ჩემი ბოსი დემონია! (ნაწილი პირველი)
ღმერთო როგორ მძულს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი,არამარტო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეს უაზრო ეტიკეტი და ფორმალურობაც მძულს.რატომ არ შეიძლება გასაუბრებაზე ჩვეულებრივი ჯინსით და კეტებით მისვლა?ან რა საჭიროა ეს მაკიაჟი?? ამ ყველაფრის აზრს ვერ ვხვდები და ალბათ ამიტომაც მოვდივარ ღმერთმა იცის უკვე მერამდენე გასაუბრებიდან პირში ჩალაგამოვლებული.უკვე ექვსი თვეა, წარმოგიდგენია ექვსი თვეა რაც უმუშევარი ვარ.ზოგგან ჩემი განათლება არ არის საკმარისი, ზოგგან მე არ მაწყობს გრაფიკი და ანაზღაურება, მოკლედ რომ ითქვას საჩემო არაფერი გამოჩნდა. და მაინც ეს მაღალქუსლიანები მკლავს. აგვისტოა, იწვის ყველაფერი, ტროტუარზე მივდივარ, მივდივარ რა ვცდილობ გავიარო, ხან სად გადამიბრუნდება ფეხი ხან სად, ყველა მე მიყურებს, არა იმიტომ რომ იდიალურად დავდივარ მაღალქუსლიანებით,არამედ იმიტომ რომ ყოველი ფეხის გადაბრუნებაზე ხელებს ვშლი და უკანასკნელი სიტყვებით ვლანძღავ ამ ჯოჯოხეთური ფეხსაცმლის გამომგონებელს, ამასაც არ ვჯერდები და გამალებით ვეკამათები ჩემს თავს. -ღმერთო ლილიან რა მოხდება რომ ეს ფეხსაცმელი გაიხადო და ფეხშიშველმა განაგრძო გზა სახლისკენ? -მაგაზე არც იფიქრო_ჩამძახა ჩემმა მეორე მემ_წინ ფსიქიატრიული საავადმყოფოა ხომ არ გინდა დაგიტოვონ?? ან ხალხი რას იფიქრებს?? -რატომაც არა? იქ მშვენიერი პირობებია კვებაც კარგია საწოლებიც რბილი და ფუმფულაა_გავამხნევე ჩემი თავი და ამ იდეით შთაგონებულმა სასწრაფოდ გავიხადე ფეხსაცმელი. შეეხო თუ არა ჩემი შიშველი ტერფები ტროტუარს ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მეორედ დავიბადე. ასე ფეხშიშველმა გავიარე გზა სახლამდე და ფეხების ტყაპატყუპით ავიარე შვიდი სართული.კარზე დადაკუნებიდან წამი არ გასულა კარი თმააბურძგნულმა და ნახევრად მძინარმა არსებამ რომ გამიღო, დიახ არსებამ იმიტომ რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფს ძნელია ადამიანი უწოდო. -ღმერთო ჩემო თათია.. მე ნახევარი ქალაქი ფეხშიშველმა მოვიარე შენ კი ისევ გძინავს... -კარგი რა ლილიან_დაამთქნარა თათიამ_შენ ის მითხარი რა ქენი გასაუბრებაზე? -ზრდილობიანად რომ ვთქვათ ასე მითხრეს საერთოდ არ შეეფერებით ამ თანამდებობასო -კარგი შენ გული არ გაიტეხო რამე გამოჩნდება კიდევ -სულაც არ ვდარდობ იმაზე უფრო მეშლება ნერვები რომ ტყუილად მომიწია ამ ჯოჯოხეთური ფეხსაცმლით სიარული... თათიამ ამათვალიერა და ფეხშიშველი რომ დამინახა თვალები შუბლზე გადაუვიდა -შენ რა მართლა ფეხშიშველმა იარე?? -აბა რა მექნა? ლამის კისერი მოვიტეხე -აუცილებლად წაგიყვანენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში_ამოიფრუტუნა_ვიზიტებზე ვივლი ხოლმე გპირდები -თუ სამსახურს დროულად არ ვიშოვი მეთვითონ ჩავბარდები ფსიქიატრიულ საავადმყოფოს... უცებ თათიას სახე გაუნათდა, თვალები აუციმციმდა, ხელი წამავლო და სამზარეულოში გამათრია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. -რაიყო რა ბზიკმა გიკბინა_ნატკენი ხელი გამოვგლიჯე და დავისრისე -ქალო მაგარი ამბავი უნდა გითხრა_წარბები აათამაშა_მგონი სამსახური გიშოვე -ხოო?? და სად?? -ერთერთი კომპანია ჩვენს ქალაქში ულამაზეს ფეხსაცმელებს აწარმოებს რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი არ არის იმპორტით გადის საზღვარგარეთ და ევროპის პრესტიჟულ ქალაქებში იყიდება..მფლობელი ქართველია საკმაოდ ხანშიშესული მამაკაცია ამიტომ კომპანიას მისი შვილები მართავენ..ხოდა სულ ცოტახნისწინ ვაკანსია განთავისუფლდა პიარმენეჯერის თანამდებობაზე ასევე ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს უნდა შეითავსოს ერთერთი მმართველის ასისტენტობა და კრეატიული ჯგუფის წევრობა რაც იმას ნიშნავს რომ ფეხსაცმლის შექმნაში მანაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.. ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ ესკიზის შექმნა და ასე შემდეგ.შენ ხომ დიზაინი გაქ დამთავრებული ხოდა შენთვის ზედგამოჭრილია ეს სამსახურიი -კარგი თათია ამოისუნთქე_იმდენი ილაპარაკა ძლივსღა სუნთქავდა_არამგონია ასეთმა პრესტიჟულმა კომპანიამ მე ამიყვანოს.. -სცადე შენი რა მიდის??მაინც უმუშევარი ხარ და -მადლობა დაო ჩემო რომ მტკივნეულ ადგილზე დამაჭირე ფეხი,კარგი ვცდიი ჩემი რა მიდის "მაინც უმუშევარი ვარ" -ხო და რაც მთავარია როცა გასაუბრებაზე მიხვალ პირველი ფრაზა უნდა იყოს ასეთი "გამარჯობათ მე ლილიანი ვარ და სულაც არ ვარ გიჟი"_გადაიხარხარა თათიამ და სამზარეულოდან გაიქცა ჩემი ნასროლი ბალიში რომ აეცილებინა. ****** სულ ცოტა რამ ჩემზე... პატარა სოფელში დავიბადე უბრალო ოჯახში და ხალხში როგორც ყველა მეც ისე ვიზრდებოდი. ვერ გეტყვით რომ ყველაფერი მქონდა რაც მინდოდა მაგრამ იმითაც კმაყოფილი ვიყავი რომ დედა და მამა მედგა გვერდით და მათი სიყვარული ყველგან თან მსდევდა. ვინაიდან ოჯახის ერთადერთი შვილი ვიყავი მამამ გადაწყვიტა განსაკუთრებული სახელი დაერქმია ჩემთვის და ასე დამარქვეს ლილიანი. ხალხს ეგონა რადგან დედისერთა ვიყავი ეგოისტი გავიზრდებოდი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.მამაჩემმა "ჩემი ერთადერთი შვილი ხარ და ყველაფერი შენთვის მინდაო".სწორედ ამ ფრაზას შეეწირა სამიძროხა რითაც ჩემი რეპეტიტორების ფული გადავიხადეთ.გამიმართლა და უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით მოვხვდი.უნივერსიტეტშივე გავიცანი თათია რომელთა ერთადაც ახლა ვცხოვრობ და ბინის ქირას ვინაწილებთ. არამარტო ბინის ქირას ყველაფერს რაც გვაბადია.რაც შეეხება გარეგნობას.. ამ თემაზე საუბარი საშინლად არ მიყვარს... ერთს გეტყვით... საშინლად ქერა ვარ.. არა გონებით რათქმაუნდა,თმის ფერი ვიგულისხმე. **** -ღმერთო ჩემო_ეს იყო ჩემი პირველი სიტყვები როცა ტაქსიდან გადმოვედი და ჩემს წინ აღმართულ უზარმაზარ ჰოლდინგს თვალი ავაყოლე. ეს იყო უზარმაზარი შემინული შენობა.უამრავი ხალხი შედიოდა და გამოდიოდა. იყო ტელეფონზე ზარები და საქმიანი საუბრები.სიმართლე გითხრათ ამ ყველაფერმა შთაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო ჩემი სფერო ასეთი აქტიური ცხოვრებისთვის ვიყავი დაბადებული, მაგრამ იყო რაღაც რაც ამ განწყობას და და შემართებას აფუჭებდა.ეს იყო წყეული ქუსლიანი ფეხსაცმელი.ცოტა ირონიულია არა? ადამიანი რომელსაც სძულს ეს ჯოჯოხეთური ფეხსაცმელები ცდილობს სამსახური დაიწყოს ფირმაში, რომელიც ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელია ამ მართლაც საშინელი ფეხსაცმლის.ნამდვილი ბედის ირონიაა ლილიან ნამდვილი ბედის ირონია. ამ ფიქრებში გართული კოტაობით მივედი ლიფტამდე ღილაკს თითი დავაჭირე და ცდუნებას ძლივს გავუძელი ფეხშიშველი არ მივსულიყავი კასტინგზე.ეს მოუხერხებელი კაბაც სიტოაციას ართულებდა. - მოუხერხებელი ეძახე ლილიან და თითქმის სამასი ლარი გადაიხადე თანაც ძალიან ელეგანტურია და ძალიან სექსუალურადაც გამოიყურები უბრალოდ შენი სტილი არაა_ დავტუქსე ჩემი თავი და ხელი ღილაკს მივაჭირე.ჩემ თავთან კამათში გართულმა ვერც კი გავიაზრე როგორ აიარა ლიფტმა თორმეტი სართული და შიშისგან შევხტი ოდნავ რომ შეჯანჯღარდა და მეცამეტე სართულზე გაჩერდა -ცამეტი..რატომ მაინცდამაინც მეცამეტე სართული?? ცამეტი ხომ თარსი რიცხვია თან ცუდად მაქვს დაცდილი...ღმერთო ლილიან მორჩი სისულელეების ყბედობას და ყურადღება მოიკრიბე ეს სამსახური გჭირდებაა... ასე გავიარე დერეფანი და რაც ჩემ თვალწინ გადაიშალა იყო სასწაული.. პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ სართული შემეშალა და სამოდელო სააგენტოში მოვხვდი.აქ ყველას ჯოჯოხეთური ფეხსაცმელები ეცვა ასევე ყველას ულამაზესი კაბები ვარცხნილობა და მაკიაჟი.. პირდაღებული დავდიოდი და ამ სილამაზეს ვათვალიერებდი -უკაცრავად.. ხომ არ დაგეხმაროთ_ზურგიდან მომესმა ნაზი ხმს.. მივტრიალდი და ფერია შემრჩა ხელში.. დიახ არ გატყუებთ ის ისეთი ლამაზი იყო პატარა და საყვარელი ფერიას გავდა სახეზე ნაზი ღიმილი გადაკვროდა ცნობისმოყვარე თვალებით მიყურებდა. -გამარჯობათ მე ლილიანი ვარ_ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად_ვაკანსიის თაობაზე ვარ,მაგრამ მგონი სართული შემეშალა -ევა_მანაც გამომიწოდა ხელი_სართული არ შეგშლიათ გამომყევით ბატონ დამიანეს კაბინეტამდე მიგაცილებთ. უცნაურია რომ ბატონმა დამიანემ თავად მოინდომა თავისი ასისტენტის არჩევა.ამ საქმეს ყოველთვის კადრების განყოფილების უფროსი აგვარებდა. სამწუხაროდ რიგში მოგიწევთ ჩადგომა უამრავი მსურველია მოსული. დერეფნის კუთხეში შევუხვიეთ და თვალები შუბლზე ამივიდა. ესენი ვაკანსიის თაობაზე იყვნენ მოსული თუ მის მსოფლიოს კონკურსზე.ამდენი ფერადი კაბა მაკიაჟი და ისევ ჯოჯოხეთური ფეხსაცმელები -წარმატებები_ფიქრებიდან ევამ გამომაფხიზლა_ერთ რჩევას მოგცემ....შთაბეჭდილების მოხდენას ნუ ეცდები ბატონ დამიანეს არ უყვარს მსგავსი რაღაცეები იყავი ის რაც ხარ_გამიღიმა და თვალს მიეფარა აჟიტირებულმა დავიკავე ჩემი რიგი და მაშინვე მოვკარი ყური გოგონების ჭორაობას -ამბობენ რომ ძალიან სიმპათიურია -მაგას თქმა რათ უნდა ისედაც ყველამ იცის რომ ეგრეა, მაგრამ გავიგე რომ ძალიან მექალთანეა -მე მითხრეს რომ პრეზიდენტის ქალიშვილს ხვდებოდა -ასეა თუ ისე საოცნებო მამაკაცია სიმპათიური მიმზიდველი მამაკაცური.. -ეს კაციი_საჭირო სიტყვების მოსაძებნად შეჩერდა ერთი_ეს კაცი -ეს კაცი დემონია_კაბინეტიდან გამოვარდა ატირებული გოგონა. ტუში სულ სახეზე ჩამოსვლია და საშინელი შესახედი იყო.ქუსლების კაკაკუკით გავარდა ლიფტისკენ. -შემდეგი_დაიძახა კაბინეტის კართან მდგომმა ქალმა რომელიც სავარაუდოდ დროებითი ასისტენტი იყო.გოგონები ისე იყვნენ გართულნი წუთის წინ მომხდარის გარჩევით არავის გაუგია ქალის ძახილი ამიტომ დრო ვიხელთე და რიგშიწინ წავიწიე. ქალმა ერთი ამათვალიერ ჩამათვალიერა უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და მიბრძანდითო მითხრა.გაუბედავად შევაღე კაბინეტის კარები და პირი დამრჩა ღია.დიახ დიახ ნუ გაგეცინებათ. თქვენ რომ გენახათ რა სილამაზე იმალებოდაკარს მიღმა თქვენც იგივე რექცია გექნებოდათ.ყველაფერი თეთრ ფერში იყო გადაწყვეტილი კედლის ერთი მხარე მთლიანად შემინული იყო და ულამაზესი ხედი იშლებოდა.მისი მოპირდაპირე მხარე მთლიანად წიგნების თაროს ეკავა.თაროზე უამრავ საინტერესო რამეს წააწყდებოდით.აქ იყო არამარტო წიგნები არამდ საბუთები საქაღალდეები. ასევე მინიატურული პაწაწინა ქანდაკებები.კედლები ფოტოსურათებით იყო მოჭედილი.სურათებზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეები და ღირსშესანიშნაობები იყო გამოსახული. მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ვიტრინამ მიიქცია სადაც უამრავი ფოტოაპარატი იყო მოთავსებული.აქ იყო როგორც თანამედროვე ასევე ძალიან ძველი ფოტოაპარატები.. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებდა რომ ამ ყველაფრის მფლობელს ძალიან უყვარდა მოგზაურობა და ასევე ფოტოების გადაღება.ჩემ ყურთასმენას ჩახველების ხმა რომ მისწვდა მხოლოდ მაშინ მივხვდი პირდაღებული რომ ვათვალიერებდი ამ ყველაფერს.ხმას თვალი გავაყოლე და გავშეშდი."მთა" იყო პირველი რაც მისი დანახვის დროს გავიფიქრე.გეფიცებით არასდროს მინახავს ადამიანი ვასაც ამსიგანე მხრები და ამხელა კუნთები ჰქონდეს.კომპანიის მფლობელს არ ჰგავდა თეთრი შარვალი ეცვა. ფეხზე სამხედრო სტილის ფეხსაცმელი.ჯინსის პერანგი რომელიც იდაყვებამდე აეკეცა და გულთან ღილები ჩაეხსნა.გამოკვეთილად ჩანდა მისი დაკუნთული გულმკერდი.როგორი შესახედავი იყო?? მოზრდილი წვერიი და თმა რომელიც უკან გადაეწია და შეეკრა პირველად ვნახე მამამკაცი რომელსაც ასე უხდებოდა წვერი. სქელი წარბების ქვემოდან ორი ნახშირივით შავი თვალი იმზირებოდა.ტუჩის კუთხე ჩაეტეხა და ეშმაკური ღიმილით მაკვირდებოდა.მაშინ მივხვდი რომ უაზროდ მივშტერებოდიი სასწრაფოდ გამოვფხიზლდი და გვერდით გავიხედე -ღმერთო ლილიან რა გემართება ყურადღება მოიკრიბე_დავტუქსე ჩემი თავი -აბაა??_გაისმა ბოხი ბარიტონი და მაშინვე ეკალმა დამაყარა_შენზე რას მეტყვი?? -გამარჯობათ მე ლილიანი ვარ და სულაც არ ვარ გიჟი_გაუაზრებლად წამოვაყრანტალე რაც ენაზე მომადგა.როცა გავიაზრე რა ვთქვი ძალიან შემრცხვა და თათიას ჯოჯოხეთის ცეცხლში შეხრუკვა ვუსურვე.მაშინვე გააპო საოცარმა ღიმილმა დამიანეს სახე.ღმერთო მგონი ეს კაცი ჰიპნოზს მიკეთებდა. -ეს ნამდვილად კარგია_მითხრა მაცდურად და თვალი ჩამიკრა_განათლებაზე არაფერს გკითხავ შენი სივი ვნახე და ყველაფერი წავიკითხე.უბრალოდ მაიტერესებს ეს ტომარა რატომ გაცვია?? სიმართლე გითხრათ თავიდან ვერ მივხვდი რაზე იყო საუბარი.მერე როცა გავიაზრე რომ ჩემს სამოსს მიაყენა შეურაწყოფა სრულიად უცხო ადამიანმა ჩემში სიბრაზის ისეთმა ნაკადმა იფეთქა ვულკანის ამოხეთქვა ამასთან რა მოსატანი იყო. -უკაცრავად?? -ტომარა რატომ გაცვია?? -თქვენ სულ ახლახანს ჩემს სულ ახალთახალ კაბას რომელიც თითქმის სამასი ლარი დამიჯდა ტომარა უწოდეთ?? _სიბრაზისგან შუბლი ამეწვა -რამნიშვნელობა აქვს ახალია თუ ძველი_ეს კაცი ღვთაებრივ სიმშვიდეს აფრქვევდა_მაინც ტომარაა -ღმერთო ჩემო საიდან ასეთი სითავხედე??_სიბრაზე ვერაფრით დავმალე -სიბრაზე არაფერ შუაშია_ჩემთან ახლოს მოვიდა ხელზე ხელი წამავლო და დამატრიალა_უბრალოდ შენნაირ ქალებს ვგულისხმობ არც თუ ისე ლამაზ ქალებს ვფიქრობ რომ უფრო გამომწვევად უნდა ეცვათ რომ თუ გარეგნობამ არა სამოსმა მაინც მოახდინოს შთაბეჭდილება.... ასე შეურაწყოფილად თავი არასდროს მიგრძვნია.ის არ იკმარა რომ ჩემ კაბას ტომარა უწოდა მოურიდებლად მითხრა უშნო ხარო.სასწრაფოდ გავინთავისუფლე ხელი და სილის გაწნა ვცადე მაგრამ სულ ტყუილად. ჰაერშივე გამიკავა.მის მამაკაცურ და თბილ ხელში ჩემი მაჯა ძალიან სუსტი აღმოჩნდა. -ძალიან ფიცხი ხარ ლილიან_თავისთან ახლოს მიმიზიდა და ძლიერად მიმიკრა სხეულზე განძრევის საშვალება რომ არ მქონოდა_თან ძალიან გამბედავი.რაც შენ გითხარი იგივე რომ გარეთ მდგომი ნებისმიერი გოგოსთვის მეთქვა აქედან ტირილით გავარდებოდა შენ კიდევ პატარა მეამბოხესავით სილის გაწნა დამიპირე_პირდაპირ ტუჩებთან დამჩურჩულა.დაბნეულმა და ამასთანავე განრისხებულმა სასწრაფოდ გავინთავისუფლე თავი -როგორ ბედავთ საერთოდ?? ან საიდან ამდენი სითავხედე??_გავწიწმარუტდი მე -მაგას ჩემთან მუშაობის პერიოდში თავად გაარკვევ_თვალი ჩამიკრა და უზარმაზარ მინის მაგიდას მიუჯდა. -თქვენთან მუშაობას არ ვაპირებ_გამოვცერი კბილებში და მხოლოდ მაშინღა გავიაზრე რომ წუთის წინ სამსახურში ამიყვანეს. -ეგ მაშინ თქვი ხვალ კონტრაქტზე ხელის მოსაწერად რომ მოხვალ.. ახლა წადი და დაისვენე წინ დამღლელი და მომქანცვალი სამუშაო დღეები გელოდება_მის ხმაში აშკარად ორაზროვნება იფრძნობოდა. გაშტერებულმა გამოვიხურე მისი კაბინეტის კარები და დაჰიპნოზებული წავედი ლიფტისკენ. -ლილიან_მომესმა ევას ხმა_აბა როგორ ჩაიარა გასაუბრებამ?? -არვიცი_ავბლუყუნდი მე_მგონი სამსახურში ამიყვანეს -გილოცავ ლილიან_ევას ხმაში აშკარად იგრძნობოდა რომ გულწრფელი იყო_კეთილი იყოს ჩვენს გუნდში შენი მობრძანება. ისე ვიყავი მომხდარით აღფრთოვანებული ამასთანავე გაბრაზებული გაცოფებული, მოკლედ რომ ითქვას ჩემში ყველა გრძნობა ერთიანად დუღდა,ვერც კი გავიაზრე სახლის კართან ისე აღმოვჩნდი.კარების ჭრილში პატარა ფურცლის ნაგლეჯს მოვკარი თვალი გამოვიღე გავშალე და მაშინე ვიცანითათიას კალიგრაფია. "ჩემო გადარეულო გადავწყვიტე რამდენიმე დღით ჩემებთან წავიდე სოფელში.იმედია უჩემოდ არ მოიწყენ და მშიერი არ მოკვდები.მალე დავბრუნდები. მიყვარხარ ძალიან შენი თათული" გამეღიმა და საკეტი გადავატრიალე.სინათლე არც ამინთია ისე წავედი პირდაპირ საძინებლისკენ ჯოჯოხეთური ფეხსაცმელები კუთხეში მივყარე და "ტომრიანი" მივწექი საწოლზე.ამდენი ემოციით გადაღლილმა ვერც კი მივხვდი ძილი როდის მომერია და მორფეოსის სამყაროში სამოგზაუროდ წავედი. ******** არა ეს არ ხდება.საათი ათს კი არ აჩვენებს უბრალოდ მე მეჩვენებს ასე.ღმერთო ლილიან რაგჭირს ნუთუ პირველივე დღეს სამსახურში დაგაგვიანდა.სად არის შენი თავმოყვარეობა?სასწრაფოდ წამოვფრინდი ფეხზე. გაუაზრებლად დავრბოდი ოთახიდან ოთახში და საშინელი სიტყვებით ვლანძღავდი ჩემს თავს.ასე თუ ისე თავი მოვიწესრიგე და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი ჩემი ახალი და "ნანატრი" სამსახურისკენ. შენობაში ისეთი სისწრაფით შევვარდი ყველამ მე გამომაყოლა თვალი.სანამ ლიფტი თორმეტ სრთულს აივლიდა ერთ ადგილას გაშეშებული ათას ვერსიას განვიხილავდი როგორ გამემართლებინა თავი ბატონ დამიანესთან დაგვიანების გამო.კარი ნორმალურად არც იყო გაღებული რომ გავძვერი და ჩემს მომავალ სამუშაკო ადგილს მოვავლე თვალი.აქ უკვე აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა ყოველი კუთხიდან ფუსფუსი ისმოდა. -ლილიან_ევას ხმა მისწვდა ყურთასმენას_სად ხარ აქამდე ბატონი დამიანე უკვე ერთი საათია გელოდება -ევაა მე არ ვიცი რა დამემართა... -წამოდი ჩქარაა ახლა ამის დრო არაა_ხელი ჩამავლო და კაბინეტისკენ გამათრია კარზე დააკაკუნა და პასუხს დაელოდა -მობრძანდით_ისევ ის ბოხი ბარიტონი და კვლავ ეკალმა დამაყარა -შედი ლილიან და ბოდიში მოიხადე დაგვიანებისთვის ბატონი დამიანე ვერ იტანს როცა აგვიანებენ.. გაუბედავად შევაღე კაბინეტის კარები და შიგნით თავდახრილი შევედი.კარებთანვე ავიტუზე.არ ვიცოდი რა მეთქვა,ან თავი რით მემართლებინა -ბატონო დამიანე მე არ ვიცი რა დამემართა..... -ჩაგეძინა_სიტყვა შემაწყვეტინა მან_თავის მართლებას აზრი არ აქვს ისედაც ვიცი რომ ასეა... დღეისთვის არაუშავს მაგრამ სხვა დროს დაგვიანებას არ ავიტან გასაგებია?? -გასაგებია_ვთქვი დარცხვენილმა და კარისკენ წავედი -მოიცა_შემაჩერა შუა გზაში_შენთვის წასვლის უფლება ჯერ არ მომიცია -ახლა რაღა გინდა_გაუაზრებლად წამოვაყრანტალე -ოჰოო_დაუსტვინა დამიანემ_როგორც ჩანს ეტიკეტი შენთვის უცხო ხილია.მოდი ასე მოვიქცეთ "ახლა რაღა გინდა" შევცვალოთ "კიდევ რამეს ხომ არ დამავალებდით" -კი მაგრამ..... -არავითარი მაგრამ გაიმეორე_ხმა გაიმკაცრა მამაკაცმა -კიდევ რამეს ხომ არ დამავალებთ ბატონო დამიანე?? -ასე უკეთესია_ღვთაებრივმა ღიმილმა გაიპო სახე მამაკაცს_ყავა მინდა ერთი კოვზი შაქრით -ახლავე... -და კიდევ_გზაში შემაჩერა_ვინაიდან ჩვენ ულამაზეს ფეხსაცმელს ვაწარმოებთ აქ ყველა ჩვენს თანამშრომელს ჩვენი მარკის ფეხსაცმელი აცვია ეს წესია და არა ტრადიცია,ამასგარდა რადგან დღეს კეტებით და ჯინსით გამოცხადდი დღეს ფეხშიშველი იმუშავებ, რომ ამ წესის მნიშვნელობა გაითავისო -მეხუმრებით არა??_პირდაღებული მივაჩერდი იმ მონსტრს რომელიც ამ სიმპათიური მამაკაცის სხეულში იყო გამომწყვდეული -ხუმრობა არ მიყვარს ლილიან_სრულიად სერიოზულად მითხრა -ღმერთო აქ სად მოვხვდი_ბუზღუნით გავიხადე ფეხსაცმელი და ხელში დავიჭირე.. -ჩვენც გვიხარია ახალი თანამშრომლის მიღება _მითხრა ირონიულად და გამიღიმა_ეგ ფეხსაცმელი მანდვე დატოვე თაღლითობას რომ არ ჰქონდეს ადგილი და ყავა რაც შეიძლება მალე.. გაგულისებული გამოვარდი კაბინეტიდან... მე შენ გაჩვენებ თაღლითობას იდიოტო კრეტინო თვითკმაყოფილო ამპარდავანოო.ვლანძღავდი და თან ყავას ვაკეთებდი.უცებ მშვენიერი იდეა მომივიდა თავში.. საშაქრე გვერდით გადავდე და მოზრდილი კოვზით მარილი ჩავყარე ცხელ სითხეში.... ჩემი ავხორცული გეგმით ბედნიერმა ღიმილით შევაცუნცულე ყავა კაბინეტში -თქვენი ყავა ბატონო დამიანე თავი გვერდულად გადახარა გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.. -ჯერ შენ მოსვი -რაა??_ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა. -ჯერ შენ მოსვი... იქნებ ცხელია? არ მინდა დავიწვა -ცხელი არ არის ბატონო დამიანე დამიჯერეთ ძალიან გემრიელია... ყავის გაკეთებაში ბადალი არ მყავს -მოსვი_უკვე დაჟინებული იყო მისი მოთხოვნა.მივხვდი რომ ვერაფერს გავხდებოდი.სხვა გზა არ მქონდა მარილიანი სითხე მოვსვი და დამეფიცება უდიდესი მოთმინება დამჭირდა რომ უკან არ გადმომეფურთხებინა. -იდიალურია_გავუღიმე დამიანეს და მეტი დამაჯერებლობისთვის ტუჩები მოვილოკე.ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა ტუჩებზე ცერა თითი გადამისვა.უმალ შევკრთი და ჟრუანტელმა დამიარა -მეც დიდი სიამოვნებით დავაგემოვნებდი მარილიან ყავას შენი ტუჩებიდან მაგრამ ბევრი საქმე მაქვს. დამიჯერე ლილიან მე ვერ გამაცურებ ბევრი ასისტენტი გამოვიცვალე_თვალი ჩამიკრა და კარებამდე მიმაცილა_ნახევარ საათში გავდივართ მოემზადე -კი მაგრამ სად? -ღმერთო როგორ გიყვართ ქალებს უამრავი კითხვის დასმ.. ვინაიდან დღეს შენი პირველი სამუშაო დღეა წილად გერგო ბედნიერება კითხვაზე პასუხი მიიღო. საქმიან შეხვედრაზე მივდივარ და ვინაიდა შენჩემი ასისტენტი ხარ ჩემთან ერთად წამოხვალ. და კიდევ ერთი არ მიყვარს როცა კითხვებს მისვამენ რომ ვთქვი გავდივართ თქო ესეგი გავდივართ და მორჩა -გასაგებია ბატონო დამიანე ღმერთო როგორ შეეძლო ამ კაცს ერთდროულად ასეთი მაცდური ცივი უჟმური და შეუვალი ყოფილიყო. ვერ ვხვდები ამდენს როგორ ახერხებდა.ერთი შეხედვით თითქოს ფლირტის წამოწყებას ცდილობდა შენთან ამავდროულად გახსენებდა ვინ იყავი და რა დისტანცია უნდა დაგეცვა მასთან.ფიქრებიდან მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე როცა ფეხისგულებში წვა და ტკივილი ვიგრძენი.ძირს რომ დავიხედე მინის ნამსხვრევებზე ვიდექი და ჩემი ფეხებიდან სისხლი ჟონავდა.ნელნელა უმატა ჩემმა გულმა ძგერას ბავშვობიდან ასე მჭირდა სისხლის დანახვაზე ცუდად ვხდებოდი არ ქონდა მნიშვნელობა ეს ჩემი სისხლი იყო თუ სხვისი -ღმერთო ჩემო ლილიან კარგად ხარ?_სადღაც შორიდან მომესმა ევას ხმა_გეძახდით და გაფრთხილებდით მაგრამ ისე იყავი ფიქრებში გართული ყურადღება არ მოგვაქციე -მე მეეე _უკვე ტუჩები მიკანკალებდა -რამოხდა?_სადღაც შორიდან ნაცნობმა ბარიტონმა გაიჟღერა -ბატონო დამიანე ლარნაკი გაგვიტყდა და ლილიანა შემთხვევით ნამსხვრევებში გაიარა -ლილიან_ახლა მე მომიბრუნდა დამიანე_კარგად ხარ? -მე მე_ვხვდებოდი რომ უკვე გონებას ვკარგავდი_მე ძალიან მეშინია_ვთქვი და თვალები დავხუჭე.ალბათ იატაკს დავენარცხებოდი რომ არა ძლიერი მკლავები.მერე უწონადობა ვიგრძენი და ერთიანად მოვდუნდი ერთადერთი რაც უკანასკნელად გავიგონე და ვიგრძენი იყო დამიანეზ მხურვალე ბაგეები ჩემს შუბლზე და მღელვარებით წარმოთქმული... -ნუ გეშინია ყველაფერიკარგად იქნება.. ---------- ძალიან ძალიან დიდი ხნის შემდეგ დავბრუნდი დაპირებული ისტორიით და ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. ვინც ჩემი მკითხველი იყო კარგად ემახსოვრება რამდენი ხნის წინ დავაანონსე ეს ისტორია.ვინაიდან ისიც ცნობილია რომ დაგვიანება მჩვევია აქედანვე ვიტყვი რომ ყოველ მეოთხე დღეს იქნება ახალი თავები.ვიცი დიდი შუალედია მაგრამ მეპატიება რადგან სულ რაღაც სამი კვირის წინ დედა გავხდი და პატარა ანგელოზთან ერთად მუზებიც დაბრუნდნენ ჩემთან.თქვენი მონა მორჩილი ხ.წურწუმია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.