შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში (თავი 13)


16-08-2018, 00:55
ავტორი n-strovet
ნანახია 1 850

-აქ რა ხდება?-აწიკვინდა თეა, სწრაფად მოცილდნენ ლილიანი და ლევანი ერთმანეთს-დათო სწრაფად ჩამოდი -მთელ ხმაზე დაიყვირა და დათოც გიჟივით ჩამოვარდა ქვემოთ
-რა მოხდა?-დაფეთებულმა შეხედა თეას.
-აი თურმე ვინ ყვიროდა მიყვარხარო-ლევანის და ლილიანისკენ გაიშვირა თითი -ამთა უყურე რა, რა დღეში ყოფილან. იმდენად გათავხედნენ, რომ აქ ჩემს თვალწინ ეფერებოდნენ და კოცნიდნენ ერთმანეთს.
-რას ამბობ-სახე არეულმა გახედა ცოლს, შემდეგ კი, ლილიანს გადახედა
-სანამ ჩვენ ვფიქრობთ, იმაზე თუ ამათ, როგორ დავულაგოთ ურთიერთობა, რა დღეში ყოფილან, მეტიც უყვართ კიდეც ერთმანეთი.
-დედა გეყოს, მერე რა შემიყვარდა, კაცი კი არ მომიკლავს-აშკარა იყო, რომ ლევანი სასმელის ზეგავლენაში იყო, არ უფიქრდებოდა რას ამბობდა და არც ლილიანის ბრწკენა არ მოქმედებდა, რომ გაჩუმებულიყო. ცეცხზე ნავთს ასხამდა
-დედა ჩემი სიკვდილი-სახეში ხელი შემოირტყა, იმ წამს შემოსულმა ელზამ.
-ვაი ელზა-აქეთ-იქეთ კონწიალი დაიწყო თეამ -ელზა მიშველე
-ლილიან-მას მიახლოვდა-ამოიღე ხმა!
-მამა-ამოიტირა და თავი ჩახარა, ელზა მივიდა ცრემლები შეუმშრალა და ჩაეხუტა. ეს დღეც დადგა, რომელიც ასე ეშინოდა ელზას. მან ხომ თვით ლევანზე პირველმა გაიგო, მისი გრძნობების შესახებ. ყოველდღე იმას ნატრობდა, რომ სიცრუე ყოფილიყო. თუმცა არ შემცდარა...სამწუხაროდ არა!.
-რატომ ტირი? ამოიღე ხმა, ლევანს მიუბრუნდი და გალანძღე, ეხლა რატომ ხარ ჩუმად-ელზა მოაცილა და მაჯაში წვდა-სხვა დროს ხომ ერთ სიტყვას არ არჩენ, ნახე ტყუის და ცილს გწამებს, გაეცი საკადრისი პასუხი-ბოლო ხავს ეჭიდებოდა დათო და თვალებ ამღვრეული, მავედრებელი სახით შესცქეროდა, მომტირალ ლილიანს-თქვი!
-არ შემიძლია-დაიყვირა და თავის გათავისუფლება სცადა. თეა იქვე კიბეებთან ფერდაკარგული ჩაიკეცა.
-რა...რა არ შეგიძლია-უფრო მაგრად მოუჭირა ხელი-არ მთხრა, რომ….ლილიან!-ლილიანი ისევ დუმდა, ელზა კი უკვე შიშისგან ცახცახებდა, ცხოვრებაში პირველად ეშინოდა დათოს სიბრაზის. მარტო მას არა, თეასაც და ლილიანსაც კი, აქამდე თუ ხათრი ჰქონდა მამის მიმართ, ეს ხათრი სადღაც გამქრალიყო და შიშს დაეკავიბინა ადგილი. რამდენიმე წამში კი, იგრძნო, როგორ აუხურდა მარცხენა ლოყა ამას კი ელზას წამოკივლება მოყვა-შემარცხვენელო!-იღლიალა დათომ-ადი შენს ოთახში-კიბისკენ გაიშვირა ხელი.
-რა გააკეთე?-ლევანი დათოსკენ წაიწია, მაგრამ თეამ დააკავა. ლილიანმა ლოყაზე ხელი ნაზად მოისვა, თვალები არც დაუხამხამებია ისე შეხედა გამწარებულ დათოს, მისი სახის გამომეტყველებაში კი მხოლოდ სიბრაზეს დაინახავდით. ჭაობისფერ თვალებიდან წვიმის წვეთების სისწრაფით, ცრემლები გადმოუცვიმდა. გულმა რამდენიმე დარყმა გამოტოვა, შემდეგ შეეკუმშს და ბოლოს ბლაგვი საგნის ჩარტყმა იგრძნო. ეს სხვა ტკივილი იყო...რაღაც სხვა, რაც ჯერ არ უგრძვნია, ლილიანს.
-წამოდი-ხელი დაავლო ლილიანს და ოთახისკენ წაიყვანა, ფეხდაფეხ კი ელზა მიყვებოდა ტირილით. ლევანმაც დააპირა წასვლა, მაგრამ თეამ არ გაუშვა.
-არა! შენ მასთან არ წახვალ-თავი გააქნია და გზა გადაუკეტა.
დამნაშავესავით ჩუმად და თავდახრილი მიყვებოდა ლილიანი დათოს, თავისი თავი ბედს მიანდო თუ პირს დააღებდა ვეღარ შეძლებდა გაჩუმებას, ამით კი ლევანი ზარალდებოდა. ფიქრებიდან დათოს ღრიალმა გამოიყვნა.
-როგორ გაბედი ? რა გაგიკეთო გცემო, დაგსაჯო თუ რა გავაკეთო? შენზე არცერთი მათგანი არ მოქმედებს.
-რაც არ უნდა გააკეთო ამაზე უარეს ვეღარაფერს იზამ-თითით აწითლებულლოყაზე ანიშნა-მეტი რითინ უნდა დამამცირო?
-მე გამცირებ აქეთ?-ხელგაშლილი და აღმართული წავიდა მისკენ.
-დათო არ გაბედო-მივარდა ელზა და მათ შორის ჩადგა-შენ არ იცი, ლილიანის გამო რისი გაკეთება შემიძლია-ზემოდ აღმართულ დათოს ხელს თავისი ხელები მოხვია და ქვემოთ ჩამოსწია.
-მომწყდი, თორემ მიგაყოლე შენც -უღრიალა და ხელი კრა.
-ნუ ექცევი ეგრე უხეშად, ჩემთან გაქვს საქმე და არა მასთან-მკერძე ხელი კრა
-არ მომეკარო-ხელები მკერდიდან მოაცილებინა და უკან დაიხა. ლილიანი კი ელზასთან მივიდა და ჩაეუტა.
-ნუ ტირი რა, ელზა-საწოლზე ჩამოჯდნენ თავი მის გულზე დადო და მაგრად ჩაეხუტა.
-ჩემო საბრალო-ცრემლები მოიმშრალა და თავზე ფერება დაუწყო. მისი ცალი ხელი აიღო და კოცნა დაუწყო, ხან კოცნიდა ხან კი ლოყაზე იდებდა და უამრავ ტბილ სიტყვებს ეუბნებოდა. დათო კომოდზე დაყრდნობილი, თავჩახრილი იდგა, შიგადაშიგ, გულზე იჭერდა ხელს. მათკენ ზურგით დადგა, როდესაც იგრძნო, როგორ აეწვა ცხვირის ნესტოები და მზერა დაებურა. ღამისფერ თვალებიდან ცრემლი გადმოუვარდა, რომელმაც მის ღაწვებზე გაიკვალეს გზა. სწრაფად დაისვა ხელი და მათკენ მიბრუნდა.
-გაანებე თავი, წამოდა-ხელი დაავლო ელზას ,გარედ გაიყვანა, ოთახის კარები კი ჩაკეტა.
-ეს რა გამიკეთე? დიდი ხანია გიყვარს?-მოთქვამდა თეა
-საკმაოდ და არ ვაპირებ შენს გამო, მის დათმობას-კატეგორიულად განაცხადა.
-გაჩუმდი ბიჭო -პირზე მიაფარა ხელი-აღარ გავიგო ეგ შენმა ენამ, რომ თქვას
-აქვე დამთავრდა თქვენი ამბავი-იმ წამს შემოსულმა დათომ წამლები მოიმარაგა და მაგიდასთან დაჯდა.
-და რომ გაიგონო რა, ლილიანს, როგორაც ცხოველურად მოექეცი ისე მომექცევი?
-შენ ვის რას უბედავ-ფეხზე წამოიჭრა დათო, მაგრამ გაჩედრდა-ჩემი შვილი, რომ იყო მე ვიცი რასაც გიზამდი.
-ხო არ ვარ საბედნიეროდ-ზიზღით შეხედა და სხვა მხარეს გაიხედა.
-გაჩუმდი-დაიკივლა თეამ და თავის აძეძილ თმებს ეცა და უფრო აიძეძა-წადი ოთახში ჩქარა
ლევანი უხმოდ გავიდა იქედან, მაგრამ არა ოთახში, არამედ გარედ გავიდა. მანქანის საბრგულიდან საგულდაგულოდ გადამალური საბუთები აიღო, საჭესთან მოთავსთა ტელეფონი აიღო.
-ბატონო მამუკა, მე ვარ სად დავტოვო საბუთები?..გასაგებია ხუთ წუთში იქ ვარ-ტელეფონი იქვე მოისროლა, ფანჯრები ჩამოსწია, რომ გამოფხიზლებულიყო, მარკეტში მინერალური სასმელი იყიდა და იმ ადგილას წავიდა სადაც ბატონმა მამუკამ უკარნახა. საბუთები იქვე დიდი ნასვრეტებიან კედელში შედო, აქეთ-იქეთ გაიხედა დასაწრმუნებლად, რომ არავინ უყურებდა, როდესაც დარმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მამუკას მიწერა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა.
-დამაცადე დათო, მე მოგხედავ-თავი კმაყოფილმა გააქნია.
სალში როდესა შევიდა ეგრევე ზემოდ ავიდა, მაგრამ თავის ოთახში არ შესულა, ლილიანის საძინებლის გვერდითა ოთაი შევიდა, შუქი არ აუნთია კედელს მიუახლოვდა.
-ლილიან-ოდნავ ჩურჩულით დაუძახა. მისი ოთახიდან მხოლოდ ტირილის ხმა გამოდიოდა. ეს გაგრძელდა, სადღაც ათი წუთი შემდეგ კი, სიწყნარემ დაისადგურა. მიხვდა, რომ ჩაეძინა, მაგრამ შიგადაშიგ ეშინოდა თავისთვის რამე არ დაეშავებინა. გული საშინლად ტკიოდა, მისი ბრალი იყო, რაც ლილიანს დღეს დაემართა. უნდა გაეძლო, მაგრამ მარტო ეს ძალიან ძნელი იყო, ლილიანს ნიკა უყვარდა, თან ეს აშკარა იყო(ყოველშემთხვევაში ლევანისთვის იყო ესე) მის გარეშე კი აზრი არ ჰქონდა მათთან ბრძოლას. ყოველ ხუთ წუთში კედელზე აკაკუნებდა და ეძახდა, აინტერესებდა ძინავდა თუ არა, კედელს მიეყრდნო და ცრემლებს დენის საშვალება მისცა, მის სურნელს ეხლაც გრძნობდა, ეს იმდენად რეალური იყო, თითქოს მასთან იყო ჩახუტებული და მის თმებში ჰქონდა თავი ჩარგული. იატანკზე დაჯდა თავი მუხლებზე ჩამოდო ,ლილიანის ფიქრში ჩაეძინა. ერთი საათის შემდეგ ლევანს ხმაურის ხმამ გააღვიძა
-ლილიან-სწრაფა გამოფხიზლდა და კედელზე კაკუნი დაიწყო
-ლევან?
-აქ ვარ კედელთან, მომიახლოვდი-ლილიანიც მიუახლოვდა და საპასუხოთ მანაც დააკაკუნა-ტირი?
-ვერ ვიკავებ ცრემლებ-ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა-ხომ გთხოვე, რომ გაჩუმებულიყავი
--ვიცი ჩემი ბრალია-თავი ჩახარა-შემისრულე ერთი თხოვნა
-რა? რა თხოვნა
-იმღრე-ლილიანი გაჩუმდა, არაფერი უთქვამ,ს იატაკზე დაჯდა და კედელს მიეყრდნო-იმღრე გთხოვ, გამაგონე შენი ტკბილი ხმა, რომელიც ჩემზე ნარკოტიკივით მოქმედებს.
რამდენიმე წუთი ჩუმად იყო, ლევანს როდესაც გადაეწურა იმედი, მხოლოდ მაშინ გაიგონა ლილიანის ღიღინი ხმა, რომელიც ასე აგიჟებდა. თუმცა მის ხმაში კანკა, შიში, ტკივილი, მწუხარება,დარდი ყველაფერი ერთად იგრძნობოდა და ლევანის გულიც ორად იყოფოდა.
Hush, hush
Don't say a word
The faint cries can hardly be heard
A storm lies beyond the horizon, barely
Don’t stop
Sweep through the days
Like children that can’t stay awake
Stay here untainted and say...
გაჩუმდა, ვეღარ შეძლო და ატირდა...
-გთხოვ, არ იტირო ხომ იცი გულს მტკენს, შენი ცრემლები
-ვიცი
-ნუ მატკენ გულს
-შენც მტკენ და არა მარტო გულს
-მიყვარხარ და გავიქცეთ-კედლისკენ შებრუნდა და თითები აათამაშა.
-მეც მინდა გაქცევა, მაგრამ შენთან ერთად არა-სწრაფად მიახალა და ისიც კედლისკენ შებრუნდა ხელი ზუსთად იმ ადგილას შეახო, სადაც ლევანს ჰქონდა მიდებული.
................
ამ დროს დათა და ნინელის ქორწილში ისევ ქეიფი მიმდინარეობდა. ასაკში შესულებმა პირველ საათისთვის დატოვეს დარბაზი, როდესაც მიხვდნენ, რომ ახალგაზრდები ჯერ არ აპირებდნენ დასრულებას. მხოლოდ ისინი დარჩნენ ვისაც დალევა კი არა, ცეკვა და სიმღერა უნდოდათ. უამრავი თამაში ითამაშეს, ნინელის და დათას ერთმანეთის შესახებ კითხვები დაუსვეს და თითქმის ყველა კითხვაზე სწორი პასუხი გასცა ნინელიმ, დათამ კი, ჩუმად გადაუჩურჩულა “როდის მოასწარი, ჩემი გაცნობა” ეს წინადადება ირონიით იყო გაჟღენთილი თუმცა არც დათა ჩამორჩა, მანაც თითქმის ყველა კითხვას სწორად გასცა პასუხი. სანდრო კი უყურებდა და ვერაფრით აღიქვამდა, როგორც წყვილს.
-როდის მოასწარით ერთმანეთის შეყვარება?-ამოიჩურჩულა და ღვინო ერთი მოსმით გადასცალა.
-რაზე დარდობ?-გვერჩი მიუჯდა ვიღაც გოგო
-მნიშვნელოვან არაფერზე-ხმამაღლა დაიყვირა, მუსიკის ხმაში ოდნავ მაინც, რომ გაეგო მისი ხმა-რატომ არ ცეკვავ?
-არ მინდა, მე ანასტასია ვარ -ხელი გაუწოდა-ნინელის ნათესავი
-ახლო?-მანაც თავისი შეაგება.
-ძალიან ახლო არა-გაიცინა და მანაც მოსვა ღვინო -შენ ? ვინ ხარ?
-გზა აბნეული პრინცი-გაუღიმა და ფეხზე წამოდგა -თქვენის ნებართვით, პტინცი დაგტოვებთ-გაუღიმა და რესტორნის ტერასაზე გავიდა, სიგარეტის მოსაწევად.
დათომ უამრავი წამალი დალია, თუმცა წნევა ვერაფრით დაიგდო. კაბინეტში გამოიკეტა თეა გააგდო იქედან, მხოლოდ ელზა შემოუშვა და მასთან გამოხატავდა გულის ტკივის. სახეზე საშინელი ჯავრი ეტყობოდა, მარჯვენა ხელს დასჩერებოდა, რომლითაც ლილიანს დაარტყა.
-ელზა ეს რა ჩაიდინე?-თვალებამღვრეულმა შეხედა-მე ეს მართლა გავაკეთე?
-დათო გთხოვ-მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და მისი ხელი თავისაში მოაქცია-შენ იცი, რომ შენი ტკივილი მეც მტკივა-მისი ხელი ტუჩებთან მიიტანა და ნაზად შეახო, ვარდისფერი ტუჩები.
-ბოლოს ნამდვილი ქალივით როდის ჩაიცვი და გამოიპტანჭე ელზა?-ქვემოდან ახედა
-აღარცკი მახსოვს-ჩაიცინა თუმცა ეს სიმწრის ჩაცინება უფრო იყო.
-ესე არ უნდა წაგეყვანა შენი ცხოვრება-დანანებით გააქნია თავი და მის კალთაში ჩადო თავი.
-ნუ იდანაშაულებ თავს-დათოს თავი ააწევინა და საკუთარ ხელებში მოიქცია-ეს ჩემი არჩევანი იყო და არ ვნანობ, მე სხვაგან და სხვანაირად ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. ჩემთვის ისიც საკმარისია, შენ და ლილიანს, რომ გხედავთ-ნაზად გაუღიმა.
-შენ იმსახურებ ბედნიერებას-ამოიჩურჩულა და ისევ თავი დაადო ფეხებზე-ზედმეტად კარგი ხარ
-მე ვარ ბედნიერი, მომწონს ჩემი ცხოვრება!
…...
-ლილიან გძინავს?-რამდენიმე საათიანი სიჩუმის შემდეგ ლევანმა კედელზე დააკაკუნა.
-არა-მკვახედ უპასუხა-ვიხსენებ ყველაფერს რაც გამიკეთებია
-და რატომ?
-ისე უბრალოდ-მხრები აიჩეჩა-რაღაცას მივხვდი-კედელზე იყო მიყრდნობილი, ერთ წერტილს მიშტერებოდა და ცრემლები შეუჩერებლად მოსდიოდა.
-რას?
-სანამ შენ გამოჩნდებოდი, ჩემი ცხოვრება ულამაზესი და სიცოცხლით სავსე იყო.
-მაპატიე, რომ ცხოვრება აგიწეწე-ყელში გაჩხერილი ბურთი მძიმედ გადააგორა,
აღარაფელი უთქვამს, ღრმად დაიწყო სუნთქვა, თითქოს აკვირდებოდა, თვალები დახუჭული ჰქონდა.-რას აკეთებ?-მისი ხმა, რომ ვეღარ გაიგონა ისევ ალაპარაკდა.
-ჩემს სუნთქვას ვაკვირდები
-მთლად გაგიჟდი?
-სადღაც წავიკითხე "თუ გინდა, სიცოცხლე შეიგრძნო, სუნთქვას უნდა მიუგდო ყური"
-მერე, შეიგრძენი სიცოცხლე?-ჩაიცინა
-არა, არ ვიცი, მე მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და არ მოვკვდარვარ.
ამასობაში ლილიანის ოთახში ელზა შემოვიდა საჭმლით ხელში, ლილიანი სწრაფად ადგა და საწოლზე დაჯდა. ელზამ იქვე დადო საჭმელი და ლილიანთან ჩამოჯდა
-იქ რატომ იყავი დამჯდარი? ის კედელი ცივია, გაცივდები-მზრუნველი ტონით უთხრა-ღმერთო, როგორ ჩაგლურჯებია-შეიცხადა ხელი ჩალურჯებულ მაჯაზე ფრთხილად გადაუსვა-ძალიან გტკივა?
-არც ისე-მხრები აიჩეჩა
-აპატიე მამაშენს, ცუდათ აქვს კომპანიაში საქმე და მასზე გამწარებული უფრო ანერვიულდა-თმაზე ხელი გადაუსვა-ძალიან ლამაზი თმები გაქვს-თბილად შეხედა და მისი თმების სურნელი შეიგრძნო-ბავშვობაშიდაც ესეთი სუნი გქონდა, ჩემს ცხვირზე გიყვარდა თამაში, არ ვიცი რატომ, მაგრამ მოგწონდა-გაიცინა-ჩემს გვერდით გიყვარდა ძილი, ერთი პერიოდი დედასც კი მეძახდი-წარსული გაიხსენა და გაეღიმა-კარგი, მიდი ჭამე.
-არ მინდა-თავი გააქნია
-ლილიან გეყოს, აღარ ხარ ბავშვი-გაუწყრა
-გადი და შევჭამ -ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.
-არა აქ , ახლა ჭამე -ისიც წამოდგა მკაცრი ტონით
-ელზა უნდა გამოვიცვალო და გადი-საკმაოდ უხეშად უთხრა-დამღალე
-კარგი-აშკარა იყო, რომ ეწყინა. ოთახიდან გავიდა და კარები ჩაკეტა.
ლილიანმა სწრაფად დასტაცა ხელი სინს და იატაკზე მოისროლა
-რა გააკეთე?-იმწასმე გაისმა ლევანის ხმა.
-რა შენი საქმეა-დაუყვირა
-ნუ მიყვირი, შენი ბავშვი არ ვარ-ლევანმაც აუწია ხმას
-შემეშვი-ვეღარ მოიფირა, რა უნდა ეთქვა და სააბაზანოში შევიდა.
ლევანი ფეხზე წამოდგა, კარები გააღო და თავის ოთახში გავიდა. მანაც მიიღო აბაზანა თავი მოიწესრიგა და ქვემოთ ჩვიდა. იქ კი მომაკვდავი თეა იყო
-მგლოვობ დილიდან?-დამცინავად უთხრა და ნორმალურად არც შეუხედავს.
-ოჰ გაუღვიძია ბიჭს, გახსოვს საერთოდ გალეშილმა მთვრალმა რა ილაპარაკე?
-ორ შესწორებას შევიტან -ნაძალადევად გაუღიმა-პირველი-საჩვენებელი თითი ასწია -არ ვიყავი მთვრალი, ნასვამი ვიყავი და მეორე არ მძინებია საერთოდ
-როგორ დამამშვიდე, შენ ვერ წარმოიდგენ-ტირილი დაიწყო
-და რა გატირებს?-მიუახლოვდა და იქ დადებული წყლის ჭიქა ხელში შეაჩეჩა.
-შვილო ვერ ხვდები თუ არ გინდა მიხვდე?-ფეხზე წამოდგა-შენი დედა და მისი მამა ცოლ ქმარი არია ანუ მე და დათო, თქვენი ერთად ყოფნა არ შეიძლება
-ჩვენ და ძმა არ ვართ, ეს გახსოვდეს არ გვაქვს ერთი დედის ან მამის სისხლი.
-და მე, რომ გავაჩინო ბავშვი რას იზამთ?
-არც გაბედო!-საჩვენებელი თითი აწია და კბილებში გამოსცრა.
-მაიძულებთ-ხმამაღლა წამოიყვირა
-მაშანტჟებ?
-არა-თავი გააქნია
-თუ შანტაჟია იყოს შანტაჟი და დაფიქრდი, რა რეაქცია ექნება დათოს, როდესაც გაიგებს ვისი ცოლი ხარ და ყველაზე მთავარი ის, რომ შენ იცი ვინ არის დათო
-ეხლა ვხვდები. რომ ცუდათ კი არა საერთოდ ვერ გამიზრდიხარ-თავი დანანებით გააქნია.
ლევანმა აღარაფელი უთხრა, სახლიდან წავიდა ტელეფონი ამოიღო და მამუკას დაურეკა
-რისთვის მოგეცი ის საბუთები?
-უკვე დავიწყე, დათო გაკოტრების პიკზეა
-ძალიან კარგი,ჩაძირე, გაანადგურე, ციხეში ამოალპე-კბილებში გამოსცრა
-სხვა საქმე თუ არ გაქვს მაშინ დაგემშვიდობები-ყურმილი გათიშა.
...
ქორწილის მეორე დღეს დათას დედის, მაკას დაჟინებით პარიზში გაემგზავრნენ ერთი თვით დათა და ნინელი. ჩასვლიდან მეორე დღესვე, დაიწყეს ქალაქის დათვალიერება, მომენტებში ავიწყდებოდათ თავიანთი პრობლემა და როგორც წყვილი ისე იქცეოდნენ, მაგრამ ორივეს გაახსენდებოდა თავიანთი პრობლემა და ისევ მოიღუშებოდნენ. კაფეში იჯდნენ და ნაყინს მიირთმევდნენ, ნინელიმ შემთხვევით წყვილი დაინახა, მამაკაცი ორსულ მეუღლეს კოცნიდა შემდეგ კი მუცელზე მოეფერებოდა. ნინელის გულში რაღაც ჩაწყდა, ის რაღაც დათას სიცივე იყო ბავშვის მიმართ, ერთი თვეზე მეტი იყო, გასული რაც გაიგო მისი არსებობის შესახებ და ერთხელაც არ შეხებია მას. მალევე დატოვეს კაფა, ღამის ათ საათამდე სეირნობდნენ და ერთმანეთის შესახებ უამრავ ინფორმაციას იღებდნენ. ბოლოს ნინელი აწუწუნდა და სასტუმროში დაბრუნდნენ, ერთი ნაჭერი ტორტი და შოკოლადები მიირთვა, აბაზანა მიიღო, საწოლში შეწვა, ცოტახანი ბავშვს ეჭორავა ბოლოს კი ჩაიძინა. დათა ამ დროს მშობლებთან საუბრობდა, თავადაც მიიღო აბაზანა და ნინელის გვერდით მოთავსდა. ვერ დაიძინა და ფეხზე წამოდგა, ნინელის მეორი მხრიდან მიუახლოვდა და ფრთხილად ჩამოჯდა. პენუარი ზემოდ აუწია მუცელი, რომ გამოჩენილიყო, ამ ყველაფერს ძალიან ფრთხილად აკეთებდა, უკვე მთელი ხუთი დღეა ყოველ ღამით ასე აკეთებს, ეს ასე, რომ ვთქვათ ტრადიციად ექცა. მუცელს ნაზად შეახო ტუჩები და ხელი გადაუსვა
-მა, ჩემო პრინცესა როდის ამოძრავდები? მეც და დედიკო სულმოუთქმელად ველით შენს დაბადებას-თავი მუცელს მსუბუქად დაადო-რაღაც ამ დღეებში ცოტას მიირთმევთ, შენ და დედიკო, არ მომწონს ეს-ნინელი ოდნავ შეიშმუშნა, მანაც ასწია თავი და პენუარს დასწვდა. ნაზად ჩამოაცოცა, მის გლუვ კანზე და საწყის პოზიციას დაუბრუნა. ფეხზე წამოდგა და ნინელის დააჩერდა, თმები სახლიდან მოაცილა, მისკენ დაიხარა ლოყაზე აკოცა და დაიჩურჩულა-არ დავუშვებ, ეგ გულილტკენ ცხოვრების ბოლომდე გაგყვეს, აღარ ივლი ხრეშიან გზაზე -ტუჩთან ახლსო დაუტოვა სველი კოცნა და ოთახი დატოვა. აივანზე გავიდა, სიგარეტი ამოიღო და მოწევა დაიწყო. უჭირდა თუმცა მაინც ეგუებოდა მის ახალ ცხოვრებას, ცდილობდა ნინელი გუში შემოეშვა, მაგრამ ეს მაინცდამაინც დიდად არ გამოდიოდა. ვერ აღიქვამდა მის ცხოვრების მეგზურს და ჯერ-ჯერობით, ვერც მომავალი შვილის დედად.
……
სანდროს საკმაოდ დიდ შარში გაეხვა, ქორწილზე გაცნობილ ანასტასიასთან რომანი გააბა, ყველაზე შოკი ის იყო, მისმა ქმარმა, რომ ლამის სიკვდილზე დადო, ჩემს ცოლს, როგორ აკოცე და შეეხეო. იმის მაგივრად მოცილებოდა, მისგან თავი შორს დაეჭირა, ურო დაუახლოვდა, რის მოტივსაც ანასტასია ძლევდა.
-ქმარ აღარ ცილდები?-ბალიშიდან თავი წამოყო და ზემოდან დააჩერდა ანასტასიას.
-მალე-თავი ასწია და მოწყვეტით აკოცა-სულ მალე.
-აღარ შემიძლია, ასე-გულაღმა გადაწვა და ჭერს გაუსწირა ნზერა-მალე უნდა გაცილდე.
-დაველაპარაკები ბექას ამის თაობაზე...კიდევ ერთხელ-ბოლოს დაამატა
-ვერ ვხვდები, რათ უნდა ისეთი ცოლი, რომელიც დღე და ღამ სხვაზე ფიქრობს?
-სანდრო, ეგრე მე მაყენებ შეურაწყოფას-ტუჩები დაბრიცა
-მაპატიე, რა გავაკეთოთ?-მისკენ მოაჩა და ჩაეხუტა
-ცოტაც მოითმინე და შემდეგ ერთად გავიქცეთ.
-გავიქცეთ?
-დიახ, მე და შენ-ყელში მხურვალე კოცნა დაუტოვა.
-მიყვეხარ-ზემოდან მოეცა და მაცდურად გაუღიმა
-მეც მიყვარხარ-ყელზე მოხვია ხელები და მის ტუჩებს დააცრა.
………..
დათო ამერიკაში გაემგზავრა, ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა ბიზნესთან დაკავშირებით. თეა კი ისევ ლევანის და ლილიანის ურთიერთობას ტასტიროდა. იმის გამო, რომ დათო საქართველოში არ იყო, ლევანს ამით უნდა ესარგებლა, დილიდნან დასჩიჩინებდა ელზას ლევანი, რომ ლილიანის ოთახის გასაღები მიეცა მისთვის, ელზა წინააღმდეგი იყო და ცდილობდა, როგორმე ლევანისგან თავი დაეღწია, რომელიც ლამის მუხლებში ჩაუვარდე.
-ლევან არა, დათომ რომ გაიგოს…-თავი გააქნია-ამის წარმოდგენაც არ მინდა.
-არავინ ეტყვის დათოს და საიდან გაიგებს?
-თეა ეტყვის
-ძინავს არ გაიღვიძებს კარგა ხანს, გთხოვ ელზა, მხოლოდ ხუთი წუთი-მისი ხელები თავისაში მოიქცია და საწყლად შეხედა
-კარგ, ოღონდ რაიმე სისულელე არ ჩაიდინოთ-გასაღები გაუწოოდა ელზამ
-მადლობა, ძან საყვარელი ხარ-ლოყაზე აკოცა და ლილიანის ოთახში ავარდა,
კარები სწრაფად გააღო და ოთახში შევარდა.
-ლილიან
-ლევან?-საწოლიდან წამოდგა
-როგორ მომენატრე-მისკენ წავიდა ჩასახუტებლად მანაც ჩაეხუტა -დამენახე-მოცილდა და ერთიანად შეათვალიერა-ღმერთო, როგორ გამხდარხარ-სახეზე რამდენჯერმე აკოცა თან მის სურნელს ღრმად უშვებდა ნეტოებში.
-არაუშავს, შენც ძალიან ხარ გამხდარი, რაზე დარდობ?
-ყველაფერზე
-ჩემზე არა?-ეწყინა
-ყველაზე მეტად შენზე-შუბლზე აკოცა და ჩაეხუტა-მიყვარხარ!
-კიდევ რამდენ ხანს იქნება ესე? უნივერსიტეტიც არ დავდივარ, ელზამ მითხრა საფრანგეთში უნდა შენი გაგზავნაო-ამოიწუწუნა და მკერდზე თავი დადო
-და გგონია ეგრე დაგვაცილებს?-გაიცინა
-სულელოო-ხელი ნაზად კრა-ჩვენ შეყვარებულები არ ვართ
-შენი დამსახურებით,. ალბად ლექტორმა შეთავაზა-მხრები უდარდელად აიჩეჩა და უფრო მაგრად მიიხუტა
-შენ რა იცი-ქვემოდან ახედა-მოიცა არ მითხრა, რომ...
-დიახაც მე ვთხოვე ლექტორს, რომ საფრანგეთში სწავლის გაგრძელებაზე დალაპარაკებოდა დათოს.
-და რატომ გააკეთე ეს?
-შენთან ახლოს ვიქნები და ყოველდღე გნახავ -გაუცინა და ლოყაზე აკოცა
........
იმის მიუხედავად, რომ ელზამ გააფრთხილა ნიკა ლევანისთან კამათის გამო ისევ დასჯილიაო ,მაინც ნერვიიულობდა და ერთ ადილას ვერ ჩერდებოდა. ყოველ ღამით მის ფანჯრის წინ ჯდებოდა, იმ იმედით, რომ დაინახავდა თუმცა უშედეგოდ. საღამოს ათ საათზე დაჯდებოდა და დილის რვის ნახევრამდე იქ იყო, თვალს ერთხელაც არ დახუჭავდა, ძილი არც კი ეკარებოდა, ლილიანზე დარდობდა მისი ნახვის სურვილი კლავდა, ცდილობდა ყურადღებ გადაეტანა, რადგან, როდესაც ლილიანზე ფიქრს იწყებდა, აგიჟებდა მისი ნახვის სუვლი. ცოტაც და ჭკუიდან შეიშლეოდა, ლილიანის ყველა ფოტოები რაც მოსწონდა დაბეჭდა, საკმაოდ დიდ ზომაზე და თავის ოთახში დაკიდა, დაახლოებით ათამდე ფოტო იყო, ეს მხოლოდ ლილიანის. ერთდ გადაღებული კი ცალკე იყო, ერთ-ერთი ფოტო სადაც ჩხუტებულები იყვნენ და ერთმანეთს თბილი მზერით უმზერდნენ, ჭერზე ჰქონდა მიკრული. ყოველი სახლში, როდესაც ბრუნდებოდა მას უცქერდა. დემეტრე და სანდრო უმეორებდნენ, რომ მისით იყო შეპყრობილი და საკუთარი თავისთვის რაღაც უნდა გაეკეთბინა, ნიკა კი უმტკიცებდა, რომ ეს სიყვარული იყო ,არა ამქვეყნიური და მარადიული.
…………….
დათო თავის მეგობარ გიორგისთან ერთად ყველა საბუთს ამოწმებდა, მაგრამ ვერაფრით გაიგო რა გახდა მისი გაკოტრების მიზეზი. უკვე სამი თვე ამერიკაში დადიოდა, რათა მისი ბიზნესი გადაერჩინა. ღამეებს ათევდა, მაგრამ ვერაფრით მიაგნო გაკოტრების მიზეზს. ლილიანი კი მხოლოდ უნივერსიტეტში დადიოდა, ისიც დაცვის თანხლებით ნიკას კი შორიდან ხედავდა და უღიმოდა. ლევანს ხშირად ვეღარ ხედავდა, რადგან არც ის არ იყო სახლში, სწავლის გამო დილას ადრე გადიოდა, მამუკა თითქმის ყოველ დღე იბარებდა და ღამის პირველ საათამდე არ უშვებდა იქედან.
-დათო სალაპარაკო მაქვს-ფაილით ხელში დაუჯდა წინ გიორგი
-გისმენ-საბუთებიდან თავი არ ამოუყვია, ისე გასცა პასუხი.
-იქნებ მორჩე მაგ საბუთებში ქევას?, ვიპოვე შენი გაკოტრების მიზეზი
-მართლა-წამშივე დაანება საბუთებს თავი
-აჰა-საქაღალდე წინ დაუდო დათომაც გადაშალა, იქ ლევანის ფოტო, რომ დაინახა გაკვირვებულმა ახედა გიორგის-შენ ხომ მომიყევი, რომ იმ საბუთების შესახებ არავინ იცოდა, მე ახლობებში დავიწყე ძებნა და ლევანს წავაწყდი, შენს გერს დათო. სანამ იმ ქალს სახლში მოიყვანდი, უნდა გაგერკვია ყველაფერი, ის გიგას შვილია, ხო...ხო ზუსტად, იმ გიგას შვილი ვინც გაიფიქრე. ვინ გყავს მტერი მამუკას გარდა? არც არავინ, ლევანი მას შეეკრა და აჰა შენი ჩაძირვა უნდა, ის საბუთები მან მოგპარა, ახლა კი იმ საბუთების წყალობით ყველა ბინძურ საქმეს, შენ შეგახოცავენ და სამუდამო პატიმრობაც კი გემუქრება, თან იმ სამქმეებს რაც შენ არ ჩაგიდენია.
-ღმერთო ჩემო-სასწრაფოდ მოიხსნა ჰალსტუხი და პერანგის ღილები შეიხსნა-თეამ იცის?
-ისევ თეას გაიძახი? აბა არ ეცოდინება, ესეც კაი კუდიანი ყოფილა ასე, როგორ დაბრმავდი, რომ არაფელი გაირკვიე? საკუთარი ხელით გაითხრე საფლავი.
-მე...უნდა წავიდე-ფეხზე წამოდგა თუმცა შებანცალდა, სუნთქვა უჭირდა და ღრმად უნთქვა დაიწყო-ფანჯარა...ის..გამოაღე, ვერ ვსუნთქვა
-დათო დაჯექი-სწრაფი რეაგირება მოახდინა გიორგიმ, წყალი მიაწოდა-აჰა დალიე წამალსაც მოვატანინებ
-არა-თავი გააქნია-ლილიანი..ჩემი გოგო-ფეხზე წამოდგა და გაბრუებულმა დაიწყო სიარული-სასწრაფოდ უნდა ჩავიდე...ჩემს გოგოსთან უნდა ჩავიდე
-დათო არ ხარ კარგად
-ვერ დავიცდი
-კარგი, წამლები დალიე და შემდეგ ჩემი თვითფრინავი გაგაფრენ.
……………..
რამდენიმე საათში დათო უკე სახლში დაბრუნდა, წამლების წყალობით უკეთესად იყო, გაბრაზებულმა შეგლიჯა სახლის კარები და ეგრევე დაიღლიალა
-სად არის?
-დათო რა ხდება?-გიჟივით გამოვარდა თეა
-სად არის შენი შვილი-მას მივარდა და ხელი ჩაავლო-თქვი!
-როგორ ლაპარაკობ?-შეიცხადა
-შენც იცოდი არა?, ელზა -დაიყვირა
-არ არის სახლში დათო-სამზარეულოდან გამოვარდა ელზა
-მომეცი გასაღები-მისკენ გაბრუნდა და ხელი გაუწოდა-ლილიანის ოთახის გასაღები
-დათო რა ხდება-ტკბილი ბარიტონით მიუახლოვდა თეა-რამ გაგაბრაზა
-არ მომეკარო-ხელი კრა
-აჰა-სწრაფად გაუწოდა ელზამ გასაღები. დათოც ავიდა ოთახში და კარები ლამის შეამტვრია.
-სად არის?-თავზე დაადგა ქორივით ლილიანს
-რა?
-სად არის ლევანი?
-მე რა ვიცი? შეგახსენებ, რომ აქ გყავარ ჩაკეტილი უკვე სამი თვ…
-მორჩი ტლიკინს და თქვი სად არის ის ბაბიჭვარი-ხელში წვდა და შეანჯღრია.
-არ ვიცი-თქო, ხომ გითხარი
-დათო არ იცის ვერ ხედავ?-თეა ცდილობდა ლილიანზე ხელი მოეცილებინა
- თქვი!
-დათო არ იცის დაანება ბავშვს თავი-ელზა ჩერთო საქმეში. დათომაც იმ წამსვე გაუშვა ხელი და ოთახიდან გავიდა, რაც არ მოეწონა თეას. ელმაზ ოთახის კარი არ ჩაუკეტავს ქვემოთ უნდა ჩასულიყო, როდესაც ხელით შეაჩერა თეამ.
-ვინ ხარ შენ?
-ვერ გავიგე?
-დათოზე რატომ გაქვს, ესეთი ზეგავლენა?
-ვფიქრობ, ამის დრო ეხლა არ არის -უთხრა და არ თავდახრილი, არამედ თავაწეული დატოვა თეა
როდესაც დარწმუნდა, რომ ყველანი ქვემოთ ჩავიდა ლილიანი ფრთხილად გავიდა ოთახიდან, რათა მოესმინა მათი საუბარი.
-რატომ ეძებ ლევანის?
-მან მოიპარა ჩემი საბუთები, მან გააყალბა ჩემი ხელმოწერა, მან გამაკოტრა და ეხლა შეიძლება სამუდამო პატიმრობა მომისაჯონ.
-რა ? ხვდები რას ამბობ?
-იმას, რომ ლევანი ჯაშუში არის, ჩემთან შემოგზავნილი ჯაშუში და დარწმუნებული ვარ ლილიანის სიყვარულიც თამაშის ნაწილია, მარტო მე არ მჯერდება, ჩემი შვილის განადგურებაა უნდა და შენ იცი რატომაც.
ამის გაგონებაზე ლილიანს ელდა ეცა, იქვე კიბესთან ჩაიკეცა, უმისამართოდ მოდიოდა ცრემლები, ვერ ხვდებოდა ეს რატომ გაუკეთა ლევანმა, ძლივს-ძლივობით ადგა ფეხზე, ოთახში შევიდა და საწოლლზე დაემხო ტირილით
.............
ვიცი საშინელი და სულელური თავია მაგრამ მაინც დავდებ იმედია შემიფარებთ <3



№1  offline წევრი skida

არ მინდა ლილიამს ლევანი შეზიზიღდეს იმ უკვე პარანოიდი ნიკასთვის არ მემეტება იმედია აპატიებს ლილიანი და არაფერს მიქარავს. დიდ თავებს დებ კარგი შინაარსით ასე გააგრძელე

 


№2  offline წევრი n-strovet

skida
არ მინდა ლილიამს ლევანი შეზიზიღდეს იმ უკვე პარანოიდი ნიკასთვის არ მემეტება იმედია აპატიებს ლილიანი და არაფერს მიქარავს. დიდ თავებს დებ კარგი შინაარსით ასე გააგრძელე

მადლობა შეფასებისთვი heart_eyes kissing_heart heart_eyes

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

ნიკა ცუდი ბიჭი არ ჩანს მაგრამ ლევანი უფრო მემეტება , იმედია ყველაფერს დაძლევენ და ერთად იქნებიან.

 


№4  offline წევრი n-strovet

lalita
ნიკა ცუდი ბიჭი არ ჩანს მაგრამ ლევანი უფრო მემეტება , იმედია ყველაფერს დაძლევენ და ერთად იქნებიან.

kissing_heart heart_eyes

 


№5  offline წევრი skida

lalita
ნიკა ცუდი ბიჭი არ ჩანს მაგრამ ლევანი უფრო მემეტება , იმედია ყველაფერს დაძლევენ და ერთად იქნებიან.

იმედია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent