შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული (სრულად)


22-08-2018, 23:54
ავტორი Mtirala
ნანახია 4 846

"Dear heart, why him?!"


***
მთის მდელოზე, გვირილებთან ერთად სხვა მინდვრის ყვავილებიც აღმოცენებულიყო.
ორი სხეული მოიკვლევდა გზას კოჭებამდე ბალახში.
თან, ერთ-ერთი გვირილებს კრეფდა და ყვავილების სადა გვირგვინს აკეთებდა.
თინეიჯერები იქნებოდნენ, სადღაც 15-16 წლისანი.
თვალებგაბრწყინებულები შესცქეროდნენ ერთმანეთს და სიყვარულს აფრქვევდნენ.
მეგობრული სიყვარული იყო, ან შეიძლება უფრო მეტიც.
მდელოზე ჩამოჯდნენ.
ბიჭი დაკავებული იყო, გოგონა მისი თანამგზავრის ჩუმად თვალთვალით ტკბებოდა.
თავში ერთადერთი ფრაზა უტრიალებდა,
არ ამოსდიოდა გონებიდან.
ვერ ხვდებოდა გრძნობა ცალმხრივი იყო, თუ ბიჭიც გრძნობდა რამე მსგავს.
ყველაფერი მოულოდნელი იყო.
ყველაფერი...
ბიჭის გაკეთებული გვირგვინი, წამომდგარი გოგონას ფეხის გადაბრუნება, ერთმანეთზე დაცემული სხეულები, ტუჩების მოულოდნელი შეხება.
ერთწამიანი კოცა იყო.
ბავშვური, სადა, მეგობრობით და სიყვარულით სავსე, ნდობით და ურთიერთპატივისცემით გაჯერებული.
გოგონა შეკრთა, ფეხზე წამოხტა და შებრუნდა.
პირველი კოცნა.
ბიჭიც ფეხზე წამოხტა, ზურგით მიეკრა და კისერში სველი კოცნა დაუტოვა.
-მაშო, მოტრიალდი.
მალე შეირხა სხეული და ბიჭისკენ შეტრიალდა.
თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, ნუ ტირიო - უთხრა მან და ცრემლები ხელით შეუმშრალა.
ბიჭი გოგონას ტუჩებს შესცქეროდა.
ახლა მაშომ გადმოდგა პირველი ნაბიჯი, სახე ახლოს მიუტანა და ზედ მის ტუჩებთან მისი სახელი ამოიჩურჩულა.
-დემნა.
ორი განსხვავებული მოზარდის ბაგეები მეორედ შეეხო ერთამენთს.
მეორე კოცნა.
წამში მოწყდა ერთმანეთს, სახე არც ერთს გაუწევია, ორივე ღრმად სუნთქავდა.
-დემნა - ისევ ამოლაპარაკა გოგონამ.
დემნას ხმა არ ამოუღია, ბაგეები თავისით მიილტვოდნენ სხვისი ბაგეებისკენ.
მესამე კოცნა.
მესამე ხანგრძლივი იყო, თმებში ხელი ნაზად შეუცურა დემნამ, მეორე ხელი წელზე მოხვია.
მაშოც აჰყვა.
ან შეეცადა აჰყოლოდა.
პირველი - მოულოდნელი იყო.
მეორე - გრძნობებს აყოლილი.
მესამე კი - "სიყვარული" იყო, თვით სიყვარული.

მდელოზე მომხდარი, მდელოზევე დარჩა.


***
წვიმიანი ამინდი იყო.
საშინლად წვიმდა, მაგრამ ქოლგით მოსეირნე გოგონას არსად ეჩქარებოდა.
საყვარელი კაფე დაინახა, თვალები გაუბრწყინდა და ნაბიჯს აუჩქარა.
საშინლად ენატრებოდა აქაური კაკაო, ძალიან გემრიელი იყო, თან სხეულთან ერთად - სულს გითბობდა.
კარი შეაღო შავგვრემანმა გოგონამ და საყვარელ სურნელზე სასიამოვნოდ გააჟრჟოლა.
ფანჯარასთან ჩამოჯდა და მიმტანს თვალებით ანიშნა, როგორც ყოველთვისო.
შეკვეთას ელოდებოდა, როდესაც ნაცნობი ხმა მოესმა.
გაიხედა.
ის დაინახა.
მისი ბავშვობის ყველაზე დიდი მოგონება.
-დემნა. - ჩუმად ამოიჩურჩულა.
მარტო იყო.
ქოლგა ეჭირა ხელში.
მიმტანს რაღაც ანიშნა და გოგონასკენ გამოემართა.
-მარიამ?! - გაოცებულმა წამოიყვირა და მის წინ მჯდომ გოგონას მიაშტერდა.
თვალებს არ უჯერებდა, ვერ წარმოიდგენდა, რომ შემთხვევით შეხვდებოდა მას.
მაშოს, პატარა მაშიკოს.
-შეიძლება დავჯდე?! - გაუღიმა და გაშტერებულ გოგონას ხელი ცხვირწინ აუფრიალა. - რით ვერ მოიშორე ეს საშინელი ჩვევა, მაშიკო?
-ნუ მეძახი მაშიკოს. - გაუწყრა გოგონა.
ანიშნა ჩამოჯექი, ნუ გერიდებაო და მიმტანს ახედა.
ძლივს მოიტანეს მისი შეკვეთა.
-ე, რამდენი ხანია არ მინახავხარ, ახლა მაინც ნუ იგესლები.
-ვაუ, გრამატიკა გვისწავლია. - ისევ წაკბინა, დემნას სახეზე გაეცინა. - კარგი, ხო, ჩუმად ვარ.
-ისევ ქოლგით დადიხარ, არადა იძახდი ბანალური არ ვარო. - ანიშნა ქოლგაზე და გაეცინა.
-შენც ქოლგით ხარ, რა გაცინებს. - შეუბღვირა მაშომ. - უქოლგოდ, გაწუწული სიარულია ბანალური.
-მაშინ ასე არ ჭიკჭიკებდი.
-გახსოვს? გეუბნებოდი, უქოლგოდ სიარული სასიამოვნოა-მეთქი, მაგრამ ახლა ყველა ასე იქცევა.
-იმიტომ, რომ განსხვავებულები გამოჩნდნენ, არა?! მაგრამ მათ ეს სიამოვნებას არ ანიჭებთ. - გაეცინა გოგონას, ძალიან კარგად იცნობდა დემნა მას.
-ისევ არ მაცდი საუბარს. - ისევ გაეცინა და ბიჭს თვალებში ჩახედა. - ნუ გაქვს ქამელეონის თვალები, ნერვებს მიშლის.
-ისევ წუწუნებ. - ორივეს გაეცინა.
მართლაც სასაცილო იყო ყველაფერი, ამდენი წლის შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს.
მაგრამ...
არც ერთი გრძნობდა უხერხულობას.
-მაშინ სულ ერთად ვიყავით, თვალდახუჭული გიცნობ.
-დემნა, წარსული წარსულად რჩება. ის "მაშინ" იყო, ახლა -აღარაა.
-სულ მეუბნებოდი, არასდროს შევიცვლებიო. - იმედგაცრუებულმა ამოილაპარაკა და თვალებში სევდა გაუკრთა.
-მაშინ 15-ის ვიყავი.
-მაშინ 16-ის ვიყავი, მაგრამ ყველაზე ძვირფასი დამეფიცება, არ შევცვლილვარ.
-წვერი გაგეზარდა.
-მაშო, კიდევ რა გამეზარდა, გინდა გითხრა? - გადაიხარხარა და აწითლებულ გოგონას ლოყაზე მოეთათუნა. - თუ გინდა გე...
-არ მაინტერესებს, უზრდელო.
-ვიხმურე უბრალოდ, მაგრამ არ მოგატყუებ და გეტყვი, რომ მართლა გამეზ... - სიტყვის დამთავრება არ აცადა ბიჭს, მაშინვე რაღაც წამოიყვირა.
-ვაიმე, დემნა, შემომაკვდები. არ მაინტერესებს და არ მინდა გავიგო, შენი "მეგობარი", რამხელაა.
-ისევ ბავშვი ხარ. როცა გეხუმრებოდი, სულ წითლდებოდი და მეჩხუბებოდი.
-გავიზარდე, აღარ ვარ ის 15 წლის ბავშვი. წლები გავიდა, დემნა, წლები. - აღელვებულმა ხმამაღლა წამოიყვირა და თვალებში სევდა გაეპარა.
-ჰო, წლები დავკარგეთ, უაზროდ. - დემნამ შეამჩნია გოგონას აწყლიანებული თვალები.
გულში რაღაც საშინლად ჩასწყდა.
არ სიამოვნებდა მაშოს ტკივილი, მისი ცრემლები.
სძულდა უაზროდ დალეული წლები და ძალიან უნდოდა უკან დაბრუნებულიყო, წარსულში.
-დემნა, გახსოვს, ფეხი რომ მომტეხე?! - ოდნავ გაიღიმა, თვალის ჯებირებზე ცრემლები მოსდგომოდა.
წამწამების დახამხამება და აუცილებლად დაიწყებდა მაშო ტირილს.
-მახსოვს. შენს კივილს რა დამავიწყებს. - სევდიანად გაეღიმა. - ქვითინებდი, ყოველ წამს მიმეორებდი, რომ გძულდი.
-მაშინ არ მძულდი, მაგრამ მერე... შენი წასვლის მერე... - ცრემლები მაშინვე შეიმშრალა. - მართლა, მთელი გულით ვცდილობდი შემძულებოდი, მაგრამ...
-მარიამ!
ისევ არ აცადა.
ისევ არ აცადა საუბარი დაესრულებინა, მის გვერდით სკამზე გადაჯდა და მკლავებზე მოეხვია.
-ნუ ტირი, ვერ ვიტან შენს ცრემლებს.
-მძულხარ! - ამოიქვითინა და ცრემლები ბიჭის მაისურს მიაწმინდა.
-ვიცი.
ჩუმად ისხდნენ, ერთმამეთის გულის ცემას უსმენდნენ.
-დემნა, რატომ წახვედი? რატომ მიმატოვე?
-ჩვენ სულ ერთად ვიყავით, გახსოვს?! მიზეზი არ მქონდა, მაგრამ დრომ იცის ასე. ბოლოს ყველა იფანტება და მოგონებები გვრჩება მხოლოდ.
გოგონამ თავი წამოყო და ბიჭს თვალებში მიაშტერდა.
-შენ მოგონებებიც წამართვი. ერთად გატარებული ყოველი დღე ტკივილს მაყენებდა. შენი ღიმილი, შენი ჩახუტება... როცა მახსენდებოდა, თავიდან ვკვდებოდი. ასეთი მოგონებების დედაც არ ვატირე?
-მაშო, მაშინ ასე იყო საჭირო.
-დემნა, შენ იცი რა რთულია მარტო ყოფნა?! ოდესმე გიგრძვნია სულის ნაწილს როგორ გაცლიან?! შენი წასვლის მერე, ახლოს არავის ვიკარებდი. დედაჩემის ნახვაც კი არ მინდოდა, მაგრამ... ამდენი წელი გავიდა, გადაგეჩვიე და უშენობასაც მივეჩვიე.
-მხოლოდ მე ვარ დამნაშავე?! გგონია მე არ მტკივა?! მაშო, დაფიქრდი! მამაჩემის გამო მომიწია უცხო ქვეყანაში წასვლა. და იცი აქ რამდენი რამ დავტოვე? სახლ-კარი, მშობლები, ძმები, მეგობრები და... შენ! იცი რამდენი წელი ვშრომობდი იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავი?! წარმოდგენა გაქვს მაინც, როგორ მენატრებოდი?! - ამოიხრიალა ბიჭმა და ხელი მაგიდას ჩასცხო.
თავი საპირისპირო მხარეს მიაბრუნა და ნერვების მოთოკვას შეეცადა.
ხმა არ ამოუღია აფორიაქებულ სხეულს.
ღრმად სუნთქავდა და ცდილობდა ბიჭის ნათქვამი გაეაზრებინა.
ენატრებოდა, საშინლად ენატრებოდა დემნა.
მაშინ შეყვარებულები არ ყოფილან, უბრალოდ მეგობრობდნენ.
მაგრამ უთქმელად და დაუმშვიდობებლად გამგზავრებას ვერ პატიობდა ბიჭს.
ერთი წერილი დაეწერა, ერთი სიტყვა და არ ეტკინებიდა ასე გული.
-დემნა, სიგარეტი გაქვს?
-შენი დაძახებული "დემნა" მიყვარს... ეწევი?! - ოდნავ მიტრიალდა გოგონასკენ. - არ მაქვს.
-არა, არ ვეწევი.
-არადა, იძახდი, აუცილებლად მოვწევ სიგარეტსო.
-ბიჭები ამბობენ უხდება გოგოსო, მაგრამ მე არ მომწონს. ფილტვებს ვერ გავიფუჭებ... და შენ?
-რა - მე?
-შენ რატომ არ ეწევი-მეთქი.
-გოგოები ამბობენ უხდება ბიჭსო, მაგრამ მე არ მომწონს. ფილტვებს ვერ გავიფუჭებ... - მაშოს სიტყვები გაიმეორა და ოდნავ გაიღიმა. - მომენატრე, მაშო.
ხმა არ ამოუღია გოგონას, რთული იყო ამდენი წლის შემდეგ პატიება.
-მაშო...
-4 წლის ვიყავი, რომ გაგიცანი. თმებში მეცი და ქვაფენილზე მახოხიალე, ჩემს ძმას ნუ ეხუტებიო. - ამოტივტივებულ მოგონებებზე გაეცინა, მის მოპირდაპირე მხარეს მჯდომარე ადამიანსაც გაეცინა. - მთელი სამეზობლო ჩვენ გვაშველებდა, ყოველთვის. ხან შენ მიფუჭებდი თოჯინებს, ხან მე გწუწავდი. ერთხელ ფეხი მომტეხე, მეორედ თმები მომაჭერი... ძირში!
-ეგ შენი ბრალი იყო. - გაიცინა ბიჭმა და ახლა მან განაგრძო საუბარი. - მოდი, ისიც გავიხსენოთ, ჩემი ტანსაცმელი რომ მომპარე და სააბაზანოდან შიშველმა მომიწია გამოსვლა. იმ დედაჩემის გიჟმა დაქალმა კიდე ერთი ამბავი მაწია, "შე, ატეხილო ლაწირაკო, ვის უბედავო"
-ისევ ისე აჯავრებ. - მხიარულად გაეცინა მაშოს და მხარზე ხელი დაკრა.
-მაშო, რაღაცას გკითხავ და არ მეჩხუბო. - ხმა დაისერიოზულა და დაკვირვებით მიაშტერდა.
-გისმენ.
-ჩემს მერე ვინმე გყავდა? - გოგონას გაოცებული სახის შემხედვარე სიცილს ვერ იკავებდა ბიჭი.
სახეზე ალმური მოედო, ყურებამდე გაწითლდა და უზრდელ პიროვნებას მხრებში მოსდო.
-ნუ, გადამაყოლე ჩემს პირველ, მეორე და უკანასკნელ კოცნას.
ბიჭმა ხმამაღლა გადაიხარხარა და ჩაიკეცა.
-ანუ, პირველიც მე ვიყავი, მეორეც და უკანასკნელიც?! ვაიმე, რა დიდი პატივია. - ხარხარებდა ბიჭი და გაჩარებას არ აპირებდა.
-არ არის სასაცილო. - სატირლად დაბრიცა ტუჩები გოგონამ და თვალები ცრემლებით აევსო.
დემნა მაშინვე მიეხუტა და გაუღიმა.
-ის კოცნა - საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში.
-მომენატრე, დემნა, საშინლად მომენატრე.
-არ შეცვლილხარ.
-მაშინ 15-ის ვიყავი, მაგრამ არ შევცვლილვარ, უბრალოდ ოდნავ გავიზარდე.
-არა, შეიცვალე.
-რა?!
-რაღაც გაგეზარდა, უფრო სწორად რაღაცები. - ხმამაღლა გაიცინა, გოგონას კისერზე სველი კოცნა დაუტოვა და ოდნავ გამოიწია.
-უტაქტო ხარ, საშინლად უტაქტო.
აწითლებული გოგონას წიკვინს ყურადღება არ მიაქცია და კაფე სასწრაფოდ დატოვა.
ერთმანეთს არ დაემშვიდობნენ, დემნა როგორც გამოჩნდა, ისევე აორთქლდა.
არ აღელვებულა მაშო, უკვე იცოდა ძველი მეგობარი აღარასდროს მიატოვებდა.
ნუთუ, ის ისევ მეგობარი იყო?!
მგონი, უფრო მეტი... ბევრად მეტი.
გოგონას ისევ გაუელვა გონებაში ერთმა ფრაზამ.

"Dear heart, why him?!"



№1  offline წევრი Mtirala

აქ როგორც იტყვიან, ხოლმე - ორსაათნახევრიანი ისტორიაა. :))
არ არის კარგი,
მაგრამ ასეთ ხასიათზე ვიყავი და მომიტევეთ, რა.
ყველაფერი არეულია და არც დალაგდება მგონი.
ძალიან მომენატრეთ და მიყვარხართ :) ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2  offline წევრი Mtirala

meocnebe avadmyopi
აუ რა მაგარი იყო
მსუბუქი და ღიმილით წასაკითხი
ძალიან საყვარლები არიან მაშო და დემნა...
მომეწონ თანაც ძალიან

აუ, ძალიან გამახარე ❤
მსუბუქი ისტორიები ჩემი სტილია, უკვე დავამტკიცე მგონი :)))
ღიმილი მომანიჭა შენმა კომენტარმა, უღრმესი მადლობა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3  offline წევრი izabella

ნამდვილ სიყვარულს დრო ვერაფერს აკლებს. კარგი იყო kissing_heart kissing_heart

 


№4  offline წევრი Mtirala

izabella
ნამდვილ სიყვარულს დრო ვერაფერს აკლებს. კარგი იყო kissing_heart kissing_heart

გეთანხმები, დრო ვერაფერს აკლებს ❤
ძალიან დიდი მადლობა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline წევრი Ålways

მიხარია რომ დაბრუნდი^^ (აქ მაინც ;დ)
ხო იცი როგორ ველოდები "იმ" დღეს! ❤️
ეჰ კაია ბავშვობის სიყვარული და კაი ცხოვრება.
კაი ჩემით :დდდდ
სხვათაშორის მეგონა, რომ სხვანაირად შეხვდებოდნენ,
მაგრამ არც ამით დავრჩი უკმაყოფილო^^
ისე დავინტრიგდი
ნეტა რამდენი წელი გავიდა ამ შეხვედრამდე?
სხვა რა გითხრა აბა?
ხო იცი როგორ მიყვარხარ და
შენი თბილი, ტკბილი ისტორიებიც როგორ მიყვარს!❤️
მართლაც რომ "Dear heart, why him?!"
პ.ს ხო იცი როგორ არ მიყვარს წითელი გულების წერა,
მაგრამ აქ ლურჯებს არ აჩვენებს და წარმოიდგინე ლურჯად!!
პ.ს.ს გუშინ 2-მდე ველოდებოდი...მაგრამ
ჯანდაბას ეხლა ხომ მაინც წავიკითხე!!
პ.ს.ს.ს მიყვარხარ^^ (ლურჯი გული)

 


№6  offline წევრი Mtirala

Ålways
მიხარია რომ დაბრუნდი^^ (აქ მაინც ;დ)
ხო იცი როგორ ველოდები "იმ" დღეს! ❤️
ეჰ კაია ბავშვობის სიყვარული და კაი ცხოვრება.
კაი ჩემით :დდდდ
სხვათაშორის მეგონა, რომ სხვანაირად შეხვდებოდნენ,
მაგრამ არც ამით დავრჩი უკმაყოფილო^^
ისე დავინტრიგდი
ნეტა რამდენი წელი გავიდა ამ შეხვედრამდე?
სხვა რა გითხრა აბა?
ხო იცი როგორ მიყვარხარ და
შენი თბილი, ტკბილი ისტორიებიც როგორ მიყვარს!❤️
მართლაც რომ "Dear heart, why him?!"
პ.ს ხო იცი როგორ არ მიყვარს წითელი გულების წერა,
მაგრამ აქ ლურჯებს არ აჩვენებს და წარმოიდგინე ლურჯად!!
პ.ს.ს გუშინ 2-მდე ველოდებოდი...მაგრამ
ჯანდაბას ეხლა ხომ მაინც წავიკითხე!!
პ.ს.ს.ს მიყვარხარ^^ (ლურჯი გული)

მეც ველოდები იმ დღეს ❤
აი, უბრალოდ წეღან ისე გამახარე ვერ ვიაზრებ რა გითხრა ❤
ბავშვობის სიყვარული მართლა კაია, მაგრამ სადაა აბა?! :)
ნეტა რამდენი წელი გავიდა? მეც არ ვიცი :)))))
წითელი გულები მეც მებანალურება, მაგრამ არაო საიტმა და რა ვქნათ ❤
რას ელოდებოდი მერე შენც?! ახლა ვერ წაიკითხავდი? :დდდდდ
ძალიან მიყვარხარ, უძვირფასესი ხარ ჩემთვის და წეღანდელ ცრემლებს ვერ გაპატიებ :)) ❤
ჩემი ნაწილი ხარ, ტყუპო, ვაბოდებ შენზე ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7  offline წევრი Ålways

Mtirala
Ålways
მიხარია რომ დაბრუნდი^^ (აქ მაინც ;დ)
ხო იცი როგორ ველოდები "იმ" დღეს! ❤️
ეჰ კაია ბავშვობის სიყვარული და კაი ცხოვრება.
კაი ჩემით :დდდდ
სხვათაშორის მეგონა, რომ სხვანაირად შეხვდებოდნენ,
მაგრამ არც ამით დავრჩი უკმაყოფილო^^
ისე დავინტრიგდი
ნეტა რამდენი წელი გავიდა ამ შეხვედრამდე?
სხვა რა გითხრა აბა?
ხო იცი როგორ მიყვარხარ და
შენი თბილი, ტკბილი ისტორიებიც როგორ მიყვარს!❤️
მართლაც რომ "Dear heart, why him?!"
პ.ს ხო იცი როგორ არ მიყვარს წითელი გულების წერა,
მაგრამ აქ ლურჯებს არ აჩვენებს და წარმოიდგინე ლურჯად!!
პ.ს.ს გუშინ 2-მდე ველოდებოდი...მაგრამ
ჯანდაბას ეხლა ხომ მაინც წავიკითხე!!
პ.ს.ს.ს მიყვარხარ^^ (ლურჯი გული)

მეც ველოდები იმ დღეს ❤
აი, უბრალოდ წეღან ისე გამახარე ვერ ვიაზრებ რა გითხრა ❤
ბავშვობის სიყვარული მართლა კაია, მაგრამ სადაა აბა?! :)
ნეტა რამდენი წელი გავიდა? მეც არ ვიცი :)))))
წითელი გულები მეც მებანალურება, მაგრამ არაო საიტმა და რა ვქნათ ❤
რას ელოდებოდი მერე შენც?! ახლა ვერ წაიკითხავდი? :დდდდდ
ძალიან მიყვარხარ, უძვირფასესი ხარ ჩემთვის და წეღანდელ ცრემლებს ვერ გაპატიებ :)) ❤
ჩემი ნაწილი ხარ, ტყუპო, ვაბოდებ შენზე ❤

იქით ყველაფერი გითხარი.
არა გატყუებ, ყველაფერი არა,
უბრალოდ ვეცადე მაინც, ხო იცი...
ჰოდა მეც მიყვარხარ რა მალუსი^^ (ლურჯი გული)

 


№8  offline წევრი Kalina

back to me-ს ფონზე წაიკითხეთ თავიდან.
არ ინანებთ:)))

ძააალიან მომეწონა :)
♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№9  offline წევრი Mtirala

Ålways
(ლურჯი გული)

ბევრი ბევრი ლურჯი გული შენ ❤

მარიკუნაა♥️
back to me-ს ფონზე წაიკითხეთ თავიდან.
არ ინანებთ:)))

ძააალიან მომეწონა :)
♥️

შენი ნახვა აქ სასიამოვნოა!
Back to me?! :))))

ძალიან დიდი მადლობა ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№10 სტუმარი Ku

როგორი საყვარლობა იყო heart_eyes ძალიან მესიამოვნა ასეთი თბილი გრძნობებით გაჯერებული ისტორია kissing_closed_eyes

 


№11  offline წევრი Mtirala

Ku
როგორი საყვარლობა იყო heart_eyes ძალიან მესიამოვნა ასეთი თბილი გრძნობებით გაჯერებული ისტორია kissing_closed_eyes

ვაუმე, ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო კუ'ვ ❤
გამახარე ძალიან ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიკო

Guli gamitba <3<3<3

 


№13  offline წევრი Mtirala

სტუმარი მარიკო
Guli gamitba <3<3<3

გული გამითბე, მარიკო ❤
მადლობა დიდი ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent