დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-12)
chapter 12 ხელი მანქანის გარეთ გაჰყო, ნესტოები დაბერა და ღრმად ჩაისუნთქა ღამის ცივი ჰაერი. ხმას არც ერთი იღებდა, სასიამოვნო სიჩუმე იდგა, რომელსაც მხოლოდ მანქანის ხმაური არღვევდა. დანტე გზას უყურებდა, ხანდახან თვალს, როუზისკენ აპარებდა და პატარა ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. წითურს თვალები დაეხუჭა და ყურს უგდებდა ჰაერს, რომელსაც მანქანა თავისი სიჩქარით აპობდა. -..მადლობა..- დაიჩურჩულა, მაგრამ მამაკცმა მაინც გაიგონა და გაიღიმა, ჟღალთმიანმა ნელ-ნელ გაახილა თვალები, რომელიც მთვარის შუქზე ზღვასავით ელვარებდნენ - ...რომ, ჩემი ცხოვრება უკეთესი გახადე, თუნდაც ცოტა ხნით. - დანტე ჩუმად იყო. როუზს თვალებში ნაღველი ჩაეღვარა - ...როცა მთვარე თავის დროს ამოწურავს ამ ცაზე და მზე გადაწყვეტს მისი ადგილის დაკავებას, მაშინ დამთავრდება ჩვენი სიზმარიც..შენ შენ სამყაროში დაბრუნდები, შენს შეყვრებულთან...მე კი ჩემსაში.. - დანტემ ღრმად ჩაისუნთქა -..ასეა..მაგრამ მანამდე, უბრალოდ ამ მომენტით მთლიანად დავტკბეთ.. - წითურმა გაიღიმა - მართალი ხარ..- მამაკცმა გაზს ფეხი დააჭირა, მანქანამ ჰაერი გააპო და მისრიალებდა მარტუსულ გზაზე მარტოდმარტო. როცა მთელ მსოფლიოს ეძინა, მხოლოდ ორი ადამიანი იჯდა მანქანის სახურავზე, ერთმანეთის ზურგით ისხდნენ და ერთმანეთს ეყრდნობოდნენ. უყურებდნენ, როგორ ცეკვავდნენ ვარსკვლავები ცის კაბადონზე. -..ბავშვობაში ერთი მურტფილმი მიყვარდა, სახელად “განძის პლანეტა”ერქვა..ამბავი ერთ ბიჭზეა, სახელად ჯიმზე, რომელიც აღმოაჩენს გალაქტიკის რუკას “მსოფლიოს ათასი ნადავლი” და გაემგზავრება კოსმოსური ხომალდით მის საძებნელად ეკიპაჟთან ერთად...როცა ვხედავდი ეს ხომალდი, როგორ დანარნარებდა კოსმოსში..ღამით გავიდოდი სახურავზე, ავხედავდი ცას და წამოვიდგენდი, რომ მეც იმ ხომალდზე ვიყავი..მეკობრებთან და ათას სხვა პერსონაჟთან ერთად. თითქოს მეც ვიბრძოდი მათთან ერთად განძის მოსაპოვებლად. ეს ისეთი გასაოცარი და მაგარი იყო! - აღმოხდა სიხარულისგან და თვალები აენთო. -ახლაც წარმოიდგენ ხოლმე? - წითურმა გაიცინა -ამის დედაც ასეა..შეიძლება გიჟად მოგეჩვენო, მაგრამ როცა ამას ვაკეთებ ისეთი ადრენალინის მოზღვავებას ვგძნობ, თითქოს ჩემს სხეულში სულ სხვა ადამიანი იღვიძებს!..იქიდან გამოსვლა აღარ მინდა ხოლმე - ხელები ცაში აისროლა, დანტემ გაიცინა -შენგან სხვას არც მოველოდი გასანოვ - ჟღალთმიანმა თვალი მოჭუტა - და ეგ რას უნდა ნიშნავდეს - მამაკცმა თავი გააქნია - იმას, რომ დიდი ბავშვი ხარ, ჯერ კიდევ ვერ გამოხვედი მაგ ასაკიდან - ჰეი! - წამოიყვირა ჟღალთმიანმა - მაგრამ სწორედ ეგ მომწონს შენში - დანტემ ისევ ცას ახედა - მიხარია, რომ სხვებს არ გავხარ, მიხარია, რომ ზრდასულების დავადებაა არ გადაგედო და ისევ ლაღი ხარ - როუზმა ჩაიცინა - იყო ლაღი არ ნიშნავს, რომ ბავშვი ხარ, ეს მენტალიტეტი ადამიანებმა შემოიღეს. ბავშვიც შეიძლება იყოს სერიოზული, ისევე როგორც ზრდასრული - ლაღი. ეს თავად მოცემულ ადამიანზეა დამოკიდებული. არასდროს არ მესმოდა მათი, ვინც ადამიანებს რაღაც კატეგორიად ყოფდა ისე რომ მათ არც კი იცნობდა. ყოფდა მათი გარეგნობიდან, საქმიანობიდან, ჩაცმულობიდან, სოციალური მდგომარებიდან გამომდინარე…. ის კარგია, ეს ცუდია, ის ჭკუასუსტია, ეს კი საშიშია. იმას ცივი გულია აქვს, ამას კი თბილი..და რომ კითხო ამას საიდან ასკვნი, გეტყვის მათი სიტყვებიდან და საქციელებიდან გამომდინარე...მაგრამ იცი ერთი რამ ავიწყდება ასეთ ადამიანს, ის რომ ყველა რაღაც პროცენტში აყალბებს თავიანთ საქციელსა და სიტყვებს..მხოლოდ ძალიან მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ყველაფერს გულადხდილად ამბობს…- -..ასეა..ადამიანები ადგენენ სტერეოტიპებს და თვითონვე ხდებიან მათივე მსხვერპლნი. - დანტემ მწარედ ჩაიცინა. როუზმა ღრმად ჩაისუნთქა -... ახლა დავიფქრდი და მივხვდი, რომ შენზე არაფერი არ ვიცი. მომიყევი - ნიავმა დაუბერა და დანტემ ღრმად ჩაისუნთქა -..საინტერესო არაფერია მოსაყოლი, დანტე ვინი დაიბადა და გაიზარდა მდიდრების ოჯახში, იძულებული იყო ყოველთვის კარგი ბავშვის, შვილის, მოსწავლის, თინეიჯერის, კაცის, ბიზმესმენის, შეყვარებულის როლი ეთამაშა. ყველაფერი კარგად გამოსდიოდა და ყველაფერში წარმატებული იყო, შეცდომებს არ უშვებდა. ყველა მას “უნაკლოდ” იცნობდა და ბოლოს ამ “უნაკლოს” ნიღაბმა ადამიანის, რომელსაც სახელად დანტე ერქვა, ნამდვილი “მე” მთლიანად შთანთქა და ნამდვილი დანტესგან არაფერი დატოვა. ეს ადამიანი არის ტყვე იმისა, რასაც სხვები სიმდიდრეს, ძალაუფლებას, გავლენას, კარგ რეპუტაციას უწოდებენ. ის მარიონეტია, რომლის სამართავი ძაფები ყოველივე წეღან თქმულს უჭირავს. მისმა მშობმლებმა ამ ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი დაწერეს წინასწარ, თითქოს განრიგი ყოფილიყოს, მის ცხოვრებაში ყოველი წამი, წუთი, საათი, დღე, კვირა, თვე, წელი გაწერეს წინასწარ და წინ დაუდეს ეს დიდი წიგნი და უთხრეს, რომ მას მიჰყოლოდა და კითხვები არ დაესვა თუ რატომ. - მამაკაცმა მწარედ ჩაიცინა -...ალბათ იტყვი ხელი რატომ არ შეუშალე, რატომ არ გადახიე ეგ წიგნი და არ დაწერე შენი საკუთარი ისტორია. ეს ხომ შენი ცხოვრებააო, ასეც იყო. ვცდილობდი ყველაფერი იმის საწინაღმდეგოდ გამეკეთებინა რაც იქ ეწერა, მაგრამ ყველაზე ირონიაული იცი რა გამოგდა? ჟღალთმიანმ ჩუმად ჩაილაპარაკა - ..ყველამ დაიწყო შენი მიტოვება.. - დანტემ თავი დაუქნია -..ზუსტად..თუ ისე არ ვიქცეოდი, როგორადაც ისინი მთვლიდნენ, მაშინ ყველა მტოვებდა...არავის ვაინტერესებდი, როცა მე, მე ვიყავი, ჩემი ნამდვილი მე და არა ვიღაც შედგენილი პერსონაჟი, ამან კი მთლიანად დამცმა დაბლა, ისე მწარედ დამანარცხა მიწაზე, რომ ადგომა აღარ მინდოდა, ამ ფაქტა “დანტე” გატეხა, ნამსხვრევებად აქცია და დაიბადა მარიონეტი, რომელმაც ეს ნამსხვრევები აკრიფა და ისე საგულდაგულოდ შეინახა, რომ არავის ენახა...მაგრამ იცი ყველაზე საცოდაობა რა იყო?..მისი გატეხა არავის გაუგია, ის ასე ჩუმად დაიმსხვრა და ასე ჩუმადვე ავკრიფე ნაწილები ..იგი არავის მოუკითხავს..- ხმა უაკანკალდა, ეტყობოდა ტირილი უნდოდა, მაგრამ თავს წინაღმდეგობას უწევდა. ყელში ერთი დიდი მუშტისოდენა ბურთი ჰქონდა გაჩხერილი. -..იტირე..- ჩაილაპარაკა როუზმა, მასაც ცრემლნარევი თვალები ჰქონდა - ...იტირე...შენი ტირილის მოწმე კი ეს მთვარე იქნება, რომელიც ამდენი ადამიანის ცრემლს ატარებს.. - მამაკაცს ცრემლი ჩამოუგორდა -..ალბათ როგორი მარტო იყავი “დანტე”, გინდოდა ვინმეს მაინც სცოდნოდა შენი არსებობდა და ეღიარებინე. ალბათ როგორი აუტანელი იყო ამდენი იმედგაცრუებული თვალები, რომ გიყურებდნენ, როცა გადაწყვიტე მათ წინაშე გამოსულიყავი...რა აუტანელი და უსამართლოა ეს სამყარო! - დაიყვირა მთელი ხმით, თუმცა მისი სიტყვები მალევე შთანთქა იქ გაბატონებულმა სიჩუმემ. დანტე სიბრაზისგან კანკალებდა, ბოლოს მთელი ძალით იღრიალა - ეს წყეული სამყარო რატომ არის ასეთი ყრუ მიუხედავად ჩვენი ხმამაღალი ყვირილისა, ტირილისა. რატომ! რატომ ცდილობს ყველა ჩვენი ნამდვილი “მე” ჩახშობას, რატომ გვტენიან თავიანთ აზრებს! ვერ ვეტან! - როუზმა მუშტები მომუჭა და ახლა მან იყვირა - ამის დედაც! ვერ ვიტან! ვერ ვიტან! რატომ ცდილობთ ყველაფერი წაგვართვათ რითაც ვცოცხლობთ! და შემდეგ ისევ ჩვენ დაგვაბრალოთ ეს ყოველივე! ვერ ხედვათ, რომ მარტო ვართ ამ წყეულ სამყაროში...ვერ ხედავთ,რომ….ჩვენში სიცოცხლე თანდათან კვდება..- ძლივსღა ამოიტირა და ხმამაღლა ატირდა. -..ამის დედაც….ამის დედაც…- დანტე კბილებს ერთმანეთზე აჭერდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა . ისიც ტიროდა. ...ასეა, ჩვენ ვცოცხლობთ და ვკვდებით ერთი და იმავე დროს...მაგრამ ახლა...ეს ყოველივე უმნიშვნელო გახლდათ..ახლა ამ წამს, სადაც ყველაფერი მთვარის სინათლეში იყო ჩაფლული, ტიროდა ორი ადამიანი, ორი..პატარა..ადამიანი.., რომელბიც მთელ გალაქტიკაში მტვრის ნაწილაკებიც კი არ იყვნენ...მაგრამ, მაინც იმდენს ტკვილის,სევდას სიხარულს, ოცნებებს, იმედებს იტევდნენ… მზე თანდათან ამოდიოდა, ორი ადამიანი კი ისევ ერთმანეთის ზურგზე მიყრდნობილი, ჩაწითლებული თვალებით გაჰყურებდნენ სცენარს. -..აი ისიც..დრო იწურება...და ჩვენი სიზმარი მთავრდება.. -მწარედ გაიღიმა ჟღალთმიანმა. -..მადლობა, რომ ასეთი შესანიშნავი მოგონება მაჩუქე..ამ მომენტს მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში გავიხსენებ… - დანტემ ნაღვლიანად გაიღიმა - მადლობა როუზ გასანოვ, რომ მომეცი შანსი პირველად ცხოვრებაში გამეგო რას ნიშნავს, როცა გიყვარს. მადლობა, რომ ჩემს მიერ აღმართული კედლები დაანგრია და იმ კედლის მიღმა არსებულ “მე”-ს ისევ დაუბრუნე სიცოცხლე. მადლობა, რომ ჩემს შავთეთრ ცხოვრებაში გამოჩნდი და ამდენი ხნის წინ დავიწყებული ფერები ისევ შემატე მას. მთელი ცხოვრება მეყვარები..მიუხედავად,იმისა, რომ ერთად ყოფნა არ შეგვიძლია... მაინც ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდი.. - მზე თანდათან გამოჩნდა, როუზმა ღრმად ამოისუნთქა -...არაჩვეულებრივი სიზმარი იყო, დასანანია, რომ რეალობა ვერ იქნება. - უფრო მეტად გამოჩნდა მზე -..ამიერიდან მე და შენ , მხოლოდ უფროსი და ასისტენტი ვართ..არც მეტი არც ნაკლები..- თვალებში ნაღველი ჩაეღვარა- რას არ გავცემდი, რომ ასე არ იყოს..მაგრამ ასეა..- მერე ცრემლნარევი თვალებით გაიღიმა - ..თუმცა მაინც იღბლიანი, ვარ. მომეცა შანსი შენ შეგხვდროდი და ის ხვრელი, რომელიც ჩემში მარტოსულობამ გააჩინა, ამომევსო. მადლობა, რომ ჩემი სინათლე გახდი. არასდროს დაგივიწყებ, გასაცაორი სიზმარი იყო და გასაოცარ მოგონებადვე დარჩება -მზე მთლიანად ამოვიდა და გაანათა იქავრობა. -ნახვამდის…როუზ -მშვიდობით..დანტე -ჯანდაბა, სად ხართ ამდენი ხანი?! - იყვირა ქერამ მთელი ხმით, როცა წყვილი აეროპორტში გამოჩნდა - წვეულებიდან ისე გაუჩინარდით, რომ ვერც კი შვეამჩნიე, მერე მთელი ღამე არ დაბრუნებულხართ. სად ჯანდაბში იყავით! - სახე მთლიანად წითელი ჰქონდა სიბრაზისგან - იცი, რამდენი ვინერვიულე? რამის პოლიციაში დავრეკე! -როუზმა ამოიოხრა -..კარგი,კარენ მორჩი ყვირილის..ისედაც თავი მტკივა - შუბლზე მოისვა ხელი. ქერა წარბები შეკრა, მაგრამ მაინც დაემორჩილა. ფრენის დროს ხმა არავის ამოუღია. როუზი და დანტე ძალიან დაღლილები იყვნენ და მგზავრობის დროს დაიძინეს. კარენი, კი წიგნის კითხვით იყო გართული. -როგორც იქნა ჩამოვედით! -ხელები ასწია გახარებულმა და აქეთ-იქით სირბილი დაიწყო როუზმა თავი გააქნია და გაიღიმა - მეგობარო გეყოფა აქეთ-იქით სირბილი - -საყვარელო! -ვიღაცამ დაიძახა წვრილი ხმით. დანტე ერთ ადგილზე გაშრა. -..რენი..-ჩუმად ჩაილაპარაკა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა მის წინ მდგარ ფიგურას. - როგორ მომენატრე! - შავთმიანი გოგო გაიღიმა, მაგრამ როუზმა მის ღიმილში ვერ დაინახა სიხარული, უფრო სიყალბე. გოგო ნარნარიდ გაიქცა და მამაკაცს ტუჩებში აკოცა. თუმცა ამას კოცნას ვერ დავარქმევ, დანტე უბრალოდ იდგა ქანდაკებასავით, გოგო კი თავის ტუჩებს ზედ აგლესავდა...ვიცი, საშინელებაა. ბოლოს, როგორც იქნა დაიღალა ან მიხვდა, მაგარ იდიოტს გავდა და მოშორდა მამაკცს -როგორ მომენატრე! -კიდევ ერთხელ გაიომეორა. დანტემ ხმაც კი არ გასცა ისე გავიდა შენობიდან და დატოვა ეს “პლასტიკური თოჯინა” უკან, ეს უკანასკნელი კი კუდში აედევნა. კარენს წუთის წინ მომხდარი სცენისგან სახე დამაჭვოდა, როუზი კი ასე იდგა გაშეშებული - ვერ ვიტან ამ არსებას - ჩაილაპარაკა კარენმა და სახე მოეღრიცა. როუზმა გადახედა - მათ შორის აშკარად ვერ არის რაღაც კარგად - კარენმა ამოიოხრა - როგორ იქნება, როცა ეს წუკნა ვინის მშობლება აირჩიეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მდიდარი ნაბიჭვრის შვილია, რომელიც ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის მმართველია და მათი ქორწილით ამ ორი დიდი კომპანიის გაერთინებას მოახერხებენ, რაც დიდი მოგებაა ვინის მშობლებისთვის. მისტერ ვინი მეცოდება ასეთ არსებასთან, რომ მოუწევს ცხვორება -კისერზე მოისვა ხელი და გზას გაუყვა. ჟღალთმიანი კი ისევ ერთ ადგილზე იყო გაშეშებული. - როუზ არ მოდიხარ? - წითური გამოფხიზლდა -რა..ა,ჰო..მოვდივარ -ზურგზე მოიგდო ჩანთა და გზას გაუყვა ..ძალიან საინტერესოა.. ავტორის შენიშვნა : ჰეი მეგობრებო, ვიცი, ვიცი ალბათ მეტყვით ამდენი ხანი სად დაიკარგეო, მაგრამ დამშვიდით საბაბი მქონდა. სინამდვილეში აზრზე არ ვიყავი რა უნდა დამეწერა შემდეგ თავში, ვფიქრობდი, ვფიქრობდი და აჰა დღეს მოვიდა მუზა. მოკლედ ალბათ დაიბენით და ამბობთ ამ დებილმა ეს შეყვრებული საიდანღა გაუჩითა დანტესო, მაგრამ დამშვდიდით,მე ადრე ვახსენე, თუ არ ვცდები მესამე chaper-ში, გახსოვთ შავთმიანი, პლასტიკური თოჯინა, რომ შეეჯახა როუზს დერეფანში და უთხრა წინ იყურე, მე უფროსის შეყვრებული ვარო. წითურმა კი მაგრად, რომ მოუხაზა. დიახ, დიახ სწორედ ეგ გოგო გახლავთ. თუ ფიქრობთ,რომ ეს თავი მაგარი ნაგავია, არ მოგერიდოთ დაწერეთ კომენტარებში, თუ ფიქრობთ, რომ საკაიფოა ეგეც დაწერეთ. yeah, თუ მკითხავთ შემდეგი თავი, როდის იქნება, ჩემი პასუხი იქნება, რომ აზრზე არ ვარ, მაგრამ ვეცდები რაც შეიძლება მალე დავწერო და დავდო. მომავალ შეხვდრამდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.