შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შემიყვარდა კრიმინალი ll თავი (ნაწილი II)


19-08-2018, 01:10
ავტორი ელ_ჯეიმსი
ნანახია 12 819

არ შეშინებია ინსტიქტურად გადადგა ნაბიჯი უკან, მერე კი იმან რაც მოხდა ერთიანად აურია თავგზა...მამაკაცმა მის საპირწონედ წაიწია წინ , მერე წამით შედგა , სახე მომენტალურად დაეძაბა და სანიკიძემ აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა ერთ წამში მის მკლავებში გახვეული და მასთან ერთად მიწაზე დანარცხებული...ვერ გაერკვია რა ხდებოდა,დაცემისგან თავი ეტკინა და ზედ დაყოლებული თავისზე ორჯერ მძიმე სხეულის დაწოლისგან ძვლები ასტკივდა...დარტყმისაგან ერთიანად გაბრუებულმა ის იყო ინსტიქტურად წამოწია სახე, კეფაზე მთელი ძალით დაწოლილმა გაშლილმა ხელისგულმა ისევ ცივ მიწას რომ შეაზარდა და ზედ ძარღვიანი გინებაც მიაყოლა...ვითარება მაშინღა აღიქვა ზედიზედ იარაღის რამდენიმე გასროლა რომ მის მისწვდა მის სმენას, ტყვიებმა კი მათგან მილიმეტრების დაშორებით მოთხარეს მიწა და აქეთ-იქით გაფანტული ქვიშის ციცქნა კრისტალები სახეში შეეყარა... რამდენიმე დარტყმა გამოტოვა ქალის გულმა, მერე კი ერთიანად მომსკდარი ადრენალინისაგან ისეთ რიტმში ახმაურდა სმენა დაეხშო და ყურები ასტკივდა...
-შენი დედაც! შენი დედაც ნაბოზარო...- საკუთარი სხეულით იგრძნო როგორ შეხტა მამაკაცის ტანი სავარაუდოდ დატაკებული ტყვიის გამო და შეშინებულმა ინსტიქტურად წამოიკივლა მისი სახელი...
-ლუკა...
-განძრევა არ გაბედო!-მისი მისამართით იღრიალა მამაკაცმა, მერე კი იგრძნო როგორ მოსცილდა ერთიანად მისი სხეული…ისევ ვერ მიხვდა რა ხდებოდა, სროლა გრძელდებოდა ამჯერად უფრო ახლოდან ესმოდა მჭახე ხმა და ავტომატურად მიხვდა რომ ამჯერად აბაშიძეც ისროდა.
გაუთავებელი ორმხრივი სროლა ზედ დართული შეშინებული ყვავების ჩხავილით თავს ნამდვილ კოშმარში აგრძნობინებდა და ეშინოდა...ეშინოდა კი, სიკვდილამდე ეშინოდა მაგრამ თავისდა გასაკვირად იმ მამაკაცის გამო უფრო ეშინოდა მისთვის ჯერ კიდევ აბსოლუტურად უცხო რომ იყო და ამ დილამდე არც კი იცნობდა...არ იცოდა რამდენი ხანი გავიდა როდის შეწყდა სროლა მხოლოდ მაშინ გამოერკვა მისკენ სწრაფი ნაბიჯით წამოსულმა აბაშიძემ ჯერ კიდევ მიწაზე მჯდარი მკლავში ჩავლებული ხელით რომ წამოაყენა, მეორეთი მძღოლის მხარეს მანქანის კარი თითქმის გამოგლიჯა და ერთიანად აცახცახებული სალონში თითქმის ძალით ჩატენა.
-ფეხი არ მოიცვალო!
-არ წახვიდე...სად მიდიხარ? გაგიჟდი?-მკლავში ორივე ხელით ჩააფრინდა სანიკიძე, მისი მუდარის ადრესატს კი თითქოს არც გაუგონია რისხვისგან ერთიანად ატანილმა ხმაურით მიუჯახუნა კარი, მერე კი სიბნელეში გაუჩინარდა...
მთელი ტანით აცახცახებული, აუტანელ, ყურისწამღებ სიჩუმეში იჯდა და საკუთარი გულისცემა ყურებს ტკენდა...გარშემო გამეფებული პირქუში წყვდიადი შიშს უასმაგებდა და ვენებში დასაშვებ დოზას ბევრად გადაჭარბებული ადრენალინისაგან გიჟური ტემპით მქროლავი სისხლი, აიძულებდა ისეთ სწრაფ რიტმში ესუნთქა, ფილტვები აეწვა...გაურკვევლობა აგიჟებდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ხდებოდა იქ ბნელ ტყეში და ლამის იყო მანქანიდან გადმოსულიყო და რამე სიგიჟე ჩაედინა, ამ ჭკუიდან შემშლელ გაურკვევლობას და უმოქმედობას ისევ ეგ ერჩია...დროც ისე იწელებოდა, წამები საუკუნეებად ეჩვენებოდა და ის იყო ორგანიზმმა თავდაცვის ფუნქცია ავტომატურად რომ აამუშავა და ლარივით დაჭიმული სხეული თანდათან მოუდუნდა...ჯერ იარაღის მჭახე ხმა რომ მისწვდა მის სმენას, მერე გინება , ყვირილი და ამ ყველაფრის ფონზე მანქანის ძრავის ხმა...ისევ გასროლა, ყვირილი და მერე ისევ ყურისწამღები, აუტანელი სიჩუმე...ათრთოლებულ ხელებში ჩარგო სახე, რამდენიმე წამის შემდეგ კი გველნაკბენივით შეხტა, ხმაურით რომ გამოგლიჯეს მგზავრის მხარეს კარი და ნაცნობმა სხეულმა სწრაფად დაიკავა ადგილი...რომლის დანახვაზეც თვითონაც ვერ მიხვდა ისე გაუჯდა მთელ სხეულში სიმშვიდე და ის დაძაბულობაც და შიშიც წამით სადღაც უკვალოდ გაქრა...
-კარგად ხარ?-იკითხა ხმის კანკალით და ისე ყურადღებით შეუთვალიერა სახე, თითქოს თავის კითხვაში დარწმუნებას ცდილობსო...
-დაძარი მანქანა!
-ლუკა…
-დაძარი ეს დედამოტყნული მანქანა!-იღრიალა განრისხებულმა მამაკაცმა და სანიკიძესაც მეტი აღარ უფიქრია , აკანკალებული ხელით გადაატრიალა საკეტზე შერჩენილი გასაღები , მერე კი უმისამართოდ გაუყვა ჩაბნელებულ გზას...სად მიდიოდა აზრზე არ იყო, გარშემო მხოლოდ სიბნელე და წყვდიადი სუფევდა, ანგარიშმიუცემლად მიყავდა მანქანა და ავტობანის ლამპიონები და მაგისტრალზე მქროლავი მანქანები რომ გამოჩნდა,მხოლოდ მაშინღა ამოისუნთქა...ამოისუნთქა და წამის მერე ისევ შეუგუბდა ფილტვებში ჰაერი, გულიც კვლავ ყურისწამღებად აუხმაურდა მკერდში, კისერზე წავლებულმა ძლიერმა თითებმა უხეშად რომ დაითრიეს , შუბლზე იარაღის ცივი ლულა იგრძნო და ზედმეტად სუსხიანი მზერა, ვენებში სისხლი რომ გაუყინა რამდენიმე წამით გული გაუჩერა, მერე კი ისეთი ხმაურით აუძგერა, ყურებში სმენა დაეხშო და აიძულა ხმაურიანი მუხრუჭით შეეჩერებინა მანქანა.
-რას აკეთებ?-ამოიჩურჩულა და საკუთარი ხმა ვერ იცნო.
-აი, ეგ! მე უნდა მეკითხა…-დაჭიმული ყბებით გამოცრა აბაშიძემ და იმწამსვე იარაღის საკეტმაც გაიტკაცუნა ავისმომასწავებელად- რას აკეთებდი იქ?
-არ ვიცი…
-არ იცი? რა არ იცი?!-იღრიალა განრისხებულმა მამაკაცმა და მთელი ტანით მიწოლილმა კიდევ უფრო შეაზარდა სავარძელს ფოთოლივით აცახცახებული-ვინ ხარ და რა დედისტყვნა გინდოდა იქ?
-არ ვიცი...
-კიდევ ერთი "არ ვიცი" და ტვინს გაგასხმევინებ!
-არ ვიცი...არ ვიციი…-მაინც დაპროგრამებულივით გაიმეორა ქალმა და ვერც კი მიხვდა ისე გადავიდა კივილზე-არ ვიცი რა ჯანდაბამ მომიყვანა იმ წყეულ ადგილზე! არ ვიცი, ხოო…დედის სულს ვფიცავარ არ ვიცი…-ბუტბუტებდა სრულიად არეული და მარწუხებივით წაჭერილი თითებიდან თავის დახსნას ამაოდ ცდილობდა…-ვერ ვსუნთქავ...გამიშვი…
-შენი დედაც…-უმისამართოდ შეიკურთხა დაჭიმული ყბებით, მერე კი ძლიერად ჩავლებული თითები ნელ-ნელა შეუშვა ქალს...რომელმაც ფილტვებში დაგუბებული ჰაერი ერთიანად გამოუშვა და მთელი სხეულით აკანკალებულს არ დასცალდა მშვიდად სუნთქვა...წითლად შეღებილმა საკუთარმა, ქათქათა პერანგმა მიიქცია მისი ყურადღება და უკვე ვეღარც ითვლიდა , მერამდენედ გადაუტრიალდა დაძაბულობისგან გული...მიხვდა, მისი არ იყო ეს სისხლი და მამამაცისკენ გადაიტანა ამღვრეული მზერა...ჯერ კიდევ რისხვით სავსე , დაძაბული ყბებით და დასისხლიანებული თვალებით რომ არ აცილებდა მზერას, გაფითრებული შუბლი ოფლის მსხვილი წვეთებით დაცვაროდა და ნესტოებით მძიმედ ისუნთქავდა ჰაერს...მზერა მის სხეულზე გადსიტანა, მერე კი ავტობანის ლამპიონებიდან წამოსულ სინათლეზე მკაფიოდ გაარჩია მარჯვენა ფერდთან, ტყვიისგან გაგლეჯილი კანი საიდანაც მდორედ,მაგრამ უწყვეტ ნაკადად მოჟონავდა მეწამული სითხე…
-ექიმი გჭირდება…ბევრი სისხლია…-ამოილაპარაკა ჩავარდნილი ხმით და ისევ მამაკაცის სახეზე გადაიტანა მზერა, ცივად რომ უბრძანა:
-საავადმყოფოსკენ წადი!
-არ ვიცი...
-შენ რა იყო "არ ვიცი"-თ ხარ გაკეთებული?-ირონიით გაიჟღინთა მამაკაცის ხმა.
-გზა არ ვიცი…-ძლივსგასაგონად ამოიჩურჩულა ქალმა და ძალიან არ უნდოდა, მაგრამ მიღებულმა შიშმა , სტრესმა და მამაკაცისგან წამოსულმა სუსხმა თავისი გაიტანეს და მისდაუნებურად, მაინც მოასკდა ყელში მძიმე ბურთი და თვალებიც წამში აემღვრა...ჯებირებ გადალახულმა ცრემლებმა კი ძალდაუტანებლად იწყეს სახეზე დენა…ადვილად წარმოიდგინა რა სანახავი იყო , აბაშიძემაც ჯერ ხმაურით რომ შეისუნთქა ჰაერი მერე კი მზერა მოარიდა და შედარებით მშვიდი ტონით მიუთითა.
- პირდაპირ იარე და პირველივე გზაჯვარედინზე, მარცხნივ გადაუხვიე...
ნერვებისგან აცახცახებული ხელით ისევ ჩართო ძრავი და ადგილიდან დაძრა მანქანა, მერე კი, ისეთი სისწრაფით მიყავდა, ზოგადად ფრთხილსა და ზედმეტად კანონმორჩილ მძღოლს, ცხოვრებაში რომ არ უტარებია…მთელ სხეულში მომსკდარ ადრენალინში გახვეული, ყურადღებას არ აქცევდა უკმაყოფილო მძღოლთა სიგნალებს და ყურადღების მთელი დაძაბვით ცდილობდა გზაჯვარედინი არ გამორჩენოდა...შიგადაშიგ კი დამფრთხალი მზერით გადმოხედავდა ხოლმე მამაკაცს, მისი მდგომარეობა რომ შეემოწმებინა...დარჩენილი გზა ხმა რომ აღარ ამოუღია, თვალებდახუჭულს კეფა სავარძლის საზურგეზე მიედო და სუნთქვა თანდათან უფრო უმძიმდებოდა...მისი ჭრილობიდან კი ისევ უწყვეტად ჟონავდა სისხლი...
-ლუკა…-საჭისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე შეეხმიანა ქალი და არ გაცემულმა პასუხმა ისედაც ნერვების ზღვარს გადასული უარეს პანიკაში ჩააგდო- ლუკა! - ქალის ხმამაღალ კივილზე მაშინღა იკადრა თვალების გახელა და დაჭიმული ყბებით გამოცრა:
-რა გაკივლებს? აი, რა ჯანდაბა გაკივლებს?
-თვალებს ნუ ხუჭავ…მეშინია...ადამიანი არა ხარ?- იკივლა ნიამ..თვალები ხელახლა აემღვრა და ისევ აეტირა.
-არ ვკვდები , დაწყნარდი! არ არის საჭირო დრამატიზება…-გაეცინა მამაკაცს და ამ უმცირეს მოძრაობაზე კი მწველმა ტკივილმა დაურბინა სხეულში - მარჯვნივ გაუხვიე და ეგ არის...
დაბინდული მზერიდან ისღა გაარჩია , როგორ გადახტა ხმაურით დამუხრუჭებული მანქანიდან სანიკიძე და მიმღებთან შეკრებილ ექიმთა ჯგუფს მივარდა...რამდენიმე სიტყვა სწრაფად მიაყარა და ეს უკანასკნელნიც მაშინვე გამოცოცხლდნენ...არ აწყობდა საავადმყოფოში მისვლა,რასაც კარგად იცოდა რომ პოლიციის ჩარევა, დაკითხვები და ზედმეტი ხმაური მოყვებოდა... მაგრამ სხვა გზაც არ ქონდა, ჭრილობა რომ სერიოზული იყო , ამას აუტანელი ტკივილი, ძლიერი სისხლდენა და ის ბურუსიც ახვედრებდა,მთელი გზა რომ ითრევდა გონების დასაკარგად, მაგრამ არ ნებდებოდა, ეხლა კი ისე შემოუტია ნამდვილად აღარ ჰქონდა მასთან საბრძოლველად ძალა დარჩენილი...
-შენი დედაც…-გამოცრა განრისხებულმა , ჭრილობას კიდევ ერთხელ დახედა უკმაყოფილოდ, თვალებდახუჭულმა ისევ სავარძლის საზურგეს მიაყრდნო კეფა მერე კი გონება იქამდე დაკარგა ვიდრე სწრაფად მოვარდნილ ექიმთა ჯგუფი საკაცეზე გადაიყვანდა...


***
კასპის რაიონულ საავადმყოფოში ლუკას მინი ოპერაცია ჩაუტარეს, ტყვია ამოუღეს და იმ ღამითვე გადაიყვანეს ჩვეულებრივ პალატაში. ნიასთვის სასიხარულოდ, ლუკას არცერთი მნიშვნელოვანი ორგანო არ ჰქონდა დაზიანებული და არც მის სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე.
შუაღამე იყო ვიზიტორთა სკამზე ჩაძინებული ნია უცნაურმა გრძნობამ რომ გამოაღვიძა. შემკრთალმა ნელა გაახილა თვალები და ლუკას მუქ სფეროებს წააწყდა, დაჟინებით რომ უმზერდნენ.
- როგორ ხარ? - სწრაფად გამოფხიზლდა გოგონა და სკამზე შესწორდა.
-კარგად...
- ტყვია ამოგიღეს და ჭრილობაც დაგიმუშავეს, საშიში აღარაფერია
- კარგია..
- ხო... - უხერხულად ამოილაპარა ნიამაც და მამაკაცის უცნაურად დაჟინებული მზერის ასარიდებლად ფანჯარას გახედა
- დაგკითხეს?
- კი
- რა უთხარი?
- სიმართლე.. - მხრები აიჩეჩა ნიამ.
- რას აკეთებდი იქ?- მომენტალურად გაუცივდა სიცივე მამაკაცს ხმა და მზერაც.
-მე.. - ხმადაბლა დაიწყო ნიამ - მე ... თვითონაც არ ვიცი...შენი ოჯახის ისტორია მოვისმინე... შენი დის ამბავი და...- აქ თვალი ფრთხილად შეავლო აბაშიძეს, მაგრამ მას გამომეტყველება არ შესცვლია , ცივი სიმშვიდით ისმენდა ქალის პასუხს - მოკლედ, არ ვიცი... მე უბრალოდ მოსმენილის მერე აქ მოსვლა და ამ ადგილის ნახვა მომინდა..
- ესე იგი, ჩვეულებრივი იურისტული ცნობისმოყვარეობა - ცივად ჩაილაპარაკა აბაშიძემ.
- ხო, ალბათ ასეა.. - ჩაიბუტბუტა ოდნავ დარცხვენილმა ნიამ და მამაკაცის აფეთქების მოლოდინში გაირინდა, მაგრამ მამაკაცს აღარაფერი უთქვამს უთქვამს ამ თემაზე.
- ტელეფონი მჭირდება.. ჩემი მანქანაში დარჩა
- ახლავე.. აი... - სკამიდან წამოდგა ნია და მობილური ნაჩქარევად ამოაცურა ქურთუკის ჯიბიდან.
აბაშიძემ ჯანსაღი ხელით აკრიფა ნომერი და სადღაც დარეკა. ორიოდე გაბმული ზუმერის შემდეგ ყურმილს უპასუხეს
- გისმენ!
- საბა..
- ლუკა... ლუკა შენ ხარ?- მამაკაცის აღელვებული ხმა გაისმა ტელეფონში
- მე ვარ...
- დედას შევეცი.. მილიონჯერ დაგირეკე , ამის დედაც! სად ხარ?
- კასპში
- კასპში?! ისევ კასპში რატომ ხარ?
- მესროლეს... - პაუზის შემდეგ ამოთქვა ლუკამ
- დედას შევეცი! - ბრაზით გამოცრა საბამ - ეხლა როგორ ხარ?- მღელვარე ნოტებმა გაიჟღერა ბარამიძის ხმაში
- საავადმყოფოში ვარ , კარგად ვარ...
- ლუკა..
- კარგად ვარ , შენ ძმობას ვფიცავარ.. საბა.. დრამატიზება საჭირო არაა - გაიცინა ლუკამ -მისმინე, დილით მომაკითხე
- დილით?! რა დილით?! უკვე მანქანაში ვარ!..
- არა, საბა დილით მოდი..
- რას აიხირე დილით... დილით... ხაშია? -გაეცინა საბას
- მისმინე, დილამდე მაინც არ გამწერენ.. ძაღლებს არ დავუკითხივარ, მაგათ რა აიცილებს! ხოდა კიდევ გაწერა - გამოწერა და ათასი ყ*ეობა.. კაროჩე , დილით მოდი რა!
- ამის დედაც.. ეგრე იყოს.. - უხალისოდ , მაგრამ მაინც დათანხმდა ბარამიძე - მაგრამ,თუ კიდევ რამეა, მირეკავ ..
- კარგი..
- ბიჭებს გავაგებინო?
- არ არის საჭირო, მარტო შენ მოდი
- ეგრე იყოს.. -დათანხმდა საბა
- ხვალ დილით გელოდები- საუბარი დაასრულა ლუკამ , სანამ ბარამიძე გინების ახალ კორიანტელს დააყენებდა ტელეფონი გათიშა და ნიას გაუწოდა - მისმინე , ვალდებული აღარ ხარ აქ იჯდე..
- აქ დავრჩები სანამ შენი მეგობარი არ მოვა - მშვიდად უპასუხა ნიამ
- მაშინ , შეგიძილია საწოლში დაწვე... ისეთი სიფრიფანა ხარ ეს პატარა ადგილიც კი დაგიტევს
- არ შეგაწუხებ - იუარა გოგონამ . მართალია ,გიჟური დღის შემდეგ რბილ ბალიშზე თავის დადებისა და არანორმალურად დაღლილი სხეულის დასვენების მეტი არაფერი უნდოდა და იმასაც მიხვდა , რომ მამაკაცი ყოველგვარი ქვეგანზრახვების გარეშე სთავაზობდა თუმცა ჯერ კიდევ უცნობ, შიშველ მამაკაცთან ერთ საწოლში წოლა მაინც ეუხერხულა
- არ შემაწუხებ ... მაგრამ როგორც გინდა... - აღარ ჩააცივდა ლუკა
-მადლობა - პაუზის მერე ამოილაპარაკა გოგონამ
- რისთვის?
- ჩემთვის განკუთვნილ ტყვიას რომ გადაეფარე.. - მხრები აიწურა სანიკიძემ
- ჩემგან გმირს ნუ გამოიყვან.. მაგრად შეგეშინდა, ხო?
- კი- უარყოფა არ უცდია ქალს
-ძალიან კარგი... ამის მერე გეცოდინება ზედმეტმა ცნობისმოყვარეობამ რა შეიძლება მოგიტანოს - ჩაილაპარაკა ცივად
შემდეგ ოთახში რამდენიმე წუთიანი დუმილი ჩამოწვა და ნია მიხვდა რომ სწორედ ეს იყო ეს მომენტი, როდესაც თავისი სათქმელი უნდა ეთქვა.. სათქმელი , რომელიც ლუკას ისტორიის მოსმენის წამიდან უყალიბდებოდა გოგონას გულსა და გონებაში.
-მე.. ძალიან ვწუხვარ შენი დის გამო... მთლიანად შენი ოჯახის გამო.. - გაუბედავად დაიჩურჩულა ნიამ.
ლუკას ეს ფრაზები მილიონჯერ მაინც ჰქონდა მოსმენილი აბაშიძეს : ნაცნობებისგან.. უცნობებისგან... მეგობრებისგან, ნათესავებისგან.. მაგრამ, ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ლუკამ გოგონას ხმაში გულწრფელი ნოტები და თანაგრძნობა დაიჭირა
-ის რაც მათ დაემართა... ღმერთო ... ეს საშინელება... - ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. ისე ფრთხილად არჩევდა სიტყვებს, ისე სათუთად.. სიგიჟემდე ეშინოდა მამაკაცის ჭრილობებს არ შეხებოდა, რომლებიც , ეჭვგარეშეა, ჯერ კიდევ მოუშუშებელი და ღია იყო .. - მაგრამ, ლუკა.. ის რისთვისაც შენ ჩამოხვედი...
-შენ რა იცი რისთვის ჩამოვედი? -ცივად შეაწყვეტინა ლუკამ
- ვიცი.. შენ შურისსაძიებლად დაბრუნდი.. და ეს.. ეს არასწორია - გაუბედავად ამოთქვა ნიამ
-მანდ გაჩერდი... - გაფრთხილება შეერია მამაკაცის ცივ ტონს.
-ლუკა...
-მანდ გაჩერდი - მეთქი ! - იფეთქა აბაშიძემ- არ გაბედო *ლე მორალისტური რეჩებით გამოსვლა...
- არ არსებობს ადამიანი ვისთვისაც შურისძიებას სულის სიმშვიდე მოუტანია!.. და ისიც იცოდე, რომ ამას აუცილებლად მოყვება თავისი საფასური , ლუკა! - მამაკაცის სიბრაზეს არ უშინდებოდა გოგონა
- ან გაჩუმდი ან გადი ოთახიდან!
ნია ერთხანს უხმოდ შეჰყურებდა მამაკაცის ბრაზისაგან ანთებულ თვალებს და ფიქრობდა რა ექნა. სხვა დროს უსიტყვოდ გავიდოდა პალატიდან, მაგრამ ახლა აქ ის კაცი იწვა ვინც მისი სიცოცხლე გადაარჩინა და ასე უბრალოდ ვერ დატოვებდა...ჰაერი ღრმა ჩაისუნთქა, თავი გადააქნია და სკამიდან ნახევრად წამოწეული ისევ საზურგეს მიეყრდნო დანებების ნიშნად.
***
მეორე დღეს ლუკა დაკითხეს და მიუხედავად ექიმის რეკომენდაციისა, კიდევ ერთი-ორი დღე დარჩენილიყო, მისი დაჟინებული მოთხოვნის გამო საავადმყოფოდანაც გაწერეს.
საავადმყოფოდან ნიასთან ერთად გამოსულს საბა შეეგება. ლუკას ეგონა, რომ ბარამიძე შეთანხმებისამებრ მარტო მოვიდოდა, მაგრამ უეცრად შავი მერსედესის კარი გაიღო და იქიდან გადმოსული ნამტირალევი გოგონა სწრაფად ჩაეკრა გულში აბაშიძეს. შუბლშეკრულმა ლუკამ საბას გაადახედა, ამ უკანასკნელმა კი მე არაფერ შუაში ვარ სახით გაშალა ხელები
-არ შემეშვა სანამ სიმართლე არ მათქმევინა...
ლუკამ პასუხად მხოლოდ თავი გააქნია და გოგონას ქერა თმაზე გადაუსვა ჯანსაღი ხელის მტევანი
-დამშვიდდი... კარგად ვარ
-რა მოხდა, ლუკა? - ამოიტირა გოგონამ
- მანქანაში დამელოდეთ - საბას გახედა აბაშიძემ
- შენ რაღას ელოდები? - ხელები გაშალა ბარამიძემ და ეხლაღა შენიშნა იქვე ახლოს მდგარი ნია, რომელიც მშვიდად, მაგრამ ოდნავ შესაჩნევი მოწყენით აკვირდებოდა ლუკასა და ქერას შორის გამართულ თბილ სცენას
- გამარჯობა - მსუბუქი ღიმილით მიესალმა ნია საბას, რომელსაც ვაკის განყოფილებაში შეხვდა რამდენჯერმე
- ამას რაღა უნდა აქ? - გადაულაპარაკა ლუკას
- ორი წუთი დამელოდეთ - უპასუხოდ დატოვა აბაშიძემ მეგობრის პასუხი და ნიასკენ წავიდა
სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა, აუჩქარებლად მოუკიდა და ფილტვები უხვად შეივსიო მომწამვლავი აირით. ნია , რომელიც ხვდებოდა რომ მამაკაცს კიდევ ჰქონდა მისთვის რაღაც სათქმელი, უსიტყვოდ აკვირდებოდა მანქანაზე ზურგით მიყრდნობილ აბაშიძეს, რომელიც მშვიდად ეწეოდა სიგარეტს და არაფრისმთქმელი მზერით გაჰყურებდა ჰორიზონტს. კაცმა აუჩქარებლად ჩაამთავრა ღერი სიგარეტი და ნამწვი უგულოდ მოისროლა ასფალტზე. ნიას რომ მიუბრუნდა სახე ჩვეულად მშვიდი, მაგრამ ცივი და სასტიკი ჰქონდა.
- ის რაც ნახე და გამოცადე, ჩემთან გატარებული მხოლოდ ერთი დღის შედეგი იყო.. და იქნებ ამ დღემ მიგახვედროს რომ უნდა მომერიდო ... - გამოცრა ხმადაბლა- დაიმახოვრე, ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო.. კიდევ თუ გადამეყრები..კიდევ თუ შემხვდები სადმე..მიზეზების გამოკითხვას აღარ დავიწყებ.. ყოველგვარი კითხვა-პასუხის გარეშე ჩავთვლი რომ მათიანი ხარ... და მოგკლავ... მოგკლავ, იცოდე!
- მე შენი არ მეშინია, ლუკა - გულწრფელობით მიუგო ნიამ და მზერა მშვიდად მიანათა ერთი თავით მაღალი მამაკაცის შავ თვალებს.
-შეგეშინდება როცა გამიცნობ!-თვითონაც ვერ მიხვდა, ისე დათქვა ლუკამ მათი მომავალი შეხვედრის პერსპექტივა, უკანმოუხედავად მოიტოვა ნია და წინა სავარძელი დაიკავა მერსედესში , რომელიც თვალის დახამხამებაში მოწყდა ადგილს.



№1  offline წევრი Mtirala

ამას რაც არ უნდა მოხდეს ბოლომდე წავიკითხავ!
გახსოვარ? :დდდდდ
შენი ძალიან ძველი მკითხველი ვარ, მაგრამ მერე რატომღაც "გადაგაგდე" :(( :დდდდ
ჯერ არ დაიწყია კითხვა, მაგრამ უკვე ვიცი,
ძალიან მაგარი რამ გამოგივა ^^ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2 სტუმარი თინა

არ მეყოოო :(((

 


№3  offline წევრი დარინა

ისეთი ემოციებით ვკითხულობ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტელეში ვარ ჩამძვრალიიი, უკვე ჩემი სისუსტე გახდა ეს ორი გადარეულიიი, ძალიან ძალიან მომწონს ნია, იმ მომენტს დაველოდები თავიანფეხიანად რომ გაემბევა ნიას კლანჭებში ჩვენი ძვირფასი ლუკააა, რაც არ უნდა დიდი თავი იყოს არ მყოფნის მეეე კიდევ მინდააა, მახსოვს როგორი ემოციებით ვკითხულობდი კრიმინალებს ისევ ის ემოცია მაქვს უფრო მეტიიიც, ეს ისტორია მიყვარს და ახალ თავამდე სული დამელევააა.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინია

ნუუუ აგვიანეეებ!!! იცოდეერომ ჩემი სახიით ამ ისტოორიაას კიბოსავით მოვედეე :დდ აიისე დამაინტერესა დამაინტრიგა და ბლა ბლა ბლააა ერთი სულიმაქვს ახალი თავი ვიხილო და ჰო ნიასა და ლუკიტოს შორისს ქიმია იგრძნობა! აი მერო ვამბობ ესეიგი იგრძნობა და ვსო :დ ჰოდა გელოდები !

 


№5  offline მოდერი naattii

საცოდაობაა ასეთი ისტორიის თავებად კითხვა :( სრულად მინდა მთლიანად რომ ჩამძიროს და მომწყვიტოს ყველაფრიდან. თავიდან თავამდე იმხელა და ისეთი ლომკა მაქ ძლივს ვითმენ. არაჩვეულებრივად წერ და გადმოცემ. არასდროს შეწყვიტო ❤
პ.ს. დავიჯერო ამ ორი ისტორიის გარდა სხვა ისტორია არ გაქვს? სიამოვნებით წავიკითხავდი ❤

 


№6 სტუმარი სტუმარი თათუ

უფ,მაგარია.

იცი რა უნდა გკითხო?
წინა ისტორიასთან კავშირი არ აქვსო და მე კიდე ლუკა სანდრო აბაშიძის შვილი მგონია :დ იმ თავზეხელაღებულ გოგოსაც ლელა არ ერქვა? თუ ელენე? მოკლედ ავირიე:დ

 


№7  offline წევრი Kalina

ძალიან მომწონს:)))))
არ ვიცი, რატომ მიზიდავს ასე კრიმინალის და დეტექტივის კითხვა, უბრალოდ ძალიან მაგრად იკითხება.

წარმატებები:))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№8  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

მშვენიერი თავი იყო. ძალიან სასიამოვნოდ იკითხება შენი ნაწერები როგორც ყოველტვს. შემდეგ თავს მოუთბენლად ველი . არდაგვაღალატო :დდ

 


№9 სტუმარი აბლაბუდა

ვუაიმე ეს რა იყო, ვგრძნობ წინ კარგი რაღაცეები გველის

 


№10  offline წევრი nathali lifhonava

ვაუ!
შესანიშნავია
ველოდები მესამე თავს
ძალიან მომწონს????????????????
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№11  offline წევრი SillyGirl

საინტერესო თავი იყო ძალიან.
ველოდები ახალ თავს მოუთმენლად <3

 


№12  offline მოდერი ბელუ შეროზია

საინტერესოა ძალიან, არ გვალოდინო kissing_closed_eyes

 


№13 სტუმარი სტუმარი Lel

Vaaaauuu Dzaaan magaariaa ar daagvianoo ra rodiis dadeb???

 


№14 სტუმარი სტუმარი ელენე

როდიის დადეებ??

 


№15 სტუმარი ina

auuu male daade raaa

aseti dagvianeba raubedurebaa kargi ra mesmisro mushaob mara dzaan upasuxismgeblobaa da meti araferi

 


№16  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

Mtirala
ამას რაც არ უნდა მოხდეს ბოლომდე წავიკითხავ!
გახსოვარ? :დდდდდ
შენი ძალიან ძველი მკითხველი ვარ, მაგრამ მერე რატომღაც "გადაგაგდე" :(( :დდდდ
ჯერ არ დაიწყია კითხვა, მაგრამ უკვე ვიცი,
ძალიან მაგარი რამ გამოგივა ^^ ❤

მახსოვხარ ,კი :)) <3
თინა
არ მეყოოო :(((

ვეცდები , შემდეგი თავი უფრო დიდი იყოს
დარინა
ისეთი ემოციებით ვკითხულობ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ტელეში ვარ ჩამძვრალიიი, უკვე ჩემი სისუსტე გახდა ეს ორი გადარეულიიი, ძალიან ძალიან მომწონს ნია, იმ მომენტს დაველოდები თავიანფეხიანად რომ გაემბევა ნიას კლანჭებში ჩვენი ძვირფასი ლუკააა, რაც არ უნდა დიდი თავი იყოს არ მყოფნის მეეე კიდევ მინდააა, მახსოვს როგორი ემოციებით ვკითხულობდი კრიმინალებს ისევ ის ემოცია მაქვს უფრო მეტიიიც, ეს ისტორია მიყვარს და ახალ თავამდე სული დამელევააა.

დიდი, დიდი მადლობა!
სტუმარი ნინია
ნუუუ აგვიანეეებ!!! იცოდეერომ ჩემი სახიით ამ ისტოორიაას კიბოსავით მოვედეე :დდ აიისე დამაინტერესა დამაინტრიგა და ბლა ბლა ბლააა ერთი სულიმაქვს ახალი თავი ვიხილო და ჰო ნიასა და ლუკიტოს შორისს ქიმია იგრძნობა! აი მერო ვამბობ ესეიგი იგრძნობა და ვსო :დ ჰოდა გელოდები !

არ ვაგვიანებ, ვმუშაობ და ვცდილობ რაც შეიძლება მალე დავდო ხოლმე :(
naattii
საცოდაობაა ასეთი ისტორიის თავებად კითხვა :( სრულად მინდა მთლიანად რომ ჩამძიროს და მომწყვიტოს ყველაფრიდან. თავიდან თავამდე იმხელა და ისეთი ლომკა მაქ ძლივს ვითმენ. არაჩვეულებრივად წერ და გადმოცემ. არასდროს შეწყვიტო ❤
პ.ს. დავიჯერო ამ ორი ისტორიის გარდა სხვა ისტორია არ გაქვს? სიამოვნებით წავიკითხავდი ❤

ძალიან დიდი მადლობა <3 გონებაში უამრავი სცენარი მიტრიალებს , მაგრამ სხვა ისტორია არ მაქვს დაწერილი ჯერ :))
სტუმარი თათუ
უფ,მაგარია.

იცი რა უნდა გკითხო?
წინა ისტორიასთან კავშირი არ აქვსო და მე კიდე ლუკა სანდრო აბაშიძის შვილი მგონია :დ იმ თავზეხელაღებულ გოგოსაც ლელა არ ერქვა? თუ ელენე? მოკლედ ავირიე:დ

მიყვარს დაკვირვებული მკითხველი :დდდ
თავიდან ეს ისტორია მართლაც მაგ სცენარის მიხედვით, მარიამის მაგივრად კი მოკლული გოგონა ელენესა და სანდროს შვილი ანასტასია უნდა ყოფილიყო.. მაგრამ, შემდეგ უკუვაგდე "ბოროტი ზრახვანი" და უდანაშაულო წყვილს თავისთვის, მშვიდად ცხოვრების საშუალება მივეცი:დდდ
ასე რომ , ეს დამოუკიდებელი ისტორიაა :))
მარიკუნაა♥️
ძალიან მომწონს:)))))
არ ვიცი, რატომ მიზიდავს ასე კრიმინალის და დეტექტივის კითხვა, უბრალოდ ძალიან მაგრად იკითხება.

წარმატებები:))

მადლობა :))
nawkas12345
მშვენიერი თავი იყო. ძალიან სასიამოვნოდ იკითხება შენი ნაწერები როგორც ყოველტვს. შემდეგ თავს მოუთბენლად ველი . არდაგვაღალატო :დდ

მადლობა და ვეცდები რაც შემეძლება მალე დავდო
აბლაბუდა
ვუაიმე ეს რა იყო, ვგრძნობ წინ კარგი რაღაცეები გველის

^-^
nathali lifhonava
ვაუ!
შესანიშნავია
ველოდები მესამე თავს
ძალიან მომწონს????????????????

SillyGirl
საინტერესო თავი იყო ძალიან.
ველოდები ახალ თავს მოუთმენლად <3

ბელუ შეროზია
საინტერესოა ძალიან, არ გვალოდინო kissing_closed_eyes

სტუმარი Lel
Vaaaauuu Dzaaan magaariaa ar daagvianoo ra rodiis dadeb???

მადლობა <3

უცნაური მე
ძალიან ჩამთრევია. წინ დიდი ამბები გველოდება ვხვდები. და ერთი სული მაქვს როდის განვითადება მვლენები. გელოდები <3

დიდი მადლობა!
სტუმარი ელენე
როდიის დადეებ??

ina
auuu male daade raaa

aseti dagvianeba raubedurebaa kargi ra mesmisro mushaob mara dzaan upasuxismgeblobaa da meti araferi

ხვალ იქნება თუ მოვახერხე..
თუ ვერა, ზეგ დავდებ ყოველგვარი მიზეზ-გარეშე !:((

 


№17  offline აქტიური მკითხველი terooo

სასიამოვნოდ ფაოცებული ვარ განვითარებული მოვლენებით

 


№18  offline წევრი ვიპნი

აი რატო არ მქონდა წანაკითხი დღემდე ვერ ვფიქრობ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent