გიჟური დღეები (თავი 10)
თავი 10 იმ საღამოს ქალბატონ ნიტასთან შეხება აღარ მქონია, არც არაფერი უკითხავს და შესაბამისად არც უხეშად გამიცია პასუხი. დასაძინებლად ავედით მე, ლანა და ლეკვი, როგორც კი საათმა თორმეტს ჩამოკრა. დილა ჩვეულებრივად დაიწყო, რასაც გაგრძელებაზე ვერ ვიტყვი. ქვევით ისევ იგივე სამეული ჩამოვედით. ყველა გაღვიძებული დაგვხვდა ნიტას და ნუცას გარდა. -დილამშვიდობის! - მხიარულად მივესალმე მათ და ლუკას გვერდით ჩამოვჯექი. -დილამშვიდობის! -დღეს რას ვაპირებთ? - დაბალ მაგიდაზე ჩამოჯდა ლანა და ინტერესიანი მზერა მოავლო ბიჭებს. -ნიტას დავათვალიერებინებთ აქაურობას. - ალექსმა წამოყო თავი მდივნიდან. -სხვას არც ველოდი...- ჩუმად ჩავიბურტყუნე და ქირიას ჩამოვადე მხარზე თავი, მანაც უმალ გადამხვია ხელი. ქალბატონიც გამოჩნდა მოკლე სარაფანით და ყველას მოგვესალმა. მას კი ნუცა მოყვა უკან. ცოტახანში ვისაუზმეთ და მარტვილის დასათვალიერებლად ავიღეთ გეზი. პირველ რიგში ჭყონდიდის ეპარქიის კათედრა მოვინახულეთ.ნამდვილად პირდაფჩენილი დარჩებოდით იქაურობის შემხედვარე. კიდევ რამდენიმე საათი ვიბოდიალეთ ქალაქში და შუადღის სამი საათისთვის დაბრუნება გადავწყვიტეთ, ვინაიდან ძალიან დაცხა. -დღეს ჩემს საფირმო ნამცხვარს გამოგიცხობთ, რომელსაც ამერიკაში ხშირად ვაკეთებდი! - მისვლსთანავე გამოგვიცხადა ნიტამ. -კარგი იქნება! - ჩაიცინა სანდრომ და წელზე მოხვია ხელი. -კარგი მაშინ ახლავე დავიწყებ. - აჟიტირებული გავიდა სამზარეულოში. „საფირმო ნამცხვარი“ გონებაში გამოვაჯავრე „მის ამერიკა“. ეს რა კარგი სახელი მოვიფიქრე! რატომ ვერ ვიტან ამ გოგოს ასე? რას ვერჩი? თუმცა მე მაშინვე ვგრძნობ ადამიანის აურას. მისგან კი ცუდი აურა მოდის! -მოდი რა, ჯოკერი ვითამაშოთ! -წამოიძახა ლუკამ და ჩვენს პასუხს არ დალოდებია, ისე გავიდა კარტის მოსტანად. -რაზე ვითამაშოთ? -თამშის ბოლოს მოვუფიქროთ წაგებულს რამე! - ჩაიხითხითა ვაჩემ. -მე ჯოკერი არ მინდა! -რატომ ლიზ? - შუბლშეკრული მომიბრუნდა ტყუპი. -კარგად არ ვიცი.- მხრები ავიჩეჩე. - დურაკა ვითამაშოთ! -აუუ! -გადაწყვეტილია! - წარბები მაღლა ავწკიპე იმის ნიშნად, რომ გაპროტესტებას არ ექვემდებარებოდა. ლანამ, ნუცამ და ალექსმა უარი განაცხადეს თამაშზე, ამიტომ მე, ტყუპები და ლუკა ვთამაშობდით. თამაშმა ბევრი წივლ-კივილით ჩაიარა, საბოლოოდ კი მე წავაგე. -უსამართლობაა! - წავიბუზღუნე და იქვე მივაგდე კარტი. -აუჰ, რატომ ვითომ? -თქვენ სულ ჩემს გაჭედვას ცდილობდით! -კაი კაცო! - გადაიხარხარა ვაჩემ. - წააგე ახლა კი დროა წაგებულს რამე მოვუფიქროთ! - ეშმაკურად გადმომხედა, მერე კი ჩაფიქრებული სახე მიიღო. სამზარეულოდან მის ამერიკაც გამოვიდა და განგვიცხადა, რომ ნამცხვარი ღუმელში შედო. -რას თამაშობდით? - ღიმილით იკითხა. ოხ რა პოზიტივს აფრქვევს ეს გოგო, გაგიჟდები პირდაპირ. -დურაკას და ახლა წაგებულისთვის უნდა მოვიფიქროთ რამე, ანუ ლიზუსთვის! - ჩაიხითხითა ტყუმა. -აჰ გასაგებია! - მაგიდისკენ დავიხარე ჩემი ტელეფონის ასაღებად. ჩემი კი ავიღე, მაგრამ წყლით სავსე ჭიქას ხელი გამოვკარი შემთხვევით და ნიტას მობილური იმსხვერპლა წყალმა. კივილით წამოხტა გოგო და ტელეფონს მივარდა. -ჯანდაბა! არ გაფუჭდე რა! - ჩამრთველს დააჭირა. მინდოდა მეთქვა, რომ ჯერ არ ჩაერთო, სანამ არ გააშრობდა, მაგრამ თითქოს გონების რაღაც ნაწილს არ სურდა ეს. ჩართვის შემდეგ ნიტას მობილურმა რამდენჯერმე გაანათა და ისევ გაშავდა ეკრანი. - ჯანდაბა გაფუჭდა! ახლა რა ვქნა? რა მოუხერხებელი ხარ! - ტვინში სისხლმა ამასხა, ეს სიტყვები, რომ გავიგე. არა კი იყო მართალი მაგრამ... -კარგი ხელოსანს გავაკეთებინებთ! -მათთვის აღარ დამიგდია ყური, დავიბარე, რომ ოთახში ავდიოდი, თუმცა ჩუმად სამზარეულოში შევიპარე. -ახლა განახებ მოუხერხებელს,ქალბატონო! - ავისმომასწავლებლად გავიღიმე და მაცივრის კერები გამოვახე. ჯამით კრემი გამოვიღე, რომელიც ნამცხვრისთვის იყო. მარილიც მალევე ვიპოვე. სანამ გავურევდი ცოტა გავსინჯრე. მმმ...გემრიელია. ბლომად ჩავყარე ე.წ თეთრი სიკვდილი. კარგად, რომ ავურიე ისევ უკან დავაბრუნე კრემი. იმედია სანამ წაუსვამს, არ გასინჯავს. კატის ნაბიჯებით გამოვედი იქიდან და ოთახში ავედი ხითხითით. თუმცა ასე ადვილად არ ვაპატიებდი მაგ სიტყვებს. -კიდევ მოგიფიქრებ რამეს ქალბატონო! -ჩავიცინე და საწოლზე გავიშხლართე. ათი წუთი დავყავი იქ, შემდეგ კი უკან ჩავედი, რადგან ნიტას ნამცხვარი მაინტერესებდა. ისეთი სახე დავიკერე თითქოს თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ტელეფონის გამო და თავჩახრილი შევედი შიგნით. -ჰეი, ლიზ რატომ მოიწყინე? - ლოყები გამიწელა ლუკამ. სანდროს გავხედე. წარბშეკრული მიყურებდა ლამის „ატირებულს“. -მე არ მინდოდა! -საწყლად ამოვისრუტუნე და ქირიას ყელში ჩავრგე თავი. -კარგი საყვარელო, არაუშავს. მაპატიე ეგ სიტყვები! - ნიტას გავხედე. აჰა ისევ შენ ხომ მოგახტევინე ბოდიში? -კა...რგი! - ლანუკას გავხედე. აშკარად ეჭვით მიყურებდა. საამისოდ კარგად მიცნობს ჩემი ბიძაშვილი, რომ დავაჯერო თითქოს, ნიტას სიტყვები გულთან ახლოს მივიტანე. ისევ ლუკას ყელში ჩავაბრუნე თავი. -ახლა კრემს წავუსვამ ნამცხვარს და გამოვიტან! - მაშინვე ყურები ვცქვიტე ნიტას სიტყვებზე და უხმოდ გამეცინა. როგორც ჩანს ჩემი მუცლის ვიბრაცია იგრძნო ლუკამ და თავი მაღლა ამაწევინა. ჩემმა კმაყოფილმა მზერამ კი გააკვირვა. -მე მეგონა ატირდი და შენ...-თვალები დააწვრილა და ისე შემომხედა თითქოს რეტგენს მიღებდა. -ჩუ! -მუცელზე ვუბწკინე და მაშინვე დამანჭა სახე ტკივილისგან. -კარგი ხო! -ჩურჩულით მიპასუხა, შემდეგ კი მტკივან ადგილას მოისვა ხელი. ნიტას გამოსვლამდე ხმა არავის ამოუღია. თეფშების რაღარუღი მოგვესმა სამზარეულოდან და მალევე მის ამერიკაც გამოვიდა იქიდან. -ამ თეფშებს აქ დავალაგებ და ნამცხვარსაც მოვიტან! - უფ, ვის ოჯახშიც ეს შევა! ნამცხვარი ყველას გადაგვინაწილა თეფშზე და გაბრწყინებული მზერა მოგვავლო. -საან, პირველი შენ გასინჯავ? – კითხვით მიუბრუნდა სანდრიკოს. მანაც თავი დაუქნია და მე გადმომხედა ირონიული ღიმილით. ნეტა როცა ნიტა რამეს ეტყვის, ეს ბიჭი სულ მე რატომ მიყურებს დამცინავად? თეფში აიღო და ნამცხვარს ჩაარჭო ჩანგალი. მიდი საან გასინჯე. ჩუმად ჩავიხითხითე, მაგრამ არც ისე ჩუმად გამომივიდა, როგორც ჩანს, ისე გადმომხედა სანდრომ. ეჭვით შემათვალიერა, შემდეგ კი ნამცხვარი გააქანა პირისკენ. კმაყოფილი ღიმილით ვუყურებდი, როგორ გადმოკარკლა სანდრომ თვალები და გულში ვხარხარებდი. ხველა აუვარდა და მეც სამზარეულოსკენ გავწიე, წყალს მოვუტან მეთქი. ჭიქა წყლით ავავსე და მარილი ჩავყარე იქ. სახემოჭმუხნულ სანდროს გავუწოდე წყალი. ერთი კი შემომხედა წარბშეკრულმა, მაგრამ ნამცხვარი იმდენად მლაშე იყო, რომ წყურვილს ვერ მოერია. ხარხარი ძლივს შევიკავე, როცა წყალი უკან გადმოაფურთხა და პირდაპირ ნიტას ნამცხვარი „მორწყა“. -რა გჭირს შე ჩემა? - ფეხზე წამოდგა მიშო და დაზარალებულს ზურგზე მოუთათუნა ხელი. მისთვის არ შეუხედავს, მე მიყურებდა ჩაწითლებული თვალებით. ნეტა მარილმა ჩაუწილთლა ეგ თვალები თუ სიბრაზემ? ალბათ უფრო მეორემ. -რა...ნამცხვარი არ მოგეწონა? - შეწუხებული ჩანდა მის ამერიკა. -ნამცხვარი დაასველეს თორემ მეც გავსინჯავდი! - ირონიულად ჩავიცინე და ერთობ ნასიამოვნები ჩავესვენე სავარძელზე. -სან, მითხარი არ მოგეწონა? - ის ისევ მე მიყურბდა. -ოქროს ხელები გაქვს ნიტ! - ახლა მან აიკრა ირონიული ღიმილი. როგორ თუ ოქროს ხელები? -მართლა მოგეწონა? - თვალები გაუბრწყინდა ბარბის. -რა თქმა უნდა, უბრალოდ გადამცდა და...სამწუხაროა, რომ ბავშვები ვეღარ გასინჯავენ. - ბრაზისგან წამოვწითლდი. გეგმა ჩამეფუშა, მაგრამ სანდრო ხომ მაინც გავამწარე? ხოდა ეს იკმარე ელიზაბეტ! - უდაოდ კარგი მზარეული ხარ. ნამცხვარი, შემდეგ კიდევ გამოაცხვე და ბავშვებიც გასინჯავნე. - ტუჩის კუთხეში აკოცა გოგოს. მე კი სახედამანჭული ვადევნებდი ამ სცენას თვალს. -ჰმ! - ყურადღების მისაქცევად ჩაახველა სანდრომ. - წაგებულისთვის რაღაც მოვიფიქრე! -თვალები გამიფართოვდა მის სიტყვებზე. -შენ რატომ უნდა მოგეფიქრებინა? - მაშინვე წამოვენთე. - არ თამაშობდი! -დღეს კანიონზე ხომ მივდივართ? ხოდა ზურგზე გაიკრავ ბანერს, წარწერით „ლესბოსელი ვარ“ - ჩემს სიტყვებზე ყურიც არ შეუბერტყავსს ისე განაგრძო. რა თქმა უნდა, ამას არ შევასრულებდი. -შენ არ თამაშობდი და შესაბამისად შეხება არ გაქვს წაგებულთან! - წარბი ავუწიე. -კარგი! - ხმამაღლა წამოიძახა ვაჩემ. - მე გეტყვი რაც უნდა გააკეთო! - ნიშნისმოგებით გადავხედე ვაჩეს სიტყვებზე სანდროს. -მიდი! -ზურგზე გაიკრავ ბანერს, წარწერით „ლესბოსელი ვარ“-ახითხითდა ვაჩე და სანდროს გამოწვდილ ხელზე დაარტყა. -მოიცა...ეს...შენ არ! -გამწარებული ვბურდღუნებდი რაღაცას. -ასე არ შეიძლება! -რატომ ვითომ? -უდარდელად აიჩეჩა მხრები ტყუპმა. სანდრომ კი ისეთი მზერით გადმომხედა, რომ ამბობს „ესეც შენ სამაგიეროო!“ -არ ვიზამ! -კი! -არა! -კი! -არა! -არა! -კი! -უნებურად წამომცდა და ვაჩემაც არ დააყოვნა ისე ახარხარდა. - აუ კარგი რა! - ამოვიბუზღუნე და ლუკას ავეკარი. -როდის გავიდეთ? - იკითხა ნუცამ. -წავიდეთ უკვე, სანამ დაბნელებულა. - ფეხზე წამოიშალა ყველა. როგორც კი მოვემზადეთ, მანქანებში გადავნაწილდით. ვაჩემ კი ქაღალდი მომაწება ზურგზე, რომელსაც „ლესბოსელი ვარ“ ეწერა. კრეტინი! მაგას შევარჩენ მე? რა თქმა უნდა არა! მალევე მივედით დანიშნულების ადგილას. სანდრომ და მის ამერიკამ ნავით გაისეირნეს, დანარჩენები კი ნაპირთან დავრჩით. ვაჩესკენ გავაპარე მზერა, რომელიც შავტუხა გოგოს უყურებდა. ჰმ ნამდვილად იმსახურებს ეს გოგო ყურადღების ცენტრში ყოფნას, ისეთი გარეგნობა აქ. სამაგიეროდ მე მასზე მეტი მაყურებელი მყავს. „ნეტა რატო“ ? ჯანდაბა! უკვე ჩემს თავზე ვინთხევ ირონიას! კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი საზოგადოებას. ერთი სქესის წარმომადგენლები დანანებით მიყურებდნენ, მეორენი კი ამზერით. ვაჩე წამოდგა და იმ შავტუხასთან მივიდა. ყოჩაღ, თვითონ ერთობა მე კი ლამისაა კოცონზე დამწვან ამ ხალხმა. -კარგად ხარ ლიზი? - მოჯლუნგი გამკრა ბიძაშვილმა. - თუმცა რატომ არ იქნები კარგად, როცა ყველას ყურადღება დაიმსახურე განურჩევლად სქესისა. - ჩაიხიხითა მან, მე კი თვალები გადავატრიალე. ამის გასამასხარავებელიც გავხდი ახლა! -ხო ლუკაც ძალიან იპყრობს მდედრების ყურადღებაც. - ირონიულად გავიღიმე და მასაც ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან. ახლა აღარ ეცლება ჩემთვის. მალევე მის ამერიკა და მისტერ სერიოზულობაც შემოგვიერთდნენ. თუმცა სანდრო აღარ ამართლებს თავის მეტსახელს. დროა რამე სხვა მოვუფიქრო. -აბა მოგეწონა აქაურობა ნიტ? - გოგონას გავხედე, რომელიც აშკარად აღფრთოვანებული ჩანდა. -კიი! ძალიან ლამაზია აქ ყვეაფერი! - აღტყინებულმა გამცა პასუხი. -ბავშვებო! -თავზე წამომდგარ ვაჩეს გავხედე, რომელსაც გოგონა ახლავს თან. -გაიცანით ეს მაკრინეა. მაკრინე ესენი ჩემი მეგობრები არიან. -სათითაოდ წარუდგინა მათ ჩვენი თავი. უყურე შენ, რა სწრაფი ყოფილა! -გამარჯობა! - მორცხვად გაგვიღიმა მაკრინემ. -სალამი! - ერთხმად მივესალმეთ, როგორც კლასში შესულ მასწავლებელს. -მოდი დაჯექი. -პირსახოცი გაუფინა ქვებზე და მასზე ანიშნა. -აქაური ხარ მაკრინე? - ვკითხე და თბილად გავუღიმე ახალგაცნობილს. -არა, დასასვენებლად ჩამოვედი. -აჰ, კარგია! - კარგა ხანი ვესაუბრეთ და მეტი გავიგეთ მასზე. აშკარა იყო, რომ ტყუპს ის მოსწონდა, თანაც ძალიან. გოგონა წამოდგა და დაგვიბარა, რომ მალე დაბრუნდებოდა. აბა ელიზაბეტ, ახლა შენი დროა! მეც წამოვდექი ფეხზე და მას გავყევი. -ჰეი, მაკრინე! -როგორც კი თვალს მივეფარეთ მკლავზე დავქაჩე და ჩემკენ შემოვაბრუნე. -გისმენ ? - დააბნია ჩემმა მიპარვამ როგორც ჩანს. -ვაჩეზე მინდა დაგელაპარაკო! - გველურად ჩავიღიმე და შურისძიებისთვის მოვემზადე. -მოკლედ... ****** ბავშვებთან მალევე დავბრუნდით ისე თითქოს არაფერი მომხდარა. მაკრინე ვაჩეს გვერდით ჩამოჯდა, მე კი ლანას. -რა დღეშია ეს თაობა! - უკნიდან ხრინწიანი ხმა მომესმა და მისკენ მივბრუნდი. იქ შუახნის კაცი იდგა და თავს აქეთ-იქით აქნევდა. ჯანდაბა! სულ გადამივარდა თავიდან ეს წარწერა. -მოვიხსნი რა ამას! - მუდარით გავხედე ვაჩეს. -სახლში, რომ მივალთ მერე! - ჩაიხითხითა მან. იცინე ვაჩე იცინე. ვნახოთ ბოლოს ვინც გაიცინებს.-აქ კიდევ რამდენი ხნით რჩები მაკრინე? - დამთბარი ხმით მიმართა გოგონას. -ხვალ მივდივარ. -ვა მართლა? - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მან. -რითი მიდიხარ? -ავტობუსით. -მხრები აიჩეჩა. -ჩვენც ხვალ მივდივართ და ბარემ წამოგვყევი. -ამ...არ ვიცი. -გთხოვ! - კნუტის თვალებით გახედა ტყუპმა, მაკრინემ კი ჩემკენ გამოაპარა მზერა. თვალი ჩავუკარი და ჩამეცინა. -კარგი წამოვალ! - ჩაილაპარაკა და ვაჩესაც მეტი რა უნდოდა? მაშინე გაუბრწყინდა თვალები. -მოდი „მე არასდროს“ ვითამაშოთ! -წამოიყვირა ლუკამ. -წავალ სასმელს მოვიტან! -ფეხზე სწრაფად წამოდგა მიშო და მალევე თვალს მიეფარა. -შენ ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ ვაჩე! - მოულოდნელი წინადადება წამოისროლა მაკრინემ, ვაჩეს მისამართით. ბიჭიც გაოცდა. აი მე კი სახეზე სულ ავწითლდი და ცოტაღა მაკლდა არ გადავბჟირებულიყავი. -რა? - დაბნეულობა ეტყობოდა ტყუპს სახეზე. -ჰმ...-ჯერ მე გადმომხედა გოგონამ და თვალები, რომ დავუბრიალე „არაფერი თქვა_თქო“ ისიც გაჩერდა. -ანუ...ვგულისხმობ ნავარჯიშევი სხეული გაქ! - აწითლდა გოგონა, როგორც ჩანს მეტი ვერაფერი მოიფიქრა და მანდ გაწყდა ჩემი მოთმინების ძაფი. ისეთ ხმაზე ავხარხარდი, დაწრმუნებული ვარ ტყეში ფრინველები და ცხოველები დავაფრთხე. -რა სჭირს ამას? - უკან დაბრუნებულმა მიშომ მეტად საჭირბოროტი კითხვა დასვა. რა თქმა უნდა მათ პასუხი არ იცოდნენ და უბრალოდ მხრები აიჩეჩეს. -უბრალოდ...-თავი მოვიქექე. ახლა რა მეთქვა? - მე უბრალოდ...მაკრინე, რომ გაწითლდა მაგაზე გამეცინა. -კარგი დავიწყოთ ახლა! - ერთჯერადი ჭიქები დაგვირიგა მიშომ და მასზე არაყი ჩაასხა. -მე ვიწყებ! - ხმა ჩაიწმინდა ნუცამ. -მე არასდროს მიცემია ბიჭი! - თვალები გადავატრიალე და ლანას, ნუცას, ნიტას და მაკრინეს გარდა, ყველამ გადავკარით არაყი. -მოიცა შენ გიცემია ბიჭი? ვინ? - გაოცებული ჩანდა ქირია. -უფ, ამას იმდენი ყავს ნაცემი, რომელ ერთს გეტყვით. - ხელი ჩაიქნია ჩემმა ბიძაშვილმა. ტყუპებიც ახარხარდნენ. -პირველად, როდის სცემე ბიჭი? - ოჰ, მის ამერიკას დააინტერესა ამ თემამ, როგორც ჩანს. -პირველ კლასში. - უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი. -ერთი ბიჭი იყო, ჩემი კლასელი რა და მასზე დამცინოდნენ მოსწონხარო. ერთხელ ერთ-ერთმა მაღალკლასელმა მითხრა, შენზე თქვა მიყვარსო. ნუ მეც ბავშვი ვარ და გავცოფი. როგორ თუ ეს თქვა მეთქი. შუა დარბაზში გავაწანი სილა, თან ისეთი მწარე, ახლაც მაჟრიალებს გახსენებაზე-ჩავიცინე.- მერე წავაქციე და კიდევ ვუთავაზე ერთ-ორი. ბოლოს ცოტაღა მაკლდა ფეხებით არ შევმდგარიყავი მასზე, რომ მასწავლებელმა მოგვისწრო და გაგვაშველა. გაგვაშველა რა, უფრო მე გამაშველა. მერე აღმოჩნდა, რომ ტყუილი უთქვიათ და სულ ტყუილად ვცემე ეგ ბავშვი! - დანანებით ჩავილაპარაკე და ტყუპები და ლუკა მაშინვე ახარხარდნენ. -ვერ ხარ შენ ტო! - ჭიქები ხელახლა შეავსო მიშკამ. -მე არასდროს მომიწევია სიგარეტი! - ეს ლანუკა იყო. ყველამ გადაკრა გოგოების გარდა. მე არ დამილევია, რადგან არავინ იცოდა, რომ მქონდა განასინჯი. -შენ რატომ არ დალიე? - ხო...ლანას გარდა არავინ იცოდა! „ბიძაშვილის მკვლელი“ მზერით გავხედე ლანუკას და მანაც ტუჩებზე იკბინა. -ეე ძეტკა, მოტყუებებს არ ვართ! - თვალები დამიბრიალა ვაჩემ. უკმაყოფილოდ ამოვიბუზღუნე და მეორე ჭიქაც გადავკარი. -მე არასდროს მყოლია შეყვარებული! - ყველამ გაოცებულმა შეხედა მაკრინეს. ოცდაოთხი წლის არის და შეყვარებული, რომ არასდროს ყოლია, ცოტა გასაკვირი თემა იყო. ყველამ მოვიყუდეთ ჭიქა, მის გარდა. -ახლა მე. -ცოტახანი დავფიქრდი. -მე არასდროს...მყვარები! - ვერაფერი, რომ ვერ მოვიფიქრე ესღა ვთქვი. -ნიკა არ გიყვარდა? - კითხვით მომმართა სანდრომ და მის გაბრწყინებულ თვალებზე წარბები შევკარი. ნეტა რა უხაროდა? -არა! - დამნაშავესავით ჩავილაპარაკე. - მხოლოდ ნიტამ და ლუკამ დალიეს არაყი. შევამჩნიე ლანას აკიაფებული თვალები, რომლებიც ეჭვიანობას გამოხატავდნენ. მის ამერიკას ვინ უყვარდა ნეტა? სანდრო? -მე არასდროს დამიხურავს გოგოს პარიკი! - ახითხითდა მიშო. სიცილი წამსკდა, როცა ნირწამხდარმა ვაჩემ ჩაცალა ჭიქა. იმაზე ხომ გავგიჟდი მაკრინემ ისე, რომ გახედე თითქოს მათხოვარ ბავშვს, რომელიც შეეცოდა. კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით. ღირსი ხარ ვაჩე რაც მაკრინეს ვითხარი იმის! -მე არასდროს გადამისხამს ყავა ვინმესთვის. - ორინიულად ჩაილაპარაკა სანდრომ და მე გადმომხედა. უკვე ვთვრები მგონი. კიდევ ერთი ჭიქა დავლიე ხვნეშით. -მე არასდროს შევხებივარ გველს! - ეშმაკურად გამიღიმა ლანამ. ჩემი ბიძაშვილი, რომ არ იყოს მოვკლავდი! კიდევ ერთი ჭიქა და მე გადავვარდი სხვა სამყაროში. -ლიზა შენ? - შეიცხადა მის მერიკამ. -ხო ერთხელ ხეზე იჯდა და იქ ამოცოცდა ქვეწარმავალიც. ამანაც სტაცა ხელი „სადაც მე ვარ, იქ შენ რა გინდაო“ და ისროლა ხიდან. მადლობა ღმერთს ისე ეჭირა, რომ გველმა ვერ უკბინა.-ჩაიცინა ლანუკამ. -გველი გველს არ კბენს. - ჩაიცინა მისტერ ირონიამ! ხო ეს შესაფერისი სახელია. უხ რა სიმპათიურია, როცა იღიმის, თუმდ ირონიული ღიმილი იყოს ეს. მთვრალი ვარ ხო? -მე არასდროს შემიგინებია მანდატურისთვი! - ჩაიცინა მიშომ. მე და ვაჩემ ერთდროულად გადავატრიალეთ თვალები და სულმოუთქმელად ჩავცალეთ ჭიქა. -შენც ტო? - მომიბრუნდა შეზარხოშებული ვაჩე. -ერთხელ გამაბრაზა და...გრძელი ამბავია. - ხელი ჩავიქნია და მის მოტრიალე თავს მზერა ავარიდე. -გოგო კი არა, ქაჯი ყოფილხარ! - ახითხითდა ის. მერე იმ დღიდან მხოლოდ რაღაც ტკბილის, რბილის და თბილის შეხება მახსოვს. მეტი აღარაფერი! ესეც მეათე თავი. დღეს უფრო ადრე დავდებდი, მაგრამ წამეშალა დაწერილი თავი. გადასაკოპირებლად მოვნიშნე და იმის მაგივრად...ნუ თავიდან ლამის ნოუთბუქი დავამტვრიე, რომ გავაანალიზე რა გავაკეთე :დდ მაგრამ მოვთოკე ნერვები და ხელახლა დავწერე. მართალია ცოტა მოცულობა დავაკელი, მაგრამ სხვანაირად უფრო დავაგვიანებდი. იმედია ოდნავ მაინც გაგახალისებთ ეს თავი ტკბილებო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.