შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Lacrimosa [5]


21-08-2018, 23:23
ავტორი Kalina
ნანახია 4 960

დივანზე გათიშული სანდრო ტირილის ხმაზე გამოფხიზლდა. გიჟივით შევარდა კასანდრას ოთახში და საწოლზე წამომჯდარ გოგონას მზერა გაუსწორა.
თმა სულ ასწეწვოდა, თვალების გარსი ცრემლებით ავსებულიყო. თითებს ნერვულად ისმევდა სახეზე და ლოყებზე წითელ ნაკვალევს ტოვებდა.
სანდრო გიჟივით მივარდა გოგონას საწოლთან, მაგრამ გოგონას ხავილზე უკან დაიხია:
-არ მომეკარო! ახლავე გაიწიე!
სანდრომ ხელები ასწია და მაშინვე უკან დაიხია.
კასანდრა მთელი ტანით კანკალებდა.
სანდროს თითქოს ხმა ჩაუწყდა:
-კას... რა... რა მოხდა? დამელაპარაკე... ცუდად ხარ? არ უნდა მომეცა შენთვის დალევის უფლება. გეფიცები, არ შეგეხები.
კასანდრამ ნელი მოძრაობით გაუცურა ტელეფონი სანდროს.
ინტერნეტში, ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე ჩართულ სიახლეს გადააწყდა.
სანდრომ თვალებგაფართოებულმა ჩაიკითხა სტატია იმაზე, თუ როგორ გამოაშკარავდა სიმართლე კასანდრას პაუზაზე, მის ოჯახზე, რეპეტიციაზე...
სანდრომ აკანკალებული ხელით დადო ტელეფონი საწოლზე და კიდეზე ჩამოჯდა.
კასანდრამ მკვეთრად დაიხია უკან და საწოლის თავს აეკრო.
სანდრომ ამოიოხრა:
-არ მითხრა, რომ შენ გაიფიქრე მაინც, რომ ეს შეიძლება მე ვყოფილიყავი.
კასანდრა ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულს ჰგავდა.
-სანდრო... ამდენი ხნის შემდეგ, პირველად ვენდე ადამიანებს. მაგრამ, როგორც ჩანს შევცდი.
სანდრო ფეხზე წამოვარდა:
-შენ... არ შემცდარხარ, კასანდრა! მე უნდა მენდო... მე და არავის სხვას! შენ რომ ადრე გაგეცანი, გეცოდინებოდა, რომ შენს საიდუმლოსა და განსაცდელს საფლავში ჩავიტანდი! შენ... შენთვის არც კი უნდა მომეცა იმაზე ფიქრის უფლება, რომ ეს შეიძლება მე ვყოფილიყავი...
კასანდრამ თვალები დახუჭა.
-არ მინდოდა, არასოდეს მინდოდა ჩემი პატარა ძმის მედიის ეპიცენტრში მოხვედრა, მიუხედავად მათი მხრიდან უამრავი მცდელობისა, სანდრო. ყოველთვის მრჩებოდა ჩემთვის ის, რასაც კრიტიკოსები ემოციის წყაროდ მიიჩნევდნენ. ჩხუბი მშობლებთან, ნოას ავადმყოფობა, გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი დეპრესიები და სხვა უამრავი რამ. ყველას ეს იზიდავდა ჩემში. ის, რომ ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა ჩემს თავს... ახლა... ყველამ იცის. ყველას ვეცოდები. ყველამ იცის, როგორი უბედურიც ვარ. ახლა იცი, რატომ მომისმენენ? იმიტომ, რომ ძმა მომიკლეს! იმიტომ, რომ კონცერტისწინა დღეს დედა ლამის ხელიდან გამომეცალა! ხვდები, რა მოხდა?!
სანდრო მეხდაცემულივით უსმენდა გოგონას და გონებაში გაურკვევლობა უტრიალებდა.
-არ მომისმენენ იმის გამო, რისი ჩვენებაც მათთვის შემიძლია, არ მომისმენენ იმის გამო, რომ შემიძლია ნებისმიერი ავატირო თუნდაც 8 ნოტისგან შემდგარი ნაწარმოებით... იმის გამო მომისმენენ, რაც დამემართა... როცა მე დამინახავენ, გაახსენდებათ უბედური გოგონა, რომელსაც ბედმა კინაღამ ოჯახის მეორე წევრიც წაართვა.
გთხოვ, წადი. ასე არ შემიძლია... არასდროს მტკენია გული ასე. წადი, გთხოვ.
კასანდრამ თვალები გაახილა და მის წინ ჩამუხლული სანდრო დაინახა.
-მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ადამიანებს ასე უბრალოდ კარგავს. კასანდრა, გეფიცები ყველაფერ ღირებულს ამ სამყაროში, მე მხოლოდ შენი გაღიმება მინდოდა შენი გაცნობის პირველი დღიდან. არასოდეს გავაკეთებდი ისეთ რამეს, რაც აგატირებდა... არასოდეს, გესმის? სიკვდილამდე რომ მდომებოდა, ძალა არ შემეწეოდა. იცი? არასდროს დავდიოდი კონცერტებზე. რატომ მოვედი? სანდროს კიდევ ცხრაასი კონცერტი ექნება აქ, თბილისში. ნებისმიერი მიზეზის მოფიქრება შემეძლო, რომ არ მოვსულიყავი. მაგრამ მოვედი. იცი, რატომ? მე არ ვიცი. იმიტომ, ხომ არა, რომ წინა ღამე შენი შესრულებული ნაწარმოების მოსმენაში დამათენდა თავზე? მითხარი, იმ ემოციას, რომლის ამოცნობაც მხოლოდ მე შევძელი, სხვას როგორ გავანდობდი?
სანდრო ნელა წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.
კარები გამოაღო და გასვლისას მაგრად მოაჯახუნა.


***
ბექა გაფითრებული მისჩერებოდა სტატიას.
-ღმერთო... კასანდრა.
ვერ გაბედა ტელეფონისთვის ხელი ხლება.
,,ამას სანდრო არ იზამდა. არც თავისი მენეჯერი. ვინ იცოდა... ვინ... ღმერთო.”
ტელეფონს სწრაფი მოძრაობით დაწვდა და გაზეპირებულ ნომერზე დარეკა.
ყურმილს არ იღებდა.
ასეც ელოდა.
სიმწრით ჩაეღიმა.
სასწრაფოდ ჩავიდა ქვედა სართულზე და სახლიდან გავარდა.

***
-ბექა.
-სანდრო?
-სტატია ნახე?
-კი...
-შენ... მითხარი, რომ ეს შენ...
-ღმერთო, სანდრო. იდიოტი გგონივარ?! ან რომელი პრესის ჯაშუში მე მნახე?!
-მე პრესა არ მიგულისხმია. დარწმუნებული ხარ, რომ სხვა არავისთვის გითქვამს? ეს დედამო**ული, კასანდრა დილით ადამიანობადაკარგული სახით დამხვდა. არაფრით მიმიკარა. ჰგონია, რო მე ვიყავი. ვის უთხარი, ბექა? კესოს ხომ არ უთხარი? ხომ იცი, კესოს და ჟურნალისტია...
-სანდრო...
-ღმერთო. კესოს უთხარი?
-სანდრო, გუშინ... მე და კესომ... ვიჩხუბეთ. მგონი დავშორდით.
-მერე, კასანდრა რა შუაშია? მოიცა...
-ხო. ზუსტად. იეჭვიანა, რაღაც სცენები დამიდგა. ერთად სეირნობთ, კაფეებში დადიხართო. ის წავა საფრანგეთში და შენ აქ შეყვარებულის გარეშე დაგტოვებსო. მერე დაიწყო, საერთოდ ვერ უკრავსო, აქეთ-იქით იყურებოდა გაშტერებულიო. გავბრაზდი სანდრო. და ყველაფერი ვუთხარი, ხმა რომ ჩაეგდო. ადგა, დაიწყო ტირილი, ბოდიშების მოხდა და წავიდა. სანდრო... საერთოდ არ მახსოვდა არც მაგისი და და არც არავინ.
სანდრომ ყურმილში ამოიოხრა.
-კარგი.
-სანდრო...
-ორი წამით გაა*ვი რა. დაგირეკავ მერე და იმას გადაეცი, რომ ძალიან უნდა იმამაცოს, ჩემ წინ გამოჩენა რომ გაბედოს.
-სანდრო, ნუ ატ*აკებ, რა. ჯერ ეს ერთი, შენ დილით კასანდრასთან რა გინდოდა?
-რა გინდა ვერ გავიგე, მაინცდამაინც უნდა ვიღრალო ქალაქში ეს დედააფეთქებული, ეს გოგო რომ სიგიჟემდე მომწონს?
ბექას წამით გაეღიმა და მერე გაახსენდა რა სიტუაციაშიც ჰქონდათ ამოყოფილი თავები და ღიმილი სახიდან გადაერეცხა.
სანდრომ ტელეფონი გათიშა.
ბექა ტელეფონს დასწვდა და დარეკა.
-კასანდრა...
-ბექა, არ გინდა, გთხოვ.
-არა, კას. ეს სანდროს ბრალი არ არის.
-მიხარია ძმას რომ იცავ, ბექა. მე სულელი კი არ ვარ.
-კას...
როგორ ეთქვა მისთვის, რომ მისი ბრალია ყველაფერი! მთელი სიმამაცის ფასად დაუჯდებოდა ამის თქმა.
ღრმად ჩაისუნთქა.
-აქ ხარ?
-ჰო, ბექა. რამის თქმა გინდა ჩემთვის?
-აა...არა. ძლიერი იყავი. ეს არაფერს ცვლის იმათთვის, ვინც გულით გისმენდა და არა ყურებით.

***
სანდრო ტელეფონზე რეკავდა, თუმცა არავინ პასუხობდა.
დაახლოებით ოცი ზარის მერე უპასუხა.
-სანდრო?
-ჩამოდი დროზე, შენს სახლთან ვდგავარ.
-სა...
-დროზემეთქი.

***

კასანდრა გახევებული იდგა ოთახის შუა ნაწილში, როცა კარზე გაბმული კაკუნის ხმა გაიგონა.
-საფია, გთხოვ ცოტახანს მარტო ვიქნები.
კარზე კაკუნი არ წყდებოდა. მერე ქართულ დიალოგსაც მოჰკრა ყური:
-ენა გააჩუმე. როცა საჭირო იყო ხო იტლიკინე, ეხა ხმა არ ამოიღო.
-სანდრო, არ მინდა მისი ნახვა...
-შეგეკითხე მე რამეს?
კასანდრამ ნაცნობი ხმის გაგონებაზე სასწრაფოდ გააღო კარი.
-სანდრო? ეს... ვინ...
-გაიცანი, ბექას შეყვარებული კესო.
კესო აწურული იდგა სანდროს გვერდით.
-bonjour... (გამარჯობა...) -ჩუმად ჩაილაპარაკა ფრანგულად და კასანდრას წამით გაუსწორა მზერა.
კასანდრა კარს მოშორდა და ორივე შიგნით შეუშვა.
-სანდრო, არ მახსოვს საგამოძიებო ოფისად მექციოს ჩემი ნომერი.
სანდროს გაეღიმა და კასანდრას ლოყაზე აკოცა.
-ეს გოგო მოგიყვება ყველაფერს. ბევრი რაღაც გაუგია.
-ვინ არის?
კესომ ჩუმად ჩაილაპარაკა ფრანგულადვე:
-ბექას... შეყვარებული ვარ.
კასანდრამ წარბები აზიდა გაკვირვების ნიშნად.
-მგონი გუშინ გაგიცანი კიდეც.
კესომ თავი დაუქნია.
-სანდრომ თქვა, რომ რაღაც გაქვს მოსაყოლი. ძალიან გთხოვ, მოკლედ და გასაგებად მოყევი.
-მე... ჩემი ბრალია, აი ის სტატია, დილით რომ დაიდო. მე... ვეჭვიანობდი ბექაზე მთელი ეს დრო და მეგონა, რომ თქვენ მოსწონდით. გუშინ ვიჩხუბეთ. მგონი ახლა უკვე ყოფილი შეყვარებულები ვართ მაგრამ, ძალიან გავბრაზდი, ჩემთვის არასოდეს მოუმართავს ასეთი ცივი ტონით... ყველაფერს მომიყვა თქვენს შესახებ და ძალიან ვწუხვარ თქვენი ძმის გამო და დედათქვენის გამოჯანმრთელებას გისურვებთ.
-შეგიძლია, მითხრა - მე რა შუაში ვიყავი?
-კასანდრა, უნდა გამიგოთ. ცხელ გულზე ბევრი რაღაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა! ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, მართლა გულით ვნანობ. უბრალოდ... პირველად საუბრობდა ბექა გაუჩერებლად ადამიანზე, რომელსაც ჯიუტად არ მაცნობდა და თან სულ თქვენთან ერთად იყო.
-ვინმე გყავს რედაქციაში?
-კი... ჩემი და ჟურნალისტია და რედაქტორი ნათლიაჩემი. -მორიდებით გაუმხილა თავისი ერთგვარი საიდუმლო სრულიად უცნობ ადამიანს.
-მართლა? შეგიძლია ყოველი შემთხვევისთვის, მათი ნომრები მომცე?
-უნდა... უნდა უჩივლოთ?
კასანდრას გაეცინა.
-არა, რაზე ვუჩივლებ. სიმართლეა ყველაფერი, რაც მანდ წერია. უბრალოდ, ოდეამე თუ დამჭირდება... საქართველოშიც მეყოლება ვინმე.
კესო ყოყმანით დაწვდა ფანქარს და ქაღალდის ნაგლეჯზე ტელეფონიდან ორი მობილურის ნომერი დაუწერა კასანდრას.
სანდრო ინტერესით აკვირდებოდა ამ სანახაობას.
კასანდრას გაეღიმა და ნომრები ჩემოდნის წინა ჯიბეში ჩააცურა.
სანდრომ მორიდებით ჰკითხა გოგონას:
-კას... როდის მიდიხარ?
კასანდრამ მკაცრი მზერით გახედა სანდროს.
-მე ერთი თვე კონცერტები აღარ მაქვს, ასე ვთქვათ - შვებულება მაქვს. ვფიქრობდი აქ დარჩენაზეც... მაგრამ... არ ვიცი.
სანდრომ საწყლად შეხედა.
კასანდრას ოდნავ გაეღიმა და კესოს მიუბრუნდა.
-მიპატიებია, თუ ამ ყველაფერს ბექასაც აუხსნი და შემოირიგებ. შეგიძლია, წახვიდე.
კესომ ჩუმად უთხრა სანდროს:
-ასეთს მეორეს ვერ ნახავ. გაუფრთხილდი. მე კოკა გამომივლის.
კესო ოთახიდან გავიდა.
კასანდრა დივანზე მობუზულ ბიჭს თვალებს არ აშორებდა.
ის იყო, სანდროც უნდა წამომდგარიყო და კარში გასულიყო, რომ გოგონას ხმამ მიაყინა ადგილზე.
-მანდ შეჩერდი, ახალგაზრდავ!
სანდრო გაჩერდა და გოგოსკენ მოტრიალდა.
-დაგრჩა კიდევ რამე სათქმელი?
კასანდრამ გაუცინა და ლოყაზე აკოცა.
-შენ რა, მართლა გეგონა რომ შენზე ვიყავი გაბრაზებული?
სანდრო გაშრა.
-რ...რას ამბობ?
-სანდრო, მე ჭკვიანი ვარ!ძალიან, ძალიან ჭკვიანი და ასეთივე გონიერი ადამიანების არჩევისას. მე შენში არ შევმცდარვარ. მაგრამ შენი ბრალია, რომ პირდაპირ შენს თავზე მიიღე ყველაფერი.
სანდრო გაშეშებული უყურებდა გოგოს:
-მაშინ, დილით...
-ეს ბუნებრივი იყო სანდრო! ჩემი უდიდესი საიდუმლო გამჟღავნდა ყველაზე საშინელი გზით. ამაზე ნაკლები რეაქცია არც შენ გექნებოდა.
-მაგრამ მაინც გტკივა.
-ტკივილს არაუშავს. მე უკვე მივეჩვიე და ვისწავლე მასთან ერთად ცხოვრება. que sera, sera! (რაც უნდა მოხდეს, მოხდება!)
სანდრომ თბილ ხელებში მოიქცია გოგონას სახე და შუბლით შუბლზე მიეყრდნო.
-ღმერთო, ვიფიქრე, რომ არასოდეს არ მაპატიებდი, მიუხედავად ჩემი უდანაშაულობისა.
კასანდრას გაეღიმა.
-რას ვიზამთ რომ დრამის დედოფალი ვარ.
სანდრომ ჩუმად ჰკითხა:
-მართლა ერთი თვით რჩები?
-არ წავიდე?
სანდრომ ხელები ყელზე ჩამოაცურა, ტუჩები კი ყურს უკან:
-არა, რა. დარჩი. ჩემთან დარჩი.
-რამოდენიმე დღით აუცილებლად უნდა ჩავიდე. დედა რომ არ ვნახო, ისე არ შეიძლება.
სანდროს ახლაღა გაახსენდა კასანდრას დედის მდგომარეობა და უცებ წამოიძახა:
-ხო, რათქმაუნდა. როდის წახვალ?
-დღესვე.
სანდრო ოდნავ მოშორდა გოგონას და თავი დაუქნია.
-მე გაგაცილებ, კარგი?
კასანდრა დაიჭყანა.
-არ მიყვარს გაცილებები და დახვედრები...
სანდრომ თავი დაუქნია:
-კარგი, კარგი. როგორც შენ გინდა, ისე იყოს. რომ ჩამოხვალ, სადმე წავიდეთ.
კასანდრამ გაუღიმა და თავი დაუქნია.
-კარგი პერიოდია ტბაზე წასასვლელად. რომ ჩამოხვალ, წავიდეთ.
კასანდრამ თავი დაუქნია.
ოდნავ ჩაეცინა და თვალებში ჩახედა ბიჭს:
-როგორ განერვიულე დილით...
სანდრომ თავი ღიმილით გააქნია.
-კი, როგორ არა. რა საყვარელი ხარ, სანდრო.
ბიჭს გაეცინა და წელზე ოდნავ მიეფერა გოგონას.
-არასოდეს არ გაწყენინებ.
მთელი სერიოზულობით უთხრა გოგოს და თავჩახრილს ყურადღებით დააკვირდა.
-კას... რამე მოხდა?
-სანდრო, ეს ხომ ყოველთვის ასე არ იქნება...
ყველაზე საშინელი გრძნობაა სასურველი მომენტის მოკლე ხანგრძლივობის გააზრება, რომ იცოდეთ.
სანდროსაც მეხი დაეცა, თითქოს ამ სიტყვების გაგონებაზე.
არის მომენტები, როცა საკუთარ თავს გონების რომელიღაც თავსატეხზე ფიქრის უფლებას არ აძლევ. თუმცა, ასე მხოლოდ სუსტები როდი იქცევიან.
ფიქრის გადადება მხოლოდ საბოლოო რეაქციის გამძაფრების ტოლფასია.
ერთი შეხედვით, თითქოს სისულელეა იფიქრო იმაზე, რაც თითქოსდა თავისთავად გარდამავალია, მაგრამ...
მაგრამ ცვლის ყველაფერს.
არის შეცვლის მსურველი ვინმე?
ეს არის მთავარი.
გაქვს თუ არა საიმისო გამბედაობა, რომ უარი თქვა ოცნებებში ზუსტად გათვლილ, განსაზღვრულ მომავალზე და დასთანხმდე ისეთ აწმყოში ცხოვრებას, რომელიც ქაოსით იქნება მოცული და ყოველდღე წინ შენი წარსული დაგხვდება.
სანდრომ თავი ჩახარა, ჩაჯდა და გოგონას საწოლზე გადაწვა.
-კას... შეიძლება ახლა ამაზე არ ვილაპარაკოთ?
კასანდრამ თავი დაუქნია და მის გვერდით დაწვა, ბიჭის მსგავსად, ზურგზე და ჭერს მიაჩერდა.
ორივე ჩუმად იწვა.
ცოტა ხანში დუმილი სანდრომ დაარღვია:
-კას, შენ ხომ იცი, მე ძალიან რომ მომწონხარ?
პასუხი არ ისმოდა. მხოლოდ მშვიდი სუნთქვა სწვდებოდა ბიჭის სმენას.
ოდნავ გადახარა თავი და გაეღიმა.
უძილობით დაღლილ პიანისტს ჩასძინებოდა.


ვიცი, რომ ძალიან პატარაა,
უბრალოდ დღეს დავბრუნდი სახლში და ჩემმა მუზამ ბოდიში მომიხადა,
ამდენი ხანია არ გვიწერია და დავიღალეო.
მარიკუნა :)



№1  offline წევრი დარინა

ერთი სანდრო მეც მინდააა, ისეთი საყვარელიაა.

 


№2  offline წევრი Kalina

დარინა
ერთი სანდრო მეც მინდააა, ისეთი საყვარელიაა.

აუცილებლად ვიზრუნებ მაგაზე:))) ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3 სტუმარი ილაიდა

ეს თავი განსაკუთრებულად მომეწონა???????? გაგრძლება ძალიან მაინტერესებს. როდის დაამატებ? ❤

 


№4  offline წევრი Kalina

ვწერ, მინდა, რომ შემდეგი თავი ერთგვარი კულმინაცია იყოს:)
მიხარია, რომ კითხულობ♥️
ილაიდა
ეს თავი განსაკუთრებულად მომეწონა???????? გაგრძლება ძალიან მაინტერესებს. როდის დაამატებ? ❤
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline წევრი MamrikishviliAani

წარმატებები მე მომეწონა yum

 


№6  offline წევრი Kalina

MamrikishviliAani
წარმატებები მე მომეწონა yum

მადლობა♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent