შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა ( ნაწილი 17)


20-08-2018, 17:00
ავტორი judi N
ნანახია 1 495

დღეები ერთმანეთს ჰგავდა, ყოველშემთხვევაში ჩემთვის.. უძრავად, ნივთივით ვიდე პალატის საწოლზე. კარი გამუდმებით იღებოდა და იკეტებოდა.. ხან ექიმების, ხან ნათესავების, მეგობრების, ვაკოს ფეხის ნაბიჯებს ვთვლიდი, იცით?! კარიდან ჩემს საწოლამდე მოსასვლელად ზუსტად ცხრა ნაბიჯის გადმოდგმა ყოფილა სააჭირო.. ყველა მხნედ შემოდიოდა, მაგრამ ტირილით ტოვებდა ოთახს.. ნელ-ნელა ეჩვეოდნენ ამ მდგომარეობას და ახლა თითქოს დაპროგრამებულები დაიარებოდნენ ჩემს სანახავად. არ ვიცი რა დრო გავიდა იმ დღიდან, როცა ამ მდგომარეობაში ჩავვარდი, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან დიდი დრო გასულა, რადგან კარი უკვე იშვიათად იღებოდა, აღარც ჭირისუფლები ჩანდნენ და აღარც პანაშვიდის რეპეტიცია იმართებოდა.. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს უკვე ვადა გამივიდა და ცოცხლად დამმარხეს. გამომიგლოვეს და ახლა ყველა ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა, ყველა ჩემს გარდა, მე დროში გავიჭედე და ამ უსასრულო ლაბირინთში გზას ვეღარ ვიკვლევდი.
კარი მძიმედ გაიღო.. ნაბიჯების ხმა ყრუდ ისმოდა, თითქოს ფეხს ითრევდა.. სკამი გამოწია და ჩამოჯდა..
- დიდიხანია აღარ მოვსულვარ..
მიბოდიშებდა ან საკუთარ თავს იდანაშაულებდა..
-მენატრები, ყველგან შენ ხარ, მაგრამ ვერსად მყოფნი.. შენი ხმა, ყველა ფრაზა დავიზეპირე იმ ვიდეოებიდან რაც შემომრჩა. შენი ყველა ფოტო ათასჯერ მაინც ვნახე, შენი ყველა მიმიკა... შენს ყველა ნაკვთს ყოველწუთს ვიხსენებ, რომ არ დამავიწყდეს. ჩვენს პირველ შეხვედრას, მეტროს შემაწუხებელ ზუზუნში მზეს ჰგავდი, ჩემი ცხოვრების გამნათებელ მზეს.. მანამდე ჩემს ცხოვრებაში ერთი დიდი აურზაური იყო, იმედგაცრუება და ტკიივილი, შენ კი გამოჩნდი, როგორც ცისარტყელა წვიმის შემდეგ, ამიტომაც შეგარქვი ცის არტ ყელა..
- ყველა მოგონებამ ერთად გაირბინა გონებაში.. ვაკოს ყველა ფრაზამ და ნაკჳთმა.. მისმა ყველა შეხებამ.. ასე ახლოს იყო და იმის თქმაც კი არ შემეძო, რომ ვუსმენდი.. იმის თქმაც არ შემეძლო, რომ მიყვარდა.. შავი ვარდი, რომლის ეკლებს მიღმა სიყვარულით სავსე ვაკო ჯაყელი ცხოვრობს.. ისევ ის ცხელი მასა ჩემს სახეზე. როგორ არ მიყვარდა ტირილი, მაგრამ ცხოვრებამ მაიძულა შევჩვეოდი..
- ექიმო! ექიმო!
ვაკოს ყვირილმა გაფანტა ჩვენს გარშემო მოკალათებული სიჩუმე..
კარი გაიღო და ალბათ ერთზე მეტი ადამიანი შემოვიდა.
- ცრემლები, ექიმო, ცრემლები წამოუვიდა.. ტიროდა გესმით?! ველაპარაკებოდი და ესმოდა, გრძობდა..
- ზოგჯერ ასეც ხდება.. ეს ფსიქოლოგიური მომენტია.. სამწუხაროდ ვერაფრით დაგაიმედებთ..
თითქოს გამსინჯა, ამოიოხრა და განაგრძო
- პაციენტი ნ. ჯავახიშვილის მდგომარეობა უცვლელია, ის კვლავ კომატოზურ მდგომარეობაში რჩება.
ისევ დატოვეს ოთახი და დავრჩით მე და ვაკო.. ისევ სიჩუმე..
- დამიბრუნდები! შეიცვალა, დღეს ნამდვილად შეიცვალა ნინიას მდგომარეობა.. დღეს იმედი ისევ გაჩნდა, იმედი, რომელიც ჩემს გულში ნაკვერჩხალივით ბჟუტავდა, მაგრამ შენმა ცრემლმა გააღვივა..
თავი ხელზე დამადო, მერე ტუჩებით მთლიანად დამიკოცნა ხელები.. ემოციებით გადაღლილს ემოციათა თვითმკვლელობა მჭირდებოდა, ნელ-ნელა მოვწყდი თვალებს მიღმა შექმნილ სამყაროს და გავითიშე..
გამოფხიზლებისას ისევ მარტო ვიყავი.. მე და პალატა.. უძრავად დადებული სხეული და წარმოსახვითი ოთხი, რომელიც ისეთი იყო როგორიც მე შევქმენი.
ყოველდღე მოდიოდა ვაკო, მელაპარაკებოდა და მიყვებოდა ზოგჯერ სრულიად უინტერესო ამბებს, მაგრამ ჩემთვის მათშიც კი საოცრებები იმალებოდა.. მერე ისევ უკლო მოსვლას.. ბოლოს გაქრა, ალბათ ისევ გაქრა იმედი, რომელიც აღარც ბჟუტავდა. ჩემი მდგომარეობა მაგიჟებდა.. ერთფეროვნება ჭკუდან მშლიდა და შინაგანად მანგრევდა.. როცა ამ მდგომარეობაში ვითიშებოდი ეს კომიდან კომააში გადავარდნას ჰგავდა. სიკვდილს სიკვდილის შემდეგ.
გათენდა.. უკვე მერამდენედ. ახლა პალატა ღია ვარდისფერია.. თეთრი ფარდებით და კარით.. ფანჯრიდან მზის სხივები იპარებიან და სახეზე დამთამაშებენ.. უამრავი აპარატის ხმა არ წყვეტს წრიპინს. კარი იღება, სხეული არ ჩანს.. ნელ-ნელა თეთრი ხალათი ჩნდება და საშუალო სიმაღლის, არც ისე სუსტი კაცი, ქერათმითა და ბავშური გამოხედვით... აჰ ალბათ ასეთია ჩემი წარმოსახვითი ბუნჩულა ექიმი.. გამიელვა თავში, მაგრამ მალევე გაქრა ფიქრი, როცა ეს ბულკი კაცი გაფართოებული თვალებით მომიახლოვდა და რაღაც აპარატში ჩჰყვირა
- გონს მოვიდა, პაციენტი ნინია ჯავახიშვილი გონს მოვიდა, სწრაფად პალატაში.
გონს მოვიდა, მთლიანად გაიარა ამ სიტყვებმა ჩემში.. თვალებს მთელი ძალით ვახელდი და დახამხამების საშუალებასაც კი აღარ ვაძლევდი, აღარ მინდოდა მათი ცოტახნით დაბნელებაც კი... პანაშვიდების რეპეტიცია ჩაიშალა. სპექტაკლი "სიკვდილი" არ შედგა..



№1 სტუმარი natali7777

პირველად ვწერ კომენტარს და მიკვირს ისეთ სულელურ ისტორიებზე გიჟდებიან..მომწონს ეს ისტორია და ვკითხულობ.თუმცა აგვიანებთ..მთავარია არ შეწყვიტო წერა კარგად გამოგდის...წარმატებები

 


№2  offline წევრი judi N

natali7777
პირველად ვწერ კომენტარს და მიკვირს ისეთ სულელურ ისტორიებზე გიჟდებიან..მომწონს ეს ისტორია და ვკითხულობ.თუმცა აგვიანებთ..მთავარია არ შეწყვიტო წერა კარგად გამოგდის...წარმატებები

გმადლობ, ვეცდები აღარ დავაგვიანო, უბრალოდ დიდად არ აქვს ხოლმე გამოხმაურება ❤️ მიხარია რომ მოგწონს

 


№3 სტუმარი natali7777

მართლა მომწონს და ნუ მიაქცევ ყურსდღებას გამოხმაურებას ..უბრალოდ დიდ პაუზებს აკეთებ..მაგრამ მაინც მაგარია

 


№4  offline წევრი judi N

natali7777
მართლა მომწონს და ნუ მიაქცევ ყურსდღებას გამოხმაურებას ..უბრალოდ დიდ პაუზებს აკეთებ..მაგრამ მაინც მაგარია

კარგი, მადლობა, აღარ დავაგვიანებ ასე ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent