სექტუმ სემპრა III თავი
-ის ცოცხალია?! თქვა შეშინებულმა დრაკომ და მყვირალა გახსნა, რომელიც იმ წამსვე ალაპარაკდა. (მალფოების გვარი შეარცხვინე! მამის წინააღმდეგ წახვედი. ამისთვის პასუხს აგებ! მაინც დავასრულებთ რიტუალს! გინდა ეს თუ არა!) მყვირალა განადგურდა. დრაკო შეშინებული და დაბნეული იჯდა, მან თავი ჩარგო ხელებში. -დრაკო? -დამტოვე! -იცი ეს საერთო ოთახია და შემიძლია... -გრეინჯერ წადი! დაუყვირა დრაკომ. ჰერმიონი თავის ოთახში ავიდა. *ზაბინი უნდა ვნახო* გაიფიქრა მან და საავადმყოფოს ფლიგელში ჩავიდა. იგი ცდილობდა არ ეცნოთ. მართალია გრიფინდორის ფორმა ეხმარებოდა შენიღბვაში, მაგრამ მისი თმის ფერი საკმაოდ შესამჩნევი იყო. უცებ შეხება იგრძნო და წკრიალა ხმა ჩაესმა -მალფოი დახმარება გჭირდება? მოიხედა და მომღიმარი ლუნა დაინახა -ჰეი ჩუმად! ვერ ხედავ ვიმალები?!.. მოიცა შენ ლილი ხარ ხო? -ლუნა, ლუნა ლოვგუდი -ხო როგორც არის. შეგიძლია მითხრა ზაბინი სად არის? -შემიძლია მასთან მიგიყვანო -რა? კი მაგრამ იქ ექიმები დამინახავენ, არ შემიშვებენ. -ზაბინი თავის ოთახშია. -კარგი წავალ მასთან. მადლობა ლილი -ლუნა! შეუსწორა ლუნამ ღიმილიანი სახით. დრაკომ წასვლა დააპირა როცა ყვირილი მოესმა. -მალფოი მოშორდი ლუნას! მის წინ ლონგბოტომის სილუეტი აღიმართა. ის ჯოხს უშვერდა დრაკოს. -ნევილ ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით... ლუნამ მას მხარზე დაადო ხელი. ნევილი ტკივილისგან შეიშმუშნა. -საწოლიდან არ უნდა ამდგარიყავი. უთხრა ლუნამ ღიმილით, ხელი მოკიდა და საავადმყოფოსკენ წაიყვანა იგი. წასვლისას ნევილმა დრაკოს ბრაზიანი მზერა ესროლა. -კიდევ ვილაპარაკებთ მალფოი! -არ გავრბივარ ლონგბოტომ! უპასუხა დრაკომ მშვიდად და გზა განაგრძო. ის სლიზერინის საერთო ოთახს მიადგა და კარი შეაღო. ოთახი სრულიად ცარიელი იყო და უკვე მტვერიც დადებოდა. ბუხარიც ჩამქვრალი იყო. ეტყობოდა რომ ბრძოლის მერე არავინ ყოფილა. -ბლეზ! დაიყვირა მან, შევიდა ოთახში და ზაბინის ოთახისკენ გაემართა. უეცრად რაღაცის დამტვრევის ხმა გაისმა. შეშინებულმა დრაკომ ჯოხი მოიმარჯვა და სწრაფად შეაღო ოთახის კარი. მან საწოლიდან გადმოვარდნილი, ზაბინი დაინახა და სასწრაფოდ მიეშველა საწოლზე დაწოლაში. -დრაკო? ცოცხალი ხარ? იგი გადაეხვია მეგობარს. დრაკოსაც გაეხარდა მისი ნახვა. ზაბინს ორივე ფეხზე გიფსი ედო და ხელიც შეხვეული ჰქონდა. -როგორ აღმოჩნდი იატაკზე? ჩაიცინა დრაკომ -ხმა რომ გავიგე შემეშინდა და ჯოხის ასაღებად გავიწიე, ჯოხს ვერ მივწვდი, შედეგად მეც ძირს აღმოვჩნდი და რაღაც უაზრო ვაზაც გავტეხე მგონი. -რამე ხომ არ იტკინე? -მეღადავები? იკითხა ზაბინიმ და თავის ფეხებს დახედა -ბოდიში ვერ გავიაზრე. -ამაზე მეტი რაღა უნდა ვიტკინო. მთელი კვირა ნანგრევების ქვეშ ვიყავით მოყოლილი. -იყავით? კიდევ ვინ იყო? ჩვენები იყო ვინმე? -ჩვენებს სლიზერინელებს გულისხმობ? იცი ახლა მივხვდი გერბზე გველი რატომ გვაქვს... ნანგრევებში მე, რამდენიმე სლიზერინელი, ლოვგუდი და ლონგბოტომი მოვყევით. სლიზერინელებს მიეცათ თუ არა საშუალება თავს უშველეს. მე ვერ ვმოძრაობდი. ლუნა და ნევილი ჩემს გამო დარჩნენ და სანამ არ გამომიყვანეს არ წამოვიდნენ, არადა შეეძლოთ ... -ხო გრიფინდორელები მეც მაოცებენ. იფიქრებდი რომ მე ვიზლის ფორმა მეცმეოდა? -რა ვიზლის? უფრო სწორედ ვიზლების... ჰაჰაჰა ის ხომ ალბათ ყველა ძმას ეცვა მორიგეობით... ზაბინი ხმამაღლა ხარხარებდა. -ჰეი შეწყვიტე. სხვა გზა არ მაქვს... მომკლავს... -ვინ მოგკლავს? -მამაჩემი -რატომ? -იცი მგონი ჯობს დაისვენო... მიხარია რომ კარგად ხარ... რომ გამოკეთდები, პირობას გაძლევ ყველაფერს მოგიყვები. -კარგი. ფრთხილად იყავი. ერთადერთი მეგობარი დამრჩი მალფოი. -მე კი მგონია რომ უფრო მეტი მეგობარი გვყავს ახლა ვიდრე ოდესმე გვყოლია. დრაკომ ორაზროვნად გაუღიმა მეგობარს და ოთახიდან გავიდა. ზაბინი ჩააფიქრა ამ სიტყვებმა. დრაკო გრიფინდორის ოთახში ავიდა და ჰარის ოთახის კარზე დააკაკუნა. -პოტერ?! -რა გინდა მალფოი? გამოსძახა მან შიგნიდან -დახმარება მჭირდება. შეიძლება შემოვიდე? ჰარიმ კარი გაუღო და ოთახში შეუშვა. -შენ დრაკო მალფოის ჩემი ჰარი პოტერის დახმარება გჭირდება? -ხო ვიცი უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ არ დამეხმარები მოვკვდები. -რითი შემიძლია დაგეხმარო? -ვივარჯიშოთ -მე და შენ? -ხო თავდაცვაში მავარჯიშე, როგორც დამბლდორის რაზმს ავარჯიშებდი. -რისგან ან ვისგან იცავ თავს? -ჯერ კიდევ ვერ გაიგე პოტერ?! მამაჩემისგან -ჯერ კიდევ არ მოგიყოლია რა მოხდა და რატომ აღმოჩნდი სისხლში ამოსვრილი სკოლის კარიბჭესთან. -მოვა დრო და გეტყვი. -კარგი ხვალ 3 ზე საერთო ოთახში დამხვდი ერთად ჩავიდეთ დამხმარე ოთახში. მალფოიმ ოთახი დატოვა. ჰარი გააკვირვა მისმა თხოვნამ. მალფოიმ მას დახმარება სთხოვა. ეს წარმოუდგენელია. ეს იმას ნიშნავს რომ დრაკო ან ხაფანგს უგებს მას ან მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ჰარის გარდა ვერავინ დაეხმარება. ჰარიმ ივარაუდა რომ ინტრიგებისთვის ახლა შესაფერისი დრო არ იყო და დრაკოს ალბათ მართლა პრობლემა ჰქონდა. ჰარი მას მერე რაც ვიზლებისაგან მოვიდა გაბრაზებული და გულნატკენი იყო. ძალიან უნდოდა ახლა ჯინი გვერდში ყოლოდა და რონის ბუზღუნიც ენატრებოდა. ჩაფიქრებული დერეფანში გავიდა და თავისთვის დახეტიალობდა, სანამ უეცრად ვიღაცას არ შეეჯახა. -უკაცრავად, ბოდიში! წარმოთქვა ენის ბორძიკით და თვალი გაუსწორა მის წინ მდგომ ქერა ლამაზმანს. -არაუშავს... ჰარი პოტერ -ხო... აღარ მიკვირს ყველა რომ მცნობს გაუღიმა სევდიანად ჰარიმ. -მე მარგარეტ ბიუმონტი ვარ, შეგიძლია მარგო დამიძახო. მან ჰარის ხელი გაუწოდა. ჰარიმ ხელი ჩამოართვა და გაიღიმა. -სასიამოვნოა მარგარეტ ... აქამდე რატომ არ მინახიხარ? ახალი ხარ? -ჩემი ოჯახი ბევრს მოგზაურობს და ბევრ სკოლებს ვიცვლი. ახლა ჰოგვორტსის ჯერია. თუმცა აქ ნამყოფი ვარ 3 ჯადოქრის ტურნირზე, ბობატონის სკოლიდან. სულ მინდოდა შენი გაცნობა. -ოუ ძალიან კარგი, ახლა ხომ გამიცანი. -იცი გატყობ რომ უხასიათოდ ხარ? -ასე ძალიან მეტყობა? მარგომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -კარგი მე წავალ... თქვა დიდი პაუზის შემდეგ ჰარიმ -კარგად პოტერ მარგომ ხელი დაუქნია. ის სასადილოსკენ გაემართა და უცნობ მოსწავლეთა ჯგუფს მიუჯდა. სასადილო გაივსო მოსწავლეებით. პროფესორი მაკგონაგელი მიკროფონთან მივიდა. -ძვირფასო მოსწავლეებო ახალი, სასიამოვნო ამბავი მაქვს. ჰოგვორტსში მალე სასწავლო წელი დაიწყება. ჩვენ სკოლას ახალი მოწაფეები შეემატნენ: მის მარგარეტ ბიუმონტი, მის კასანდრა და სკარლეტ ლეფევრები ბობატონის სკოლიდან, ასევე მისტერ ალექსანდერ მაიკლსონი, მისტერ სებასტიან სილვესტერი და მისტერ კრისტობალ ფონტეინი ბრუსვიკშირის სკოლიდან. ვიმედოვნებ თბილ დახვედრას მოუწყობთ. განაწილების ცერემონიალს სკოლის გახსნის დღეს გავმართავთ. გმადლობთ ყურადღებისთვის. მინერვა დაჯდა თავის ადგილას. ახლები თავს აშკარად კარგად გრძნობდნენ, რადგან იცინოდნენ და ერთმანეთში მხიარულად განიხილავდნენ რაღაცას. ჰარი შემოვიდა სასადილოში და ჰერმიონს მიუჯდა. -ჰეი -ჰარი სად დაიხარ -გავისეირნე, ცოტა უგუნებოდ ვარ. -მინდოდა მეკითხა, ალბათ რონს და ჯინის გაეხარდათ შენი ნახვა. -კი ძალიან ყალბი ღიმილით მიუგო ჰერმიონს -გატყობ რომ პრობლემა გაქვს -არა ჰერმიონ კარგად ვარ. უბრალოდ ვნერვიულობ, ჩვენ სლიზერინელს ვმალავთ, შეიძლება დავისაჯოთ ამისთვის. -კარგი რა მინერვა არ დაგვსჯის ადამიანი დახმარების გამო. ხომ იცი რა გულკეთილია. -იყო. იყო ადრე თუმცა ომის მერე მასაც სჭირდება ვინმეზე ბრაზის გადატანა. შენი აზრით რატომ აუქმებს სლიზერინს? -მაგაზე მინდოდა მეთქვა ჰერმიონმა ხმას დაუწია და ყურში უჩურჩულა ჰარის -სლიზერინის გაუქმებაზე ბრძანება სამინისტროდან მოსულა. ჰარიმ გაკვირვება ვერ დამალა და ხმამაღლა შეიცხადა -რა?! წამიერად ყველამ მას გახედა -უკაცრავად. წარმოთქვა მან და გავიდა. ჰერმიონი მას გაყვა გარეთ. -როგორ მოხდა რომ სამინისტრომ ეს დაუშვა? -არ ვიცი ჰარი. ასე რატომ გაღელვებს ეს? -სლიზერინის გაუქმება არაა სამართლიანი. სლიზერინელებმა დააშავეს და დაისაჯნენ ამისთვის, მაგრამ სლიზერინმა ბევრი კარგი ჯადოქარი გაზარდა. -ჩვენ ვერაფერს შევცვლით ახლა. უეცრად ჰერმიონს ვიღაც შემოეხვია -ჰერმიონ!!! მან მიიხედა უკან და ლუნა დაინახა -ლუნა? ცოცხალი ხარ? ლუნა ჰარისაც გადაეხვია. -კი მეც და ნევილიც. -ნევილიც აქაა? გაუკვირდა და გაუხარდა ჰარის? -საავადმყოფოშია ჯერ, მაგრამ წაგიყვანთ მასთან. მათ მოინახულეს ნევილი, ისაუბრეს ცოტა გაერთნენ კიდეც ბავშვობის მოგონებების გახსენებაში ცოტა ხანშ ჰარი და ჰერმიონი ოთახისკენ გაემართნენ. -არ ვიცი უნდა გითხრა თუ არა... დაიწყო ჰარიმ -რა მოხდა? -მალფოიმ დახმარება მთხოვა... მითხრა თავდაცვა მასწავლეო... არა კი არ მთხრა თითქმის მეხვეწებოდა. -მან მამამისისგან მყვირალა მიიღო მუქარით. -ანუ ის არ მატყუებს? მამამისს მართლა ემალება? -კი მე ასე მგონია. გზა უხმოდ განაგრძეს და ოთახში ასვლისთანავე დაიძინეს. დრაკო ზაბინისთან ავიდა სლიზერინის ოთახში და იქ დაიძნა. მეორე დღეს კარზე კაკუნი გაისმა. დრაკო ნელა წამოდგა საწოლიდან, ტანსაცმელი გადაიცვა და კარი გააღო. -ჰერმიონ?! -აქ ხარ? რატომ არ გვითხარი? ვინერვიულე... -ინერვიულე? დრაკომ ჰკითხა წარბის აწევით -მეგონა საფრთხე გემუქრებოდა... ჩაილაპარაკა უკვე დამშვიდებულმა ჰერმიონმა -მგონი ზაბინი საფრთხეს არ წარმოადგენს ჩემთვის მან თავით ანიშნა მწოლიარე მეგობარზე -გამარჯობა ბინ... ის აპირებდა ეთქვა ბინძურსისხლა თუმცა გაჩერდა თითქოს სიტყვები ჩაყლაპაო და შემდეგ დაასრულა -გამარჯობა გრეინჯერ -მიხარია რომ ცოცხალი ხარ უთხრა ჰერმიონმა ზაბინის ისე რომ არც შეუხედავს მისთვის თითქოს ამ სიტყვებს დრაკოს ეუბნებოდა და არა მას. -კარგი წავალ მე. ის წავიდა და დრაკომ კარი დაკეტა. ზაბინიმ შეატყო რომ ჰერმიონის და დრაკოს ურთიერთობა არ იყო ძველებური -ჰეი მალფოი ეს რა იყო? -უბრალოდ ადამიანი ღელავს... სხვა ვერაფერი თქვა მან -გრეინჯერი უბრალოდ ადამიანი არაა... ის ბინძურსისხლაა -ასე ნუ ამბობ... და თუ ასე თვლი მაშინ მეც ბინძურსისხლა ვარ -რატომ იცავ მას? ან შენ როგორ ხარ ბინძრსისხლა? -ვარ იმიტომ რომ ჩემს ძარღვებში მამაჩემის ბინძური სისხლი ჩქეფს! ბრაზისგან ხელი მოიქნია და მაგიდიდან ვახშმის შემდეგ შემორჩენილი ჭურჭელი გადმოყარა. მას ხელი გაეჭრა, მაგრამ არც შეუმჩნევია ტკივილი. ბლეზს მიუბრუნდა და გაჭრილი ხელი გაუშვირა -აი ხედავ? აი ესაა ბინძური სისხლი! მალფოის და ლესტრეიჯის ბინძური სისხლი ერთ სხეულში მოთავსებული. ამ სისხლის გამო დამდევს მამაჩემი რომ მსხვერპლად შემწიროს, თვითონ კი მეორე ვოლდემორტი გახდეს. დრაკო სულ წითელი იყო და ყვიროდა -დრაკო დამშვიდდი... რაზე ლაპარაკობ? რა მსხვერპლი? დრაკო წამში დასერიოზულდა. -მგონი დროა მოგიყვეთ რა ხდება, წავალ სხვებსაც მოვიყვან. -სხვებს? გრიფინდორელებს გულისხმობ? დრაკო გავიდა ოთახიდან. ის გრიფინდორის ოთახისკენ მიდიოდა როცა წინ ქერა გოგონა გადაუდგა -მარგო? -გამარჯობა ბიძაშვილო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.