დაუსრულებელი ცხოვრება (თავი მე-5)
დანტემ მანქანა კოპმანიის წინ გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა. შემდეგ როუზის მხარეს გახსნა კარები და წითურს მკლავში ჩასჭიდა ხელი. როუზმა წარბები შეკრა. თვალი დანტეს ხელისკენ გააპარა, რომელიც თავის მკლავს ძლიერ უჭერდა, შემდეგ ვინს ახედა. - რას აკეთებ - შეუღრინა როუზმა. - გადმოდი - კბილებში გამოსცა დანტემ და როუზი მანქანიდან გადმოათრია. - გამიშვი ! - ხმას აუწია წითურმა და სცადა მკლავი გაენთავესუფლებინა, მაგრამ დანტეს ისე მაგრად ეჭირა, რომ ვერ შეძლო. ვინმა როუზი კომპანიაში შეათრია. - შე რა ყრუ ხარ! გამიშვი მეთქი! - იყვირა წითურმა. ფოეეში ვინც კი იყო, ყველა მათ უყურებდა. ზოგი ერთმანეთს რაღაცას ეჩურჩულებოდა და თან როუზისკენ იშვერდნენ თითს. - ამის დედაც! - აღმოხდა როუზს და მუშტი მოუქნია დანტეს სიფათში, მაგრამ ვინი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და როუზის ხელი ჰაერშივე დაიჭირა, შემდეგ წითურისკენ გადაიხარა, ისე რომ მათი სახეები ერთმანეთისგან მილიმეტრებით იყო დაშორებული. როუზს სუნთქვა შეეკვრა. - კიდევ ერთხელ გაბედავ ხელის აწევას და ინანებ - ყინულივით ცივი ხმით უთხრა დანტემ. როუზს თვალები გაუფართოვდა და ვინმა მისი რეაქცია, რომ დაინახა კმაყოფილად გაიღიმა. არავის შეეძლო დანტეს მრისხანე მზერისთვის წინააღმდეგობის გაწევა,ყველას ვისაც ამ მზერით შეხედავდა, შიშისგან კანკალს იწყებდნენ და რა თქმა უნდა ეს წითურიც არ იქნებოდა გამონაკლისი. გამარჯვებული ღიმილით შეტრიალდა, - შეგიძლია ტრაკზე მაკოცო ! - მიაძახა როუზმა. დანტე ამ სიტყვებზე ერთ ადგილზე გაიყინა. იქ მყოფ ხალხს როუზის სიტყვებზე თვალები გაუფართოვდა, გოგოები სირცხვილისგან გაწითლდნენ. - რა თქვი ..- ისევ როუზისკენ შეტრიალდა ვინი და დაბალი, საშიში ხმით კითხა. წითური წამოენთო - ვთქვი, რომ შეგიძლია ტრაკზე მაკოცო. - ნაბიჯი წინ გადადგა. დანტემ ზიზღისგან თვალები მოჭუტა - გირჩევ სიტყვებს დაუკვირდე წითურო - თორე რას მიზამ - არ დაუთმო როუზმა. დანტემ შეიგინა და როუზს ისევ მკლავში წაავლო ხელი. - ჩვენ ერთი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი - შეუღრინა მამაკაცმა და წითური ლიფტისკენ გაათრია. - აგხხ! ჯანდაბა შენი დედაც გამიშვი.- იყვირა გამწარებულმა როუზმა. ლიფტის კარი გაიღო და დანტემ წითური ლიფტში შეათრია. სწრაფად მისცა მეშვიდე სართულს და კარი დაიკეტა. - ამის დედაც..- წაიჩურჩულა როუზმა და გაჩერდა, მორჩა აქეთ-იქით ფეხის ქნევას. დანტემ როუზს გადახედა და თავისი მზერა მის კლავზე შეაჩერა. რომელიც, იმ ადგილზე სადაც თვითონ უჭირდა, გალურჯებულიყო. ვინმა სულ ერთი წამით დამნაშავედ იგრძნო თავი, თუმცა ეს გრძნობა ისევე გაქრა, როგორც მოვიდა. ამასობაში კარი გაიღო და ლიფტიდან გავიდნენ. დანტეს წითური ისევ მკლავით ეჭირა. დერეფანაში შევიდნენ. ვინმა იქავრობა მოათვალიერა და კარენზე შეაჩერა მზერა, რომელიც იქვე გოგოებთან ჭორაობდა - კარენ! - ქერა შეხტა მისი სახელის გაგონებაზე. მერე იქით გაიხედა საიდანაც ხმა მოვიდა. - უფროსო დაბრუნდით? როგორ ჩაიარა შეხვედრამ?- სახე გაებადრა და სწრაფად მივიდა დანტესთან. - კარგად. ბიძაჩემი სად არის.- სწრაფად მოუჭრა ვინმა - თავის კაბინეტში გახლავთ - - მადლობა - გვერდზე გაურა კარენს და ქერამ ახლაღა დაინახა როუზი.-როუზ.? როუზმა აიხედა - კარენ… - - გამოადგი ფეხი წითურო - მიაძახა ვინმა. - გააჯვი რა - კარენი დაიბნა ჯერ დანტეს გახედა მერე როუზს, რომელიც აქეთ იქით იქნევდა ისევ წიხლებს - რა ჯანდაბა ხდება.. - ჩაილაპარაკა თავისთვის. - ბიძია - კარი შეაღო ვინმა - ოჰ დანტე ! დიდი ხანია რაც დაბრუნდი? - სახე გაებადრა შუა ხნის კაცს. - არც ისე - მიუგო ვინმა და როუზი ოთახში შემოიყვანა. - ვხედავ შენი ახალი ასისტენტი გაგიცვნია ძმიშვილო. - გაიღიმა კაცმა დანტემ წარბები შეკრა - გავიცანი. ახლა კი მინდა გაანთავისუფლო - მიახალა ცივად. როუზი გაშრა ‘გამანთავისუფლოს… ‘ კაცი შეიშმუშნა - გავანთავისუფლო? რატომ? შენ მიცემულ დავალებებს ვერ ასრულებს? დანტემ როუზს როგრც იქნა ხელი გაუშვა და სკამზე დაჯდა - ის არ შეეფერაბა ჩემი ასისტენტის თანამდებობას. - - როუზ დაგვტოვე გთხოვ - უთხრა ბიძამ. წითური დაემორჩილა და გავიდა კაბინეტიდან. შემდეგ ბიძა დანტეს მიუბრუნდა - ეგ საბაბი არ არის დანტე. ვინი წამოენთო - ბიძია შენდამი დიდი პატივის ცემის მიუხედავად. ეს გოგო სრული კატასტროფაა! მას სკოლაც კი არ აქვს დამთავრებული სულ არაფერი, რომ არ ვთქვათ მისი გამოუცდელობისა და ენების არ ცოდნის შესახებ. როგორც მაწანწალა ისე გამოიყურება! ელემენტარული მოქცევის წესები არ იცის! ერთადერთი თანამდებობა, რომელიც მას მართლა ეკუთვნის ამ კომპანიაში ეს - დამლაგებლობა და მთელი დღეები იატაკის წმენდა. ბიძა ცოტა ხანი ჩუმად იყო -...გასაგებია, რომ როუზი ამ თანამდებობისთვის შეუფერებლად მიგაჩნია, მაგრამ დღეს ეს გოგონა, რომ არ ყოფილიყო მაშინ დღევანდელი შეხედვრა ჰენრისთან არ შედგებოდა, ხომ არ დაგავიწყდა, რომ სწორედ როუზმა გაიყვანო დრო სანამ შენ მოხვიდოდი და ის ფაქტი , რომ მან ინგლისურიც კი არ იცის და ეს მაინც შეძლო, შთამბეჭდავია. დანტე გაჩუმდა, იცოდა, რომ ამ შემთხვევაში ბიძა მართალი იყო. -ამიტომ შენ თხოვნას, ვერ შევასრულებ. როუზი იქამდე იმუშავბეს აქ სანამ თვითონ არ მოისურვებს სამსახურის დატოვებას. ეს ჩემი ბოლო სიტყვაა, ახლა კი თუ სხვა არაფერი გაქვს სათქმელი დამტოვე. დანტემ მოშტები შეკრა, თუმცა სხვა აღარაფერი უთქვია ისე წამოდგა და გავიდა კაბინეტიდან. როუზმა გამოხურა კარი და გამოვიდა კაბინეტიდან. - ამ თანამდებობას არ შეეფერება ...ნაძირალა თავი ვინ გონია! - შეჰყვირა ბოლო სიტყვები. დერეფანში გავიდა და მაშინვე ვიღაცამ დაავლო ხელი - რა ჯანდაბაა! - აღმოხდა როუზს და მუშტი მოუღერა უცნობს - ვოუჰ! დამშვიდდი წითურო! მე ვარ კარენი - როუზი შეტრიალდა ქერასკენ - ჯანდაბა კარენ მეორეთ ასე აღარ შემაშინო! -კარგი, კარგი ახლა კი მითხრა რატო მოგათრევდა მისტერ ვინი მლკავით! რამე შეცდომა დაუშვი შეხვდერაზე? - რა თქმა უნდა არა ! ეგ ნაძირალა! არც კი ვიცი რა არი მისი პრობლემა! - შეჰყვირა გაბრაზებულმა და ყველა მას მიაჩერდა - ჰეი წამო შენს კაბინეტში ვილაპარაკოთ! - შესთავზა კარენმა და მოსცილდნენ იქავრობას. - ესეიგი მისტერ ვინს არ მოსწონხარ - კარი დახურა ქერამ. - არც მე მეხატება გულზე ეგ ნაძირალა - დაიბუზღუნა როუზმა - მაინც ვერ გავიგ- კარენს სიტყვა გაუწყდა როცა კარები მისტერ ვინმა შემოამოღო - კარენ დაგვტოვე - ქერასთვის არც კი შეუხედავს ისე უბრძანა. კარენმა წარბები ასწია და როუზს გაკვირვებული მზერა ესროლა, მაგრამ მაინც დაემორჩილა უფროსის ბრძანებას და გავიდა. როუზმა დანტეს ცალი თვალით ახედა - რა გინდა - აი ფურცელი და კალამი - ვინმა ორივე ნივთი მაგიდაზე დაუწყო, თან თვალი არ მოუშორებია როუზისთვის. წითური დაიბნა - ვერ გავიგე? - ახლავე დაწერე წერილი გათავისუფლების შესახებ და გაეთრია აქედან - კბილებში გამოსცა დანტემ.წითურს თვალები დაუბნელდა და ფურცელს დახედა. რამოდენიმე წუთი ასე იჯდა, მერე უცაბედად სიცილი წასკდა. დანტემ იფიქრა, ხომ არ გაგიჟდაო, მაგრამ მერე როუზი გაჩუმდა და ცალყბა ღიმილით ახედა. - შენი საქციელიდან გამომდინარე დავასკვენი, რომ შენ არ შეგიძლია ჩემი გაგდება, ბიძაშენმა კი არ მოგცა ჩემი გათავისუფლების უფლება, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი რჩება - ამის დაწერა - ფურცელი სახეში აუფრიალა - ბოდიში მაგრამ ჯერ არ მსურს აქედან წასვლა.- თვალი თვალში გაუყარა. დანტემ მაგიდაზე დაარტყა ხელები, როუზი შეხტა. - ნუ მეთამაშები. ჩემთან ეგ არ გაგივა. ახლავე დაწერე ეს წყეული წერილი და დაახვიე აქედან. მეორედ აღარ გავიმეორებ. როუზი წამოდგა და ვინს გაუთანასწორდა. თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა -მეც არ მჩვევია მეორედ გამეორება, მაგრამ რადგან ასეთი იმბეცილი ხარ შენთვის გამონაკლისს დავუშვებ და უფრო გასაგებ ენაზე განგიმარტავ - შეგიძლია ეს ფურცელი ტრაკში გაიჩხირო. ვინი სიბრაზისგან გაწითლდა. როუზი საყელოთი მოქაჩა - ამ სიტყვებს მწარედ ინანებ გასანოვ. ისეთ დღეში ჩაგაგდებ, რომ მეხვეწებოდე ამ წერილის დაწერის უფლება მოგცე - ხელი გაუშვა წითურს და უკან მიაგდო. როუზმა თავი ძლივს დაიჭირა, რომ არ დავარდნილიყო. ვინი გავარდა და კარები გაიჯახუნა. როუზმა მაგიდას ფეხი ჩაარტყა. - მძულს ეს ახვარი! დანტე გაცეცხლებული გაჩერდა შუა დერეფანში და კედელს მუშტი გაარტყა. - მძულს ეს ძუკნა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.