შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეთვრამეტე თავი (30)


11-07-2018, 17:17
ავტორი fireending
ნანახია 1 654

მანქანა ნიას სახლთან გააჩერეს.გოგონამ სესილი გადმოიყვანა,ბიჭებს დაემშვიდობნენ და სახლისკენ წავიდნენ.სესილი ცოტა ხანს ეზოში შეჩერდა,სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა.
-კარგად ხარ?_ჰკითხა ნიამ
-კი,კი უბრალოდ ჰაერზე ყოფნა მესიამოვნა._უპასუხა და კიბეზე ავიდა.
ნიამ ზარი დარეკა.კარი ნიას დამ გააღო.
-მობრძანდით_თავაზიანად შეიპატიჟა სესილი სახლში
-გამარჯობა_მიესალმა ის გოგონას
-სესილი,გაიცანი.ეს ჩემი დაა მია,მია ეს კი სესილია
-სასიამოვნოა_გაუღიმა მიამ და გოგონას ხელი ჩამოართვა
-მოდი,არ მოგერიდოს,თავი ისე იგრძენი,როგორც საკუთარ სახლში_უთხრა სესილის და ქურთუკი გამოართვა. მიამ კი თბილი ჩუსტები მიაწოდა.
-ყავას ხომ დალევთ?_ჰკითხა მიამ მათ.
-სიამოვნებით_უპასუხა ნიამ,სესილი მისაღებ ოთახში შეიყვანა და დივანზე დააჯინა.
მიამ ყავა და ნამცხვარი მოიტანა,ნიას გვერდით ჩამოჯდა და თავი მხარზე დაადო.ნიამ საპასუხოთ ლოყაზე აკოცა დას.სესილი სევდანარევი ღიმილით ადევნებდა მათ თვალს და საკუთარ დაზე ფიქრობდა,რომელიც ერთხელაც კი არ მოქცევია სიყვარულით მას.
-ძალიან გემრიელი ყავაა_თქვა სესილიმ
-ჰო,ჩემი და ყოველთვის გემრიელად ამზადებს ყავას_თმაზე მოეფერა დას ნია.
მიას ჩაეღიმა.
-მიხარია თუ მოგეწონა_თქვა მან
-ცოტნე და ნოე სად არიან_იკითხა ნიამ
-ჩაეძინათ ,გვიანობამდე თამაშობდნენ ვიდეოთამაშს_უპასუხა მიამ
-უჩემოდ არა?_გაეცინა ნიას
ცოტნე და ნოე მიას და ნიას ძმები იყვნენ.ცოტნე უფროსი ძმა,ხოლო ნოე ყველაზე უმცროსი,ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო.მიუხედავად ასაკში სხვაობისა,და-ძმები საუკეთესო მეგობრები იყვნენ.ცოტნე მამის და დედის მსგავსად მუსიკოსი იყო და ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ კონცერტის ჩასატარებლად.ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში აღიარეს მსოფლიო დონის პიანისტად.რაც შეეხება მიას ერთ-ერთი ცნობილი ამერიკული სამოდელო სააგენტოს გამორჩეული მოდელი იყო და მასაც ხშირად უწევდა მოგზაურობა.ნიასაც საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა,ასე რომ მათთვის დიდი ბედნიერება იყო,როდესაც ერთად იკრიბებოდნენ.
სესილისთვის საკმაოდ სასიმოვნო აღმოჩნდა ნიას და მიას გარემოცვაში ყოფნა.ცუდმა განწყობამაც გაუარა ,რადგან დებმა მოწყენის საშუალება არ მისცეს.გოგონას ახლა რცხვენოდა კიდეც,რომ ნიას თავიდან ცივად ექცეოდა.მათთან ერთად იჯდა და მხიარულად საუბრობდა,მანამ სანამ ძილი არ მოერია.მიამ და ნიამ ოთახამდე მიაცილეს.დაღლილ სესილის მალევე ჩაეძინა.
...
რამდენიმე საათის განმავლობაში ეძინა სესილის და რომ გაიღვიძა თავი საერთოდ აღარ ტკიოდა,თუმცა საშინლად წყუროდა და პირი გამომშრალი ჰქონდა.ჯერ კიდევ გაბრუებული და თითქმის მძინარე წამოდგა საწოლიდან და სამზარეულოსკენ წავიდა.წყალი მოსვა და გამობრუნებას აპირებდა,რომ ვიღაცას დაეჯახა,თანაც ისე მაგრად,რომ ცხვირი კინაღამ გაუტყდა.ცხვირზე ხელი მოისვა და მაღალ სილუეტს ახედა.მის წინ მგომი ბიჭი გაკვირვებით უყურებდა თავისი ღია მწვანე თვალებით სესილის.აშკარად ვერ გაეგო საიდან მოხვდა ეს გოგო მისი სახლის სამზარეულოში.
-მგონი ისევ სიზმარში ვარ_ხმადაბლა თქვა ბიჭმა ნამძინარევი ხმით.-ვინ ხართ?_იკითხა გაკვირვებულმა
სესილი უხერხულად იდგა მის წინ და ვერაფრის თქმა მოახერხა.საბედნიეროდ ნია შემოვიდა.
-ცოტნე ,გაიღვიძე?_ლოყაზე აკოცა ძმას-გაიცანი,ჩემი მეგობარი სესილი,სესი ეს კი ცოტნეა ჩემი ძმა
-სასიამოვნოა_უთხრა ცოტნემ და ხელი ჩამოართვა.
ამოცანაც ამოიხსნა და ცოტნესაც აღარ ჰქონდა გაკვირვებული სახე.
-ნოეს ღვიძავს?_ჰკითხა ძმას
-არა ნოესაც გაეღვიძა
-კარგი,მაშინ მე დავიწყებ საუზმის მომზადებას_თქვა ნიამ
-რა კარგია_სახეზე მოეფერა დას ცოტნე-მომენატრა შენი მომზადებული საჭმელი
ნიას გაეღიმა და კარადიდან ქვაბი გამოიღო.
-წავედი მიას გავაღვძებ_ბოროტულად ჩაიცინა ცოტნემ და სამზარეულოდან გავიდა
ნიასაც ჩაეღიმა და ძმას თვალი გააყოლა
-მეც მოგეხმარები_შესთავაზა სესილიმ,რომლიც აქამდე ჩუმად იდგა და შემპარავი მზერით ათვალიერებდა ცოტნეს,რომლის მწვანე თვალებსაც მზერას ვერ აშორებდა.
-არ შეწუხდე,ჩამოჯექი ,ყავა გირჩევნია თუ ჩაი_ჰკითხა ნიამ
-ყავას დავლევ_უპასუხა სესილიმ-მართლა მოგეხმარები,მითხარი რა გავაკეთო
-არაფერი სესილი,მშვიდად იჯექი და ყავა დალიე._უთხრა ნიამ და ფინჯანში ყავა ჩაყარა,ცხელი წყალი დაასხა და სესილის მიაწოდა.
-თავს როგორ გრძნობ?_ჰკითხა ნიამ
-უკეთ ვარ,მადლობა ყველაფრისთვის ნია
-სამადლობელი არაფერია,მთავარია,რომ კარგად ხარ_გაუღიმა ნიამ და მხარზე გამამხნევებლად მოეფერა.
-ძალიან მრცხვენია ჩემი დის საქციელის_ამოიოხარა სესილიმ,როდესაც წუხანდელი ინციდენტი გაახსენდა.-მის გამო უხერხულობა შეიქმნა
-რას ვიზამთ,შენი რა ბრალია_დაამშვიდა ნიამ-არ ინერვიულო კარგი? შენ მარტო არ ხარ,მეგობრები გყავს,სანდრო,ლუკა,გიორგი და ახლა შეგიძლია მეც შენ მეგობრად ჩამთვალო თუ შენი სურვილიცაა
-მიხარია,რომ შენნაირი მეგობარი შევიძინე_უთხრა სესილიმ-ისე,ძალიან კარგად მღერი სასიამოვნო ხმა გაქვს
-მადლობა,თუმცა ადრე უფრო კარგად ვმღეროდი,სტუდენტობის პერიოდში ბენდშიც ვუკრავდი_უპასუხა ნიამ და ბენდის ხსენებაზე ბედნიერს გაეღიმა.
-მართლა?რა მაგარია.რაზე უკრავდი?
-ბას გიტარაზე_უპასუხა ნიამ
-რა კარგია...ლევანიც ბას გიტარაზე უკრავდა_თქვა მცირეხნიანი პაუზის შემდეგ და თვალები დაუსევდიანდა-ახლაც ახერხებ ხოლმე დაკვრას?_სცადა სხვა თემაზე ელაპარაკა
-ახლა ვეღარ სამწუხაროდ,თუმცა ბედნიერი ვარ რომ ექიმი ვარ
-მართლა მაგარია ექიმობა,ძალიან მაგარი შეგრძნება იქნება ,როცა ხალხს შველი_აღტაცებით თქვა სესილიმ
-კი,ნამდვილად_მახსოვს როგორ ვნერვიულობდი ჩემ პირველ დამოუკიდებელ ოპერაციაზე_მოგონებებში ჩაიძირა ნია-საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა
-ნია _ოთახში შემოვარდა ნოე და ნიას მოეხვია.გოგონამ ძმას მაგრად მოხვია ხელები და ორივე ფუმფულა ლოყაზე მაგრად აკოცა.
-გამარჯობა_მიესალმა სესილის ბავშვი
-გამარჯობა,შენ ნოე ხარ არა?_გაუღიმა სესილიმ
-კი _უპასუხა ბავშვმა და მის გვერდით ჩამოჯდა
-ნოე,ხომ გშია?საუზმე უკვე მზადაა_უთხრა ნიამ-მიას და ცოტნეს დაუძახე და ვისაუზმოთ.
ყველანი სასაუზმოდ დასხდნენ,დღე მხიარულად დაიწყო.სესილისაც არ უგრძვნია თავი უცხოდ მათ შორის.ნიას და-ძმებმა ,როგორ დიდი ხნის მეგობარი ისე მიიღეს ის.ბედნიერი სახით აკვირდებოდა ოთხივეს და ფიქრობდა იმაზე თუ რა ბედნიერებაა,როდესაც ასეთი და-ძმები გყავს.
-რა დრო გასულა_საათს დახედა ნიამ-სამსახურში წავალ
-მეც გამოგყვები და სახლში წავალ_თქვა სესილიმ
-რა გეჩქარება,იყავი,მე ადრე დავბრუნდები დღეს_თქვა ნიამ
-ჰო დარჩი_მხარი აუბა მიამაც
-რავიცი ,მერიდება თქვენი შეწუხება
-სულაც არ გვაწუხებ_უთხრა მიამ-დარჩი და ფილმს ვუყუროთ
-კარგი,დიდი სიამოვნებით_დაეთანხმა სესილი
...
ნია პაციენტის პლატიდან გამოვიდა,ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და შეტყობინებას კითხულობდა,ამიტომაც ვერ შეამჩნია მის წინ მდგარი სანდრო და შეეჯახა.
-უი,ბოდიში ვერ დაგინახე
-არაუშავს_უთხრა სანდრომ-როგორ ხარ?
-მე კარგად
-სესილი შენთანაა?_ჰკითხა მან
-კი._უპასუხა მოკლედ
-როგორ არის?
-კარგადაა,ჩემი და ძმებიც გაიცნო და დამეგობრდნენ
-ჰოო,მაშინ კარგად იქნება მოწყენის საშუალებას არ მიცემენ_გაეღიმა სანდროს-ისე მეც მომენატრა შენი და-ძმები
-ჰოდა,შეგიძლია გვესტუმრო_შესთავაზა ნიამ
-სიამოვნებით_უპასუხა მამაკაცმა-ნია
-ჰო_უპასუხა გოგონამ
-თმაზე რაღაც გაქვს_მიუახლოვდა
-რა არის_იკითხა ნიამ
-აი მოგაცილე_უპასუხა სანდრომ
მათი სახეები სულ უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს.
ცოტაც და ერთმანეთს აკოცებდნენ,თუმცა ნიას ტელეფონში შეტყობინების ხმა გაისმა.მოულოდნელობისგან შეკრთა და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.სანდრო მაშინვე დაიხარა,რომ ტელეფონი აეღო და ანთებულ ეკრანზე შეტყობინებას მოკრა თვალი,რომელიც გიორგისგან იყო,ტექსტში ყველაზე მეტად მისი ყურადღება რამდენიმე გულმა მიიქცია.ტელეფონს დაწვდა და ნიას მიაწოდა.
-როგორც ვხედავ გიორგის დაუახლოვდი_სიბრაზე შეპარული ხმით თქვა სანდრომ
-ჰო,კარგი ადამიანია და თან ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა.
-ჰო?_ცინიკურად ჩაეღიმა-როგორც ერთ დროს ჩვენ
-სანდრო,გეყოფა რა...
-რა მეყოფა,წესიერად არც მელაპარაკე იმ ამბის...
-ჰოდა ახლა ვილაპარაკოთ_ხმამაღლა თქვა ნიამ-დიდ მნიშვნელობას ნუ ანიჭებ იმ ამბავს,ჩვენ დავშორდით და ვისაც მინდა იმას დავუახლოვდები,გასაგებია?
-შენ მიმატოვე ახლა ჩამოდი და ისევ იგივეს აკეთებ,არ მაძლევ უფლებას დაგივიწყო.ჩემი გრძნობებით სასტიკად თამაშობ
-სანდრო_ცრემლმორეული ხმით თქვა ნიამ და ნერვიულობისგან სუნთქვა გაუხშირდა.
მამაკაცი შეჩერდა,მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა.მაშინვე ინანა,რომ ასე გაცხარდა.შეშინებული თვალები ნიას მიაპყრო.გოგონა კედელს მიეყრდნო,რადგან მკერდში მწვავე ტკივილი იგრძნო და თავბრუსხვევა,სუნთქვაც უჭირდა.მუხლები მოეკვეთა,მაგრამ სანდრომ წელზე მაგრად მოხვია ხელი დ იქვე ცარელ პალატაში შეიყვანა.
-სანდრო..._ცდილობდა რაღაცის თქმას მაგრამ ძალა აღარ ყოფნიდა.ტუჩები კი მთლიანად გაულურჯდა.
-ჩემ კაბინეტშია წამალი,მაგიდაზე_თქვა სუსტი ხმით
-ნუ გეშინია ახლავე მოვალ,გამაგრდი გთხოვ._ანერვიულებული ხმით თქვა სანდრომ და სასწრაფოდ კაბინეტისკენ გაიქცა.
-სანდრო,რა მოხდა?_გაუკვირდა დათოს,როდესაც დაინახა თუ როგორ მირბოდა დერეფანში თვალებჩაწითლებული და ანერვიულებული სანდრო
-ნია ცუდადაა,წამლის მოსატანად მივდივარ
-რა?_დაიყვირა დათომ-სადაა?
-დერეფნის ბოლო პალატაში_თქვა სანდრომ,ოთახის კარი შეაღო ,წამალი საჩქაროდ აიღო და ისევ ნიასკენ გაიქცა,დათოც თან გაყვა.საბედნიეროდ დროზე მიუსწრეს.ცოტა ხანს საწოლზე იწვა და თავი ოდნავ უკეთ იგრძნო თუ არა მაშინვე წამოდგომა დააპირა.
-არა,იწექი_შეაჩერა დათომ
-კარგად ვარ დათო_სუსტი ხმით უპასუხა ნიამ
-ცოტა ხანს იწექი გთხოვ,ძალიან შემეშინდა.კი მაგრამ რა მოხდა?რამეზე ხომ არ ინერვიულე
-არა,არაფერზე მინერვიულია_უპასუხა ნიამ და იქვე,კედელთან მდგარ სანდროს გახედა.რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად იდგა და შეშინებული თვალებით უყურებდა ნიას.
-დღის ბოლომდე აქ იწექი და სახლში თვითონ წაგიყვან_თავზე ხელი გადაუსვა დათომ
-კარგი რა,რა საჭიროა შენი ასე შეწუხება.მართლა კარგად ვარ_თქვა ნიამ
-საერთოდ არ ვწუხდები.გინდა შენ დას ან ძმებს დავურეკო?
-არაა,არ ღირს მათი ანერვიულება ამ უბრალო შემთხვევის გამო,ცოტა ს დავისვენებ და უკეთ ვიქნები.
-კარგი_ფეხზე წამოდგა დათო-მაშინ ჩვენ გავალთ და ცოტა დაისვენე,თუ რამე მოხდა დაგვირეკე
-კარგი_გაეღიმა ნიას-მადლობა ყველაფრისთვის
...
-დაეძინა_ხმადაბლა თქვა დათომ და ბავშვი საწოლში ფრთხილად ჩააწვინა.
-რა მშვიდი ბავშვია_თქვა სოფიამდა მძინარე დანიელს სიყვარულით შეავლო თვალი-თითქმის არ ტირის
-ჭკვიანი ბიჭია_გაეღიმა დათოს
-ჰო_დაეთანხმა სოფია-დათო,ნია როგორ არის?_ჰკითხა ქალმა
-ახლა კარგადაა_უპასუხა ცოლს და საწოლზე მის გვერდით ჩამოჯდა
-ვინერვიულე ძალიან_თქვა ქალმა-კარგი ,რომ უკეთაა
-ჰო,ძალიან მეშინია.არ ვიცი კიდევ თუ გაუძლებს_თქვა დათომ
-გაუძლებს,აუცილებლად.ნია კარგად იქნება
-ხომ იცი ნიას ამბავს განსაკუთრებით განვიცდი,ძალიან მიყვარს თანაც დედაჩემსაც სწორედ იგივე დაავადება აწუხებდა გულის,ამიტომ ძალიან მეშინია.
-მესმის.ნია მეც საკუთარი სვილივით მიყვარს.ცუდზე არ ვიფიქროთ,ნია კარგად იქნება_თქვა სოფიამ და ქმარს მხარზე დაადო თავი.
-იმედი მაქვს_უპასუხა დათომ და ცოლს აკოცა
-სესილი როდის დაბრუნდება?_იკითხა სოფიამ
-მგონი ხვალ._უპასუხა მამაკაცმა
-კარგია,ერთი დღეც რომ ვერ ვნახო მენატრება.
-მეც ზუსტად ასე ვარ.ისე ნიამ მითხრა რომ მის და-ძმებს უკვე დაუახლოვდა.სესილისთვისაც კარგია ახალი ადამიანების გაცნობა_თქვა დათომ
-მართალია,ჯერ კიდევ რა ახალგაზრდას მოუწია ცხოვრების სიმძიმესთან შეჭიდება.
-ძლიერი გოგოა და ყველაფერს გადაიტანს_თქვა დათომ
-აბა რა_უპასუხა ქმარს-თანაც ჩვენ მის გვერდით ვართ.
...
-ბავშვებო,სასიამოვნოა თქვენი გაცნობა_თქვა სესილიმ და ნოე და მია გადაკოცნა
-ჩვენთვისაც_უპასუხა მიამ-იმედია ხშირად გნახავთ ხოლმე
-აბა რა_უპასუხა სესილიმ,მიას გაუღიმა და კარისკენ წავიდა
-სესილი დამელოდე_მოესმა ცოტნეს ხმა-მე გაგიყვან მანქანით
-მადლობა_გაუღიმა სესილიმ და ცოტნესთან ერთად გარეთ გავიდა.



№1 სტუმარი სტუმარი nina

rogor velodebodi ar meko dzalian kargia .veli shemdeg tavs nu agvianeb

 


№2  offline წევრი fireending

სტუმარი nina
rogor velodebodi ar meko dzalian kargia .veli shemdeg tavs nu agvianeb

მადლობა ♥ ,ზეგ იქნება შემდეგი თავი საღამოს.

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime vegirseeeeee, iqetaa guls mixetqav, aqaaa da damechima nervebiii, chemi sikvdili gindat ho tqvennnn????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent