შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გატაცებული"


12-08-2018, 03:17
ავტორი qetti22
ნანახია 2 501

    ოთახი მაღვიძარის გამაყრუებელმა ხმამ მოიცვა. გოგონამ ზანტად გაახილა თვალები და როდესაც გააცნობიერა, რომ ისევ მის საკუთარ ოთახში იყო, დამშვიდდა. სძულდა ეს დღე, რადგან დღეს 18 წლის ხდებოდა. დღეს გადაწყდებოდა მისი ბედი, თავისუფალი იქნებოდა, თუ სამუდამოდ ვიღაცის ტყვე. ადგა და ნელა შეუდგა მოწესრიგებას. მის ჩემოდანს გახედა და დარწმუნდა, რომ ნამდვილად ჩალაგებული იყო. კიბეებზე დაეშვა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მის ცხოვრებაში ყველაზე საიშნელი დღე იყო, მაინც მხიარულად გრძნობდა თავს. მისაღებ ოთახიდან ჟრიამულის ხმა გამოდიოდა. ამელიას წამით ყველაფერი გადაავიწყდა, როდესაც მთელი მისი ოჯახი დაინახა. გული სითბოთი აევსო. ცრემლები მოადგა, რადგან შეიძლებოდა, ბოლოჯერ ენახა მისი ოჯახი, მაგრამ თავი ხელში აიყვანა, ჯერ კიდევ არ წამოსული ცრემლები მოიწმინდა და რაც შეეძლო, გაღიმებული შევიდა ოთახში. ყველამ მას მიაბყრო მზერა.
  - ამელია, გაიღვიძე საყვარელო? -თბილად ჰკითხა დედამ, რომელიც თავს ძლივს იკავებდა, რომ შვილის წინაშე ეტირა.
- ხო დედა, გადავწყვიტე დღეს ადრე ავმდგარიყავი. საუზმად რა გვაქვს? - მხიარულად უპასუხა, რომ ვერავინ მიმხვდარიყო, როგორ ღლავდა გულის სიღრმეში.
- შენი საყვარელი ბლინები გამოვაცხვე.
- მადლობა. - ოთახს თვალი მოავლო და როდესაც, საყვარელი, პატარა დაიკო ვერსად ნახა, იკითხა - ლიზა სად არის?
- შენი წვეულებისთვის რაღაცეებს ამზადებს, დილას ადრე ადგა და სასწრაფოდ გავარდა, ვაითუ მორთვა არ დაუსრულებიათ - ო. - მამამ აუხსნა და გაიცინა მის გახსენებაზე.
- მაინც ჯიუტობს არა? ხომ ვუთხარი, რომ წვეულება არ მინდოდა? - ამოიოხრა და ისევ ბლინების ჭამა განაგრძო. ლიზა და ამელია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, როგორც გარეგნულად, ისე ხასიათებითაც. ამელია ლამაზი, შავგვრემანი გოგონა იყო, ლამაზი, ყავისფერი თვალებით, ლიზა კი პირიქით - ქერა, ლამაზი ნაკვთებითა და კამკამა, ლურჯი თვალებით. ამელია ყოველთვის წყნარი ბავშვი იყო, დამთმობი და ძალიან კარგი ხასიათების. ლიზა კი, ჯიუტი და ჭირვეული ბავშვი იყო, ასევე მიზანდასახული და ფიცხი, მაგრამ ამელიას ისეთი უყვარდა, როგორიც იყო.
- კარგი რა, დღეს უნდა გაერთო, ბოლოს და ბოლოს, შენი ბოლო დღეა სახლში.- საუბარში, მისი დეიდაშვილი ქეითი ჩაერთო, მიხვდა, რომ ზედმეტები მოუვიდა და სწრაფად გაჩუმდა, მაგრამ უკვე გვიან იყო.
- მართალი ხარ და დღეს აუცილებლად გავერთობით. - სიტუაციის განმუხტვა სცადა ამელიამ და გამოუვიდა კიდეც.
- ახალი ამბავი გაიგეთ? თურმე, კიდევ გაუჩინარებულა ვიღაც გოგო. - ამის გაგონებაზე ამელიას სუნთქვა შეეკრა.
- მე არ გავუჩინარდები! - თავდაჯერებულმა ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა.
    ამელია, თავის ოთახში ავიდა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ყველა საჭირო ნივთი იყო ჩემოდანში, რაც გაქცევისას დასჭირდებოდა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა. თავი სიზმარში ეგონა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი რეალობა იყო. იგი, მართლა აპირებდა გვიან ღამით, მისი წვეულებიდან გაქცევას, რადგან არ უნდოდა, ისიც გაუიჩნარებული გოგოების სიაში მოხვედრილიყო. ეს ყველაფერი, მთელმა ოჯახმა დაგეგმა. ამელია ლონდონში გაემგზავრებოდა და ერთი წლის შემდეგ დაბრუნდებოდა უკან. ეს გეგმა სრულყოფილი იყო. ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, ხოლო, როდესაც სახლში დაბრუნდებოდა, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა. ამელიას, ერთადერთი რაც სურდა იყო, რომ მალე დასრულებულიყო ეს დღე და ქალაქიდან ცოცხალს გაეღწია.
   ყურადღების გადასატანად, მისი დის მიერ, წინასწარ არჩეული კაბა გაამზადა. ძალიან ლამაზი, სადა, გრძელი, ცისფერი კაბა იყო, რომელსაც ბრჭყვიალა თვლები ამშვენებდა. დღემ მალე ჩაიარა. საღამოს წვეულებაზე უამრავი ხალხი იყო. ამელიას ყოველ წუთში ემატებოდა აღელვება. მის გვერით ლილიანი იდგა, მისი სკოლელი და რაღაც სისულელეებს ელაპარაკებოდა, ამელიას კი, საერთოდ არ აინტერესებდა, თუ როგორ შეუჭამა ძაღლმა, წვეულებისთვის ნაყიდი ძვირფასი ფეხსაცმელები. ყოველ წამს საათს ამოწმებდა, რომ დრო არ გაჰპარვოდა, თორემ გეგმა ჩაეშლებოდა. როდესაც საბოლოოდ დადგა ღამის თომეტი საათი, ამელია ყველას ჩუმად დაემშვიდობა. ეს გამომშვიდობება საშინლად სევდიანი იყო. დედამისმა  ვერ მოახერხა ცრემლების შეკავება და საბოლოოდ, მის წინაშე აქვითინდა. ყველაზე ემოციური, ამელიას და ლიზას გამომშვიდობება იყო. საშინლად არ უნდოდა წასვლა და ოჯახის დატოვება, მაგრამ მისი უსაფრთხოებისთვის საჭირო იყო.
   ამელიამ, ბოლოჯერ მოავლო მის ოჯახს თვალი და გზას გაუდგა. გული ცუდს უგრძნობდა, ეგონა, რომ ოჯახს სამუდამოდ შორდებოდა. იქნებ, ასეც იყო? იქნებ, იგი ვეღარასდროს ნახავდა მის დედ-მამას? საყვარელ, პატარა, ჯიუტ დაიკოს? არა, ამელია მაინც თავდაჯერებული მიიწევდა დანიშნულების ადგილისკენ. იგი მარტო მიდიოდა. ყურადღების მიქცევა არ შეიძლებოდა. რამდენიმე კვარტალი ფეხით უნდა გაევლო, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებდა, ტაქსის გაჩერებას და აეროპორტში მისვლას. გული გამალებით უცემდა. ქუჩები ძალიან ჩაბნელებული იყო და მხოლოდ, მისი ფეხის ხმა ისმოდა. ცდილობდა, რაც შეეძლო ჩქარა ევლო, მაგრამ მძიმე ჩანთის გამო, ვერ ახერხებდა.
   წამდაუწუმ უკან იყურებოდა,
ვინმე ხომ არ მომყვებაო და შემდეგ, გზას აგრძელებდა. უეცრად, მის წინ მანქანა გაჩერდა. თითქოს არსაიდან გაჩნდაო. ამელია მიხვდა რაც ხდებოდა, სასწრაფოდ გაუშვა ხელი ჩანთას და უკან გაიქცა, მაგრამ მდევარი უფრო სწრაფი აღმოჩნდა. გოგონა დაიჭირა ხელ-ფეხი გაუკავა და მანქანაში ჩატენა. ამელია ყველაფერს აკეთებდა, რომ თავი დაეღწია, მაგრამ ყველა მისი მცდელობა უშედეგო იყო. მალევე იგრძნო, თავში მწვავე ტკივილი და ყველაფერი გაშავდა...



№1 სტუმარი სტუმარი ანამარია

წარმატებები ველოდები გაგრძელებას მომეწონა ნახევრად მძინავს და ისე ვკითხულობ მარა არაუშავს satisfied satisfied

 


№2  offline წევრი qetti22

სტუმარი ანამარია
წარმატებები ველოდები გაგრძელებას მომეწონა ნახევრად მძინავს და ისე ვკითხულობ მარა არაუშავს satisfied satisfied

????მიხარია რომ მოგეწონა ????ვეცდები მალე ავტვირთო. ❤️

 


№3  offline წევრი keti27

ძალიან კარგია <3 მალე დადე შემდეგი თავი <3

 


№4  offline წევრი qetti22

keti27
ძალიან კარგია <3 მალე დადე შემდეგი თავი <3

მადლობა და ვეცდები მალე ავტვირთო ????????❤️

 


№5 სტუმარი sofo

მომწონს აიი
ძალიააან <333333

 


№6  offline წევრი qetti22

sofo
მომწონს აიი
ძალიააან <333333

მიხარიაა ❤️❤️❤️

 


№7  offline წევრი khatia khatia

მალე დადებბბ ახალლ თავს kissing_heart kissing_heart

მალე დადებბბ ახალლ თავს kissing_heart kissing_heart
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№8  offline წევრი keti27

მალე დაგვიდე ახალი თავი heart_eyes heart_eyes

 


№9  offline წევრი qetti22

khatia khatia
მალე დადებბბ ახალლ თავს kissing_heart kissing_heart

მალე დადებბბ ახალლ თავს kissing_heart kissing_heart

ვეცდები მალე დავასრულო და ავტვირთო ❤️❤️

keti27
მალე დაგვიდე ახალი თავი heart_eyes heart_eyes

მალე დავდებ ❤️❤️

 


№10  offline წევრი nato nato

გთხოვ დადო ახალი თავი

 


№11  offline წევრი qetti22

nato nato
გთხოვ დადო ახალი თავი

აუცილებლად დავდებ დღეს საღამოსკენ ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent