შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურეთი VIII


5-08-2018, 21:21
ავტორი Californian
ნანახია 1 680

ირიჟრაჟა თუ არა,ნიკომ მაშინვე თვალები გაახილა და მძინარე ელენეს მიაშტერდა.თითქოს უკვე კარგად იცნობდა,თუმცა ბოლომდე მაინც არ იცნობდა.თითქოს,მის შესახებ ყველაფერი იცოდა,მაგრამ ელენე მაინც ამოუცნობი იყო.უჯრაზე ელენეს ტელეფონი შენიშნა.ფრთილად გადაიწია და აიღო.მესიჯების ნახვა არც უფიქრია,უფრო სურათები აინტერესებდა.საინტერესო ვერაფერი ნახა,ძირითადად ელენესი და მისი მეგობრების ფოტოები იყო.იფიქრა,ჩემი ფოტოც ხომ არ შევმატო კოლექციას,რომ ჩავა ნახავს და გაეღიმებაო.წინა კამერა ჩართო,სასაცილო სახე მიიღო,ელენეც გამოაჩინა კადრში და ფოტო გადაიღო,შემდეგ ტელეფონი ისევ ფრთხილად დადო უჯრაზე,ლოგინიდან ადგა და სააბაზანოში შევიდა შხაპის მისაღებად.თბილი წყალი გაოფლილ სხეულს ძალიან ესიამოვნა,თან გამოაფხიზლა.თავის თავთან არ ამხელდა,რომ ელენეს ხვალ წასვლის გამო დადარდიანებული იყო,ამიტომ ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა.ისევ ფიქრებში იყო,როცა ელენეს მისვლა ვერც კი გაიგო.ელენე ყურადღებით აკვირდებოდა ნიკოს სხეულს,მის მოძრაობას,შემდეგ მისკენ გაემართა და უკნიდან მუცელზე ხელები შემოხვია.ნიკოს არ შეშინებია,რადგან მიხვდა,ვინც იქნებოდა და გაეღიმა.
-გაიღვიძე უკვე?
-კი - ისევ ნამძინარევი ხმით უპასუხა ელენემ
-როგორ გეძინა?
-მშვენივრად.იცი,არასდროს არსად არ მძინებია ისე კარგად,როგორც აქ
ნიკო მისკენ მიბრუნდა,ტუჩებში აკოცა და შიშვენ სხეულზე მოეფერა.
-დღეს რა ვქნათ?
-არაფერი,აქ ვიყოთ.ხვალ მივდივარ და მინდა მთელი დღე ერთად ვიყოთ
-კარგი - სევდიანად გაუღიმა ნიკომ,მაგრამ არ შემიჩნია
შხაპის მიღება დაასრულეს და ისაუზმეს.ელენემ ნიკოს კომპიუტერი ჩართო თან ნიკოს უთხრა,დღეს კარგად უნდა გავერთოთო.ნიკო სავარძელზე მოკალათდა და ელენეს უყურებდა,რომელიც ინტერნეტში სიმღერებს ეძებდა.ბოლოს,Kings of Leon-ის Sex on fire აარჩია და ცეკვა დაიწყო.ნიკოსთან მივიდა და ხელი გაუწოდა.ნიკომ იუარა
-არ ვიცი ცეკვა
-ადექი
ნიკომ თავი გააქნია და მაინც უარზე იდგა
-არ ვცეკვავ,მითუმეტეს როკზე
ელენე სავარძელზე დადგა,მღეროდა და ცეკვას განგრძობდა,შემდეგ ნიკოს კალთაში მოექცა და აკოცა,ნიკო ელენეს ზემოდან მოექცა,დაიჭირა და აღარ უშვებდა.დღე ასე გაატარეს,შემდეგ მოსაღამოვდა კიდეც და დაღლილები საჭმელად დასხდნენ.
-რაც აქ ხარ,რამის გაკეთება მოასწარი?საქმეების - კითხა ნიკომ
-ბევრი ვერაფერი,მაგრამ საქმის კეთებას შენთან ყოფნა მირჩევნია
-მერე არაფერს გეტყვის უფროსი სამსახურში?
-ნუ,დიდი დიდი ერთი საყვედური მითხრას,მაგრამ შენს გამო ღირს
ნიკოს გაეღიმა
-კიდევ როდის ვნახავთ ერთმანეთს?
-ხან შენ მოდი ხოლმე ჩემთან,ხან მე მოვალ.ვიცი,ასე ძნელია,მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა არ გვაქვს,ხომ იცი?!
-ხო,ასე მართლა ძნელი იქნება.როგორ არ მინდა შენს გარეშე დარჩენა,შენ რომ შეგხვდი,თითქოს მეორედ დავიბადე
ელენეს გაეღიმა
-არც მე არ მინდა შენს გარეშე დარჩენა,არც ეს ღამე არ მინდა,რომ დასრულდეს.იცი,რა,როგორც კი შვებულებაში გავალ,მაშინვე შენთან წამოვალ,ან შენ წამოდი ჩემთან
-და როდის გექნება შვებულება?
-ივლისში,სულ რაღაც 2 თვეში.ისე,მანამდე შენ შეგიძლია ჩამოხვიდე ჩემთან
-აქ საქმეები მაქვს,ყოველდღე სამუშაო მაქვს,ხომ იცი,მაგრამ მეც როგორცრ კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება,ჩამოვალ.ორი წუთით,საძინებელში შევალ
ელენე ისევ სამზარეულოში ელოდებოდა.მალე ნიკოც დაბრუნდა და მაგიდაზე პატარა გაურკვეველ მატერიაში გახვეული რაღაც დადო.ელენეს არაფერი უკითხავს
-როცა დავიბადე,დედაჩემს ერთმა უხუცესმა თანასოფლელმა,თუ გინდა სოფლის თავ-ქალი,შამანი,ბელადი ან რაც გინდა უწოდე,დედაჩემს რაღაც უცნაური ფორმის ყელსაბამი აჩუქა.მაშინ ხშირი იყო ასეთი საჭუქრები,რადგან სჯეროდათ,რომ თილისმებს,ყელსაბამებს და მსგავს ნივთებს ზებუნებრივი ძალა ქონდათ,ჰოდა,არც ეს ქალი იყო გამონაკლისი.დედაჩემს უთხრა,არასოდეს მოიხსნას,ყოველთვის დაიცავსო.მართლაც,მთელი ცხოვრება მეკეთა,მაშინ,ავარიის დროსაც და მხოლოდ მე გადავრჩი.მე არ მჯერა ასეთი რამეების,მაგრამ ფაქტია,ბევრჯერ გადამარჩინა
-ახლა რატომ არ გიკეთია?
-დიდი ხანია აღარ მინდა,რომ კიდევ გადავრჩე,თუ რაიმე უბედურება მოხდა
-არც ახლა?ჩემთან
-ახლა ის მინდა,რომ ამან შენ დაგიცვას ხოლმე - გაუღიმა ნიკომ და ნივთი გაუწოდა.ელენემ ყელსაბამი ამოიღო,მართლაც ძალიან ლამაზი იყო
-მინდა მე გაგახსენდე ხოლმე - უთხრა ნიკომ
-ძალიან ლამაზია,მაგრამ ისე ნუ მელაპარაკები,თითქოს უკანასკნელად ვხედავთ ერთმანეთს
-ვინ იცის,ხვალ რა მოხდება - გაეღიმა ნიკომ
-ნიკოოოო - გაბრაზდა ელენე
-კარგი,მართლა.შენ მინდა გქონდეს.შეიძლება არც შენ გჯერა მისკიტის,მაგრამ რომ გითხრა,რამდენჯერ გადამარჩინა,ყურებს ვერ დაუჯერებ.ძველად ამბობდნენ,ამ ქვებს მაგიური ძალა აქვთო.ძვირფასი ნივთია ჩემთვის,დედაჩემისგან მხოლოდ ეს დამრჩა
-დიდი მადლობა,სიტყვები არ მყოფნის,მაგრამ მხოლოდ ეს რატომ?
-პატარა ვიყავი,დედაჩემი რომ დაიღუპა
-როგორ დაიღუპა?
-თავი მოიკლა
-რა?რატომ?
-არავინ არ ვიცით
-ძალიან ვწუხვარ.თუ წინააღმდეგი არ ხარ,შეგიძლია მომიყვე?
-მკითხე,რაც გაინტერესებს
-სულ თავიდან დაიწყე,როცა მამაშენს შეხვდა,როგორი იყო და ა.შ
-დედაჩემი ულამაზესი იყო.იმ დროისთვის ძალიან თანამედროვე იყო.როცა მამაჩემს შეხვდა,საკმაოდ პატარა იყო.ერთმანეთი შეუყვარდათ,მაგრამ პრობლემა ის იყო,რომ იმ დროს ბავშვებს აკვანშივე ნიშნავდნენ ხოლმე,ესენიც დანიშნულები იყვნენ,ოღონდ სხვა ადამიანებზე.მერე,როგორღაც მთელმა სოფელმა შეიტყო მათი სიყვარულის შესახებ.მშობლები კი წინააღმდეგები იყვნენ,მაგრამ დედაჩემმა მშობლებს ულტიმატუმი წაუყენა,ან სერგოს გავყვები,ან თავს მოვიკლავო.ერთადერთი შვილი იყო და მათაც შეეშინდათ,ვაი და მართლა თავი არ მოიკლასო და ქორწინების უფლება მისცეს,თანაც უკვე მთელი სოფელი მათზე ჭორაობდა.ორივეს დიდი გეგმები ქონდათ.განათლება მიიღეს,იმოგზაურეს,მაგრამ ცოდნის რეალიზება არ დასცალდათ.მათ მშობლებს მატერიალურად უჭირდათ,კიდევ რაღაც პრობლემები შეექმნათ და აქ დაბრუნება და ცხოვრება მოუხდათ.გავიდა რამდენიმე წელი და მეც გავჩნდი.დედაჩემს დეპრესია ქონდა,არამხოლოდ ჩემი გაჩენის შემდეგ,არამედ მთელი ცხოვრება,თუმცა მე მაინც ძალიან ვუყვარდი.რაღაც მომენტები ბუნდოვნად მახსოვს,მაგრამ დედა მთლიანობაში მაინც არ მახსოვს.მახსოვს ის,თუ როგორ მიკითხავდა საბავშვო წიგნებს,რაც აქ ხშირი არ იყო იმ დროს,მახსოვს ჭკუას როგორ მარიგებდა ხოლმე.კიდევ რამდენიმე წელი გავიდა და ძალიან შეიცვალა,უფრო დეპრესიული გახდა.მამაჩემს და მშობლებს მეორე შვილიც უნდოდათ,მაგრამ მეორე კი არა,აღარც მე აღარ ვაინტერესებდი.ვერავინ ხვდებოდა მისი ასეთი ცვალებადობის მიზეზს,სიმართლე გითხრა,მერეც ვერავინ ვერ გაარკვია.ერთხელაც მამაჩემმა ყური მოკრა რაღაც ჭორს მასზე,ვითომ ერთ ნაძირალა თანასოფლელს ხვდებოდა.მამაჩემმა ყველა სცემა,ვინც იქ იყო,ჩემს ცოლს ეს როგორ აკარდეთო,მაგრამ მერე გაირკვა,რომ ყველაფერი მართალი იყო.ყველა გაკვირვებული დარჩა,ეს როგორ გააკეთაო.ერთ დღეს მამაჩემს უთხრა,გშორდები,იმ კაცს მივყვებიო.მამაჩემმა ლამის დაარტყა,არსადაც არ წახვალ,აქ იქნებიო.გავიდა ცოტა ხანი და დედაჩემი იმაზე საშინელ მდგომარეობაში იყო,ვიდრე მანამდე,გადმოცემით ვიცი,რომ ეს დეპრესია კი არა,რაღაც სიგიჟე იყო.იმ პერიოდში,ერთ-ერთ დღეს,შუაღამისას ტირილისა და ყვირილის ხმამ გამაღვიძა.დედაჩემმა თურმე თავი მოიკლა.მაშინ ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.იმის შემდეგ დედა აღარ მინახავს.მამა არ ლაპარაკობდა ხოლმე ამის შესახებ და მგონია,რომ ორივე მიზეზის გამო არ ლაპარაკობდა,იმის გამოც,რომ ძალიან უყვარდა,ენატრებოდა და მასზე საუბარი ტკივილს აყენებდა და იმის გამოც,რომ მისი ამ საქციელის სცხვენოდა
-მხოლოდ ეს ნივთი როგორ დაგრძა დედაშენისგან?
-დედაჩემმა რომ თავი მოიკლა,ეს დიდი სირცხვილი იყო ოჯახისთვის,ამიტომ ის სახლი დაკრძალვისთანავე დატოვეს.ახლა კი მე მაქვს იმ სახლის გასაღები,მაგრამ არამგონია ოდესმე იქ მივიდე.არა იმიტომ,რომ დედაჩემის გამო მრცხვენია,პირიქით,მასზე ვგიჟდები,არამედ იმიტომ,რომ იქ,იმ სუნზე და იმ სახლზე,რომელიც პატარაობას მაგონებს,ძალიან ცუდად გავხდები
-და თავი რატომ მოიკლა?დარწმუნებულები ხართ,რომ იმის გამო,იმ კაცს რომ არ გაყვა?
-წარმოდგენა არ გვაქვს.ალბათ ეგრე იყო,თუმცა ფაქტი ერთი იყო,დედაჩემი და მამაჩემი გიჟებოდნენ ერთმანეთზე
-ეჭვი მეპარება,რომ ყველაფერი ისე იყო,როგორც ერთი შეხევდით ჩანს
-ახლა მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა
-მე მგონია,რომ აქვს.სიმართლე უნდა იცოდე.ნიკო,რაღაც უნდა გთხოვო
-გისმენ
-დამპირდი,რომ ოდესმე იმ სახლში წამიყვან
-გპირდები - გაუღიმა ნიკომ
ცოტა ხანს ისაუბრეს და გვიან უკვე დაიზინეს.ნიკოს ძილი ისევ არ ეკარებოდა.ათასნაირი ფიქრებით არეოდა თავი,ელენეს წასვლით,თავისი მშობლებლით,მარტო დარჩენით.უკვე შუაღამე იყო,როცა ელენე გვერდით გადაბრუნდა,თუმცა ნიკო ლოგინში არ დახვდა.გაუკვირდა,ცოტა შეეშინდა კიდეც.ლოგინიდან ადგა,ფრთხილად გავიდა დერეფანში.მისაღებიდან უცნაური,დაბალი ხმა შემოესმა.ფეხაკრეფით გაიარა და ჩაბნელებულ ოთახში ჩართული ტელევიზორი დაინახა.არა,ტელევიზორი კი არა,დივიდი იყო ჩართული.ეკრანზე პატარა ბავშვები იყვნენ გამოსახულნი,ერთი უკრავდა,მეორე კი მღეროდა.ეკრანის წინ სავარძელზე მჯდარი ნიკო იყო გადარხილი,რომელიც ჩუმად ტიროდა.ელენეს ამის დანახვაზე ცრემლები წამოუვიდა.გაიფიქრა,უკეთესი იქნება თუ დავწვებიო და ოთახში ისევ ჩუმად დაბრუნდა.ნიკოს დაბრუნებას დაელოდა.იმის დანახვაზე,რაც ოთახში ნახა,გული თითქოს ორად გაეპოვო,ნათლად იგრძნო ის საშინელი გრძნობა,თუ რას შეიძლება გრძნობდეს შვილებ დაკარგული ნიკო.მალე ნიკო ოთახში დაბრუნდა,ეგონა,რომ ელენეს ეძინა და ფრთხილად დაწვა ლოგინში.ეტყობოდა,ჯერ კიდევ ვერ დამშვიდებულიყო და ელენე ფრთხილად მიეკრო და გულში ჩაიხუტა
-დამშვიდდი - დაიჩურჩულა ელენემ და თავზე აკოცა
ნიკო ყველაფერს მიმხვდარიყო და თვითონაც მაგრად მიეკრო ელენეს.ტკივილი და მონატრება ნიკოს გულს უჩეხავდა,ეს წამების ტოლფასი იყო,წამების,რომელიც არასოდეს არ მთავრდება.



№1  offline წევრი დარინა

არ ვიცი ამის შემდეგ მოვლენებიი როგორ განბითარდებააა არ მინდა რომეს წყვილი დაიშალოს საოცრად მომწონს უხდებიან ერთმანეთს, ელენეს წარსული მინტერესებს და კიდევ ველოდებიიი ნიკო როდის გაარკვევს დედამისზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent