შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის კვალდაკვალ თავი 6


20-08-2018, 22:22
ავტორი katiusha
ნანახია 3 388

რეზომ რომ დარეკა და ანანურის დაჩაზე მისვლა სთხოვა,ყველამ მიანება საქმეს თავი.მაშინვე მასთან წავიდნენ - გიორგი და ზეზვა ყაზბეგიდან,დათა თბილისიდან. როგორც კი უფროსი ბექაური დაინახეს იქ,დაცვა კი გაძლიერებული ყველა მიხვდა რომ რაღაც სერიოზული მომხდარიყო.
-მშვიდობაა?ხომ ყველა ცოცხალია?-იკითხა გიომ.დადებითი პასუხის მიღების შემდეგ,ცოტა ამოისუნთქა და სკამზე დაჯდა.
-დალევ რამეს?
-რასაც შენ.
რეზომ ბარიდან მეორე ჭიქა გამოიღო,ვისკი ჩამოასხა,ყინული ჩააგდო და გიორგის მიაწოდა.
-გვეტყვი რატომ დაგვიბარე აქ?
-დათაც მოვა და დავიწყებთ.-თქვა დემეტრემ და ისევ დადუმდა...
ჩვეული მხიარულებით და იუმორით შეიჭრა დათა აგარაკზე
-რა ხდება რეზიკუნა,გაგულავება მოგინდა ამ სიბერეში?-გადაიხარხარა ხმამაღლა,მაგრამ დანარჩენების სერიოზულ სახეებს რომ წააწყდა,თან უფროსი ბექაურიც დაინახა,მიხვდა რაღაც რიგზე არ იყო
-მდააა,ესეგი სერიოზულადაა საქმე,რადგან შენც აქ ხარ ბიძია.
-დათა დაჯექი...
რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოვარდა.მაგიდის გარშემო დაიკავეს ადგილები.თავში უფროსი ბექაური დაჯდა.ყველას გადახედა და დაიწყო.
-პრობლემა გვაქვს.იმდენად დიდი პრობლემა,რომ მისი მოგვარება ძალიან გაგვიჭირდება.
-მერე რა ბიძია.პრობლემა აქამდეც გვქონია.არც ისე ახალია.
-დათა ამ პრობლემას დიდი ძალაუფლება,რამდენიმე მილიონი და ისეთი გავლენა აქვს,რომ შეუძლია გაგვანადგუროს.
-მილიონები ჩვენც გვაქვს რეზო და როდის იყო ვიღაცეების გვეშინოდა?
- ნუ ხარ ასეთი ფიცხი და მოუთმენელი.მომისმინე,რომ ვამბობ ესეგი ასეა და ფრთხილად უნდა ვიყოთ.ახლა მარტო არ ვართ,თქვენ ცოლები და შვილები გყავთ,შესაძლოა მათით დაიწყონ.ყველა საფრთხეში ხართ.
-გასაგებია,ესეგი დაცვის გაძლიერება მოგვიწევს პირველ რიგში.-თქვა ზეზვამ
-კარგი დაცვა გავაძლიერეთ,მათი დაცვა შევძელით.როდემდე გაგრძელდება ეს?მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს?ასე უცებ არ გამოჩნდებოდა.-ისევ აქტიურობდა დათა.
-მიზეზი წარსულშია და ყველაზე მძიმე ჩემთვის ისაა,რომ ახლა ამ მიზეზზე საუბარი მომიწევს.მაგრამ სანამ ამის შესახებ მოვყვები უნდა დამპირდე რომ სიმართლის მოსმენის შემდეგ სისულელეს არ ჩაიდენ.-ბურდულს მიუბრუნდა კაცი.
-ანუ ეს მე მეხება?იმიტომ მაფრთხილებ რომ იცი თავის გაკონტროლება გამიჭირდება.
-მაგრამ მოგიწევს,იმიტომ რომ შენს უკან ოჯახი დგას.
-ვეცდები,გპირდები რომ დავფიქრდები და ჭკუით ვიქნები,აბა გისმენ.მიზეზი გვაინტერესებს,მეც და დანარჩენებსაც.
-ყველაფერი წლების უკან დაიწყო.ბავშვობის სამი განუყრელი მეგობარი ერთად ჩავუდექით საერთო ბიზნესს სათავეში.ყველას ჩვენი საქმე გვქონდა და ისე შეთანხმებულად ვმოქმედებდით რომ საქმე წინ წარმატებით მიიწევდა.მე უკვე დაქორწინებული ვიყავი,მათ ჯერ კიდევ არ ჰყავდათ არავინ.ერთხელ ჩვენს სასტუმროში ერთი ულამაზესი გოგო მოვიდა,ოთახი იქირავა.მაშინვე მოეწონა მამაშენს.აღმოჩნდა რომ მასაც და ერთმანეთს დაუახლოვდნენ.პარალელურად ჩვენმა მეგობარმაც გაიცნობდა მასაც მოეწონა.არჩევანი რომ მის სასარგებლოდ არ გააკეთა გოგონამ,მან შურისძიება განიზრახა და ჩვენს ჩუმად გარიგება დადო ჩვენს მტერთან.საბედნიეროდ მალევე გავიგეთ ამის შესახებ.ბიზნესიდან გავაძევეთ,თავის წილი მივეცით და მასთან კავშირი გავწყვიტეთ.გარკვეული პერიოდი არსად ჩანდა.შენი მშობლები დაქორწინდნენ.შენ და რეზო დაიბადეთ.წლები გავიდა და მაშინ როცა გვეგონა რომ ყველაფერი კარგად იყო ყველაზე დიდი საშინელება მოხდა,ავარია,რომელმაც შენი მშობლების სიცოცხლე შეიწირა.მაშინდელ პოლიციაში ერთი კარგი ნაცნობი მყავდა,ნიჭიერი,დამწყები გამომძიებელი იყო.მისგანგავიგე ეს მისი მოწყობილი რომ იყო.ჩემი გავლენა გამოვიყენე,იმ დროს უკვე მყარად ვიდექი ფეხზე და სათანადოდ დაისაჯა.უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ ჩხუბის დროს იარაღმა გაისროლა და შემომაკვდა.პასუხი არავის მოუთხოვია.მაშინ ფულით ყველაფერი მოვაგვარე.წლების მერე,როგორც ჩანს შვილი დაბრუნდა შურისძიების მიზნით და ახლა ყველაფრის განადგურება უნდა.
-ოხ მე მაგის დედა...წამოხტა დათა და ის ჭიქა,რომელიც ეჭირა კედელს შემოასკდა.ნამსხვრევებად იქცა.-მე რატომ არ ვიცოდი აქამდე არაფერი?ვიღაც ნაბ....მა მშობლები დამიხოცა და ახლა უნდა ვიგებდე?
-დამშვიდდი,ვიცი რომ რთულია შენთვის ეს ყველაფერი.
-შენ ეს იცოდი ხომ?-მიუბრუნდა რეზოს.
მან თავი დახარა და ხმა არ ამოუღია.მაშინვე მიხვდა რომ ამას ძმაკაცი ძნელად აპატიებდა.გასაღებს დასტაცა ხელი და ოთახიდან გავარდა.
-არ გაეკიდო,დაბრუნდება.-შეაჩერა მამამ შვილი,როგორც კი რეზოც წამოდგა უკან გასადევნებლად.-მან სახელი და გვარი არ იცის,ასე რომ სისულელეს არ ჩაიდენს.
მართლაც ხუთი წუთიც არ იყო გასული რომ ცოტა დამშვიდებული დათა უკან დაბრუნდა,თავის ადგილი დაიკავა და თავი ჩაღუნა.
-ვიცი უნდა მეთქვა,მაგრამ არ იყო ჩემთვის ადვილი.ვიცი დამნაშავე ვარ ამდენი წელი რომ გიმალავდი.
-დათა დამნაშავე მე ვარ,მე ვაიძულე შენთვის არაფერი ეთქვა.თან რას იზავდი მაშინ რომ გაგეგო?
-რას ვიზავდი და ავიღებდი იარაღს და ტყვიას დავაჭედებდი შუბლში.
-მაგით არაფერი შეიცვლებოდა,შენც მისნაირი გახდებოდი.აი მე ხომ გავისროლე იარაღი,მეგონა ანგარიში გავასწორე,მაგრამ ასე არ მოხდა.ხომ ხედავ ძალადობამ ისევ ძალადობა წარმოშვა და არავინ იცის ეს ომი როდის დასრულდება.ყველაზე ცუდი ისაა რომ შეიძლება ჩვენი შვილებიც ჩაერთონ,გესმის დათა?
-ანუ რა გამოდის ბიძია?რომ მათ ზურგსუკან უნდა მოვაგვაროთ ეს ყველაფერი?
-კი ასე გამოდის.
-როგორ ავუხსნათ მათ დაცვის გაძლიერება და აქეთ-იქით სიარულის შეზღუდვა?-იკითხა აქამდე ჩუმად მყოფმა ზეზვამ?
-უკვე მოვიფიქრე,დავასაქმოთ.დროა უკვე მათაც დაიწყონ მუშაობა.ყველანი ჩვენს გვერდით იქნებიან,გოგოებს მივხედავთ როგორმე.
რეზოს იდეას ყველა დაეთანხმა.დრო იყო უკვე შვილებს მამების ბიზნესები ნელ-ნელა გადაებარებინათ.
-ის მაინც თქვი ვინაა ჩვენი მტერი და ვის უნდა ვერიდოთ?-თქვა დათამ
-თამაზ შელია.ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქია,რუსეთში მოღვაწეობდა.
სახელის და გვარის გაგონებაზე გიორგის სასმელი გადასცდა და ძლივს ამოისუნთქა.
-არ არსებობს.შენ ნამდვილად ხუმრობ რეზო.
-სულ არ მეხუმრება ეხლა.რა ხდება?რატომ გაქვს ეგ რეაქცია?იცნობ მას?
-ვიცნობ?ვიცნობ კი არა მაგ არაკაცმა ისეთი რაღაც გაგვიკეთა,კინაღამ გაგვაკოტრა.ყაზბეგის სათბურები გადაგვიწვა და გაგვინადგურა.ახლა იქიდან მოვდივართ მე და ზეზვა.ნაწილის გადარჩენა შევძელით,მაგრამ ზარალი მაინც დიდია.
-ესეგი უკვე გადავიდა მოქმედებაზე,მაგრამ რაღა მაინცდამაინც თქვენ?თქვენ რა შუაში ხართ?-გაკვირვებული იყო ბექაური.ვერ ხვდებოდა მტრის დარტყმის მიზეზს.
-წარმოდგენა არ მაქვს რა უდევს ტვინში იმ არანორმალურს. ძალიან დაგაზარალათ?
-იმდენად,რომ რამდენიმე თვე ჩვენი მოსავალი არ გვექნება და მიგვიწევს სხვისგან შევიძინოთ პროდუქტი.ეს კი დამატებითი ხარჯია და შეიძლება ხარისხიც ნაკლები იყოს.
-ისევ ის ჯობია ცოტა მეტის თანხა გადაიხადოთ,ვიდრე მაღაზიებში პროდუქცია არ გქონდეთ და კლიენტურა დაკარგოთ.-დაარიგა მამა-შვილურად დემეტრემ.
-ეგ ჩვენც ვიცით ბატონო დემეტრე,უბრალოდ ის გვადარდებს რომ კიდევ რამე რომ მოგვიწყოს რამდენად გადავიტანთ და გავუძლებთ.მეშინია არ გაგვაკოტროს.
-დამშვიდდი ზეზვა,მთავარი უსაფრთხოებაა,დანარჩენს ყველაფერს ვუშველით.მანამდე კი ერთი რამის გაკეთება მოგვიწევს.ბექაურმა დაცვის უფროსს რაღაც ანიშნა.მანაც მაშინვე შეასრულა ბრძანება და მაგიდაზე კეისი შემოდო.გახსნა და მათკენ მიატრიალა.
-არ მინდა,მაგრამ ამის ტარება მოგვიწევს.-თქვა რეზომ.ერთმანეთს გადახედა ოთხივემ და რიგრიგობით აიღეს მათთვის განკუთვნილი იარაღი.
-ეს რა დრო მოვიდა.გაგიჟება შეიძლება ნამდვილად.არა ის მაინტერესებს რას გვერჩის ჩვენ?რამე მოვიპარეთ?ეს ბიზნესი ვინმეს წავართვით?ვინმესი მივითვისეთ თუ რაა?-აღშფოთებით საუბრობდა ზეზვა.-ახალგაზრდობაში არ მიტარებია ეს იარაღი და ახლა უნდა ავიღო ხელში მაინცდამაინც ამ სიბერეში?
-ნუ წუწუნებ ბიჭო,რა დროს შენი სიბერეა.ვერ ხედავ ახალგაზრდა გოგოები როგორ თავს გევლებიან და შენი დაკერვა უნდათ.-გაეხუმრა გიო.
-მთელი ცხოვრებაა ჩემი კესუნიას გარდა ვერავის ვხედავ,მის გარდა სხვა ქალი არ არსებობს ჩემთვის.-ამაყად განაცხადა ზეზვამ.
-მადლობა ღმერთს რომ სხვა რამ არ გიპასუხია ამ კითხვაზე.წინააღმდეგ შემთხვევაში მაგ იარაღით მომიწევდა შენი განგმირვა.-მოისმა ახლოდან ძალიან ნაცნობი ხმა.ჯერ ვერ მიხვდა,ეგონა მოეჩვენა,მაგრამ მერე შემოსასვლელი კარისკენ რომ გაიხედა და ცოლი დაინახა,თვალები შუბლზე აუვიდა.დაბნეულმა ჩააცურა იარაღი ქამარში და ფეხზე წამოდგა.
-ამდენი წელია მიცნობ და განა ოდესმე მომიცია მიზეზი რომ ეჭვი შეგპარვოდა ჩემში?-წყენა გამოერია ხმაში
-აქამდე არა,ეს ბოლო დღეები იქცევი უცნაურად.
-და ამიტომ ხარ აქ?იეჭვიანე?-რომ მიუხვდა ქცევის მიზეზს გულში ეღიმებოდა ზეზვას.გარეგნულად კი არ იმჩნევდა,ისევ ისეთი კუშტი სახით უმზერდა ცოლს,ახლა უკვე მის პირისპირ მდგომს,რომელსაც ატირებას არაფერი უკლდა.მიხვდა რომ შეცდა და სისულელე იყო ის ეჭვი რაც ცოტა ხნის უკან გაუჩნდა, ისეთი ფესვი გაიდგა დანარჩენებიც აიყოლია და საეჭვოდ გაუჩინარებულ ქმრებს ანანურის აგარაკზე დაადგნენ.
რეზომ რომ ცოლი ვერ დაინახა რაღაცნაირად ცუდად ენიშნა,დანარჩენებს გადახედა და მერე თამუნას ჰკითხა:-სოფო სადაა?
-სად იქნება შენი აზრით?
-საავადმყოფოშია?-თითქოს ეწყინა ცოლის ასეთი გულგრილობა,თან ესიამივნა ესეგი მენდობა და იმიტომ არ წამოყვა ამ გადარეულებსო.მაგრამ ახლა ყველას ერთად რომ უყურებდა,ამდენი წლის შემდეგ ისევ ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით რომ შესცქეროდნენ ერთმანეთს,მასაც მოუნდა იგივე განეცადა. ისევ..დაუსრულებლად...აღუვსებელი იყო მისი სიყვარული ცოლისადმი. ფეხზე წამოდგა.ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა.მხარზე ხელის შეხება იგრძნო.იმედით სავსე თვალებით მოიხედა.მაგრამ დემეტრე დაინახა.
-გენატრება?
-ძალიან...ისევ ისე...სულ...თითქოს არ მყოფნის..
-ხომ იცი ახლა რაც უნდა ქნა?
-ვიცი,მაგრამ არ წავალ.-მამამ შვილის ხმაში წყენა შენიშნა.
-სადაც სიყვარულია იქ სიამაყე უნდა დაივიწყო.თორემ შეიძლება დადგეს ისეთი დრო რომ ინანო თითოეული დაკარგული წუთი.ინანო რომ შენ სიამაყეს ვერ გადააბიჯე.ინანო რომ შუქნიშანზე მწვანე ფერის ანთებას დაელოდე და წითელზე არ გადაირბინე,წესები არ დაარღვიე და დააგვიანე.
-მამა მე სულ ვარღვევ წესებს მისი სიყვარულის გამო.ის კი პირიქითაა,პაციენტებს და სამსახურს ყოველთვის ჩემზე წინ აყენებს.აი ახლაც, შეხედე თამუნას,ისიც ექიმია,მაგრამ ამ წუთას ქმრის გვერდითაა.მე მშურს დათასი, იმიტომ რომ მის ცოლს ყოველთვის,როცა უნდა მაშინ მიატოვებს ყველაფერს და ქმრის გვერდით იქნება.ყველგან გაყვება.
-რადგან სოფო ახლა აქ არაა,იმას არ ნიშნავს რომ ის არ გამოგყვება და არ მიატოვებს შენს გამო ყველაფერს.ბედნიერი უნდა იყო,რადგან მისნაირი არაჩვეულებრივი ქალი გყავს გვერდით და მას შენი მეორე ნახევარი ჰქვია.
-ბედნიერი?კი მართლაც ვარ ბედნიერი.ვიცი მასაც რომ ვუყვარვარ,ვიცი რომ ისიც ისევ მელოდება როგორც მე,მაგრამ ხანდახან მისი დამოკიდებულება სამსახურისადმი ძალიან მაცოფებს და მაგიჟებს
-მგონი დროა სუფთა ჰაერზე გახვიდე,წადი გაისეირნე,დამშვიდდი და მერე დაბრუნდი.დანარჩენებსაც ნუ წაუხდენ ხასიათს.-უთხრა მამამ შვილს.-და გახსოვდეს ერთი რამ, ბედნიერება მდგომარეობაა, მდგომარეობას კი ჩვენვე ვიქმნით, ვიქნებით უბედურები, ბედნიერები თუ ძლიერები ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ნებისმიერი მათგანის მიღწევას თანაბარი ძალისხმევა სჭირდება.ეს კი ორივეს შეგიძლიათ.ამიტომ ხართ ამდენი წელი ასე.სხვა შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.-დარიგება მისცა მამამ შვილს და გარეთ გაისტუმრა.თვითონ კი დანარჩენებთან დაბრუნდა,საერთო მხიარულებას შეუერთდა.
-სად წავიდა?-იკითხა დათამ
-სუფთა ჰაერზე გაისეირნებს და დაბრუნდება.
-ეწყინა სოფო რომ არ წამოვიდა ხომ?-მიხვდა თამუნა
-ნუ მიაქცევთ ყურადღებას,ხომ იცით ამათ ისეთი ურთიერთობა აქვთ რომ ვერაფერს გავუგებთ ჩვენ.თვითონ მიხედავენ ყველაფერს.
-ყოველთვის ასე იყო ბატონო დემეტრე,რეზოს სწყინდა და არ იმჩნევდა,სულ ის უთმობდა.ამის გამო არასოდეს გამიმართლებია ჩემი დაქალი,მაგრამ ამჯერად რეზომ არასწორი დასკვნები გამოიტანა და ამას მალე მიხვდება.
-რა ხდება ცოლო?რამეს გვიმალავთ?ამ სიბერეში მოუნდათ რომანტიკული სიუპრიზების გაკეთება ამათ?
-არაფერიც არ ხდება.მოდით ახლა და უბრალოდ ერთად ყოფნით და დღევანდელი საღამოთი დავტკბეთ.გავიხსენოთ წარსული.
-წარსულის გახსენება,მითუმეტეს ამ დაჩაზე მომხდარი ამბები კარგს არაფერ მახსენებს.-თქვა დათამ და ცოლს ხელი მოხვია.
-შენ თუ მე?-შეუბღვირა ცოლმა
-ახლა არ დაიწყოთ.თქვენი გაშველების თავი არ გვაქვს.-გაეცინა გიოს.
-არადა რომ იცოდე აქ რა მოხდა მაშინ...დახოცეს კინაღამ ერთმანეთი.
-საბედნიეროდ დიდი ხანია ვიპოვე გზა მის დასამშვიდებლად.
-სულელო,-გაეცინა თამუნას და ქმარს მიეხუტა.
-ამათ აქ ისეთები ჩაატარეს, გადამირიეს მაშინ კესო.
-რა ჩემი ბრალია ეს მეტაკა და გადამისროლა იმ აუზში.კინაღამ დამახრჩო.
-მე რა ვიცოდი თუ ცურვა არ იცოდი.თან არც შენ დამაკელი.ხან რა გადამასხი,ხან თავში ჩამარტყი რაღაც და ასე შემდეგ.მწარე კომენტარებსაც არ იშურებდი.-გაახსენა ცოდვები დათამ.
-სამაგიეროდ გმირულად გაუძელი და შეგიყვარდი...
წარსულის მხიარული ამბების გახსენებაზე გულიანად იცინოდნენ.დემეტრეც კი აიყოლიეს და ისიც არ აკლებდა დათას და რეზოს ბავშვობის მაიმუნობების გახსენებას...
ხანდახან არის წუთები,როცა გინდა რომ წარსული დააბრუნო რათა ისევ ის განიცადონის რაც მაშინ,ის ბედნიერება რამაც მაშინ დათა და თამუნა ერთმანეთთან სამუდამოდ დააკავშირა.სამუდამოდ ერთად ცხოვრება და ერთმანეთის გვერდი-გვერდ სიარული დაუწესა განგებამ კესოს და ზეზვასაც..
ისხდნენ ახლაც და იმით ხარიბდნენ რაც გააჩნდათ და რაც მათ ბედმ არგუნა..
***********

"სადღაც,ვიღაც შექმნილია იმისთვის რომ სამუდამოდ შენთან იყოს"-იმეორებდა გულში ერთხელ წიგნში ამოკითხულ ფრაზას.ისე მოეწონა რომ გონებაში სამუდამოდ ჩაებეჭდა. წარსულზე ფიქრობდა.იცოდა რომ სოფო ნამდვილად მისთვის იყო შექმნილი.არასოდეს სჯეროდა შემთხვევითი შეხვედრების.ყოველთვის სწამდა რომ ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი და ადამიანებსაც უკვე შუბლზე ეწერათ ის ბედი,რაც მათთვის იყო განკუთვნილი.
უნდა მიიღო და გიყვარდეს ისეთი როგორიც არის ,არასდროს უნდა სცადო მისი შეცვლა.არასდროს უნდა მოითხოვო მისგან იმაზე მეტი,ვიდრე შეუძლია. სულ ამას გაიძახდა.
-იქნებ მეტისმეტს ვთხოვო?-ფიქრობდა.ისევ საკუთარ თავს ადანაშაულებდა.
არა,პრობლემები არ ჰქონდათ,პირიქით ყველაფერი იდეალურად იყო,მაგრამ ეს მისი გადამეტებული ყურადღება სამსახურის მიმართ და ზოგჯერ ოჯახზე წინ დაყენება,მიუღებელი იყო ბექაურისთვის. მიუღებელი იყო,იმიტომ რომ ის ყოველთვის ყველაზე წინ აყენედა ოჯახს...
თურქეთში იყო ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე,სოფოს რომ მუცელი ასტკივდა. თამარზე იყო ორსულად.მაშინ ყველა და ყველაფერი მიატოვა და სასწრაფოდ უკან გამოფრინდა.არად ჩააგდო ის ფაქტი რომ შეიძლებოდა პარტნიორს მასთან კონტრაქტი აღარ დაედო და თურქეთში სასტუმროს მშენებლობა აღარ დაწყებულიყო..... გვერდი აუარა ყველას.ყურადღება არ მიაქცია შვილის ძახილს მამაო რომ ეძახდა.პირდაპირ სამშობიარო ბლოკში შევიდა და მაშინ დაუდა გვერდით ცოლს,როცა ყველაზე ძალიან სჭირდებოდა.მას ასე ესმოდა ფიცი „მუდამ ერთად,ჭირსა და ლხინში“....
თამარის დაბადება რომ გაახსენდა ჩაეღიმა.ენით აღუწერელი რამ იგრძნო მაშინ. სოფოს რიმ მკერდზე დააწვინეს პატარა,ნამცეცა,შავთმიანი გოგო ცრემლი მოერია.მისი სისხლი და ხორცი,მათი სიყვარულის კიდევ ერთი ბედნიერი გამოვლინება იყო ქალიშვილი,ხელებს რომ უაზროდ იქნევდა და ტირილით იკლებდა იქაურობას....
სახლიდან უკვე შორს იყო წასული.უზარმაზარი ეზო აძლევდა იმის საშუალებას რომ სუფთა ჰაერზე სეირნობით დამტკბარიყო. ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ახედა.მთვარე ისე უზერდა,თითქოს მის ფიქრებს იზიარებს და მისი ერთგული თანამგზავრი გამხდარაო... მანქანის ხმა რომ შემოესმა გაუკვირდა.აღარავის ელოდა. შიშმა აიტანა და ჩქარი ნაბიჯებით გამობრუნდა უკან. დიდი გზა არ ჰქონდა გავლილი.რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოასწრო.მერე კი ადგილზე გაშეშდა.ჭკუიდან შეიძლებოდა შეშლა ისეთი ლამაზი იყო მონატრებული ადამიანი...ისეთი ლამაზი იყო სოფო. ისევ ისეთი ეჩვენა, როგორც მაშინ, როცა წლების უკან ნახა.შეეძლო დაეფიცა რომ ისევ ის თვალები უმზერდა პირველად რომ ამოიკითხა მის თვალებში სიყვარული.
ნაზი,გრაციოზული ნაბიჯებით უახლოვდებოდა სოფო.წითელი,კლასიკური კაბა,მუხლს რომ ოდნავ სცდებოდა საოცრად უხდებოდა.გაშლილი კულულები მხრებზე ნაზად ეფინებოდა.მიუახლივდა გაშედებულ ქმარს,წინ დაუდგა და ნაზად დაიჩურჩულა
-ამ ქვეყნად ყველაზე დამანგრეველი გრძნობა მონატრება ყოფილა. საშინელებაა როცა ვიღაც ძვლების ტკივილამდე გენატრება.აქამდეც მომნატრებიხარ,მაგრამ ასე არასოდეს.
ბექაურს გაეღიმა,ხელები მოხვია და ძლიერად ჩაიხუტა.
-ბედნიერებაა გერქვას ჩემი ცოლი,იყო ჩემს გვერდით ამდენი წელი,ყოველ დილით ვიღვიძებდე შენს გვერდით და ვიძინებდე შენთან,გერქვას ჩემი შვილების დედა.უბრალოდ სიტყვებს ვერ ვპოულობ შესაფერისს რომ შენი დაფასება შევძლო.-უთხრა ქმარმა და გულში სინანული იგრძნო, რომ ცოტა ხნის უკან ცოლზე განაწყენდა.
-მაპატიე,მათთან ერთად ვერ წამოვედი,მძიმე მშობიარე მყავდა,სიკვდილს ებრძოდა ორივე და ვერ მივატოვე.-ოდნავ მოშორდა ცოლი.რეზომ შუბლზე აკოცა და გაუღიმა
-მაპატიე კარგი.
-რა გაქვს საპატიებელი?-გაუკვირდა გიგაურს.
-მათთან ერთად რომ ვერ დაგინახე შენზე გავბრაზდი და ვიფიქრე რომ ჩემს სიყვარულზე წინ სამსახური დააყენე.-მაინც ვერ მოითმინა კაცმა და გამოტყდა.
-სულელო..-გაეცინა სოფოს.-მე კიდევ სხვა რამე ვიფიქრე და შემეშინდა.
-სხვა რა იფიქრე?
-ვიფიქრე რომ აქ მართლა ქალები გყავდათ წამოყვანილები,მაგრამ იქიდან რომ ყვირილის და იარაღის სროლის ხმა არ ისმის,ვხვდები რომ ყველაფერი რიგზეა.
-მართლა მეუბნები?არ მითხრა რომ შენც ასე იფიქრე?
-მართლა გგონია რომ შენზე არ ვეჭვიანობ?მართლა გგონია რომ ვერ ვამჩნევ როგორ გეპრანჭებიან მანდილოსნები?-ეშმაკურად ჰკითხა სოფომ
-ესეგი ყველაფერს ამჩნევ და ეჭვიანობ კიდეც?
-დიახ ვამჩნევ,მაგრამ არ ვიმჩნევ.არ ვაწყობ ისტერიკებს, როცა ვიღაც აშკარად ცდილობს შენს მოხიბვლას.იმიტომ რომ მე შენში ვარ დარწმუნებული.
-და ამავე დროს ხარ იდეალური ქალი.-ღიმილით უპასუხა ქმარმა და საყვარელი ქალის ტუჩებს ნაზად დაეკონა...
უკან ცოლთან ერთად დაბრუნდა ხელგადახვეული ბედნიერი ღიმილით. დანარჩენებს სასადილო ოთახში გადაენაცვლებინათ,ქალებს სუფრა გაეწყოთ და მათ ელოდნენ.თითქოს იცოდნენ რომ რეზო სოფოსთან ერთად დაბრუნდებოდა...
-რაო ბექაურო გახსენი სახე როგორც იქნა?-გაეკრიჭა დათა როგორც ყოველთვის.
-როდის ვიყავი მოწყენილი რომ?
-ისე შენ რა გითხარი.იმდენჯერ მინახავს შენი მოწყენილი სახე,მაგას გამომაპარებდი ზუსტად.
-დადუმდი დათავ ბატონო,თორემ ასე მარტივად არ დასრულდება დღევანდელი დღე.
მეგობრების კამათს ალბათ კიდევ დიდხანს უყურებდნენ,დემეტრე რომ არ ჩარეულიყო,სუფრასთან იხმო ყველა და პირველი საგღეგრძელოც წარმოსთქვა...
იმ საღამოს გვიანობამდე იმხიარულეს ორივე დაჩაზე...თითქოს ხვდებოდნენ რომ ეს უკანასკნელი იყო და ამ დღის მერე ყველაფერი შეიცვლებოდა...
***********
დუდამ რომ მეგობარი დაინახა ბარში,ძალიან გაუკვირდა.წოლითი რეჯიმი ჰქონდა.სულაც არ იყო სახარბელო მისი ადგომა და აქეთ-იქით სიარული.
მარტო მიჯდომოდა მეტრეველი მაგიდას და სვავდა.გრძნობდა როგორ აღწევდა ნელ-ნელა სითხე ვენებში,სისხლს ერეოდა,მერე ხელს უშლიდა ნორნალურ მოძრაობაში და სხეულს უბუჟებდა. ეს კი იმას ნიშნავდა რომ სასმელი ეკიდებოდა. ყგელაფრის მიუხედავად საშუნელი გრძნობა არ შორდებოდა.უფრო მეტად უჭერდა ყელში და თითქოს მის დარჩობას ლამობდა.
ვის უფრო მეტად მიუძღვოდა ბრალი,ვის უფრო მეტად ამტყუნებდა ასეთი გაუბედურებული ცხოვრებისთვი,თვითონაც არ იცოდა.არ იცოდა რა უფრო მეტად სტკიოდა-მამის გაღმერთებული კულტის დამსხვრევა თუ დედის ასეთი უთავმოყვარეობა,იყო ადამიანთან,რომელსაც ფეხებხე ჰკიდიხარ.
მთელი ცხოვრება სძულდა ის რეალობა,როგორშიც გაიზარდა,მაგრამ ახლა უარეს ნაგავში აღმოჩნდა.ბარმენს კიდევ ერთი ჭიქის დასხმა სთხოვა.მანაც ბრძანება შეასრულა და წინ დაუდგა ვისკით სავსე ჭიქა.ის იყო უნდა დაელია,რომ დუდამ გამოაცალა და გვერდით გასწია.
-გეყოფა,უკვე მთვრალი ხარ.
უკმაყოფილოდ შეხედა მეგობარს.მერე დარბაზს მოავლო თვალი.უკვე შევსებულიყო ბარი,ხმამაღალი მუსიკის ხმა,სიგარეტის და ალკოჰოლის სუნი ერთმანეთში ირეოდა. ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
-ასეთ მდგომარეობაში სად მიდიხარ?-წინ გადაუდგა შენგელია.
-შენ ჩემი ცოლი ხარ,დედა?მამა თუ საყვარელი?რატომ ინტერესდები?-შეუღრინა.
-შენი ბავშვობის მეგობარი ვარ და ვნერვიულობ შენზე.ბოლო პერიოდია სულ შეიცვალე.არა ისედაც არ იყავი დალაგებული,მაგრამ ახლა ვხვდები რომ რაღაც სხვა ხდება.მომიყევი,იქნებ მოგეშვას.
-არ გაივლის დუდა.არც მომეშვება,ასე რომ სჯობს ისევ ჩემთვის,ჩემთან დავიტოვო ეს ტკივილი.მინდა ისე გავნადგურდე,როგორც ისინი.
-ისეთი მთვრალი ხარ,უკვე ბოდიალობ რაღაცეებს.წამოდი კაბინეტში შევიდეთ,დაისვენე.არ შეიძლება შენი გადაღლა,დალევა მითუმეტეს.-ძმაკაცს ხელი მოჰკიდა და უნდა წაეყვანა,რომ დარბაზიდან კამათის ხმა მოესმა და დაცვას უკან გაჰყვა მოჩხუბრების დასაშოშმინებლად.თან მეგობარს მიაძახა არსად წახვიდე აქ დამელოდეო.მაგრამ როდის იყო რამეს ისე აკეთებდა თორნიკე მეტრეველი როგორც ეუბნებოდნენ?უკანა კარიდან გაძვრა და ქუჩაში გამოვიდა. გრილი ჰაერი ესიამოვნა.რიყისკენ დაეშვა ფეხით.გასეირნება გადაწყვიტა. პირველივე სკამზე ჩამოჯდა,საზურგეს მიეყუდა და თვალები დახუჭა.მაშინვე აფორიაქდნენ ტვინში ფიქრები და ერანეთთან საუბარი გააბეს.
-მძულს ეს დამპალი ცხოვრება.ის ქალიც მძულს მამაჩემსა და დედაჩემს შორის რომ იდგა მთელი ცხოვრება.მან გამიმწარა ბავშვობა და მთელი ახალგაზრდობა.-აქტიურობდა ყველაზე მთავარი შინაგანი ხმა.
-არ უნდა გძულდეს.-გაეპასუხა მეორე.
-რატომ?მის გამო ვერ შეიყვარა მამამ დედა. -აქტიური იყო პირველი.
-ეგ მამაშენის ბრალია და არა იმ ქალის.სიყვარული ხომ შეკვეთით არ მოდის. გაეპასუხა მესამე ხმა.....
-მეტრეველს გაუმარჯოს.-მოესმა და ფიქრებიდან გამოერკვა.ყველა ხმა სადღაც გაქრა და მხოლოს ის დარჩა რეალობის წინაშე ისევ.
-როგორ მომაგენით ნათლია?
-ბიჭო შენ ხომ არ გავიწყდება რა პროფესია მაქვს?-გაეღიმა კაცს და გვერდით მიუჯდა.
-მან გამოგაგზავნა?წადი მიხედე იმ ქარაფშუტა ბიჭს,თავს არაფერი აუტეხოსო? რა თქმა უნდა აბა ვინ?ყოველთვის ასე იყო.მის მაგივრად შენ მოდიოდი.ყოველთვის შენ გეძახდა ჩვენს შესარიგებლად.
-ამჯერად მამაშენი არაფერ შუაშია.აქ სულ სხვა რამის გამო ვარ და იმედი მაქვს სიმართლეს მეტყვი.
-რა სიმართლეს?-გაუკვირდა ბიჭს.
-საავადმყოფოდან განყოფილებაში მოქალაქის დაჭრის შესახებ განცხადება შემოვიდა.გამომძიებლად კი აბა ვის გაგზავნიდნენ თუ არა მე?იქ მოსულს კი შენ დამხვდი.შენებს არაფერი ვუთხარი,არ ვანერვიულე,ჩემთვის კი ახსნა მოგიწევს რა შეგემთხვა და ასე ვინ გაგიმეტა?
-არაფერი ისეთი.უბრალოდ ჩხუბი იყო.-თავის არიდება სცადა ბიჭმა
-უბრალო ჩხუბსაც აქვს მიზეზი.
-კარგი რა ნათლია,ამას ვერ გეტყვი,ხომ იცი საქმეში პოლიციელების ჩართვა რასაც ნიშნავს?
-როდის უნდა დაანებო თავი ამ ყველაფერს?ნუ მაბრაზებ და ნუ კაიბიჭიბ.
-რას მიწუნებ ნათლია?რაა ცუდი ბიჭი ვარ?-წამოდგა და ხელები მსახიობურად გაშალა თორნიკემ.თან ისტერიკული სიცილი აუტყდა.-შემომხედე რამე მაქვს დასაწუნი?
-რომელი ოცი წლის გოგო მე მნახე შე მაიმუნო რომ შეგაფასო?-თავი ვერ შეიკავა მაისურაძემ და მასაც გაეცინა.მერე გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.-ჭკვიანად იყავი იცოდე.მორჩი ამ მუშტების ქნებას,იარაღის ტრიალს და შარს ნუ ეძებ.აღარ გამეჩხირო არსად.
-შარი არ მანებებს თავს,რა ჩემი ბრალია?
-სახლში წადი გადარეულო,იცოდე მე ყოველთვის ვერ გიშველი.ერთხელაც იქნება ვერ გადარჩები ასე მარტივად და შენს მშობლებს რა ეშველებათ მერე?-დატუქსა კაცმა.
-ჩემს მშობლებს?ჰმ,ძალიან ვადარდებ მათ ხო?
-კი თორნიკე,დარდობენ ისინი შენზე.იმაზე მეტაად,ვიდრე შენ გგონია.
-ვერ დამაჯერე რომ ისინი ჩემზე დარდობენ და ვერც დამარწმუნე რომ სახლში დავბრუნდე.წავალ ეხლა მე ობოლი ბიჭი ჩავიყვები სანაპიროს,იქნებ ვინმე ღვთისნიერი შემხვდეს და ჩემთან ერთად დალიოს მანაც.დიახ ნათლია,არ მოგესმა მე ნამდვილად „ობოლი“ ვარ.უბედურებაა როცა მშიბლები ცოცხალი გყავს და მაინც ობოლი ხარ.ხანდახან ვნატრობ რომ ცოცხლები აღარ იყვნენ,მაშინ ასეთი მტკივნეული არ იქნება ის რომ ცოცხალ-მკვდარი ვარ.ცოცხალი მკვდარი..დაუმარცვლა ბოლო სიტყვები,მობრუნდა და დაუმშვიდობებლად ჩაუყვა სანაპიროს. ერთი ამოიოხრა თემურმა და უკან აედევნა ჩუმად.კარგად იცნობდა ნათლულს და იცოდა შარს გადაეყრებოდა



№1  offline წევრი katiusha

მიხარია რომ მოგწონთ.დიახ ეს ისტორია ნამდვილად „სადღაც შორს...მთებში“ მისი გაგრძელებააა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent