მძიმე გზა (მესამე ნაწილი) ოცდამეოთხე თავი თავი (36)
-უკვე მოთმინება დავკარგე_ხმადაბლა ამბობდა აბაზანის კართან მდგომი სესილი -ახლა მე მკითხე_თქვა აღელვებულმა ნიამ და კარზე დააკაკუნა-მია,რა ხდება -ერთი წუთით_მოისმა გოგონას ხმა აბაზანიდან. ცოტა ხანში კარი გაიღო.მიას ხელში ტესტი ეჭირა,სახეზე კი გაურკვეველი გამომეტყველება ჰქონდა.შიში,გაკვირვება,აღელვება,ერთროულად ყველაფერი ჩანდა მის თვალებში.მეტყველების უნარი დაკარგული ჰქონდა.ერთ ადგილას იდგა გაშეშებული,თვალებსაც კი არ ახამხამებდა.ნიამ და სესილიმ საწოლისკენ წაიყვანეს და დააჯინეს. -მია_გამოაფხიზლა ნიას ხმამ აკანკალებული ხელით გაუწოდა ტესტი,რომელზეც მკვეთრად ჩანდა ორი ხაზი. -დადებითია_წარმოთქვა აღელვებულმა მიამ -და სახე ჩამოგტირის?_გაუკვირდა სესილის -ძალიან ვღელავ_თქვა გოგონამ აკანკალებული ხმით -დამშვიდდი ჩემო პატარა_მის გვერდით ჩამოჯდა ნია და უმცროსი და გულში ჩაიკრა. მიამაც ემოციები ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო.ორივე მის დაწყნარებას ცდილობდა,ეს კი უფრო უარესად მოქმედებდა.როგორც იქნა ჩააცხრო მოჭარბებული ემოციები და ცოტათი დამშვიდდა.სახე მოიწმინდა და ტესტი ისევ ხელში აიღო.აღელვებით დაჰყურებდა დადებით პასუხს.მისდა უნებურად წაიღო ხელი და საკუთარ მუცელს მოეფერა,შემდეგ გაეღიმა და თვალები ბედნიერებისგან აუციმციმდა. -აი ასე.მომწონს რომ იღიმი_გაუხარდა ნიას და დას ლოყაზე აკოცა -კარგად იქნება ყველაფერი_თმაზე მოეფერა გოგონას სესილი -ბოდიშს გიხდით,ისე ვიყავი აღელვებული._ამბობდა მია-იმდენი ემოცია შემომაწვა ერთდოულად -რას ამბობ_გაეღიმა ნიას-შენ მდგომარეობაში ბუნებრივია კიდეც-იცი რა,ვფიქრობ სისხლის ანალიზიც უნდა გაიკეთო და ექოსკოპიაც ,კარგი იქნება -ჰო,ნია მართალია_დაეთანხმა სესილი -კარგი,წავიდეთ_თქვა მიამ ... -ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხები მომიტანე_ეუბნებოდა სალომე ერთ-ერთ ექიმს.სწორედ ამ დროს მია,სესილი და ნია,რომლებიც მიმღებში სიხდნენ და მიას ანალიზის პასუხებს ელოდნენ.სალომეს მათი დანახვა გაუკვირდა.მათკენ წავიდა და მიესალმა -ნია დღეს ხომ არ მუშაობ?_ჰკითხა სალომემ -ჰო,ჩემ და წამოვიყვანეთ,გამოკვლევის პასუხს ველოდებით_უპასუხა ნიამ -გამოკვლევის?_გაუკვირდა სალომეს-მია,ხომ კარგად ხარ? -კი ,კი კარგად ვარ.ისე უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით ვიტარებ გამოკვლევას_უპასუხა გოგონამ -აჰა,გასაგებია_გაუღმა სალომემ-გამიხარდა თქვენი ნახვა.უკაცრავად,უნდა დაგტოვოთ ოპერაციაზე შევდივარ,იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება_უთხრა მათ და დაემშვიდობა. -ისე დედამთილებში სამივეს მაგრად გაგვიმართლა არა?_თქვა სესილიმ -ჰო ეგ კი_დაეთანხმა ნია-გიორგის დედა ძალიან მიყვარს,ლიკას თითქმის ყოველდღე ვეკონტაქტები დედამთილი არა უფრო დაქალია ჩემთვის -ჰო,მე და მარიც ეგრე არ ვართ_თქვა სესილიმ-აუ ნია ძალიან საყვარელი დედა გყავს.ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა -ჰო,შენ მე მკითხე_თქვა ნიამ-ისე მენატრება ხოლმე,დედაჩემიც და მამაჩემიც.პატარა რომ ვიყავი ერთი ღამეც კი ვერ წარმომედგინა მათ გარეშე,ახლაც თუ არ ველაპარაკე ერთი დღეც არ შემიძლია -მე,ნია და ცოტნე დედიკოს და მამიკოს ბავშვები ვიყავით_საუბარში ჩაერთო მია და ღიმილით გაუხსენა ბავშვობის დროინდელი მოგონებები-მშობლებს არ ვშორდებოდით-აი ნოე სხვა თემაა,ნიას გარეშე არ შეუძლია ყოფნა -ჩემი ტკბილი_თქვა ნიამ ნოეს გახსენებაზე -აუ,ნეტავ დანიელი მეც ასე მომეჩვეოდეს_თქვა სესილიმ -ძალიან შეგიყვარებს_უთხრა ნიამ-დამიჯერე,ბავშვებს დიდი სიყვარული შეუძლიათ საუბარში გაერთნენ და მიასაც სულ მოშორდა მღელვარება.დრო ისე გავიდა ვერც კი გაიგეს.ანალიზის პასუხიც მზად იყო.რომლითაც დასტურდებოდა,რომ მია მართლაც ორსულად იყო.ექოსკოპიის გამოკვლევით კი გაიგეს ,რომ ის უკვე ხუთი კვირის იყო.მია აღელვებული და აგხარებული შესცქეროდა მონიტორზე გამოსახულ ძალიან პატარა წერტილს და უჭირდა იმის დაჯერება,რომ ეს არსება მისი შვილი იყო,რომელიც მის წიაღში იზრდებოდა და ყალიბდებოდა.უკვე მთელი გულით უყვარდა ეს წერტილი. გახარებული წამოვიდა სახლში და მთელი დღის ემოციებისგან გადაღლილს მალევე ჩაეძინა.მეორე დღე კი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.ლუკასთვის უნდა ეთქვა ყველაფერი.უკვირდა,რომ ეს არ ანერვიულებდა,რადგან დარწმუნებულიც კი იყო,რომ ლუკას გაუხარდებოდა. ... -მია_წარმოთქვა ლუკამ რამდენიმე წამიანი დუმილის გამო,რომელიც ახალმა ამბავმა გამოიწვია-არ მეხუმრები?_ჰკითხა ბედნიერებისგან აღელვებულმა და ანთებული თვალებით შეხედა გოგონას -სიმართლეა,ჩვენ შვილი გვეყოლება_უპასუხა მიამ,რომელსაც ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ლუკამ ძლიერად ჩაიკრა გულში გოგონა.ორივეს ძლიერ აჩქარებული ჰქონდა პულსი ამ სასიამოვნო მღელვარებისგან. არაფერს უფრო სწორად კი ვერაფერს ამბობდნენ.თუმცა არც იყო საჭირო რამე ეთქვათ.სათქმელი მათი ბედნიერებისგან ანთებული თვალებიდან,ღიმილიდან,სახის გამომეტყველებიდან იკითხებოდა. -ძალიან ვარ ავსებული სიხარულისგან_თქვა ლუკამ-ახლა მგონია რომ ავფრინდები და მერე სულ ზემოდან ვიყვირებ,რომ შვილი გვეყოლება-მიყვარხარ _უთხრა გოგონას და აკოცა -მეც,ძალიან_უპასუხა მიამ და მამაკაცს მოეხვია. -ნეტავ როგორი იქნება ჩვენი შვილი?_იკითხა ლუკამ-დარწმუნებული ვარ შენსავით ლამაზი ცხვირი და ტუჩები ექნება მიას გაეღიმა . -ჰო და შენსავით ხუჭუჭა ოქროსფერი თმა და მწვანე თვალები_თმაზე ეფერებოდა ლუკას გახარებულები საუბრობდნენ და გონებაში უკვე წარმოდგენილი ჰყავდათ პატარა ბავშვი.ლუკამ ხელი მოხვია გოგონას,მიამ მხარზე თავი დააყრდნო და მომღიმარეს ჩაეძინა მასზე მიხუტებულს. ... -მოვედით_თქვა სოფიამ და მანქანა ცოტნეს სახლთან გააჩერა,შემდეგ ის და სალომე მანქანიდან გადმოვიდნენ. -სოფი მოიცა_დაუძახა სალომემ -რა მოხდა? -კაბა გაქვს ცუდად გაგისწორებ_უპასუხა ქალმა და უკან კაბა გაუსწორა. -მადლობა საალ_უთხრა მან -სოფი,რაღაც მინდა რომ გითხრა_თქვა სალომემ -გისმენ_მანქანის წინ შეჩერდა ორივე. -სოფია...იცი,ძალიან მიხარია,რომ სესილი შენ გვედითაა და ახლა შენ შვილთან იქნები_თქვა მან.მაგრამ ,რაც ეს ამბავი გავიგე მოსვენება დავკარგე.გულზე ლოდივით მაწევს ის ამბავი,რომ 23 წელი შვილთან ყოფნის საშუალება არ მოგცეს...ეს კი_ღღმად ჩაისუნთქა მან და თვალები ცრემლებით აევსო-დედაჩემის ბრალია.ვერ ვინელებ რომ მის გამო... -სალო_ბეჭზე ხელი დაადო სოფიამ და ქალს გაუღიმა-შენ არ უნდა იდარდო,მისი ცოდვების გამო,შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.შენ ჩემი და ხარ_უთხრა და სალომეს ჩაეხუტა-მეც განვიცდი იმას,რომ ორი ათეული წელი ჩემ შვილს დაშორებული ვიყავი და ცოცხალი არ მეგონა,მაგრამ ახლა ის ჩვენ გვერდითაა და ესაა მთავარი._თქვა მან და სალომეს თავისი ხელით მოწმინდა ცრემლები-ახლა გაიღიმე და შევიდეთ ,შენ არ უნდა იყო ცუდ ხასიათზე. ... -დილამშვიდობისა_მშობლებს მიესალმა ლუკა და ორივეს აკოცა. კარგ ხასიათზე იყო და მის ერთ-ერთ საყვარელ სიმღერას ღიღინებდა.მაგიდასთან დაჯდა და ფორთოხლის წვენი დაისხა. -რა კარგ ხასიათზე ხარ_გაეღიმა ანდრიას -მშვენიერზე_გაეღიმა ლუკასაც -რამე ხდება? _ჰკითხა სალომემ -დღეს ცოტნეს და სესილის ნიშნობაა და მიხარია_უპასუხა ლუკამ -კარგი_თქვა ანდრიამ -რა?_მიუბრუნდა ლუკა -არაფერი_ჩაეღიმა მამაკაცს -კარგი,მაშინ უნდა წავიდე.ცოტნეს და გიორგის ვნახავ.დე შენც წამოდი,სამსახურში მიგიყვან -იყოს,მე ერთ საათში მივდივარ.სოფიასთან გავივლი_უპასუხა სალომემ. ლუკა მშობლებს დაემშვიდობა და გარეთ გამოვიდა,მანქანისკენ.ტელეფონის ეკრანი აანთო,რომ საათი ენახა.ბედნიერს გაეღმა,როდესაც მობილურის ეკრანზე მიას ფოტო დაინახა.ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და მანქანაში ჩაჯდა. ... -არაჩვეულებრივად გამოიყურები.ბრწყინავ_უთხრა ნიამ სესილიმ და მკლავზე მოეფერა. -მადლობა ნიი _გაეღიმა მას-შენც ძალიან ლამაზი ხარ.იცი,ახლა ძალიან ბედნიერი ვარ_თქვა მან,სარკეში ჩაიხედა და კაბის ნაკეცი შეისწორა. -ყოველთვის ასე იქნება სესი_თმაზე მოეფერა გოგონას -იმედი მაქვს.ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია.მეშინია არ გამეღვიძოს.დაუჯერებლად ბედნიერი ვარ,ცოტნე გვერდით მყავს,სოფია და დათო კი ჩემი მშობლები არიან_თქვა მან და მათ გახსენებაზე გაეღიმა-მგონია ზღაპარში ვარ -რა საყვარელი ხარ რომ იცოდე_უთხრა ნიამ-სიზმარი არა,დაუსრულებლად ბედნიერ რეალობაში იცხოვრებ_უთხრა მას-მიხარია,რომ ჩემი ძმის გვერდით შენ იქნები.ასეთ ბედნიერს რომ გხედავთ ორივეს ძალიან მიხარია სესილი ნიას მოეხვია.კარზე დააკაკუნეს. -შემოდით_დაიძახა ნიამ -აქ ხართ?გეძებდით_თქვა გიომ და ოთახში შემოვიდა-სტუმრები მოვიდნენ -ვაა,სესი ძალიან ლამაზი ხარ_უთხრა გოგონას -მადლობა გიო გიორგი ნიას მოუბრუნდა.წელზე ხელი მოხვია,თავისკენ მიიზიდა და აკოცა.სესილი ღიმილით ადევნებდა მათ თვალს. -იქნებ შემდეგი ჩვენი ნიშნობა იყოს_უთხრა ჩუმად ყურში ნიას. გოგონას გაეღიმა და საპასუხოდ აკოცა. -ჩავიდეთ?_იკითხა გიორგიმ -სესი,შენ და გიო ჩადით და მეც ჩამოვალ_თქვა ნიამ-საყურეებს გავიკეთებ -აჰა,კარგი_უპასუხა სესილიმ და გიორგისთან ერთად ოთახიდან გავიდა. ნია მაგიდას დაეყრდნო.მთელი ამ დროის განმავლობაში თავბრუ ეხვეოდა,მაგრამ არ უნდა სესილის და გიორგის შეემჩნია.უჯრა გამოაღო,წამლის შუშა აიღო და დალია.ცოტა ხნით საწოლზე დაჯდა და ბალიშს მიეყრდნო.თვალები დახუჭა,რომ თავბრუსხვევას უფრო სწრაფად გაევლო.ოთახთან სანდრომ გაიარა,კარი ოდნავ ღია იყო,ამიტომ ნიას თვალი მოკრა. -შეიძლება?_იკითხა სანდრომ -მოდი სანდრო მამაკაცი საწოლზე,მის გვერდით ჩამოჯდა. -ცუდად ხარ?_ჰკითხა მან,როდესაც მის ფერმკრთალ სახეს შეხედა. -არა_უპასუხა ნიამ-ახლა კარგად ვარ,წამალი დავლიე სანდრომ მისი ხელი დაიჭირა და პულსი გაუსინჯა. -ნია,ძლიერი არითმია გაქვს_თქვა შეშფოთებულმა -არაფერი,არაუშავს.წამალი რამდენიმე წუთში იმოქმედებს.გთხოვ არავის უთხრა. -ასე არ შეიძლება_თავი გააქნია სანდრომ -სანდრო გთხოვ -კარგი,კარგი_თქვა მან -სანდრო აქ ხარ?_ოთახში შემოვიდა დათო-ანა მოვიდა -მართლა?_ჰკითხა სანდრომ და ნიას გახედა -წადი_თქვა ნიამ-კარგად ვარ მე. სანდრო ოთახიდან გავიდა.დათომ საყვედურის თვალებით შეხედა ნიას. -კარგი,ახლა შენც უნდა მეცხუბო?_თქვა ნიამ -წამლის დალევ გავიწყდება_უსაყვედურა დათომ-ნია,თავს უნდა მიხედო._ჩამოჯდა მის გვერდით და გოგონას თმაზე მოეფერა-იცი,რომ შვილივით მიყვარხარ და არ მინდა რამე დაგემართოს. -ვიცი_თქვა გოგონამ-უბრალოდ თავიდან ამომივარდა.სანდროც გავაფრთხილე და შენც გთხოვ დანარჩენებს ნუ ეტყვი.ხომ იცი რა ფეთიანი და-ძმა მყავს -ფეთიანი არა,მზრუნველი_გაეცინა დათოს-მთავარი ჯანმრთელობაა,შენ მაინც უნდა იცოდე. -მეშინია_თქვა ნიამ-ზოგჯერ მგონია,რომ დასასრული ახლოსაა და ძალიან მეშინია დათომ გვერდზე გაიხედა და თვალები მაგრად დახუჭა,რომ ცრემლებით არ ავსებოდა.ნიას კი გაღიმებული მიუბრუნდა. -სისულელეს ნუ ამბობ მისი ხელი დაიჭირა მამაკაცმა-ცუდი არაფერი მოხდება დათოს ძალიან ტკიოდა გული,როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა.ძალიან უნდოდა სინამდვილეშიც ასე ყოფილიყო,ნიას რომ უყურებდა სულ დედამისი ახსენდებოდა.ის საშინელი დღე არ ამოსდიოდა გონებიდან,როდესაც დედა დაკარგა. -ნია,უკეთ თუ ხარ ქვემოთ ჩავიდეთ კარგი?_თქვა დათომ-ნოე სულ შენ გკითხულობს -უკეთ ვარ,ჩავიდეთ_თქვა მან და ნოეს ხსენებაზე გაეღიმა.დათოს დახმარებით წამოდგა,შემდეგ მას დაეყრდნო და ოთახი დატოვეს. ... საღამოც დადგა.ყველაფერი ისე იყო როგორც ცოტნეს და სესილის სურდათ.სახლში,მათთვის ახლობელ ადამიანებთან ერთად აღნიშნეს ეს დღე.იმ საღამოს სახით მათ ცხოვრებაში კიდევ ერთი ლამაზი მოგონება ჩაიწერა. სესილისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დღეს ისევ სოფია და დათო იყვნენ მის გვერდით,იმ განსხვავებით,რომ ახლა უკვე მას გული აღარ წყდებოდა,რომ დედის გარეშე ყოფნა უწევდა. მას ჯერ კიდევ უჭირდა მათთვის დედა და მამა დაეძახა,ისევ სახელებით მიმართავდა,მათ თუმცა არც სოფიასთვის და არც დათოსთვის ეს არ იყო პრობლემა.ახლა მთავარი ის იყო,რომ სესილი მათ გვერდით იყო. სამი წელიც არ იყო სრულად გასული რაც სესილი მათ იცნობდა,თუმცა ასეთ მოკლე დროშიც კი იმაზე მეტი სიყვარული და ბედნიერება მიანიჭეს ,ვიდრე იმათ ვინც ის გაზარდა. ბოლო დროს იმდენი ცუდი,რამ მოხდა სესილის ცხოვრებაში,მაგრამ ყველაფერი გადაფარა იმ ბედნიერებამ,რომელიც ახლა ეწვია.გვერდით ცოტნე ყავდა,მშობლები,ერთგული მეგობრები.ცუდზე აღარ ფიქრობდა.ცოტნეს გვერდით იჯდა,მამაკაცს მისი ხელი ეჭირა,სურდა ასე ყოფილიყო მთელი ცხოვრება.არ უნდოდა ამ ყველაფრის დამთავრება,ცდილობდა შიშის ის პატარა ნაპეწკალიც გაექრო,რომელიც მის გულში იყო. მოულოდნელად ყველას ყურადღება ლუკამ მიიპყრო.ის ფეხზე წამოდგა.მიას ხელი მოკიდა და მის გვერდით დააყენა. -ძალიან ბედნიერი ვარ დღეს_დაიწყო ლუკამ და სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა მიას-დღეს ორი არაჩვეულებრივი მიზეზი მაქვს,რომ უბედნერესი ვიყო.პირველ რიგში მინდა ცოტნეს და სესილის დიდი ბედნიერება ვუსურვო_გახედა მან წყვილს,რომლებიც სიყვარულით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს.-მინდა მუდამ ასე სიყვარულით უყურებდეთ ერთმანეთს მთელი ცხოვრება.სესილი_მიბრუნდა ის გოგონასკენ-მე შენ ყოველთვის საკუთარი დასავით მიყვარდი და მეყვარები და მიხარია,რომ თურმე სისხლით ნათესავებიც ვყოფილვართ. სესილი ლუკასთან მივიდა და ლოყაზე აკოცა და მოეხვია -ლუკა,მადლობა_ფეხზე წამოდგა ცოტნე და ისიც მოეხვია-შენც ბედნიერებას გისურვებ_უთხრა მან -ლუკა ,ახლა მეორე მიზეზიც გვითხარი_უთხრა სესილიმ და ჯერ ნიას გადახედა,შემდეგ კი მიას.გოგონებმა ერთმანეთს გაუღიმეს.მათ ხომ უკვე იცოდნენ ეს მიზეზი. -მეორე მიზეზის გამო გავხდი ზუსტად უბედნიერესი ადამიანი._გაეღიმა ლუკას შემდეგ მივიდა,მიას ხელი დაიჭირა და ხელზე აკოცა.შემდეგ კი მის მუცელს მოეფერა-მე და მიას შვილი გვეყოლება_თქვა ბედნიერი ხმით. -რა?_აღტაცებით წამოიძახა ცოტნემ და მიას მოეხვია. -გილოცავთ,რა მაგარი ამბავია_ამბობდა დათო გახარებული -აი თურმე რატომ ღიღინებდა დღეს დილას ეს ბიჭი ასე ბედნიერი_გაეცინა ანდრიას და ჯერ მიას შემდეგ კი ლუკას ჩაეხუტა. სალომე კი სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.გახარებული ხან ერთს ეხვეოდა ხან მეორეს. ... ნიშნობის შემდეგ კი ორმა კვირამ ისე სწრაფად გაიარა აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს.ქორწილის დღეც მოახლოვდა. ახლა უკვე თეთრ კაბაში გამოწყობილი იდგა სესილი სარკის წინ.ფიქრებში ჩაძირული,გონებაში ათასი რამ უტრიალებდა.ნერვიულობდა თუმცა ბედნიერი იყო.ცოტნე მთელი არსებით უყვარდა,თუმცა მის გონებაში წუთით მაინც დაიკავა ადგილი ძველმა მოგონებებმა.უკვე მეორედ დგამდა ამ ნაბიჯს,გაახსენდა მისი პირველი ქორწინება.მაშინ სულ მარტო იყო,სახლიდან გამოქცეული,მისთვის ჯერ კიდევ უცხო ადამიანები იდგნენ მის გვერდით. ცუდი მოგონებები მოიშორა,ისევ საკუთარ თავს შეხედა სარკეში,გაიღმა როდესაც თეთრ კაბას შეეხო. -სესილი,შეიძლება?_მოესმა სოფიას ხმა -შემოდი დედა_უპასუხა მისდა უნებურად,არც კი დაკვირვებია,რომ ახლახან მას დედა უწოდა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გააანალიზა რაც თქვა,როდესაც კართან გაჩერებულ სოფიას შეხედა. -სესი_ამის თქმაღა მოახერხა ქალმა და შვილს ძლიერად ჩაეხუტა. გოგონამ მხარზე თავი დააყრდნო და თვალები დახუჭა და მისი სიახლოვით ტკბებოდა. -სესი,მზად ხარ?_გამოაფხიზლა ნიას ხმამ,რომელიც იმ წუთას შემოვიდა ოთახში მიასთან ერთად. -ჰო...კი_უპასუხა სესილიმ -ვიზაჟისტი მოვიდა,რომ მაკიაჟი გაგიკეთოს_უთხრა მიამ -კარგი,ახლავე ჩამოვალ_უპასუხა სესილიმ -გარეთ გავალ_თქვა მიამ,როდესაც ქვემოთ ჩავიდნენ -კარგად ხარ?_ჰკითხა სესილიმ -კი,უბრალოდ ,პომადის დანახვა ცუდად მხდის_პირზე ხელი აიფარა გოგონამ -აუ ,ეს რა მოიგონე_გაეცინა ნიას -ფუ რა ვქნა,ეგ სიტყვაც შემძულდა_სასაცილოდ დაჭყანა სახე -მანქანის ხმაა_თქვა ნიამ -ლუკას მანქანაა_ფანჯარაში გაიხედა მიამ-დედა და მამა იქნებიან_გაუხარდა გოგონას და ნიასთან და სესილისთან ერთად გარეთ გავიდა.არც შემცდარა,თორნიკე და მარი ჩამოვიდნენ.ოთხივე გახარებულები ეხვეოდნენ მშობლებს. ... -რა საყვარელია მია_გაეღიმა სესილის,როდესაც სახლში შებრუნდა ნიასთან ერთად,რომ მაკიაჟი გაეკეთებინა. -კი , ძალიან_სიცილით უპასუხა ნიამ-ყველა პომადის საგულდაგულოდ დამალვა მომიწია,ჯერ ორი თვისაც არაა და დაიწყო უკვე -ლუკას არ დაადგება კარგი დღე_თქვა სესილიმ ორივეს გაეცინა. -ძალიან სწრაფად გადის დრო_თქვა ნიამ-სულ პატარა მახსოვს მია.მგონია ჯერ კიდევ გუშინ იყო ახალფეხადგმული რომ დარბოდა ეზოში.ისეთი ფუმფულა და საყვარელი იყო_გაეღიმა ნიას -ფუმფულა?_გაუკვირდა სესილის-ისეთი გამხდარია,ვერ წარმომიდგენია,რომ ოდესმე ფუმფულა იყო -ჰო_უპასუხა მან-სამ წლამდე უფუმფულესი არსება იყო.მერე გაჩვენებ ბავშვობის ფოტოებს. -ნია...იცი,დღეს სოფიას დედა დავუძახე_თქვა სესილიმ -მართლა?_გაუხარდა ნიას -ჰო,იცი ჩემდაუნებურად ვთქვი და თვითონაც გამიკვირდა,რომ უხერხულობა არ მიგრძვნია,თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. -ძალიან მაგარია.ზუსტადაც ასე უნდა ყოფილიყო_თქვა ნიამ-წარმომიდგენია სოფია როგორი გახარებული იქნება. -ახლა მგონია,რომ სრულიად მოვიშორე ყველა ტვირთი.მათი გვარიც კი აღარ მაქვს_ზიზღით აევსო თვალები როდესაც მისი გამზრდელი ოჯახი გაახსენდა-სიხარულით მივიღე დათოს გვარი. -უფრო სწორად შენი ნამდვილი გვარი_შეუსწორა ნიამ -ჰო_დაეთანხმა ის ამასობაში სესილი სრულიად მზად იყო,მაკიაჟიც და ვარცხნილობაც გაკეთებული ჰქონდა.სკამიდან წამოდგა.სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი და მღელვარებისგან ეღიმებოდა,სასიამოვნო აღელვება უვლიდა მთელ ტანში. გარეთ ცოტნე ელოდებოდა.მამაკაცი სესილის დანახვაზე გახარებული წამოვიდა და მაგრად მოეხვია გოგონას. -უბედნიერესი ვარ_ჩასჩურჩულა ყურში გოგონას. -მიყვარხარ_უთხრა გოგონამ და აკოცა ყველანი მანქანაში ჩასხდნენ და იუსტიციის სახლისკენ წავიდნენ ხელის მოსაწერად. შენობასთან კი ნამდვილი სიურპრიზი დახვდათ ზურა და გიგა მათ ელოდებოდნენ.დათო გახარებული ეხვეოდა დიდი ხნის უნახავ მამას.ზურამაც გულში ჩაიკრა მონატრებული სოფია და სალომე. -კი მაგრამ_ამბობდა დათო გახარებული-თქვენ როდის ჩამოდით ,რატომ არაფერი გვითხარით?არადა რამდენი ხნის წინ მომატყუეთ ორივემ ვერ ჩამოვდივართო_კითხვას კითხვაზე აყრიდა ორივეს დათო -სიურპრიზის მოწყობა გვინდოდა.გიგაც გუშინ საღამოს ჩამოვიდა_უპასუხა ზურამ -მამა,რა კარგია რომ აქ ხართ ორივე_ზურას ჩაეხუტა სალომე -ამ დღეს როგორ შეიძლებოდა არ ვყოფილიყავი თქვენ გვერდით უპასუხა ზურამ შემდეგ სესილის და ცოტნეს მიუახლოვდა.ორივეს მოეხვია და ბედნიერება უსურვა. -ძალიან გავხარ დედას სესილი_მკლავზე მოეფერა გოგონას ზურა-მინდა ასე ბედნიერი იყო მთელი ცხოვრება -მადლობა_ბედნიერი ღიმილით უთხრა სესილიმ და ზურას მოეხვია. ... -კარგი აბა დროებით.მეც ძალიან მომენატრე საყვარელო_ლაპარაკობდა სოფია ტელეფონზე-დროებით_თქვა მან და ტელეფონი გათიშა. -სესილი იყო?_ჰკითხა დათომ რომელიც ის ის იყო აბაზანიდან გამოვიდა.პირსახოცი მოიხსნა და ხალათი მოიცვა. -კი_უპასუხა სოფიამ-ისე მომენატრა.ძალიან გაიწელა ეს ერთი თვე არა? -ჰო,მეც მომენატრა ძალიან_თქვა დათომ-რა კარგია,რომ ამ საღამოს ჩამოვლიან -ჰო ძალიან მიხარია_გაეღიმა სოფიას -სოფი,სამსახურში უნდა წავიდე_თქვა დათომ და მაისური გადაიცვა.-საღამოს ნიასთან და გიორგისთან ერთად დავხვდებით ცოტნეს და სესილის.შენ არ წამოხვალ? -კი,სამსახურში გამოგივლი და თქვენთან ერთად წამოვალ_უპასუხა ქალმა -კარგი_უთხრა დათომ ცოლს აკოცა და ოთახიდან გავიდა. ... -როგორ მომენატრა აქაურობა_მანქანის ფანჯრიდან იყურებოდა სესილი -აქაურობასაც მოენატრეთ_უთხრა ნიამ და მეგობარს ლოყაზე აკოცა. ცოტნემ დას ხელი მოხვი და თმაზე მოეფერა. -აუუ,რა კარგად ხართ გარუჯულები.მოგიხდათ იტალიის სანაპიროები_უთხრა ნიამ და საკუთარი ხელი სესილის ხელს შეადარა-ნახე რა თეთრი ვარ_დაიწუწუნა მან -მაგას გამოვასწორებთ_საუბარში ჩაერთო გიორგი-როგორც კი შვებულებას აიღებ მზიანი სანაპიროზე მზის აბაზანებით დავტკბებით -რა კარგად ჟღერს_თქვა ნიამ და ზღის გახსენებაზე გაეღიმა-მიყვარს ზღვა,თუნდაც ცივ ამინდში,ზღვის პირას დგომა,მისი ხმის მოსმენა,ზღვის სურნელი და კიდევ თოლიების ხმა. -გეყოს_გაეცინა სესილის-თორემ სახლში წამოსვლის ნაცვლად აეროპორტში დავბრუნდები და ისევ უკან გავფრინდები.ვგიჟდები ზღვაზე -ჰო და კარგი ამბავიც მაქვს_საუბარში ჩაერთო სოფია-ზეგ ზურას დაბადების დღეა და სულ ყველანი დაპატიჟებული ვართ ბათუმში -რა მაგარია_თქვა ცოტნემ-ძველ დროსაც გავიხსენებთ.მახსოვს ზაფხულობით მივდიოდით ხოლმე .რა კარგად ვერთობოდით -მე კი პირველად მომიწევს ზურასთან მისვლა_თქვა სესილიმ -პირობას გაძლევ იქ ძალიან მოგეწონება_უთხრა ნიამ ამასობაში სახლთანაც მივიდნენ.გიორგიმ მანქანა გააჩერა.ეზოში შესულებიც არ იყვნენ,რომ მია ,ლუკა და ნოე გახარებულები გამოვიდნენ მათთან შესახვედრად. ცოტნე და სესილი მგზავრობით ძალიან დაღლილები იყვნენ და ვახშმის შემდეგ მალევე ჩაეძინათ. ... -ზღვაზე მინდაა_წამოიძახა გახარებულმა ნოემ,როდესაც უკვე ბათუმში შევიდნენ.ბავშვი მანქანის ფანჯრიდან იყურებოდა და გარემოს ათვალიერებდა. ზურას ეზოსთან სამი მანქანა გაჩერდა.ყველანი გადმოვიდნენ.ზურა გახარებული შეეგება მათ და შინ შეიპატიჟა. ყველაზე სასიხარულო აქ ჩამოსვლა მაინც სოფიასთვის და სალომესთვის იყო.სწორედ აქ გაატარეს ერთად ბავშვობის წლები.ამ სახლში გაიზარდნენ.ბედნიერები ათვალიერებდნენ მშობლიურ გარემოს.სადილი უკვე მზად იყო,ეზოში აუზთან მდგომ მაგიდასთან დასხდა ყველა. ზურა გახარებული იყო ,რომ მისი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იყო.თავს ბედნიერად გრძნობდა.ხშირად ვერ ახერხებდნენ რომ ერთად შეკრებილიყვნენ და ახლა ცდილობდნენ დრო მხიარულად გაეტარებინათ.შუა ღამემდე ისხდნენ.საუბრობდნენ.თანაც იმდენი ჰქონდათ მოსაგონებელი. მშვიდი ღამე იყო,ზღვაც უჩვეულოდ წყნარი.დიდი სავსე მთვარე ანათებდა გარემოს. -რა კარგი ხედია ამ აივნიდან_სიჩუმე დაარღვია გიორგიმ -ჰო_უპასუხა ნიამ-ზღვის სურნელიც იგრძნობა_თქვა და თვალები დახუჭა,რომ კიდევ უფრო კარგად შეეგრძნო ეს სურნელი.ცივი ნიავი სასიამოვნოდ ეხებოდა სახეზე. გიორგი მიუახლოვდა და გულში ჩაიკრა.გოგონამ ახედა და აკოცა. მამაკაცმა ხელში აიყვანა ნია და საწოლზე დააწვინა.ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს.ნიამ ხელები მოხვია და ნახევრად შიშველ სხეულზე კიდევ უფრო მჭიდროდ მიეკრო მამაკაცს.ტუჩებზე ნაზად ეფერებოდა გოგონას,შემდეგ ყელზე აკოცა. ... -გიო_ჩაესმა მამაკაცს ნიას შეშფოთებული ხმა -გიო გაიღვიძე_ცდილობდა გოგონა მის გაღვიძებას. მამაკაცმა ნელ-ნელა გაახილა თვალები.მძიმედ სუნთქავდა.ირგვლივ მიმოიხედა,გაურვეველი გამოხედვა ჰქონდა.საშინელი კოშმარიდან გამოღვიძებულს გავდა. -გიო,კარგად ხარ?_ჰკითხა ნიამ და სახეზე ნაზად შეახო ხელი -კოშმარი ვნახე_თქვა ჩახლეჩილი,ნამძინარევი ხმით მან -ძილში ყვიროდი და შემეშინდა მამაკაცმა თვალები დახუჭა და თავი გააქნია,როდესაც სიზმარი გაახსენდა და გონებაში ფილმის კადრებად წარმოუდგა. -საშინელი სიზმარი იყო_თქვა მან და და გაოფლილი შუბლი მოიწმინდა -ასეთი რა ნახე?_ჰკითხა ნიამ -მე...ისევ ვერ დავდიოდი ,ვიდექი და შემდეგ წავიქეცი,ფეხები ისევ პარალიზებული მქონდა_თქვა მან-და ჩემ წინ ლევანი იწვა,დასისხლიანებული...უსულოდ_ამის გახსენებაზე შეაჟრჟოლა -გიო,დამშვიდდი_ჩაეხუტა მას ნია-ცუდი სიზმარი იყო ,მეტი არაფერი. -მეშინია_თქვა მან-მეშინია რომ რამე ცუდი არ მოხდეს -რას ამბობ,არაფერი მოხდება,ნუ გეშინია_ცდილობდა მის დამშვიდებას. მამაკაცმა ნია გულზე მიიკრა და თმაზე ეფერებოდა.ჯერ კიდევ შეშინებული იყო კოშმარის გამო.გამალებით უცემდა გული და ცდილობდა ნია რაც შეიძლება ახლოს ყოლოდა.სიკვდილზე მეტად ეშინოდა მისი დაკარგვის. საბედნიეროდ მალე დამშვიდდა და გამთენიისას ჩაეძინა კიდეც.ნიასთვის კი ხელი არ გაუშვია. ... რამდენიმე დღე კიდევ დარჩნენ,თუმცა ნიას და სანდროს ადრე მოუწიათ წასვლა.არ უნდოდათ შვებულებამდე კიდევ გაეცდინათ სამსახური.გიორგი,ცოტნე და სესილიც სანდროს და ნიას გაყვნენ.დანარჩენებმა კი დარჩენა გადაწყვიტეს. ბათუმიდან მზის ჩასვლისას წამოვიდნენ და შუა გზაში უკვე კარგად იყო მოსაღამოვებული.ტრასაზე ძალიან ცოტა მანქანა იყო.გიორგიმ მანქანა ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეაჩერა.სანამ ბენზიზნს ასხამდნენ ნია და სესილი მარკეტში შევიდნენ და წყალი იყიდეს.მაღაზიიდან გამოსვლისას კი სესილი ადგილზე გაშეშდა.ერთ წერტილს უყურებდა და შიშისგან ხმის ამოღებას და მოძრაობას ვერ ბედავდა.ნია და ბიჭები მასთან მივიდნენ და ეკითხებოდნენ თუ რა მოხდა. -იქ,იმ მანქანაში..._გაიშვირა სესილიმ ხელი მანქანისკენ,რომელიც ახალახან დაიძრა და ბენზინგასამართ სადგურს მოსცილდა -რა? რა მოხდა?_ეკითხებოდა ცოტნე -კახა იყო_ლამის ტირილით თქვა გოგონამ -რა?_დაიყვირა გიორგიმ-ეგ დამპალი -სესი,დამშვიდდი_ეუბნებოდა ნია -სესი,დარწმუნებული ხარ რომ ის იყო?_ჰკითხა სანდრომ -კი,მისი საშინელი თვალები არ დამავიწყდება,მიღიმოდა საშინელი სახე ჰქონდა,მეშინია_სახეზე ხელები აიფარა გოგონამ -კარგი,დამშვიდდი-თქვა ცოტნემ-ახლავე პოლიციაში დავრეკავ.ამ ადგილას კამერებს შეამოწმებენ და მისი მანქანის ნომერსაც დაადგენენ ცოტნემ პოლციაში დარეკა.შემდეგ კი გადაწყვიტეს,რომ უკან დაბრუნებულიყვნენ. -სწრაფად მანქანაში ჩაჯექით_თქვა გიორგიმ როდესაც ყველანი ჩასხდნენ გუორგიმ მანქანა მოაბრუნა და ცდილობდა სწრაფად ევლო. -ნია_დაუძახა სესილიმ-ნია კარგად ხარ -ჰო_უპასუხა გოგონამ სუსტი ხმით და მის გვერდზე მჯდომ სანდრომ მიეყრდნო. გიორგიმ და ცოტნემ შიშით სასე თვალებით შეხედეს ნიას.ნიამ ცოტა უკეთ იგრზნო თავი და საზურგეს მიეყრდნო.თავბრუ ისევ ეხვეოდა და გულის არეში ისევ გრძნობდა ტკივილს,თუმცა ახლა უფრო ნაკლებად. -დამშვიდდით_თქვა მან-წამიერად გავხდი ცუდად სტრესის ბრალი იყო თქვა მან -ნუ გეშინია.არაფერი ..._სანდროს სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული,რომ უკნიდან იარაღის ხმა მოესმათ. -მოგვდევს_დაიყვირა სესილიმ -ქვემოთ ჩაიმალეთ_იყვირა გიორგიმ და სიჩქარეს მოუმატა. კახამაც მოუმატა სიჩქარეს.იარაღს ესორდა მათ მანქანას,უკანა ფანჯარა მთლიანად ჩაამსხვრია. სროლას მისი მუქარაც ემატებოდა,არაადამიანური სიცილით ისროდა ტყვიებს.ერთი ტყვია საბურავს მოხვდა,მანქანა ჰაერში ამოტრიალდა და გზიდან ქვემოთ გადავარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.