შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე არ დამისრულებია...(XVIII თავი)


15-08-2018, 01:44
ავტორი nina.d.
ნანახია 2 925

დილით მუცელზე სველი ხელების შეხებამ გამომაღვიძა.
-გაბრიელ გცეემ._ამოვიდუდღუნე და ისევ ბალიშში ჩავრგე თავი.
რამდენიმე წამში მუცელზე ამჯერად, სველი თმის შეხება ვიგრძენი. თვალები გავახილე და გაბრიელს მოვკარი თვალი, რომელსაც სველი თავი ჩემს მუცელზე ედო. გვერდით გამოვცურდი და თავი საწოლზე ჩამოუვარდა. ფეხები უკვე იატაკზე მქონდა, ასადგომად ვემზადებოდი, მაგრამ უცებ მუცელზე ვაჟბატონის ხელი შემომეხვია და საწოლზე დამაბრუნა. ზემოდან მომექცა, ხელები გამიკავა და ტუჩებზე დამაცხრა. ვნება მორეულმა, მისი ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე. ამოიოხრა, ხელები გამიშვა და მაისურის ქვეშ შემიცურა. ერთი ხელი წელზე მომხვია, მეორეთი კი მკერდზე ნაზად შემეხო. სასიამოვნო ჟრუანტელმა ერთიანად დამიარა ტანში. ტუჩებიდან კოცნით ყელზე გადაინაცვლა და მხარზე მიკბინა. შორტს მხდიდა კარზე ზარმა, რომ დარეკა. თავიდან არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ ზარის რეკვა, რომ არ შეჩერდა გაბრაზებულმა წამოყო თავი.
-ახლა ამის დრო იყო, ამის დედაც ......._გემრიელად შეიგინა და დაბღვერილი წამოდგა საწოლიდან. მის სახეზე მეცინებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი შეგვაწყვეტინა ვიღაცამ.
-ნუ იცინი, თორემ გიკბენ._მითხრა ვითომ გაბრაზებულმა და ჩემთან ახლოს მოვიდა. მკერდზე მომეფერა და ჩემს ბაგეებთან ამოიჩურჩულა:
-ვგიჟდები შენს მკერდზე._მოწყვეტით მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ლიფი და მაისური ჩავიცვი, თავი მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი.
"ფუ ამის"_ გავიფიქრე და მისაღებში მდგომ დიზაინერს შევხედე, რომელიც გაცოფებული სიფათით მიყურებდა.
-ეს აქ რას აკეთებს?_თქვა გაღიზიანებულმა და გაბრიელს მხარზე მოუთათუნა ხელი.
"ეჰ, რა სიამოვნებით დაგიფუშავდი მაგ დაბერილ ტუჩებსა და მკერდს"_გავიფიქრე გაბრაზებულმა და ძლივს შეკავებული ემოციებით მივედი დივნამდე.
-ბატონო გაბრიელ, თქვენი პერანგი და პიჯაკი მზადაა._ვუთხარი სერიოზული სახით.
-სამსახურში ასეთი ფორმით დადიხარ?_"მაგ თავს გაგიხეთქავ საზამთროსავით ახლა".
-და შენ ვინ გკითხავს? ნა*უი ეხლა აქედან და მეორედ მოსული აღარ დაგინახო! არ გაა*რაკა საქმე?!_ხმამაღლა უთხრა გაბრიელმა და კარისკენ წაიყვანა.
-ამას განანებ._დაიყვირა დიზაინერმა, რამდენიმე წამში კი კარის მიჯახუნების ხმა გავიგე და მოულოდნელობისგან შევხტი.
ღრმად ამოვისუნთქე და დივანზე ჩამოვჯექი. გაბრიელი გვერდით მომიჯდა და ხელი მხარზე მომხვია.
-კარგად ხარ?
-კი._ჩურჩულით ვთქვი და გაბრიელს ტუჩებში ვაკოცე. ხელი წელზე მომხვია და კალთაში ჩამისვა.
-ხომ არ გავაგრძელოთ დაწყებული?
-სამსახურში დაგვაგვიანდება._ვთქვი ენის ბორძიკით.
-უფროსი მე ვარ, ამიტომ დაიკიდე._მითხრა ეშმაკური ღიმილით და დივანზე გადამაწვინა.
-მერე მატიასი?
-მატიასის კარგიც არ მო***ან?!
-ეს სხვა დროისთვის, რომ გადავდოთ არ შეიძლება?_ვუთხარი ფრთხილი ტონით.
-ისე ხო, პირველისთვის ძაან პირდაპირი მომენტია._მითხრა ღიმილით და ცხვირზე მიკბინა.
-დამპალო._წამოვიყვირე და მხარზე მუშტი მივარტი.
-კარგი ხო, წავალ გამოვიცვლი.
უცებ წამოხტა და კიბეები აირბინა. რამდენიმე წუთში უკვე გამზადებული დაბრუნდა, თავისი სასიამოვნო სურნელითურთ. ჩემ წინ გაიჯგიმა, ხელები გაშალა და მიმანიშნა "ნახე რა ზეგზუალური ვარო". თან ისეთი თავდაჯერებული სახე ჰქონდა, სიცილი ამიტყდა.
-აბა დატრიალდი, ოღონდ ნელა.
ნელა დაიწყო ტრიალი, სანამ ჩემსკენ მობრუნდებოდა ჩუმად მივეპარე და საჯდომზე წამოვარტყი ხელი. მოულოდნელობისგან შეხტა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-გარყვნილო, რას კადრულობთ ახალგაზრდა?!_მკითხა მხიარულად.
-რა ვქნა, ძალიან მიმზიდველი საჯდომი გაქვთ და თავი ვერ შევიკავე._ვთქვი ფხუკუნით და ისევ წამოვარტყი ხელი საჯდომზე.
-ქალბატონო.
-მითხარი, რომ არ მოგწონს და გავჩერდები._ვუთხარი ვნებიანი ხმით.
-ჯანდაბა, გამტყიპე ახლავე._მითხრა სიცილით.
-სხვა დროისთვის გადავდოთ და მერე მათრახსაც დავითრევ._მეც სიცილით ვუთხარი, ხელები კისერზე მოვხვიე და ზედ ჩამოვეკიდე. წელზე შემომხვია მისი მკლავები და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. თავი მის კისერში ჩავრგე და მისი სასიამოვნო სურნელი ხარბად შევისუნთქე. გაბრიელი ჩემთვის ჰაერივითაა, ის მჭირდება, რომ თავისუფლად ვისუნთქო. მისი ყოველი გაღიმება გულს მიხარებს და მაბედნიერებს.
-ჩემო ლამაზო, წავიდეთ?_შუბლზე მაკოცა და ზემოდან დამაცქერდა.
-კი, წავიდეთ._კისერში ვაკოცე და წელში გავიმართე.
სამსახურში საკუთარი მანქანებით წავედით, იქ მისულებს ლექსო და მატიასი დაგვხვდნენ.
-წავიდეთ ვისაუზმოთ რა._თქვა ლექსომ და ორივეს გადმოგვხედა.
-კარგი წავიდეთ._თქვა გაბრიელმა ღიმილით და მე გადმომხედა. მეც გავუღიმე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
კაფეში შევედით და მსუბუქი საკვები შევუკვეთეთ, მე ყავაც დავამატე, რა თქმა უნდა. ლექსომ და გაბრიელმა მატიასი ჩემთან ახლოს არ მოუშვეს. ერთ მხარეს გაბრიელი იჯდა, მეორე მხარეს ლექსო. ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს და მე შემომხედეს. მეც გავუღიმე მოწონების ნიშნად და საუზმის მირთმევა დავიწყე.
საუზმეს, რომ მოვრჩით სამსახურში წავედით. გაბრიელმა და მატიასმა საბუთებს ხელი მოაწერეს და ერთ წლიანი მოლაპარაკება დაასრულეს. მატიასს ვაცილებდი, რომ მომიბრუნდა და ღიმილით მითხრა:
-არ გინდა დღეს საღამოს ბარში წავიდეთ?
-არა მგონია, კარგი აზრი იყოს.
-გთხოვ რა, ხვალ მივდივარ.
-ხო, კარგი.
-სამსახურს, რომ მორჩები დამირეკე და გამოგივლი.
-კარგი, დროებით.
-დროებით._გამიღიმა და ლიფტში შევიდა.
უკან დაბრუნებულს, გაბრიელი სერიოზული სახით დამხვდა ჩემს ოთახთან. თავით მიმანიშნა "ოთახში შედიო". მეც დავემორჩილე და სავარძელში ჩავჯექი.
-ამდენ ხანს რას აკეთებდით? _მკითხა დაბღვერილი სახით და გაბრაზებული ხმით. ფეხზე წამოვდექი, მასთან მივედი, ხელი კისერზე მოვხვიე და კალთაში ჩავუჯექი. ოდნავ გაეღიმა, მაგრამ არ შეიმჩნია, მეც ვითომ ვერ შევამჩნიე.
-ვლაპარაკიბდით იმაზე, თუ როგორ გამომივლიდა საღამოს და წავიდოდით სავახშმოდ._ვუთხარი ღიმილით.
-არ წახვალ._სერიოზული ხმით მითხრა.
-წავალ.
-ვერ წახვალ.
-ვინ დამიშლის, რომ? ქმარი ან შეყვარებული მე არ მყავს და.
-ანუ შეყვარებული არ გყავს?!_აქ უკვე მთელი სხეული სიმივით დაეჭიმა და თეძოზე მოხვეული ხელით ვგრძნობდი მის დაძაბულობას.
-არა არ მყავს._ვუთხარი ნერვების მოსაშორებლად და საძილე არტერიაზე ვაკოცე. ცოტახანს ჩუმად იყო და ჩემი კოცნებით ტკბებოდა. შემდეგ მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და ხელი მომხვია, რომ არ წავქცეულიყავი. სახეზე ხელები მომადო და მთელი ძალით მაკოცა ტუჩებზე, აი ისე, რომ ტუჩები მეტკინა. შემდეგ მომშორდა, შუბლი შუბლზე მომადო და მითხრა:
-ის ნაბი*ვარი ოდნავადაც, რომ მოგიახლოვდეს ცხვირ-პირს გავუერთიანებ._გამაფრთხილებლად გამომიცხადა და ისევ მაკოცა.
-ეჭვიანი შეყვარებულივით რატომ იქცევი?_ვკითხე ეშმაკური ღიმილით და ხელები კისერზე მოვხვიე. მასაც გაეღიმა, ისევ სავარძელში ჩაჯდა და კალთაში ჩამისვა.
-მართლა?_გაკვირვებული სახით მკითხა.
-დიახ ბატონო.
-არა, უბრალოდ გათხოვილი ხარ და შენი ქმარი, რომ გაიგებს არ შემოაკვდეს._განმიმარტა უცოდველი კრავის სახით და ყელში მაკოცა.
-ოჰ, ჩემს მეუღლეზე როდიდან დარდობ? ხო, სხვათაშორის შენს კალთაზე ვზივარ და ამას, რომ გაიგებს, მერე?
-მე მაპატიებს, პირიქით, გაუხარდება კიდეც._ღიმილით მითხრა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში. მეც გატრუნული ვიყავი მის მკლავებში და სიჩუმით ვტკბებოდი, მხოლოდ გაბრიელის გულის სიმღერა მესმოდა.
როგორ ვერ ვიტან, აი ასეთ მომენტში, რომ გვაწუხებენ რა. ამჯერად მობილურის ზარი გაისმა კაბინეტში, მისი გულიდან თავი წამოვწიე და გაბუტული სახით შევხედე. დაღონებულმა აიჩეჩა მხრები და მობილურს დასწვდა. მე ხელი მომხვია და ისევ გულზე მიმიხუტა. მის ყოველ წარმოთქმულ ბგერას ვუსმენდი და გული სიხარულისგან ხტუნავდა. მგონი შემიყვარდა ეს იდიოტი_გავიფიქრე დაბნეულმა და მის კალთაში მჯდომმა, მის გულზე თავდადებულმა გავაცნობიერე, რომ მე, ქეთა ბიბილურს გაბრიელ დანელია შემიყვარდა. ჯანდაბა ქეთა, შარში გაყავი თავი_შემომძახა მეორე მემ. დენდარტყმულივით წამოვხტი გაბრიელის კალთიდან და უხერხულად დავიწყე თვალების ცეცება. გაკვირვებულმა შემომხედა და ყურმილი დაკიდა. ფეხზე წამოდგა, ჩემთან მოვიდა, ლოყებზე ხელები ნაზად ჩამომისვა და თვალებში ჩამაშტერდა.
-კარგად ხარ?_მკითხა შეწუხებული სახით და შუბლზე მაკოცა.
-კ..იი._ვთქვი გაჭირვებით და თავი დავხარე.
-ქეთუსი, რა გჭირს მითხარი. ცუდად ხარ?
-არა, ყველაფერი კარგადაა._ჩემს ლოყაზე მოდებულ მის ხელს შევეხე და ხელისგულზე ვაკოცე. შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
***
გაბრიელი რას გრძნობდა ამ დროს? სიტყვებით ვერ აღწერდა თავის გრძნობებს, ამაში დარწმუნებული იყო. უნდოდა ეს სიფრიფანა გოგო, მთელი ძალით ჩაეკრა გულში ისე, რომ არ გაეჭყლიტა. ნეტავ იცოდეთ, როგორ შეუყვარდა გაბრიელს ქეთევანი. აქამდე ვერც კი წარმოიდგენდა თუ სიყვარული შეეძლო, მაგრამ შეძლებია. ყველაზე დიდი ადგილი გაბრიელის გულში ქეთას ეკავა. მთელი ძალით მოეხვია საყვარელ ქალს და ყურთან რამდენჯერმე აკოცა. უნდოდა ეყვირა, რათა მთელ სამყაროს გაეგო თუ როგორი ბედნიერი იყო ახლა. უნდოდა ქეთასთვის ეთქვა, რომ სიგიჟემდე შეუყვარდა, მაგრამ ვინ გაცდის. კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და ამ ვიღაცას ამ მომენტის გაფუჭებისთვის რაღაცას დამართებდა ქეთას კოცნა, რომ არა.

***
კარზე დაკაკუნების შემდეგ, გაბრიელის მკერდიდან თავი წამოვწიე და ყელზე ვაკოცე. გაბრაზებული სახე ღიმილმა ჩაანაცვლა, ტუჩებზე მაკოცა და სავარძელში ჩაჯდა. თვალი ჩავუკარი და კარისკენ წავედი.
ჩემს ოთახში შევედი, სავარძელში ჩავჯექი და გაბრიელს დავუწყე ყურება, რომელიც თანამშრომელს ესაუბრებოდა. ახლა მართლა შეყვარებული გოგოსავით ვიქცევი _გავიფიქრე ღიმილით და ძლივს მოვწყვიტე თვალი და საბუთებს მივუბრუნდი.
6 საათი მალევე გახდა, ჩემი ნივთები ავიღე და გაბრიელთან შევედი კაბინეტში. ჩემს დანახვაზე გაეღიმა, ფეხზე წამოდგა და ჩამეხუტა.
-მიდიხარ?_ამოიჩურჩულა ჩემს კისერში.
-კი, დიდი ხანი არ გავჩერდები.
-სად იქნები მომწერე და გამოგივლი, კარგი?
-კარგი._ღიმილით ვუთხარი და ტუჩებზე ვაკოცე.
-წამოდი გაგაცილებ, მე რაღაც საქმეები მაქვს ჯერ აქ.
ლიფტით პირველ სართულზე ჩავედით. შენობიდან გასულებს, მატიასი უკვე მოსული დაგვხვდა.
-ჭკვიანად იცოდე._მითხრა ღიმილით. მეც გავუღიმე და მატიასთან მივედი. მანქანაში ჩავსხედით და ბარში წავედით.
მივედით თუ არა, მაშინვე მივწერე გაბრიელს მისამართი. ათასი რაღაც მოვიმიზეზე თავის დასაღწევად და როგორც იქნა მოვახერხე კიდეც. ბარიდან გავედით, ვემშვიდობებოდი ხელი, რომ დამიჭირა და არ მიშვებდა. რამდენჯერმე ვუთხარი, მაგრამ არ გამიშვა. მოულოდნელად ხელზე გაბრიელის შეხება ვიგრძენი.
-ხელი გაუშვი!_უთხრა გაბრაზებულმა, ისეთი სახე ჰქონდა მეც კი შემეშინდა.
-შენ ვინ გკითხავს?_ხელი ჰკრა მატიასმა მხარზე. აი აქ გაბრიელს უკვე გადაეკეტა. გაბრაზებულმა თავი ცხვირში ჩაარტყა. როგორც იქნა მომშორდა მატიასის ხელი.
-კიდევ ერთხელ ახლოს, რომ გაეკარო ქეთას, ვერ გადამირჩები._უყვირა გაცოფებულმა. ხელი ჩამჭიდა და მანქანისკენ წამიყვანა.
მანქანაში ჩავსხედით. გზაში ხმა არ ამოუღია, მე კი ვერაფერი მოვიფიქრე რითიც მის დამშვიდებას შევძლებდი. მასთან მივედით, ასევე ჩუმად შევედით სახლში. მაგრამ როგორც კი სახლის კარი დავხურე, ტუჩებზე მომეკრა და მთელი ძალით მაკოცა. ამ კოცნის შემდეგ იყო ყველაფერი სასიამოვნო. სიყვარული, სიხარული, ვნებით სავსე ხმები. ამ დღის შემდეგ, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება.


***
ესეც ახალი თავი, იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ასე თვეში ერთხელ ერთ თავს რომ დადებ ეს რა არის დამავიწყდა კიდევაც რა ხდებოდა. ისე კარგად წერ საინტერესოა მაგრამ აგვიანებ ძაან

 


№2  offline წევრი nina.d.

სტუმარი მაკო
ასე თვეში ერთხელ ერთ თავს რომ დადებ ეს რა არის დამავიწყდა კიდევაც რა ხდებოდა. ისე კარგად წერ საინტერესოა მაგრამ აგვიანებ ძაან

მადლობა
--------------------
ნათია მწითური

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent