შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lacrimosa [4]


8-08-2018, 02:03
ავტორი Kalina
ნანახია 5 012

-დღეს საოცრება იყავი. სიკვდილამდე მსურდა, ის სულელური ფარდა ჩამომეგლიჯა და შენთან მოვსულიყავი.
ყურში ნაზი ხმით ეჩურჩულებოდა ბიჭი. სასტუმროს წინ იდგნენ. ბიჭი მანქანაზე მიყუდებულიყო და გოგოსთვის თითებზე ოდნავ ჩაეჭიდებინა ხელი.
კასანდრას გაეღიმა.
-მადლობა... მე... დაგინახე. ვგრძნობდი, როგორ მომყვებოდი უკან. მაგრამ, არ ვიცოდი, თუ ბოლომდე შეძლებდი ჩემთან მოსვლას.
-მე ყოველთვის მოვდივარ შენთან.
ბიჭს გაეღიმა და გოგონამ აწითლებულ სახეზე ხელები აიფარა.
-იმ კაბაში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდი...
ხრინწიანი ხმით ჩასჩურჩულა სანდრომ გოგონას და ოდნავ დაადო წელზე ხელი.
კასანდრა იცინოდა და უხერხულად იშმუშნებოდა ბიჭის შეხებაზე.
-როგორი... კარგი ხარ.
ბიჭს ეღიმებოდა გოგონას რეაქციებზე. წელზე ხელი ოდნავ მოუჭირა და თავისკენ მოიზიდა.
კასანდრა ოდნავ შეტორტმანდა და წონასწორობადაკარგული ბიჭს აეკრა ტანზე.
სანდროს ხმამაღლა გაეცინა. კასანდრა კი სასწრაფოდ აფართხალდა და ბიჭს ოდნავ მოშორდა.
სანდრო თბილი თვალებით მისჩერებოდა გოგონას.
-არა რა, გეტყობა რომ ქართველი ხარ. სახე გაქვს რაღაცნაირი, ქართული.
გოგონას გაეღიმა.
-ჰო?
სანდრომ გაუღიმა.
-ჰო.
კასანდრამ თავი დაუქნია, ოდნავ გააბრუნდა სასტუმროსკენ და ისევ სანდროს მოუტრიალდა:
-მე... უნდა წავიდე. ძალიან დავიღალე დღეს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
სანდროს გაეცინა.
გოგონას ლოყაზე თითები ოდნავ შეახო და მერე ხელით ნაზად მიეფერა.
კასანდრას გაეღიმა და თვალები დახუჭა.
-მადლობა... დიდი მადლობა.
სანდრომ თავი გააქნია და გოგონა თავისკენ მთელი ძალით მოიზიდა.
კასანდრამ მოულოდნელობისგან უცნაური ბგერები ამოუშვა და ბიჭს მხარზე თავი მიადო.
სანდრო ჩურჩულებდა:
-ჯერ არ წახვიდე, რა. ცოტა ხანი ასე მინდა, რომ მყავდე. ცოტა ხანს დარჩი.
კასანდრა მშვიდად სუნთქავდა:
-როგორი თბილი კანი გაქვს... ტანსაცმელშიც აღწევს...
ბიჭს გაეღიმა და გოგონას ოდნავ მოშიშვლებულ წელზე გაუსვა თითი.
კასანდრა შეკრთა.
გოგონა არ იყო მიჩვეული მსგავს შეხებებს. მას არასოდეს ჰყოლია შეყვარებული და არასოდეს ჰქონია ამაზე ფიქრით თავის დაღლის დრო. მისთვის ასეთი ურთიერთობაც უცხო იყო.
ასევე განუმარტა ყველაფერი ბიჭს:
-სანდრო... მე... არ ვარ მიჩვეული... ახლაც რაღაც უცნაურად ვარ. ცუდად არ მიგულისხმია... პირიქით. მაგრამ მაინც ვიბნევი...
სანდროს გაეღიმა გოგონას დაბნეულ ხმაზე, მისკენ გადაიხარა და ლოყაზე ნაზად აკოცა:
-მერე რა. it’s okay, baby. (არაუშავს, პატარავ.)
კასანდრას სახე აუწითლდა და ადგილზე მოიბუზა.
მის სიმორცხვეზე დამდნარი ბიჭი კი თავს ძლივს იკავებდა კასანდრას შემოჭმისგან.
-თუ გინდა, გავისეირნოთ.
ბიჭმა შესთავაზა პიანისტს.
კასანდრას ძალიან დაღლილი სახე ჰქონდა. მხრები აიჩეჩა, არ უნდოდა, ბიჭი გაენაწყენებინა.
თუმცა სანდრო ყველფერს თავისით მიხვდა.
-არა, არა! ჩემ გამო არ თქვა არაფერი. მე არ მეწყინება!
გაეცინა.
-არ მინდა, რომ გული დაგწყდეს.
ბიჭს მთელი შიგნეულობა გაუთბა გოგონას თბილი ხმით წარმოთქმულ ამ სიტყვებზე. ის მის ცხოვრებაში არსებული გოგოებიდან ალბათ პირველი იყო, ვინც მასზე და მის გრძნობებზე ზრუნავდა.
სანდრომ კასანდრას ხელები თავისაში მოიქცია და ნაზად დაუსვა თითები გოგონას გამთბარ კანს.
ვერაფრით ვერ შორდებოდა.
-ჩემი ნება რომ იყოს, დილამდე აქ, ასე მეყოლებოდი. ჩემთან. დილამდე ასე გაგათბობდი და... მერეც.
-მეც მინდა შენთან... მაგრამ ახლა ისე მეძინება, სამად გხედავ...
გოგონას დაღლილი ღიმილის დანახვისთანავე მიხვდა, რომ პიანისტი მართლაც დაიქანცა და დასვენება სჭირდებოდა.
-მაპატიე, აქ რომ დაგაყუდე. მიდი, გაიქეცი. დაიძინე და დაისვენე. ტკბილ სიზმრებს გისურვებ.
ბიჭი ბოლოჯერ გადაიხარა მისკენ და მთელ სახეზე კოცნებით დააჯილდოვა გოგონა.
-ასე ნუ მკოცნი... თორემ საერთოდ ვეღარ დავიძინებ.
დაამატა სანდროს შეშფოთებულ სახეზე სიცილით.
სანდროს გაეღიმა და ისევ მიაკრო ყურს უკან გავარვარებული ტუჩები.
გოგონას გახშირებული სუნთქვის გაგონებაზე გაეღიმა და ხელები გაუშვა.
-წადი. თორემ მართლა მოგიწევს დილამდე აქ დგომა.
კასანდრა სიცილით მოშორდა ბიჭს, სწრაფად აკოცა ლოყაზე და სასტუმროსკენ გაიქცა.
სანდრომ ამოიოხრა და თავი ჩახარა.
რას უშვრებოდა ეს გოგო?
არ იცოდა.
მაგრამ რა ცოდნა სჭირდებოდა.

***
ბექა და კესო კონცერტის შემდეგ ბექას საძინებელში ისვენებდნენ.
-მომკალი და არ მომეწონა ის გოგო.
-ვინ კესი?
-აი ის კასანდრა თუ ვიღაც. ასე მგონია, ყველას თავს აჩვენებს გულგატეხილად და დეპრესიულად. მგონია, რომ რაღაცას მალავს.
ბექამ ცივად მოიშორა მის გულზე მიხუტებული შეყვარებული:
-რაც არ იცი, იმაზე ნუ ბოდიალობ სისულელეებს.
კესომ დაუოკებელი ინტერესი არ დამალა. აინტერესებდა რა იმალებოდა იმ გოგოს უკან, რომელზეც ბექა მთელი დღეები ლაპარაკობდა.
-რა სჭირს ასეთი? მე მაგის დაკრულში განსაკუთრებული ვერაფერი შევნიშნე. გაშტერებული იყურებოდა აქეთ-იქით უბრალოდ.
და ბექა მოცელილივით დაეშვა სკამზე.
-შენ... მართლა ვერაფერი შენიშნე?
კესო აგრძელებდა მის ნერვებზე თამაშს:
-ვერაფერი, გარდა იმისა, რომ გამუდმებით სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
ბექამ სიმწრისგან თვალები დახუჭა.
-ღმერთო, კესო. რეებს ლაპარაკობ.
კესომ ბრაზი გაურია ხმაში:
-რა იყო, ბექა? რაღაც ძაან სევდიანად ლაპარაკობ ამ გოგოზე რამდენი ხანია. ერთად დადიხართ კაფეებში, სასეირნოდ... ალბათ იმას არ აინტერესებს, შეყვარებული რომ გყავს, გაბრუნდება იმ თავის საფრანგეთში ორ დღეში და დაგტოვებს ასე.
ბექა თვალებგაფართოებული მისჩერებოდა კესოს.
მასთან ყოფნის პერიოდშიც უამრავი გოგო გამოჩენილა ბექას ცხოვრებაში და მანამდეც, მაგრამ კესოს ასეთი რეაქცია არც ერთ მის მეგობარზე ან ნაცნობზე არ ჰქონია.
სიბრაზისა და გაკვირვების ნაზავი ესახა სახეზე.
-კესო... პატარა ძმა მოუკლეს... გესმის? პატარა ძმა! მანქანამ დაარტყა და სისხლიანი ბიჭი მიუგდო კასანდრას და გაუჩინარდა! ექვსი თვე დეპრესიაში იყო, არაფერს აკეთებდა. ზუსტად იმ კაფეში ვიყავით, მე და შენ რომ დავდიოდით, და შენზე ვუყვებოდი... თავისმა მენეჯერმა რომ დაურეკა და უთხრა დედამისისთვისაც მანქანას დაურტყამსო. კომაშია ქალი და ეშინიდა. კესო, შენ რა ადამიანი გქვია ამის მერე?!
კესო აცრემლებული თვალებით მისჩერებოდა დასევდიანებულ შეყვარებულს:
-ბექა... მაპატიე, რა. იცი, მე წავალ. დიდი ბოდიში. მე აღარ გაწყენინებ, ნერვებს აღარ მოგიშლი, შენ თუ მოგენატრები, დამირეკე. მიყვარხარ.
ბექამ უღონოდ დაუქნია თავი და ზურგი აქცია.

***
ღამით ტელეფონის გაბმულმა ზუზუნმა გააღვიძა:
-ვინ არის?
-ინგლისურად, თუ შეიძლება. იქნებ მაგინებ და მე არ ვიცი.
კასანდრა წამში გამოფხიზლდა ნაცნობი ხმის გაგონებაზე:
-სანდრო, სახლში საათი გაგიფუჭდა?
სანდრომ მხოლოდ ახლაღა გაიაზრა, რომ კასანდრას ახალგაღვიძებულისთვის დამახასიათებელი ჩახლეჩილი და დახშული ხმა ჰქონდა.
-ვაიმე... აუ, კას, მაპატიე. დიდი ბოდიში. ვაიმე... კაი. მისმინე, ბოდიში. არ მინდოდა შენი გაღვიძება, ვიცი რომ ძალიან დაგღალე და ისედაც დაიღალე, მაგრამ...
-მაგრამ რა, სანდრო?
რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ სანდრომ ხმა ამოიღო:
-ძალიან მომენატრე. ძალიან. მართლა. იცი, ისევ სასტუმროს ქვემოთ ვდგავარ.
კასანდრა სასწრაფოდ გამოფხიზლდა:
-რა? რას ამბობ...
საჩქაროდ გადაიხედა ფანჯრიდან და მართლაც იმავე ადგილას გაჩერებული მანქანა დაინახა.
-გაგიჟდი?! ახლავე წადი სახლში! გთხოვ, სანდრო. შენზე ნუღარ მანერვიულობ.
-შენთან მინდა...
-რატომ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ნასვამი ხარ?
-იმიტომ, რომ ვარ. ბიჭებს დაუტოვებიათ რაღაც და... თან ვსვამდი... თან შენს შესრულებულ ნაწარმოებებს ვუსმენდი...
ბლუყუნებდა უაზროდ და თან ეცინებოდა.
-ნასვამი ვარ... ვერ წავალ სახლში... მაგრამ, არაუშავს. დიდი მანქანაა. დავეტევი.
კასანდრამ ხმამაღლა ამოიოხრა.
-ღმერთო, მოგკლავ. გადმოეთრიე მანქანიდან და სასტუმროში ისე შემოდი, რომ არავინ არ დაგინახოს. stupide! (დებილი!)
-კას, ეგ სიტყვა ინგლისურადაც იგივეა. აი... ეგ სიტყვა რომ მითხარი, აღარ ამოვალ. იყავი მანდ.
-სანდრო... რას ბავშვობ? გამოადგი ფეხი.
-არააო, არაო...
-,,არრრას” გაჩვენებ, ეხლა მანდ თუ ჩამოვედი და გცემე.
-მოდი ჩემთან.
სასმლისგან ჩახლეჩილი ხმით ნათქვამი სანდროს ეს სიტყვები იმდენად მიმზიდველად ჟღერდა, რომ კასანდრა ტელეფონთან გახევდა.
-გთხოვ, შენ ამოდი სანდრო. ცივა გარეთ. მე კი საღამურების გარდა არაფერი მაცვია. გთხოვ, ნუ მაწვალებ.
სანდრო ყურმილში ზმუოდა.
-არსადაც არ ამოვალ!
-ოხ შენი!
კასანდრამ ტელეფონი გაუთიშა და სასწრაფოდ ჩაიცვა.
გიჟივით ჩაირბინა თექვსმეტი სართული და მანქანას მიაჭრა. უკანა სავარძლებზე დაყრილი სასმლის ბოთლების დანახვაზე კინაღამ კივილი ატეხა.
სანდროს თვალები გაუბრწყინდა გოგონას დანახვაზე:
-მოხვედი? მართლა მოხვედი?
ხელები ნელა გაიწვდინა მისკენ და თითებზე ნაზად შეეხო.
-ღმერთო, რა კარგი კანი გაქვს...
მთელს სხეულში სითბომ დაისადგურა.
გოგონას თითქმის სულ გაყინული ხელები ჰქონდა.
სანდრო ვალდებულებას გრძნობდა მისი ხელების მიმართ.
კასანდრამ ამღვრეული თვალებით შეხედა:
-სანდრო... მეც მინდა დალევა. მეც დავლევ, რა...
სანდროს გაეცინა.
-ხოდა, დავლიოთ. არ ვიცი, დაგიტოვე თუ არა რამე. მგონი ვისკი უნდა იყოს მანდ. ხელი არ მიხლია “ჯეკ დენიელსისთვის” .
-უჰ, “დენიელსი” არ მიყვარს. გინდა, ჩემი საყვარელი ვისკის სახელი გაგანდო?
მაცდური ღიმილით გახედა კასანდრამ ბიჭს.
სანდრომ მთვრალი ღიმილით დაუქნია თავი.
-მინდა.
- “Bastille”.
სანდროს გაეცინა.
-არაფერი მოულოდნელი. ფრანგული.
კასანდრამ თვალები დახუჭა.
-მიყვარს, მიყვარს! სხვას არაფერს ვსვამ.
სახედამანჭულმა გახსნა “ჯეკ დენიელსი” და მოუთმენლად მიიყუდა.
სანდრო განცვიფრებული მისჩერებოდა ამ სანახაობას.
კასანდრამ რამდენიმე ყლუპის შემდეგ ბოთლი მოიშორა და უხეშად დაახურა თავსახური.
-ეს არ მინდა. რამე უფრო ძლიერი არ დატოვე?
სანდრო ახარხარდა.
თავის განაცხადზე კასანდრასაც გაეცინა.
-მე ფრანგი ვარ სანდრო, მე ღვინით ვთვრები მხოლოდ. სხვა ყველაფერი წვენია ჩემთვის.
სანდრომ ცალყბად გაუღიმა:
-მასე არა? ახლა მე შენ ისეთ რაღაცას დაგალევინებ, მეორე დილით არ გემახსოვრება რა დალიე.
სანდრომ უკანა სავარძელზე გადაყო ხელი და ბრმად დაიწყო ცარიელ ბოთლებს შორის სავსეს ძებნა.
-აჰაა! დრამატულად შესძახა და გოგონას შავი ბოთლი გაუწოდა - ეს არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არაყი. ამერიკის 13 შტატში აკრძალულია. ჩემმა მეგობარმა ჩამომიტანა ამერიკიდან. ამან თუ არ დაგათრო, შენ სასწაულს ვიწამებ.
კასანდრამ თამამად გახსნა ბოთლი და მიიყუდა.
სანდრომ ბოთლი გამოართვა და თვითონაც რამდენიმე ყლუპი გადაკრა.
კასანდრა ჩუმად იჯდა.
სანდრო, სიმთვრალის მიუხედავად, შეშფოთდა:
-კას... ცუდად ხომ არ ხარ? ძალიან ხომ არ აგეწვა ყელი...
კასანდრამ თავი გააქნია.
-კარგად ვარ კარგად.
მერე გაეცინა და ახარხარდა.
სანდრომ მის სიცილს უყურა და გაეღიმა.
კასანდრამ ბოთლი კიდევ ერთხელ მიიყუდა.
-აქ ცხელა... წამოდი, გადავიდეთ.
კასანდრა უძრავად იდგა ერთ ადგილზე. სანდრო ძლივსლივობით მიბარბაცდა მასთან და მხრებზე ჩამოეკიდა.
მისი მოძრაობებით გახალისებული კასანდრა ხმამაღლა იცინოდა და ისედაც ფეხზე ძლივს მდგომი, ადგილზე ქანაობდა.
-სანდრო, ახლა დავეცემით!
სანდრომ მტკიცედ გააქნია თავი:
-არანაირად! ახლა შენ დამიჯერებ და არ დავეცემით.
კასანდრას ხელები თავის წელზე შემოიხვია, თვითონ მხარზე გადახვია ხელი. გასეირნებას აპირებდნენ, მაგრამ წამდაუწუმ იცვლიდნენ მიმართულებას თან გიჟებივით იცინოდნენ.
-კას... მანქანა სადაა?
კასანდრას გაეცინა.
-აზრზე არ ვარ. აბა, მიტრიალდი.
სანდროს მიტრიალება და მიწაზე დანარცხება ერთი იყო.
კასანდრა აკისკისდა.
-შენ ჩემზე კარგად ხარ, ხომ იცი.
სანდრო გაჭირვებით წამოდგა ფეხზე. გოგონას მიეჭრა და მოეხვია.
-აუ, აღარ მომცე დაცემის უფლება, თორემ ვეღარ ავდგები.
კასანდრას გაეცინა ბიჭის გულუბრყვილო თხოვნაზე და თავი დაუქნია.
-არ გაგიშვებ.
სანდროს მანქანისთვის მიეგნო და უკანა სავარძელში თავით შეხტა. უფროსწორად, აპირებდა, რომ არა ერთი დაბრკოლება: კარი დაკეტილი იყო.
კასანდრა სიცილისგან მანქანის გვერდით ჩაიკეცა და სუნთქვის აღდგენას ამაოდ ცდილობდა. რამდენჯერაც ჩასუნთქვას დააპირებდა, იმდენჯერ სანდროს თავზემოთ შეტყუპებული ხელები ახსენდებოდა, რომლებსაც თითქოს ნახტომისთვის მიმართულება უნდა მიეცათ.
სანდრო მასთან მიხოხდა და თავი კალთაში ჩაუდო.
-კას... თავი მეტკინა...
ჩუმად ამოილაპარაკა და თვალები დახუჭა.
გოგონამ სიცილი შეწყვიტა და ისედაც გაბრუებულ ბიჭს თმაში შეუცურა თითები.
-მაპატიე. ძალიან გეტკინა? მეც ხომ არ გტკენ?
-არა, არა. მადლობა. ღმერთო, კას. მიწა ცივია, ადექი. გინდა, გაიყინო?
მაგრამ გვიანი იყო.
კასანდრას უკვე აცემინებდა.
სანდრომ სასწრაფოდ წამოაყენა და ბარბაცით მიიყვანა ისევ მანქანასთან. თვითონ ზურგით მიეყუდა, გოგონა კი ფეხებს შორის მოექცია, რომ არ წაქცეულიყო.
-სანდრო, აქ მცივა. წამოდი ზემოთ. დივანზე დაიძინე.
სანდრომ გაუღიმა და თავი დაუქნია.
სასტუმროს დაცვამ ორი მთვრალის დანახვაზე მათი გაგდება დააპირა, მაგრამ ერთერთ მთვრალში ახალგაზრდა პიანისტი რომ ამოიცნეს, სასწრაფოდ შეაშველეს ხელი.
-მადმუაზელ ფაბრონ, ოთახამდე მიგაცილებთ.
-ეს ბიჭი, მთვრალი, ალეწილი სახით მიმართა დაცვის ბიჭებს კასანდრამ-სანდროა, და ჩემს ოთახში იძინებს. თუ შეიძლება ერთი გასაშლელი საწოლი ამოუტანეთ.
დაცვის ბიჭები დაფაცურდნენ და სასტუმროს მენეჯერს მიადგნენ. ძილგატეხილმა მენეჯერმა ბიჭებს თავი დაუქნია და გოგონას ლიფტისაკენ ანიშნა.

***
-ხოო, მოკლედ. პატარა ძმა ყოლია დაღუპული, მანქანას დაურტყამს და ეს ექვსი თვე დეპრესიაში ყოფილა. აქ რო ჩამოსულა, გაუგია რო დედამისისთვისაც მანქანას დაურტყამს და იმიტო იყო კონცერტზე ესე. გაიგე? ზუსტად ვიცი. ბექა არ მომატყუებდა. მეგობრობენ კი.
იცოდე, ჩემგან არ გაგიგია.

***

მეორე დღეს დილა გაზეთის პირველ გვერდზე დაბეჭდილი სათაურით დაიწყო.
,,რა მოხდა სინამდვილეში ახალგაზრდა პიანისტის ცხოვრებაში: ექვსთვიანი პაუზა და როიალზე მისვენებული გოგონას ოჯახური ტრაგედია”

მთელი დღის განმავლობაში სასტუმროს მეთექვსმეტე სართულის ერთ-ერთი ნომრიდან ხმამაღალი ტირილის ხმა გამოდიოდა.


ესეც მეოთხე:)
იმედია მოგეწონებათ.
მარიკუნა.



№1 სტუმარი ❤❤

au male dade ra dzaan magaria da shensc ragac saswauli xar❤

 


№2  offline წევრი Kalina

❤❤
au male dade ra dzaan magaria da shensc ragac saswauli xar❤

დიდი მადლობა, ჩემო საყვარელოო♥️♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent