დარჩი ჩემთან (4 თავი)
ქეითისთან დიდი ხანი ვსაუბრობდი. თითქმის, ყველაფერი ვუამბე. მოსმენილით შოკირებული იყო. არც ვამტყუნებ, ძნელია, ასეთი რამ დაიჯერო. მთელი ლაპარაკის დროს, ქეითი ჰარის ლანძღავდა, მე კი ვცდილობდი, რამენაირად დამეწყნარებინა. საბოლოოდ, სხვა თემაზე გადავატანინე ყურადღება და ეს ამბავიც, უცებ გადაავიწყდა. - იცი, ხვალ პრეზენტაცია მაქვს, აქამდე უნდა მეთქვა, მაგრამ შენი ამბების გადამკიდე, სულ გადამავიწყდა.-თვალები გადაატრიალა და განაგრძო. - დასწრება ყველას შეუძლია და კარგი იქნება, თუ წამოხვალ, მარტო არ მომიწევს ყოფნა. - კარგი, აუცილებლად წამოვალ, ამას როგორ გამოვტოვებ. - ვიცი, რომ ჩემი იქ ყოფნა გაახარებდა, ამიტომ უარს არავითარ შემთხვევაში არ ვეტყოდი. - ძალიან კარგი. - კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ. ისიც მოვიფიქრეთ, თუ რა უნდა ჩაგვეცვა პრეზენტაციაზე. შემდეგ კი, დაღლილებმა ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მეორე დღისთვის დავიწყეთ მომზადება. მე, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კაბა გადმოვიღე და შესაბამისი ფეხსაცმელებიც შევურჩიე. მეორე დილას, როგორც ყოველთვის, დედაჩემის ხმა და ოდრის ყეფა მაღვიძებს. ტკბილი ძილის გაგრძელება ძალიან მინდოდა, მაგრამ ქეითის პრეზენტაცია გამახსენდა, ამიტომ თვალები დავაჭყიტე და სამზადისს შევუდექი. ოდრის გასეირნების შემდეგ, სწრაფად ვისაუზმე და სკოლისკენ გავემართე. როგორც ყოველთვის, საინტერესო არაფერი მომხდარა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჰარი დღეს სკოლაში არ დამინახავს. ალბათ, არც ყოფილა, მაგრამ რაში მაინტერესებს, ის ხომ ჩემთვის არაფერს ნიშნავს. სკოლა როგორც კი დამთავრდა, მაშინვე სახლისკენ წავედი. სახლში მისულს, ქეითისგან შეტყობინება დამხვდა, რომელიც უნივერსიტეტის მისამართს მწერდა და მატყობინებდა, რომ იქ შემხვდებოდა. მალე გავემზადე და ქეითის გამოგზავნილ მისამართზე წავედი. იქ მისულს, სასიამოვნო გარემო დამხვდა. უნივერსიტეტის ეზო ძალიან ლამაზი იყო. ყველგან ყვავილები და სხვადასხვა უცნაური მცენარები იყო. ვის არ მოუნდებოდა აქ სწავლა. ქეითი შენობის შესასვლელთან დამხვდა, როგორც მომწერა. შენობაში შესული, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ქეითი მიყვებოდა. ყველაფერი, ძალიან ლამაზი და მოწესრიგებული იყო. - ხომ გეუბნებოდი, მოგეწონება მეთქი. - მითხრა აღტაცებულმა, როდესაც ჩემი რექცია დაინახა. - ხო ნამდვილად, ძალიან მომეწონა აქაურობა. - ამას არც ვუარყოფდი. პრეზენტაცია სკმაოდ კარგად მიდიოდა. ქეითიც აღტაცებული იყო. იქაურობის თვალიერებაში ძალიან გავერთე. არ ვიცი რატომ, მაგრამ შემოსასვლელისკენ გავიხედე, რა დროსაც ნაცნობი სილუეტი დავინახე. ეს აქ რას აკეთებს? კარებში არც მეტი, არც ნაკლები, ჰარი იდგა. იქაურობას თვალი მოავლო და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეეჩეხა. გამიღიმა, მე კი თვალი ავარიდე. - ქეით, ეს აქ რას აკეთებს?- ჰარიზე ვანიშნე. - ეს ისაა, მე რომ გიყვებოდი. აქ რას აკეთებს? - არ ვიცი. ალბათ, ვინმეს გამოყვა, დასწრება, ხომ შეზღუდული არ არის. მაპატიე, თუ თავს ცუდად გრძნობ, წადი, ამას გაგიგებ.-არ ვაპირებდი, მის გამო ქეითის მიტოვებას. საერთოდ, რატომ უნდა მაღელვებდეს ის აქ არის, თუ არა. - არა, არაფერია, არ მადარდებს აქ იქნება, თუ არა. - კარგი, როგორც გინდა. მალე, ქეითის ვიღაცამ დაუძახა და ცოტა ხნით, მარტო დავრჩი. ისევ გარემოს შესწავლა დავიწყე, როდესაც ვიგრძენი, რომ ვიღაც მომიახლივდა. ვინ თუარა ჰარი. - არ მეგონა, აქ თუ გნახავდი. - მითხრა და ისევ გამიღიმა, მაგრამ მე ვიცი, სინამდვილეში რა იმალება, მაგ საყვარელი ღიმილის უკან. - არც მე მეგონა, აქ თუ გნახავდი.-ვუთხარი და თვალებით ქეითის ძებნა დავიწყე. - აქ ვისთან ხარ მოსული? - ვეცადე მისი ცნობისმოყვარეობა დამეიგნორებინა და ზრდილობიანად მეპასუხა. - ჩემს მეგობართან, შენ არ გეცოდინება. - ვუთხარი და მას შევხედე. მალე ქეითიც მოვიდა, ვიღაც ბიჭთან ერთად. აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი იყო, ვიზეც ქეითი მიყვებოდა, ჰარი კი მას ახლდა. რა დამთხვევაა. - სასიამოვნოა, თქვენი გაცნობა. - ვუთხარი ბიჭს რომელსაც მიკოლასი ერქვა და ხელი ჩამოვართვი. - ჩემთვისაც. როგორც გავიგე, შენ და ჰარი ერთმანეთს იცნობთ. - დიახ, ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობთ. - ვუთხარი და მომღიმარ ჰარის გავხედე. რატომ იღიმის? ძალიან დაღლილი ვიყავი და მეტს ვეღარ გავჩერდებოდი, ამიტომ ქეითის ვუთხარი, რომ სახლში წავიდოდი. ტაქსის გამოძახებას ვაპირებდი, როდესაც უკნიდან ხმა მომესმა. - მე წაგიყვან.- ნამდვილად არ მინდოდა, მასთან ერთად მანქანაში ჯდომა, მაგრამ მისი მზერიდან ჩანდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მანქანაში ჩავჯექი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.