შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 20)


12-08-2018, 20:07
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 800

სავარძლიდან წამოდგა,კარი გააღო თუარა წინ მაქსიმე აესვეტა,რომელიც სადაცაა უნდა შესულიყო,ფაილებით ხელში გატენილი იდგა და იდიოტივით იღიმოდა.
- ოხ.. ტასო? როგორ ხარ?
- გილოცავ,მაქსიმე.. ბიჭი შეგეძინა.
მაქსიმეს წამიერად ფაილები ხელიდან გაუსხლტა და ანასტასიას ცივ თვალებს გაუსწორა მზერა,ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ფაილები ისევ აიღო.
- შენ რა შვილი გყავს ბიჭო? უცებ დათა წამოიჭრა და მაქსიმეს წინ დაუდგა.
- უი,არ აქვს მოყოლილი შენს ძმადნაფიცს? რა იყო მაქსიმე,ჩემზე კარგად იჭორავე და შენს პირადს დახურულს ტოვებ?
- ანასტასია! დაიღრინა დათამ და ყბები დაჭიმა.
- მაქსიმემ,ჩემი დაქალი დააორსულა,მერე მიაგდო..ბავშვს არ აღიარებს.
დღეს მართამ იმშობიარა.. ახლა კი სიკვდილს ებრძვის,რთულად გადაიტანა მისმა ორგანიზმმა..
- მართა?მეგონა ის სანდროსგან იყო ფეხმძიმედ.
- ჰო დათა,მართა.. თვალებზე ცრემლი მოადგა და კედელს მიეყუდა.
- ტასო,ცუდად ხარ?! გინდა წაგიყვან?
- არ მჭირდება! ხელი გასწია ქალმა ცივად,ღია კარში გავიდა და იქაურობას მოშორდა.
- ორსული მართლა მიატოვე,ტო?!
- ასე თვითონ გადაწყვიტა,მე ფული მივეცი აბორტისთვის,ხო რა,რას მიყურებ? ხელები გაშალა და წარბები აზიდა,ისე თითქოს არანაირი დანაშაულის გრძნობაც კი არ დარჩენოდა გულში.
- შ*გ ხო არ გაქვს?!
- უეჭველი იმიტომ მითხრა ანასტასიამ ცუდად არისო,რომ მივიდე და ვნახო!
- ადექი დროზე და წადი შენი შვილი ნახე,შენ ხოარ უბერავ?
- არ ვიცი,ნუ ჰო რავი
- რა არ იცი?! ნეტა მე მყავდეს შვილი ტო.. ვერ ვიჯერებ,მაინც ვერ ვიჯერებ,სი*ულად მოიქეცი შენს ძმობას ვფიცავარ
- აუ შემეშვი რაა
- ადექი ბიჭო,ადექი მეც უნდა წამოვიდე,ბიჭი გეყოლა შე*ემისა,ადექი.
მხარზე ხელი მოკიდა და სკამიდან აათრია,ლამის წიხლის კვრით გააგდო კაბინეტიდან მეგობარი და ისე მიყავდა საავადმყოფომდეც.
ფოიეში ანასტასია და ლილე ისხდნენ,ტასოს ლილეს მხარზე ედო თავი და ორივეს ცრემლები სდიოდა,ტელეფონში მართასთან ერთად გადაღებულ ვიდეოებს და სურათებს ათვალიერებდნენ,რაზეც უფრო მეტად ეტირობოდათ.
შესასვლელთან ხმაური მოესმათ,გაიხედეს თუ არა მართას მშობლები დაინახეს და მაშინვე ფეხზე წამოხტნენ.
- ექიმი სად არის.. ექიმის სად არის.. ბოლო ხმაზე გაკიოდა მართას დედა,ქმარი კი ხელს სჭიდებდა,არ წაქცეულიყო..
- ნანა დეიდა,დამშვიდდით.. ტასო და ლილე ამშვიდებდნენ და უფრო მეტად უჭირდათ ემოციები შეეკავებინათ,ავთო კიბეზე ჩამოჯდა და თვალებზე ხელებს იფარებდა,ჩუმად გოდებდა და მოთქვამდა.
- გთხოვთ ნუ ნერვიულობთ,ის ხომ ჯერ ცოცხალია...
- ტასო.. ჩემო ანგელოზო,მადლობა რომ ჩემს შვილს გვერდიდან არ მოშორებიხარ,ჩემგან განსხვავებით.. როგორ უარვყავი..როგორ დავტოვე მარტო,ჩემი სიფრიფანა.. დედას ტკბილი გოგო..
ფოიეს შესასვლელთან მამაკები გამოჩნდნენ,სმოკინგებში გამოწყობილები,თვალთახედვის არეალს მოუახლოვნდნენ თუარა,ყველამ შეამჩნია მაქსიმე და დათა..
ანასტასია წინ წამოიწია და მათ პირისპირ დადგა.
- როგორ გაბედე აქ მოსვლა?
- ტასო,გამატარე.
თქვა მაქსიმემ და ხელი კრა.
- ექიმი სად არის?! ჰკითხა ექთანს რომელიც დაბნეული იყურებოდა.
- ის კაბინეტშია,უკვე ვუთხარით პაციენტის მნახველებს,რომ რამოდენიმე წუთში ჩამოვა ბატონი ალექსანდრე.
- ბატონ ალექსანდრეს გადაეცი,მაქსიმე ავალიანია საავადმყოფოში მოსული თქო,დროზე ჩამოვიდეს,გასაგებია???
რამოდენიმე წამში მთავარმა ექიმმა ჩამოირბინა კიბეები,მაქსიმეს ხელი ჩამოართვა და მაშინვე მასთან ერთად შევიდა საოპერაციოში,სადაც მართა იწვა.
- ექიმი,ექიმი ჩამოვიდა.. ღმერთო ჩემო,ეს სამართალია?! ჩემს შვილთანაც არ მიშვებენ..
- დაწყნარდით ქალბატონო,მალე შეხვალთ თქვენს შვილთან..
თქვა დათამ და ანასტასიას გადახედა,რომელიც ზიზღით სავსე თვალები იყურებოდა და ზურგით შეტრიალდა.
აპარატიდან გამოსულ სუსტ გულისცემას მოეცვა მთელი ოთახი,მაქსიმე სკამზე ჩამოჯდა და მართასკენ მიიწია,რამოდენიმე წამი აკვირდებოდა მის მშვიდ და ბავშვურ სახეს,ხელი მოკიდა მის გაყინულ თითებს,ქალი კი ოდნავ შეცბა და თვალები ნელნელა გაახილა.
- მაქსიმე? ძლივს ამოიჩურჩულა და მამაკაცის ცივ,ცისფერ თვალებს გახედა,რომელიც დაბნეული უყურებდა მას.
- არ ილაპარაკო,არ შეიძლება შენთვის დაღლა.
- რატომ მოხვედი..
- მე... მინდოდა მენახე.. მინდა,რომ ჩვენი შვილი ვნახო..
- წადი..
- არ წავალ..
იცი,გარეთ შენი მშობლებიც გელოდებიან..
- დედა და მამა? თავი ოდნავ წამოსწია და ისევ ბალიშზე მოწყვიტა,სახეზე ღიმილი მოეფინა და ცალი თვალიდან ცრემლი წამოსვლოდა.
- აუ მართა.. მაგარი ცუდად ვარ...ვერც მე ვერ ვხდები რა მჭირს,არ მოკვდე რა
მისი თბილი თითები უფრო მჭიდროდ მოკიდა მის გაყინულ თითებს და ერთმანეთში ახლართა.
- იცი მას რატი დავარქვი.
- ძალიან მომწონს..
- ჰოო?
- კი..
- იცი როგორ გგავს?
- მართლა,ტო?!
- ჰო.. ზუსტად შენნაირია..ჩემი რატი..
- მართა...ძაან *ლეობები გითხარი მაშინ.. რატის ჩემს გვარს მივცემ და აუცილებლად ავღზრდი.
- არ მინდა,მას ჩემები მიხედავენ
- მე მინდა , მე მაქვს ამის უფლება
- შენი ნებაა..
- წავალ,შენებს დავუძახებ.. შენი ნახვა უნდათ და.. დავუძახო?
თანხმობის ნიშნად თავი დააქნია და მამაკაციც სწრაფად ადგა სკამიდან,მაგრამ ექიმის ხელმა შეაჩერა.
- ერთი წუთით.. ექიმმა სათვალე მოირგო და აპარატს დახედა,მართას გულის ცემა ნორმაში ჩამდგარიყო,ექთნებმა სწრაფად გაუზომეს წნევა,რომელიც ასევე ნორმაში ჩასდგომოდა და გაკვირვებული კაცი თვალებგაფართოებული უყურებდა მაქსიმეს.
- რა ხდება?
- მშობიარობის შემდეგ,მისი პულსი სულ უფრო და უფრო ეცემოდა,წნევასთან ერთად.. არ მჯერა რასაც ვუყურებ,მაგრამ მემგონი ყველაფერი რიგზეა..როგორც ჩანს,ქალი სიცოცხლისთვის დაგიბრუნებია..
ექიმმა კიდევ ერთხელ დახედა აპარატს,ფურცელზე კალმით მონიშნა პაციენტის ანკეტა და ნელი ნაბიჯებით დატოვა ოთახი.
მაქსიმე კი მის წინ მწოლიარე მართას უყურებდა,მომენტებში ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა კიდეც.. მის საწოლს მოშორდა და თავზე ხელებშემოწყობილი გამოვიდა გარეთ.
- პაციენტის ახლობლები თქვენ ხართ?
მაქსიმეს წინ მდგომი ექიმი კითხულობს და განადგურებულ სახეებს ეჩეხება,ტირილისგან და ნერვიულობისგან.
- დიახ,რა ხდება??
- მდგომარეობა სტაბილურია,ჯერჯერობით უკეთესობისკენ მივიწევთ ბოლო მონაცემების დაკვირვებით.. გილოცავთ..
- ღმერთო.. მადლობა,მადლობა ჩემი შვილის გადარჩენისთვის...
ნანა მუხლებზე დაეცა და ტირილი აუვარდა,ანასტასია ლილეს მიეკრო და ორივე ერთხმად მოთქვამდა,მაქსიმე კი ექიმს გაყოლოდა,პატარა რატის სანახავად.
*****
- ეს ჩემი შვილია?
- დიახ,თქვენი შვილია.. ოღონდ ძალიან გთხოვთ,დიდხანს ნუ შეყოვნდებით.. თქვა ექთანმა,მიუხედავად იმისა,რომ მამაკაცი მას საერთოდ არ უსმენდა და აღტაცებით აკვირდებოდა თავის შვილს,რომელიც თავის ენაზე ღიღინებდა და თვალდახუჭულს ეღიმებოდა.
მის დანახვაზე,მაქსიმესაც გაეღიმა,მინას თითებით მიეყრდნო და აკვირდებოდა,უფრო მეტად უნდოდა მასთან ახლოს ყოფნა და მისი გულზე მიკრობა.
- ჩემი შვილი ტო... შვილი.. კიდევ გაიმეორა ჩუმად,ხელი წვერზე ჩამოისვა და თვალები მოისრისა ნერვიულად,ბედნიერების ღიმილს ვერ იშორებდა,ცისფერ სფეროებში კი ჭინკები ათამაშდნენ.
*****
- სასწრაფოდ სანდროს უნდა დავურეკოთ..
თქვა ანასტასიამ და ტელეფონი ხელში მოიმარჯვა.
- ტასო,ვურეკავდი.. აზრი არ აქვს,არ იღებს..
- ვნერვიულობ,რა გავაკეთოთ?
თმაში ხელები აიხლართა და გაუჩერებლად სიარულს მოყვა.
- ტასო,დათა მიუახლოვდა ანასტასიას და ხელი შემოხვია.
- რა?
- გაგიყვანთ სახლში,უკვე გვიანია..
- ჩვენით წავალთ დათა.
- არა,წაგიყვანთ.
ლილე,სახლში თუ მიდიხარ მეც მიგაცილებ.
- დღეს ტასოსთან ვრჩები.
- ძალიან კარგი,ორივეს ანასტასიასთან დაგტოვებთ.
- რა გაეწყობა.. თვალები აატრიალა ქალმა,დაქალს ხელი ჩაავლო და ქუსლების კაკუნით გაუდგა გზას გასასვლელისკენ.
- სანდროს არ დაურეკავს?
იკითხა დათამ და მანქანა სახლის ეზოსთან შეუხვია.
- არა.. არ ვიცით სად არის..
- გავარკვიო?
- ოჰ,შეგიძლია?
- ტასო...
- აუ დათ,გთხოვ გაარკვიე რა... ლაპარაკში ლილე ჩაერთო და მუდარით სავსე თვალებით გახედა.
- დღესვე გავარკვევ,სად არის.
- მადლობა,ღამემშვიდობის.
- მოიცადე.. ხელი ჩაავლო ტასოს და ქალმაც მანქანის კარი მოხურა.
- რა ხდება?!
- მე დაგტოვებთ.. ლილე მანქანიდან გადმოვიდა და კიბეებს აუყვა.
- რაღაც მინდა გითხრა..
- გისმენ
- ხშირად,ძალიან უხეშად გექცევი ხოლმე,მაგრამ შენც ხომ იცი ამის მიზეზი და..
- და..?
- ყველაფერს გპატიობ,ტასო..
- ვერ მივხვდი? რას გულისხმობ?
- რას არა,ვის.
სახე აარიდა ქალს,სიგარეტს გაუკიდა და მზერა სხვაგან გადაიტანა,მისი სიჩუმე და სიმშვიდე,ავის მომასწავლებლად საშინელი იყო,რაღაც არ იყო რიგზე და ანატასია ამას ზუსტად ხვდებოდა,გულში თითქოს ისარი გაერჭო,მისმა სიტყვებმა იმდენად იმოქმედა,თითქოს არაფრის მთქმელმა,მაგრამ ამავდროულად დიდი აზრის მქონემ,მაინც და მაინც ეხლა პატიობს ყველაფერს?მის სახეს,მისი სხეულის ენას,ყველაფერს დაჟინებული აკვირდებოდა,თითქოს ცდილობდა მისი მიზნები ამოეკითხა,მისი სურვილები,ჩანაფიქრები,თუმცა ამას ვერ ახერხებდა,ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა,დემეტრესთვის დაერეკა,მისი ხმა გაეგო და დარწმუნებულიყო,რომ კარგადაა.
მანქანიდან სწრაფად გადმოვიდა,სახლში ელვის სისწრაფით ავიდა და იმდენად ჩქარობდა გასაღებს ვერ უსოწრებდა კარებს,ლილე შეშინებული იდგა და სასოწარკვეთილი უყურებდა დაქალს.
- ტასო,რა ხდება?
- ჯერ მეც არ ვიცი. ტელეფონი მომეცი,დემეტრესთან ვრეკავ.
სახლში შევიდნენ,ერთ-ერთი ოთახიდან ხმაური შემოესმათ,ტასო საძინებელს მიუახლოვდა და მარიამი დაინახა,რომელიც ბარგს ალაგებდა.
- რას აკეთებ მარი?
- მივდივარ,დედასთან გადავდივარ.
- არ წახვიდე..დარჩი.
- მაგრამ მე ხომ საშინელი და ვარ? ყველანაირ პრობლემას ხომ მე გიქმნი ბავშვობიდან?
- ის რაც გააკეთე,არ უნდა გაგეკეთებინა.. მაგრამ ძალიან მიყვარხარ და არ შემიძლია შენს გარეშე.. ბარგი დადე უკან გთხოვ..
- მაპატიე ტასო.. ჯერ კიდევ თვალებამღვრეულმა,რომელიც ცდილობდა ცრემლები ყველანაირად შეეკავებინა და ყელზე მომდგარი ბურთი გადაეყლაპა,ემოციებმა უმტყუნა და დას ჩაეხუტა მთელი ძალით.
- მომისმინე.. შენი დახმარება მჭირდება..სად არის ბაიკერების შეჯიბრი,დემეტრე უნდა მოვძებნო.
____
მამაკაცმა ტელეფონის ნომერი აკრიფა და ტუჩების კვნეტით ელოდა პასუხს,მუშტი ძლიერად შეეკრა და თვალები შუშას უგავდა.
- გისმენთ.
ისევ ბოხი ბარიტონი გაისმა მეორე ხაზიდან,ტანში ჟრუანტელმა დაუარა მის გაგონებაზე და ძალა მოეკრიბა,სიტყვები ერთმანეთზე გადაება.
- მამა,რა ქენი? მოკალი ის ნაბი*ვარი?
- კომპანიაში ვარ,ოც წუთში აქ იყავი.
ტელეფონი გათიშა და გაზს მთელი სისწრაფით მიაწვა,კომპანიას მიუახლოვდა და ჩქარი ნაბიჯებით აუყვა მამის კაბინეტისაკენ მიმავალ კიბეებს.
კარი შეაღო და მის წინ მჯომი იასონი დაინახა,სკამი მისკენ ახლოს მისწია და ჩამოჯდა.
- აბა,რა ხდება?
ხელები მაგიდაზე დააწყო და თითები ნერვიულად აათამაშა.
- ცხოვრებაში,რაც კი ცუდი გამიკეთებია,ვიცოდი რომ რაღაცის ფასად დამიჯდებოდა ერთ დროს..
- მამა საქმეზე გადადი,ხო ხედავ ეხლა ცხოვრებისეული სირ*ბების მოსმენის ნერვები რომ არ მაქვს??
- ხო,ვიცი.. ძალიან აფორიაქებული ჩანხარ.. ისევ ის ლაწირაკი დარჩი,მართალი იყო ბიძაშენი,შენ არ ხარ მზად ცხოვრებაში რაიმე რთულს ჩაეჭიდო.
- კაროჩე.. იტყვი თუ არა იმას,რაც მე მაინტერესებს?!
- იცი შენ ვინ არის საერთოდ დემეტრე ტვილდიანი?
- მაგის დედა მო*ტყან!! არა არ ვიცი და *** მკი*ია
- ჰო,არ იცი და ზუსტადაც რომ გკი*ია,იმიტომ მხვევ შარში,მეც და საკუთარ თავსაც.
- რაა?
- შენ მგონი გავიწყდება,რა პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ,დათა.. დემეტრეს მამა,ვახტანგ ტვილდიანი,ნარკობიზნესის მთავარი პირი,რომლისგანაც მე ვყიდულობდი ნარკოტიკებს,მეც მასთან ერთად შემომქონდა და გამქონდა ნარკოტიკები,მისი შვილია დემეტრე... იცოდი??
კაცს მწარედ ჩაეცინა და სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა.
- რა თქვი?!
- გავიმეორო?! იღრიალა კაცმა და მაგიდას მუშტებით დააწვა.
- დედას ***ცი!! ანუ არ მოგიკლავს?!
- ბიჭო!! ის რომ მოვკლა შენ უნდა დაემშვიდობო ყველაფერს,ამას ვერ ხვდები?! თუ შენი ბო*ის გამო მზად ხარ ყველაფერზე უარი თქვა?!!!
- მე ვიცი რასაც ვიზამ!!
- მაგ კარიდან რომ გახვალ და სისულელეს ჩაიდენ,ჩემი ხელით მოგკლავ,თვალს არ დავახამხამებ.
- მასე ქენი.
თავი დაუწნია დათამ იასონს და კარი ხმაურიანად გაიხურა.



№1  offline წევრი teengirllove

აუუ მართლა კარგი თავი იყო,აი ყველა თავს სჯობდა..ძალიან კარგი გოგო ხარ ,მაქსიმე თუ გამოსწორდება გამიხარდება ,რატომღაც მინდა ეგ იყოს მართასთან და არა სანდრო,რავი რატომ :))) მალე დადე შემდეგი რა

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორც ყოველთვის შეუდარებელი თავიიიყო ძალიან ვისიამოვნე მინდა ვითარება გამოსწორდეს ასეთი დაძაბული რომააა და მაინტერესებს რამდენითავია სულ დარჩენილი და როდის დადებ <333333

 


№3  offline წევრი ლილილი

იმედია მაქსიმეს არ აპატიებს და ისევ სულელივით არ მოიქცევა.მე რატომღაც სანდროსთან მინდა რომ დარჩეს :\\\

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

როგორც იქნა თავისუფალი დრო გამოვნახე და ეგრევე წავიკითხეეე ???? არ მინდა სანდროს რამე დაემართოს , მაქსიმეს კი რა გამოასწორებს, კაია რომ დათას მამა დატორმუზდა ახლა დათას ჯერია არაა?? ალბათ წავა ომი. მოკლედ რა გვყავს ტასო არ გააჩაღა ომი ორმა ნარკოდილერებმა????, საინტერესოააა როგორც ყოველთვიის????????????

 


№5  offline მოდერი Queenofmoon

ძალიან დიდი მადლობა ყველას აზრის დაფიქსირებისთვის ! მიყვარხართ მე თქვენ.. heart_eyes kissing_heart
ახალ თავსაც მალე დავდებ,მადლობა კიდევ და კიდევ kissing_heart kissing_heart
ჰო,სანდროს რაც შეეხება,გამოჩნდება,რა თქმა უნდა,უბრალოდ მომაკვდავი მართას თვალებში ჩახედვის ეშინოდა,ვერ გაბედა.. ფსიოლოგიური მომენტია უბრალოდ.
რამდენ ხანში დავასრულებ არც ეგ ვიცი,შეიძება ერთ თავში დავასრულო,შეიძლება სამ თავში,ესე ზეპირად ვერ ვიტყვი სამწუხაროდ:((

 


№6  offline წევრი elene2619

ვიცოდი ვიცოდი რომ ეს ჩვენი დემეტრეც არ იყოჩვეულებრივი "მძარცველი". აუ მაქსიმე როგორც არ უნდა გამოსწორდეს რაღაც ძალიან უზრდელი, თავხედუ და გათამამებული მამიკოს ბიჭია ნერვებს მიშლის არ მემეტება მართასთვის angry აი რაც შეეხება სანდროს იდეალური ვარიანტია მაგრამ ამ სიყვარულს გული რ მართავს რა ვუყოთ satisfied ოქრო გოგო ხარ გამახარე ძალიან ახალი თავით ❤️ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ❤️

 


№7 სტუმარი Mzikomziko22

Au Ra vtqva au dzaan momewona magari iyo maqsime ROM momwons martastvis Ra vqnaaa???????????geli axaali taviiit

 


№8  offline მოდერი Queenofmoon

elene2619
ვიცოდი ვიცოდი რომ ეს ჩვენი დემეტრეც არ იყოჩვეულებრივი "მძარცველი". აუ მაქსიმე როგორც არ უნდა გამოსწორდეს რაღაც ძალიან უზრდელი, თავხედუ და გათამამებული მამიკოს ბიჭია ნერვებს მიშლის არ მემეტება მართასთვის angry აი რაც შეეხება სანდროს იდეალური ვარიანტია მაგრამ ამ სიყვარულს გული რ მართავს რა ვუყოთ satisfied ოქრო გოგო ხარ გამახარე ძალიან ახალი თავით ❤️ველი შემდეგ თავს მოუთმენლად ❤️

დიდი მადლობა ჩემო საყვარელოო <3 ძალიან მიხარია რომ მოგეწონა <3 ახალ თავს ძალიან მალე დავდებ <3
Mzikomziko22
Au Ra vtqva au dzaan momewona magari iyo maqsime ROM momwons martastvis Ra vqnaaa???????????geli axaali taviiit

მადლობა მზიკოოოო მალე დავდებ ახალ თავს :*

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

აუუუ ძაან კარგი იყო. არ მინდა ჯერ დამთავრდეს.... მადლობა რო წერ. ველით შემდეგს......

 


№10  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი მარი
აუუუ ძაან კარგი იყო. არ მინდა ჯერ დამთავრდეს.... მადლობა რო წერ. ველით შემდეგს......

მადლობა პირიქით,რომ კითხულობ. :* :* <3 მალე დავდებ შემდეგს <3

 


№11  offline წევრი თამო1712

არ დადებულა ხო ჯერ?

 


№12  offline მოდერი Queenofmoon

თამო1712
არ დადებულა ხო ჯერ?

დღეს დაიდება აუცილებლად. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent