გიჟური დღეები (თავი 11)
დილით თავის ტკივილმა შემაწუხა. თითქოს ვიღაც ჩაქუჩს მირტყამდა საფეთქელსა და კეფაზე. მზის სხივები კი აუტანლად მელამუნებოდნენ მთელ სხეულზე. არასდროს მიყვარდა, როცა სიცხე მაღვიძებდა, როცა ოდნავ მაინც შემოიჭყიტებოდა მზე ჩემს ოთახში, საწოლში ვერ ვჩერდებოდი. ამიტომ მქონდა სახლის იმ მხარეს ოთახი, სადაც მზე შუადღემდე ვერ აღწევდა. გაჭირვებით დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს. ტანზე ისევ იგივე მეცვა, რაც წინადღეს. ფეხზე წამოვდექი, მაგრამ ვაი ასეთ წამოდგომას. ლამის იატაკზე გავეფინე. -ახლა მხოლოდ ცივი წყალი თუ მიშველი! - ჩახლეჩილი ხმით ამოვიბურდღუნე და ზლაზვნით წავედი სააბაზანოსკენ. ერთი ნეტარება იყო, იქ ნებივრობა. არც არასდროს გამოვიდოდი კარზე ლანას, რომ არ დაებრახუნებინა. -ლიზა ჩამოდი მალე ვიასუზმოთ და რამდენიმე საათში მივდივართ! -კარგი! -ხმამაღლა მივაძახე და მაშინვე მანჭვით დავხურე პირი. როგორ მტკივა თავი! სულ ძალით მოვწესრიგდი და ნახევრადდახუჭული თვალებით ჩამოვედი ქვემოთ. ყველანი მაგიდასთან იყვნენ შეკრებილი. ლასლასით წავედი მათკენ. ერთ ერთი სკამი თავისუფალი იყო, მაღალი სხეული კი ოდნავ წამოწეული. მგონი რაღაცის ასაღებად წამოდგა. ისევ მივლულე თვალები. იმ სკამს, რომ გავუარე, ოდნავ უკან წამოვწიე და მშვიდად დავებერტყე ჩემთვის განკუთვნილ ადგილას. რაღაცის ბრახუნზე ვინებე თვალების ოდნავ ფართოდ გახელა. ალექსი იატაკზე იწვა. რატომ იწვა? ყველანი მე მომაშტერდნენ გაოცებულები. ალექსი ჩემთვის ჩვეული, ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა. -რა...? -საშინლად დავიბენი. მერე გავაანალიზე, რომ ალექსის სკამი გამოვწიე სანამ დაჯდებოდა. ჯანდაბა! დამეფიცება, რომ ძალით არ გამიკეთებია. ინსტიქტურად მოვიქეცი ასე. კლასელები ყოველთვის ასე ვირთობდით თავს და ჩემმ ტვინმაც დამოუკიდებლად გააკეთა ეს...მართლა! -მე...მე არაფერშუაში ვარ. -საწყლად ამოვიბუტბუტე და ჩემს წინ ქორივით დამდგარ ალექსს შევხედე. -ზედმეტები ხომ არ მოგდის გოგო? -დაბალი ხმით თქვა, მაგრამ ისეთი ცივი და ბრაზიანით, რომ უბრალოს სიტყვა აღარ ამომივიდოდა ყელიდან. - მე შენი პატარა ბავშვი ვარ? - შემფასებლური მზერით ავთვალიერ-ჩავათვალიერე. -რაღა პატარა დევივით ხარ და...- გაკვირვებით გავეცი პასუხი, თითქოს მართლა მეკითხებოდა მაგას. რიტორიკა იყო სულელო! -გოგო! - ამ ჯერად დაიღრიალა და შეშფოთებული მზიაც შემოვიდა ოთახში. ვაჟბატონიც იძულებული გახდა ცოტა დაშოშმინებულიყო. -რა მოხდა დედა! კარგად ხართ? -კი, ყველაფერი რიგზეა. - ძლივს შოკოწიწებული სიმშვიდით გასცა პასუხი და სანამ თავის ადგილას დაჯდებოდა „მრავლისმთქმელი“ მზერა მესროლა, ანუ „განანებ, რომ საერთოდ გაჩნდი ამ ქვეყანაზე და მე შემხვდიო“. არა რა, ნამდვილად მეტყველი თვალები აქვს ამ ბიჭს! ვახშამზე სიტყვა აღარ გვითქვამს.ხანდახან გავხედავდი სანდროს, ისიც იმ წამს მობრუნდებოდა და „ლიზას მკვლელი“ მზერით შემომანათებდა. ყურში რაღაცეებს კი უჩურჩულებდა მის ამერიკა, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევდა ის. ყველანი, რომ დავნაყრდით, მე და ნუცა ქალბატონ მზიას მივეხმარეთ ალაგებაში, დანარჩენები კი მდივანზე მიესვენნენ. სამზარეულოში მაგიდაზე დარჩენილი ბოლო ჭიკებიც შევიტანეთ, მერე კი მზიამ გამოგვყარა იქიდან_დანარჩენს მე მივხედავო. -ზუგდიდის უნივერსიტეტში სწავლობ ნუც? არ გინდა თბილისში გადმოხვიდე? - ნელი ნაბიჯებით გავიკვლიეთ გზა, მისაღებისკენ. -ნ, ქუთაისის. იქ ნათესავები მყავს და ამიტომ გამიშვა დედაჩემმა - განმანათლა და ჩვენც ახარხარებულ საზოგადოებას შევუერთდით. -რაზე იცინით? -იკითხა ნუცამ. მე მიშოს გვერდით ჩამოვჯექი, ის კი ცალკე სკამზე. -უფრო სწორედ ვისზე ანუ ლიზაზე! -ახითხითდა ვაჩე. მე ლანას გავხედე თვალების ბრიალით. მხოლოდ მას თუ შეეძლო ჩემზე რამის მოყოლა. -მოგვიყვა, როგორ დაარტყი ლექტორს. -ირონიული მზერით გადმომხედა ალექსანდრემ. -ღირსი იყო და დავარტყი! -მერე უნივერსიტეტში არ შეგექმნა პრობლემები? - მკითხა ლუკამ. -რატომ უნდა შემქმნოდა? იმას ხომ არ იტყოდა, სტუდენტს ვკერავდი მან კი დამარტყაო? -მხრები ავიჩეჩე. -ხო მართლა, გუშინ ვინ ამიყვანა ოთახში? - ინტერესით ვიკითხე და მოჭუტული თვალებით შევხედე აფხუკუნებულ ლანას. -გუშინ დაიჩემე მანქანაში არ ჩავჯდებიო. გინდათ თუ არა მე და ჩემი სანდრიკო წავალთ მარტო ფეხითო. ხოდა შენ ფხიზელზე ხარ ჯერ ჯორივით ჯიუტი და მთვრალზე ნაკლები იქნებოდი? ამიტომ ფეხით წამოხვედით! - უდარდელად ჩაილაპარაკა მან, მე კი ლამის ინფაქტი მივიღე. „ჩემი სანდრიკო“? არა...არა მე ამას არასდროს ვიტყოდი. სანდროს გავხედე, რომელიც ცინიკურად მიღიმოდა. შემდეგ კი ნიტას, რომელსაც აშკარა უკმაყოფილება ეტყობოდა სახზე, ეს კი მოწმობდა, რომ ლანა სიმართლეს ამბობდა. -დამტყობია, რომ მთვრალი ვიყავი, თორემ ამასთან მარტო დარჩენას მოვინდომებდი? - ყალბი აღშფოთებით ვთქვი და გამშრალ ბაგეებზე გადავისვი ენა. -მთვრალზე იმ ფარულ სურვილებს ავლენს ადამიანი, რომლის ფხიზელ მდგომარეობაში აღიარებას ვერ ბედავს! - ირონიით გაჟღენთილი ხმით წარმოთქვა ალექსანდრემ და ნიტას თმებს წაეთამაშა. მის სიტყვებზე მეტად, ამ ქმედებამ იმოქმედა ჩემზე. გონებაში კადრებად გამიარა, ალექსანდრეს შეხებამ, მაგრამ როდის შემეხო? საიდანაა ეს კადრები? -ხო. ფიქრებში გართულმა ინსტიქტურად დავეთანხმე, მაგრამ მაშივე ვჭყიტე თვალები.- არ გეთანხმები...მთვრალზე ადამიანი ქცევებს ვერ აკონტროლებს, არაადეკვატური ხდება, და ისეთ რაღაცეებს სჩადის, რასაც ფხიზელი არასდროს გაიფიქრებდა! - ამოვილუღლუღე და მიშოს ყელში ჩავრგე ცხვირი. -მეღუტუნება ტო! - მოჯლუნგი გამკრა მიშომ, მე კი მაჯაზე ვუბწკინე დაეტი_ემეთქი. ნიტამაც იგივე მოძრაობა გააკეთე და ალექსანდრემაც დაბარებულივით მე გადმომხედე დაკვირვებული მზერით. წარბები შევკარი და გვერდით ვიბრუნე თავი. -როდის მივდივართ ? -ვიკითხე ყურადღების გადასატანად. -შუადღეს წავიდეთ! -მომენატრება აქაურობა - დანანებით ამოვილაპარაკე და თმით მოვუღუტუნე მიშოს ყელე. აბა ამოეღო ხმა! -რატო მოიწყინე ტო, ჩამოვალთ ისევ! - ლოყაზე ხმაურით მაკოცა ტყუპმა. მეტის თქმა აღარ დაგვცალდა, რომ კარზე კაკუნი გაისმა. სწრაფად წამოდგა ნუცა და მალევე მასთან ერთად ჩანთით ხელში მაკრინეც გამოჩნდა. -გამარჯობა! - მაშინვე წამოდგა ვაჩე, აბრჭყვიალებული თვალებით და გოგო გადაკოცნა. ყველანი მივესალმეთ მას. -მოდი აქ დაჯექი! - სავარძელზე მიუთითა ტყუპმა და ისიც მორჩილად დაყვა. -გუშინ, რომ მითხარით ჩვენ გამოგვყევიო...-უხერხულად შეიშმუშნა მაკრინე. მეჩვენა, რომ გუშინდელივით გახსნილი არ იყო დღეს. -ხო მახსოვს. - მხიარულად დაეთანხმა ტყუპი. -როგორ ხარ მაკრინე? -ამ ჯერად მიშომ კითხა. - მე მიშო ვარ, ხომ გვარჩევ? - სიცილით კითხა. -კი გარჩევთ! - ჩაიცინა. -ოკლედ! -ტაში შემოკრა ვაჩემ.- ახლა გეტყვით, როგორ გადავნაწილდებით! მე, მაკრინე...-ეს რა თქმა უნდა.-ლუკა და ლანა ერთად, ხოლო სანრო, ნიტა, ლიზა და მიშო ერთად. -აი მანდ კი მეხი დამეცა. მის ამერიკასთან და მის ირონიასთან ერთად, იმ პატარა სივრცეში, ესვი საათი უნდა გამეტარებინა „მის...“უბრალოდ ელიზაბეტს. -კი მაგრამ... -გაპროტესტებას არ ექვემდებარება! - თვალები დამიბრიალა ვაჩემ. რატომ არა გენაცვალე! წყვილები ერთად იმგზავრებდნენ, მე კი ეკლებზე უნდა ვმჯდარიავი მთელი გზა. -დარჩენილი დროც მგზავრობაზე ნუღარ ილაპარაკებთ, თორემ „ვიგრუზები“! - ამოიწუწუნა ნუცამ. -კარგი ხო აღარ ვილაპარაკოთ. -მაშ რა ვქნათ? - თვალები გაუბრწყინდა. -მმ მოდი სიმართლე თუ მოქმედება ვითამაშოთ! - აღტყინებულმა ლანამ წამოიძახა. თველბი ავატრიალე. არასდროს მომწონდა ეს სულელური თამაში. -სისულელეა! - უმალ დავაფიქსირე ჩემი აზრი. -აუ ვითამაშოთ სან რა! -აცქმუტდა ნიტა და ისე შეხედა სანდროს, თითქოს ის იყოს ბოლო სიტყვის მთქმელი. ტვინში სისხლმა ამასხა. მე რა აქ მოჩვენება ვიყავი, ჩემი სიტყვები, რომ დააიგნორა? -ვითამაშოთ! - უდარდელად აიჩეჩა მხრები და ეშმაკური მზერით გადომხედა ნიტასკენ გადახრილმა. -უკანალი ხომ არ იტკინე დაცემისას? -ირონიულად გავიღიმე. - რაღაც ისე ზიხარ რომ...- მაშინვე ცეცხლი აუკიაფდა თვალებში. ესეც შენ! -ისე...მე უპასუხოდ არავის ვტოვებ. -ავისმომასწავლებლად ჩაიცინა, მაგრამ არ შევიმჩნიე აშკარა მუქარა. -კარგი! -თვალები დაგვიბრიალე ლუკამ. - მაგიდის ირგვლივ დასხედით! - დაბალი, სარკის მაგიდა მდივანთან მოაჩოჩა მან. ზოგი იატაკზე დაჯდა, ზოგი კი ისევ მდივანზე. -ბოთლს მოვიტან! - ფეხზე წამოხტა ნუცა და მალევე დაბრუნდა ცარიელი ბოთლით.-მე დავატრიალებ. ბოთლი დაატრიალა მან და ეს მიწაში ჩასატანიც ჩემს პირდაპირ გაჩერდა. - თავი ჩემსკენ იყო მომართული, ბოლო კი სანდოსკენ. -სანდრომ უნდა დაგისვას კითხვა! - თვალები ავატრიალე. -სიმართლე თუ მოქმედება? - მის ჭინკებაცეკვებულ თვალებს გავუსწორე მზერა. „სიმართლე“ რომ ამერჩია რამე სასწაულ კითხვას დამისვამდა, ხოლო მეორე შემთხვევაში, რამე სასწაულს გამაკეთებინებდა. -მესამე! - მობეზრებულად ამოიხვნეშა. -მიპასუხე! - ეს ბრძანება იყო? მე ბრძანებეს არ ვემორჩილები, ნურას უკაცრავად! -პირველი! -ძალიან კარგი! - ჩაეცინა. - შენი აზრით, რამდენი პროცენტით სიმპათიური ვარ? -ას...ჰმ ორმოცდაათი-სამოცი! -უკმეხად გავეცი პასუხი. -ხოო? -ირონიულად გადმომხედა. მე კი ისეთი მზერით შევხედე, უსიტყვოდ, რომ ამბობდა „ეჭვიც არ შეგეპაროს“. ხელახლა დაატრიალეს ბოთლი და ამ ჯერად ისე გაჩერდა, რომ მე უნდა დამესვა კითხვა ვაჩესთვის. ოჰ, როგორ მიმართლებს! -ვინ გინდოდა ყოფილიყავი ვაჩედ რომ არ დაბადებულიყავი? -აი ზუსტად ვიცოდი რომელიმე ჰოლივუდის ვარსკვლავს დამისახელებდა. სავარაუდოდ გოგოს. მე კი ამას ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენებდი. -ანჯელინა ჯოლი -ჩაიხითხითა. ოჰ, ოჰ რა ნდომებია ბიჭს. მაკრინესკენ გავაპარე მზერა, რომელიც სევდიანად უღიმოდა. ლამის ჩემს თავს დავუწყე კოცნა, ვაჩეზე ნათქვამი რომ გამახსენდა მასთან. შემდეგი გაჩერება კი მაკრინეზე და კვლავ ვაჩეზე იყო. -რას ფიქრობ ჩემზე? - თვალებისციმციმით გადახედა გოგონას. -ვფიქრობ, რომ ძლიერი ხარ რადგან ცხოვრებაზე ხელი არ ჩაიქნია და შენი ბედნიერებისთვის ბრძოლობ. - ვაიმე! ახლამოვკვდები! ბავშვებს გადავხედე, რომლებიც გაკვირვებით უყურებდნენ მას. -რას გულისხმობ მაკრინე? - არბები შეკრა ბიჭმა. მაკრინე უსიტყვოდ მიუახლოვდა მას და ხელხე ხელი მოუჭირა. -შეგიძლია მენდო ვაჩე, მე გვერდით დაგიდგები! - არა მეტი არ შემიძლია. აქვე გამისკდება გული, მალე, რომ არ ამოვუშვა ეს ემოცია. -ვერ გავიგე რას ამბობ? -დაბნეულობა დაეტყო მის ხმას. -ვაჩე გთხოვ! - ხმას აუწია მან. - მე ყველაფერი ვიცი! ვიცი, რომ მამაშენის გეშინია და ამიტომ მალავ ამას, მაგრამ მე რატომ მიმალავ? - ღმერთო მეტეორი მესროლე რა! - ჩავიბურდღუნე ჩემთვის და კბილი ძლიერად დავაჭირე ტუჩებს. როგორც ჩანს ალექსანდრეს საერთოდ არ აინტერესებდა ეს სიტუაცია, ისე გაშტერებული ადავნებდა თვალს, როგორ ვძალადობდი ჩემს ბაგეებზე. -ნორმალურად ამიხსენი რა! -მოთმინება აღარ ეყო ტყუპს. -მინდა გითხრა, რომ მე შენთან ვარ. არ გამოვხატავ აგრესიას განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისადმი! ვიცი, რომ მამაშენის გეშინია და ამიტომ არ ამბობ სიმართლეს. მე კი იმისთვის გჭირდები, რომ ეჭვი არ შეეპაროს მას, იმაში, რომ ნამდვილად გოგოები მოგწონს! თანახმა ვარ მამაშენის წინაშე, შენი შეყვარებულის სტატუსით წარვდგე, მერე კო როცა მოახერხებ საზღვარგარეთ წადი და იქ არავინ დაგიშლის იყო ის, ვინც ხარ! -ერთიანად მიაყარა გოგონამ, აქ კი ერთიანად ამოვხეთქე. იატაკზე გავწექი და ჩემი წამსკდარი სიცილის ხმა, ბომბის აფეთქებას გავდა. უკვე მუცლის კუნთები მტკიოდა და ვაჩეს გაქვავებულ სახეს, რომ ვუყურებდ საერთოდ ვერ ვწყვეტდი სიცილს. ყველა გაოცებული მიშტერებოდა მაკრინეს და ვაჩემ ჩემკენ, რომ აბრუნა თავი მაშინკი ერთიანად გაწყდა ჩემი ხმა. -ვაჩე მე...-სწრაფად დავსერიოზულდი და ფეხზე წამოვდექი. -მე ვიხუმრე...-მეტის თქმა ვეღარ მოვასწარი გაავებული წამოვიდა ჩემი მიმართულებით. მეც თავის გადარჩენის ინსტიქტმა მძლია და არანაკლებ სწრაფად მოვწყდი ადგილს. -გაჩერდი! მოგკლავ! -დამამშვიდე, ახლა ნამდვილად გავჩერდები! -ავხარხარდი და სიჩქარეს ვუმატე. ჯერ მისაღებში ვირბინეთ კარგა ხანი და მაგიდას დავარტყით რამდენიმე წრე. მე ხარხარს ვუმატებდი, ნიკა კი მეგრულ წყევლას, სპეციალურად ფურცელზე, რომ ჩამოაწერინა ადრე ნუციკოს_ მომავალში გამომადგებაო და აჰა! მისაღებიდან სამზარეულოში გადავინაცვლეთ და სულ გადავრიეთ ქალბატონი მზია. იქაც ერთი წრე და უკან, რომ გამოვბრუნდი რაღაცის ლეწვის ხმა შემომესმა. ვაჩე შეშეინებული უყურებდა ნამსხვრევებად ქცეულ, ალბათ საკმაოდ ძვირფას ლარნაკს. ლეწვის ხმას კი მზიას მსუბუქი წამოკივლება მოჰყვა. „10 წუთის შემდეგ“ თავჩაქინდრული ვიდექით, დოინჯშემორტყმული მზიას წინ და დრო და დრო მოჯლუნგს გავკრავდით მე და ვაჩე ერთმანეთს. სავარაუდოდ მოსამართლე მზია, ვაჩეს გაამართლებდა, მაგრამ მაინც არ ვკარგავდი იმედს. მე ხომ ვახშმის ალაგებაში დავეხმარე? -რა გჭირთ, პატარა ბავშვები ხომ აღარ ხართ? რა საქციელი იყო ეს? -მისი ბრალია! - თითი ვაჩესკენ გავიშვირე და მანაც თვალები დამიბრიალა. -გეფიცებით ჩემი ბრალი არ არის! - გაცხარებით წამოიძახა. - მან გოგოს, რომელიც მომწონდა, უთხრა, რომ ცისფერი ვარ! - გაოცებულმა მზიამ ჩემზე გადმოიტანა მზერა. მე ტუჩზე ვიკბინე და ისე უდარდელად დავიწყე თვალების ცეცება ვითომ ჩემზე არც იყოს საუბარი. -მართლა? -ჰა...მე მკითხეთ რამე? –„ინტერესით“ ვიკითხე და დებილივით გავუღიმე მზიას. მანაც თავი გააქნია რამდენჯერმე. ბავშვების ფხუკუნი კი უკვე სასტიკად მაღეზიანებდა. ისედაც ამდენი სირბილის შემდეგ, ათი წუთია ფეხზე ვდგავარ! -სულ გაგიჟდით ეს თაობა! ახლა კი წყნარად დაჯექით მდივაზე! - თვალები დაგვიბრიალა, მაგრამ ტუჩის კუთხეში ღიმილს ვერ მალავდა. ისევ თავჩაქინდრულები დავიძარით მდივნისკენ და გვერდი-გვერდ დავჯექით. როგორც კი მზია შებრუნდა ისე მწარედ მიბწკინა ვაჩემ, რომ ხმამაღლა წამოვიკვნესე ტკივილისგან. დიასახლისიც მკაცრი სახით შემობრუნდა და წარბები მაღლა აწია, „მე რა გითხარითო?“ გაგულისებულმა მეც იგივე გავაკეთე, რაც წამის წინ ვაჩემ, თან უფრო მწარედ და სწრაფად გავხტი განზე, შემდეგ კი ცალკე მდგარ სავარძელზე ჩამოვჯექი. -მან მიბწკინა პირველი! - მზიას მივმართე თავის გასამართებლად და ვაჩეს ჯიქურად გავუსწორე თვალები. -აბა ახლა დაწყნარდი! -მკაცრი ხმით დაიწყო. - იცოდეთ აქვე ვარ და თქვენი ხმა მესმის. -უკმაყოფილოდ გავაწკლაპუნე ტუჩები. დებილივით მომღიმარ ბავშვებს კი ერთი დავუბღვირე, „მოვალეობის“ მოხდის მიზნით. -მოიცა ანუ შენ არ...ჰა? - ამდენი ხნის შემდეგ აბლუყუნდა მაკრინე. -რა თქმა უნდა არა! - შეურაწყოფილი ხმით დაიწყო ტყუპმა. -მოგატყუა ამ ქაჯმა! - ისევ მე მომიბრუნდა დაბღვერილი, მე კი ენა გამოვუყავი. -გუშინ რაც ზურგზე გამაკარი არ დამივიწყებია! ეს სამაგიერო იყო. შენ ცისფერი, მე ლესბოსელი. კარგი წყვილი ვართ არა? - ირონიულად გავუღიმე, ის კი ჩემსკენ დაიძრა. ხელები დავიფარე თავზე და თვალები ძლიერად დავხუჭე. ნამდვილად აღარ მქონდა გაქცევის თავი. რაღაც აგვიანებს! თვალები ნელა გავახილე, შემდეგ კი როცა უსაფრთხო სიტუაცია ვიგრძენი, ბოლომდე ვჭყიტე. ვაჩე ისევ ადგილზე იჯდა და წარბშეკრული უყურებდა ვიღაცას. მის მზერას თვალი გავაყოლე და ლანგრით ხელში, ჩვენსკენ მომავალი მზია დავლანდე. კმაყოფილს ჩამეღიმა. ჩემი ანგელოზია ეს ქალი. -აი ბავშვებო ნაყინი გავამზადე დღეს დილაადრიან და მიირთვით! - ღიმილი დაგვირიგა ჭიქები. მოუთმენლად ჩავასე კოვზი და გავსინჯე. -მმმ ძალიან გემრიელია! - აღფრთოვანება ვერ დავმალე. ქალაქში ნაყიდსაც კი ჯობდა ეს ნაყინი. -მართლა? - თვალები გაუბრწყინდა ქალს. -რეცეპტი ჩამაწერინეთ რა, წასვლამდე! -რა თქმა უნდა, ახლავე დაგიწერ ფურცლზე და მოგიტან. აჟიტირებული გავიდა ქალი ოთახიდა. ერთი საათი კიდევ დავყავით იქ. ბევრი ხვევნა-კოცნის შემდგ კი სახლის კარგი გამოვიხურეთ. ნუცამ აშკარად ძალიან მოიწყინა, იმდენად, რომ თვალები აუწყლიანდა. ბევრი ვკოცნე, ვუთხარი რომ აუცილებლად ჩამოვიდოდით აქ და ჩვენთანაც მოვიპატიჟე ის. ბატონი ჯამბული კი ვერ ვნახეთ სამწუხაროდ, რადგან ის ყოველთვის დილაადრიან გადიოდა სახლიდან, თავის ტაქსით. ქალბატონ მზიას დავაბარეთ, რომ მოკითხვა გადაეცა ჩვენგან. ეზოდანაც გავედით და მანქანებში დავიწყეთ მოთავსება. მე პირველი ჩავჯექი მანქანაში, მძღოლის გვერდით. ალექსი დამადგა თავზე წარბაწეული. -შეგიძლია იქ ნიტა დასვა? - მომღიმარმა მკითხა და მის ამერიკაც ამოუდგა გვერდით მალევა. ტუჩები ძლიერად მოვკუმე, რომ რამე სასწაული არ მეთქვა და პასუხის ნიშნად, ნახევრადგეღებული კარი ძლიერად მოვიჯახუნე, თან იმდენად ძლიერად, რომ მის ამერიკა შეხტა და გაკვირვებული ახედა ალექსანდრეს. არ ელოდა ქალბატონი! აი ვაჟბატონმა კი, ერთი ეშმაკურად გამიღიმა და ნიტას მიუბრუნდა „რა გაეწყობა, უკან დაჯექიო!“. გაცეცხლდა გოგო, მაგრამ რას იზამდა ან საერთოდ რას ელოდა ნეტა? მალევე სიგნალებით დაიძრა ორივე მანქანა. წინ ვაჩე მიდიოდა, ჩვენ კი უკან მივყვებოდით. ღრმად ამოვიოხრე. ამ დღეებში ძალიან შემიყვარდა აქაურობა და დასატოვებლად მენანებოდა. თვალს არ ვწყვეტდი ულამაზეს ბუნებას, ლამაზი ფორმის მთებს და ღრმად ვსუნთქავდი გრილ და სუფთა ჰაერს, რომელიც მურიდებლად მელამუნებოდა გაღებული ფანჯრიდან. -მაგარი გაუჩალიჩე ჩემს ძმას! - ტრანსიდან ვაჩეს ხითხითმა გამომაფხიზლა. ჩამეცინა მთელი საათი დაბღვერილი ვაჩეს გახსენებისას. -აბა რა ეგონა „იმ“ კრეტინს, რომ ჰყვებოდა! - ჩავიცინე და მერეღა გავიაზრე, ალექსი გვერდით, რომ მეჯდა. გაცეცხლებილი მიყურებდა და მადლობა ღმერთს დიდხანს ვერ შეაჩერებდა ჩემზე მზერას, რადგან საჭეზე იჯდა. -ენას დაგაძრობ გეფიცები! - დამიღრინა და მეც სწრაფად დავხურე პირი, თითქოს მართლა გააკეთებდა ამას, ამ წუთას. -გაჩერდი რა თუ ძმა ხარ! - ჩაიფხუკუნა მიშომ, მაგრამ სარკიდან ისეთი სახით გახედა, ვეჭვობ ისიც ჩემს დღეში ჩავარდა. -აუ...იმედია მალე ჩავალთ! - ამ გოგომ მთელი გზა ასე თუ იწუწუნა, ალბათ გავპუტავ! -ჩავალთ, ჩავალთ! - დაამშვიდა მისმა პრინცმა. ნეტა თავიდან ბაყაყი იყო და ნიტამ, რომ აკოცა მერე გადაიქცა პრინცად? საინტერესოა! -აჰ ეს აგვისტოც მიიწურება და მშვიდობით ზაფხულო და დასვენებავ! - დანანებით ჩაილაპარაკა ტყუპმა. -ხოო! -დავიჭყანე, როცა ჩემი უნივერსიტეტი გამახსენდა. ერთი საათი უსიტყვოდ ვიმგზავრეთ. ყველა თავის სტიქიაში იყო, გარდა ალექსისა, რომელსაც იმედია ყურადღება არ გაეფანტებოდა, თორემ ამჯერად სამოთხეში გავემგზავრებოდით დასასვენებლად, თან უკან მოსაბრუნებელი ბილეთის გარეშე. -მაღაზიასთან გავაჩეროთ რა! - ითხოვა მის ამერიკამ და მისტერ ირონიამაც რა თქმა უნდა სურვილი შეუსრულა. ხუთ წუთში მარკეტის წინ გავჩერდით. ყველანი გადმოვედით იქიდან. მე ჯერ საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი, შემდეგ კი მარკეტისკენ, რომ მრამე პირის ჩასატკპარუნებელი მეყიდა. კოკაკოლა, ბლომად შოკოლადი და ნაყინები ვიყიდე. კონსულტანტ გოგონას ჩავაბარე ნავაჭრი და მანაც პარკში ჩამილაგა. ფული სწრაფად გადავუხადე და გასასვლელისკენ დავიძარი. კართან სანდროს შევეჩეხე. ხელით მანიშნა ჯერ შენ გადიო და მეც დავემორჩილე. პრინციპში დათმობას არც ვაპირებდი. -ვაიმე! - ორი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული, რომ მსუბუქად წამოვიკივლე და ორივე ხელი ერთდროულად ვუშვი პარკს. -რა დაგემართა? - მობეზრებულად აატრიალა თვალები. -ტოპი დამრჩა! -ჩემი გასაჭირი შევჩივლე ერთობ შეწუხებულმა. -ეგ შენი ახალი შეყვარებულია? - მშრალად მომიბრუნდა. -ჩემი ლეკვია! - ავწიკვინდი მაშინვე და ბოლთის ცემას მოვყევი. -ლანამ ჩაისვა მანქანაში და დაწყნარდი! - თვალები გამიბრწყინდა და ისე ამოვიხვნეშე, თითქოს დიდი ლოდი მომხსნეს. -ავიდეთ მაშინ! -სწრაფად ავიღე ცელოფანი და მანქანისკენ დავიძარით. იქ მისულებს მიშო არ დაგვხვდა ადგილზე. როცა შევამჩნიე, რომ უკვე მოთმინება ეწურებოდა, მის მოსაძებნად გადავედი. მარკეტში დავბრუნდი და იქაურობას მოვავლე თვალი. მოულოდნელად ვიღაც ბიჭს გავკარი მხარი. -წინ იყურე! - უხეშად მომახალა. თვალები დავქაჩე და შებრუნებულს მკლავზე წავეპოტინე. -მე გაჩერებული ვიყავი! შენ თვითონ დამეჯახე! წინ იყურეს მაშინ ეუბნებიან, როცა თავად გეჯახება ვინმე ვირო! - გამწარებული ვუბრიალე თვალები. -ნუ წიკვინებ! -რაო?! - თითქოს ყურებს ვერ დავუჯერე. სწრაფად ვტაცე თავსახურ მოხდილ წვენს ხელი, რომელიც მაგიდაზე იდო და პირდაპი თავზე გადავასხი. -გოგო! - დამიღრიალა და მეც თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი იქიდან. ნამდვილავ ვერ მოვერეოდი ახლა მას. თავპირისმტვრევით გამოვაღე მანქანის კარები და გაკვირვებული მზერა არ შევიმჩნიე. მადლობა ღმერთს მიშო დაბრუნებული დამხვდა. ის ბიჭი, რომ შევამჩნიე, რომელიც ზუსტად აქეთ მოდიოდა გამწარებული. სანდროს ხელებით ვანიშნე მანქანა დაეძრა. თუმცა აშკარად უნიჭოდ გამომივიდა ეს. -დაძარი მეთქი სანდრო! - დავუყვირე მოთმინება დაკარგულმა. - დროზე! -ერთი ამთვალიერა და უსიტყვოდ დაძრა მანქანა. -რა მოხდა ტო? - გაკვირვებულმა მიშომ მკითხა. ახლა მისკენ მივბრუნდი გაცეცხლებული. სულ მაგის ბრალი იყო! -სად იყავი? -მოვედი! მითხარი რა მოხდა? -ერთი ნაცნობი შემხვდა და...-კეფა მოვიფხანე დაბნეულმა. - ახლა არ მქონდა მასთან ხვევნა-კოცნის თავი. - არავის აღარაფერი უკითხავს. ერთი კი ამათვალიერეს ეჭვიტ, მაგრამ ეგ არაფერი. სამ საათში უკვე თბილისში ვიყავი. ძალიან მომენატრა ელენე და გიორგი. აჟიტირებული ვიყავი მათთან შეხვედრის მოლოდინში. ვაჟბატონმა ჯერ ნიტა და მიშო მიიყვანა სახლში და მე ბოლოსთვის მომიტოვა. როგორც კი მივხვდი, რომ ჩემს სახლს გავცდით, თვალებდაქაჩულმა გავხედე მომღიმარ სანდროს. -სად მივდივართ?! -გიტაცებ! ბავშვებო ბოდიში დარედაქტირების გარეშე ვდებ და ალბათ ბევრი შეცდომები მექნება, ამიტომ არ შეიმჩნიოთ :დდ პ.ს წინა თავში თქვენმა კომენტარებმა უსაშველოდ გამახარა! ძალიან დიდი მადლობა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.