შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუ მეთამაშები.! (თავი 6)


24-08-2018, 11:07
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 721

-აუ ეხლა ამის ეჭვიანობაღა მაკლდა რა- ხელები ჰაერში აიქნია.
-არაფერი უთხრა რა. გთხოვ მე მოვაგვარებ.
-კაი.-მაკოცა ლოყაზე და აეროდრომზე გავიდა. იქ ველოდებოდი როცა ბექა გამოვიდა ტვალეტიდან,დაძახებას ვაპირებდი მაგრამ იმ მაღალმა დამასწრო.
-ბექუშ. დღეს წამიყვან სახლში, ცუდი ამინდია და გარეთ ვერ დაველოდები ტაქს, თან რამე კარგზეც დაგპატიჟებ.
-კაი რა პრობლემაა-არც კი შემოუხედავს.ორივე ერთად წავიდა დავრჩი მე გაბრაზებული.
-სახლში წაიყვანს ბიჭი-უხ როგორ მეშლებოდა ნერვები.
-კრისტი წავიდეთ. მოვიდა ჩვენი დროც.-ოთახში თავი შევყავი.
-კი კი წავიდეთ, ძალიან დავიღალე. -ჩანთები ავიღეთ და გასასვლელისკენ დავიძარით. გარეთ საშინლად წვიმდა. გეგას ველოდებოდით.მალევე მოვიდა, სახლამდე სამივე ჩუმად ვიჯექით.
-მადლობა ბავშვეო.რომ მისმენთ და არ მკიცხავთ ჩემი საქციელის გამო.
-ვიკა 27 წლის ხარ და შენი საქმისა შენ იცი, მაგრამ ისე ნუ იზამ რომ ციხეში წავიდე-ხუმროა სცადა, გამეღიმა.
-ხო ვიკა არ გვინდა რომ ისევ დაიტანჯო ვინმეს გამო.
-მიყვარხართ.-ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე ორივეს და სწრაფი ნაბიჯით გავემართე სადარბაზოსკენ. სულ რაღაც 5 წუთში მოვასწარი დასველება ისეთი წმივა იყო, ჩანთიდან ძლივს ამოვაძვრინე გასაღები და შევედი. რამდენიმე წუთში კარების ხმა გავიგე.
-არ მაცდიან დასვენებას რა. -კარები გავაღე და გავშეშდი.
-აქ რა გინდა.
-უნდა ვილაპარაკოთ.-გაბრაზებული შემოვიდა.
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს. -ვცადე კარები მიმეხურა მაგრამ უხეშად შემოაღო და შემოვიდა.
-რა თამაშს მეთამაშები. -საშინლად გაბრაზებული ჩანდა.
-რა გინდა ბექა, რატომ ართულებ სიტუაციას, ეგვიპტეში ხომ ვილაპარაკეთ და გავარკვიეთ ყველაფერი.-სველი პერანგი ზედ მაშრებოდა და უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებდა.
-ვილაპარაკეთ?-ირონიულად ჩაეღიმა- კი არ ვილაპარაკეთ ვიკა, შენ ილაპარაკე-საჩვენებელი თითი მკერძე ზლიერად მომადო და უკან ერთი ნაბიჯით დამხია.
-ბექა გთხოვ.-ვიცოდი შეტევით არაფერი გამომივიდოდა.
-ის გეგა ვინ არის? თუ გყავდა ვინმე რატომ არ მითხარი. რას მიყენებ ვერ გავიგე, ან რა გრზნობებზე მეთამაშები.
-გეგა ჩემი მეგობარია, უნივერსიტეტიდან ერთად მოვდივართ. გეგა ერთადერთია ვინც გულს არ მტკენს.-სამზარეულოში გავედი.
-და მე?-ყელზე ძარღვები ეტყობოდა, შუბლი გადაჭიმვოდა გაბრაზებისგან.-მე გატკინე გული?
-ხოდა მაგიტომ არ მინდა შენთან ყოფნა რომ მეშინია.-მოთმინება ამომეწურა და მისკენ ყვირილით შევტრიალდი.-არ მინდა კიდევ გამიცრუვდეს იმედი.
-იქნებ შენს გაღმერთებას ვაპირებ, იქნებ გონების დაკარგვამდე მინდა შენთან ყოფნა.-მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო თავი დახარა და ცოტახნით ორივე გავჩუმდით.
-ეგოისტი ხარ ვიქტორია. დიდი ეგოისტი ხარ. გამომიყენე, ითამაშე ჩემს გრძნობეზე. ცხოვრება დიდ აურზაურს დამიმსგავსე და ეხლა ცდილობ სუფთად გახვიდე.-ნაწყენმა გამომხედა.გავშეშდი ასეთი თვალები არ მინახავს, ერთდროულად დიდ ვნებას და ტკივილს იტევდა. -მე..-გაჩუმდა.-მე აღარ მინდიხარ. არ მინდა ცხოვრება შენ დაგიკავშირო. დიდი ეგოისტი ადამიანი ხარ. -ზიზღით შემომხედა.
-ასე ნუ ამბობ.-ხმა ჩამიწყდა.
-რას ნუ ვამბობ გოგო-ბოლო ხმაზე მიყვირა, შიშისგან შევხტი.-არ იმსახურებ ჩემს...-სიტყვა გაუწყდა.
-ბექა.-შემომხედა და უემოციოდ მიყურებდა. საკუთარი თავი მძულდა, რად ვიქციე ცხოვრება და რას დავამსგავსე მისი თვალები. ეს თვალები რომლებიც სიგიჟემდე მიყვარდა.დიახ ძალიან მიყვარდა, ჩემთვის აღარ ბრწყინავდა. მუშტი მაგიდას ძლიერად დაარტყა და ისე გავარდა სახლიდან ვერც კი გავიაზრე. ხელი გულზე მივიდე, ამოვარდნას მქონდა, ცრემლები მახრჩობდა. სიცოცხლე არ მინდოდა.
-ღმერთოოო-ეს ერთი სტყვა იყო რომელიც წარმოვთქვი და ხმით დავიწყე ტირილი იქვე ჩავიკეცე და საკუთარ სულელურად განადგურებულ ცხოვებას ვტიროდი.
-ეს რა გავაკეთე-სახეზე აკანკალებული ხელები ავიფარე.ემოციისგან დაცლილი რობოტივით დავიწყე მოზრაობა, ფორმა გავიხადე და ცხელ აბაზანაში ჩავწექი, წყალი მთელ სხეულს მიფარავდა ყურებამდე ამოეღწია. გაშეშებული ვიწექი და ცრემლები უწყვეად მდიოდა. ის მომენტი იდგა ჩემს ცხოვრებაში რომ სიკვდილი სანატრელი მქონდა.
-დედაა, როგორ მენატრეი დეე. როგორ მჭირდები რომ იცოდე. -წამოვჯექი მუხლები სახესთან მივიტანე, ტირილი განვაგრძე.
ის ღამე როოგორ გათენდა არ მახსოვს, დილით ადრე გავიღვიძე, ფორმა გავრეცხე . სახლი მივალაგე და ჩემი ფუმფულა ხალათით აივანზე დავჯექი. ყავა დავიდგი პატარა მრგვალ მაგიდაზე და ლეპტოპით ფეისბუქზე შევედი.ერთი ახალი გოგო მამატებდა, მეც დავიმატე რას მიშლიდა. არაფრის ხასიათზე ვიყავი. ისე მოსაღამოვდა ვერ მივხვდი 6 საათზე გაუთავებული საროჩკა ჩავიცვი და ქვედაბოლოში ჩავიტანე. თმა ავიკოსე, მაკიაჟი არ დამვიწეია. ტუჩზე წითელი თუჩსაცხი გადავისვი. 7ის ნახევარი იყო გეგამ და კრისტიმ რომ მომაკითხეს.
-გთხოვთ დღეს ლაპარაკის ხასიათზე არ ვარ.-ჩავჯექი თუ არა გავაფრთხილე. გეგამ სარკიდან გადმომხედა. თავი გააქნია და მანქანაც დაძრა. ღამის 4 საათამდე რეისები მქონდა, მთელი დღის განმავლობაში არაფერი მიჭამია და სუსტად ვგრძნოდი თავს. მოსასვენებელ ოთახში შევედი და იქვე გაშლილ სავარძელზე წამოვწექი. ჩამეძინდა.თვალები ნელა გავახილე და ოთახში შემომავალი შუქით ჩემს წინ მჯდარი ბექა დაინახე, ფართედ გაეშალა მისი გრძელი ფეხები, თავით ერთ ხელს დაყრდნობოდა და თვალისდაუხამხამელად მომჩერებოდა.
-გამარჯობა. -ხმადაბლა ვუთხარი, პასუხი არ დამიბრუნდა. წამოდგა და წავიდა. მისი საქციელი შეიძლება სწორი იყო მაგრამ მე ხომ მტკიოდა, ვიცი ჩემი ბრალი იყო მაგრამ...მაგრამ არაფერი.



№1 სტუმარი Mariami

A u Ra pataraa cota didi tavebi Dade.

 


№2  offline მოდერი Phoenix..

Mariami
A u Ra pataraa cota didi tavebi Dade.

აუცილებლად გავითვალისწინებ❤️

 


№3  offline წევრი tamuna.s

ძალიან კარგი ისტორიაა, მაგრამ ძალიან პატარა თავებს დებ. ცოტა თავები გაზარდე თორე ინტერესი მეკარგება

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიკო

Itiros exla da iyos rage

 


№5 სტუმარი სტუმარი ნათია

კაი რააა, მოუმატე ცოტა თავებს დაწყებული არ მქონდა დავამთავრე წაკითხვა არადა რა ცუდია როცა ძაან გაინტერესებს...კარგი კი იყო, მადლობა შენ

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ტვალეტი არასწორია. ან ტუალეტი უნდა დაწერო ან საპირფარეშო.

 


№7 სტუმარი სტუმარი ინკოგნიტო

აუ შემდეგს როდის დადეებ მოუთმენლად ველი ძაან მაგარი????

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

მალე დადე ახალი თავებიიც რაა

 


№9  offline წევრი anuchki

დამაინტერესა ხო იცი შენ ჩამითრიე და ბოლომდე გამოგყვები ვნახოთ როგორ დამთავრდება kissing_heart kissing_heart

 


№10 სტუმარი სტუმარი ინკოგნიტო

გაგრძელებას აღარ დეებ(((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent