შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდმივ ხმაურში... 11 თავი


8-08-2018, 13:39
ავტორი naattii
ნანახია 2 518

-რა მოხდა გიგი, ელაპარაკე? ორი კარგი ამბავი ერთად არ შეიძლება, ზოგადად ერთი ცუდია მეორე კარგი.
-მიმი ცრურწმენების როდის მერე გჯერა_სიცილით დაჯდა დივანზე გიგი.
-აბა დედა გისმენთ.
-მოკლედ პირველით დავიწყებ, დილით ბატონ ლევანს ვეახლე და დაველაპარაკე, დავპირდი, რომ თუ თავს დაგვანებებდა, მიმის განსაკუთრებით, ხალხში და ტელევიზიაში იდეალური შვილი ვიქნებოდი, ნუ ნინიას ქმრობის გარეშე რა თქმა უნდა, თუ არადა, როგორც კი ამ სიტყვას გადავიდოდა, ერთ-ერთი გადაცემის დროს სრულიად შემთხვევით წამომცდებოდა სიმართლე და ისიც ჩაიძირებოდა.
-გიგი, ასე უარესად არ გამწარდებოდა? ჩუმად რომ მოიფიქროს რამე?
-არაუშავს, ყველაფერი კარგად იქნება, სანამ ერთად ვიქნებით, ერთად მოვაგვარებთ_თბილად გაუღიმა მიმის და დედის გამოწვდილ ხელს ჩაებღაუჭა.
-მეორე რა ამბავია შვილო?
-მეორე უფრო უკეთესი, მწვრთნელს ველაპარაკე სამსახური მჭირდებათქო და რამდენიმე პატარა ბავშვი ჩამაბარა სავარჯიშოდ, 7 წლამდე არიან და გაუმკლავდებიო, დამატებითი ბონუსები დამერიცხება თუ ბურთებს და ჩოგნებს მივხედავ და ყველაფერს მოვაწესრიგებ ხოლმე.
-კარგია დედა. მიხარია, რომ არანაირი სამსახური არ გეთაკილება ოჯახისთვის_გვერდიდან მოეხვია ბიჭს და ვერ შეამჩნია როგორ შეეცვალა მიმის მზერა ოჯახის გახსენებაზე. მალევე წამოდგა და ეზოში გავიდა არეული ნაბიჯებით, ისე იყო დაბნეული ვერაფერზე ფიქრობდა. სად იყო მისი ადგილი? ააქ გიგისთან და მანანასთან? მის მშობლებთან, რომლებიც ვერ იტანდნენ? იქნებ ისიც ანდრიასთან უნდა წასულიყო დიდი ხნის წინ და მისი ადგილი იქ იყო? ანდრეა ერთადერთი იყო, რომელსაც უპირობოდ და უსაზღვროდ უყვარდა, იქნებ მართლაც მის გვერდით იყო მისი ადგილი? ამდენი ფიქრისგან ლამის თავი უსკდებოდა, ხელებით დაიზილა სახე და ვერ შეამჩნია როდის მიუჯდა გიგი გვერდით.
-მიმი.
-გისმენ.
-იქნებ დღესაც დაისვენო? რაღაც არეული ხარ.
-არა გიგი, ხომ იცი მუდმივ ხმაურში რატომ მიყვარს ყოფნა? შევიშლები ამდენი ფიქრისგან, იქ კი ხმამაღალი მუსიკა უბრალოდ საშუალებას არ გაძლევს რამეზე იფიქრო. ახლა ხალხმრავლობა და ყურადღების გადატანა მჭირდება.
-კარგი, როგორც გირჩევნია, როცა საუბარი მოგინდება იცი შენს გვერდით ვარ, წამო გაგიყვან და მე თითონ წამოგიყვან, დარჩენით სამწუხაროდ დღეს ვერ დავრჩები, თუმცა ლაშა იქაა არც არაფერზე ვნერვიულობ_გაუღიმა გოგოს და მოხვეული ხელით წაიყვანა სახლისკენ.
ღრმად შეისუნთქა უკვე გაცვოცხლებული კლუბის სურნელი მიმიმ და სიამოვნებისგან გაეღიმა, უზომოდ უყვარდა ეს ადგილი, მასში უამრავ ემოციას აღვიძებდა. ტანში გაცრა გიგის ძმაკაცები რომ დალანდა ჩვეულ მაგიდასთან, ღრმად ამოიხვნეშა და ბლოკნოტით მომარჯვებული მიადგა.
-რას მიირთმევთ?_თავი არ აუწევია ისე კითხა და კალამი მოიმარჯვა ფურცელზე.
-ამოგვხედე ერთი შე პატარა ბო*ო ვითომ რომ იმალები მაქ, შენი აზრით ძმაკაცის ახევას და თავზე დაჯმას შეგარჩენს ვინმე? თავი ვინ გგონია?_წამში წამოეჭიმა ბექა
-ალბათ ხმაურში არ გესმით და კიდევ გავიმეორებ, მიირთმევთ რამეს?
-მაინც მოგ**ნავ შე პატარა ბო*ო და ჩემსას გავისწორებ, აი ნახავ_მწარედ ჩაიცინა ბექამ და ჯიქურ ჩააშტერდა გოგოს თვალებში.
-ეტყობა ჯერ არაფერი გინდათ, როცა მოიფიქრებთ დამიძახეთ_ცივად მოშორდა ბიჭებს და ბექას გინებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. კიდევ კარგი ლაშას იმდენი კლიენტი ყავდა არაფერი გაუგია თორემ ამდენი კონფლიქტისგან ისედაც გადაღლილი იყო, აღარ უნდოდა კიდევ დაემატებინა. რამდენიმე წუთში მუშაობას დაამთავრებდა კიდევაცუფროსმა კაბინეტში რომ დაიბარა. იმის ჯავრით ნეტავ არ გამაგდებდესო, არც ახსოვს როდის ავიდა კაბინეტთან, მიაკაკუნა და შევიდა. ხელი სახელურზე შეეყინა უფროსთან მჯდარ ლევანს რომ მოკრა თვალი.
-მიბარებდით?
-კი მიმი, აი ლევანმა მთხოვა წყანარად დალაპარაკება მინდაო და დაჯექი მე დაგტოვებთ.
-გისმენთ_ძლივს ამოიღო ხმა კარების გაკეტვის შემდეგ.
-ვერ ვხვდები რითი გადარიე ჩემი შვილი, დიდი ვერაფერი გოგო ხარ.
-ხო, ეგ მეც არ ვიცი_სიმწრით გაეღიმა მიმის და ტუჩი მოიკვნიტა.
-ალბათ ტყუილა ვილაპარაკებ არა დაშორდითქო რომ გითხრა?
-ნამდვილად, თქვენი არ მეშინია, დასაკარგი არაფერი მაქვს, მშობლები აღარ მყავს, არც ძმა, გიგისთან ბედნიერი ვარ და ამის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ, ასე რომ ძალიან გთხოვთ მშვიდობიანად ცხოვრების უფლება მოგვეცით, თქვენ თქვენთვის, ჩვენ ჩვენთვის.
-ზედმეტს ლაპარაკობ ქალბატონო, გაჩუმდი და კარგად მომისმინე, არ დამვიწყებია თქვენი შანტაჟი და არც დავივიწყებ, ბოლოჯერ გაფრთხილებ, გიგის თავი დაანებე და წადი იმ სახლიდან, გადასარევად ვიცი სად ცხოვრობთ და როგორ, ასე დიდხანს ვერ გაქაჩავთ, მალე ფული რომ შემოგაკლდებათ თითონ დაიწყებთ ერთმანეთში კამათს და თქვენი ის ვითომდა სიყვარულიც სადღაც გაქრება, გიგი ნინიას მოიყვანს და უზრუნველი ცხოვრება ექნება, შენ კი კისერიც გიტეხა, თუ გინდა ბორდელში იმუშავე.
-თუ საუბარი დაამთავრეთ მე გავალ, ჩემი პასუხი უკვე იცით_ფეხზე წამოდგა მიმი და წამებში აყვა ლევანიც.
-ამას განანებ შე პატარა ძუკ*ა_გამწარებულმა ჩაუარა გვერდით და კარები გაიჯახუნა, მთლიანად ათრთოლებული მიმი და სავარძელში ჩაეშვა უღონოდ და ხელები სახეზე აიფარა.
მთელი თვე ისე გავიდა ლევანი აღარ გამოჩენილა, ერთ-ერთ გადაცემაში მიიწვიეს და გიგიც გაყვა, მისი პირობა შეასრულა და იდეალური შვილის როლი ითამაშა. ბოლოს წამყვანმა ისეთი შეკითხვა დასვა, წამით დააბნია ბიჭიც და ტელევიზორთან გაფაციცებით მჯდომი მანანა და მიმიც.
-და ბოლოს, რას იტყვით თქვენი ნინიასთან დაშორების შესახებ და ცალკე გადასვლაზე?
-ველოდებოდი მსგავს კითხვას და მიხარია რომ დამისვით, მოგეხსენებათ მინდა სპორტს გავყვე და ჯერ დამწყები ვარ, ამიტომ საკუთარი შემოსავალი არ მაქვს, დაშორება ხმამაღალი ნათქვამია, მე ვიტყოდი მე და ნინიამ მოვილაპარაკეთ რომ ჯერ ოჯახის შექმნა ადრეა, რადგან არ მინდოდა ეს ყველაფერი მამაჩემის ხარჯზე ყოფილიყო, სახლიდან გადასვლასაც იგივე მიზეზი აქვს, იმ სპორტის სკოლაში დავიწყე მუშაობა სადაც ვვარჯიშობ და დედასთანაც ამიტომ გადავედი, რომ სამსახური ისე მეშოვა როგორც გიგის და არა როგორც ლევანის შვილ გიგის, მინდა დამოუკიდებლობა ვისწავლო და არააქ მნიშვნელობა რა საფეხურიდან დავიწყებ ამას, არამგონია ვინმეს პირდაპირ გამზადებული სავარძელი ხვდებოდეს, ვისაც ხვდება თავად იცვლებიან, რადგან გამოცდილი არ აქვთ როგორია იმათ ტყავში ყოფნა ვინც მის ბრაძანებებს ასრულებს.
-მინდა გითხრათ, რომ პირველად მესმის თქვენი ასაკის ბიჭი ასე აზროვნებდეს, წარმომიდგენია მამა თქვენით როგორ ამაყობს.
-დიახ რა თქმა უნდა, ის ჩემი ერთადერთი და საამაყო შვილია_სწრაფად გადახედა გიგის პასუხით გაოცებულმა ლევანმა შვილს და ხელი ბეჭზე დაარტყა.
რამდენიმე დღე საუბრობდნენ გიგის სიტყვებზე ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები, ლევანის რეიტინგმა საკმაოდ აიწია და მშვიდად დადიოდა, ადგილი გარანტირებული ქონდა. სამაგიეროდ შინაგანი ფორიაქით დადიოდა მიმი და გული საოცრად ცუდს უგრძნობდა. აუხდა კიდევაც ერთხელ მაღაზიიდან გამოსულს წინ მტკივნეულად ნაცნობი სხეული რომ აესვეტა.
-საბა_ცრემლებმა გაიწყინეს მიმის სახეზე და ხმაში და ხელები გაეშვა ცელოფნებზე.



№1  offline მოდერი naattii

უცნაური მე
მგონი კულმინაციას ვუახლოვდებით :) კარგი იყო <3

შემდეგი თავი დასასრულია ❤

 


№2  offline წევრი თამო1712

naattii
უცნაური მე
მგონი კულმინაციას ვუახლოვდებით :) კარგი იყო <3

შემდეგი თავი დასასრულია ❤

Dgea agar dadeb?

 


№3  offline მოდერი naattii

თამო1712
naattii
უცნაური მე
მგონი კულმინაციას ვუახლოვდებით :) კარგი იყო <3

შემდეგი თავი დასასრულია ❤

Dgea agar dadeb?

დღეს შუადღით დავდე და უფლება არ მაქვს. ხვალ დავდებ დღის განმავლობაში

 


№4  offline წევრი თამო1712

Ar devs jer tu ratom ver vipovee?

 


№5  offline მოდერი naattii

თამო1712
Ar devs jer tu ratom ver vipovee?

გავაგზავნე შუადღით, რაღაც მიზეზით გააუქმეს და მეორედაც გავაგზავნე მაშინვე. იმედია მალე დაიდება

 


№6  offline აქტიური მკითხველი terooo

ყოფილი შეყვარებული????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent