შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდმივ ხმაურში... 12 თავი (დასასრული)


9-08-2018, 21:57
ავტორი naattii
ნანახია 3 224

-გამარჯობა მიმი_ბიჭის გატეხილი ხმაც გაისმა და აეწვა კიდევაც ლოყის მარჯვენა მხარე
-როგორ ბედავ? როგორ გამოხვედი იქედან? როგორ მენახები, ღმერთო რა უსინდისო ხარ საერთოდ არ გცხვენია?
-მაპატიე მიმი, დიდი დრო მქონდა ყველაფერზე მეფიქრა და მართლა ძალიან ვწუხვარ, ვერ წამოიდგენ იქ რეები ხდება, რას მიკეთებდნენ_სინანულით ჩახარა ბიჭმა თავი.
-რაცარუნდა მომხდარიყო, თუნდაც ცოცხი გაერ*ოთ ერთ ადგილში, მაინც ღირსი იქნებოდი, ამდენ ადამიანებს მოგვიტანე უბედურება და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ, არც კი იფიქრო ოდესმე დამენახო, თორემ ასე მშვიდად აღარ ვიდგები.
სწრაფად დასტაცა მიმიმ დაყრილ ცელოფნებს ხელი და სახლისკენ წავიდა, ემოციებისგან მთელი სხეული უკანკალებდა, ჯერ-ჯერობით ახერხებდა ცრემლების შეკავებას, მაგრამ შიგნიდან მუცელში ისეთი უცნაური გრძნობა იჩენდა თავს თითქოს ერთი მარილიანი ბურთულაც რომ გადმოეგდო ვეღარასდროს გაჩერდებოდა. როგორც იქნა სახლს მიაღწია, სამზარეულოში სწრაფად დაყარა ცელოფნები და ეზოში გავიდა, მეტად ვეღარ მოითმენდა, უნდა ამოეღო თორემ გული გაუსკდებოდა. არ დაუნახავს მარტო იყო თუ არა, არც ის ადარდებდა სახლში თუ ვინმე გაიგონებდა ხმას, მწვანე ხასხასა ბალახზე დავარდა მუხლებით და ერთიანად ამოუშვა ამდენი ნაკავები ხმა. ვერ ტიროდა, მთელი ხმით ბღაოდა და ცრემლების ნიაღვარი დაედინებოდა ლოყებზე, რატომ მოუვლინა უფალმა ასეთი სასჯელი, რატომ ტანჯავდა ასე? ნათქვამია ყველა იმდენ გამოცდას იღებს რამდენის გადალახვაც შეუძლიაო, მაგრამ ეს ზედმეტი იყო, საბა არ უნდა ენახა, ის დამპალი მკვლელი ახლა გარეთ სუფთა ჰაერზე არ უნდა დიოდეს როცა მისი ძმის სხეულს მიწაში ჭიები ჭამენ. ამის გაფიქრებისას წარმოიდგინა მისი საყვარელი ანდრიას სახე როგორ დაიფარებოდა მატლებით, სხვადასხვა ზომის მწერებით და იგრძნო როგორ დაეკრუნჩხა კიდურები, ცრემლები ახჩობდა და ისიც იგრძნო სუნთქვა ხავილში როგორ გადაუვიდა, ჰაერის უკმარისობამ გონება გაუთიშა და ნელნელა დაბინდული მზერით მინდორზე დაეცა. ყრუდ მოხვდა ყურში სახლიდან გაგონილი კივილი, თითქოსდა მანანას ხმას გავდა, ცრემლებით მასაც დაგუდვოდა ხმა და ხავილით ითხოვდა შველას. ბოლოს არცერთმა მეზობელმა რომ არ გამოხედა მიმის მიტოვება და მობილურის მოძებნა გადაწყვიტა, სწრაფად დარეკა სასწრაფოში და ამაოდ ეცადა გოგოს გამოფხიზლებას. სასწრაფოს მოსვლა უკვე აღარ გაუგია. ამ დროს სრულიად გათიშული იყო გარესამყაროდან.
თვალი თავისსა და გიგის ოთახში გაახილა, ბიჭიც გვერდით ეწვა და ნერვიულად ფშვინავდა, ხელზე ნემს დახედა, ეტყობა გადასხმა გაუკეთეს, თავი ისე უსკდებოდა თითქოს ათასი ურო ხვდებოდა, ფრთხილად წამოდგა და შეძლებისდაგვარად სწრაფად წავიდა სამზარეულოსკენ, გამომშრალი პირი წყალს სთხოვდა, მაგრამ თავი იმდენად გადიდებოდა კედლებს მიყვებოდა. შიგნით მაგიდასთან ხელებში თავჩარგული მანანა დახვდა, რომელსაც უკვე გაციებული ყავის ფინჯანი ედო წინ და დალევა ჯერ კიდევ ვერ მოეფიქრებინა.
-მანჩო_ხმა წართმეულმა ძლივს ამოილაპარაკა მიმიმ და გაეღიმა მანჩო შეშფოთებულ სახეზე.
-მიმი, შვილო, გაგიჟდი? გიგი ტყუილა დავტოვე ზემოთ? რატომ ადექი? ექიმმა ხვალამდე იწვესო, დამამშვიდებელი გვეგონა დილამდე იმოქმედებდა.
-არაუშავს, უკეთ ვარ, უბრალოდ მომწყურდა_ძლივს ჩამოჯდა სკამზე და ქალს გაუღიმა.
-არა დედა გენაცვალოს, წამო დაგაწვენ და რასაც გინდა იქ ამოგიტან, ისე შემაშინე ჩემო გოგო, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა_ლამის აცრემლებულმა მოხვია გოგოს ხელი და გულში ჩაიკრა, ამაზე გულ აჩუყებულმა მიმიმ იევ ტირილის დაწყება დააპირა წამში რომ დაეხსნა მანანა.
-ღმერთო შვილო, არ გადამრიო, რამე მოხდა? რამე ხოარ გტკივა?
-არა, არა, უბრალოდ, არ ვიცი როგორ გითხრათ, არასდროს დედაჩემიდან თბილი სიტყვა არ გამიგონია, არ მახსოვს მომხვეოდა, ან ჩემზე ეზრუნა, თქვენ კი სრულიად უცხო ადამიანს საკუთარი შვილივით ექცევით. სანამ გიგის შევხვდებოდი ღრმად მწამდა, რომ ამქვეყნად ყველასთვის უსარგებლო ვიყავი, მხოლოდ უბედურება მომქონდა და ჩემ გვერდით ბედნიერი არავინ იქნებოდა. გიგისთან შეხვედრამ ჩემი ეს მოსაზრება თავდაყირა დააყენა, ყოველი შეხვედრის შემდეგ ვგრძნობდი, რომ ვაბედნიერებდი, ვახარებდი, შემეძლო მის სახეზე ღიმილი გამომეწვია და ეს მეც თითქოს ცხოვრების ხალის მიბრუნებდა,თქვენ კი ნამდვილი დედის ეტალონი ხართ, როცა გიყურებთ ვხვდები როგორი უნდა იყოს დედა სინამდვილეში, თუ ოდესმე გავხდი იმის ღირსი რომ შვილი მეყოლოს, ვიცი რომელი ქალიდან ავიღებ მაგალითს.
-მე მხოლოდ იმიტომ მიგიღებდი შვილო, რომ გიგიმ მომიყვანა შენი თავი, ვინც ჩემ შვილს უყვარს მეც მიყვარს, მაგრამ როცა გაგიცანი ეს გრძნობა გამიორმაგდა. შენ ჩემი შვილი ხარ, გიგის გვერდით გაყენებ და წამითაც არ გაიფიქრო, რომ ოდესმე მიგატოვებ_სწრაფად მოხვია აღელვებულ გოგოს ხელი და გულში ჩაიკრა.
-ახლა ვიეჭვიანებ_გაბუტული ხმა გაისმა კარებში_ორივეზე, მე არ მინდა ჩახუტება?_ტუჩები გამობუშტა გიგიმ და გაცინებულ ქალბატონებზე თითონაც გაეღიმა.
-მოდი დედა, მოდი_ისიც ჩაიხუტა მანანამ და მშვიდად ამოისუნთქა.



მძიმედ სუნთქავდა კაბინეტში ორი ადამიანი, ერთმანეთს ჯიქურ მიშტერებოდნენ და დუმილს არცერთი არღვევდა. ბოლოს ერთ-ერთის მოთმინების ფიალა ამოივსო.
-აბა, ბოლოსდაბოლოს დაილაპარაკებ და იტყვი რაში გადავყარე ამდენი ფული?
-მე თქვენთვის ჩემი გამოშვება არ მითხოვია, ეს თქვენი გეგმა იყო, ახლა კი მე ველოდები როდის დაილაპარაკებთ და გეგმას გამაცნობთ, თუმცა ჯერ ერთმანეთი გაცნობა არ გვაწყენდა. პატიოსანი ფულით რომ არ გექნებათ ამდენი მილიონი ნაშოვნი დებილიც მიხვდება.
-მე რამდენი კაცი გავქურდე, გადავაგდე და როგორ გავმდიდრდი შენ არ გეხება, შენ მიმი და ჩემი შვილი გეხება, აბა? მოკლავ იმ გოგოს, შენთვის გაიტაცებ თუ რას აპირებ?
-თქვენ რა მკვლელობის დასაკვეთად გამომიშვით?
-კარგი რა_სიცილით გადაწვა ლევანი სკამის საზურგეზე -პირველად არ ვუკვეთავ ვინმეს მკვლელობას, ჩემი შვილის მოსარჯულებლად არაფერს დავიშურებ, ეგ გოგო გააქვრე და მაყუთი ჩემზეა.
-ასე კლავდით ყველას ვინც გზაზე გადაგეღობოდათ?
-რა თქმა უნდა_ხელები გაშალა კაცმა -იოლი არაა ბევრი ფული იშოვო, ამისთვის ლამის ტ*აკში შევუძვერი ზოგს და რისკზე წავედი.
-დარწმუნებული ვარ ყველაზე დიდი შემოსავალი წამალს აქ.
-თავისთავად, პირველ ადგილზე წამალია, შემდეგ უკანონო იარაღი და პროსტიტუცია, რომელიმეს ხომ არ ჩამოვრჩებოდი.მოკლედ ამის დრო არ არის ახლა, ჯობია გეგმაზე ვისაუბროთ.
-არ არის საჭირო, უკვე ყველაფერი მაქვს რაც მინდოდა, ყველაფერს როცა მოვაგვარებ თავადაც მიხვდებით_თავი დაუკრა საბამ კაცს და კაბინეტი დატოვა.
-აუჰ, რა ტყუილად გადავყარე ამდენი ფული მორიგ უბრალო სირ*იიი_სინანულით გადააქნია ლევანმა თავი და სიგარას მოუკიდა.

-გისმენთ_გაუკვირდა გიგის კართან უცხო ბიჭის დანახვა და დიდად არც ესიამოვნა.
-მიხარია მიმიმ რომ არ გამიღო, თორემ შემოსვლის შანსიც არ მექნებოდა_ჩაეცინა უცნობს და ხელის გამოწევა გადაიფიქრა -ჯობს არ ჩამოგართვათ, თორემ გაღიზიანდებით.
-ფაქტია არ გიცნობთ, ვინ ხართ?_აღარ მოეწონა გიგის უკვე უცნობის საუბარი.
-მე... მე საბა ვარ_ამღვრეული თვალებით ამოხედა უკვე განრისხებულ ბიჭს.
-აქ მოსვლა როგორ გაბედე?_ხელი წამში მოემუშტა ბიჭს.
-მნიშვნელოვანი რომ არ იყოს ვერც გავბედავდი, აუცილებ;ად უნდა გელაპარაკოთ, ორივეს.
-აქედან გაეთრიე, არსად გადაგვეყარო_კარების მიკეტვას აპირებდა გიგი ბიჭმა ფეხით რომ დაუკავა.
-შენთვისვე ჯობია მომისმინო, თორემ მე ისედა ქვეყნიდან მივდივარ. მერწმუნე მნიშვნელოვანია.
რამდენიმე წუთში მისაღებში იჯდნენ და მიმის ელოდნენ, გოგოს რეაქციის წარმოდგენაზე გიგის ნერვიულობა ეწყებოდა და აღარ იცოდა სად წასულიყო.
-რა ჯანდაბაა? შენ.. შენ მოიცა სულ გააფრინე? ასეთი ნაგლი როგორ ხარ_გაისმა კიდევაც მიმის ხმა კიბეებთან.
-მიმი, უბრალოდ დაჯექი, დაჯექი და მალე წავა.
-არ ვაპირებ, აქედან გაეთრიოს_მტკიცე იყო მიმის ხმა.
-კარგი, ასე ვერ მოვრიგდებით, მოკლედ ვიტყვი და წავალ_მიმისკენ ვერც გაიხედა იე ამოილაპარაკა ბიჭმა და პატარა ზომის ფლეშკა მაგიდაზე დააგდო -ამას რომ მოუსმენთ იმ სიტყვებს მერე მიხვდებით რასაც ახლა გეტყვით, ვიცი არასდროს მპაპატიებ მიმი, და დამიჯერე არც მინდა მაპატიო, ამ ორ წელში იმდენი გადავიტანე ზოგს სამი ცხოვრება არ ეყოფა, ყოველ ღამე ვხედავ ანდრეას, ვხედავ როგორ ვკლავ, ვხედავ როგორი თვალები აქვს, ვხედავ ხელს როგორ იჭერს ჭრილობაზე და ვხედავ როგორ ცდილობს გადარჩენას. ბოლო სიტყვაც შენი სახელი იყო, ბოლო ამოსუნთქვაც შენს სახელს ამოაყოლა.
-გეყოს_შეუღრინა მიმის ცრემლებით დაზაფრულმა გიგიმ.
-აზრი არ ექნება გიხსნა როგორ ვნანობ, მაინც ვერ გამოვასწორებ ვერაფერს, მე ცხოვრება დავასრულე, მაგრამ მინდა ჩემ თავს არსებობის საშუალება მივცე, სხვამ რომც მაპატიოს, მე ვერასდროს შევუნდობ ამ ცოდვას საკუთარ თავს. შენთან მხოლოდ ერთი მიზეზით მოვედი, ის, რაც ამ ბარათზე წერია, ცხოვრებას ცოტათი გაგიადვილებს და ეს ის მცირედი იქნება ჩემთვის რასაც ვიკმარებ. ქვეყნიდან მივდივარ და ვეღარასდროს მნახავ. საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში_ძლივს მოწყვიტა საბამ თვალები საყვარელი სხეულის ცქერას და კარებში გავიდა. გაოცებული დატოვა ცრემლებ დადენილი მიმი .

ოთახში ჩამოწოლილ სიჩუმეს, სამი ადამიანის ღრმა სუნთქვა არღვევდა, ჯერ კიდევ კომპიუტერს მიშტერებოდნენ და ერთმანეთისთვისაც კი ვერ შეეხედათ გაოგნებულებს.
-ახლა რა უნდა ვქნათ_სამივეს ფიქრი გააჟღერა მანანამ.
-ვფიქრობ მიმის გადასაწყვეტია_გოგოს გადახედა გიგიმ.
-არა, არა ის მამაშენია, შენი გადასაწყვეტია.
-მაგრამ მას შენი მოკვლა უნდა.
-რასაც გადაწყვეტ დაგეთანხმები_ღრმად ამოისუნთქა გოგომ.
-კარგი, მაშინ წასვლის დროა_ხელი ჩაკიდა გოგოს და ბარათთან ერთად დატოვა სახლი.
საღამოს ყველა საინფორმაციო ცნობილი ბიზნესმენისა და მომავალი პოლიტიკოსის დაკავებაზე საუბრობდა და აჩვენებდა კიდევაც კადრებს როგორ გამოყავდათ ბორკილებ დადებული საკუთარი სახლიდან.

გიგისგან შეგულიანებულმა მაგრად დააკაკუნა კარებზე და დაელოდა როდის გააღებდა. გაოცებული სახე ვერ დამალა დედამ კრებში შვილი რომ დაინახა ბიჭთან ერთად.
-შეიძლება შემოვიდეთ?_ტანში გაცრა მიმის როცა დაფიქრდა საკუთარ სახლში შესვლაზე რომ ნებართვა ჭირდებოდა. მის ხმაზე მამამისიც გამოვიდა და მოცელილივით დაჯდა ამდენი ხნის უნახავი შვილის დანახვაზე.
-როგორ მოხდა რომ გვესტუმრე?_მალევე მოირგო დედამ ისევ ცივი ნიღაბი.
-დიდი ხნით არ ვარ, მინდოდა ჩემგან გაგეგოთ ყველაფერი, ეს გიგია, ჩემი შეყვარებული, მეგობარი, ქმარი, რომელიც მოგეწონებათ ის უწოდეთ, რამდენიმე თვეა ერთად ვართ და ერთად ვცხოვრობთ, ერთი კვირის წინ საბა გაათავისუფლეს, ეს საქმე გიგის მამამ ჩააწყო ჩემს მოსაკლავად, მაგრამ საბას სინდისი ქენჯნიდა და ეს ყველაფერი ჩუმად ჩაწერილი მე მომიტანა, თითონ ქვეყნიდან წავიდა, ჩვენ კი გიგის მამა დავაკავეთ.
-როგორ თუ..
-არ დამიმათავრებია მამა_მაშინვე გააწყვეტინა მიმიმ_ ბოლომდე მინდა ვთქვა, მე და გიგი ერთად ბედნიერები ვართ, მალე შვილი გვეყოლება, ანუ თქვენ პირველი შვილიშვილი, დიდი დრო დამჭირდა იმასთან შესაგუებლად, რომ ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა, ანდრიამ თავი გაწირა ჩემი ცხოვრებისთვის და უსამართლობა იქნებოდა ფუჭად გამეტარებინა, არც თქვენი საქციელი მოეწონებოდა, მას მე სიცოცხლეზე ვუყვარდი და თქვენგანაც იგივეს მოითხოვდა. ვიცი ყველაფერი არ მოგვარდება, უკან ვეღარაფერს დავაბრუნებთ, მაგრამ მინდა ჩემი შვილის ცხოვრებაში იყოთ, მინდა იცოდეს, რომ ბებია და ბაბუა ყავს, რომლებსაც უყვართ და მოეფერებიან. ხვალ მე და გიგი ხელისმოწერას ვგეგმავთ, საღამოს ჩვენი ეზოს ბაღში ოჯახისთვის და მეგობრებისთვის პატარა სუფრას გავშლით, დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში პირველად ჩემი მშობლები გვერდით დამიდგებიან და მოვლენ._გვერდი ჩაუარა აცრემლებულ დედას და კარები მოიკეტა. არუნდოდა ეტირა, რომ დაიწყებდა ვერ ჩერდებოდა, თუმცა ვეღარც ცრემლებს აკავებდა.
-ხომ იცი რომ მოვლენ_ხელი ჩაჭიდა გიგიმ.
-რა თქმა უნდა მოვლენ_კმაყოფილმა გაიღიმა მიმიმ და ღრმად შეისუნთქა ჰაერი.
-არც ახლა გვინდა უაზრო სიტყვებით დავამძიმოთ ჩვენი ურთიერთობა?_მოჭუტული თვალით გამოხედა გიგიმ.
-რა საჭიროა სიტყვები, როცა ორივე გადასარევად ვგრძნობთ ყველაფერს._ჩაეცინა მიმის და ბიჭისკენ შებრუნდა_რა საჭიროა გითხრა მე შენ მიყვარხარ, როცა შემიძლია გითხრა შენ მე მაბედნიერებ_წამში დაეპატრონა ბიჭის ტუჩებს და ზურგზე იგრძნო ხელების შემოხვევა.
-შენ მე მაბედნიერებ_ღიმილით დაუბრუნა გიგიმაც პასუხი და ჩაკიდებული ხელით გადაიყვანა გზის მეორე მხარეს.


---------------------------------------------------------------
დიდი მადლობა ვინც კითხულობდით <3



№1  offline მოდერი naattii

უცნაური მე
რა ტკბილი დასასრული იყო ნათი ❤️ ძალიან მომეწონა. იმედია დიდ ხნიან პაუზას არ აიღებ და მალე დაგვიბრუნდები..

დიდი მადლობა ❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

არ მინდოდა ჯერ დაგესრულებიანა.ხომ მალე დაასრულე, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მომეწონა,იყო ის რომ არ ეტყობოდა ასე რომ ვთქვათ მიფურთუხებული დასასრული.მალე დაგვიბრუნდი
--------------------
ლანა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

შენ მე მაბედნიერებ????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგი დასასრული იყო.უმაგრესი ხარ .ყოველთვის ინტერესით დვეძებ და ვკთხულონ თქვენ ისტორიებს.წარმატებები❤❤❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

კარგი დასასრული იყო ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent