შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [14]


19-08-2018, 21:31
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 2 984

-საოცარი ხარ- ზენონმა თავისი ემოციები ვერ დამალა, - როცა მგონია ყველაფერი გავიგე შენზე, მაშინათვე საპირისპიროს მიმტკიცებ. პირველი დღიდან უშიშარი ანგელოზი იყავი, შემდეგ გმირი, პატარა მშიშარა გოგონა, მერე გაბრაზებული ლომი, რომელიც მუშტებს კარგად ისვრის, ჭკვიანი და თავშეკავებული ქალი, გულჩვილი კურდღელი...ახლა ვიგებ რომ დემონის სისხლიც გქონია მაგ პაწაწინა სხეულში და გველის თვისებებით მაფიის მართვა შეგძლებია.
-არ იცი რომელ ერთ წარმოდგენას დაუჯერო? - ლილესთვის მისი ხასიათის მრავალფეროვნება უცხო არ იყო, რადგან ბევრს აუღნიშნავს მისი რადიკალურად განსხვავებული ქცევები.
-არა, მე ყველასი მჯერა. - ზენონმა მზერა გაუსწორა, - ცალ-ცალკე ყველა ეგ თვისება ჩემთვის მოსაწყენი და არაფრის მთქმელია, ერთად კი როცა შევკრავ, წინ შენ სახეს ვხედავ. ანგელოზი, ჩვეულებრივი გოგონა, მხატვარი თუ მაფიოზი მაინც ჩემი ხარ და იგივე ერთგულებას ვითხოვ შენგან.
მხოლოდ ღიმილით უპასუხა ლილემ, ზენონის გამოწვდენილ ხელებს ლოყით მიეკრო და თვალები დახუჭა. ბიჭის სიტყვები მისთვის ჯერ კიდევ ძნელი დასაჯერებელი იყო, რადგან ახლახანს შერიგდნენ. არ უნდოდა ოცნება დაეწყო მათ ბედნიერ მომავალზე, როდესაც ცხოვრება ჯერ ხელჩასაჭიდს არაფერს აძლევდა. ლილეს ყველა ძაფი გაწყვეტილი არ ჰქონდა თორნიკესთან. ჯერ კიდევ აწუხებდა ბავშვობის მარტოობის განცდა და შიშები. თუ ზენონთან ურთიერთობის აწყობას მოინდომებმა მაშინ, მის მთელ ყურადღებას მოითხოვდა, ვერ აიტანდა მეასეჯერ მეორე ხარისხოვნად ყოფნას.

ზენონსა და ლილეს შორის სიჩუმე სასიამოვნო სიმშვიდედ გადაიზარდა. გოგონამ ფუნჯს ხელი მოჰკიდა. მისი ნაზი მოძრაობა, ფერების შერევა კვლავ დაიწყო. ბიჭი მის ზურგს ნაზად ეკვროდა, ხვდებოდა რომ ბევრი საკითხი ჰქონდათ გასარკვევი, მაგრამ ახლა უბრალოდ ლილეს ყურება უნდოდა. ლაპარაკი მოიცდიდა. სამყარო მათ დაელოდებოდა.

ანგელოზი თავისი ფუნჯით ახალი სამყაროს შექმნას განაგრძობდა. დემონი კი მისი ნაზი თვალების მოძრაობას, წითელი ტუჩების ცმაცუნს აკვირდებოდა. ამჩენვდა როგორ ჩვევად ჰქონდა ლილეს, ხატვის დროს ფუნჯის მაგივრად თავისი თითების გამოყენება, ფერების შერევა და გულმავიწყობის გამო ხშირად ამ თითებით თმების უკან გადაწევა, რაც სახეზე ახალი საღებავის ლაქების გამოჩენას იწვევდა. კონცენტრაციისას ტუჩებს ერთმანეთს აცილებდა, დეტალების დატანის შემდეგ კი მათზე კბენით აკვირდებოდა ნახატს. შესვენებით არ ისვენებდა და დაღლილობამდე ცდილობდა ნამუშევრის დამთავრებას. ეს ფაქტი კი იმით აუხსნა ბიჭს რომ ნებისყოფა საერთოდ არ ჰქონდა, მოთმინება და ერთ ტილოზე კვირაობით მუშაობას ვერ იტანდა.
დაკვირვების დროს, ზენონი ნაზად ელამუნებოდა მას ყელზე და ტკბილ შოკოლადის მაგვარ სურნელს შეიგრძნობდა. ეს სურნელი არცერთ სუნამოს არ ჰგავდა, იგი რაღაც სხვა, უცხო და მხოლოდ მისთვის იყო შექმნილი. მხოლოდ ზენონს რომ მოსწონებოდა, ის მიეზიდა და სხვისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. ასეთი გამორჩეულობა კი ბიჭის გულს სიამაყით ავსებდა. თუ აქამდე ის შეუმჩნეველი, არასასურველი დემონი იყო, ლილესთვის იგი საკმაოდ სასურველი და შეუცვლელი გამოდიოდა. ზენონისთვის ეს საკმარისი იყო.
-მგონი დასრულდა- ლილემ ხმადაბლა წარმოთქვა, მის მხარზე ჩამოდებულ ზენონის თავს თავისი მიადო და ნამუშევარს გახედა.
-უკვე გითხარი რომ საოცარი ხარ? - ბიჭმა ღიმილით უთხრა, მისი ხელები თავისაში მოიქცია.
-მოიცადე დაისვრები! - ლილემ ხელები პროტესტის ნიშნად ასწია და ბიჭს უკან მიუბრუნდა. ზენონის სახის დანახვისას კი თვალები გაუფართოვბდა. - ზენონ,სახე…
-მხოლოდ ახლა გაანალიზე რომ სულ დამსვარე? - წარბი ასწია ზენონმა მის გასაწვალებლად.
-მე? - ლილემ შეიცხადა და სახეზე თითები გაუსვა მოშორების მიზნით, მაგრამ უარესი გააკეტა.
-სულელო, ხელები შენც დასვრილი გაქვს, დაგავიწყდა? - სიცილი ვეღარ შეიკავა ზენონმა, - ხატვის დროს ვერც კი შეამჩნიე იმდენჯერ გამისვი ფუნჯი.
ლილე მის მომღიმარ სახეს დააკვირდა, გული საპასუხო სიხარულით შეეკუმშა და ზენონის მზერით დატკბა. თავს გამარჯვებად თვლიდა, ქანდაკების ცივი გამოხედვა ასეთი თბილი ემოციით რომ შეიცვალა.
-ზიი, რომ იცინიხარ თვალებს საყვარლად ჭუტავ, ნაოჭები გიჩნდება მის გარშემო და შავ წამწამებს სწრაფად აფახურებ.-ლილემ ისევ წამოაყრანტალა თავისი ფიქრები და შემდეგ ნათქვამზე აწითლდა.
ზენონი მისი სიტყვებით გაოცებული დარჩა. ლილეს ნება მისცა ხელიდან დასხლტოდა და სააბაზანოსკენ წასულიყო. გოგონას ნათქვამი გონებაში გაიმეორა, სახე ხელებში მოიქცია და მალულად გაიღიმა. რა უნდა ექნა ამ პატარა ანგელოზისთვის, რომელიც ზის ეძახდა, გულს უგიჟებდა და შემდეგ დარცხვენილი გარბოდა.
-აჰა, ამით გაიწმინდე- ლილე უკან დაბრუნდა სხველი ხელსახოცებით და ზენონს მიაწოდა.
ბიჭმა გამოწვდილ ხელს დახედა, შემდეგ ეშმაკური სახე მიიღო, ხელები უკან დააწყო და მათ მიეყრდნო.
-მგონი, შენი წასმული საღებავები თვითონვე უნდა მომაშორო- შავი თვალები ააციმციმა ზენონმა და ლილეს შეწუხებული სახე რომ დაინახა, გაიღიმა და სახე წინ მიუწია.
გოგონამ ბუზღუნი დაიწყო, მაგრამ მასთან არაფერი გაუვიდა, ამიტომ სველი ხელსახოცი აიღო და ნაზად მოუსვა სახის კანზე. ძალიან ძნელი იყო ზეთოვანი საღებავების მოშორება, რადგან არ შრებოდა ადვილად აკვარელის მსგავსად და კანზე უარესად ვრცელდებოდა. მიუხედავად ამისა ლილე ზედმეტად გართული ჩანდა ახალ-ახალი ხელსახოცების აღებით, ზენონის, მასთან შედარებით, მუქ კანზე ლაქების მოშორებით. ბიჭს ამ დროს თვალები დახუჭული ჰქონდა და როგორც პირველ დღეს, ახლაც ლილეს თითების სითბოთი ტკბებოდა. ანგელოზის შეხება რომ წამით შეწყდა, თვალები გაახილა. პირველი რაც დაინახა გოგონას გაშტერებული მზერა იყო მის თვალებზე, ლოყები ოდნავ შეფაკლოდა და ხელი კვლავ ხელსახოცით ზევით ჰქონდა აწეული.
-რა მოხდა?- ზენონმა ჰკითხა და სახე უფრო ახლოს მიუტანა მისი ხასიათის უეცარი ცვლილების მიზეზი რომ გაეგო.
ლილემ არაფერი უპასუხა, ხელსახოცი ძირს დადო და მზერა ისევ ბიჭს დაუბრუნა.
-ასე ძალიან მენდობი? - ხმადაბლა ჰკითხა, - მიუხედავად იმისა რომ მეც მაფიოზის შვილი ვარ? თვალებს რატომ ხუჭავ, როცა შეიძლება რამე დაგიშავო...
ზენონმა მისი სახე აათვალიერა, ხელი გოგონას გულზე მიადო და გაიღიმა.
-ნეტავ რა უნდა დამიშავოს პატარა ანგელოზმა, რომელსაც სადაცაა გული ამოუვარდება საგულედან?
ლილემ თვალები სწრაფად დაახამხამა, ხარბად შეისუნთქა ჰაერი და ეცადა გულისცემა რამენაირად შეენელებინა. ეს დემონი მას გადარევდა. თავისი ასეთი საქციელებით, ნდობით, ლილეს აშინებდა. არ იცოდა ამხელა პასუხისმგებლობისთვის მზად თუ იყო, რადგან გონივრული აზროვნების მაგივრად, მისი მზერა ზენონის ტუჩებიდან მის თვალებზე დარბოდა.
ბიჭის მოდებულ ხელს ლილემ თავისი მოუჭირა, პირი პატარათი გააღო, თავბრუდახვეულმა და მომენტში დაკარგულმა დაიჩურჩულა.
-ზიი, მაკოცე?- ისე წარმოთქვა, ბიჭმა ვერ გაიგო ეს ბრძანება თუ კითხვა იყო, მაგრამ ყავისფერ ამღვრეულ თვალებს თავისი შავი მიანათა. გოგონას სურვილმა მისი მთელი სხეული მაშინათვე მოიცვა და სისხლი აუჩქეფა.
ზენონმა ტუჩები მაშინათვე ლილესას შეახვედრა. არც თავის შეკავება და სინაზე ახსოვდა. გოგონას გონზე მოსვლაც კი არ აცადა, ისე მოხვია ხელები და კალთაში ჩაიჯინა. თავი ზევით ააწევინა. მოწყურებულ ტუჩებს თავისუფლება მისცა. საჩვენებელი თითი ლილეს ლოყაზე მიაჭირა იმის ნიშნად რომ პირი გაეღო და მეტის უფლება მიეცა მისთვის. მისი ენა აგრესიული, ლოდინისგან დაღილილი იყო, სურდა გოგონას გემო გაეგო და უკვე ლილეს სურნელში გახვეულს, ეჩვენებოდა რომ მისი ტუჩებს უტკბილესი შოკოლადის გემო ჰქონდა. მხოლოდ წამით შორდებოდა აწითლებულ ტუჩებს კბენისგან, როდესაც სუნთქვა აღარ ყოფნიდა. მეორე ხელი გოგონას წელზე ჰქონდა შემოხვეული, უკნიდან ამაგრებდა, რომ სიამოვნებისგან ძალა გამოცლილი არ წაქცეულიყო. ლილე კი მის მკლავებში თრთოდა, შიშს სრულიად არ გრძნობდა, რადგან ზენონის ტუჩები უხეში არ იყო. ისინი ისე ერწყმოდნენ ერთმანეთს როგორც კლდე და გაგიჟებული ტალღები. ორივე გრძნობდა რომ მათი ადგილი სწორად აქ, ერთმანეთის მკლავებში იყო და ამის გარდა მეტი არაფერი სურდათ.
ზენონის ენა საბოლოოდ გამოემშვიდობა ლილესას და სახის გამოწევისას მის ზედა კბილს ნაზად მიელამუნა. შუბლი ღრმა სუნთქვით გოგონას მიადო. თვალები გულისცემის დაწყნარებისას გააღო და ლილეს თავისი ცხვირი მიუხახუნა ლოყაზე.
-მაპატიე...-ჩაიბუტბუტა იმის ნიშნად რომ ასე აგრესიულად მივარდნას არ აპირებდა.
ლილესგან კი საპასუხოდ ტუჩების ნაზი მიდება მიიღო. გოგონამ ნიკაპზე თითები მიაბჯინა, ენა ზანტად აუსვა ბიჭის ტუჩებს და მანაც ნაზი კოცნით უპასუხა. თბილად მიელამუნა წინა კოცნისგან დაბერილ კანს, მათი დაწყნარება სცადა და ლილეს თმებში შეუცურა ხელები.
-შენი მოკლე თმები მომწონს, - ზენონმა უეცრად წარმოთქვა მათი კოცნის დროს, - არ მინდა გეგონოს რახან მაფიოზი ვარ, ჩემთვის რაიმე მნშვნელობა ჰქონდეს მათ სიგრძეს.
გოგონას ჩაეღიმა, ზენონის ქვედა ტუჩს ნაზად უკბინა და გამოქაჩა. ბიჭის ხმადაბალი კვნესა რომ გაიგო, ნატკენი აულოკა და თვალებში შეხედა.
-ვიცი, ამაზე არც არასდროს მიფიქრია.- მომცინარე სახე მიანათა ბიჭს და ნასიამოვნებმა ამოიოხრა.
ანგელოზი ისევ დემონის მკლავებში ჩაესვენა, თავი მხარზე დაადო და გაინაბა.

-

-რა მოხდა?- ზენონმა იკითხა და ლილესკენ გადატრიალდა.
მათი თბილი შეხებები კიდევ დიდხანს გაგრძელდა უკვე ლილეს საწოლზე, მაგრამ ახალ ჩათვლემილები გოგონას ტელეფონის ზუილმა გამოაფხიზლა.
-უფროსი მწერს- ლილემ ტუჩზე იკბინა და წერილი გადაიკითხა, - მთხოვს კაფეში მივიდე და შევამოწმო იქაურობა. მეზობელი მაღაზიიდან გამყიდველს დაურეკავს და დაკეტილი კაფიდან რაღაც ხმაურზე შეუტყობინებია.
ლილემ ამოიხრა და საწოლიდან გადმოსვლა დააპირა. ძალიანაც არ უნდოდა ზენონის ახლა მიტოვება, სულ ტყუილად გაბოდიალება კაფეში, სადაც უეჭველი არაფერი მოხდა და გამყიდველი აზვიადებდა. ჩანდა, არც ზენონს ჰქონდა განსხვავებული აზრი, რადგან ლილეს მკლავზე ნაზად ჩაეჭიდა. უკან დააბრუნა საწოლზე და ხელებით სახე დაუჭირა.
-არა მგონია შენი იქ წასვლა ღირდეს მარტო.
-რატომ? გგონია მოხუცი ქალის გაგონილი ხმები მომკლავენ?- ლილემ დამცინავად მოჭუტა თვალები.
-თუ რამეა, აქეთ მოკლავ პატარა მაფიოზო,- ზენონმა გაიცინა და გოგონას მკლავები შეამოწმა ვითომ კუნთები ჰქონდა,- მაგრამ მაინც სახიფათოა, ვინმემ რომ შეგაშინოს?
-მერე ჩემი დემონი საპასუხოდ სამუდამოდ დააშინებს- ლილემ თვალი ჩაუკრა, ვერც კი გაიაზრა ზენონს თავისი რომ უწოდა და მისი ხელებიდან თავი გაინთავისუფლა.
ბიჭს მისი პატარა „ჩემი“ არ გამოპარვია ყურადღებიდან, ამიტომაც დიდი ხანი დაბნეული უყურებდა ცარიელ ხელებს, სადაც წამების წინ ლილე იყო. ლოყების აწითლება რომ იგრძნო ანგელოზის სიტყვისგან, სახე ბალიშში ჩარგო და თავის თავზე გაეცინა. ვინ წარმოიდგენდა, ეს სულელი გოგონა უბრალო სიტყვების წამოცდენით, რა დღეში ჩააგდებდა მაფიოზს.
წასვლის წინ ლილე დაჰპირდა რომ აუცილებლად გააგებინებდა თუ რამე სახიფათო მოხდებოდა. ჯინსის ქურთუკი მოიცვა, სათვალეები ლინზებით შეცვალა, საღებავები ჩამოიბანა და გარეთ გავიდა. კაფე შორს არ იყო, ფეხით ალბათ ათი წუთი უნდოდა მისვლას, ამიტომ მალევე მიაღწია იქამდე. გარედან არაფერი ჩანდა საეჭვო, დიდი იმედი ჰქონდა არც შიგნით დაძრწოდნენ სულები, ამიტომ ზანტად გააღო უკანა კარები. სიბნელეში შეაბიჯა, ტელეფონის ნათურით ჩამრთველი იპოვა და სამზარეულო მოათვალიერა. აქაც ყველაფერი თავის რიგზე იყო. მისაღებისკენ რომ დაპირა წასვლა, ტელეფონზე უფროსმა დაურეკა.
-დიახ, არაფერია საეჭვო.- ლილემ ამოიოხრა, - მგონი ეგ გამყიდველი მაგრა დაგვიცინის. უკვე მესამედ დაგირეკათ მსგავსი გაფრთხილებით, მე კი აქ ვერაფერს ვხედავ.
გოგონამ კარები გააღო და კაფის მისაღებში გავიდა. თავის უფროსს უსმენდა ტელეფონზე, როდესაც სინათლის ჩამრთავთან ხელი გაუშეშდა. სიბნელეში თვალი მოავლო კაფეს. ყური დაუგდო იქ არსებულ სიჩუმეს და მიხვდა რომ გამყიდველი ამ შემთხვევაში არ იტყუებოდა.
-დიახ, - ლილეს აღელვების მიუხედავად ხმის ტონინ არ შეუცვლია, -სანერვიულო არაფერია, თუ რამე მოხდა, მე მოვუვლი ყველაფერს.
საუბარი დაამთავრდა. განათებულ ტელეფონს დახედა. იფიქრა ზენონისთვის მიეწერა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან სიბნელიდან წამოსული დაჟინებული მზერა ზედმეტად ნაცნობი იყო მისთვის და საფრთხეს რატომღაც ჯერ ვერ გრძნობდა. ტელეფონი ბოლოს ჯიბეში ჩაიდო, სინათლის ანთება კვლავ არ იჩქარა და სივრცეში გაიხედა.
-როგორ გირჩევნიათ, სინათლე ჩავრთო და თქვენი თავი პოლიციას დავაჭერინო, თუ სიბნელე დავტოვო და თქვენივე სურვილით დატოვოვოთ აქაურობა უხმოდ?
-ლილე, სინათლე აანთე და მორჩი ბავშვობას- მამამისის ხმა გაისმა და ლილეც ახლა მიხვდა შიშს რატომ არ გრძნობდა.
სინათლე მაშინათვე აანთო და ხელიდან არ გაუშვა გულის სიღრმეში მონატრებული კაცის ნახვის საშუალება. ის მოშორებით იჯდა კუთხის მაგიდასთან, წინ ცხელი ჩაი ედო და ნელა ურევდა შაქარს. კაცის ქცევები კვლავ ზანტი, უემოციო და უხეში იყო. თავს ძველებურად არ წევდა ზევით, ლილეს არ უყურებდა და საჩვენებელ თითს მაგიდაზე აკაკუნებდა ლოდინის ნიშნად. ზუსტად ასე იცოდა პატარა ლილეს თავისთან დაძახება, ქანდაკებასავით იჯდა და ელოდა, როდის მიხვდებოდა ლილე მის წარმოუთქმელ სურვილებს. გოგონაც მიუხედავად იმისა რომ მასთან ცოტა დროს ატარებდა, ყოველთვის ხვდებოდა კაცის ყველა მოქმედების აზრს, სურვილს და შინაარს.
ახლაც მსუბუქი ნაბიჯებით დაიძრა მისკენ ლილე. წინ აესვეტა ექვსი წლის უნახავ მამას და ახლა მიხვდა რომ გაიზარდა. პატარა ლილეს სულ ზევით უწევდა ყურება მამის სახესთვის თვალის მოსაკრავად. ასაკის მატების შემდეგ კი უკვე თვალის გასწორება შეეძლოთ ერთმანეთისთვის. (ოღონდ ჯერ ამისთვის კაცს თავი მაინც უნდა აეწია).
-იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლავ მე მელოდები როდის მიგითითებ დაჯდომას, შემიძლია ვთქვა, სრულიად არ გაზრდილხარ და მარტო ცხოვრება არ შეგიძლია.- კაცის ტონი ჩვეულად ცივი და აუღელვებელი იყო, ზუსტად ისეთი როგორიც ბავშვობაში ახსოდვა ლილეს, და არა ტელეფონზე გაგონილის ხმის მსგავსი.
სკამის გამოწევის ხმამ გამოიყვანა ლილე თავისი აზრებიდან და მომღიმარ ლიდერის მარჯვენა ხელს შეხედა. ვერც კი შეამჩნია მისი აქ ყოფნა და ძალიან შერცხვა. ეს კაცი იმ მაფიოზებით სავსე სახლის ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, რომელიც ლილეს ძალიან უყვარდა და ამის ნიშნად „ძიას“ ეძახდა.
ლილე კაცს გადაეხვია თბილად და მოიკითხა.
-ძია, შენც აქ ხარ- გოგონამ თბილი ხმით წარმოთქვა.
-რა თქმა უნდა. ლიდერს მარტო არასდროს ვტოვებ, ხომ გახსოვთ?- კაცმა მომაჯადოვებლად გაუღიმა, - გთხოვთ, დაბრძანდით ახალგაზრდა ქალბატონო.
-ისევ მაგას მეძახი- ლილემ შეწუხებულმა დაიწუწუნა და გამოწეულ სკამზე მოთავსდა.
-პატარაობაში მოგწონდათ.- კაცი ღიმილს არ წყვეტდა.
-ახლა უკვე გავიზარდე!- ლილემ შეიცხადა.
-ვერ დაგეთანხმები მაგაში- მამამისმა თავის აუწევლად მოახსენა, მათ საუბარში ჩაეჭრა და ჩაი მოსვა.
კაცის მოწონებები არც ახლა შეცვლილა. ყავს კვლავ ჩაის ამჯობინებდა და ცხელ ზაფხულშიც მისი გემოთი ტკბებოდა. ეს ჩვევა ლილეს სწორედ მისგან გამოჰყვა, რადგან ჩაის სმისას მასთან უცნაურ სიახლოვეს გრძნობდა და ამ შეგრძნების დაკარგვა არ უნდოდა.
-მგონი კაფეში შემოჭრა ზედმეტი იყო შენი მხრიდან- ლილემ ხმადაბლა წარმოთქვა.
-ზედმეტი მაგრამ ეფექტური. სახლში ხომ არ შემოგეჭრებოდი შენს სათამაშო ბიჭთან ერთად,- ლილეს სისხლი გაეყინა ძარღვებში და სუნთქვა დაუმძიმდა. თავს დარცხვენილად გრძნობდა მამის წინ, რომელმაც ის თავისდაუნებურად დედამის მიამსგავსა.
-შენ...
-არ მაინტერესებს ვისთან ხარ, რატომ, და როგორ- კაცმა წინადადება შეაწყვეტინა, - შენი პირადი ცხოვრება მე არ მეხება.
-ახალგაზრდა ქალბატონო, ლიდერს სურდა ეთქვა რომ გენდობათ და იცის სწორ ნაბიჯს რომ გადადგავთ თქვენს პირადულ ცხოვრებაში. - დაძაბული ტალღა ლიდერის მაჯვენა ხელმა დაშალა.
ლილეს მწარედ გაეღიმა, ძიას ახედა. მისთვის მამამისის ნათქვამის დამალული აზრის ამოკითქვა, დიდ ძალისხმევას არ ითხოვდა. როდესაც პატარა ასაკიდან ერთსა და იმავე ცივ ფრაზებს ისმენ, ნელ-ნელა ხვდები რომ მათ საერთოდ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა იმ კაცისთვის, რომელსაც თავისი გრძნობების ხმამაღლა აღიარება არ შეეძლო.
-ვიცი რასაც გულისხმობდა, მაგრამ მგონი თვითონ ვერ მიხვდა იმ ქალს რომ შემადარა და ახლახანს ბო.ი მიწოდა.
მამამისი მხოლოდ ახლა გასწორდა წელში, თავი ასწია და თვალები ჩაის ჭიქას მოაშორა. შვილის მოკლე თმებს მტკივნეულად აარიდა თვალები და ლილეს შეხედა.
-უკაცრავად?
-სათამაშო ბიჭი, - ლილემ გაიმეორა, - პატარაობაში ეგრე ვეძახდი მის საყვარლებს, შენ ეგ ძალიან კარგად იცი.
მართლაც კაცისთვის უცხო არ იყო თავისი შვილის დედის „გატაცებების“ შესახებ და ლილესგან მოსმენილი ჰქონდა მათი ჩხუბის დროს, რომ იმ ქალის სათამაშოებთან არ უნდოდა დაბრუნება.
სიჩუმე ჩამოწვა ლილეს ფრაზის შემდეგ და მათ შორის არვინ არაფერს ამბობდა. ლიდერი ბოდიშს არასდროს იხდიდა, მითუმეტეს ახლა შეცდომა დაუფიქრებლად დაუშვა და შვილის ამ გვარად დამცირება არ ჰქონდა დაგეგმილი. ამ შემთხევაშიც აკაკი აღმოჩნდა საჭირო.
-ლიდერს ეგ არ უგულისხმია, იმედია ამას თვითონაც ხვდებით.- აკაკიმ წარმოთქვა და მხარზე ხელი დაადო ლილეს.
-რა თქმა უნდა, მე თუ არა სხვა ვინ მიხვდება - მზერა აარიდა გოგონამ მამას, - თუ მოვრჩით ერთმანეთის დამცირებას, ჩემი წასვლის დროა. ვერ ვხდები ჩემი აქ ყოფნის მიზეზს.
ფეხზე წამოდგა და ნაბიჯი არც ქონდა გადადგმული მამამისის მკაცრი ხმა ცარიელ ოთახში რომ გაისმა.
-დაჯექი!
ლილე ცოტათი შეხტა, სკამზე დაბრუნდა და აკანკალებული ხელები მაგიდაზე ერთად დააწყო.
-დედაშენს ველაპარაკე, ნება მომცა ჩემთან წაგიყვანო.- კაცმა განაგრძო და შვილის ხელებს დახედა.
-არ მინდა...
-არავის მოუცია ნება ხმა ამოგეღო!- მამამისი უკვე მოთმინებას კარგავდა, მასთან ერთად კი ლილეს ხელები ექავებოდა შიშისგან და ზენონთან დარეკვაზე ფიქრობდა.
-მთელი მაფია თავდაყირაა დაყენებული ერთი პრობლემის გამო. შენი აქ ყოფნა საშიშია, ის ბიჭიც დაგელოდება, და...- ხელი დაუფიქრებლად ასწია ლილეს ათრთოლებულისთვის რომ დაედო, მაგრამ მისმა გაბრაზებულმა ხმამ შეაჩერა.
-მაგ ბიჭისგან მმალავ არა?- ლილემ თვალებში შეხედა, სიბრაზე არ დაუმალავს- გეშინია მაგ პრობლემის გამო მე არ გამომიყენოს და შენამდე არ მოაღწიოს.
-ახალგაზრდა ქალბატონო...- აკაკი მის ანერვიულებულ ხმას ვერ იტანდა, უნდოდა გოგონა ახლავე დაეწყნარებინა, როგორც ამას წარსულში აკეთებდა.
მაფიოზი უარესად გაღიზიანდა, კაცის ხელი მოაშორა ლილეს და გამჭოლი მზერა ესროლა.
-მოკეტე!- დაიყვირა.
აკაკი განზე გადგა, მაფიოზის ტონი არ გაკვირვებია და თავი დახარა რომ უარესად არ გაებრაზებინა. იცოდა როგორ არ სიამოვნებდა კაცს ლილეს რომ თბილად ექცეოდა და ამიტომ მისი სახელის თქმაც აკრძალული ჰქონდა.
-ასე ნუ ელაპარაკები ძიას- ლილეს თვალები აენთო და მამამის გაბრაზებულმა შეხედა, - შენი ტოლია და ყველა შენს სურვილს ასრულებს, ის ამას არ იმსახურებს.
-ისევ უაზრო საუბარი გვექნება იმაზე, ვინ რას იმსახურებს და ვის როგორ უნდა მოვექცე?- კაცმა წარბი ასწია.
-არა, საუბარი გვექნება იმაზე რომ მინდა თავი დამანებო. არ გიღალატებ, იმ ბიჭმაც რომ მთხოვოს, ზურგს არასდროს გაქცევ. არც ამ საქმეში ჩავერევი.- ლილეს უკვე ხმა ნერვიულობისგან უწვრილდებოდა, - საერთოდ არ გამოვჩნდები შენს წინ. უბრალოდ...არ წამიყვანო იმ სახლში.
გოგონამ თავი ჩაქინდრა, ცრემლები გაბრაზებულმა მოიწმინდა. თავს ასეთ სისუსტეს ვერ პატიობდა.
-თვალს მაინც ვერ მისწორებ, ჩემს თმებსაც ვერ იტან. შენი ოჯახის სირცხვილი ვარ, ამიტომ არ გინდა ისევ აქ დავრჩე?- ჩაიბუტბუტა ხმადაბლა.
კაცმა ხელები მომუშტა, არ იყო მიჩვეული თავისი ქალიშვილის ასეთ მდგომარეობაში დანახვას. არ იცოდა რა ექნა, რითი დაეწყნარებინა ან ეს წყეული სიტყვები გონებიდან როგორ გადმოეცა. პატარაობაში ლილე როცა ტიროდა, მის მაისურს ებღაუჭებოდა გვერდიდან და ხმას არ იღებდა. ასე წყნარდებოდა თვითონ. ახლა კი ზედმეტად დიდი იყო, მხოლოდ მისი სიახლოვით რომ დაწყნარებულიყო, მითუმეტეს მაშინ როდესაც ის დამნაშავე იყო.
კაცმა ცალი ხელი ჩაის ჭიქას მოჰკიდა, ცალით აკაკის გასვლა უბრძანა და ცხელი სასმელი ლილეს დაუდგა წინ. ცარიელი თითებით კი ლილეს თმებს ნაზად შეეხო, ზევიდან დაბლა ჩამოასრიალა.
-ეს თმები...- კაცმა ხმადაბლა დაიწყო, - ერთადერთი წვილილია რაც შენს გაზრდაში მიმიძღვის.
ლილე მის სიტყვებზე დაფიქრდა და გაიხსენა მათი ერთად გატარებული დრო, რომელიც მართლაც მის თმას უკავშირდებოდა. მამამისს შეეძლო მთელი დღე გამქრალიყო, მისთვის ხმა არ გაეცა და ყურადღება არ მიექცია, მაგრამ თმებს ყოველთვის თვითონ ბანდა და უვარცხნიდა.
-ამ თმებს არ გიზრდიდი, რადგან მაფიისთვის ასე იყო მისაღები, არამედ იმიტომ, რომ ეს თმები ერთადერთი რამ არის რაც ჩემგან გამოგყვა.
ლილემ მთელ სხეულში სითბო იგრძნო, თავს იდიოტად თვლიდა რომ ეს პატარა ფაქტი მას ასე ძალიან ახარებდა. იცოდა ეს ბედნიერება მალე გამოსასყიდი ექნებოდა, თვითონვე ამ კაცის მიმართ, მაგრამ ახლა ის თავს კარგად გრძნობდა.
-ჩემი ნება რომ იყოს, იქ დაგტოვებდი სადაც ხარ, მაგრამ ახლა ძალიან დიდი არეულობაა. ყველა ჯგუფში ფული იკარგება. როცა საქმე ფულს ეხება, მაფიოზები ადამიანურ სახეს კარგავენ და...- კაცმა რბილად სცადა ყველაფრის ახსნა, არ უნდოდა ლილე ამ აურზაურში გახვეოდა და ზედმეტი ინფორმაცია სცოდნოდა. - უბრალოდ მინდა უსაფრთხოდ იყო.
მამამისმა ხელი მოაშორა ლილეს თმებს და საუბარი გააგრძელა, - ის ბიჭი ვერ დაგიცავს. თავისი საქმე აქვს შესასრულებელი ჯგუფში და რაც მთავარია ცოცხალი უნდა დარჩეს, იმის შემდეგ რაც მისი ძმა ლიდერი გახდება. შენ მათ ბრძოლაში ჩაგითრევენ და...
-ვიცი,- გოგონამ მწარედ წარმოთქვა, - მაგრამ მზად ვარ ყველაფერი სასწორზე დავდო მის გამო. ამ ერთხელ ვენდობი მაფიოზს და თუ ყველაფერი ცუდად დამთვარდება, შენსავით უსულოდ გავაგრძელებ ცხოვრებას.
კაცმა ალმაცერად ახედა ფეხზე წამომდგარ გოგონას. მისი სითამამით კმაყოფილი არ იყო, მაგრამ ცოტათი ეჭვიანობდა კიდევაც, რომ ამხელა გამბედაობა მას თავის დროზე არ ჰქონდა.
-შენთან არ დავბრუნდები.- გოგონამ საბოლოოდ წარმოთქვა, მამას თავი დაუხარა და კარისკენ წავიდა.
-ესე იგი ჩემი თხოვნით მაინც არ წამოხვალ.- კაცმა ხმადაბლა ჩაიბუტბუტა, გაციებული ჩაი ბოლომდე მოსვა და ამოიოხრა.

-
ლილე თითქმის უკვე სახლთან იყო მისული, როდესაც ტელეფონზე დაურეკეს. ნაცნობმა ნომერმა გააკვირვა, მაგრამ პასუხის არ გაცემა ვერ გაბედა.
-ძია?
-ახალგაზრდა ქალბატონო, მაპატიეთ რომ ახლა თქვენი დაცვა არ შემიძლია- აკაკის ანერვიულებული ხმა გაისმა ყურმილში, - დაახლოებით ორ წუთში მოგიტაცებენ. არაფერს დაგიშავებენ, მამათქვენიც მალე მოვა და...
გოგონას მისი სიტყვები აღარ მოუსმენია და ერთ ადგილას გაშეშდა. მათი საუბარი გაიხსენა. მამამისის გამოყენებული სიტყვები ამოუტივტივდა თავში და შეცბა. „ჩემი ნება რომ იყოს,იქ დაგტოვებდი სადაც ხარ...“, „ესე იგი ჩემი თხოვნით მაინც არ წამოხვალ“. მამამისს კი არა, ჯგუფს უნდოდა ის დაბრუნებულიყო.
ამის გაფიქრება და ლილეს პირთან მიტანილი ხელი ერთი იყო.

-
კვლავ გიხდით დაგვიანებისთვს ბოდიშს, უბრალოდ იქ ვერანაირად დავწერდი ახალ თავს. ეს თავი უფრო დიდი მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს დადებას მაშინ ვერ შევძლებდი. ამიერიდან ჩვეულ, სწრაფ რიტმში დაიდება თავები.
იმედია მოგეწონათ, ნელ-ნელა მაფიოზური საქმის მოგვარებაზე გადავალთ და იქნებ 3 თავში დავასრულო.
დიდი მადლობა წაკითვხისთვის, ველი თქვენს კომენტარებს^^



№1  offline წევრი იზუკა

ვაუ საინტერესოდ განვითარდა ამ თავში მოვლენები..და ერთობ საინტერესო თავი გველის ვატყობ..ძალიან მომწონს ზიი)) როგორი თბილია მაფიოზის კვალობაზე ))

 


№2  offline წევრი ნორმი

ვულალლააა..ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამეხარდა ახალი თავი,ისიც მიხარია,რომ ჩვეულ რიტმში გააგრძელებ დადებას
--------------------
მორფეოსი

 


№3 სტუმარი მკითხველი

გამიხარდა რომ გამოჩნდი.
მომწონს ეს ისტორია, პერსონაჟებიც მომწონს და მოვლებები კიდევ უფრო საინტერესოდ განავითარე.

 


№4  offline წევრი natia-natia

Ramdenixania velodebodi dzalian kargia agar daagviano raaa

 


№5 სტუმარი

ველი მალე ძალიან საინტერესოა

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

დაბრუნდააა, ჩემი ზი დაბრუნდაა, როგორ გამახარე რომ იცოდე, რამდენი ხანი გელოდე და გაიხარე ჩემი გახარებისთვიიის???? ...ვაიი ალბათ ზი ერთ ამბავს ატეხს თავისი ანგელოზისთვის, ნუ ჩემი ფიქრები..ისე კაია მამამისმა ლილე რომ ამ მომავალ ომს აცილა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ზი მოსწონს, მართალი ვარ? მოკლედ გელიიი????

 


№7  offline წევრი KATIE ♥12

იზუკა
ვაუ საინტერესოდ განვითარდა ამ თავში მოვლენები..და ერთობ საინტერესო თავი გველის ვატყობ..ძალიან მომწონს ზიი)) როგორი თბილია მაფიოზის კვალობაზე ))

მიხარია რომ მოგწონთ^^ ზი ნამდვილი ანგელოზია :დდდ

Farvana
ვულალლააა..ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამეხარდა ახალი თავი,ისიც მიხარია,რომ ჩვეულ რიტმში გააგრძელებ დადებას

მეც მიხარია რომ კვლავ შენი კომენტარები მხვდება პირველი თავიდან მოყოლებული ^^

მკითხველი
გამიხარდა რომ გამოჩნდი.
მომწონს ეს ისტორია, პერსონაჟებიც მომწონს და მოვლებები კიდევ უფრო საინტერესოდ განავითარე.

დიდი მადლობა ^^

natia-natia
Ramdenixania velodebodi dzalian kargia agar daagviano raaa

სანამ სადმე მომიწევს წასვლა მანამდე ვეცდები დავამთავრო და დაგვიანებას თავი ავარიდო ^^

ველი მალე ძალიან საინტერესოა

დიდი მადლობაა^^

სტუმარი ნათია
დაბრუნდააა, ჩემი ზი დაბრუნდაა, როგორ გამახარე რომ იცოდე, რამდენი ხანი გელოდე და გაიხარე ჩემი გახარებისთვიიის???? ...ვაიი ალბათ ზი ერთ ამბავს ატეხს თავისი ანგელოზისთვის, ნუ ჩემი ფიქრები..ისე კაია მამამისმა ლილე რომ ამ მომავალ ომს აცილა და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ზი მოსწონს, მართალი ვარ? მოკლედ გელიიი????

მამამისს არავინ მოსწონს, უბრალოდ ლილეს არჩევანს სრულიად ენდობა და ზენონზე შთაბეჭდილებების შექმნისგან თავს იკავებს ^^
მიხარია რომ გაგახარეე <3 დიდი მადლობა ლოდინისთვის <3
--------------------
-K

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent