ჯაშუში (თავი 14)
ლილიანი ფანჯარასთან იდგა და გადაჰყურებდა ბაღს, რომელიც სავსე მთვარის მეშვეობით მთელი ტერიტორია ნათლად ჩანდა. დაინახა ლევანი, როგორ შემოვიდა ეზოში, არ იცოდა რა გაეკეთებინა, ეჩხუბა თუ უბრალოდ გაჩუმებულიყო და თავი აერიდებინა მისთვის. ვერ იჯერებდა, ის სიყვარული, რომელიც მან შეფიცა ნუთუ ტყუილი იყო? კი მაგრამ, რისთვის დასჭირდა ეს ყველაფერი? კარებთან მივიდა და ნახევრად ღია დატოვა ლევანი, რომ შემოსულიყო. როდესაც ლევანი სახლში შემოვიდა და ოთახში აპირებდა შესვლას, დაინახა ლილიანის ოთახი ღია,რომ იყო. იფიქრა, ალბად რაღაც დაემართაო და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მის ოთახისკენ. -ლილიან-კარი მთლიანად შეაღო და დაიძახა -შემოდი-წყნარი ხმით უთხრა. ლევანიც შევიდა და შუქი აანთო -ღია რატომ არის ოთახის კარები? -აღარ ვარ დასჯილი-მისკენ მიბრუნდა და გაუღიმა -მართლა? რა მაგარია-გაიცინა და მისკენ წავიდა ჩასახუტებლად, ლილიანიც ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა -ეს კოცნა როგორ მივიღო?-დაეჭვდა -ყოველ შემთხვევაში მეგობრულად არა-ნაზად გაუღიმა და ცხვირი ყელზე გაუხახუნა. -მოიცა, მოიცა, ანუ?-თვალები გაუბრწყინდა -მთელი ამ დროის განმალობაში ვფიქრობდი და მეც მაქვს გრძნობები შენს მიმართ-გაუღიმა და ისევ აკოცა ტუჩთან ახლოს. -არ მეგონა დღეს რაიმე თუ გამახარებდა-ჩაეხუტა და დაატრილა -ლევან...მითხარი ვინ მატყუებს?-ოდნავ მოცილდა და თვალებში ჩახედა. -ლილიან-დაღონებული სახით შეხედა -კარგი, ის მითხარი მხოლოდ შენ, რომ არ ხარ იმ სიაში-შუბლზე ჩამოვარდნილი თმა უკან გადაუწია. რამდენიმე წამი გაჩუმდა, გულმა ჩქარა დაიწყო ცემა, ხელები გაუოფლიანდა, რა უნდა ეთქვა მისთვის?. სიმართლეს ვერ ეტყოდა, ასე მას დაკარგავდა. ამდენი ხნის შემდეგ შეეძლო, მასთან ახლოს ყოფნა, მისი სურნელის შეგრძნება და ჩახუტება. იცოდა, არ აპატიებდა. ასე ვერ გარისკავდა, არ შეეძლო...ვერ დაკარგავდა!. -არა, მე არ გატყუებ. არასოდეს გესმის?-აქ კი დაუშვა შეცდომა. ლილიანს ამ მომენტამდე ჯეროდა, რომ სიმართლეს იტყოდა, მაგრამ შეცდა ის პატარა იმედის ძაფიც გასწყდა, რომელსაც ის ებღაუჭებოდა და უფსკრულში მოისროლა. -არა? მართალს მეუბნები?-უკვე შეუძლებელი ხდებოდა ცრემლების შეკავება -არა მე შენ არ მომიტყუებიხარ-მისი სახე ხელებში მოიქცია და გაუღიმა. ლილიანმა მოიცილა და ოდნავ მოშორებით დადგა -შეგეძლო გეთქვა "კი" მაგრამ არ გეთქვა, რა იყო ეს ტყუილი-ჭაობისფერ თვალებიდან მლაშე სითხე უხმოდ და თითქმის შეუმჩნევლად გადმოვიდა, ლოყაზე ჩამოსვლისთანავე სადღაც გაქრა. -ვერ გავიგე?-სუნთქვა შეეკრა. ყველაფერს აიტანდა, ოღონდ ის არ ყოფილიყო, რაც გონებაში გაკრა. -საბოლოოდ რატომ გამანადგურე?-ხელები განზე გაშალა-თავი რატომ მომექეცი ასე? -ლილიან-მისკენ წაიწია -არა გთხოვ-ხელის ჟესტით გააჩერა-არ მომეკარო, ანუ არ მატყუებ? და ის, რომ ჯაშუში ხარ ტყუილია?-აქ ლევანს შეეცვალა სახე-რაში დაგჭირდა ეს ყველაფერი? რატომ ? რა დაგიშავა მამაჩემმა? შენ ხომ მითხარი შენს ცრემლებს ვერ ავიტანო, შემომხედე ეს რა არის?-სახეზე მიიდო ხელი, რომელიც ცრემლებს სულ დაეფარათ -რატომ ლევან? მე ხომ მართლა შემიყვარდი. -შეგიყვარდი?-თვალები გააფართოვა, კი იცოდა გრძნობები, რომ ჰონდა მის მიმართ, ეს თავად ლილიანმა უთხრა წუთის წინ, მაგრამ შეყვარება?....ამას ვერ წარმოიდგენდა. -ხო-თავი დააქნია-შემიყვარდი, ვიმედოვნებდი, რომ შენი ის სიტყვები რაც იმ დღეს მითხარი სიმართლე იქნებოდა. ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში პირველად, ვიღაცას ისე შევუყვარდი, რომ მზადარის ჩემს გამო გაწიროს მისი ცხოვრება და თურმე რა ზღამპრებს ვიჯერებდი. ლევან! ცხოვრებაში პირველად, ვიგრძენი ბედნიერ ქალად თავი და ესეც ილუზი აღმოჩნდა, შენი შექმნილი ილუზია, რომელიც მე დავიჯერე. -ეგრე არ არის დამიჯერე-მისკენ წაიწია -რა შურისძია გამოძრავებს? რას მერჩოდი, რატომ მომატყუე?-ხელის კვრით უკან-უკან დახია-რატომ დამაჯერე რომ გიყვარდი? მე რაში გჭირდებოდი? თავიდანვე სწორად ვფიქრობდი შენზე, არა ადამიანი ხარ, რომელიც სხვის გრძნობებს არაფრად მიიჩნევ. არ ანაღვლებს ვის დაუშვებს ამით, მთავარია თავისი გაისწოროს და არ უფიქრდება, სხვის ცხოვრებას, რომ ანადგურებს. მითხარი, ვინ ნახა ხეირი ამ შურისძიებით, ყველა კარგავს რაღაცას და შენ…. შენ არავინ გყავს დასაკარგი? დედაშენზე მაინც იფიქრე, ის მისი ქმარია. გასაგებია, რომ მე მატყუბდი, მაგრამ... -მამაშენმა მამაჩემი მოკლა-მთელს ხმაზე დაიღრიალა -რ...რა?-ჯერ კიდევ გონებაში ხარშავდა მის ნათქვამს, როდესაც სიტყვასიტყვით გაიაზრა მისი ნათქვამი, ფეხებში ძალა წაერთვა, იქვე მდგარ სავაძელში მოწყვეტით ჩაეშვა და მთელი სისწრაფით, იწყეს ცრემლებმა დენა. ვერ წარმოედგინა, მისი გმირი ადამიანის მკვლელი თუ იქნებოდა, ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. სხვები შეიძლება არა, მაგრამ ლილიანი ხომ იცნობდა მას? ხომ იცოდა მისი გულის ამბავი და ეს ყველაფერი დიდი აფსურდი იყო. დათო, რომელსაც ის იცნობდა ჭიანჭველასაც არ მოკლავდა, ყოველთვის სიკეთესა და სიცოცხლის დაფასებაზე ღაღადებდა, ეხლა მის წინ დგას ბიჭი, რომლის მამა სიცოცხლეს გამოასამლა? დაუჯერებელი იყო, მისთვის ეს ყველაფერი სიცრუე და ცილისწამება იყო.-შეუძლებალია-დაიჩურჩულა-იტყუები, ამას ის არ გააკეტებდა-თავი დააქნია და ცრემლები მოიმშრალა. -მამაშენი მკვლელია, რომელმაც მე დამაობრლა ბავშობაში. გაიგე, ეხლა რატომ მძულს ეს ადამიანი? -არა იტყუები ის არ მოკლავდა არავის-ფეხზე ჭამოირა და მუჭების დასცხო მკერძე-თქვი რომ უბრალოდ ფულმა დაგაბრმავა ან პირადი შურისძიება თუნდაც მამინაცვალი რომ გახდა ოღონდ ეგ არა….მკვლელობა არ შენც ხომ იცი ამას არ გააკეთებდა-ლევანმა მოეხვია და გულში ჩაიკრა თუმცა ლილიანს ფართხალი არ შეუჭყვვეტია სწრაფად მოშორდა-არ მომეკარო -მამაშენს მამაჩემის სისხლში აქვს ხეკები გასვრილი თავად მოკლა იმ ხელებით შენ რომ გეფერება-გაშლილი ხელები სახესთან მიუტანა-დღემდე მამაჩემის სისხლი აქვს ხელზე რომელსაც ვერასდროს მოიცილებს -გთხოვ შეწყვიტე-ხელები ქვემოთ დააწევინა და ჩამწყდარი ხმით წარმოთქვა-ამას ვერ ვუძლებ -ვერც მე ვუძლებდი ,მეც მტკიოდა, უმამობა მტკიოლდა. მამაშენის განადგურებისთვის, სამართლის ასაღდგენად ვარსებობდი, მაგრმ შენ...შენ შეცდომა იყავი და ხარ ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი შეცდომა, ჩემი ერთადერთი, რისთვისაც შემიძლია ბრძოლა და არსებობა, ჩემი სიტყვები ცარიელი სიტყვებ არ ყოფილა, არც ის გრძნობა იყო ილუზია, მე შენგან არაფერს მოვითხო გარდა სიყვარულისა. მამაშენი უნდა დაისაჯოს. -თუ ესე გძულდა რატომ მიეცი დედაშენს მასთან ყოფნის უფლება? რატომ არ უთხარი ვინ იყო ეს ადამიანი?-შეტევაზე გადავიდა. ვერ უძლებდა მამამისის ასეთ დახასიათებას, მის თვალში ის წმინდაზე წმინდა იყო. მერე რა, რომ დასაჯა, ხელიც კი დაარტყა ეს აფექტურ მდგომარეობაში გააკეთა, შეიძლება ასე უმიზეზოდ ეწყენინებინა ადამიანებისთვის, მაგრამ მოეკლა...ყველაზე მძიმე ცოდვა ჩაედინა?..არა! -იცოდა-მზერა მოარიდა. -იცოდა-ჩაიცინა-ორივე დადა-შვილი ერთნაირები ხართ. -დედაჩემზე წესიერად ისაუბრე-საჩვენებელი თითი დაუქნია -წესიერად ვილაპარაკო იმ ადამიანზე, ვინც თავის ქმრის მკვლელის გვერძე ცხოვრობს წყნარად და ამის მერე მეუბნება, მამაშენი მიყვარს და არა მისი ფულებიო -შეწყვიტე-დაიყვირა. -რა იყო არ თამაშობ ჩემზე შეყვარებულის როლს და ვეღარ იტან ჩემგან ასეთ საუბარს? -მიყვარხარ და ეს არ იყო თამაშის ნაწირი. დიდი ხანი ვფიქრობდი და არჩევანი გავაკეთე მე შენ აგირჩიე, მაგრამ დათომ ისე სასტიკად მოგექცა იმ ღამეს, თვალზე ბინდი გადამეფარა და ასე ვიძიე შური შენს გამო. -ისევ შურის ძიება-ამოიხვნეშა და ფანჯრისკენ მიბრუნდა -მეც მიწევს არჩევანის გაკეთება შენს და მამაჩემს შორის-ცრემლები მოიმშრალა და მისკენ შებრუნდა-მე მამაჩემს ვირჩევ, რაცარუნა სერიული მკვლელი იყოს ის მამაჩემია და მას არასდროს მივატოვებ. შევცდი, რომ შეგიყვარე. -ესე მალე ამბობ უარს ჩემზე? -რამდენჯერ გაგმეორე, რომ არ მოგეტყუებინე? რამდენჯერ გითხარი, რომ ტყუილს ვერ ავიტან. მითუმეტეს შენგან და ამ დროს შენ ურცხვად მიყურებდი და მატყუებდი და ამის შემდეგ გიდა გაპატიო? არასდროს, დაიმახსოვრე, შეიძლება გიყვარვარ და როგორც ამბობდი იბრძოლებ, მაგრამ მე შეს გვერდით არ ვიქნები. მე იმ ადამიანების რიგში ვიქნები, ვინც შენ ტალახს გესვრის, არასდროს არ გაპატიე ტყუილს, შენ ჩემი ოჯახი გაანადგურე, მთელი ჩემი სამყარო -ოთახი დატოვა ლევანი კი იმავე ადგილას იდგა გაქვავებული. ტკიოდა მისი სიტყვები, მაგრამ ის ტკივილი უფრო ძლიერი იყო, რაც უმამობის დროს გადაიტანა. მხოლოდ იმ იმედით უძლებდა ამ ტკივილს და დამცირებას ოდესმე დათოს რომ გამოკეტავდა ციხეში, ეხლა კი ყველაფერი სხვანაირად აეწყო. ლილიანის ტანჯვას ესე ვერ უყურებდა, მაგრამ ისიც იცოდა მას რომ არ აპატიებდა უკვე საკმარისა გვიანი იყო, იმაზე მეტი გვიანი ვიდრე მას ეგონა. ელზას თავისი მანქანის გასღები და ტელეფონი გამოართვა, იქვე დაკიდებულ მანტოს ხელი დაავლო და გარედ გავიდა. ამ დროს ნიკა ძმაკაცებთან ერთად დადარდიანებული იჯდა და ლილიანზე ფიქრობდა. თითქმის არაფერი არ დარჩენილიყო, იმ ხიარულ და პოზიტიურ ნიკასგან, რომელის გვერდით ვერ მოიწყენდით. -გაიღიმე რა, ორ საათში ახალი წელი დადგება-სანდრომ მხარზე ხელი დაკრა და გაუღიმა. -არ ვუყვარვარ-თავი დანანებით გააქნია. -ხო თქვი მამამისმა დასაჯა იმ ბიჭის გამოო? -არ ვუყვარვარ არც კი ცდილობს დამეკონტაქტოს -დასჯილია ადამიანო აცადე ცოტა ხანი ამ დროს ნიკას ტელეფოონმა დარეკა -ვინ არის? -ლილიანი-გაკვირვებულმა გახედა მეგობარს -აიღე მიდი -გისმენ -ნიკა გთხოვ შემხვდი -ისე ტიროდა ძლივს გამოთქვამდა სიტყვებს -რახდება რატომ ტირი? -გთხოვ ეხლავე მოდი, ჩვენს ადგილას ძალიან მიჭირს -მოვდივარ -ფეხზე სწრაფად წამოდგა -რა ხდება? რატომ ტიროდა? -უჩემოდ შეხვდი ახალ წელს-მხარზე ხელი დაკრა მოსაცმელი სწრაფად ჩაიცვა და მანქანით წავიდა დანიშნულების ადგილას. …….. ლევანი ამ დროს ბარგას ალაგებდა, აქედან წასვლზე გული მხოლოდ ლილიანის გამო წყდებოდა, ცხოვრების საბოლოო მიზანს მიაუხლოვდა. დათოს ციხეში ჩასვამდა, მკვლელობის მუხლით. ლილიანს კი შემდეგ მიხედავდა. აუცილებლად დაუბრუნებდა, აპიტიებდა და მას ჩაკიდებდა ხლეს. ოთახში ელზა შემოვიდა, თვალები ჩაწითლებილი ჰქონდა. ლევანმა მზერა მოარიდა და თავისი საქმე განაგრძო. -თეა ბარგით ქვემოთ გელოდება, ანუ მიდიხართ? -კი-თავი დააქნია და სხვა მხარეს გაიხედა -თვალს ვერ მისწორებ?-მიუახლოვდა-შენ ხომ კარგი ადამიანი იყავი? რა დაგემართა ეს? -ელზა, ყველა შენნაირი ფრთიანი ანგელოზი არ არის-უხეშად უთხრა და ჩემოდანი შეკრა. -ნეტავ ვიყო, რაღაც ცოდვები მეც მაქვს-უფრო თავისთვის ჩაილაპარაიკა,მაგრამ ლევანმა გაიგონა -ეგ არ უნდა გაგეკეთებინა. -ელზა, ეხლა რაღაც კინო გამახსენდა -რა კინო? -გოგონა, რომელიც მამა და ძიძა ზრდის, ის ქალი მართლაც, რომ უკითელშობილესი იყო როგორც იტყვიან ფრთიანი ანგელოზი და ბოლოს იცი რა ირკვევა? -რა?-ინტერესით შეხედა -ის ძიძა არც თუ ისე უცოდველი ყოფილა -და რა გააკეთა? -ის ძიძა აღმოჩნდა იმ გოგონას დედა და ყველაზე საინტერესო რა იყო იცი იმ ფილმში? რაც უბედურება ემართებოდა მის ოჯახს ყველა მისი დაგეგმილი იყო -ვერ ვხვდები ამით რის თქმას ცდილობ -დამდეგს გილოცავ ელზა-გაუღიმა და სახლი დატოვა. ……….. -ლევან ცუდად ვარ-თავწაკრული, თეა დივანზე მისვენებული, ქაღალდის ნაგლეჯს ინიავებდა-წყალი დამალევინე -და რამ გაგახადა ცუდად?-ფეხზე წამოგა და წყლით სავსე ჭიქა დაუდგა წინ-ყველაფერი მტვერიანია აქ-ცხვირი აიბზუა -შენმამ უტვინობამ გამხადა, როგორ ენდე ვიღაც კაცს და დათოს წინააღმდეგ წახვედი? რატომ არასდროს იშლი შენსას? ვერ ხვდები, რომ ჩვენი ცხოვრება გაანადგურე ამით. ისევ ამ სიბინძურეში ვიცხოვრებთ და ამდენი საქმის კეთებით სული გამძვრება. იქ ელზაც კი არ ალაგებს სახლს, მსახური მოყავს ის კი განკარგულებას იძლევა უფროსივით. მასზე ინფორმაცია უნდა შევაგროვო. -შეეშვი და იმით დაკმაყოფილდი რაც გაქვ, აკი ფულის გამო არ გავყოლილვარო? -აბა რა მეთქვა, ფულის გამო გავყევითქო? სამი წელი დამჭირდა ზედ, რომ შემოეხედა. შენი მომავლისთვის გავაკეთე ეს, მაგრამ ამით დაგღუპე, ის გოგო, რომ არა…. -იმ გოგოს სახლი აქვს და მას ლილიანი ქვია, ის გოგოა ვინც მიყვარს და არ დავთმობ. -თქვენ შორის დათოა, როგორ აპირებ ამ ყველაფერს?-ფეხზე წამოდგა -ის ციხეში ჩაჯდება, მე კი მას დავიბრუნე და ამაში ხელს ვერ შემიშლი. -მე მას რძალად არასდროს მივიღებ-თითის ქნევით დაემუქრა -არ მანაღვლებს-მხრები აიჩეჩა უდარდელივით-მთავარია ის მყავდეს, სხვა არავინ!-მტკცეთ განაცადა და თავის ოთახში შევიდა -ღმერთო, შენ მიშველე-თვალები გადაატრიალა და დივანზე მოწყვეტით დაეშვა. ……... ლილიანს ნიკას მხარზე თავი დაედო და ქვითინებდა. ნიკა ცდილობდა დაეწყნარებინა, მაგრამ უშედეგოდ. ხვდებოდა, რომ მას მხოლოდ სიწყნარე ჭირდებოდა და ადამიანი, რომელიც მოუსმენდა და არაფელს ეტყოდა. ამიტომ მეტი არც არაფერი უთქვამს მხოლოდ ხუთი სიტყვა და გაჩუმდა. ხელი გადახვია და ყურში ჩასჩურჩულა. -ახალ წელს გილოცავ, მიყვარხარ! ლილიანს არაფელი უთქვამს, საპასუხოდ უფრო მოეხვია და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი. ტრადიციულად დიდი მხიარულება იყო, ფოივერკების და მომღერლების მაღალი ტონი, რომელიც უფრო ყვირილში გადადიოდა. საშინლად აუტანელი გახდა და ნიკას თხოვა წაეყვანა ისეთ ადგილას სადაც მეტ ნაკლებად იქნებოდა ხმაური. ნიკამ მის ძმაკაც მიწერა, რომ მანქანა წაეყვანა თვითონ კი ლილიანის მანქანით აპირებდა წასვლას . მანქანაში ჩაჯდნენ და განათებულ ქუჩებს გაუყვნენ. თავის სახლში მიიყვანა. -ძალიან ცივა აქ-აიბუზა და დინჯად დაჯდა დივანზე -ეხლავე ჩავრთავ გათბობას, მანამ ეს მოიხურე -პლედი ბეჭებზე გადააფარა, თვითონ ბუხარს შეუნთო და გავიდა. ოთახშიდაც შეიარა ლილიანის ყველა ფოტო უჯრაში შეინახა ყოველშემთხვევისთვის. ქვემოთ როდესაც ჩამოვიდა დაინაცა დივანზე დაწოლილი, როგორ ჩასძინებოდა, ფრთილად მივიდა მანტო გახადა რათა კომფორტულად ეგრძნო თავი. ფეხსაცმელების გამო ფეხები ჰაერში ჰქონდა დაკიდებული, ალბად გაიფიქრა, არ დავსვაროო. ფეხზეც გააძრო და დივანზე შემოაწყობინა ფეხები გადასაფარებელი კარგად გადააფარა, სახლის ტელეფონს კაბელი მოუხსნა, რომ არავის დერეკა და არ გაღვიძებოდა ლილიანს. თავის და ლილიანის მობილურს ხმა გაუთიშა თვითონ სამზარეულოში გავიდა, ცხელი შოკოლადის მოსამზადებლად. რამდენიმე წუთში მზად იყო. იმის გამო, რომ ტელევიზორს ვერ ჩართავდა, ამიტომ წიგნი აიღო წიგნის განათება აიღო და წიგნს მოარგო. მთავარი შუქი ჩააქრო. ოთახს მხოლოდ ბუხარში აგიზგიზებული ცეცხლი ანათებდა. პუვი ამიჩოჩა და იქვე ლილიანის წინ დაჯდა. კითხვა დაიწყო, თან ცხელ შოკოლად სხვამდა. ვერ გეტყვით, რომ მას ძალიან უნდოდა მეგობრებთად გართობა და ბოლომდე სანამ შეეძლო სმა. არ უყვარდა ახალი წელი, ფიქრობდა, რომ ზედმეტად ხმაურობდნენ ადამიანები ამ დროს, მას უფრო სიწყნარე ურჩევნოდა, სადაც უფრო მეტი სიყვარული იქნებოდა და არა, სადღეგრძელოები, გაუთავებელი სმა და საზიზღარი ღვინის სუნი, ალბად მაგიტომაც გადმოვიდა ცალკე საცხოვრებლად. -ძველად სიყვარული ხალხს აგიჟებდა. სიყვარული ყველაზე მომაკვდინებელ სენზე უარესია: გკლავს მაშინაც, როდესაც მას განიცდი და-მაშინაც როდესაც ვერ გრძნობ.-ამოიკითხა წიგნიდან და გაიღიმა. ისევ განაგრძო კითხვა თუმცა შიგადაშიგ ლილიანისკენ გაურბოდა მზერა ………. -დათო ამდენს ნუ სვამ-ელზამ ჭიქა გამოაცალა ხელიდან-ხომ იცი ცუდად გახდები, რატომ იკლავ ძალით თავს? -ლილიანი სად არის? -ნიკასთან იქნება, მგონი სიმართლე გაიგო...ყველაფერს ლევანი ეტყოდა-თავი ჩახარა-ხომ იცი არ მიგატოვებს შენი გოგო. -რაღაც უნდა გთხოვო-ჭიქას ისევ დაწვდა და ვისკი ჩაასხა-ჩაიცვი ისე, როგორც გიყვარს და მხოლოდ დასვენების დღეეებში იცვამ, შენს ძმასთან და რძალთან. გაიხადე ეგ ჯვალო -კი მაგრამ… -გთხოვ-გააწყვეტინა-მალე ჩაიცვი და მეც მალე შევწყვეტ სმას და გავისეირნებთ. ელზა ოთახში ავიდა, აბაზანა მიიღო, ტანის კრემი წაივა, ტანზე მომდგარი შინდისფერი კაბა ჩაიცვა “სერცე” გულით, საიდანაც საკმაოდ სავსე მკერდი მოჩანდა,კაბა კი მის არაჩვეულებრივ ფიგურას კარგად კვეთთდა. ფეხზე შავი მაღლები მოირგო, მაკიჟი გაიკეთა მზის დისკოს ფერი, სწორი თმა გაიშალა, შავი მანტო მოირგო, ტკლაჩ მოკიდა ხელი და ქვემოთ ჩავიდა. იქ დათო არ დახვდა, გაუკვირდა სამზარეულოსკენ წავიდა თუმცა ზურგს უკან დათოს ხმამ შეაჩერა -აქ ვარ-ელზა მისკენ მობრუნდა-ვაუ! შენ...შესანიშნავად გამოიყურები, დამავიწყდა კიდევაც, როგორი მომხიბლელი ქალი ხარ, ახლა, რომ გიყურებ 44 წლის ელიზაბეტს ვხედავ და არა 65წლის ქალივით გამოწყობილ ელზას-გაუღიმა და მისკენ წავიდა. სპორტულ კლასიკურ ფორმაში იყო გამოწყობილი, მუხლს ზემოდ მანტო მოერგო და ღიმილი დასთარეშებდა სახეზე.-დღეს ახალი წელია, ამ დროს კი არ შეიძლება ცუდ ხასიათზე ყოფნა, ჩვენ წავალთ და ვივახშმებთ, მშვენიერი ამინდია..საახაწლო-ხელკლავი გამოდო და ერთად გავიდნენ გარედ. მსხვილი სუბუქი ფიფქები ელზას სახეზე მოეფინა, უკვე დაავიწყდა კიდევაც, რომ ქალი იყო, მომხიბლელი ქალი, რომელიც ნებისმიერი მამაკაცის მოხიბვლას კი არა ჭკუიდან გადაყვანას თავისუფლად შეძლებდა. -მე და შენ კარგი წყვილი ვიქნებოდით, მე სიყვარული რომ შემძლებოდა-მის წინ დადგა და სახეზე მოხვია ხელები-ახალ წელს გილოცავ “ჩემო” ელიზაბედ-შუბლზე გრილი ტჩები მიაკრო. ........ იმედია შემიფასებთ და არ დაიზარებთ... იმედია მოგეწონებათ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.