შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი მეთოთხმეტე)


12-08-2018, 00:55
ავტორი buterfly
ნანახია 1 693

-ლილიანა-ხელი სტაცა და გულწასული მისაღებში შეიყვანა-ლილიანა, გამოფხიზლდი-მისი თავი ეჭირა და სახეზე თითებს უსვამდა.
-ნოე-სუსტად ამოიგმანა და როდესაც გონს მოვიდა დენდარტყმულივით წამოხტა-შენ? მეჩვენება. ვერ იქნება ეს ყველაფერი რეალობა-ცრემლები წასკდა და კედელთან ჩაიმუხლა. მწარედ ქვითინებდა ,ნოე კი ნელ-ნელა უახლოვდებოდა
-ლილიანა, ცოცხალი ვარ. არ გეჩვენება. მე ვარ ,ნოე-ფრთხილად მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა. სახე ააწევინა და თვალებში ჩააშტერდა.
-შემეშვი, არ ხარ ცოცხალი-ძლივს ამოილუღლუღა და ნოეს ხელი ჰკრა , თავად კი სამზარეულოში შევარდა-შენს სხეულს დავტიროდი, შენს ცივ სხეულს-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ცრემლი მოიწმინდა
-ლილიანა, მე შენთან ვარ დაწყნარდი ,გთხოვ-გაგიჟებულს ხელი სტაცა და გულში ჩაიკრა
-შენ რეალური ვერ იქნები. შენს საფლავთან ვიდექი, გესმის? შენს საფლავთან. გეხებოდი შენ კი ვერაფერს გრძნობდი-ხელი ძლიერად ჰკრა და მისგან უკუსვლით წავიდა. გული საგულედან ლამის ამოუვარდა. ვეღარ აკონტროლებდა თავს, თავზე ხელებს იჭერდა ოთახში უაზროდ დადიოდა და თავის თავს ებუტბუტებოდა. ნოემ დააცადა გონს მოსვლა და ცოტახანს უბრალოდ იქვე იდგა და ელოდებოდა ლილიანა მზერას როდის გაუსწორებდა. ლილიანა მოულოდნელად გაჩერდა, ნოესკენ შემოტრიალდა და თვალებში ჩააშტერდა ,თითქოს რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა. ამოიკითხა კიდეც. მის თვალებში ძველ ,სიყვარულით სავსე მზერას წააწყდა. მოწყვეტით გაიქცა მისკენ და ხელები კისერზე მაგრად მოჰხვია-ნოე, ნოე-იმეორებდა მის სახელს და სახეს უკოცნიდა-მომენატრე, სიგიჟემდე მომენატრე-ქვითინებდა და ნოეს ისე ძლიერად უჭერდა ხელს ერთხანს სუნთქვაც გაუჭირდა. ნოემ მის თმაში ჩარგო თავი და სურნელი ხარბად შეისუნთქა. წელზე ხელი მოჰხვია და გულში ისეთი ძალით ჩაიკრა თითქოს მისი შესისხლხორცება უნდაო.. თუმცა ახლა ლილიანას სხვა აზრმა გაუელვა და ნოეს წამში მოსწყდა.-შენ მე მომატყუე-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და ზურგი აქცია. ნოეს გაეღიმა და მის ბავშვურ ქცევას თავის ქნევით უპასუხა
- ყველაფერს აგიხსნი.
-რას ამიხსნი ,რას?-მისი თვალები მრისხანებას აფრქვევდნენ
-მომისმინე
-არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო. წადი აქედან
-ლილიანა, ვიცი რომ მოგენატრე,შენც მეუბნებოდი მაგას რამდენიმე წამის წინ
-ნოე, წადი აქედან
-არა სანამ არ მომისმენ არსადაც არ წავალ-ხელები გადააჯვარედინა და კედელს მიეყუდა
-უკანასკნელად გეუბნები, წადი
-მეც უკანასკნელად გეუბნები, რომ სანამ არ მომისმენ არსადაც არ წავალ
-ასე ხო?-ბრაზმორეული შეტრიალდა და იქვე მყოფ დანას დასწვდა-არ წახვალ ხომ? იცოდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ როდესაც გაბრაზებული ვარ-ეუბნება და თან ნელი ნაბიჯებით უახლოვდება-ყელს გამოგჭრი და მერე შენს ნამდვილ გვამს დავიტირებ-ცდილობს სიმკაცრე შეინარჩუნოს
-ამას არ გააკეთებ-უკან იხევს და ხელით ცდილობს კარის მოძებნას
-თან როგორ გავაკეთებ-ბოროტულად იღიმის და ისევ მისკენ მიდის
-ლილიანა, გაგიჟდი? დასწიე ეგ დანა.რა უბედურებაა რამხელაა -თვალები გაუფართოვდა
-როდესაც წყნარად გეუბნებოდი არ გესმოდა.
-მომისმინე ძალიან გთხოვ და მერე წავალ
-არა არ მინდა შენი მოსმენა ,შენ მე მომატყუე და ამის ცოდნაც საკმარისია-ამ დროს უკვე კარის ზღურბლთან იდგნენ .ლილიანამ ხელი ჰკრა და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა
-არ წავალ აქედან
-არ მადარდებს, თუ გინდა მანდ დაიძნე-გასძახა და თავად შიგნით შევიდა.
-კარგი აზრია-უთხრა და იქვე კიბეზე ჩამოჯდა. ამ დროს კი ტელეფონზე ლაზარეს სახელი ამოიკითხა და ყველაფერი გაახსენდა-გისმენ-თავი ჩაქინდრა
-სად ხარ ამდენ ხანს?
-ლილიანასთან
-რაა? გაიგო ყველაფერი?
-არა ნამდვილად, შეშლილია. დანის მუქარით გამომაგდო-ამის გაგონებაზე ლაზარეს სიცილი აუტყდა-რა გაცინებს, ბიჭო. არ მომისმინა-დანანებით თქვა და წამოდგა
-აბა რას ელოდი? ტყუილის გაგება ასეთი ადვილია?
-ხო ვიცი ,მაგრამ.....კარგი არაფერი. რა ხდება?
-მზადებაა ,ძმაო. დღეს დავასრულებთ ყველაფერს და მერე მშვიდად ვიცხოვრებთ, ღმერთმა ქნას.
-ღმერთმა ქნას-უპასუხა ნოემ და თავადაც მათთან წავიდა.
***
-უფროსო, ამაღამ თქვენი იტალიელი პარტნიორები ჩამოდიან და საქონლის ნახვა უნდათ
-რატომ ჩამოდიან? გავუგზავნიდით თავად.
-არა ,ასე გადმოგვცეს ,რომ არავის ენდობიან და ყველაფერს თავად შეამოწმებენ , საქონელსაც თავად წაიღებენ. უბრალოდ ჩვენგან მისამართს ითხოვენ და უნდათ თქვენც იქ მიხვიდეთ.
-კარგი, რადგან ასე უნდათ გავაკეთოთ .კლიენტები არიან ბოლოს და ბოლოს-კმაყოფილმა თქვა და ტელეფონზე შეტყობინება გაგაზავნა.
***
-ლაზარე, იმედია ყველაფერი გამოგვივა-ამოილაპარაკა ნოემ და თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა
-აუცილებლად, სხვაგვარად არც შეიძლება-მოულოდნელად ტელეფონის ზარის ხმა გაისმა
-გისმენ, ლუკას
-***
-კარგი გასაგებია-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა
-რა მოხდა?
-იცი ,რომ იტალიელი პარტნიორები ჩამოდიან მამაშენთან?
-არა
-ახლა გეცოდინება...-სიცილით უთხრა და გვერდი აუარა
-შენ მაგასთან რა გაკავშირებს?
-ჩემი მეგობარია ის ადამიანი ვინც ჩამოდის და მისი დახმარებით მამაშენი კონტრაბანდის გასაღებისთვის დაისჯება
-ეგ ყველაფერი შენ მოიფიქრე
-დიახაც-ჩაილაპარაკა და ღიმილიანი სახით გახედა
-ყოჩაღ, გაღიარებ. მაგრამ რომ მიხვდეს რამეს? უცნაური არ არის აქ რომ ჩამოდიან?
-მიზეზი მოვიფიქრეთ უკვე და იმედი მაქვს ვერ მიხვდება ვერაფერს.
-იმედია
***
კარზე ზარის ხმა გაისმა
-ახლა ისევ თუ ნოეა...-კარი გაბრაზებულმა გამოაღო-ბაჩო შენ ხარ? აქ რას აკეთებ?
-შემომიშვებ?
-მოდი, მოხდა რამე?
-მოსასამძიმრებლად მოვედი. აქამდე ვერ მოვახერხე და არც მინდოდა შენი ისეთ მდგომარეობაში დანახვა. მაპატიე, ,მართლა ვერ გავუძლებდი მაშინ შენს ნახვას და გადავწყვიტე ახლა მოვსულიყავი
-გასაგებია, სხვას არც ველოდი-ჩაილაპარაკა და გვერდით მოუჯდა
-ლილიანა, სიგიჟეში არ ჩამითვალო ,მაგრამ აქ რომ მოვდიოდი ვიღაც გავიდა სადარბაზოდან და ნოეს ძალიან ჰგავდა...
-კი არ ჰგავდა ნოე იყო
-რაა? ეგ როგორ?
-ცოცხალია. გაითამაშა სიკვდილი-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და წყლით სავსე ჭიქას დასწვდა
-როგორ მოხდა, რომ ყველა გააბრიყვა?
-არ ვიცი და არც მაინტერესებს.
-კარგი მაგას მე გავარკვევ-ეჭვშეპარულად ჩაილაპარაკა და ლილიანას მიუბრუნდა- შენ როგორ ხარ?
-ვცდილობ კარგად ვიყო.
-მიდიოდი სადმე?-გამზადებულ ჩანთას დახედა
-ექიმთან
-რატომ?
-ორსულად ვარ და გამოკვლევა უნდა ჩავიტარო
-ორსულად? -გულის წყვეტა იგრძნო -გილოცავ
-მადლობა-ცივად უთხრა და წამოდგა.
-წაგიყვან თუ გინდა.
-არა, არ შეწუხდე
-არ ვწუხდები. აიღე რაც გჭირდება და გაგიყვან
-კარგი ,მაშინ-ჩაილაპარაკა და ჩანთას დასწვდა
მალევე მივიდნენ. ლილიანა პალატაში შეიყვანეს ბაჩო კი კარებში იდგა და ხელებგადაჯვარედინებული უყურებდა მომღიმარ ლილიანას, რომელსაც შვილის გულისცემის გაგებისას უდიდესი სითბო ეღვრებოდა გულში.
-ნეტავ ჩემგან იყო ორსულად-სინანულით ჩაილაპარაკა და პატარა სიცოცხლეს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.
ლილიანა პალატიდან გამოვიდა და დანაღვლიანებული დაუყვა დერეფანს
-რა მოხდა?
-ბედის ირონიაა ,რომ მისი პირველი გულისცემა ნოეს ნაცვლად შენ მოისმინე
-იქნებ არცაა ბედის ირონია-ჩუმად ჩაილაპარაკა
-სახლში მიმიყვან?
-რა თქმა უნდა.
მთელი გზა ლილიანა მომხდარზე ფიქრობდა. შეძლებდა ნოესთვის ეპატიებინა? რა თქმა უნდა შეძლებს ,მას ხომ უყვარს ის.
-მადლობა ,ბაჩო-მანქანის კარი მიხურა და კიბეებს აუყვა.
***

საღამოს

-უკვე ჩამოვიდნენ და გველოდებიან
-ძალიან კარგი, ყველაფერი მზად არის?
-კი ,უფროსო და მგონი ყველაფერი ისე ხდება როგორც ფიქრობდით
-ანუ ჩემი ვარაუდი გამართლდა?
-ასე ვფიქრობ. წასვლამდე ყველაფერს გავარკვევ-უთხრა და მისი კაბინეტი დატოვა.

რამდენიმე საათში შეხვედრის ადგილიც გაიგეს და თავისი დაცვიანად გაემართა. სახეზე კმაყოფილი ღიმილი ჰქონდა აკრული და რაღაც კარგის მოლოდინში ბავშვივით ცქმუტავდა. მაგრამ ეს კარგი რაღაც მხოლოდ მისთვის იყო სიკეთის მომტანი.
-მოხვედით?-მიეგება შესასვლელში იტალიელების დატოვებული კაცი
-სად არიან?
-ოთხაში-მარჯვენა მხარეს მიუთითა
ისინიც შეუჩერებლად გაემართნენ და თან ნარკოტიკების დიდი შეკვრაც წაიღეს.
-მოგესალმებით ჩვენს ქვეყანაში-ხელი თავაზიანად ჩამოართვა
-იმედია ეს შეხვედრა ასეთივე სასიამოვნოდ დამთავრდება-ხელი გაუწოდა ლუკასმა
-იმედია-ჩაილაპარაკა და თავის მხლებელს თვალით რაღაც ანიშნა
***
ლილიანა დივანზე წამოწოლილყო და ფიქრების ღრმა ზღვაში ცურავდა ,როდესაც ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა.
-„ქალბატონო, ლილიანა ადამიანი,რომელიც ამ წამს სიკვდილს ებრძვის გვგონია ,რომ თქვენთვის ძალიან ძვირფასია და თუ მითითებულ მისამართზე არ მობრძანდებით მასთან დამშვიდობება მოგიწევთ“ ნერვიულად ჩაიკითხა, თვალწინ ნოე წარმოუდგა ,მისი დაკარგვის შიშმა კიდევ ერთხელ შეიპყრო და როდესაც გაანალიზა ყველაფერი ლაზარეს ოთახში შევარდა. უჯრა გამოაღო და ფისტოლეტს გიჟივით დაავლო ხელი -მორჩა, საკმარისია. ყელში ამომივიდა მისი თავხედობა ,მოვკლავ და ყველაფერი დასრულდება-ზიზღით ჩაილაპარაკა და სასწრაფოდ დატოვა იქაორობა
***
-საქონელი აქაა?
-დიახ, გადასახადზე არ გვისაუბრია ჯერ.
-სამი მილიონი საკმარისი იქნება?
-რა გულუხვი ბრძანდებით ,დიახ საკმარისი იქნება-კმაყოფილმა ამოილაპარაკა და სასურველი ხმის გაგონებას დაელოდა.
-უფროსო ,მოვიდა
-შემოუშვი-ლილიანაც გიჟივით შეიჭრა
-სულ გაგიჟებულხარ თუ ფიქრობ ,რომ ჩემთვის სროლის შემდეგ აქედან ცოცხალს გაგიშვებენ.
-შენ ჩემი საყვარელი ადამიანები დახოცე. როგორ გგონია ჩემს სიცოცხლეზე ვდარდობ?
-შენსაზე არა მაგრამ მუცელში რომ სიცოცხლე გყავს ,დარწმუნებული ვარ ,მაგაზე დარდობ.
-ამის გაგონებაზე ლილიანამ მუცელზე ხელი მოიკიდა და წამით იარაღი დაუშვა ,თუმცა ეს წამი საკმარისი აღმოჩნდა ,რომ მისთვის წაერთმიათ-ხელი გამიშვი-ყვიროდა ბოლო ხმაზე და ეს ხმა გარეთ მყოფმა ნოემ და ლაზარემაც გაიგეს.
-ლილიანა-დაიძახა ნოემ და მისკენ გაიქცა,თუმცა ლაზარემ ხელი სტაცა
-დაიცადე. ამით ყველას სიცოცხლე საფრთხეში ჩავარდება
-ლილიანა ,რაღაც უნდა გკითხო-ღიმილიანი სახით მიუტრიალდა-აქ ვის საშველად მოხვედი?
-თვალების გიჟივით ცეცება დაიწყო ლილიანამ და როდესაც მიხვდა ,რომ ნოე იქ არ იყო ოდნავ დამშვიდდა -ლაზარესი
-დარწმუნებული ხარ? თუ ნოეს ,რომელიც ახლა გარეთ დგას-თქვა თუ არა ეს, ნოე და ლაზარე გაკავებულები შემოიყვანეს შიგნით.
-მოგესალმებით ბიჭებო-ცინიკურად უთხრა და ახლა მათკენ მიტრიალდა-მართლა ფიქრობდით ,რომ ჩემ გაცურებას შეძლებდით?
-მამა, რატომ აკეთებ ამას?
-დაწყნარდი ,შენ საფრთხე არ გემუქრება-უთხრა და ნოეს მიუბრუნდა
-თუ მათ რამეს დაუშავებ მირჩევნია მეც მომკლა-ამაზე მამამისს მხოლოდ ჩაეღიმა.
-მაპატიე ძმაო-ლუკასმა სინანულით სავსე მზერა შეანათა ნოეს ,პასუხად მხოლოდ დუმილი მიიღო.
-ხელი არ დააკარო ლილიანას, თორემ მოგკლავ-ზიზღით ეუბნება ნოე და გაკავებული ფართხალებს
-შენი დაცვა არ მჭირდება
-ახლა მაინც გაჩუმდი-ტუქსავს ნოე-ხომ შეიძლება ცოტახანს გაჩუმდე
-ლილიანამ ხმა ვეღარ ამოიღო და ისღა დარჩენია ბედს შეეგუოს-გადავრჩებით ხომ?-გადაულაპარაკა და თვალები დახარა
-გპირდები-მოსიყვარულე ხმით უთხრა ნოემ და მსიკენ თბილი მზერა გააპარა
-გეყოთ ერთმანეთის სიყვარულით ტკბობა. საქმეზე გადავიდეთ
-ხომ ნამდვილად ღირს საქმეზე გადასვლა-ისმის გასროლის ხმა და ოთახში იმ წუთას ყველაზე საყვარელი სახის დანახვამ ყველა გაამხიარულა
-რა ხდება? შენ ვინ ხარ?-გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა
-შენი აღსასრული-ამბობს და ოთახში უამრავი პოლიციელი შედის. -დაკავებული ხართ ადამიანთა გატაცებისა და მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის. ასევე ადამიანის მოკვლისა და მკვლელობის მცდელობისთვის. თქვენ მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა გამოყენებულ იქნება თქვენსავე წინააღმდეგ-კამყოფილმა უთხრა და ბორკილები დაადო.
-ბაჩო-სიხარულისგან აღმოხდა ლილიანას და ახლახანს გათავისუფლებული მისკენ გაიქცა
-ლილიანა-მისი საქციელით გაკვირვებულმა ხელები წელზე მოჰხვია.
-საკმარისია მადლობების გადახდა-ხელი სტაცა ნოემ და ბაჩოს მოაშორა.-ისე კი მართლა დიდი მადლობა გადაგვარჩინე-ღიმილიანი სახით უთხრა და ლილიანას ხელი ჩაჰკიდა
-ჩემი მოვალეობაა.-ლაზარემ კი ყველა მტკიცებულება, რომელიც სახლში ნახეს მათ გადასცა და დამნაშავე ,როგორც თვითონ იტყოდა ,დასაჯეს.
-ხელი გამიშვი. არ შეგრიგებივარ-ჩაიბურტყუნა ლილიანამ და ბაჩოს მანქანაში ჩაჯდა.
-ლილიანა, გადმოდი ახლავე
-არა.
-გადმოდითქო. ჩემთან ერთად წამოხვალ
-არ გადმოვალ ,ა რ ა-დაუმარცვლა და ხელები გადააჯვარედინა
-ლ ი ლ ი ა ნ ა-ახლა მან დამარცვლა-გადმოდითქო ახლავე. ჩემთან ერთად წამოხვალ.
-არა, ნოე ,არა. შემეშვი
-მაშინ მე გადმოგიყვან -უთხრა და ხელში აიტაცა. მანქანაში ძალით ჩასვა და მალევე ადგილიდან მოწყვიტა.
-სულ გაგიჟდნენ
-ხო-სევდიანად ამოილაპარაკა ბაჩომ და სახეზე ნაძალადევი ღიმილი აიკრო
***
-ნოე, ამას განანებ
-შენ ოღონდ შემირიგდი და ავიტან სასჯელს-ღიმილიანი სახით ეუბნება და მანქანას სახლის წინ აჩერებს
-შემეშვი და აქ აღარ მოხვიდე-მანქანის კარს აღებს ,თუმცა ნოე გადასვლის საშუალებას არ აძლევს
-ძალიან მომენატრე ,ლილიანა ,შენი კოცნა საშინლად მომენატრა-მისკენ იხრება და თვალებს ხუჭავს . ლილიანამ ტუჩები ნაზად გადაატარა მის ბაგეებზე და შემდეგ ყურთან უჩურჩულა-იოცნებე. ჩემს კოცნას ვეღარ ეღირსები .სილა გააწნა, მანაქანის კარი მიიჯახუნა და სიბნელეში გაუჩინარდა
-ოხ, ლილიანა, ჭკუიდან მშლი -ტუჩზე ხელი მოისვა და ვნებამორეულმა ღიმილიანი სახით მზერა გააყოლა.

მოვლენები ამ თავში სწრაფად განვითარდა და იმედი მაქვს ეს თქვენ დაბნეულობას არ გამოიწვევს. იმედია მოგეწონებათ



№1  offline წევრი elene2619

ძალიან მოუთმენლად ველოდები ხოლმე შემდეგ თავს ტრადიციიას არ დავარღვ და ახლაც მოუთმენლად ველი მომდევნო თავს <3 წარმატებები შენ

 


№2  offline წევრი buterfly

elene2619
ძალიან მოუთმენლად ველოდები ხოლმე შემდეგ თავს ტრადიციიას არ დავარღვ და ახლაც მოუთმენლად ველი მომდევნო თავს <3 წარმატებები შენ


მიხარია ძალიან. იმედია შენ მოწონებასაც იმსახურებს. ❤❤

 


№3 სტუმარი ანანო გარსიძე

ძაან მაგარია ????????????????მალე დადებ შემდეგს ?

 


№4  offline წევრი buterfly

ანანო გარსიძე
ძაან მაგარია ????????????????მალე დადებ შემდეგს ?

დავდე უკვე . შეგიძლიაა წაიკითხო❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან საინტერესოა.წუხელის სუყველა წავიკითხე თავს ვერ ვანებებდი☺ახალი თავი როდის დაიდება?

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

ბოლო თავი რომელია?მეთოთხმეტეს თავის შემდეგ დევს კიდევ ?ამით ხომარ დამთავრდა?

 


№7  offline წევრი buterfly

სტუმარი ნანა
ბოლო თავი რომელია?მეთოთხმეტეს თავის შემდეგ დევს კიდევ ?ამით ხომარ დამთავრდა?

მეთხუთმეტე თავით მთავრდება. მიხარია თუ მოგეწონა❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

დევს უკვე მეთხუთმეტე თავი?ძალიან მაინტერესებს დასასრული❤

 


№9  offline წევრი buterfly

სტუმარი ნანა
დევს უკვე მეთხუთმეტე თავი?ძალიან მაინტერესებს დასასრული❤

კი დევს.

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

ვაიმეე ვერ ვნახულობ.როგორ ვნახო?❤❤

 


№11  offline წევრი buterfly

სტუმარი ნანა
ვაიმეე ვერ ვნახულობ.როგორ ვნახო?❤❤

ჩემს პროფილზე გადადით❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent