დემონის პატარა ანგელოზი [5]
-შენს გულს მოაკითხე?- ზენონმა ნაზი ხმით წარმოთქვა და ლილეს ხელი მკ*რდზე მიიჭირა. -არა... შემთხვევით შეგამჩნიე- შეიშმუშნა გოგონა მისი შეხებით და უკვე მოსვლას ნანობდა. -დემონისგან გაქცევას აპირებდი მაგრამ მისი ტანჯვა, რომ დაინახე ანგელოზობამ გძლია?-ბიჭი პატარა ღიმილს სახიდან არ იშორებდა და ლილე მიახვედრა, რომ მისი აზრების შესახებ იცოდა. -თავს იდიოტად ვგძნობ- ლილემ ამოიოხრა რადგან ასე ადვილად დაჰყვა ბიჭის გრძნობეს და ახლა მასთან იყო, რითაც სიტუაციას ამძიმებდა. ზენონს გოგონას პასუხი სრულიად არ მოეწონა. ლილეს ხელი მოიშორა მკერდიდან და შავი თვალები მიანათა მის სახეს. -ვიცი, რომ შენი საქმიანობა ისეთი არ არის ,როგორიც ჩვეულებრივი მოქალაქისაა-ლილემ ახსნა დაიწყო და აზრების დალაგება, რომ ქანდაკებასთან ჯერ არ დაწყებული ურთიერთობა გაეწყვიტა. -საქმიანობა- ზენონმა უემოციოდ გაიმეორა და ხელები მომუშტა ლილეს სიტყვების მოლოდინში. -ამიტომ არ მინდა რომ... ჩემთან....ასე ვთქვათ- გოგონამ აქამდე არსებული თავდაჯერება დაკარგა იმ წამსვე რაც ბიჭის დაძაბული სახე შეამჩნია. -გინდა შენგან თავი შორს დავიჭირო.- ზენონმა მისი სათქმელი დაასრულა იმედგაცრუებული ხმით. ლილეს თავის დაქნევა, რომ დაინახა დასადასტურებლად, დაკუნთული მკლავები შემოხვია ანგელოზს, პატარა ბავშვივით აიყვანა და კალთაში ჩაისვა. -მგონი ამაზე იქამდე უნდა გეფიქრა, სანამ ჩვენს ყოველ შეხვედრაზე პირველ ნაბიჯს გადმოდგამდი.ახლა უკვე საკმაოდ გვიანია, ჩემი მკლავებიდან თავს ვერ დაიღწევ.- მისმა პასუხმა ლილე გააბრაზა. თითქოს ბიჭი ყველაფერს მას აბარლებდა და თავს მოტყუებულად გრძნობდა. -ეს...რა სიბოროტეა! ჩემი კეთილი სურვილით ვერც ერთხელ დაგტოვე მარტო. გადაგარჩინე და შენ ამ ყველაფერს უკან ასე მიბრუნებ? მეუბნები ეს ყველაფერი არ უნდა გამეკეთებინა? -რაც მთავარია ახლა გეცოდინება რომ სხვა საქმიანობის ადამიანს არ უნდა დაეხმარო- ზენონმა ლილეს ნათქვამი სიტყვები გამოიყენა და ვერც კი შეამჩნია როგორ უეცრად შეეცვალა გოგონას მისდამი დამოკიდებულება. -ხელი გამიშვი!-ლილემ დაუყვირა და მის კალთიდან ადგომა სცადა, მაგრამ ზენონს ვერ მოერია- საერთოდ რა ჯანდაბა მინდოდა, რომ მოვედი?! -ზუსტადაც ანგელოზო რატომ მოხვედი?- ინტერესით ჰკითხა ზენონმა და სახე დაუჭირა ნიკაპით, რომ მისი გამომეტყველება დაენახა. -იმიტომ, რომ სულელი ქანდაკება ისე იყურებოდა, გეგონება სადაცაა იტირებსო!- გოგონა დაბუშტული ლოყებით უბღვერდა. -იტირებსო?- ზენონმა უნებლიედ გაიცინა და ლილეს პასუხით მოიხიბლა, თუმცა მიხვდა რომ ანგელოზს მისი გრძნობების გაგება კარგად არ შეეძლო. -დამცინი? მგონი მართლა უნდა დამეტოვე იმ ღამეს სიკვდილის ხელში!- დამცირებულმა ლილემ წარმოთქვა ზიზღით, რადგან მისი გულწრფელი გრძნობები ამ დემონის დასაცინი გახდა. თურმე ზენონიც ისეთი იყო როგორც სხვა დანარჩენი. ამ ფიქრებში იყო ზენონმა თმებზე, რომ მოქაჩა უხეშად და თავი ააწევინა. მისი შავი თვალები მომაკვდინებლად ელვარებდა და ლილეს უარესად აშინებდა. -ეგ მეორედ აღარ გაიმეორო!- ბიჭმა უღრიალა და ამით ლილეს გამოწვეული სიტყვებით, თავისი გულისტკენა დამალა. -მტკივა!-გოგონამ დაიკივლა და თმებზე მოიკიდა ხელი. ზენონს ხელენი მოაშორებინა და გაცეცხლებულმა შეხედა. -რა ჯანდაბა გინდა! რომ გიყვარდე ასე არ მომექცეოდი. შენნაირ ადამიანებს კი ვიცი რომ არასდროს არ უყვარდებათ. თუ ეგ შეცდომა დაუშვეს და შეუყვარდათ, მაშინ თავისივე ხელით კლავენ მას. -სიყვარული?- ზენონმა გადაიხარხარა და ვერც კი გაიაზრა, რომ ლილემ მისი სამყაროს შესახებ ბევრი რამ იცოდა. - უბრალოდ შენით აღტაცებული ვარ პატარა ანგელოზო. ისეთ უსარგებლო რაღაცაზე, რაც სიყვარულია დროს არ დავკარგავ. ჩემი ყურადღება მიიქციე და ამიტომ ჩემგან შორს ყოფნის ნებას არ მოგცემ! მხოლოდ ჩემზე იფიქრებ, ჩემით ისუნთქებ და ჩემით იარსებებ, რადგან მე ასე მინდა. დაიმახსოვრე. მიზეზები არ მჭირდება ჩემი რომ გაგხადო. ასეთმა შეურაცხმყოფელმა საუბარმა ლილეს გული გაუტეხა. თავი ისევ პატარა გოგო ეგონა, რომელსაც მამა ოთახიდან არ უშვებდა რადგან ისიც ზენონის მსგავსად ფიქრობდა და თავისუფლებას არ აძლევდა მას. თავისუფლებას, რომ ბედნიერი ყოფილიყო. ნუთუ ახლაც იგივე უნდა მომხდარიყო, პატარა ოთახში სამუდამოდ, მარტო უნდა დალოდებოდა მის დაბრუნებას და გული სტკენოდა ყოველ წამს რადგან ის მას თვალებშიც არ უყურებდა. ლილეს თვალები ნაპერწ....ბით გაივსო და ხელი მომუშტა. ზენონს პირდაპირ სახეში გაუქანა მთელი ძალით და ბიჭის მკლავებიდან თავი დაიღწია. -მე შენი არ ვარ!- დაუყვირა ბოლო ხმაზე პატარა არსებამ და სანტავიკებით სავსე ბღუჯა სახეში შეაყარა- შენს ტავს თვითონ მოუარე და სხვა მონა ნახა! ეგ ცივი გული არავის სჭირდება! ლილე იქაურობას სირბილით გასცილდა და შეწუხებული სახით მომავალ დემეტრეს ზურგი აქცია. ბიჭს მათი საუბრის მოსმენა ძალით არ სურდა, მაგრამ ზენონმა დაბრუნება რომ შეაგვიანა, მის საძებნელად წამოვიდა. მისვლისას კი ეს დაძაბული სურათი დახვდა. ბატონის შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა სულ არ გააკვირვა. გოგონას კივილმა კი შეაშფოთა. ზენონი ისეთი იყო, თავის „გატაცებასაც“ კი არ დაინდობდა ასეთი მოპყრობისთვის. -დღეს რა გეგმები გვაქვს?- ზენონმა თავი ასწია და დაწითლებულ ლოყაზე ხელი მოისვა. შემდეგ ძირს დაგდებული ერთ-ერთი სანტავიკი აიღო და ნაიარევზე მიიკრო. (რომელსაც სანტავიკი სულ არ სჭირდებოდა) დემეტრემ მას ისე შეხედა, გეგონება მეორე თავი ამოუვიდაო. თან გაიფიქრა, რომ ასეთი უცნაური საქციელების გაკეთება გოგონას თანდასწრები, ლილეს გულს აუცილებლად მოულბობდა. -მევალეებმა ვადას გადააცილეს... -ხოდა მოვინახულოთ მაშინ- ზენონმა ძველებური ღიმილი აიკრო სახეზე და დემეტრეს ლაპარაკი არ დააცალა. ბიჭმა მკერდზე მიკრული სანტავიკი მოიშორა ფრაზით „საერთოდ არ მშველის, ანგელოზო“ და ჯიბეში შეინახა. - -რატომ დააგვიანე მოსვლა?- თიკომ გამოსძახა საჭმლით გატენილი პირით. -გზაში იდიოტი ძაღლი შემხვდა და მთელი გზა მსდია- ჯერ კიდევ გაღიზიანებულმა ლილემ უპასუხა და ლობიანი წაართვა დაქალს. -ვაიმე დაწყნარდი. ვიცი, რომ ძაღლების გეშინია, მაგრამ ისეთს რას დაგიშავებდა? -ძაღლი კი არა დემონი იყო! ერთ პირის დაღებაში გადამსანსლავდა. -მგონი ეგ დემონი ახლა შენ ხარ...- თიკომ გახედა ლილეს, რომელიც პირში საჭმელს იტენიდა. -ნუ ხარ ბოროტი! მშიაა- დაიწუწუნა ლილემ და ხასიათზე მოვიდა ისევ. -ხო,ხო.- თვალები გადაატრიალა თიკომ და ნახატების ჩამოხსნა დაიწყო კედლიდან. -რას აკეთებ?- გოგონამ ჰკითხა. -წასაღებად ვამზადებ. დღეს გამოფენაზე ხომ მიდიხარ? -რა გამოფენაზე, გაგიჟდი?- აკივლდა ლილე. -იმ ხატვის მასწავლებელმა გარკვევით გითხრა წამოიღე შენი ნახატები და გამოატიე სახლიდანო! -რა ნაშრომები უბრალოდ ნაჯღაბნია! შეხედე! დათამ ვერც კი გაიგო, რომ მელია იყო!- შეიცხადა ლილემ და მოკუნტულ მელიას ნახატზე მიანიშნა, რომელიც მინდვრის ყვავილებში იყო ჩაფლული. -დათა სამი წლისაა- გამომცდელი მზერით გახედა დაქალმა. -ზუსტად მაგ ასაკში სწავლობენ ცხოველებს!- ლილემ ხელები გაშალა თავისი ფრაზის დიდებულებაში დასარწმუნებლად. -ხო და ლაპარაკს კიდე- შეუბღვირა თიკომ,- მოკეტე და წასასვლელად გაემზადე. -წასასვლელად დიდი ხანია ვემზადები- ჩაიბუტბუტა ლილემ უკმაყოფილოდ. -გამოფენაზე იდიოტო და არა მიწაში! -მიწა მირჩევნია! ეგრე რომ მელაპარაკები სახლის ქირის გადახდა შენ მოგიწევს! -მე საჭმლის ფულს და კომუნალურებს ვიხდი! -ოდესმე დამითმობ? -დაიწყებ ახლა გამზადებას თუ მოვიდე?- თიკომ თვალები დაუბრიალა და ლილეც ოთახში გააგდო. ორივე გაემზადა. ნახატები ტაქსში მოათავსეს და გალერიისკენ წავიდნენ. ლილე მტელი გზა უკმაყოფილო სახით იჯდა, რადგან არ უყვარდა ხალხში გასვლა და თავის წარმოჩენა. მითუმეტეს მაშინ, როცა თვლიდა, რომ ამის ღირსი არ იყო. გამოფენა პატარა ბავშვებით იყო სავსე. თურმე, მხოლოდ ხუთი ზრდასრული იღებდა გამოფენაში მონაწილეობას და დანარჩენი პატარა ბავშვების დებიუტი იყო. -მშვენიერია... მიყვარს ბავშვები- ჩაილაპარაკა ლილემ და საპასუხოდ თიკომ მხარი გაჰკრა. მისი ძველი ხატვის მასწავლებელიც ნახეს, პატარა საუბარი გაუბეს და ორგანიზებულობა მოუწონეს. შემდეგ კი ნახატების დათვალიერება დაიწყეს. იქამდე იბოდიალეს, სანამ ლილეს მხარზე არ შეეხო უცნობი მამაკაცი და ღიმილით არ მოატრიალა. გოგონამ მისი დანახვისას დამრთხალი სახე მიიღო და უკან გადადგა ნაბიჯი. -ჩემი საყვარელი მოსწავლე! - მამაკაცმა სიცილით თქვა და ლილეს მოეხვია, რომელიც ხესავით არ ინძრეოდა. - შენი სახელი და გვარი, რომ წავიკითხე ისე გამიხარდა! შენი ნახვა სულ მსურდა, რადგან ჩვენი ურთიერთობის ასე ცუდად გაწყვეტა სულ გულს მტკენდა. თორნიკეს უნდა ეკითხა ახლა ლილეს როგორ სტკიოდა გული, მოღალატე შეყვარებულის, პირველი სიყვარულის დანახვისას, რომელიც მასზე 7 წლით დიდი ლექტორი იყო. მისგან თავის დასაღწევად უნივერსიტეტი ნაადრევად დაასრულა, გადაიკარგა, დაიმალა და ბედის ირონიით ისევ მის წინ აღმოჩნდა ერთი წლის შემდეგ. -გთხოვ, ნუ მიყურებ ეგრე შეშინებული... ხომ იცი როგორი მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის და ... - სიტყვა ლამაზმანმა გააწყვეტინა, რომელიც უკნიდან ჩაეხუტა ღიმილით. -ვის ესაუბრები?- ჰკითხა ქალმა და გოგონას შეხედა, რომელიც თვალებს იატაკს არ აცილებდა. -ჩემი ყოფილი სტუდენტია. წეღან მისი ნახატები მოგეწონა- თორნიკემ აუხსნა და სიყვარულით აღსავსე თვალები მიანათა. -მართლა? თქვენი ნამუშევარი განსაკუთრებულად მომეწონა. მათში რაღაც გულის ამაჩუყებელი სიმბოლოებია. -გულის ამაჩუყებელს ახლა ვუჩვენებ ამას!- დაიჩურჩულა თიკომ მაგრამ ლილემ შეაჩერა. -ჩემს ნახატებზე რას ფიქრობთ? თქვენი ხედვა მაინტრესებს- ქალი აგრძელებდა თორნიკეს ფერებას და ლილეს უხერხულობას ვერც კი გრძნობდა. -საშინლად ერთფეროვანი და მომაბეზრებელია- ნაცნობ ხმაზე ლილემ აიხედა და ზენონის შავთვალებს შეეფეთა. ყველა იქ მყოფი მშვიდოიბს დამრღვევს შეჰყურებდა, მაფიოზი კი გოგონას ცრემლებით სავსე თვალებს მიშტერებოდა და სიბრაზით ივსებოდა. ზენონმა უხეშად მოკიდა ლილეს მაჯაზე ხელი და გაათრია შენობიდან. გოგონას ყვირილის ყურადღება არ მიაქცია ისე აიკრა მკერდზე და თავზე თბილად აკოცა. -ნუ ტირი, ამ დემონმა არ იცი როგორ უნდა დააწყნაროს ანგელოზი... - წაკითხვა გულს კიდევ გიჩქარებთ თუ უინტერესო გახდა? რადგან მე ახლა ორივეს ერთად ვგძნობ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.