შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში (თავი 11)


9-08-2018, 21:10
ავტორი n-strovet
ნანახია 1 911

-ორსულად ვარ!-ჩამწყდარი ხმით უთხრა და მზერა აარიდა. ლილიანს პირთან მიტანილი ყავის ფინჯანი იქვე გაუშეშდა. ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოსწია და მაგიდაზე დააბრუნა, ნერწყვი მძიმედ გადააგორა და ნერვულად ახლართა ერთმანეთში ხელები.
-რას ამბობ?-გაუკვირვებულმა ამოილაპარაკა და თვალები გააფრთოვა-შენ და სანდრო? შეუძლებელიაო გაიძახოდი და...-განზე გაშალა ხელები და გაურკვეველი მზერა მიაპყრო.
-არ შემიძლია-თავი გააქნია, ამოიტირა ჩანთას ხელი დაავლო და კაფიდან გაიქცა. ლილიანმა სწრაფად დადო მაგიდაზე ქაღალდის კუპიურა და მას გაეკიდა. გზის გადაჭრას ცდილობდა, ლილიანმა, რომ დაიჭირა და თავის მანქანისკნ წაიყვანა. ნინელის გაძალიანების მიუხედვათ მანქანაში “ჩატენა”, თვითონაც მის გვერდით მოთავსდა, კარები ჩაკედა და მისკენ მიბრუნდა- სადაც ცოტა ხალხი იქნება, იქ დააყენე მანქანა-ცრემლები მოიშორა, მუცელზე ხელები მოიხვია და თავი მინას მიაყრდნო.
-ჩემთან წავიდეთ-მისკენ გასწია ხელი, მაგრამ ისევ უკან დააბრუნა.
-არა, არ შემიძლია სხვებთან თავის მოკატუნება, თან საშინელი ტოქსიკოზი მაქვს-სწრაფად იუარა და ჩანთაში რაღაცის ძებნა დაიწყო.
-რას ეძებ?
-უბრალოდ, იარე კარგი?-ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და ჩართო. ლილიანმა მანქანა დაძრა, გზას გაუყვა, ნინელიმ გზას დედას დაურეკა და შეატყობინა, რომ დღეს ლილიანთან დარჩემობა. ლილიანმა ბინებს შორის დააყენა მანქანა, ღვედი შეიხსნა თავისუფლად, რომ ყოფილიყო. ნინელის გადახედა და მზერით ანიშნა დაეწყო. ნინელიმაც ჩანთა უკანა სავარძელზე გადააგდო, ცალი ხელი მუცელზე მიიდო, ცალი კი ცრემლები მოიწმინდა, თუმცა ისევ გადმოუცვინდა თვალებიდან, ახალი ნაკადი-ტყუილად გიბრწყინავს თვალები, არ ვარ სანდროსგან ორსულად, ჩემი შვილის მამა დათაა-ამოიტირა და გაფართოებულ თვალებიან ლილიანს შეხედა- ვერ იგებ, ასეა არა? ეხლა თავში უამრავი აზრი გიტრიალებს, მაგრამ მოგეხმარები და გეტყვი, რომ მე და დათას ერთმანეთი არ გვიყვარს, მას არც ვაინტერესებ, მე სანდრო მომწონს, მას კი ყველა გოგო, ვინც მზადა მასთან გაატაროს ღამე. შესანიშნავი წყვილი ვართ, არა?-ჩაიცინა- რვა კვირის ფეხმძიმე ვარ, დიახ ყველაფერი იმ ღამეს მოხდა, აგარაკზე უამრავი სასმლისა და კლუბური ნარკოტიკით გაჟღენთილმა, რა გავაკეთე ხედავ? იმ დროს, როდესაც გარედ გადი მე დათას გავყევი და იქ დავუშვი შეცდომა. დილას, როდესაც მომხდარის შესახებ გავიხსენე იქ დამთავრდა ყველაფერი. ისე მცხვენოდა ვერც წარმოიდგენ, დაახლოებით ორ კვირაში დამეწყო საშინელი ტოქსიკოზი, საჭმელს ვერ ვჭამდი და ფერკმთალი დავდიოდი. არც კი ვიცი, როგორ შევძელი ეს ჩემი მშობლებისთვის დამემალა. ორსულობის ტესტი გავიკეთე და დასტურიც მივიღე თუმცა სისხლის ანალიზი მაინც გავიკეთე, ჩემი ბოლო იმედი, მეგონა, რომ ტესტი ცდებოდა, მაგრამ ესე არ მოხდა. ბოულინგზე, რომ წამოგყევი ამიტომ მქონდა საშინელი რეაქცია, იქ დათა, რომ დავინახე. მინდოდა, მისთვის სიმართლე მეთქვა თუმცა გადავიფიქრე, მან გადამაფიქრებინა, მისმა საქციელმა. მე, საერთოდ არ ვანაღვლებ, ურცხვად მიყურებს და ბოზად მთვლის, დარწმუნებული ვარ. იმის მიუხედავად, რომ მასთან არანაირი გრძნობები არ მაკავშირებს მაინც გამწვა, ტკივილმა, რომ დავინახე ჩემი შვილის მამა, როგორ ხარბი მზერით უყურებდა იქ მყოფ გოგონებს. სადროზე რა ვთქვა? ყველაზე სუფთა და რწფელი ვინც ოდესმე შემხვერია და შენი აზრით, მასთან შევძლებდი რომანის გაბმას? ვერა ისიც მკლავს გულს, რომ ვტკენ და ეს ამბავი საერთოდ გაანადგურებს, დარწმუნებული ვარ. დღეს აბორტის გასაკეთებლად წამოვედი, თუმცავერ გავბედე, ვერ მოვკალი ჩემს შიგნით არსებული სიცოცხლე. მისი გულისცემა, რომ მოვისმინე და მონიტორზე დავინახე, ვიგრძენი რას გრძნობს დედა, როდესაც თავის შვილს ხედავს, ეს ისეთი ბედნიერება იყო, ვერ აღვწერ. -ამოიტირა და სახე ხელებში ჩამალა.
-როგორ დატანჯულხარ-ცრემლები სწრაფად შეიმშრალა და ჩაეხუტა. ეს უბრალოდ ჩახუტება არ იყო, ამით თანაგრძნობას არ გამოხატავდა, თითქოს ძალას აძლევდა და ანახებდა, რომ ის იქ იყო, ადამიანი, რომლის იმედიც შეეძლო ჰქონოდა-მიხარია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგი და დაიტოვე. ნინელი მანქანიდან გადავიდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, უჭირდა სუნთქვა, ახჩობდა ეს ყველაფერი. ფიქრს, რომ დაიწყებდა მის მომავალზე უკვე გული ეკუმშებოდა. ჯერ მთავარი ბრძოლა წინ ჰქონდა, დედა, მამა, რეპუტაცია და ბავშვი, ამ ყველაფერს ჭკუიდან გადაყავდა. ლილიანიც მის გვერდით დადგა თავი დახარა და მიწას გაუსწორა მზერა.
-იცი, რატომ დავიტოვე ეს ბავშვი? -ლილიანს გახედა, მანაც უარყოფის ნიშნათ თავი გააქნია. მუცელზე ხელი შეიცურა და ოდნავ გაიღიმა-მივხვდი, რომ ჩემი სამუდამო სიყვარული ვიპოვე, ეს იქნება ვინც ისთი ვეყვარები, როგორიც ვარ, ვინც ბოლომდე მომენდობა და სრულიად ჩემზე იქნება დამოკიდებული. ის არის ვინც ჩემი ამბავი ყველაზე მეტად მას გაუხარდება, ტკივილი კი მასაც ეტკინება. ის არის, ვისი სიყვარულიც იმ ქვეყნად გამყვება და მას ყოველთვის ვემახსოვრები, აი აქ - საფეთქელთან თითი მიადო -და აი, აქ-ხელი ქვემოთ ჩამოაცოცა და გულზე დაადო- საზარელ ხიდის ბოლოს მივუახლოვდი, ჩემი ორმოში ჩათრევა, რომ უნდა ხომ გახსოვს გიყვებოდი-გაეცინა-ბოლოს მივუახლოვდი, იქედან კი ჩემი ახალი ცხოვრება იწყება, უკან მოვიტოვებ, თავზეხელაღებულ ნინელის და მისგან სულ სხვა ვინმეს შევქმნი.
-ესეც უნდა მოიქცე, გეყოს რაც იტირე-მის წინ დადგა და მისი სახე ხელებში მოიქცია-ბავშვზ უნდა იფიქრო.
-იცი რა მტკივნეულია ტირირლი? თანაც ისე ჩუმად...ჩეუმად, რომ არავინ გაიგოს-თვალები აემღვრა, ტუჩები დამანჭა და ლილიანს ჩაეხუტა.
-ვიცი, მაგრამ რას ვიზამთ ჩვენ ხომ ძლიერრბი ვართ, არ უნდა ვანახოთ სხვას ჩვენი ცრემლი-თავზე ხელს უსმევდა და შიგადაშიგ კოცნიდა-დათას არ ეტყვი?-ნინელი მოსცილდა და თვალებში ჩახედა-შენ საქმის კურსში ჩააყენე, შეიძლება წაგართვას, რომ გაიზრდება და გაიგებს. თუ ენდომება მიიღოს მონაწილეობა თუ არადა მე შენს გვერდით ვარ ისედაც-მხრები აიჩეჩა და გაიცინა
-დღეს შენთან ვრჩები, მაგრამ მანამდე დათას ვნახავ, უბრალოდ დაველაპარაკები და შევეცდები, რომ ნაკლებად ვინერვიულო/
-თუ გინდა მანქანა წაიყვანე, მე ტაქსით წავალ-მანქანის გასაღები გაუწოდა თუმცა ნინელიმ იუარა და გზას გაუყვა, - რომ დაგირეკავ აიღე, გაფრთხილებ-მიაძახა ნაქანაში ჩაჯდა. დაელოდა ნინელი სანამ ტაქსში არ ჩაჯდა და მისამართი არ უკარნახა მძხოლს, შემდეგ კი თითონაც ადგილიდან დაიძრა-ეხლა შენ მოგხედავ თეა-ჩაისისინა და გაზს უფრო მიაჭირა.
ნინელიმ ძლივს შეძლო დათას ნომრის აკრება და მისამართის თქმა, სად იქნებოდა. აშკარა იყო, რომ დათას არ ესიამოვნა მისი ზარი, მაგრამ უარი ვერ უთხრა და დათახმდა შეხვედრაზე. ჩაის სახლში შევიდა სადაც ჰარმონიული სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო, მწვანე ჩაი შეუკვეთა და დათას დაელოდა. არ იცოდა, რა ეთქვა, როგორ შეეპარებინა ეს აბავი მისთვის, არ იცნობდა, მის შესახებ არაფელი იცოდა და ყველაზე მეტად ის აშინებდა თუ უარყოფდა, რომ მამა თვითონ იყო. ყველაზე მეტად კი ამ შეხვედრის რცხვენოდა, არ შეეძლო თვალებში ჩაეხედა და როგორც ნაცნობს ისე შეეხედა. თითქმის ორმოცი წუთი ელოდა დათას, საშინლად დაიღალა რთული ფეხმძიმობა ჰქონდა და ძალიან ადვილად იღლებოდა. როგორც იქნა გამოჩნდა კიდევაც ბატონი დათა, კუთხეში მდგარ მაგიდასთან მივიდა, სადაც ნინელი ელოდა. მოვალეობის მიზნით გადაკოცნა, არა, გადაკოცნასაც ვერ დავარქმევთ, უფრო ლოყაზე შეეხო და მის წინ დაიკავა ადგილი.
-თუ გინდა შეუკვეთე-აღლუღლუღდა ნინელი და მზერა მის ფინჯანს გაუსწორა.
-ამ სიცხეში ჩაი? არა მადლობა-დაიჭყანა-რაზე დამიბარე, სანდროზე უნდა მესაუბრო? ვიცი, რომ მოგწონს მასაც მოსწონხარ და არ ვაპირებ რამე ვუთხრა, ისედაც დაცილდებით რამდენიმე თვეში, ამიტომ ნუ დააპირებ ჩემს მოთაფვლას, დამუქრებას თუ რასაც აპირებ-უდარრდელად აიჩეჩა მხრები და მზერით აგრძნობინა, რომ ეს ყველაფერი არ ანაღვლებდა.
-მისმინე და თუ ბრაზი, გაოცება ან რაიმე რეაქცია რაც ხმაურს და ყურადღების მოყრობას გამოიწვევს, შეიკავე გასაგებია? აქ სანდროზე სასაუბროდ არ დამიბარებიხარ. მე და ის ერთად ვერ ვიქნებით, ძალიან დიდი მიზეზი მაქვს ამისთვის და შეგიძლია არ იდარდო, ამაზე. აქ იმიტომ დაგიბარე, რომ სერიოზული საქმე მაქვს. თავიდანვე გეუბნები, რომ არ გავალდებულებ და არც რაიმეს მოვითხოვ შეგან. ნუ გეგონება, რომ შენს გამოჭერას ვცდილობ და ასე შემდეგ არც მე არ მინდოდა ეს ყველაფერი მომხდარიყო, საჭირო ზომებსაც ვიღებდი, თუმცა ვერ შევძელი. მე გეუბნები ამ ყველაფერს რათა მომავალში რაიმე უთახმოება, სასამართლო და ჩხუბი ავიცილო. ორსულად ვარ!-ღრმად გაისუნთქა და განაგრძო-არ მანაღვლებს თუ თვლი, რომ შენი არ არის. მე გეუბნები, რომ შენგან ვარ, რვა კვირის ფეხმიძე ვარ და შენც გახსოვს რა მოხდა რვა კვირის წინ. იმის მიუხედავად, რომ თავი დავიცავით ეს მაინც მოხდა. საკმაოდ ბევრი ვინერვიულე და მირჩევნია ამოვწურო პრობლემები, რათა მშვიდად ვიყო დანარჩენი თვეები. აქვე გეტყვი, რომ აბორტის გაკეთება მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი. თუ გინდა ბავშვს ეცოდინება შენზე, თუ არა და ეგეც არ არის პრობლემა, მარტო გავზრდი. დამიჯერე არაფელს მოვალკლე თუ რა თქმა უნდა ეს გაინტერესებს, კიდევ გიმეორებ, რომ არაფელს არ გავალებ და არ გთხოვ. ვიცი, ეხლა ყველაფერი აგერია თავში და ჯერ ვერც გაიაზრე, რა ვთქვი ამიტომ, დროს მოგცემ გაიაზრე და პასუხი მითხარი, გინდა თუ არა ამ ბავსვის მამობა, მე ისედაც ვაპირებ, რომ შენს სიახლოვეს არ ვიტრიალო და თუ შენ უარს იტყვი საერთოდ გავქრები და გააგრძელე ცხოვრება ისე, როგორც ადრე. ნუ ღელავ ბავშვს შენზე ცუდ მოგონებებს არ შევუქნი, მის თვალში გმირი იქნები-მუცელზე ხელი გადაისვა და დაიხედა-მე წავალ, შენ იფიქრე და საბოლოო გადაწყვეტილება გამაგებინე, სანამ მუცელი დამეტყობა აქედან უნდა წავიდე. იქედან კი ეხოს ფოტოებს გამოგიგზავნი, თუ შენ მეტყვი-ჩანთას ხელი დაავლო და ფეხზე წამოდგა-გადახდილი მაქვს-ჩანთა გადაიკიდა და მყარად დატოვა ტერიტორია. რომ შეგეხედავთ ძლიერი ქალს დაინახავდით, მაგრამ ეს გარეგანად, უფრო დათას დასანახად, როგორც კი “ჩაის სახლის” კარები გამოკედა, წამსვე გადმოუშვა ის ტკილი რაც ამდენი ხანი ითმენდა, იცოდა, რომ მიეცა მლაშე სითხესთვის თავისუფლება, ვერ შეძლებდა შემდეგ გაჩერებას, მასთან უძლური იყო. განაკუთრებით კი ამ პერიოდსი უფრო მგძნობიარე გახდა. მერე რა, რომ დათა არ უყვარდა? მაინც ეტკინა მისი ასეთი ურეაქციოთ ყოფნამ, ატკინა გული. იცოდა, რომ არ გაუხარდებოდა, არ აიტაცებდა ხელებში და უამრავ ლამაზ სიტყვებს არ ეტყოდა, მაგრამ ასეთი რეაქციასაც არ ელოდა. ნუთუ ესე არ ანაღვლებდა, რომ არც გაბრაზება, არც გაკვრვება და არც სიხარული არ გამოხატა?. თვალებზე ბინტგადახვეული გაუყვა გზას, არ ანაღვლებდა გამვლელები და მათი რეაქცია, ჩაწითლებულ თვალებზე, უბრალოდ გზას გაუდგა და მუცელზე ხელი მიიდო, თითქოს ამით ტკივილი იმსუბუქდებოდა. ანდა რატომ თითქოს, შესაძლოა ასეც კი იყო, ის ხომ უკვე გრძნობდა მის იქ ყოფნას და მოუთმენლად ელოდა უფრო კარგად როდის დაინახავდა და გამოკვეთილად როდის მოისმენდა მის გულისცემას.
დათა ისევ ისე იყო, როგორც დატოვა ნინელიმ. მისი სიტყვები უტრიალებდა თავში და სხვა ვერაფელს ამჩნევდა მის გარშემო. დაპროგრამებული წამოდგა ფეხზე და იქაურობა დატოვა. ნამქანაში ჩაჯდა ტელეფონი გამორთო, რადგან უკვე შემაწუხებელი ყო სანდროს და ლევანის ესემესები თუ ზარები. ეხლა მხოლოდ ფიქრი სჭირდებოდ,ა საკუთარ თავთან დარჩენა და ფიქრი. თავის ბინაში მივიდა, მანქანის გასაღები და ტელეფონი იქვე მაგიდაზე მიაგდო, ოთახში გაეშურა საჭირო ნივთები აიღო და აბაზანაში შევიდა. იქ დაახლოებით ორი საათი დაჰყო. სპორტულები ამოიცვა და ოთახიდან გამოვიდა. სახლში მოწყობილ პატარა ბართან მივიდა, ღვინის ფოთლი და ჭიქა გამოიტანა. ფარდები ჩამოაფარა, რომ ოთახი დაბნელებულიყო, ღვინის ბოთლი გახსნა და თან ჭიქაში ჩაასხა. დივანზე დაჯდა, ერთი ჭიქა სულმოუთქმელად გადაჰკრა და ისევ აავსო. დაიწყო იმ ყველაფერზე დაკვირვებით ფიქრი, რასაც სააბაზანოში ფიქრობდა. ეს მისი ცხოვრება და ნინელის სიტყვები იყო, რამდენიმე ჭიქა ზედიზედ დააყოლა, მაგრამ ეს არ შველოდა. ჭიქა გვერდით მოისროდა და ღვინის მთლიანი ბოთლი დაიჭირა ხელში. დივანის საზურგეს მიეყდნო, თავი უკან გადააგდო და ფიქრი დაიწყო, ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ მალე მამა გახდებოდა.
-მა მა-ამოიოხრა. დაიწყო ფიქრი მის მომავალზე იმის მაგივრად, რომ დრო რაც შეეძლო თავისუფლებაში და გართობაში გაეტარებინა, ყველაფერი ჩაეშალა. ახლა შვილი ეყოლებოდა და მასზე უნდა ეზრუნა. ჯერ კიდევ ოცდაორის იყო, და უკვე მამა ხდებოდა. ნუთუ იმ ქალთან ერთად უნდა ეცხოვრა, ვინც არ უყვარდა და იმის მაგივრად, რომ ის ბავშვი სიყვარულის ნაყოფი ყოფილიყო, ღამის შეცდომა იქნებოდა. კლუბში სიარულის ნაცვლად ბავშვის საჭმელზე და პანპერსზე წავიდოდა და თუ უბრალოდ დროის გასაყვანად ,მუშაობდა ეხლა სერიოზული სამსახური, უნდა ეშოვნა, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო და არაფელი მოეკლო, ოჯახისთვის-ოჯახის კაცი-თავი დანანებით გააქნია და ფეხზე წამოდგა- რა გავაკეთო? უკანონოდ ვერ გააჩენს, ბავშვს მამა სჭირდება. ღმერთო რა გავაკეთო? უსიყვარულოდ, როგორ ვიცხოვრო ქალთან, რომელიც არ მიყვარს? როგორ შევუქმნათ ბავშვს თბილი გარემო უსიყვაარულოდ?-თითები თავზე მოიიჭირა და მთელ ხმაზე იღრიალა-რა გავაკეთო?-ღვინის ბოთლს ხელი დაავლო და იატაკზე მოისროლა-რატომ ვერ გვრძნობ, იმ ბავშვის მიმართ ვერაფელს? ხომ გავაცნობიერე, რომ მამა ვხვდები. ჯანდაბა!-იღრიალა და კედელს დაუწყო მუჭების რტყმა-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!-თავი მიადო კედელს და რამდენიმე წუთით ისე, იყო შემდეგ მაგიდაზე დადებულ ტელეფონს ხელი მოკიდა, ჩართო და ნინელის მიწერა, რომ ბავშვის ფოტო გამოეგზავნა. ზედმეტი კითხვების გარეშე, გამოუგზავნა. დათამაც წამშივე გახსნა და ბავშვის ფოტოს, რომ შეხედა იმის მიუხედავად, რომ თითქმის ვერაფერს არჩევდა მისმა გუმა ჩიტივით დაიწყო ფართხალი. ცერა თითი ეკრანს გადაუსვა და უნებურად, დაუკითხავად მის თაფლისფერ თვალებიდან მლეშე სითხის ბურთმა გადმოაღწია. თავის შეკავავება არც უცდია ახლა ხომ არავინ უყურებდა?, აკრანს ტუჩები მიაწება და ატირდა ხან თითით ხან კი ტუჩებით ეხებოდა ეკრანს-ესეიგი შენ ხარ-ცრემლები შეიმშრალა, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სახლი დატოვა. რამდენიმე საათი ფეხით ისეირნა ორი კოლოფი სიგარეტი დაცალა ტელეფონი ამოიღო და ნინელის მიწერა რომ შეხვედრა უნდოდა. მისამართი გაიგო და ლილიანის სალისკენ დაიძრა. ნინელიც სახლიდან გამოვიდა ელზასუთხრა, რომ საღამოს გასეინება ჩვევად ექცა და სახლში ვერ ჩერდებოდა. თავდახრილი ქუჩის ბოლოს ელოდა დათა, ნინელიმაც ნაბიჯებს აუჩქარა და მასთან მივიდა.
-არ მეგონა, ესე მალე თუ გექნებოდა პასუხი-წვემოდან ახედა და მუცელზე ხელი დაიდო
-არ გეტყობა-დახშული ხმით ამოილაპარაკა.
-ჯერ პატარაა-ჩაეღიმა და მუცელს დახედა.
-შეიძლება?-ხელი მუცლისკენ წაიღო, ნინელისგან თანხმობა მიიღო თუმცა ვერ შეეხო. ხელი იქვე გაუშეშდა, ვერ გაბედა-არ შემიძლია-თავზე ნერვულად გადაისვა ხელი.- შენი ნათქვამი ეხლაც თავში მიტრიალებს, არ მინდა იმის დამტკიცება, რომ ჩემი შვილია და ეჭვი არ შემპარვია ამაში. უბრალოდ შენი გეგმები უნდა შეცვალო, არ ვაპირებ ჩემი შვილიდან შორს ყოფნას და სურათებით თავის დაკმაყოფილებას. არსადაც არ წახვალ არც ბავშვი არ იქნება უკანონო, რაც შეიძლება მალე მოვალ ვთხოვ შენ ხელს მშობლებს და დავქორწინდებით თუ გინდა ქორწილი საერთოდ. შენ, როგორაც იტყვი ისე იქნება
-მგონი გაგიჟდი ხო?-თვალები გააფართოვა და წამოიყვირა-რამ გაფიქრებინა, რომ ცოლად გამოგყვები? ჩემ თავს მივხედავ როგორმე
-არ მაინტერესებს, გადაწყვეტილია ვიქორწინებთ კანონიერად. შენი გადასაწყეტია თინეიჯერებივით გაპარვა გინდა თუ ტრადიციული დანიშვნა, ქორწილი გინდა თუ არა, მხოლოდ ამას გადაწყეტ დანარჩენი შენი საქმე აღარარის-ჩამოუყალიბა და ნინელის პასუხი დაელოდა.
-იმდენად არ განაღვლებ, რომ ფეხებზე გკიდია შენი ქორწილიც კი-აცრემლებულმა უთხრა ზურგი აქცია და სახლისკენ დაიძრა თუმცა დათას ხელმა შეაჩერა, უხეშდ, რომ ჩასჭიდა და მისკენ მიაბრუნა.
-ეხლა კარგად მომისმინე, მე ბავშვზე ვფიქრობ და არ მანაღვლებს შენ რა გინდა. თუ ბავშვს ასე ჭირდება , ასეც იქნება.-ხელი გაუშვა-ფრთხილად წადი, რამე არ დაიშავო ხვალ დედაშენს უთხარი და დასანიშნად მოვალ, არ ჯობს გაპარვა მაინც სუსტად ხარ-ზურგი აქცია და გზას გაუყვა.
მეორე დღეს ნინელი სახლში დაბრუნდა, მთელი დღე ცდილობდა დედ-მამისთვის, როგორმე ეთქვა დათას ამბავი, მაგრამ ვერ შეძლო. შეეშინდა, დათამ კი ძმაკაცებს უთხრა, რომ შეყვარებული იყო და ცოლადაც უნდა მოეყვანა. გოგოს კი მის დასანიშნად, როდესაც მივიდოდა მაშინ ნახავდნენ. სანდროც და ლევანიც ერმანეთს გაოგნეული მიაშტერდნენ, უამრავი კითხვები დააყარეს, მაგრამ დათამ ზოგზე თავის არიდება, ზოგზე კი ტყულების თქმა მოუწია. სინდისი ქეჯნიდა მისი ძმების მოტყუება, რომ უწევდა, მაგრამ არ შეეძლო მათვის სიმართლის თქმა. არ უნდოდა ნინელი უთავმოყვარეო ქალად გამოეყვანა მათ თვალში. სანდროსგან კი რაც შეეძლო, თავს შორს ჭერდა და ყოველთვის რაღაცას იმიზეზებდა. როგორც იქნა ნინელიმ ძალა მოიკრიბა და მშობლებს უთხრა, რომ თხოვდებოდა, მისი სიყვარული იპოვა და არ სურდა დრო ტყუილად დაეკარგა. გიორგიმ ნინელის მამამ მშვიდად, მაგრამ გაბრაზბულად დაუწყო ახსნა, რომ წინააღმდეგი იყო, ჯერ ამისთვის მზად არ იყო და უნდა ესწავლა. თუმცა ნინელიმ მყარად განუცხადა თავისი პასუხი და ისიც დაამატა, რომ დასანიშნად რამდენიმე დღეში მოვიდოდა მისი ოჯახით, მის გადაწყვეტილებაზე კი პატივი უნდე ეცათ და გვერდით დადგომოდნენ. ესე მყარად შევიდა თავის ოთახში, კარები გადაკეტა და იქვე დაიწყო მოთქმა, ყველაზე ნაკლებად დათას ცოლობა უნდოდა, ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა ეცხოვრა იმ ბიჭის გვერდით, რომლის ძმაკაცზედაც ჭკუას კარგავდა, როგორ უნდა აეტანა, სანდრო სტუმრათ მათთან, რომ მოვიდოდა და თვალებში, როგორ ჩაეხედა ღალატის გამო. მერე რა, რომ ერთად არ იყვნენ, ნინელი მოღალატედ თვლიდა თავს. ფიქრრობდა, რომ მის სიყვარულს უღალატა.
საღამოს ნინელი სახლში დაბრუნდა და ცდილობდა რაიმე გეგმა მოეფიქრებინა თეას გასამწარებლად. მობეზრდა წამიერი ყვირილი და ნერვებზე თამაში, რაიმე ძლიერი ჭირდებოდა.
-მიხარია ,რომ მოხვედი-ღიმილით შეეგება თეა ნინელის.
-ხო როგორ არა-აგდებულად და დამცინავად უთხრა, დათოსთან წავიდა, რომელიც სუფრასთან იჯდა და მადიანად აგემოვნებდა ელზას გაკეთებულ ფახლავას.
-მამა ესე ადრე მოხვედი?-გაიკვირვა და ლოყაზე აკოცა
-მოდი, დაჯექი და ჭამე -მიანიშნა მის ადგილისკენ-თეა მოემზადე და წავიდეთ
-კარგი-სრაფად აცუნცულდა, თეა ოთახში.
-სად მიდიხართ?
-სავახშმოდ-პირგამოტენილმა უპასუხა და ელზას ანიშნა, რომ უგემრიელესი იყო, მისი ნახელავი.
-რაა?-გადაიკისკისა
-რა გაცინებს?-დაბღვერილი შეხედა დათომ
-არა რა მიკვირს შენი,-თავი გააქნია- სავახშმოდ მიდიხარ და აქ ჭამ?
-ხომ იცი, ელზას გაკეთებული ფახლავა, რომ არ შევჭამო მოვკვდები.
-შეგერგოს-ბეჭზე მოუთათუნა ხელი და ზემოდ ავიდა.
თეას ოთხის კარები ნახევრად ღია იყო და დაინახა, როგორ არჩევდა კაბებს, რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ გაჩერდა. ბოლოს მაინც ვერ მოითმინა და ოთახში შევიდა
-შეიძლება?
-კი, რამე გინდა?-მისკენ არც გაუხედავს, ახალი კაბა გადმოიღო და ის შეათვალიერა.
-კაბა ვერ აარჩიე?-საწოლზე მიყრილ ათამდე კაბაზე მიუთითა
-ხო, მინდა ლამაზად და ელეგანტურად გამოვიყურებოდე-სიხარულით ცოტაც და იხტუნებდა და ისევ კაბებს მიუბრუნდა.
- ხედავ რა უცნაურია ცხოვრება?-გადაიხარა და კაბას მოკიდა ხელი-ჯერ კიდევ გუში ერთი კაბა ჰქონდა, ნავტალინით შენახული. დღეს კი, იმდენი გაქვს ვეღარც კი არჩევ, რა ჩაიცვა-სახეში მიაფერთახა კაბა -უფს, მგონი ძალიან არ დამიზიანებია, მაინც მამაჩემის ფულით გაქვს ნაყიდი და მენანება, კაცმა იწვალა და შენ პანჭა-პუჭაში ხარჯავ, კაბას მაინც გავდეს-ამარზენად მოავლო თვალი, კაბას.
-საკმარისია-კაბა მოსროდა და გამწარებულმა შეხედა-უკვე დავიღალე, ვინ ხარ შენ?-ხელი კრა -რა უფლებით მესაუბრები მასე? მეც მაქვს ჩემი თავმოყვარეობა.
-შენ, რომ თავმოყვარეობა გქონდეს, 38 წლის ქალი 55 წლის კაცს არ გაყვებოდი ცოლად -მანაც საკმაოდ მაღალი ტონით უთხრა-რა, ფულის გამო არ გაყევი ცოლად? თუ შენზე 17 წლით უფროსი კაცი შეგიყვარდა? ეგ ზღაპარი მოუყევი შენს დაქალებს, ისინიც არ დაგიჯერებენ თორემ კი. ერთი ფულზე დახამებული ქუჩის ქალი ხარ -უთხრა და მალევე იგრძნო ლოყაზე წვა.
-თეა რას აკეთებ-იმ წამს შემოსულმა დათომ, თეასთან მივიდა და გამწარებული შეხედა შემდეგ კი ლილიანს მიუხედა, რომელიც ლოყაზე ხელ მიდებული ტიროდა
-დათო მე არ მინდოდა, მან მაიძულა-გული შიშისგან აუფართხალდა და აღარ იცოდა რა ეთქვა.
-რა გაიძულა, დამარტყიო?-უღრიალა და გულში ჩაიკრო, ლილიანი -მა ძალიან გტკივა?
-დათო გთხოვ-თვალებზე ცრემლებმომდგარი მიუახლოვდა, დათოს, მხარზე ხელი დაადო, მაგრამ სწრაფად მოიშორა დათომ.
-შემეშვი-კბილებში გამოსცრა
-დათო გთხოვ-ამოიტირა და მისკენ წაიღო ხელი
-შემეშვი-თქო არ გესმის?-დაიღრიალა და თეაც შეხტა
-რა ხდება აქ?-გაფითრებული შემოვარდა ოთახში
-ლილიან რა გჭირს?-მასთან მიახლოვება სცადა, მაგრამ არ მიუშვა დათომ
-დედაშენმა დამარტყა-სლუკუნით უთხრა და დათოს კისერში დამალა სახე
-რაქნა?-გაოგნებული მიაშტერდა დედამის-დედა რას ამბობს?
-მან მაიძულა-ლევანისკენ მიტრიალდა და მას დაუწყო ახსნა
-გაჩუმდი, რა გაიძულა დამარტყიო? ნუ იმართლებ თავს-ისევ დაიწყო ყვირილი დათომ
-რა უფლებით უყვირი დედაჩებს?
-რა უფლებით ურტყამს ჩემს შვილს? იცი, როგოორ გავზარდე, ზედმეტი სიტყვა არ მქონდა მისთვის ნათქვამი, დარტყმაზე ზედმეტია საუბარი.
-ხო, როგორ არა, ოთახში მე ჩავკეთე არა-დაუფიქრებლად წამოაყლანტალა თეამ
-შენს გამო, მეშენ დაგაყენე წინ და შენ, როგორ მპასუხობ?
-მან მე ქუჩის ქალი მიწოდა
-და არ ხარ-თავი წამოყო უცებ-დაგაწიწგნი მაგ თმებს- თმებში ჩაფრენა უნდოდა, მაგრამ ლევანმა შეაჩერა - რა უფლებით დამარტყი
-გაჩერდი ლილიან- ატირებული დედა გულში ჩაიკრა ლევანმა.
-წამოდი ოთახში-ძლივს-ძლივობით გაიყვანა, მოხტუნავე ლილიანი დათომ.
როედსაც გავიდნენ, ლევანმა კარები მიხურა და დედამის მიუბრუნდა
-რა გააკეთე?
-დავიღალე უკვე, აღარ მაქვს მაგ გოგოს ატანა, თავად შემოვიდა და დაიწყო ჩემი დამცირება, მე არ მითხოვია შემოსულიყო ჩემს ოთახში
-არ უნდა დაგერტყა, არ გქონდა ამის უფლება
-მან ქუჩის ქალი მიწოდა, მითხრა, რომ ფულის გამო გავყევი მამამის ცოლად
-აბა სიყვარულით?-კბილებში გამოსცრა ლევანმა და თვალები დაქაჩა.
-ლევან-გაუკვირდა და ცრემლები მოიშორა.
-დედა აბა რისთვის გაყევი ცოლად 17 წლით უფროსს მამაკცს?
-ლევან-დაუყვირა-გაჩუმდი თორემ..
-რასიზამ? მეც დამარტყამ? მიდი დამარტყი ჩემზე არავინ გეტყვს არ გქონდა უფლებაო-ხელები გაშალა და ლოყა მიუშვირა
-მე შენგან ამას არ ვიმსახურებ-ამოიტირა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
-რამდენჯერ გითხარი ვინც იყო ეს კაცი, რამდენჯერ მომისმინე, ჰა? და შენი ქმრის მკვლელი შეგიყვარდა?
-გაჩუმდი, არ გაიგონოს-ტუჩებზე მიირტყა ხალი
-რატომ? გეშინია არ გაგაგდოს? რა ნამუსით გძინავს მის გვერდით? და ამის მერე მეუბნები, რომ შეგიყვარდა? არ მჯერა
-გაჩუმდი-დაუყვირა, ფეხზე წამოდგა და სახეში გაარტყა. როდესაც გაიაზრა რა გააკეთა ლევანთან მივიდა ჩასახუტებლად-მაპატიე
-არაუშავს-თავი დაუქნია-დაგტოვებ-ლოყაზე ხელი ჩამოისვა და ზურგი აქცია. იმის მიუხედავად, რომ ეს მისთვის დამცირება იყო არ გატყდა და დედას არ აჩვენა. საკუთარ დედასაც კი ვერ ელაპარაკებოდა და ანახებდა თავის ტკივილს.
ნახევარი საათი ტიროდა, ლილიანი და ამ ტირილშიც ჩაეძინა კიდევაც. დათო თავის კაბინეტში ვისკით ხელში შევიდა და კარები გადაკეტა.
შუა ღამე იყო, როდესაც ლევანი მოვიდა სახლში, დიდი ყოყმანის შემდეგ, ლილიანის ოთახში ფეხაკრებით შევიდა, იქვე მდგარ სკამს ხელი მოკიდა და საწოლთან ახლოს დადგა, როგორაც შეეძლო კომფორტულად მოთავსდა, ხუთი წუთი უყურებდა მძინარე ლილიანს. როგორც ჩანს ლილიანმაც იგრძნო, დაჟინებული მზერა და ტკბილ სიზმრებს მოწყდა. რამდენჯერმე დააფახურა თვალები, როდესაც გაახილა ლევანი დაინახა, რომელიც ოთახიდან გაპარვას ცდილობდა.
-აქ რას აკეთებ-თავი წამოყო და საწოლზე წამოჯდა
-არ მინოდა, შენი გაღვიძება-მისკენ მიბრუნდა
-ხო ორივე დედა-შვილი რაც არ გინდათ იმას აკეთებთ რატომღაც-მწარედ ამოილაპარაკა და ლოყაზე მიიდო ხელი
-ბოდიშს გიხდი, არ უნდა დაერტყა შენთვის-თავდახრილი მისკენ წავიდა
-შენ? მე? მიხდი ბოდიშს?
-ხო მესმის შენი-საწოლზე ჩამოჯდა -მეც მომხვდა და მეც მარცხენა ლოყაზე-ჩიცინა
-დედაშენმა დაგარტყა?-თვალები გაუფართოვდა
-ხო, ზედმეტი მომივიდა-დაიჭყანა, ლილიანმა კი ჩაიცინა -დედაჩემს მეორედ ეგეთი რამ არ აკადრო-ვერ მოითმინა და მაინც უთხრა, ლილიანს კი სახეზე ღიმილი შეაშრა-და აღარ გაბედო მეორეჯერ ხელით წასვლა, ის დედაჩემია , მამაშენის ცოლი ,არ გაქვს უფლება..
-ანუ მე ვარ დამნაშავე არა? -ამოიტირა და საპირისპირო მხარეს გადაბრუნდა
-არ იტირო რა-გადმოაბრუნა და დამწუხრებულმა შეხედა
-მე კიდევ მეგონა შეიცვალე, ისეთივე ხარ
-მისმინე-მისი სახე ხელებს შორის მოიქცია-ჩვენი ურთიერთობის დასალაგებლად არ არის საკმარისი მხოლოდ ჩემი შეცვლა, შენც ძალიან ცუდად იქცევი, ჩემთვის საყვარელ ადამიანს აყენებ შეურაწყოფას.
-შემეშვი-მისი ხელები მოიცილა სახიდან
-მისმინე, ნუ ჯიუტობ მე საკმარისად შევიცვალე, ის ლევანი ყვირილით შემოგივარდებოდა და მთელ ოთახ ამოატრიალებდა.
-და ეხლა?
-ვერ ხვდები?-გაურკვეველი მზერით შეხედა-არ მინდოდა ასეთ დროს, ამ სიტვაციაში მეთქვა, მაგრამ ვერ ვითმენ, არ მინდა დაგიმალო
-რას გულისხმობ
-იცი ერთ დღესაც, როდესაც შენს თვალებზე ცრემლი დავინახე, რატომღაც სულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, მთელი სხეული მეწვოდა, მინდოდა თითვეული შენი ცრემლი დამეჭირა და არ გამეშვა, იმ დროს ყველაზე მეტად მძულდა შენი ცრემლების ავტორი, ვერ ვხვდებოდი, რატომ პირველი ფიქრი ვიფიქრე იქნებ მივიღე დად? მაგრამ არა, ეს საერთოდ სხვა გრძნობა იყო. ვერ წარმოიდგენ, როგორ მიხაროდა გაღიმებულს რომ გხედავდი და ათმაგად ბედნიერი ვიყავი თუ მაგ არაჩვეულებრივი, ღიმილის ავტორი მე ვიყავი. ნელ-ნელა ყველაფერი შეიცვალა, ვეღარ გიბრაზდებოდი, მაგრამ რადგან ეს ჩემი ნიღაბი იყო, მიწევდა შენი გულის ტკენა და შეპასუხება. ისიც არ ვიცი დანამდვილებით, ჩემი სიტყვები შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო და საერთოდ რაიმეს თუ ნიშნავდა შენთვის. დიდი დრო არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ მიყვარდი. აი კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვერ ვიტან ნიკას. ვერ ვხვდები რატომ გიყვარს, რატომ ის და არა მე, არ მაინტერესებს არც დედაჩემის არზრი და არც დათოს რეაქცია, თუნდა მსოფლიო გადაატრიალოს მე ჩემს აზრზე მყარად ვიდგები. თითვეულ ქვას ავიტან ჩემსკენ ნასროლს და რამდენადაც შემეძლება გადაგეფარები და შენსკენ ნასროლ ქვას მე მივუშვერ მკერდს, მაგრამ უნდა ხვდებოდე, ამას მარტო ვერ შევძლებ, შენ უნდა მყავდე გვერდით , შენ უნდა მახნევებდე მე შენგან უნდა ვიღებდე ძალას, რომ ვიბრძოლო. ხედავ? სრულიად სხვა ვარ, ასდროს დამიყენებია სიყვარული დედაზე წინ. ყოველთვის ვამბობდი, რომ არ მივცემ ქალს მართოს და დედის წინააღმდეგ არ წავიდოდი. ყოველთვის მეგონა, იმ გოგოს მოვიყვანდი ცოლად და გავუღებდი ჩემს გულის კარებს, ვინც დედას მოეწონებოდა. ვიცი, ეხლა სასტიკი წინააღმდეგი იქნება, მაგრამ არ მანაღვლებს, ცოცხალი თავით არ დაგთმობ. იცი, როგორ მინდა ეხლა გადმოქცე, ის გრძნობები, რომელსაც მე განვიცდი, მაგრამ ეს ყველაფერი ენით აღუწერელია. ვერ გეტყვი, მაგრამ უშენოდ ვერ ვისვენებ, თითქოს ვიღაც მგუდავს და ცდილობს სული შემიკრას და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს ესეა, ხედავ რა გამიკეთე? მიყვარხარ ჩემო მწვანეთვალებავ!, შენი თვალების ყურება, მსოფლიოს მირჩევნია, მინდა სულ გაბრწყინებული იყო და მხოლოდ სიხარულის ცრემლები გცვიოდეს, ულამაზეს თვალებიდან. მე მართლა გულით ვფიქრობ და უკვე წარმოვიდგინე კიდევაც, რომ ჩვენ ოჯახი შევქმენით და ეს ესე უბრალოდ არ მომხდარა, ძალიან ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოგვიწია, მაგრამ ჩვენი სიყვარული უფრო და უფრო გააძლიერა ამ ყველაფერმა. ესეთ მომავალს ვხედავ, მე არ მინდა ილუზიები შეგიქმნა და გითრა "მე ფრთიანი ანგელოზი ვარ" არა საყვარელო, არ ვარ ფრთიანი ანგელოზი და ეს შენ ძალიან არგად იცი, შეიძლება კამათიც მოგვივიდეს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამ დროს გამიგია სიყვარული უფრო ძლიერდებაო. არ ვიცი ეს რამდენად მართალია. შეიძლება ჩემს გამო ცრემლი წამოგივიდეს , მე კი, ამას ვერ გადავიტან და ყველაფერ გავაკეთებ, რომ ესეთი შეცდომა აღარ დავუშვა. ერთად გადავიტანთ ყველა პრობლემას, შენგან თანხმობა, რომ მივიღო, გავიქცევი ბეჭედს ვიყიდი და არც არავის დავეკითხები ისე მოგიყვან ცოლად. ლილიან, ჩემო ძვირფასო მიყვარხარ და მინდა ეს ყოველთვის გახსოვდეს.- ლილიანი უსმენდა, ლევანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს და ვერ იჯერებდა, რომ მის წინ ლევანი იდგა, თავიდან იფიქრა მესიზმრებაო, მაგრამ ესეთი რამ მის ქვეცნობიერს არ მოაფიქრდებოდა. ვერ ხვდებოდა რა ეპასუხა ისიც არ იცოდა, სიმართლეს ამბობდა თუ რაიმე ხრიკს უწყობდა , მაგრამ ეს სიტყვები….გრძნობდა, რომ გულიდან იყო წამოსული მის თვალებშიც ჩანდა, უსაზღვრო სიყვარული და რწმენა. არ იცოდა რა ეთქვა, არ უნდოდა გული ეტკინა მისთვის, მხოლოდ უყყურებდა და ცდილობდა, მის თვალებიდან კიდევ ამოეკითხა ისეთი ლამაზი და თბილი სიტყვები.-არაფელს არ მეტყვი?
-მეც იმას განვიცდი რაც შენ, - ლევანის სახე გაუბრწყინდა და თავი მაღლა ააწევინა-მაგრამ ეს გრძნობა ნიკას მიმართ მაქვს და არა შენს მიმართ, მე ნიკა მიყვარს ლევან და მის თავს ვერავინ შეცლის.
-და რატომ? რა აქვს ნიკას ისთი რაც მე არ მაქვს-ნისლისფერი თვალები აემღვრა, გულმა კი რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. იცოდა, როგორ არ იცოდა, ნიკა, რომ უყვარდა, მაგრამ მაინც ეტკინა.. არარსებულ იმედზე იყო ჩაბღაუჭებული, რადგან ეს იყო, მისიტკივილის ოდნავ, მაგრამ მაინც დამაამებელი.
-მე არ მაქვს ბრძოლის თავი, ძალიან სუსტი ვარ მაგისთვის, ამიტომ ერთად ვერ ვიქნებით
-მაგას ნუ მეუბნები-ჩამწყდარი ხმით უთხრა და ხელები დაუკოცნა-გთხოვ ეგ არ თქვა
-ტკბილი ძილი -თავი გაითავისუფლა, საწოლში შეწვა და თვალები დახუჭა
-შენც-ცრემლი ძლივსძლივობით გადააგორა, თვალებზე ხელი მოისვა და ოთახიდან გავიდა
......................
ნახევარი საათი ეხვეწებოდა თეა, რომ კაბინეტში შეეშვა დათოს. დათომ ვეღარ გაუძლო თეას ასეთ წვალებას და გაუღო კაბინეტის კარები. მანაც რა ქნას? უყვარს არ იმსახურებს სიყვარულს? ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ლილიანზე ფიქრობდა და ამდენი ხნის შემდეგ, როდესაც საკუთარ ცხოვრებას დაუთმო დრო. ისევ ლილიანის გამო ან უნდა მიატოვოს ან როგორმე ნეიტრალურ ზონაში გადაინაცვლოს.
-ისევ ძან მიბრაზდები?
-შენ ხომ ეგეთი არ იყავი? სხვის შივილს კი არა საკუთარს არ უბრაზდებეოდი და ეხლა რა დაგემართა?-ჭიქაში ვისკი ჩაასხა და სავარძელში ჩჯდა.
-ჩემი თავმოყვარეობა მთლად გაანადგურა, ფულზე დახამებული გამომიყვანა, მითხრა, რომ ფულის გამო წამოგყევი ცოლად…-მიუახლოვდა და გამწარებული ჩახედა თვალებში
-და მაგიტომ დაარტყი-გააწყვეტინა-და არ იცოდი ეგრე, რომ იქნებოდა? რამდენჯერ უთქვია ჩემთვის სანამ შენ მოგიყვანდი აქ, მაგრამ არ დამირტყამს მისთვის, რადგან ვიცოდი მისთვის ეს ყველაფერი რთული იყო.
-ეგოისი ბავშვია, ვერ ატყობ?-თითქოს ელდა დაეცაო, ისე აღმოთქვა პირიდან სიტყვა და მაგიდას მიეყრდნო.
-ხო ეგოისტია და მე გავზარდე ესეთი. მთელი სამყარო მინდოდა მისთვის მეჩუქებინა, ყველა მის კაპრიზებს ვასრულებდი, თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რომ ყველა ფასი რაც მას მოუნდებოდა ჩემთვის ხელ მისაწვდომი ყოფილიყო. მხოლოდ ჩემი სითბო იცოდა მან. არ არის საკმარისი ბავშვი უდედოდ, ბებიას, ბაბუას გარეშე, რომ იზრდება. არ ჰქონდა ოჯახური სითბო, ამიტომ ყველაფერს მე ვუნაწილებდი. პატარა, რომ იყო თათბირიდან გამოვბოდი და და მასთან მივდიოდი, რომ არ ეტირა. ბავშვმა მხოლოდ მამის და ელზა სითბო იცის და მას გონია, რომ ართმევენ ჩემს თავს. ამიტომ აქვს ასეთი რეაქცია, მეგონა გაუგებდი, მაგრამ ართავი დანანებით გააქნია.
-შენ რატომ ხედავ მარტო იმას, რისი დანახვაც გინდა? ის ცუდად იქცევა
-დავიღალე, სხვა დროს ვისაუბროთ-ხელი კარებისკენ გაიშვირა
-რატო? ეხლა ვერ ვისაუბრებთ?
-თეა-დაუღრინა-გადი!
.............
უჰ საკმაოდ დიდი თავია მგონი რას იტყვით? მაპატიეთ, რომ ვაგვიანებ დადებას უბრალოდ სახლში არ ვარ და ვერ ვიცლი დასადებად <3



№1  offline წევრი skida

არ ვიცი როგორ ვთქვა ლევანის სიტყვები საოცარი იყო სულის ამოძახილი! ასე გააგრძელე კარგი მწერალი ხარ.

 


№2  offline წევრი n-strovet

skida
არ ვიცი როგორ ვთქვა ლევანის სიტყვები საოცარი იყო სულის ამოძახილი! ასე გააგრძელე კარგი მწერალი ხარ.

მადლობა heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent