შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურეთი XII


12-08-2018, 21:57
ავტორი Californian
ნანახია 1 570

სხვა რა გზა ჰქონდა.დაწვა და მხოლოდ იმას ნატრობდა,რომ მალე დასძინებოდა,მაგრამ ეს ძილიც მაინც და მაინც ახლა არ მოდიოდა მასთან,როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.მთელი სხეული სტკიოდა ნიკოს მონატრებისგან.უნდოდა ხორცები დაეგლიჯა,მაგრამ ესეც შეუძლებელი იყო.რაც არ მისცემდა ახლა მის გვერდით,საწოლში რომ გაჩენილიყო და მოჰფერებოდა.მიუხედავად იმისა,რომ ათეისტი იყო,იმ ღამეს ღმერთს მაინც ჰკითხა თუ რით დაიმსხურა ასეთი ცხოვრება.ერთი შეხედვით მას ცხოვვრებაში ყველაფერი ჰქონდა,გარდა ოჯახისა,ხოლო,როცა ოჯახი ყავდა,მაშინაც უბედური იყო.თინეიჯერობის წლებში მასზე ძალადობდა მამამისის ძმაკაცი,ამას უკვალოდ არ ჩაუვლია.ამ ამბავმა ყველაფერს დაღი დაასვლა,გარდაეცვალა ყველაზე ძვირფასი ადამიანები,საკუთარი მშობლები,დარჩა მხოლოდ ურცორი ძმა,რომელსაც მთელი ოჯახი,როგორც გარდაცვლილი დედ-მამა,ისე ელენეც ფეხებზე ეკიდა,ამას ემატებოდა ისიც,რომ ელენეს ახლო მეგობარიც კი არ ჰყავდა,ვისაც ამ ყველაფერეს მოუყვებოდა,ვისთანაც ამ ყველაფერზე იტირებდა,მასთან ხომ ყველა პირფერობდა.ჰყავდა მხოლოდ ნიკო,რომელიც მეგობარიც იყო მისთვის,შეყვარებულიც,ქმარიცა და საყვარელიც,ადამიანი,რომლის გამოც 26 წელი იცხოვრა,რომ შემდეგ მას შეხვედროდა,ადამიანი,რომლის გამოჩენის შემდეგაც გაქრა წარსული და დარჩა მხოლოდ მომავალი.რით დაიმსახურა უიმისობა?ნეტავ სიყვარულის სიტყვებით აღწერა თუ არის შესაზლებელიო,გაიფიქრა,მაგრამ,რომ შეიძლებოდეს,ხომ ავღწერდიო.გვერდით გადაბრუნდა,თუმცა ასეც ნიკო ედგა თვალწინ,თავისი ტრაგიკული,იდუმალი ცხოვრებით.თუ არ გძინავს და ახლა გახსოვარ,იცოდე,რომ ძალიან მიყვარხარ და მენატრებიო,გაიფიქრა გულში,თითქოს ტელეპატიური ნიჭით ეს სიტყვები ნიკოსთან გადაფრინდებოდა და ელენეს ფიქრებს შეიტყობდა.გრძნობდა,რომ ჭკუიდან იშლებოდა,ჰაერი აღარ ყოფნიდა,ვეღარ სუნთქვდა,უცებ ლოგინიდან წამოხტა,ფანჯარასთან მივარდა,გამოაღო და გარეთ გადაიხედა.ცივი ჰაერი ესიამოვდა.ჩურჩულით წარმოსთქვა ნიკოს სახელი,აღარ შემიძლია ასეო.მალე ლოგინში დაბრუნდა და დაეძინა კიდეც.დიილით დაღლილ-დაქანცულმა გაიღვიძა.სამსახურში უკვე დააგვიანა.ლოგინიდან წამოხტა და და სახლიდან გავარდა.2 საათიანი დაგვიანების შემდეგ თითქმის სირბილით შევიდა რედაქციაში.უცებ სახეზე სიმძიმე იგრძნო,რაღაცას შეასკდა.რაღაცას არა,ვიღაცას.მაღალი ადამიანი იყო.ზემოთ აიხედა და ნაცნობი სახე დაინახა.ნაცნობი და საზიზღარი.ის იყო.ის მოძალადე,თან ღიმილით უყურებდა.
-როგორ ხარ? - უთხრა თბილად
ელენე დაიბნა,ხმა ვერ ამოიღო და შიგნით შევარდა.კაცმა ღიმილით გააყოლა თვალი.როცა კაცმა შენობა დატოვა,ელენე თანამშრომელთან მივიდა.
-ამ კაცს აქ რა უნდოდა?
-ვის?
-აი,წეღან რომ გავიდა კარიდან,ბიზნესმენი რომაა
-აა,ბინძური ჭორები მოუგონიათ ჟურნალისტებს,ჩვენგან გავრცელდა,ჰოდა სასაყვედუროდ მოვიდა.ჩვენც გამოსწორებას დავპირდით.ისე,ისეთი შეძლებულია - გაიღიმა ქალმა - და რატომ მკითხე,იცნობ?
-არც ისე კარგად.მამაჩემის მეგობარი იყო
ელენე თავის მაგიდასთან მივიდა,სიგარეტი აიღო და გარეთ გავიდა.ცივი ჰაერი ესიამოვნა.იგრძნო,რომ აივანზე მასთან ერთად კიდევ ვიღაც გავიდა,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია.
-როგორ ხარ? - გაისმა ნაცნობი ხმა.თორნიკე იყო
ელენემ არც ამჯერად არ მიაქცია ყურადღება.
-არ მელაპარაკები?
-კარგად ვარ - ცივად უპასუხა
-ბოლო დროს ძალიან შეიცვალე.არ მინდა ამის მიზეზი მე ვიყო
-შენ ამდენად არც ღირხარ - დამცინავად უპასუხა და შენობაში დაბრუნდა.
საღამომდე იმუშავა და სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად რესტორანში წავიდა.ხალისი სულაც არ ჰქონდა,მაგრამ სახლში ჯდომაც მობეზრდა.ტერასაზე დასხდნენ,შედარებით სიმშვიდე იყო.შემდეგ,როგორც იქნა თავისი დარდი დაივიწყა.ელენეს ტელეფონის ხმა გაისმა.ნომერს დახედა.მაია იყო,რომელმაც გიდობა გაუწია ხევსურეთში.ნომერი როგორ არ წავშალეო,გაიფიქრა,მაგრამ რა დროს ესააო.რამე ცუდი ხომ არ მოხდაო,იფიქრა.ტელეფონი აიღო და შედარებით წყნარ ადგილას დადგა.
-გისმენ მაია
-გამარჯობა
-გამარჯობა.მოხდა რამე?
-არა,არაფერი.რაღაცის თქმა მინდოდა,თუ ეს შენს საქმეში ჩარევად არ ჩამეთვლება
-მითხარი,გისმენ
-იცი,ხვალ ნიკოს დაბადების დღეა და დარწმუნებული ვარ,გაუხარდება რომ მოხვიდე
-რა?არ ვიცოდი.მადლობა,რომ მითხარი
-რისი მადლობა.სულ მარტოა,სახლშია
-კარგი.შენ არაფერი უთხრა იმაზე,რომ მოვალ
-არა,არაფერს ვეტყვი
-კარგი,დიდი მადლობა.ნახვამდის
-ნახვამდის
ახლა ცამდე ბედნიერი იყო.როგორც იქნა ნიკოს ნახავდა.რამდნეიმე დღით უფროსს გაეთავისუფლებოდა და ხევსურეთში წავიდოდა.მაგიდასთან გახრებული დაბრუნდა.



№1  offline წევრი elene2619

რა მოითმენს შემდეგ თავამდე :( არვიცი აქვს რაღაც ისეთი ამ ისტორიას რომ მოუთმენლად ველი ხოლმე heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

rodis dadeb axal tavs.
ver vitmen.cota romantizmi gaurie .❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent