის დიდ საყურეს ვატარებდი. ეგ მაშინ ჩემი ნიშანი იყო.
-ჯგუფის სახელზე რას იტყვი?- ზენონი სახეზე მიეფერა.
-პირველი ლიდერი მთვარიან ღამეს იყო დაბადებული გველის წელიწადს. თურმე, იგი ძალიან გატაცებული ყოფილა ზოდიაქოთი და მისი ნიშნებით. თავისი თავიც საკმაოდ უყვარდა, ამიტომ „მთვარეული გველის“ სახელი უწოდა ჯგუფს და შთამომავლობას დაავალა, ის გამხდარიყო ლიდერი ვინც მის მსგავს ვარსკვლავზე იქნებოდა დაბადებული. გველივით იდუმალი, ძლიერი, ჭკვიანი და დაუნდობელი... ასეთი კრიტერიუმები კი რა თქმა უნდა ლიდერების უმეტესობას ვერ ექნებოდა, ამიტომ უბრალოდ ერთგვარ პლიუსად ჩაითვალებოდა მათი ქონა თუ ვინმეს აღმოუჩნდებოდა.
-მოიცადე...- ზენონმა ლილეს დაბადების წელი გაიხსენა,- შენ...
-ხო გველის წელს დავიბადე...- გოგომ თვალები გადაატრიალა,- თან ღამე. ამიტომ ადვილი მისახვედრია თუ რატომ მმალავდნენ ასეთი მონდომებით.

-
შედარებით თბილი თავი დაძაბულობის გასაფანტად…სოფელში წასვლა მიწევს და შეიძლება ცოტა შემაგვიანდეს დადება, მაგრამ ტელეფონით შევეცდები გაგრძელებას (თუ შევძელი სოფელშივე დავასრულებ).

დიდი მადლობა ყველას კითხვისთვის და კომენტარებისთვის. ამ თავზეც გელით ემოციებით^^



№1  offline წევრი ნორმი

ძალიან ცუდია მალე რომ ვერ დადებ,არა როგორ მომწონდა შენი პუნტუალურობა,მაგრამ არა უშავს იმდენ ხანს დაველოდები ახალ თავს რამდენხანსაც იქნება საჭირო.ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა და სიმართლე ვთქვა არ მინდა რომ დასრულდეს.
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რას ნიშნავს სოფელშივე დაასრულებ?? რა უკვე უნდა დამთავრდეს?! არ გადამრიო.... დაგვიანებას რაც შეეხება კარგ დროს დაამთხვიე მეც მივდივარ სოფელში და საერთოდ ვეღარ მოვახერხებ საიტზე შემოსვლას :დ
როგოოოორიიი თბილი, ტკბილი, სათუთი და ააყვარლობა შეხვედრა იყოოოოო... ღმერთო დავდნიი. ჩემი ზი როგორი თბილი და საყვარელი იყოო..
ხო ვამბობდი ეს გოგო ლიდერი უნდა იყოს თქო... უხხხხ იმენა ცეცხლი იქნება....სასწაულად ტკბილი თავი იყო... და ბანალური საერთოდაც არ ყოფილა მინდა გითხრა...
მოკლედ მიყვარს ეს წყვილი მაგრამ ამ თავში დამაკლდა ლილეს არ თქმული "ზიიი". აუ მალე არ დაასრულო რა.. ჯერ ხო ყველაფერი წინაა.
"-თიკო ყოველთვის იტყუება... და დემეტრეს აშინებს.
-მართლა?- ინტერესით მოჭუტა თვალები.
-წინაზე ჩემს ტელეფონს უპასუხა, თიკომ ისე გამოლანძღა, შეშინებული მეუბნებოდა სამჯერ დამწყევლაო."
აუუუ ისე ერთი თავი ისეთი იყოს თიკო და დემეტრეს შეხვედრა სადაც იქნება რა... ეს გოგო გიჟია ჩემ დემეტრიკოს როგორ აშინებს :დ

 


№3  offline წევრი KATIE ♥12

tako.izek
ძალიან ცუდია მალე რომ ვერ დადებ,არა როგორ მომწონდა შენი პუნტუალურობა,მაგრამ არა უშავს იმდენ ხანს დაველოდები ახალ თავს რამდენხანსაც იქნება საჭირო.ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა და სიმართლე ვთქვა არ მინდა რომ დასრულდეს.

მე კიდე არ მინდა გაიწელოს დასასრული. ვნახოთ ჩემს ჩანაფიქრს როგორ განახორციელებ ^^
დიდი მადლობა, რომ მოთმინებას იჩენ ♥

სალანდერი
პატარათი კი არა ცოტათი მოქაჩა, გველის წელს დავიბადე რა ქართულია?ჩართულ სიმღერებში გამოსძახა?
კარგი რა.
დახვეწე, დადებამდე თვალი გადაავლე.
წარმატებები.

მადლობა შესწორებისთვის, შემდეგში ვეცდები გამოვასწორო ^^

ანი ანი
რას ნიშნავს სოფელშივე დაასრულებ?? რა უკვე უნდა დამთავრდეს?! არ გადამრიო.... დაგვიანებას რაც შეეხება კარგ დროს დაამთხვიე მეც მივდივარ სოფელში და საერთოდ ვეღარ მოვახერხებ საიტზე შემოსვლას :დ
როგოოოორიიი თბილი, ტკბილი, სათუთი და ააყვარლობა შეხვედრა იყოოოოო... ღმერთო დავდნიი. ჩემი ზი როგორი თბილი და საყვარელი იყოო..
ხო ვამბობდი ეს გოგო ლიდერი უნდა იყოს თქო... უხხხხ იმენა ცეცხლი იქნება....სასწაულად ტკბილი თავი იყო... და ბანალური საერთოდაც არ ყოფილა მინდა გითხრა...
მოკლედ მიყვარს ეს წყვილი მაგრამ ამ თავში დამაკლდა ლილეს არ თქმული "ზიიი". აუ მალე არ დაასრულო რა.. ჯერ ხო ყველაფერი წინაა.
"-თიკო ყოველთვის იტყუება... და დემეტრეს აშინებს.
-მართლა?- ინტერესით მოჭუტა თვალები.
-წინაზე ჩემს ტელეფონს უპასუხა, თიკომ ისე გამოლანძღა, შეშინებული მეუბნებოდა სამჯერ დამწყევლაო."
აუუუ ისე ერთი თავი ისეთი იყოს თიკო და დემეტრეს შეხვედრა სადაც იქნება რა... ეს გოგო გიჟია ჩემ დემეტრიკოს როგორ აშინებს :დ

მაგ ორის შეხვედრაზე არც კი მიფიქრია იმდენად გადართული ვიყავი ლილეზე. საკმაოდ კარგი იდეაა.
ყველაფერი მართლაც წინაა მაგრამ გაწელვას ყველანაირად ვერიდები ^^
შენი კომენტარები მომაკლდება ხომ იცი, მაგრამ ჯერ ისიც საკითხავია ახლის დაწერას იქ როგორ შევძლებ.
--------------------
-K

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

გუშინ დაბადების დღეზე ვიყავი და იმდენად გამიხარდა რომ დავინახე დადებული იყო იქ დავიწყე კითხვა.დ.მეწყინა რომ შეიძლება ვერ მოახერხო მაგრამ არც უს მინდა უცებ დაამთავრო ორ თავში, ჯერ ბევრია გასარკვევი . მეც ვფიქრობდი დემეტრეს და თიკოს დაახლოებაზე, ზის და ლილეს ბრძოლას სიყვარულისთვის.მოლედ მოკლედ ვიცი რომ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები და დიდი სიყვარულით გელით, ბედნიერ დასვენებას გისურვებ❤

გველის წელში ვარ დაბადებულიიიი, დდდ, თან ღამუს საათებში,დ

 


№5 სტუმარი Sha La

ვაიმეეე ვგიჟდებიიი ამ ისტორიაზეე❤️❤️❤️
უძლიერესია და რაღაც გასაოცარი????
გთხოვ მალე დადეე თორემ ინტერესით მოვკვდები????☺️☺️
მინდა ლილემ გამოიჩინოს ინიციატივა ყველაფერში ზენონის მიმართ☺️❤️

Sha La
ვაიმეეე ვგიჟდებიიი ამ ისტორიაზეე❤️❤️❤️
უძლიერესია და რაღაც გასაოცარი
გთხოვ მალე დადეე თორემ ინტერესით მოვკვდები☺️
მინდა ლილემ გამოიჩინოს ინიციატივა ყველაფერში ზენონის მიმართ☺️❤️

 


№6  offline წევრი KATIE ♥12

სტუმარი ნათია
გუშინ დაბადების დღეზე ვიყავი და იმდენად გამიხარდა რომ დავინახე დადებული იყო იქ დავიწყე კითხვა.დ.მეწყინა რომ შეიძლება ვერ მოახერხო მაგრამ არც უს მინდა უცებ დაამთავრო ორ თავში, ჯერ ბევრია გასარკვევი . მეც ვფიქრობდი დემეტრეს და თიკოს დაახლოებაზე, ზის და ლილეს ბრძოლას სიყვარულისთვის.მოლედ მოკლედ ვიცი რომ საინტერესოდ განვითარდება მოვლენები და დიდი სიყვარულით გელით, ბედნიერ დასვენებას გისურვებ❤

გველის წელში ვარ დაბადებულიიიი, დდდ, თან ღამუს საათებში,დ

სწრაფად მოვლენები არ განვითრდება, თავების გაზრდაზე ვფიქრობ თან. ოღონდ ჯერ ქალაქში უნდა დაბრუნდე. აქ ტელეფონით სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ვახერხებ. დიდი მადლობა მოთმინებისთვის ♥
Sha La
ვაიმეეე ვგიჟდებიიი ამ ისტორიაზეე❤️❤️❤️
უძლიერესია და რაღაც გასაოცარი????
გთხოვ მალე დადეე თორემ ინტერესით მოვკვდები????☺️☺️
მინდა ლილემ გამოიჩინოს ინიციატივა ყველაფერში ზენონის მიმართ☺️❤️

Sha La
ვაიმეეე ვგიჟდებიიი ამ ისტორიაზეე❤️❤️❤️
უძლიერესია და რაღაც გასაოცარი
გთხოვ მალე დადეე თორემ ინტერესით მოვკვდები☺️
მინდა ლილემ გამოიჩინოს ინიციატივა ყველაფერში ზენონის მიმართ☺️❤️

დიდი მადლობა, ბოდიში ლოდინისთვის♥
--------------------
-K

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

როდის დადებბ ? დავიწვი ლოდინით ????❤️ ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი ხარ შენ ????????

 


№8 სტუმარი Nini

Vegar vitmen male male shemdegiiiii

 


№9  offline წევრი KATIE ♥12

სტუმარი ნინა
როდის დადებბ ? დავიწვი ლოდინით ????❤️ ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი ხარ შენ ????????

Nini
Vegar vitmen male male shemdegiiiii

ამ კვირის ბოლოს ახალი თავი იქნება. ორ დღეში ქალაქში ვბრუნდები. დიდი მადლობა მოთმინებისთვის ♥
--------------------
-K

 


№10 სტუმარი Lodinis meti ra dagvrchenia

KATIE ♥12
სტუმარი ნინა
როდის დადებბ ? დავიწვი ლოდინით ????❤️ ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი ხარ შენ ????????

Nini
Vegar vitmen male male shemdegiiiii

ამ კვირის ბოლოს ახალი თავი იქნება. ორ დღეში ქალაქში ვბრუნდები. დიდი მადლობა მოთმინებისთვის ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent