შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მდიდარი'ც ადამიანია


23-08-2018, 16:33
ავტორი Mariamk
ნანახია 1 539

ალბათ ამ გადაკარგულში მხოლოდ ისეთი დაიდებს ბინას, რომელმაც არ იცის რა ფასი აქვს ქალაქს.
თუმცა ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეაო და აი რას ვხედავ, მანქანა, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩანდა და რახრახით მოუყვებოდა ამ ქვაღორღიან გზას, აგერ უკვე ჩემ მეზობელ სახლთან მოსულიყო და ზედ ჭიშკართან გაეჩერებინა. რომ არა ბარგი, რომელიც თითქმის ფარავდა მას, ვიფიქრებდი გზა აებნათ და შემთხვევით მოხვდნენ აქ მეთქი, მაგრამ არა, ისინი ნამდვილად აპირებდნენ ამ სახლში დაბინავებას...
მიუხედევად იმისა, რომ დილაა და ამ დროს ჯერ კიდევ ნახევრად მძინავს ხოლმე, ახლა გაოცებისგან თვალები გაფართოებული მაქვს და მხოლოდ მათ ვუყურებ.
როგორც ჩანს ორნი არიან, შეყვარებულები ან იქნებ ახალშექმნილი ოჯახია, ისე ელაქუცებიან ერთმანეთს, წამით შემშურდა კიდეც. ნეტავ საიდან მოაგნეს ამ სახლს, ან მეზობლის შესახებ თუ სმენიათ რაიმე? მეზობლის, რომელიც აგერ უკვე საათზე მეტია, პირდაღებული უყურებს, თუ როგორ ცლიან მანქანას და ბედნიერი სახეებით დადიან წინ და უკან.
ხომ არ გავიდე ?
მივალ, გავეცნობი და თან დავაზუსტებ რა და როგორ არის ...
მაგრამ არა, სჯობს სახლში დავრჩე და ჩემს საქმეს მივხედო. წესით რამე დაჭირდებათ და მომაგნებენ.
დაღამდა და მათ სახლში ისევ ფორიაქია, ვხედავდი როგორ უცვლიდნენ ადგილს მაგიდასა და სკამებს. ამასთან ერთად მომბეზრდა მათი რახარუხი და გადავწყვიტე ნაადრევად ჩამერაზა ფანჯრები...
ჰო, მანამდე არასდროს დამიკეტავს ისინი..
ისევ უცნაური სიზმრები...
ვეღარ დავიძინე და გარეთ ჰაერზე გასვლა ვამჯობინე..
ვიგრძენი, როგორი სხვანაირი სუნია მაშინ, როცა მეზობელი გყავს და გამთენიისას დგება იმისთვის, რომ, მეუღლეს საჭმელი დაახვედროს, ან საწოლში მიართვას.
მოკლედ აი აქ და ამ დროს გავიცანი ჯორჯი.
ჯორჯ ბარკლი, როგორც თვითონ მითხრა.



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

აჰამ... მშვენიერი დასაწყისია <3
მე ძალიან მომწონს <3
ხომ გააგრძელებ?

 


№2  offline წევრი Mariamk

დიდი მადლობა. რა თქმა უნდა გავაგრძელებ ❤️

 


№3  offline წევრი MamrikishviliAani

იიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი რაკაია დიდი დადეე არმეყოო innocent

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent