შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბარბარა (საცდელი)


9-08-2018, 00:26
ავტორი Mariami 1408
ნანახია 1 220

შეიძლება თქვენთან ცეკვა?-მეკითხება სიმპათიური ყმაწვილი.
-კი რატომაც არა-ვეუბნები მოწყენილი და მის ხელს ჩემსას ვახვედრებ. შავი კაბის ფრიალით გავდივარ საცეკვაო მოედანზე და უცნობთან ერთად ცეკვას ვიწყებ. "ღმერთო ალკოჰოლის სუნათაა აყროლებული" ვფიქრობ ჩემთვის.
-უკაცრავად-გვაწყვეტინებს ვიღაც ცეკვას-თუ შეიძლება მაგ გოგონას ხელი გაუშვით და თქვენს ადგილს დაუბრუნდით
-და შენ ვინ ხარ რომ მაგას მიმითითებ?
-თუ ძალიან გაინტერესებს მხოლოდ ამას გეტყვი. თუ სამ თვლაში აქედან არ წახვალ ცხვირ-პირს გაგიერთიანებ
უცნობმა უცბად გამიშვა ხელი, ერთი წუთი დაფიქრდა შემდეგ კი უცბად გაეცალა სიტუაციას
-შენ კი მომავალში გეცოდინება რომ უცხოს არ უნდა ეცეკვო
-უკაცრავად?-ვეკითხები გაბრაზებული-საერთოდ ვიცნობთ ერთმანეთს? საერთოდ ვინ ჯანდაბა ხარ რომ ჩემთან მოდიხარ და ცეკვას მიშლი? ვინმემ რამე გკითხა? თუ გთხოვა მიპატრონეო. ჩემი ძმა ხარ? მამა თუ ქმარი? მოდი გაგცემ პასუხს-არავინ. და სანამ რამეს იზამ და ვინმეს რამეს დაუშლი მანამდე დაფიქრდი თუ შეიძლება-ვეუბნები ნერვებ მოშლილი. წარბს მაღლა ვუწევ და რესტორანს ჩქარი ნაბიჯებით ვტოვებ.
*
-ბარბარა გაიღვიძე გათენდაა-შემოდის კივილით ჩემს ოთახში თაია(ჩემი საუკეთესო მეგობარი).
-თაია დამანებე თავი დამასვენე
-ადექი მეთქი-კივის კიდევ ერთხელ.
-რა გინდა?-ვეუბნები შეწუხებული და ლოგინზე ვჯდები
-გუშინ რატომ გამოიქეცი?
-ასე იყო საჭირო
-აა დაჟე პასუხის ღირსადაც არ მთვლი?
-თაია ტყუილად მეჩხუბები ეხლა
-მაიმტერესებს მიზეზი რატომ წამოხვედი
-პირველი-ბექა მოიყვანეთ რესტორანში რამაც ძალიან გამაბრაზა. კარგად იცით რომ ეხლახანს დავშორდი და ნამდვილად არ მინოდა მისი ნახვა
მეორე-ასე მინდოდა, ახლა კი თუ შეიძლება დამასვენე-ჩამოვუყალიბე გამართულად და ზურგი ვაქციე.
-ჯიუტი თხა
-ძროხა
-ბარბარა ნუ მიშლი ნერვებს
-თაია არ გიშლი ნერვებს
გაბრაზებული დგება ფეხზე და ოთახიდან აჩქარებული გადის.
აქეთ იქით ვწრიალებ თუმცა ძილს მაინც ვერ ვიბრუნებ. საბოლოოდ ტელეფონის ხმა მესმის
-ხო დე
-რას შვები დედი როგორ ხარ?
-რავი ვარ რა შენ რას შვები?
-რავი არაფერს აგერ ვზივარ მამაშენთან ერთად
-რა იყო კიდე ხოარ გაგაბრაზა-ვამბობ სიცილით
-დიახაც გამაბრაზა ელაქუცება აქ მეზობლებს
-კაი დუ აპატიე ხო იცი მამიკო არასდროს გამოსწორდება
-ცოტა დამაცადე, გამოვასწორებ კარგად ამას მე
ცოტახანი სიცილით ვუსმენ დედიკოს
-დედი ბექასთან დამთავრდა ყველაფერი?
-კი დე, ყველაფერი დამთავრდა აღარ მინდა მისი ნახვა-ვამბობ და ცრემლებს ვუშვებ-ყველაზე მეტად მატკინა გული, ხომ იცი ეხლა რა რთული პერიოდი მაქვს
-მომისმინე საყვარელო არ ინერვიულო კარგი? ეგ ბიჭი მაგათ არ ღირს
-კარგი დე
-აბა საყვარელო გკოცნი და დაგირეკავ კიდე მერე არ ინერვიულო
-კაი დუ მეც გკოცნი და მიყვარხარ
-მეც ჩემო სიცოცხლე-მეუბნება და ტელეფონს თიშავს. თმა აჩეჩილი ვდგები და სააბაზანოში შევდივარ, დაახლოებით ნახევარი საათი ცხელ წყალში ვნებივრობ შემდეგ კი პორდაპირ ჩემს ოთახში შევდივარ. შავ ქვედა ბოლოს და თეთრ ტოპს ვიცმევ, ფეხებს შავ-თეთრი ადიდასებით ვიმშვენებ, კისერზე შავ ჩოკერს ვირგებ, მზის სათვალეს და ჩანთას ვიღებ და სახლს ჩქარი ნაბიჯებით ვტოვებ.
გარეთ გამოვდივარ და ზაფხულის თბილ სიოს სახეზე ვგრძნობ.
გარშემო ვიხედები, მწვანე ფერი ყველაფერ აქვს მოდებული, ნაირ-ნაირი ყვავილებით გადაჭედილიყო ეზო. ვერ ვიტან ზაფხულს, მეზიზღება.

იქვე ეგრეთწოდებულ "ჩემს კაფეში" შევდივარ და ადგილს როგორც ყოველთვის ფანჯარასთან ვიკავებ.
-ბარბარა რას შეუკვეთავ?
-როგორც ყოველთვის ლინა
ვეუბნები ოფიციანტს და ჩანთიდან წიგნს ვიღებ. ზოი საგის "ონლაინ გოგოს" კითხვას ვიწყებ, სადღაც ორმოცდაათ გვერდამდე ვიქნებოდი მისული როდესაც ლინამ ჩემი რძიანი ყავა მაგიდაზე დამიდო
-ესეც შენი ყავა
-მადლობა ლინა
-უი დღეს ვიღაცამ გიკითხა
-ვინ ვიღაცამ?
-არ ვიცი მგონი ბექა ერქვა-ამბობს მხრების ჩეჩვით და სხვა მაგიდასთან მიდის. ოხ ბექა ხომ ვერ მოგიშორე.
უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს და ისევ წიგნს ვუბრუნდები.
დაახლოებით ნახევარი საათი კაფეში ვჩერდები შემდეგ კი ფულს ვტოვებ და გარეთ გამოვდივარ.
ეზოს ნელი ნაბიჯებით გავუყვები და ისევ გარემოს ვათვალიერებ.
მხოლოდ ეხლა ვგრძნობ დაღლილობას ყველაფრისგან. გული მტკივდება, რაღაც მაწუხებს და მძიმედ ვუშვებ ჰაერს. იქვე ბოძს ვეჭიდები და გულზე ხელს ვიდებ
-კარგად ხარ?-მეკითხება უცნობი.
-კი, მგონი-ვამბობ და უცნობს შევყურებ. ამის დედაც ეს ის იდიოტი არ არის? ვის გამოც რესტორნიდან გამოვიქეცი?.
-აიღე წყალი
-რო ვკვდებოდე შენგან წყალს არ ავიღებ
-ასე უცბად გაგახსენდი?-ამბობს სიცილით-მე მეგონა ვაფშე ვერ გამიხსენებდი
-სამწუხაროდ ბევრი იდიოტია ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ ადვილად მამახსოვრდება ისინი. შენ კი მგონი დამზდევ
-სწორად გამოიცანი
-მანიაკი ხარ?
-სულაც არა
-აბა რატო დამზდევ?
-აბა მე რავიცი ამოგიჩემე
-სხვა ამოიჩემე და მე შემეშვი-ვამბობ და ეზოში გზას ვაგრძელებ
-კაი ხო ნუ მესწერვები
-არ გესწერვები უბრალოდ გეუბნები
-ხო მართლა ბექას რატო დაშორდი?
გაკვირვებული ვბრუნდები მისკენ და ცისფერ თვალებში შევყურებ
-საიდან იცი ვინ არის ბექა?
-შენზე ყველაფერი ვიცი თითქმის
-ვინ ჯანდაბა ხარ?
-მე იმაზე უფტო ახლობელი ვარ შენთვის ვიდრე გგონია. ხო მართლა კარგი ქენი ბექას რომ დაშორდი-მეუბნება თვალს მიკრავს და მის ახლთ-ახალ მერსედესში ჯდება.
გაბრაზებული მივუყვები ქუჩას და ფიქრებში ვიკარგები. ვინ ჯანდაბაა? საერთოდ არ ვიცნობ. სახელიც კი არ ვიცი. არსდროს მინახავს აქამდე, როდის ან სად შემხვედრია?
თავს ვაქნევ იმისთვის რომ ამდენი კითხვა უკუვაგდო და სახლში შევდივარ. ჩანთას იქვე ვაგდებ ოთახში შევდივარ და ტელევიზორს ვრთავ.
ყურებაში ვიყავი გართული როდესაც ტელეფონზე მესიჯი მომივიდა
-ბარბარა ამ საღამოს 7ზე ჩემთან(ბარბარა)
ერთს ვისუნთქავ და დაღლილი თავს უკან ვაგდებ. ფიქრებით ისევ იმ უცნობს ვუბრუნდები
პს. დაგიბრუნდით სიყვარულებო❤ იმედი მაქვს მოგეწონებათ ახალი ნაწარმოები და ხო ემოიცები კომენატრებში გამიზიარეთ ❤



№1 სტუმარი სტუმარი lia

kargi dasawkisi hans momewona gaagrzele❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent