შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შემიყვარდა კრიმინალი l თავი (ნაწილი ll)


16-08-2018, 04:02
ავტორი ელ_ჯეიმსი
ნანახია 19 567

კვადრატული ფორმის ოთახს სანახევროდ ანათებდა ჭერში დამონტაჟებული სუსტი განათება, მის ერთადერთ მოწყობილობას კი ცენტრში მდგარი რკინის მაგიდა და ერთმანეთის პირისპირ შემოწყობილი სკამები წარმოადგენდნენ, რომლებზეც ორ მამაკაცს დაეკავებინა ადგილი. ერთი მათგანი, შედარებით ასაკიანი , საქმიანი სახით ჩაჰკირკიტებდა წინ გადაშლილ საქაღალდეს და დროდადრო რაღაცას აცნობდა წინ მჯდომს...რომელიც, სკამის საზურგეზე მთელი ტანით გადაწოლილიყო და ერთმანეთში გადახლართული თითები კეფაზე შემოეწყო... ისეთი გულგრილი და მობეზრებული გამომეტყველება ჰქონდა,იფიქრებდით ცოტაც და მოწყენილობისგან ჩამოეძინებაო...
- მაშ ასე...ბრალი რაში გედება, უკვე იცი...დანარჩენს შენს ადვოკატთან გაარკვევ...ჩემთან კითხვები გაქვს?-სათვალე მოიხსნა ასაკიანმა და წინ მჯდომს გახედა.
- არა... - იმავე გულგრილობით მოუჭრა მამაკაცმა.
- ძალიან კარგი...აი, შენი ადვოკატიც მოვიდა!
კარი გაიღო და მამაკაცების მზერამაც ოთახში შემოსული ქალისაკენ გადაინაცვლა.საშუალო სიმაღლისა და ტანთხელს , ჩალისფერი თმა მბზინავ ტალღებად დაყროდა თმაზე...მეტყველი მწვანე თვალებით და ზედმეტად ფაქიზი ნაკვთებით, ფრესკიდან გადმოსულ ანგელოზს უფრო ჰგავდა, ვიდრე მომაკვდავ იურისტს...ერთი შეხედვით ჩვეულებრივი გარეგნობისას, სადად ეცვა, თეთრ პირსახეს მინიმალური მაკიაჟი უფარავდა და ამ სისადავესა და ბუნებრიობაში იყო მთელი მისი ის განსაკუთრებული სილამაზე და მომხიბვლელობაც, თვალის მოცილება რომ.დაგენანებოდათ...ასაკიანთან რამდენიმე სიტყვა გაცვალა, მისი გასვლის შემდეგ კი ბრალდებულის წინ დაიკავა ადგილი და მზერა მშვიდად გაუსწორა.
-გავიცნოთ ერთმანეთი! ნია სანიკიძე...თქვენი სახაზინო ადვოკატი!- გაუღიმა წინ მჯდომს, შემდეგ კი ღიმილი პირზე შეაშრა , მამაკაცს წარბიც რომ არ შეუხრია, მისი გაწვდილი ხელისთვის კი ზედაც არ დაუხედია..ერთხანს თვალმოუშორებლად აკვირდებოდა გაურკვეველი მზერით, შემდეგ კი ისე რომ ქალისთვის მზერა არ მოუშორებია, მაგიდაზე დაყრდნობილი იდაყვებით წინ გადმოიხარა და იმდენად ახლოს აღმოჩნდა მის სახესთან,საკუთარ ლამის უკვე მის სუნთქვას გრძნობდა სანიკიძე.
-ესე იგი შენ უნდა დამიცვა?
-ასეა…-ჰაერი ღრმად შეისუნთქა, ცივი შეხვედრით , ცივი მზერით , ასეთი სიახლოვითა და ნესტოებში დაუკითხავად შემძვრალი გრილი სურნელის გამო უცნაურად დაბნეულმა ქალმა. ნატიფი თითებით, თმა ნერვიულად გადაიწია ყურს უკან და მზერის ასარიდებლად , უცნაურად რომ ააფორიაქა , თვალები წინ დადებულ საბუთებში დამალა -თუ რამე საწინააღმდეგო გაქვს, შეგიძლია , სხვა ადვოკატი მოითხოვო…-საბუთებიდან მზერა ისევ მამამაკაცზე გადაიტანა და შეცბა.წამითაც არ აშორებდა მზერას ეს უკანასკნელი და ისე აკვირდებოდა , თითქოს მის სულში ჩაძვრომას ცდილობსო...რას ფიქრობდა , სანიკიძეს წარმოდგენა არ ჰქონდა, ზედმეტად შავი სფეროები მოურიდებლად ბურღავდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ემოციებს შესანიშნავად ფარავდნენ და ამ ყველაფრისგან კიდევ უფრო აფორიაქებული სანიკიძე, ვერც კი მიხვდა როდის დაეძაბა სუნთქვა და აუჩქარდა პულსი...ამ აჩქარებული გულის და სისუსტე შეპარული ფეხების გამო ,ადგომას და ოთახიდან უკანმოუხედავად გაქცევას რომ ლამობდნენ, უარესად მოეშალა ნერვები და ვერც კი გაიაზრა მთელ ტანში ისე მოედო ბრაზი.დაძაბულმა,კი მხოლოდ მაშინღა ამოისუნთქა მამაკაცმა იკადრა და მისი ბურღვა რომ შეწყვიტა, შემდეგ კი სკამის საზურგეზე ნებივრად გადაწოლილი ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა.
-პროკურატურა, მაგრად მეღადავება!- არ დაიშურა ირონია.
-უკვე, გითხარი...ადვოკატის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეგიძლია მოითხოვო…-კიდევ ერთხელ ღრმად შეისუნთქა ჰაერი ნიამ და წინ დადებულ საბუთებს მიუბრუნდა. - საქმეზე გადავიდეთ…
-გადავიდეთ…-ირონია არ მოუშორებია ისე გაუღიმა მამაკაცმა.
შემდეგ რაც ხდებოდა...საქმის განხილვის გარდა ყველაფერი იყო...ირონიული პასუხები და დამცინავი მზერა, დაბნეული ქალი თავის ხელში აყვანას და საუბრის ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას მთელი მონდომებით რომ ცდილობდა..და ხვდებოდა, რომ ბრალდებული , იმის მაგივრად რომ მუხლებში ჩავარდნოდა და მისთვის ყველანაირად ხელი შეეწყო რათა გისოსებს მიღმა არ აღმოჩენილიყო,(რაც უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა)...ამის მაგივრად , მამაკაცი შექმნილი სიტუაციით უბრალოდ მაგრად ერთობოდა!
-ასე არაფერი გამოვა! -საქაღალდე ხმაურით დახურა საბოლოოდ ბრაზმორეულმა სანიკიძემ და გაუსწორა მზერა - მე აქ შენ დასაცავად ვარ და არა შენთან საბრძოლველად!
- მე შენ არ გებრძვი...
-გგონია გასართობად გაქვს საქმე?- მზერა დააწვრილა ნიამ - ქალზე ძალადობა...არც ისე, მსუბუქი ბრალდებაა...
-აქედან დღესვე გავალ…-გულგრილად მიუგო მამაკაცმა.
- ნუ იქნები მეტისმეტად თავდაჯერებული! ბრალდება...
-და რა სამხილი უჭირავს ბრალდებას? ჩემი ყ*ე! - უეცრად წინ გადმოიხარა მამაკაცი და ადვოკატის სახის ზერელე შეთვალიერების შემდეგ ტუჩებზე დააკვდა მზერით..კიდევ ერთხელ აფორიაქდა ქალი და იგრძნო როგორ აუჩქარდა გული- დედამოტყნულად ლამაზი ხარ!-ენის წვერი ქვედა ტუჩზე გადაიტარა მამაკაცმა შემდეგ კი მომენტალურად სახე აწითლებულს გაუსწორა მზერა…
დარჩენილი დრო , შეძლებისდაგვარად გმირულად გაუძლო ქალმა, საუბრის დასასრულს კი ისე სწრაფად დატოვა ოთახი , იგრძნო გაქცევას უფრო გავდა მისი საქციელი და ამაზე ნერვებმოშლილს კიდევ უფრო მოეშალა ნერვები. ბრალდებული, რომლის სახელი ლუკა აბაშიძე გახლდათ, მართალი აღმოჩნდა...ბრალდების მხარეს საკმარისი მასალა არ გააჩნდა მის პატიმრობაში დასატოვებლად. გათავისუფლების ცნობა, უკვე მეორე დღეს იმავე ოთახში მიუტანა მამაკაცს და უსიტყვოდ, ისე დაუდევრად დაუგდო წინ ზედაც არ შეუხედავს. ოთახიდან გამოსულს კი ცოტა დააკლდა ბრაზისგან არ აალებულიყო, როცა დააფიქსირა მისი საქციელით საბოლოოდ გახალისებულ მამაკაცს ეტყობოდა ცოტა აკლდა ბოლო ხმაზე არ ახარხარებულიყო...დერეფანში იდგა და ერთიანად მონგრეული , ყავის აპარატთან თავის რიგს უცდიდა…ისეთი გრძნობა ჰქონდა ,თითქოს მატარებელმა გადაუარა. ნერვები ეშლებოდა თავისი არაპროფესიონალური საქციელის გამო, თავის გაკონტროლება ვერაფრით რომ შეძლო და პატარა ბავშვივით დაიბნა და ავარდა...ის იყო, ერთი ნაბიჯით წაიწია რიგში თვალის კუთხიდან, დერეფანში მომავალი აბაშიძის მაღალი სხეული რომ დააფიქსირა და ნაცნობმა დაძაბულობამ , კიდევ ერთხელ დაუკითხავად დაუჭიმა სხეული...მაგრამ აბაშიძეს მისი არსებობა არც კი შეუმჩნევია, გვერდით მომავალ მამაკაცთან საუბარში გართულმა სწრაფი ნაბიჯით დატოვა შენობა, გარეთ მომლოდინე ჯიპში ჩაჯდა და თვალსა და ხელს შუა აორთქლდა ადგილიდან...ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მოეშვა და მშვიდად ჩამოისხა კუთვნილი ყავა, რომელიც საშინლად ესაჭიროებოდა…
-როდის ჩამოვიდა?-იქვე მდგომის კითხვამ მიიქცია მისი ყურადღება..
-აზრზე არ ვარ…- მხრები გულგრილად აიჩეჩა მისმა მოსაუბრემ და ნია ინტუიციით მიხვდა ვისზეც იყო საუბარი...ყავა მოსვა და უსიამოვნოდ დამანჭა სახე.ფიქრებს აყოლილს შაქრის დამატება დავიწყებოდა.ახლის ყიდვაზე აღარ უფიქრია, საბოლოოდ ნერვებმოშლილმა იქვე მდგარ ნაგვის ყუთში ჩაუძახა ჭიქას, გულში გვარიანად გამოლანძღა ყოფილი დაცვის ქვეშ მყოფი და სწრაფი ნაბიჯით დატოვა შენობა.

***
- გეუბნები ეს შეშლილი ძუკნები მოგიღებენ ბოლოს-მეთქი, შეეშვი-მეთქი ,მაგრამ არ მიჯერებ ძმაო და რა გიყო, მითხარი?-სიცილით გადახედა საბამ გვერდით მჯდარ მეგობარს.
-ლიკა ასი წლის წინანდელი თემაა.. საიდან გამოჩხრიკეს, მაგათი დედაც- გაეცინა ლუკასაც.
-შეკერილი საქმეა, იასნად ხო?
- შეკერილია - კვერი დაუკრა ლუკამ - თან მაგარი ბანძად შეკერილი... ისევე როგორც ჩემი ადვოკატის ვითომ მოუწესრიგებელი საბუთები.. აბა რატომ გაახსენდებოდა ამდენი წლის შემდეგ ლიკას რომ ჩემს ცოლობაზე ოცნებობდა, მაგრამ რამდენიმე ღამიანი ჟიმაობის მეტი ვერაფრი მიიღო?
- ფულით მოქესტეს?
-აზრზე არ ვარ... მაგას ისე ვძულვარ აქეთ გადაიხდის ნებისმიერისთვის, ვინც კარგის ტ*აკს მომიტყნავს- გაეცინა აბაშიძეს.
- უმაღლესი კლასის ძუკნაა... ძუკნების ძუკნა - თავი დაუქნია საბამ - მისმინე...რამის მიქარვას ხო არ აპირებ? ლიკასთან მივარდნას და რამეს? - ფრთხილად შეეკითხა მეგობარს
-არა ,რა ლიკა... მაგის დედაც მოვტყან- სახე დამანჭა აბაშიძემ - კასპისკენ გადაუხვიე - დაამატა დუმილის შემდეგ
-დარწმუნებული ხარ?-ფრთხილად გადმოხედა მეგობარს ხმა შეცვლილმა საბამ
- დარწმუნებული ვარ.. - თავი დაუქნია ლუკამ - პარადოქსია, მაგრამ ეხლა სწორედ მაგ დაწყველილი ადგილისაკენ მიმიწევს გული... - ჩაილაპარაკა შეცვლილი ხმით და სწრაფად მიმავალი მანქანის მინიდან წამებში ცვალებად ჰორიზონტს გახედა.

***

ნიამ მშობლიური უნივერსიტეტის შენობაში შებიჯებისთანავე გეზი 219 აუდიტორიისაკენ აიღო. აქ ეგულებოდა კაცი, რომელსაც მისთვის საინტერესო თემაზე პასუხების გაცემა შეეძლო. ლექციის დასრულებამდე ათი წუთიღა რჩებოდა , მაგრამ ნია გრძნობდა თანდათან როგორ ელეოდა მოთმინება. 
უჩვეულო ფიქრებსა და განცდებში ჩაძირული სანიკიძე ზარის ხმამ გამოაფხიზლა და მანაც მაშინვე აუდიტორიის კარისაკენ აიღო გეზი. ოთახი მალე დაიცალა სტუდენტებისაგან და ნიამაც გულისფანცქალით შეაბიჯა შიგნით.მისდა გასახარად თმაშევერცხლილი ,სანდომიანი სახის ლექტორი ჩვეულ ადგილს მისჯდომოდა და მაგიდაზე გაშლილ სტუდენტების ნამუშევრებს დასცქეროდა გამჭვირვალე სათვალის მეშვეობით
- ბატონო ლევან -ფრთხილად დაიწო ნიამ
მის ხმაზე კაცმა თავი ასწია და თვალებში შეაცქერდა გოგონას
-ნია! - წამოიძახა წამის შემდეგ და სათვალე შეიხსნა - როგორ გამახარე, ჩემო გოგო!
-მეც მიხარია თქვენი ნახვა - გაუღიმა ნიამ და თბილად ჩაეხუტა მონატრებულ მასწავლებელს.
- მე რაღაც კითხვები მაქვს თქვენთან ერთ საქმეზე - პირდაპირ საქმეზე გადავიდა სტანდარტული მოსაკითხი ფრაზების შემდეგ
-აბა , დაიწყე - ისევ სათვალით შეიმოსა ლექტორი და გოგონას ინტერესით დააკვირდა
- მარიამ აბაშიძის საქმეზე
- მაინც რა გინდა რომ იცოდე?
- ყველაფერი - მოუჭრა გოგონამ
-მარიამ აბაშიძე...
- ვინ იყო ?-მოუთმენლად იკითხა ნიამ
- ის ლუკას და იყო... სანდრო და ლელა აბაშიძეების ქალიშვილი..
- რა დაემართა მას?
- ის გაიტაცეს და მოკლეს...
- ღმერთო... - აღმოხდა ნიას - შემდეგ ? შემდეგ რა მოხდა? მკვლელი იპოვეს?
- ვერა. ან არა. არავინ იცის. შემთხვევა სტანდარტულ , ჩვეულებრივ ძალადობრივ საქმეს მიაწერეს, მაგრამ დადიოდა ხმები რომ ეს არ იყო დანაშაული სადაც მხოლოდ ერთი პირი ფიგურირებდა. მის უკან იდგა ადამიანთა ჯგუფი , რომლის წევრებსაც ხელები ჰქონდათ გასვრილი ყველანაირ სიბინძურეში ნარკოტიკებში, პროსტიტუციაში, ტრეფიკინგში...
- საქმე გაუხსნელი დარჩა?
- გაუსნელი დარჩა , კი... ამბობდნენ რომ მკვლელი პოლიციასთან იყო შეკრული..მაშინ საშინელი დრო იყო. მოქრთამვა,.. ყველანაირი სიბინძურე მაშინ ჩვეულებრივი მოვლენა იყო.აღარც კი ფარავდნენ ...ჩვენმა განყოფილებამ განსაკუთრეულად გაითქვა სახელი... მე ეს ვერ ავიტანე და წამოვედი... - მძიმედ დაასრულა ლევანმა და გამოღებულ ფანჯარასთან მივიდა სუფთა ჰაერზე დასამშვიდებლად. -შენ რატომ დაგაინტერესა აბაშიძეების ისტორიამ?
- მე ლუკას ადვოკატი ვიყავი ერთ საქმეში...
- რა საქმეში?
- ყოფილმა შეყვარებულმა უჩივლა , მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს და დღეს გაანთავისუფლეს
- ლუკა თბილისშია? -გაოცდა ლევანი
- კი
- რისთვის? რატომ დაბრუნდა?
- ხალხი ფიქრობს , რომ შურისსაძიებლად... მარიამის გამო
- რა თქმა უნდა, სხვა რის გამო დაბრუნდებოდა? მგონი მძიმე ამბები გველის წინ - თავი მძიმედ გააქნია ლევანმა
-მკვლელობა სად მოხდა?- იკითხა ნიამ
- ციხისუბანში.. ეს სოფელია კასპის მუნიციპალიტეტში,თბილისთან ახლოს.. იქ იპოვა გოგონას სხეული ერთადერთმა მოწმემ მერი ნატროშვილმა...

***
თბილისის ცას უკვე ბინდი ეპარებოდა , როდესაც ციხისუბნისაკენ მიმავალმა ნიამ ავტომობილით კასპის რაიონისაკენ გადაუხვია. ბუნებით დინჯსა და წყნარ გოგონას საკუთარი თავის უკვირდა და ვეღარ ცნობდა კიდეც მას. ვერაფრით გაერკვია რატომ დააინტერესა და ჩაითრია მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გაცნობილმა პიროვნებამ და მასთან დაკავშირებულმა ჯერ კიდევ ბუნდოვანმა ისტორიამ.ლუკას პერსონა არც ისე სანდომიანი გახლდათ და იმის მაგივრად, რომ დაევიწყებინა და აღარასდროს გაეხსენებინა იგი, ნია უფრო ღრმად ცდილობდა მის ბნელ საქმეებში შეხედვას და აბაშიძის არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ ეს კარგს არაფერს მოუტანდა. 
კითხვა-კითვით მალე მიაგნო ციხისუბანს . კითხვა-კითხვითვე შეიტყო, რონ გზის დასასრულთან ცხოვრობდა ხანშიშესული ქვრივი მერი ნატროშვილი. უკვე მწვანედ შეღებილი ჭიშკრის წინ მდგარი, წამით დაფიქრდა იმაზე თუ რა ესაქმებოდა იქ... მაგრამ მხოლოდ წამით. მალევე თავის გაქნევით მოიშორა აბეზარი ფიქრები და მასპინძელს უხმო. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, რკინის ჭიშკარი ნახევარ წუთში ხმაურით გაიღო და ზღურბლზე შავებში შემოსილი გამხდარი ქალი გამოჩნდა.
-რა გნებავთ? - ეჭვით შეათვალიერა ქალმა ნია
-მეე... მე მარიამ აბაშიძეზე კითხვების დასასმელად მოვედი - ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე უპასუხა ნიამ 
-მერამდენედ? მერამდენედ უნდა გავიმეორო ერთიდაიმავე? - აღელდა ქალი - წადით... ამ თემაზე აქ აღარავინ მოვიდეეს! აღარავინ! - ბრაზით აენთო თვალები ქვრივს და ჭიშკრის მიკეტვა სცადა
- მხოლოდ ის მითხარით ...მხოლოდ ის მითხარით ეს სად მოხდა? - შეევედრა გოგონა ქალს
- სოფლის დასაწყისში ალვის ხეების კორომია, იქ ძველი სახლი დგას.. იქ მალავდნენ გოგოს და იქ ვიპოვე მეც.. ეხლა კი წადით!-ესღა თქვა მერიმ და ჭიშკარი ხმაურით მიკეტა. 
ალვის ხეების კორომს ნია შორიდანვე ამჩნევდა. იქამდე მანქანით მივიდა, კორომში კი ფეხით გაუყვა გზას , რადგან ოღრო - ჩოღრო გზებზე მანქანით მოძრაობა შეუძლებელი ოყო. სახლს მალე მოაგნო, თუმცა სახლი მის ნანგრევებზე ძნელად ითქმოდა. იგი ვიღაცას დაეწვა. დარჩენილი იყო რამდენიმე კედელი და სახურავის მცირე ნაწილი. სანახავი და გამოსაკვლევი აღარაფერი იყო. შემოდგომის სუსხიანი საღამოთი შემცივნებულმა და ნანახით დაზაფრულმა ნიამ ის იყო უკან გამობრუნება დააპირა, რომ მამაკაცის ძლიერმა სხეულმა სახლის ერთ-ერთ კედელზე მიაჯაჭვა.გოგონამ ყრუდ დაიკვნესა და რამდენიმე წამიანი მწვავე ტკივილისგან თავის დაღწევის შემდეგ მისმა გონებამ სიბრაზისაგან აგიზგიზებული ხმა და შავი თვალები აღიქვა
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - იქუხა მამაკაცმა



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

რაააააა?
სერიოზულადდ??
წავედი წავიკითხო
და ხო მომენატრე :დდ

 


№2 სტუმარი სტუმარი bubu

dzalian magaria male dade axali tavi

 


№3  offline წევრი SillyGirl

თვალებს ვერ ვუჯერეებ
როგორ გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი და მერე თან კრიმინალებიო.
აკლდი საიტსს დაა ძალიან კარგი დაწყება იყო.
უკვე ვერ ვითმენ შემდეგ თავამდე.
წარმატებები...

 


№4  offline წევრი ket-kat

ნონსენსსსს შენ ხარ???? ძალიან გამახარე <3 არ გაბედო ისევ დაკარგვა !!!! ველი ახალ თავს ;))))

 


№5  offline წევრი tamuna.s

ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება თან ასეთი ისტორიი, მიყვარს შენი კრიმინალები :დდ არ დააგვიანო რა, გელოდები მოუთმენლად

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

რაღაცის გამო შევწყვიტე შენი ისტორიების კითხვა და ვერ ვიხსენებ რატომ :D :D.

 


№7  offline წევრი Mari-Mariami.16

რომ იცოდე როგორ გამიხარდა ამ ისტორიის მეორე ნაწილის სიახლეებში დანახვა ❤❤❤ მერამდენედ ვკითხულობ ამ ისტორიას უკვე სათვალავი ამერია ❤❤❤ წარმატებებს გისურვებ! ❤❤❤
--------------------
"One choise can transform you" M.G

 


№8 სტუმარი სტუმარი Karma

არააა??? აი ზუსტად გუშინ წავიკითხე პირველი ნაწილი(უკვე არ ვიცი მერამდწნწდ) და დღეს ახალი ისტორია დამხვდა, თან მეორე ნაწილიო?? მაგრამ პირველთან არაა კავშირში ხო??
მოკლედ ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება, საინტერესო დასაწყისია და ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

 


№9 სტუმარი Sola

ვგიჟდები, ვგიჟდები შენზე :* კრიმინალები რამდენჯერ მაქვს წაკითხული არ ვიცი უკვე...გელოდი და ძაან გამიხარდაა,დარწმუნებული ვარ ესეც ძაან მაგარი იქნებაა...ველი შემდეგ თავს სულმოუთქმელად

 


№10 სტუმარი Mako

Pirvel istoriastan rame kavshirshia

 


№11  offline წევრი დარინა

არ არსებობს შენ დაბრუნდიიიიიი, ღმერთო რა მაგარიაააა, დაბრუნდი და თან ისეთი მაგარი ისტორიაც მოგვიტანეეეე უკვე ეიფორიაშიიი ვარ, ისეთი მაგარი დასაწყისი ქონდა წარმომიდგენია წინ როგორი სიამოვნება გველოდებაააა, უკვე ერთი სული მაქვს როდია იქნება ახალი თავიიი, გაგიჟებით მომწონს ნიას და ლუკას წყვილიიიი.

 


№12 სტუმარი სტუმარი დეფნე

უმაგრესიაა. არ შეწყვიტო გთხოვ და გააგრძელე. როგორ მომწონს

 


№13 სტუმარი თინა

ერთი წლის შემდეგ ????

 


№14 სტუმარი მზეო

ამას პირველ ნაწილთან ექნება შეხება?

 


№15  offline აქტიური მკითხველი grafo

გამახსენდა :D.
ამ ისტორიას ვკითხულობდი მახსოვს და ბოლომდე მოგყევი. აი, მეორე რომ დაიწყე მანდ მიმოხილვაში, ან გახსნისას სულ სექსი იყო წინა პლანზე და გამაღიზიანა. სულ ლოყაზე კოცნა და მარტო ჟრუანტელზე ისტორიები არ მიყვარს, მაგრამ იქ ცოტა მეზედმეტა.
ხოდა, ერთი თხოვნა მექნება. გეხვეწები, გემუდარები +18 არც ერთი შენი ისტორიის რომელიმე თავს არ დააწერო და ისტორია არ გააფუჭო. უფრო ახსნა მეზარება ამ თემის, მაგრამა ვიცი რომ მიხვდი რასაც ვგულისხმობ.
შენ ძალიან, ძალიან მაგრად წერ, და +18-ის ხარჯზე არ უნდა გყავდეს მკითხველი. მაგის გარეშე უნდა გკითხულობდნენ და ვინც ვერ/არ წაგიკითხავს, ბევრს დაკარგავს.
აბა, შენ იცი :*.

 


№16  offline წევრი Lover-Girl

ვაიმე... რომ დავინახე ეს სათაური, გამიხარდა..მეგონა წინას გაგრძელება იქნებოდა... მართალია კავშირში არარის.. მაგრამ ესეც ძალიან მომეწონა.. იმედია არ დაიკარგები, და ახალ დიდ თავებს დაწერ kissing_heart მომწონს ეს"ჟანრი", თან ამ თემასთან დაკავშIრებით კარგად გამოგდის წერა.. ასე რომ ველოდები შემდეგ თავს დიდი ინტერესით, რომელიც იმედია მალე დაიდება..

 


№17 სტუმარი თინა

სად იყავი მერე აქამდე :D

 


№18 სტუმარი Araaaaaa

Aii gaaaacocxle imenaaaa magariaaa da tan mainteresebs ra kavshirshia chem sakavrel pirvel nawiltann?!?? Au ar gvalodinooo isev usasrulodd

 


№19  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

nawkas12345
რაააააა?
სერიოზულადდ??
წავედი წავიკითხო
და ხო მომენატრე :დდ

მეც მომენატრეთ ჩემი ერთგული მკითხველები :*
SillyGirl
თვალებს ვერ ვუჯერეებ
როგორ გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი და მერე თან კრიმინალებიო.
აკლდი საიტსს დაა ძალიან კარგი დაწყება იყო.
უკვე ვერ ვითმენ შემდეგ თავამდე.
წარმატებები...

მადლობა :*
ket-kat
ნონსენსსსს შენ ხარ???? ძალიან გამახარე <3 არ გაბედო ისევ დაკარგვა !!!! ველი ახალ თავს ;))))

კი ის მე ვარ :დდდ ძალიან ვეცდები აღარ დავიკარგო :))
tamuna.s
ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება თან ასეთი ისტორიი, მიყვარს შენი კრიმინალები :დდ არ დააგვიანო რა, გელოდები მოუთმენლად

მადლობა :* ვეცდები ,ხვალინდელ დღეს არ გადავაცილო
grafo
რაღაცის გამო შევწყვიტე შენი ისტორიების კითხვა და ვერ ვიხსენებ რატომ :D :D.

აუ , რატო?:(( დამიბრუნდი რა, შენი შეფასებები დამჭირდება ვიცი
Mari-Mariami.16
რომ იცოდე როგორ გამიხარდა ამ ისტორიის მეორე ნაწილის სიახლეებში დანახვა ❤❤❤ მერამდენედ ვკითხულობ ამ ისტორიას უკვე სათვალავი ამერია ❤❤❤ წარმატებებს გისურვებ! ❤❤❤

დიდი მადლობა <3
სტუმარი Karma
არააა??? აი ზუსტად გუშინ წავიკითხე პირველი ნაწილი(უკვე არ ვიცი მერამდწნწდ) და დღეს ახალი ისტორია დამხვდა, თან მეორე ნაწილიო?? მაგრამ პირველთან არაა კავშირში ხო??
მოკლედ ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნება, საინტერესო დასაწყისია და ველოდები გაგრძელებას ❤️❤️❤️

<3 <3
Sola
ვგიჟდები, ვგიჟდები შენზე :* კრიმინალები რამდენჯერ მაქვს წაკითხული არ ვიცი უკვე...გელოდი და ძაან გამიხარდაა,დარწმუნებული ვარ ესეც ძაან მაგარი იქნებაა...ველი შემდეგ თავს სულმოუთქმელად

მადლობა ^_^
Mako
Pirvel istoriastan rame kavshirshia

არა, ეს ისტორია არა არის პირველთან კავშირში, უბრალოდ ორი განსხვავებული ისტორია იქნება გაერთიანებული ერთი სახელის ქვეშ
დარინა
არ არსებობს შენ დაბრუნდიიიიიი, ღმერთო რა მაგარიაააა, დაბრუნდი და თან ისეთი მაგარი ისტორიაც მოგვიტანეეეე უკვე ეიფორიაშიიი ვარ, ისეთი მაგარი დასაწყისი ქონდა წარმომიდგენია წინ როგორი სიამოვნება გველოდებაააა, უკვე ერთი სული მაქვს როდია იქნება ახალი თავიიი, გაგიჟებით მომწონს ნიას და ლუკას წყვილიიიი.

<3 ^_^
სტუმარი დეფნე
უმაგრესიაა. არ შეწყვიტო გთხოვ და გააგრძელე. როგორ მომწონს

უღმესი მადლობა!
თინა
ერთი წლის შემდეგ ????

დიახ, ეს მე ვარ ერთი წლის შემდეგ! :დდდ
მზეო
ამას პირველ ნაწილთან ექნება შეხება?

არა ^_^

სტუმარი bubu
dzalian magaria male dade axali tavi

მადლობა :* ვეცდები, მაქსიმუმ ხვალ იყოს ახალი თავი

Lover-Girl
ვაიმე... რომ დავინახე ეს სათაური, გამიხარდა..მეგონა წინას გაგრძელება იქნებოდა... მართალია კავშირში არარის.. მაგრამ ესეც ძალიან მომეწონა.. იმედია არ დაიკარგები, და ახალ დიდ თავებს დაწერ kissing_heart მომწონს ეს"ჟანრი", თან ამ თემასთან დაკავშIრებით კარგად გამოგდის წერა.. ასე რომ ველოდები შემდეგ თავს დიდი ინტერესით, რომელიც იმედია მალე დაიდება..

მადლობა ^_^
უცნაური მე
ძალიან მაგარია. მიყვარს ასეთი ისტორიები. დაველოდები გაგრძელებას <3

დღეს იქნება ახალი თავი :*
თინა
სად იყავი მერე აქამდე :D

სახლში :დდდდ

Araaaaaa
Aii gaaaacocxle imenaaaa magariaaa da tan mainteresebs ra kavshirshia chem sakavrel pirvel nawiltann?!?? Au ar gvalodinooo isev usasrulodd

წინა ნაწილთან კავშირი არ აქვს.. დღეს იქნება ახალი თავი ^_^

 


№20 სტუმარი თინა

გავიდა დღევანდელი დღეც :(

 


№21 სტუმარი სტუმარი ლიკა

ასეთ ისტორიებშიც სწორედ +18 ს აქვს ხიბლი ://

 


№22  offline აქტიური მკითხველი terooo

რა საინტერესოა. ძალიან მომწონს... ლუკას გადაეყარა ხომ.

 


№23 სტუმარი teko

Ukacravad am istoriis wakitxva minda daviwyo da pirveli nawili rogor vipovo mxolod meore nawilis ramdenime tavi devs aq❤️

 


№24 სტუმარი სტუმარი თეო

პირველი ნაწილი სად ვნახო?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent