დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-4)
- გამარჯობა ! - გახარებული ხმით დაიყვირა როუზმა. - ოჰ..გამარჯობა..ქალბატონო…უკაცრავად თქვენი სახელი? - ჰკითხა , როუზის საქციელით დაბნეულმა მცველმა. - როუზი, როუზ გასანოვი - დიდი ღიმილით უპასუხა ახალგაზრდამ - გასაგებია, რით შემიძლია დაგეხმაეროთ, ქალბატონო როუზ? - უბრალოდ როუზი და ისე დილა მშვიდობის სათქმელად მოვედი ‘ უცნაურია.. ეს ახალგაზრდა ძალიან უცნაურია ‘ გაიფიქრა მცველმა და როუზის სახეს კიდევ ერთხელ შეხედა, რომელიც სასაცილო სიფათებს კერავდა. მცველმა პატარათი გაიღიმა ‘..თუმცა… ცუდი ადამიანი ნამდვილად არ არის ‘ - თქვენც დილა მშვიდობის ქალ- როუზ. კარგ დღეს გისურვებ - - მადლობა! მეც ასევე კარგ დღეს გისურვებ! - შემდეგ როუზმა საათს დახედა - ამის დედაც ! დამაგვიანდა! ნახვამდის მეგობარო ! - გამოემშვიდობა მცველს და ლიფტთან მიირბინა. - დროზე..დროზე !- თავისთვის ბურტყუნებდა და თან საათს უყურებდა. ლიფტის კარი გაიღო და უმალ შევარდა შიგ, მეშვიდე სართულის ღილაკს დააჭირა, როუზმა ღრმად ჩაისუნთქა. კარი დაიხურა. მეშვიდე სართულზე ავიდა ლიფტი, სწრაფად გაირბინა დერეფანი, კიდევ კარგი კეტები ეცვა თორემ ისეთ ცათამჯენებზე, რომ მდგარიყო, როგორზეც აქ მომუშავე გოგონები იდგანან, მაშინ ამდენი სირბილისგან უკვე მილიონჯერ ექნებოდა ფეხები მომტყდარი. თავისი კაბინეტისკენ გაემართა, მაგრამ სანამ კარებს შეაღებდა, კარენის ყვირილი მოესმა. - რა თქვით! ნახევარ საათში?! კი მაგრამ მისი თვითმფრინავი ახლახანს დაჯდა თბილისის აეროპორტში! - ‘რა ჯანდაბა ხდება ‘ გაიფიქრა როუზმა და კარენის კაბინეტის კარები შეაღო. ქერა თავის კაბინეტში ბოლთას ცემდა და ტელეფონზე ლაპარაკობდა , სახე მთლიანად წაშლილი ქონდა სიბრაზისგან. - თქვენ რა დამცინით! ჰენრიმ ხომ ხვალ დაგვინიშნა შეხვედრა, რატომ შეიცვალა აზრი! - კიდევ ერთხელ იყვირა გაწიწმატებულმა, როუზის იქ ყოფნა არც კი შეუნიშნავს ისე იყო გაბრაზებული. - მოიცადეთ არ გათიშ- გათიშა იმ ნაძირალამ! - კბილებში გამოსცა ქერამ. თვალებს აქეთ- იქით აცეცებდა. შემდეგ თვალები გაუფართოვდა, თითქოს რაღაც მოიფიქრაო. -მისტერ ვინი..- ბურტყუნებდა თავისთვის. სასწრაფოდ აკრიფა ნომერი და ყურთან მიიდო. რამოდენიმე წუთის შემდეგ ვიღაცამ უპასუხა - რა ხდება - გაისმა ბოხი ხმა. კარენმა ხელი შუბლზე მიიდო - სერ, პრობლემა გვაქვს - რა პრობლემა - ბატონმა ჰენრიმ შეხვედრა ხვალის მაგივრად დღეს დანიშნა და ნახევარ სააათში რესტორანტ ქართულ სახლში გელოდებათ. - რა! - დაიღრიალა ხმამ, კარენი ადგილზე გაიყინა ‘ ჯანდაბა! ძალიან გაბრაბაზებულია ‘ - რატომ არ უთხარი, რომ ასე მალე იქ მისვლას ვერ შევძლებ ! მანდ რისთვის ხარ! - კიდევ ერთხელ იყვირა ხმამ. კარენს ენა დაება -..უფროსო..მ-მე ვცადე მაგრამ არ მომისმინა ჰენრის ასისტენტმა - ამის დედაც .. კარენ მისმინე, სულ არ მაინტერესებს რა ხერხს მიმართავ ამისთვის, მაგრამ დრო უნდა გაწელო სანამ მე მოვალ გესმის?! - კი მაგრამ სე- და დაუკიდა. -ამის დედაც - გაღიზიანდა ქერა და ტელეფონი მოისროლა. - ჯანდაბა კარენ, დამშვიდდი!. - როუზი კაბინეტში შევარდა და ტელფონი აიღო -..როუზ? - გაკვირვებულმა ახედა წითურს - რამდენია ხანია რაც აქ ხარ? - არც ისე დიდი ხანია - მხრები აიჩეჩა როუზმა. - მწუხვარ, რომ ამის მოსმენა მოგიხდა. - თავი დახარა ქერამ - არაუშავს. შენი საუბრიდან გამომდინარე რაღაც პრობლემა შეიქმნა, რომლის მოგვარებაც არც ისე იოლიოა ხო? - კარენმა თავი დაუქნია მართალი ხარო. - რესტორანში წასვლა არ შემიძლია ათწუთში თათბირი მაქვს ინვესტორებთან...არადა იქ თუ არ წავალ, მაშინ სხვანაირად ვერ შევძლებ დროის გაწელვას ბოსისთვის….ჯანდაბა! თუ ამ დავალებას ვერ შევასრულებ უფროსი აცილებლად გამაგდებს -ამოიოხრა ქერამ - გაგაგდებს?! რა შენი ბრალია თუ იმ ნაბიჭვარმა შეთანხმება არაფრად ჩააგდო და ხვალის მაგივრად დღეს დანიშნა შეხვდრა - გაბრაზდა როუზი. - ვიცი, მაგრამ ბოლოს მაინც მე გამოვდივარ დამნაშავე, რადგან ვერ შევძელი სიტვაციის მართვა. ახლა კი ნამდვილად დავიღუპე - კარენი ჩაიკუნტა და თავი ხელებში ჩარგო. როუზი შეიშმუშნა, არ მოსწონდა კარენის ასეთ მდგომარეობაში დანახვა. ამოიოხრა -მე წავალ -თქვა ბოლოს. გაკვირვებულმა ახედა ქერამ - შენ წახვალ? - საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდა. როუზი დახმარებას სთავაზობდა, მას შემდეგ რაც წითურს დაუშავა. როუზმა მხრები აიჩეჩა - ეს თუ გადაწყვეტს ჩვენს პრობლემას, მაშინ წავალ- - ..შენ.. -კარენი ჯერ ისევ შოკში იყო. - როგორ შეგიძლია დამეხმარო, მას შემდეგ რაც დაგიშავე - წაიჩურჩულა ქერამ, მაგრამ როუზმა მაინც გაიგონა და თვალები გადაატრიალა. - მოეშვი ამ დრამას კარენ. შენ ბოდიში მოიხადე, მე გაპატია და ამით ყველაფერი დამთავრდა-. ქერა წითურს რამოდენიმე წუთი ხმის ამოუღებლად უყურებდა შემდეგ გაიღიმა - ..მადლობა როუზ..- როუზმაც გაიღიმა და ხელი გაუწუდა. - მადლობა მიღებულია, ახლა კი ადექი საქმე გვაქვს. - კარენმა წითურს ხელი მოსჭიდა და ადგა - მართალი ხარ! - ესეიგი რესტორანტ ქართულ სახლში უნდა მივიდე - კარენმა თავი დაუქნია -ზუსტად- როუზმა საათს დახედა - მაშინ წასვლის დროა - თავის ზურგჩანდას დასწვდა, რომელიც წეღან სკამზე მიაგდო. კარენმა მკლავში მოსჭიდა ხელი და შეაჩერა - მოიცა, გაქვს გეგმა როგორ უნდა გადაატანინო ყურადღება? - როუზმა ცალყბად გაიღიმა - ეგ მე მომანდე - და დერეფანს გაუყვა. სწრაფად ჩაირბინა კიბეები, ლიფტს აღარ დალოდებია. ტაქსი კომპანიის წინ დაიჭირა. როუზმა ტაქსი გიორგი ცაბაძის ქუჩასთან გააჩერა, ფული გადაუხადა და გადავიდა. თავის ტელეფონში რუკას ჩაიხედა -ახლა სამხრეთ- დასავლეთით ვივლი და იქ ვიქნები - ჩაიბურტყუნა თავისთვის. ქუჩას გაუყვა. ხუთი წუთის შემდეგ გამოჩნდა რესტორანიც - აი ისიც ქალბატონებო და ბატონებო - გაიღიმა და კარები შეაღო. მოათვალიერა იქავრობა და ერთ-ერთ ოფიციანტთან მივიდა. - გამარჯობათ - გამარჯობათ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - ჰკითხა ახალგაზრდა გოგომ - მაგიდა მაქვს დაჯავშნილი მისტერ ვინის სახელზე. - მიუგო როუზმა - მოიცადეთ ვნახო.- გოგონამ თავის პლანშეტს ჩახედა - დიახ, მისტერ ჰენრი უკვე გელოდებათ, თქვენი მაგიდა ვერანდაზეა, როგორც შეუკვეთეთ - გაიღიმა ახალგზრდა - მადლობა - როუზი სწრაფად მოსცილდა ოფიციანტს და ვერანდაზე გავიდა. აქეთ- იქით მიმოიხედა და დაინახა ძვირადღირებულ სმოკინგში გამოწყობილი, მაღალი, ქერა მამაკაცი, რომელიც ფეხებ გადაჯვარედინებული იჯდა და ისე იყურებდა თითქოს მთელი მსოფლიო მას ეკუთვნოდა. წარბები ასწია როუზმა ‘ ესეიგი ეს არის ჰენრი ‘. ღრმად ჩაისუნთქა და ჰენრის მაგიდას მიუახლოვდა. წითურმა ჩაახველა და ჰენრიმ თავი ასწია. - რა ქენი?! ახალბედა როგორ გაგზავნე კარენ?! - დაიღრიალა ელეგანტურად ჩაცმულმა მამაკცმა და მანქანიდან გადმოვიდა. - მას ინგლისურად ლაპარაკიც კი არ შეუძლია! - კბილებში გამოსცა. - რამდენიც არ უნდა იღრიალოთ სერ, ის უკვე რესტორანშია - მიუგო კარენმა მშვიდად. - ვნახოთ რისი მაქნისია - ცივად მიუგო ვინმა . დაუკიდა ტელეფონი და რესტორანში შევიდა. ოფიციანტისათვის კითხვით აღარ შეუწუხებია თავი, ზუსტად იცოდა,რომ თავის კლიენტი ვერანდაზე იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს მაგიდა, ხომ თვითონ დაჯავშნა. სწრაფად გაიაკვლია გზა მაგიდებს შორის. ქალები მისი შემხედვარე წითლდებოდნენ, მაგრამ ვინს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. ვერანდაზე გავიდა. მოათვალიერა იქავრობა და ჰენრიზე შეაჩერა მზერა, რომელიც გულიანად იცინოდა. შემდეგ მზერა მის მოპირდაპირე მჯდომზე გადაიტანა, პირველი რაც თვალში მოხვდა ეს მისი ხასხასა წითელი თმა იყო, რომელიც მის მხრებზე იყო ჩამოყრილი და წელამდე სწვდებოდა. ეს ადამიანი მისგან ზურგით იჯდა და მისი სახის დანახვა ვერ შეძლო. ‘რა ჯანდაბაა..’ გაიფიქრა ვინმა. სწრაფად მივიდა მათ მაგიდასთან, ჰენრიმ აიხედა და სახე გაებადრა. -dante! - ქერა მამაკაცი სწრაფად ადგა და დანტეს გადაეხვია. - it’s been a long time henry - მიუგო დანტემ - it’s really have been my friend! i’m sorry for sudden change, i know we agreed to meet each other tomorrow, but something come up and i have to go back tonight.- შეწუხებული გამომეტყველება მიიღო ჰენრიმ. დანტემ თავი გააქნია და გაიღიმა. - it’s okay, i’m sorry for being late - it’s okay i had a great time thanks to mrs.gasanovi. - გაიღიმა ჰენრი და როუზზე ანიშნა - really? - გაიკვირვა დანტემ და პირველად შეხედა წითურს მას შემდეგ რაც მაგიდასთან მივიდა.ამჯერად უფრო დაკვირვებით აათვალიერა. ახალგაზრდა გოგო იყო. გრძელი, წითელი, ხვეული თმა და ლურჯი თვალები ქონდა. სახეზე ჭორფლებით.მასზე ერთი თავით დაბალი და დანტეს სტანდარტებიდან გამომდინარე ძალიან წვრილი. გაცვეთილი კეტები ეცვა, რომელებიც აქა - იქ გახეულიყო და დახეული ჯინსი , რომელსაც ასევე ფერი გადასვლოდა. მისი მაისური კი ნამდვილად უგემოვნობის პიკი იყო. ამ გოგოს შემხედვარე მისტერ ვინს მხოლოდ ერთი სიტყვა გაახსენდა ‘ პათეთიკური …’. დანტეს სახეზე ზიზღი გაოიხატა, რომელიც მაშინვე გაქრა, როგორც კი ჰენრის შეხედა. მთელი შეხედვრის მანძილზე მისტერ ვინს წითურისკენ თვალიც კი არ გაუპარებია, არმც თუ შეეხედა, თითქოს როუზი რომელიმე ცოფიანი ვირთხა ყოფილიყოს, რომელიც ფეხის დადგმისა და გასრესის მეტს არაფერს იმსახურებდა. აქამდე როუზს არასდროს არ ადარდებდა, ვინ რას იტყოდა მასზე ან ვინ როგორ მოექცეოდა. მისთვსი სხვიზი აზრი ყოველთვის უმნიშვნელო იყო, მაგრამ რატომღაც ახლა, როცა ეს კაცი ისე იქცეოდა თითქოს წითური საერთოდ არ არსებობდა, რაღაც ჩასწყდა შიგნით. ‘ ჯანდაბა როუზ! რა გჭირს! თავი ხელში აიყვანე.. თითქოს პირველად მოგქცეოდეს ასე ვინმე. რამდენჯერ შეგხვედრია მისნარიარი ნაძირლები, ! ‘ შეუძახა თავს წითურმა და ისევ დანტეს ახედა. ‘...ნაძირლები, რომელებსაც ნაგვად მიაჩნიხარ! ‘ მტკინვეულად გაიღიმა და თავი დახარა. ორი საათის შემდეგ დამთავრდა შეხვედრა. ჰენრი და მისტერ ვინი ერთმანეთს გამოემშვიდონენ. - i’ll see you later - უთხრა ჰენრიმ დანტეს და შემდეგ როუზს მიუბრუნდა - hey thanks for the game. i enjoyed. see you little buddy . როუზი გაიბადრა, მართალია ინგლისური არ იცოდა, მაგრამ ინტუციით მიხვდა რას ეუბნებოდა ჰენრი. ქერა თმიანმა ხელი დაუქნიათ, მათაც დაუქნიეს და ჰენრი წავიდა. დანტემ როუზს ცალი თვალით გადახედა - რა თამაშზე ლაპარაკობდა?. წითურმა თავის უფროსს უინტერესო გამომეტყველებით ახედა - ჭადრაკზე . მისტერ ვინმა რაღაცის კითხვა დააპირა, მაგრამ როუზმა თითქოს მისი გონება წაიკითხაო, მაშინვე უპასუხა - ტელეფონი ვეთხოვე ერთ-ერთ ოფიციანტს და მას ქონდა ჩამოწერილი. დანტე კიდევ უფრო დაინტერესდა მისი პასუხით, მაგრამ საუბარი აღარ გაუბავს. -მომყევი - მიაძახა როუზს ცივად. წითურიც გაჰყვა. მანქანაში ჩასხდნენ და წავიდნენ. დანტე გზას უყურებდა. მანქანაში აუტანელი სიჩუმე იყო. როუზს არ მოსწონდა სიჩუმე, მაგრამ ამ კაცთან საუბარს ისევ სიჩუმე ერჩივნა. წითურმა კიდევ ერთხელ შეხედა თავის უფროსს. მას შავი თმა ქონდა, რომელიც ამდენი თმის ჟელეს წასმით ბზინავდა, გიშრის ფერი თვალები და ფერმკთალი კანი . მისტერ ვინი ნამდვილად არ იყო ცუდი შესახედაობის, მეტიც ის იმ კაცებს რიცხს მიეკუთვნებოდა, რომლებზედაც გოგოები ჭკუას კარგავენ და სექსუალურებად თვლიან. ტანზეც ძვირფასი ტანისამოსი ეცვა. როუზი მასთან შედარებიც მაწანწალას გავდა. თავისი ფიქრებიდან წითური მანქანის გაჩერებამ გამოაფხიზლა. მოულოდნელად დანტე მისკენ მოტრიალდა - გასაგებია, რომ მხოლოდ ცხრა კლასი გაქვს დამთავრებული, მაგრამ ინგლისურის არ ცოდნა და კომპანიაში მოშაობის არანაირი გამოცდილების ქონა ეს უკვე იშვიათი მოვლენაა დღესდღეობით, ასე არ ფიქრობ? - დამცინავად თქვა ვინმა. როუზმა დანტეს ახედა მშვიდი გამომეტყვლებით, თითქოს კაცის სიტყვებს მასზე არანაირი ზეგავლენა არ მოეხდინოს. - რას აკეთებდი სანამ აქ მოხვიდოდი ? - კითხა ვინმა როუზმა ფანჯრიდან გაიხედა - არაფერს - დანტემ როუზს გადახედა და დაცინვით კითხა - ესეიგი 22 წლიდან გინდა დაიწყო? - ზუსტად - როუზი ისევ ფანჯარაში იყურებოდა. დანტე ცოტა ხანი გაჩუმდა - იცი, რომ იღბლიანი ხარ? - ჰკითხა მერე როუზი შემობრუნდა და მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა. დანტემ განაგრძო - იქ, რომ ვყოფილიყავი, არ მივცემდი მათ შენი აყვანის უფლებას - ორივე ერთმანეთს ისევ თვალებში უყურებდა, არც ერთს აურიდებია მზერა. - მე ისეთი ვინმე მჭიდება ვინც ჩემს სამუშაოს შემიმსუბუქებს და არა პირიქით ტვირთად დამაწვება ზურგზე. - როუზს მწარედ გაეღიმა ‘.... ის მე ტვირთად მიმიჩნევს ‘ - შემიძლია ახლავე გაგანთავისუფლო - მიახალა ცივად. როუზს თვალები გაუფართოვდა.დანტემ ცალყბად გაიღიმა - დამარწმუნე, რომ რამედ მაინც ღირხარ თავი დახარა როუზმა ‘ დავარწმუნო, რომ რამეში გამოსადექი ვარ..? ‘ - არ შეგიძლია ხო? - როუზმა აიხედა და მისი თვალები დანტეს ყინულივით ცივ თვალებს შეხვდა. ‘ ..ის რაც ყველაზე კარგად გამომდის….’ გაიფიქრა როუზმა - როგორც ვფიქრობდი არაფერი გაქვს, რომ შენი გამოსადეგობა დაამტკი- - ძალიხმევა! - წამოიყვირა წითურმა დანტე დაიბნა - რა?. როუზიც დაიბნა - ..აჰ..მე..მე არასდროს მიმუშავია ისე, რომ მთელი ძალები გამომეყენებინოს...ამიტომ...ამიტომ ჩემი ძალიხმევა სულმთლად გამოუყენებელი და ახალი ბრენდია - ‘აგხხ რა სისულელებს ვროშავ.. ახალი ბრენდი არა ჩემი ფეხები‘ გაიფიქრა როუზმა დანტემ წითურს ისე შეხედა თითქოს გიჟი ყოფილიყოს. - რა სისულელებს როშავ?! ნუთუ ისეთი უტვინო ხარ, რომ ფიქრობ მაგ სულელური საბაბის გამო დაგტოვებ სამსახურში. როუზი ანერვიულდა, რა თქმა უნდა იცოდა, რომ რაღაც სისულელეები მოროშა, მაგრამ რა ექნა ძალიან დაიბნა და უკეთესი საბაბი ვერ მოიფიქრა. ბოლოს თავის ტუჩს უკვბინა, ნერვიულობა, რომ დაეფარა. - გთხოვთ, მე ყველაფერს გავაკე- - ვერ დამარწმუნე - ცივად მოუჭრა დანტემ. როუზს თვალები გაუფართოვდა. გული შეეკუმშა. თვალები ცრემლებით აევსო, ტუჩები აუკანკალდა. დანტეს ზურგი აქცია და ფანჯარაში გაიხედა. არ უნდოდა ამ კაცისთვსი თავისი სუსტი მხარე ეჩვენებინა. ‘ … დღევანდელი დღე განსაკუთრებული იქნება არა ჩემი ფეხები.. ყველა ერთნაირია. მხოლოდ იმიტომ, რომ ‘მაღალი განთლება’ არ მაქვს ყველა თავიდან მიშორებს ..ყველა ნაგავივით მექცევა. ..’ ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე ‘...რატომ არ შეუძლიათ შანსი მომცენ..მხოლოდ ერთი შანსი..მხოლოდ ერთადერთი, რომ შევძლო მათთვის საპირისპიროს დამტკიცება... ამის დედაც’ ჩუმად მოიწმინდ ცრემლი, რომ დანტეს არ დაენახა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.