შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [16]


24-08-2018, 17:27
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 2 966

ექვსი წლის უნახავ სახლში ლილეს თავის ოთახის პოვნა არ გასჭირვებია. მიწისქვეშა ჩასასვლელი კიბეები ნელა ჩაიარა, პირველივე ოთახის რკინის კარები ხმაურიანად გამოაღო და ღრმად შეისუნთქა ჰაერი. მისი პატარა სამყოფელი არ შეცვლილა, კარადაში კვლავ ძველი კაბები ეკიდა, რომლის ჩაცმასაც სწორედ აქედან ვერ იტანდა. თავის მოცისფრო გადასაფარებლიან საწოლზე მძიმედ ჩამოჯდა და ტელეფონი ჩართო. არაფერზე აღარ ფიქრობდა, არავის ნახვა და მოსმენა არ უნდოდა. რეალობასთან კავშირის გაწყვეტას მხოლოდ ერთი სახელი არ აძლევდა.
თითების სრიალით სამი სიტყვა დაწერა, თვალები მაგრად დახუჭა და ზარს დაელოდა.იცოდა რომ ზენონის თავის ჯგუფის საქმეებში გარევა გონივრული არ იყო, შეიძლება ისიც უარეს საფრთხეში ჩაეგდო, მაგრამ რა ექნა, როცა უნდოდა ერთხელ მაინც ეგოისტი ყოფილიყო და თავისი სურვილები წინ დაეყენებინა.
წუთების შემდეგ ტელეფონმაც დარეკა და ლილემაც მაშინათვე უპასუხა.
-სად ხარ? კარგად ხარ? - ზენონმა კითხვები დააყარა. -ჯანდაბა, ვიცოდი რომ არ უნდა გამეშვი! მარტო რატო გაგიშვი, რატო?
ბიჭის ანერვიულებული ხმა ლილეს გულს უჩქარებდა. წარმოედგინა როგორ დადიოდა ახლა ზენონი ერთი ადგილიდან მეორეზე, ხელებს იცურებთა თმებში და სიბრაზით ქაჩავდა. ბრაზობდა რომ ის ვერ დაიცვა. ახლა ამის დანახვა, ალბათ გოგონას უცნაურ ბედნიერებას მოგვრიდა.
-ქანდაკებავ...- ლილემ ძლივს წარმოთქვა ხმის კანკალის გარეშე. გონებას ბაძავდა რომ ერთი-ორი სიტყვა ლოგიკურად გადაება და მისთვის რამე ეთქვა.
-ეგეთი ხმა რატომ გაქვს? ლილე რამე გტკივა? - მისი სიტყვები უფრო სწრაფი და გაურჩეველი ხდებოდა, - რამე...რამე დაგიშავეს? რა უნდათ? ჩემს გამო მოგიტაცეს? გაიგეს რომ ჩემთან გაქვს ურთიერთობა?
მის აღელვებულ ხმას კიდევ დიდხანს მოუსმენდა ლილე თვალდახუჭული, თავს ზენონთან ერთად თავის სახლში წარმოიდგენდა. თავიდან დაიჭერდა ფუნჯს და უფრო მეტად მოსვრიდა ბიჭს, რომ შემდეგ მიზეზი ჰქონოდა მისი შეხების. კიდე აკოცებდა მის თბილ ტუჩებს და მასთან ერთად დაიძინებდა, მაგრამ ოთახში უკვე შეწუხებული სახით, ხელ გამოშვერილი აკაკი იდგა და ელოდა ლილე ტელეფონს როდის მისცემდა.
-თიკოს...-ლილემ ტუჩზე იკბინა და თითები ბავშვურად გადააჯვარედინა, იმის იმედით რომ ზენონი მის ნათქვამს გაიგებდა. -თიკოს დაემშვიდობე ჩემს მაგივრად.
-რა...-ბიჭმა გაკვირვებით წამოიძახა და ფრაზის დამთავრება ვერ მოასწრო, რადგან ლილემ ტელეფონი გათიშა და აკაკის მიაწოდა.
კაცმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, გოგონას წინ ჩაიმუხლა და ხელები ნაზად დაუჭირა.
-ახალგაზრდა ქალბატონო, არაფერი არ გაქვთ სანერვიულო. ხელს არავინ დაგაკარებთ აქ. -მისი გულწრფელობით ლილე გაკვირვებული არ იყო, მაგრამ მისი სიტყვები ნორმალურად არც მოისმინა.
-არ მეშინია. ვიცი არ მომკლავენ. - თავი გვერძე მიატრიალა და თვალი აარიდა საყვარელ ძიას.- ახლა არავის დანახვა არ მინდა,მაპატიე.
-თქვენი...-კაცმა ამოიოხრა და სიტყვების შეცვლა სცადა, - ლიდერის მესამე ვაჟი დაგეგმილი არ იყო. დამიჯერეთ, ლიდერს მეტი შვილის ყოლა არ სურდა. უბრალოდ, ასე გამოვიდა რომ ქალბატონი დაფეხმძიმდა და... ამ ასაკში არავის ეგონა ბავშვი ცხრა თვეს თუ გასტანდა მუცელში.
ლილე არ მიტრიალებულა მისკენ. მოსმენილი ინფორმაციის მიღებას ლოგიკურად ცდილობდა და გრძნობების აყოლებისგან თავს იკავებდა, მაგრამ რაც არ უნდა ეცადა, მაინც ვერ ივიწყება იმ პატარა ბავშვს, რომელიც მამამის მისგან განსხვავებით ძალიან ჰგავდა. ლილეს კი მასთან მხოლოდ გრძელი თმები აკავშირებდა, რომელიც უკვე რეალურად აღარ არსებობდა.
-უყვარს?-გოგონამ ხმადაბლა იკითხა, რადგან პასუხის მოსმენა დიდად არც სურდა.
-რა თქმა უნდა. - კაცმა თბილად გაიღიმა.- ლიდერს ოთხივე შვილი უყვარს.
ლილემ მწარედ ჩაიცინა და აღარაფერი უპასუხა. აკაკიმ კი ხელები უფრო მჭიდროდ მოუჭირა და შემოხედვა აიძულა.
-მამათქვენს სიგიჟემდე უყვარხართ იმ დღიდან, რაც ხუთი წლისა აცრემლებული თვალებით დაგინახათ. აქამდე არ გჭირდებოდათ ამაში ჩემი დარწმუნება. ნუთი უმცროსი ვაჟის გაჩენამ ამდენად დაკარგვინათ მასში რწმენა?
-არ მინდა ამის მოსმენა...-ლილემ ცივად უთხრა და მისი ხელები მოიშორა.- ყველაზე ნაკლებად ახლა ეგ მაქვს სადარდებელი..
-და ყველაზე მეტად მაგაზე დარდობთ.- აკაკი არ ცხრებოდა. - მისი გაჩენით თქვენორს შორის არაფერი შეცვლილა, მისთვის კვლავ ერთადერთ ქალიშვილად რჩებით.
-აქამდე მისი სისხლით ვამაყობდი...მეგონა ამით მაინც ვიყავი მისთვის გამორჩეული...ახლა კიდე...ახლა უბრალოდ მისი არაკანონიერი შვილი ვარ?- გოგონამ ემოციები ვეღარ დამალა და ხმა აუკანკალდა. ყველა მცდელობა რომ ამაზე არ ეფიქრა, ფუჭი გამოდგა და ისევ იმედგაცრუებამ აიტანა.
-მისთვის- ხმას აუწია აკაკიმ და თავდაჯერებულად შეხედა ლილეს. - ყოველთვის გამორჩეული იქნებით.
კაცი ფეხზე წამოდგა, თავზე საბოლოოდ გადაუსვა ხელი და ლილეს სთხოვა გამოძინება ეცადა. მისი გასვლისას გოგონა საწოლზე წამოწვა, ხელი თვალებზე აიფარა და ჩუმად ჩაიბუტბუტა.
-ნეტა აქ როდის ვიძინებდი წყნარად...
-

ზენონი ხელების კანკალით ცდილობდა ლილესთან დარეკვას, როდესაც უკვე მეათეჯერ შეატყობინა ოპერატორმა, რომ ტელეფონი გათიშული იყო, სიბრაზით კედელს მიანარცხა. თავისი გრძელი შავი თმების წიწკვნას და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა, ზუსტად ისე, როგორც ლილეს მათი საუბრის დროს წარმოედგინა.
ბიჭი გაუჩერებლივ ბუტბუტებდა „რა გავაკეთო? არ მპასუხობს“. სიბრაზიდან და ნივთების მტვრევიდან, ნერვიულობაზე გადადიოდა. ხან ერთ ადგილას იჯდა, ცდილობდა მათი საუბარი გაეანალიზებინა, ხან შუა ფიქრის დროს ლილეს აკანკალებული ხმა ახსენდებოდა და ყველაფერს თავს ანებებდა.
-მანქანა დაქოქე, თიკასთან მივდივართ!- ბოლოს დაუყვირა დემეტრეს და შენობიდან გავარდა.
უკან მარჯვენა ხელიც გამოჰყვა, რომელიც დიდად ნასიამოვნებ არ ჩანდა, ერთი წერილის გამო, თავისი ბატონის შეკრებიდან გამოვარდნის და შემდეგ მოსაცდელი ოთახის ნივთების დალეწვით.
-იმ გოგოსთან რა გვინდა?- დემეტრემ შეწუხებულმა ჰკითხა. -ამაზე მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ!
-ლილეზე მნიშვნელოვანი რა არის?- გამოსცრა ზენონმა და მანქანის კარებთან გაჩერდა.
-თქვენი სიცოცხლე!- ხელებგაშლილმა უპასუხა. - თუ ამ ფულის პრობლემას შეხვედრამდე ვერ მოაგვარებთ მოგკლავენ! ამას მარტო მე ვხვდები? თუ მოკვდებით ლილეს მკვდარი რაღაში სჭირდებით?
-ეგ ჩემი საქმეა რას დავაყენებ წინ! შენ უბრალოდ უნდა გააკეთო ის, რასაც გიბრძანებ და ზედმეტი არ იფიქრო.
-მეც თუ არ ვიფიქრე, ეგრე თქვენს თავს დაღუპავთ! რა დროს თიკოა, დაბრუნდით მამათქვენთან და დაიწყეთ საქმის გამოძიება.
ზენონს უკვე მისი კაპრიზების მოსმენა აღარ შეეძლო, ავტომობილს მუშტი დაარტყდა და დემეტრე კარებზე ააკრო. ლილეზე ღელავდა მთელი თავისი არსებით და ამ დემეტრეს წამოხტომების გამო დროს ფუჭად ხარჯავდა.
-სანამ სხვა ლიდერებით ცემით არ ამოგხდი სულს და შენს ადგილს არ გაჩვენებ, ვერ მიხვდები ვინ არის აქ ბატონი? მე ვარ შენი ბატონი, უნდა დამიჯერო მხოლოდ მე, იფიქრო მხოლოდ რითი მასიამოვნო და როცა რამე გინდა, მოკეტო! - ყელზე ხელები მაგრად მოუჭირა და დემეტრეს უტიფარ სახეზე უარესად გაცოფდა.
-ზუსტად სხვა ლიდერების მსგავსი რომ არ ხართ, მაგიტომაც ვღელავ თქვენზე...- მისი ხმა დაგუდულად ამოდიოდა, მაგრამ ზენონი ხელის შეშვებას არ აპირებდა. - არ მინდა რომ მოკვდეთ. ჩემთვის... ჩემთვის მხოლოდ ლიდერი არ ხართ და მინდა რომ ანდრიას აჯობოთ, ამ ჯგუფიდან ცოცხალმა გამოაღწიოთ და მეც წამომიყვანოთ თან!
შეიძლება მის თვალებზე მომდგარი ცრემლები რომ არა, ზენონი ხელს არ შეეშვა მისთვის და იქვე მოეკლა, მაგრამ მხოლოდ ამ ფაქტმა დაარწმუნდა მაფიოზი მის გულწრფელობაში. ხელიც გაუშვა, მზერაც გაუსწორა და თავიც დაუკრა.
-ახლა ჩემი პრიორიტეტი ლილეა, - ზენონმა დაიწყო საუბარი და დემეტრეს იმედგაცრუებული მზერა არ გამორჩენია, - მაგრამ სიკვდილსაც არ ვაპირებ. დამეხმარე მის პოვნაში და შენი სურვილის ასრულებას იმ წუთიდან დავიწყებ, რაც მას მკლავებში მოვიქცევ.
მარჯვენა ხელმა ცოტახანი უყურა, შემდეგ თავი დამჯერად დაუქნია და მძღოლის მხარეზე დაჯდა.
-სად უნდა ვეძებოთ?-იკითხა ისევ შეცვლილი ხმით და დაწითლებულ ყელზე ხელი მოისვა.
-არ ვიცი. საუბარში არ მითხრა სად იყო. ვერც ვუკავშირდები. როგორც ჩანს ტელეფონი წაართვეს. ბოლოს მითხრა თიკოს დაემშვიდობე ჩემს მაგივრადო და იქნებ მან იცის რამე.- უპასუხა ზენონმა. ავტომობილში არსებულ ცივ ბოთლას თავისი ცხვირსახოცი მოახვია და დემეტრეს ყელზე მიადო.
ბიჭმა დაბნეულმა გამოართვა ცივი ბოთლი და ზენონის ამგვარად ნათქვამი ბოდიში მიიღო.

-

-მაგ საწოლისთვის მგონი გაიზარდე- ბოხი ხმით შემოვიდა ოთახში დაბალი კაცი. თავისი უხეში ხელებით მაგიდასთან მდგარი სკამი გამოაჩოჩა ხმაურიანად და საწოლის წინ დადგა. კომფორტულად მოთავსდა ზედ. შვილიშვილს იქამდე არ მიაქცია ყურადღება, სანამ ოთახი არ მოათვალიერა.
-იმედია ახალი მაგიდა მოგწონს. აქედან რომ მიდიოდი დედაშენთან, დამშვიდობებისას ეს მაგიდა მიგილეწია სამახსოვროდ.- კაცმა დამცინავად გააქნია თავი. - მაშინაც გეტყობოდა მამაშენის თვისებები.
-მისნაირი რომ ვყოფილიყავი, მაგ მაგიდას თავზე მას გადავალეწავდი პროტესტის ნიშნად.- ლილემ მკვახედ უპასუხა და წამოჯდა. ბაბუას ჭაღარა შეათვალიერა და მის ღიმილზე შეაჩერა მზერა.
-მართალი ხარ. ალბათ თავის შეკავება დედისგან გამოგყვა.- კაცმა საპასუხოდ წაკბინა შვილიშვილს. - გავიგე ვიღაც მსახობთან ცხოვრობსო, მართალია?
-არ ვიცი. იმის შემდეგ რაც შეყვარებული მომპარა აღარ ვეკონტაქტები.- ირონია არც ლილემ დაიშურა და კედელს მიეყრდნო, თავის ტკივილი რომ სიცივით მაინც დაეცხრო.
-აჰ, მართალი ხარ!- კაცმა ცალი თვალი მოჭუტა, - მას ისეთი ახალგაზრდა ბიჭბუჭები ჰყავს, რომელიმე შენს შეყვარებულად კი გამოდგებოდა, მაგრამ ახლა ამისთვის არ ვარ მოსული.
-არც საწოლის გამოსაცვლელად ალბათ- ლილემ თვალები მობეზრების ნიშნად აატრიალა.
-არა, არც მაგისთვის. - ბაბუამ როხროხა სიცილი არ დააკლო ლილეს კომენტარს. - როგორ ფიქრობ რა სიგრძის თმა გექნებოდა ახლა, რომ არ შეგეჭრა?
-არ ვიცი, აქ მათემატიკას არ მასწავლიდნენ. მარტო ფულის თვლა ვიცი კარგად.
-ასე ცივადაც ნუ ესაუბრები შენს საყვარელ ბაბუას, ხომ იცი მოხუცების გულის ტკენა ადვილია.
-მაფიოზ მოხუცებზე მაგას არ ამბობენ. ახლაც რომ ნება მოგცენ, ლიდერი თავიდან გახდებოდი.
-მართალი ხარ, მაგრამ ამისთვის სხვა მყავს გადანახული. საყვარელ შვილიშვილებს გულს ხომ არ ვატკენ, არა?
-მე გულს ძალიან მატკენ, თუ ახლა აქედან არ გამიშვებ.-ლილემ მობეზრებული მზერა სტყორცნა.
-არაუშავს მაგაზე დიდი გულისტკენები გაქვს გადატანილი.- კაცმა ჩუმად ჩაიღიმა და გოგონას თმებს კვლავ გახედა. - ასეთი მოკლე თმა ნამდვილად არ გამოდგება...რა მოხდა, უთხარი ბოლოები შემაჭერიო და სულ ძირში მოგაჭრეს?
კაცის უაზრო ხუმრობებით შეწუხებულმა ლილემ ხმამაღლა ამოიხორა. ხვდებოდა მასთან ვერაფერს გააწყობდა, კაცი მარტო თავის დაკვრულზე დადიოდა და იმაზე ლაპარაკობდა რაც აქამდე დაგეგმილი ჰქონდა.
-თვითონ შევიჭერი და გაზრდის საშუალებას არ ვაძლევ.
-ხოდა ახლა მოგიწევს პარიკით სიარული! ახალგაზრდა გოგომ სირცხვილით როგორ უნდა ატაროს ასეთი მოკლე თმა ჯგუფში? შენს დედინაცვალსაც კი ჩემხელა დალალები აქვს!-კაცმა შეიცხადა, ლილეს თმებისკენ ხელი გასწია, რომელიც გოგონამ უხეშად მოიშორა.
-ხოდა ის გახადე ლიდერი. მაგას მიეცი ნება დაეხმაროს გიორგის და მე აქედან გამიშვი!
-მაგ ქალს კიდე რამის ნება რომ მისცე, გიორგის მალე გააღმერთებს და ჩვენ სექტად გვაქცევს.- კაცმა შეწუხებით ამოიოხრა.- მე კი სად მაქ ნერვები ვიარო ახლა ფლაერებით და ხალხს ვაჯერო, რომ გიორგის ფრენა შეუძლია?
-შეწყვიტავ შენს ხუმრობებს?- ლილემ ხელები ყურზე მიიდო გაღიზიანებით. ბაბუამისის შემაწუხებელი ხასიათი ნამდვილად მოქმედებდა მასზე.
-საყვარელო, ხუმრობების გარეშე რომ დაგელაპარაკო აქვე ტირილს დაიწყებ. მე კი ჯერ სერიოზულ საკითხზე არც გადავსულვარ.
-არც გადახვიდე!
-ეგრე არ გამოვა.- კაცმა დოინჯები შემოირტყა.
კიდევ გააგრძელებდა თავის სახალისო გამოსვლებს მაგრამ იცოდა, რომ დრო არ ჰქონდა ამისთვის.
-აქ ჩემი სურვილით მოგიყვანეს.- კაცმა ძლივს სერიოზული ტონი მიიღო და ლილეს გახედა.- გეტყოდნენ უკვე ჯგუფის ცუდ მდგომარეობას. მთელ მაფიას რომ თავი დაანებო, ყველაზე სახიფათო დღეში ჩვენ ვართ. „მგლების“ ლიდერი დაუფარავად გვადანაშაულებს ფულის მოპარვაში და ანაზღაურებას გვთხოვს.
-მე რა შუაში ვარ?- ლილემ გააწყვეტინა. დაღლილი იყო ამ ფულის დაკარგვის გაგების მოსმენით, როცა ეს თემა მას საერთოდ არ ეხებოდა.
-იმ შუაში ხარ რომ გიორგი ამას ვერ გაუმკლავდება!-კაცმა ხმას აუწია.- მამაშენს პასუხს არ მოსთხოვს ჯგუფი, რადგან თავისი სიძლიერე უკვე დამტკიცებული აქვს და მისი შეცვლის დროცაა მოსული. გიორგის ჩაფლავებას ვერავინ გადაიტანს, მის დასჯას მოითხოვენ. სასჯელი კი იცი რომ სამუდამო სიბრმავე და აქედან გაძევებაა. დედამისი გაგიჟდება, თავის ძველ ჯგუფს გადაგვკიდებს. ეგ ქალი მანიაკი ხდება, როდესაც ვინმე მის შვილებს ეხება.
-მხოლოდ მაგიტომ ვაფასებ მას.- ლილემ ხმადაბლა ჩაიბუტბუტა, კაცმაც ყურადღება არ მიაქცია და საუბარი გააგრძელა.
-თუ გიორგის გააძევებენ, ისევ მამაშენს მოუწევს ლიდერობის გაგრძელება. ის მეორე დებილი ბიჭი საერთოდ საზღვარგარეთ დაგულაობს და ძმის ამბავს რომ გაიგებს, აქ ჩამომსველი რაღას იქნება? შენ და პატარა სანდრო რჩებით. სანდროს დედამისი წაიყვანს. მის გაზრდას არც არავინ დაელოდა. ლიდერობა მის კანონიერ მემკვიდრეს, შენ გადმოგეცემა.
მის სიტყვებზე ლილეს ჟრუანტელმა დაუარა. იგრძნო ის შიში, რომელზეც არასდროს უფიქრია. ყოველთვის ეგონა, გიორგის ლიდერობა შეუცვლელი იყო. არ წარმოედგინა თავი ამდენი ხალხის წინ მართველად და უამრავი ადამიანის მკვლელად.
-ახლა ხო ხვდები აქ რატომ ხარ?- კაცმა ხმას დაუწია. - ხომ გეშინია? სწორედ ამიტომ, დაეხმარე გიორგის ყველაფრის გარკვევაში. მამაშენი სანამ გულზე სკდებოდა იმაზე ნერვიულობით როგორ მოგფერებოდა, მე უკვე ვიცოდი როგორიც გაიზრდებოდა. თუ გგონია ამ ექვის წლის მანძილზე კარგად იმალებოდი, სულ ტყუილად. ყველაფერი ვიცი შენზე. ვიცი რა შეგიძლია, რას მალავ, ვინ გიყვარს, ვის ემეგობრები... ყველაფერი ვიცი!- წელში მოიხარა და თვალებში შეხედა ლილეს. - ვიცი რომ ძალიან ჭკვიანი ხარ და ამ ამბის გამოძიებას შეძლებ, ამიტომ იყავი კარგი შვილიშვილი და მიეხმარე გიორგის.
-მერე?- ლილემ თვალები დაახამხამა და შიშის ტრანსიდან გამოვიდა.
-მერე დაბრუნდი იმ მაფიოზთან, რომელმაც ალბათ ტელეფონი აგიფეთქა რეკვით.- ადვილად გასცა პასუხი კაცმა და ისევ თავის მომღიმარ სახეს დაუბრუნდა.
-ამით შენი შვილის დაცვა გინდა არა?- ლილემ შეჰბედა კითხვა. - თუ მართლაც ყველაფერი ისე მოხდა როგორც იძახი, ჯგუფი მას ტყუილს და ჩემს დამალვას არ აპატიებს. რომც აპატიონ, ოცდაორი წლის ვარ. რვა წელი კიდევ თვითონ მოუწევს ლიდერად ყოფნა. ხმამაღლა არავინ ამბობს, მაგრამ ლიდერობასაც აქვს თავისი ვადები. ის კი თავისას უკვე წურავს. ჯგუფში აჯანყება მოხდება და მოითხოვენ კენჭის ყრით თავიანთი კანდიდატები გახადონ ლიდერი. კენჭის ყრა კი აქ ყველა მოწინააღმდეგის მოკლვას ნიშნავს.
-ხომ გითხარი? ძალიან ჭკვიანი ხარ.- კაცი აღფრთოვანებული არ ჩანდა ლილეს მიკვლევით და შვილიშვილს თვალი აარიდა.- მაფიოზებისთვის მთავარი ჯგუფის შენარჩუნებაა. რაც შენ თქვი ბოლოს ყველას სიკვდილის და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი „მთვარეული გველის“ დაშლას გამოიწვევს. ამდენი არ მიწვალია ტყუილად, ვიღაც ღლაპებს რომ მისი დანგრევის საშუალება მივცე.- გოგონას ზურგი აქცია და გასვლის წინ დაამატა.- ჯგუფის გადარჩენის გზაზე კი, ჩემი არჩევანით ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებ, რომ ჩემი ვილი საღსალამათი დარჩეს.
ლილემ ჩუმად ჩაიღიმა. რა უნდა ექნა როდესაც ყველა ადამიანში კარგს მაინც ხედავდა და აფასებდა მათ თავდადებას საყვარელი ადამიანის დაცვისთვის?

-

-აქ რას აკეთებთ?- დაიკივლა თიკომ სახლში რომ ზენონი და ანდრეა უხმოდ შემოეჭრნენ. -არავის დაუპატიჟებიხართ და ლილე სად არის? სახლში არ გამოჩენილა, ტელეფონსაც არ პასუხობს! მეგონა შენთან იყო.
-ლილე თავის ძველ ჯგუფში დააბრუნეს ძალით- ზენონმა მაფიოზები ძალით არ ახსენდა და დააკვირდა თიკოს რეაქციას. აინტერესებდა, იცოდა თუ არა რამე გოგონამ ლილეს წარსულის შესახებ. მანაც გაფართოებული თვალებით შემოხედვა არ დააყოვნა მისთვის.
-მამამისმა წაიყვანა?
-არ ვიცი. არაფერი არ ვიცი. მასთან ერთხელ მოვახერხე დარეკვა და საჭირო არაფერი უთქვამს. მხოლოდ შენი სახელი მიხსენა. -სწრაფად მიაყარა ბიჭმა სიტყვები და ცოტა იმედი მიეცა. - იქნებ შენ რამე იცი? გიხსენა სად შეიძლება წაეყვანათ?
თიკომ დაბნეულად მოათვალიერა სახლი, ვერ გაეგო ჯერ კიდევ რა ხდებოდა მის თავს და ყურადღების მოკრეფას სცდილობდა.
-არ ვიცი...- თმებში შეიცურა ხელი და ზენონს გახედა.- კონკრეტულად არ უთქვამს აქამდე სად ცხოვროდა. ის ვიცი მხოლოდ, რომ დასავლეთში აქვს მამამის სადღაც სახლი...
-სხვა? სხვა არაფერი იცი?- მივარდა ზენონი და შეანჯღრია.- რამე გეცოდინება, შენს სახელს ტყუილად არ იტყოდა. თიკო გთხოვ! მითხრა აქედან წამიყვანეო. განადგურებული ხმა ჰქონდა!
-მერე...-თიკოს ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან და ზენონი უხეშად მოშორა. - შენ სად იყავი? რატომ არ დაიცავი? სულ ტყუილად ხარ მაფიოზი? ვერ უთვალთვალე? ვერ გაიგე რომ მის წაყვანას აპირებდნენ? ყველაფერი შენი ბრალია!- ყვირილზე გადავიდა თიკო და ბიჭის დამნაშავე თვალებს ყურადღება არ მიაქცია. -შენ რომ არ გამოჩენილიყავი მის ცხოვრებაში, არ გაგეხსენებინა მისთვის მთელი ეს მაფიოზური სიდებილე, ახლა აქ იქნებოდა! ალბათ გაიგო მამამისმა ვიღაც მაფიოზი რომ დასდევდა თავის შვილს და წაიყვანა. აბა საიდან გაიხსენებდა ექვსი წლის უნახავ შვილს?
-მართალი ხარ რომ მას საჭირო ყურადღება არ მივაქციე და ეგ ჩემი ბრალია! მაგრამ მომეცი ნება უკან დავაბრუნო, პატარა ჩასაჭიდი ინფორმაცია მაინც, რომ გაუჩენელი გავაჩინო და ის ხელებში მოვიქციო.
-რისთვის? რისთვის გინდა მისი გადარჩენა?უარეს დღეში რომ ჩააგდო?
-ის ჩემია!- ზენონმა ბოლო ხმაზე დაუყვირა და გოგონა შეაკრთო.- ჩემია და მისი ადგილი სწორედ ჩემთან არის! მას ბედნიერების გარდა არაფერს მივცემ და ახლა აიყვანე ხელში თავი. დაფიქრდი რა შეიძლება დაგვეხმაროს!
ბიჭის ყვირილმა თიკო უარესად აატირა, ერთ ადგილას მდგომი ცრემბლებით იცლებოდა და კანკალებდა. ზენონს კი ნერვები აღარ ჰყოფნიდა მისი ქვითინის მოსასმენად, როცა ლილე ამ დროს იტანჯებოდა.
მარტო დემეტრემ გადაწყვიტა მასთან მისვლა. ხელის ნაზი მოკიდებით სკამზე მოათავსა თიკო, ცრემლები მოსწმინდა და მის დაწყნარებას შეეცადა.
-უბრალოდ ლილეზე იფიქრე,- დემეტრემ ხმადაბლა უთხრა, თავზე ხელი გადაუსვა და მოეფერა.- ის ახლა შენზე ამყარებს თავის იმედებს. ეცადე გაიხსენო რამე რაც შეიძლება გამოგვადგეს. მისი ფრაზა, ქცევა, იქნებ ნახატი ან ნაწერი. აუცილებელი არ არის ახლანდელი იყოს.
-მე...არ ვიცი- თიკომ ისევ აკანკალებული ხმით წარმოთქვა, მაგრამ თავში რაღაცა აზრმა გაუელვა და ფეხზე წამოხტა. - მგონი...მგონი სადღაც ლილეს ძველი ტელეფონი გვაქ შენახული.
მთელი ოთახების უჯრების გადმოყრა დაიწყო და მისი ფართხა-ფურთხით ძებნა.
-ტელეფონი რაში დაგვეხმარება?- ზენონმა უხეშად იკითხა და მისკენ არც გაუხედია.
-იდიოტო! ეს ტელეფონი მაშინ ჰქონდა, სანამ გამიცნობდა. მასში დედამისის ნომერი ეწერება. დედამისს შვილი კი არ აინტერესებს, მაგრამ ლილეს მამას ვერ იტანს. დაგვეხმარება.
მხოლოდ ახლა წამოხტა ფეხზე ზენონი, მასთან ერთად ძებნას შეუდგა და ათ წუთში მთელი სახლი თავდაყირა ჰქონდათ დაყენებული. ტელეფონის ძებნა არავის მოსვლია აზრად სამზარეულოში, მაგრამ დემეტრეს მაინც უცდია იქ ბედი და ონკანის დაბლა არსებულ ყუთში იპოვა, სადაც გამოუსადეგარი ტექნიკა ეყარა.
ზენონმა მაშინათვე ხელიდან გამოსტაცა, კარტა თავის ტელეფონში გადაიტანა და ქალს დაურეკა. მესამე ცდაზე აიღო შეწუხებული ხმით ლილეს დედამ და ლაქლაქი მოაყოლა.
-მეგონა არასდროს მოვესწრებოდი შენს ზარს. ჯერ მეგონა ნომერი შეგეშალა, მაგრამ უკვე მესამედ რომ დარეკე, მაგაშიც დავეჭვდი. რამ შეგაწუხა, რომ ახლა მეც მაწუხებ?
-ლილე არ ვარ.- ზენონმა კბილებიდან გამოსცრა, ქალის მიმართ არანაირი მორიდება არ გამოიჩინა, რადგან ლილესგან მასზე კარგი არაფერი სმენია.- მითხარით სად შეიძლებოდა თქვენს ყოფილს ლილე წაეყვანა და თავსაც არ მოგაბეზრებთ.
-ოჰ?-ყურმილში სიჩუმე ზედმეტად რომ გაიწელა, ზენონი ტელეფონის გათიშვაზე ეჭვობდა, მაგრამ ქალმა ბოლოს ხმა ამოიღო.- და შენ ვინ ხარ?
-რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვარ? ბოლოს როგორც მახსოვს, თქვენი შვილი არ გაინტერესებდათ. უბრალოდ კითხვაზე გამეცით პასუხი.
-მაგ მშიშარას შეყვარებული ხარ? როგორ მოახერხა?
-უბრალოდ...-ზენონს მოთმინება აღარ ყოფნიდა და თიკოც მზად იყო ტელეფონი ყვირილით გამოერთმია და ქალს დამუქრებოდა.
-რახან ასე განიცდი, მაშინ გაუმართლა სიყვარულში- ქალმა ამოიოხრა.- ვიცი სადაც წაიყვანდნენ, მაგრამ დამიჯერე იქ მისვლა ფუჭია. კარებთანვე მოგკლავენ. ლიდერის მარჯვენა ხელის ნომერი ჩაიწერე, ეგ კაცი ლილეზე ყოველთვის გიჟდებოდა, მის შველაში დაგეხმარება და არც დაფიქრდება ბატონის ღალატზე.

-

ლილე მაგიდაზე დადებულ გრძელ თმიან პარიკს უყურებდა და მზად იყო ეს ახალი მაგიდაც ემსხვერპლა. წუთების წინ მოსამსახურემ მოუტანა, თან აუწყა რომ არქივში მიდიოდა მთელი ოჯახი და ისიც უნდა წამოსულიყო დასახმარებლად. იცოდა იქ მონაცემების გადასამოწმებლად რომ მიდიოდნენ, მაგრამ მაინც არ უნდოდა ასე დაცემა. ასე დამონება ბაბუამისის ბრძანებისთვის და თავის შარში გახვევა. ხომ შეიძლებოდა ბოლოს ვერაფერი გაერკვიათ და ისიც დაესაჯათ გიორგისთან ერთად.
-მზად ხარ?-აკაკიმ კარებზე დაუკაკუნა.
-არა! ამას არ გავიკეთებ.- ლილემ დაიყვირა და შემოსულ აკაკის შეუბღვირა.
-სხვა გზა არ არის, ახალგაზრდა ქალბატონო. მოდით დაგეხმარებით.
თავისი მოხერხებული ხელებით, პარიკი მაგრად დაუმაგრა ლილეს და შორიდან გახედა.
-როგორც ბავშვობაში გიხდებოდათ, ახლაც გხატავთ ჩოლკები- გაიღიმა კაცმა და თვალი ჩაუკრა.
ლილე მისი იუმორით მოხიბლული არ ჩანდა, მაგრამ რას გააწყობდა. ოთახიდან კაცს გაჰყვა და გარეთ შეგროვილ „ოჯახის“ წევრებს შეხედა.
-რაც მალე წავალთ ამ მასკარადზე, მით უფრო მალე მოვალთ- მწარედ ჩაიბუტბუტა ლილემ და ფანჯრის მხარეზე დაჯდა.
-აი მესმის შემართება!- ტაში შემოჰკრა ბაბუამ და წინ მოთავსდა.
ლილეს მამა მიუჯდა გვერძე, კიდევ უკან კი დედა-შვილი მოთავსდნენ. ქალს ეტყობოდა თავისი ადგილი არ მოსწონდა, მაგრამ ქმრის შიშით ვერაფერს ამბობდა. კაცი კი ლილეს გრძელ პარიკს ალმაცერად უყურებდა. მხოლოდ წამით ასწია ხელი, თმებზე შეეხო და იმედგაცრუებით ჩაილაპარაკა „ სულ სხვა არისო“. ლილეს ნერვები აღარ ეყო მის სიტყვებზე ეფიქრა. ჩხუბის შემდეგ მისკენ გახედვაც არ უნდოდა და ბრაზობდა, კაცს არაფერი რომ არ ეტყობოდა შეწუხების.
-„მგლების“ ლიდერმა შეხვედრა ხვალ დანიშნა.- აკაკიმ მძღოლის სავარძლიდან წარმოთქვა და წითელზე გააჩერა.
-მგლე...- ლილემ წარბები აზიდა.- არ მითხრათ რომ იქ წასვლას აპირებთ.
-შენც იქ მოდიხარ- უკნიდან უპასუხა ქალმა ირონიით.
-იმედია იცით, რომ პირდაპირ თვითმკვლელობაზე აწერთ ხელს.
-რას გულისხმობ?- გიორგიმ ინტერესით ჰკითხა.
-მეღადავებით? „მგლების“ ლიდერის მოწყობილ შეხვედრაზე მიდიხართ, რომელმაც ძმა იმის გამო მოკლა, რომ კარტში მოუგო.
-არა მგონია იმდენ მაფიოზებში რამე გაბედოს- გიორგიმ წარმოთქვა უდარდელად და მის ასეთ პასუხზე ბაბუამ გაბრაზებული მზერა ესროლა.
-კი, გეგონოთ. - ლილემ ხელი ჩაიქნია თავის ძმაზე, ახლა ხვდებოდა რატომ სჭირდებოდა მას დახმარება.- იმდენ მაფიოზებში დამნაშავედ გამოგიყანთ და იქვე თქვენს თავს მოაკვლევინებს.
-აი, ჩემი შვილიშვილი!- წამოიძახა წინ მჯდომმა კაცმა და გაიღიმა. ლილეს მამასაც კი ეტყობოდა სახეზე პატარა სიამაყის ღიმილი, მაგრამ მალევე გადაფარა.
-ხოდა თუ ყოვლის მცოდნე ხარ, გადაგვარჩინე!- წამოიყვირა უკანა სავარძლიდან დედინაცვალმა.
-მოკვდით, მე რა.- ლილემ მხრები აიჩეჩა. - თქვენ თუ არ გადარდებთ თქვენი თავი, მე მითუმეტეს.
თვალები დახუჭა და მათ საუბარში აღარ ჩარეულა. უნდოდა ეს ყველაფერი მალე დამთვარებულიყო. ცუდი იქნებოდა დასასრული თუ კარგი არ დარდობდა, უბრალოდ უნდოდა ბოლოში ზენონის სახე დაენახა. დაეწყნარებინა და ეთქვა რომ კარგად იყო, თავი არ დაედანაშაულებინა, რადგან მისი პოვნა ვერ შეძლო. ლილე მაინც ბედნიერი იქნებოდა რომ ეცად და მასზე ფიქრობდა. მადლობას ეტყოდა თიკასთან დამშვიდობებისთვის, საბოლოოდ ეტყოდა თორნიკესთან სალაპარაკოდ და გულის გამოსართმევად მზად იყო.
ოცნებებში გართულმა ფანჯრიდან ვერ დაინახა, მათ ავტომობილს წინ რომ სხვა გადაუდგა და აკაკის დატორმუზება მოუწია. ინერციით ალბათ სახეს შუშას მიალეწავდა, მამამის ხელი რომ არ შემოეხვია და გულთან არ მიეკრა.
-რა ხდება?- დაიყვირა ბაბუამ და უკან მჯდომებს გადმოხედა, მათ კარგად ყოფნაში დასარწმუნებლად.
წინ მდგომმა ავტომობილმა უკან დაიხია ცარიელ გზაზე და დისტანცია დაიკავა მათ შორის. კარებიდან კი ნაცნობი სილუეტი გამოდვიდა არეული სახით. ლილეს მაშინვე სუნთქვა შეეკრა. მამის ხელებიდან თავი გაინთავისუფლა და ავტომობილიდან გადმოძვრა.
-ლილე!- ზენონმა დაიყვირა მის დანახვაზე და ხელები გაშალა მოლოდინში. ახლოს მისვლა იცოდა სახიფათო იყო და აკაკისთან შედგენილი გეგმის მიყოლა ამჯობინა.
-არც კი გაბედო წასვლა!-ბაბუამისმა დაიყვირა და თვითონაც გამოდვიდა გარეთ.- ხომ შევთანხმდით უკვე როგორც მოიქცეოდი. არ უღალატო შენს ჯგუფს.
ლილემ მას ისეთი თვალებით გახედა, კაცი მიხვდა რომ მისი სიტყვებით მოხიბლული არ იყო.
-ჯგუფისთვის ეს ჯობია, ჯგუფი ამას ფიქრობს, ჯგუფი ეს, ჯგუფი ის! ამოვიდა ყელში! მე მაფიოზი არც არასდროს ვყოფილვარ. არც ერთგული ვიყავი მისი და არც ახლა ვღალატობ.- ლილემ მამამის შეხედა და ხელი მისკენ გაიშვირა.- მე შენი ერთგული ვიყავი, რადგან მჯეროდა გიყვარდი. ახლა კი ვხვდები რომ თქვენზე მეტად, იმ ადამიანს ვუყვარვარ, რომელმაც თავისი ჯგუფი დაივიწყა და მე წინ დამაყენა.
ლილემ მათ ზურგი აქცია, მამამისის აღელვებულ ფრაზას „არ წახვიდე“ ყურადღება არ მიაქცია და ზენონისკენ გაიქცა. გაგიჟებული ბაბუის ბრძანებას, რომ გოგონა შეეჩერებინა, აკაკი არ უსმენდა და ცდილობდა ღიმილი დაემალა. ძლივს დაინახა ბედნიერი ლილეს სახე.
-ანგელოზო - ზენონმა კიდევ ერთხელ დაუძახა და მისკენ გამოქცეული გოგონა ხელებში აიტაცა. მაგრად ჩაიხუტა, მისი სურნელი იგრძნო, დარწმუნდა რომ არ ეძინა და სახე თბილად დაუკოცნა.
-მომენატრე.- ხმადაბლა უთხრა ბიჭმა და ლილეს გრძელი თმა რომ შეამჩნია, სიბრაზით აივსო. პარიკი მაშინათვე მოაშორა. პატარა თოჯინასავით ჩასვა გოგონა ავტომობილში და დემეტრეს წასვლა უბრძანა.
ავტომობილი რომ გზიდან გაუჩინარდა, მოხუცმა გაბრაზებით თქვა -ისეთი მაფიოზი მაინც ნახა, რომელსაც მოკლე თმების მიუხედავად ეყვარება.- და წასვლა ბრძანა.



-
მგონი უკეთესი თავი გამოვიდა წინაზე. ზომაშიც დიდია იმასთან შედარებით...
როგორ გრძნობთ აბა თავს? შემდეგ თავში უკვე დასასრულია, მზად ხართ „ზიის“ საბოლოოდ გასაგებად?^^



№1  offline წევრი ნორმი

ეხლა ვიცეკვებბბ smile ვერც კი წარომოიდგენ როგორ გამიხარდა შენი დანახვა..წინაზეც გითხარი,რომ ძალიან ძალიან მინდა მამასთან შერიგდეს...გეთნხმები დიდი იყო ,მაგრამ მაინც არ მეყო კიდევ მინოდოდა..რას ნიშნავს ბოლო თავი??მოვკვდები ეს მოთხრობა კიდევ რომ არ წავიკითხო..არ დაამთვრო რა?!
--------------------
მორფეოსი

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მეეეე მოვედიიიიიიი... როგორი კაევი იყო ყველა ახალი თავი და ეს თავიც ხო ვაფშე საოცრება იყო.... კიდე უფრო განვავრცობდი კომენტარს მაგრამ...... რასქვიააააა ამთავრებ... დასასრული შემდეგ თავში?! ხვალვე მოვკვდები... მე მიკეთებ ამას??? ღმერთოოოოოო ახლა გულის შეტევა დამემართება არ გადამრიო... აუუუუუ მე მინდოდა ლილეს და ზენონის ბედნიერი ცხოვრებაც გენახებინა... მეთქი ახლა იწყება დაძაბული სცენებითქო და შენ ახლა ამთავრებ??? უფფფ როგორ მეწყინა... და თუ ფიქრობ რომ ზედმეტად გაწელე ისტორია არაფერიც.... ამაზე უაზრო ისტორიები ყოფილა 30-40 თავიანი... უფ რა კაი რა მოვკვდები შემდეგ თავში მეეეე :'( :'( მე ახლა მოვედი და უკვე სრულდბა?! ახლა ვიტირეეეეეებბბბ.... ჩემი ზიიიი მინდააააა.... მინდა კიდე ცოტახანი მაინც გაგრძელდეს... ასე მალე ვერ დავემშვიდობები არ შემიძლია.. ჩემი ზენონიკო.. ყვეეელა პერსონაჟი მომწონს ვაააფშე დადებითიან უარყოფითიანად... იმედია შემდეგ თავში არავინ მოკვდება თორე მერე მართლა მოვკვდები მეც.... და ჩემი დემესი და თიკოს გიჟმაჟური შეხვედრა არც კი მოგიწყია ისე ამთავრებ ისტორიას უუუუფფფ.... ანდრუსიც და ზენონიც მინდა შერიგდნენ... აუ კაი რა ქეთი.... ჩემი აზრით ზედმეტად ადრე ამთავრებ და უფრო მეტის გავრცობა და წარმოჩენა შეგიძლია... არც კი მესმის შემდეგ თავში როგორ უნდა დამთავრდეს... არ ქნა რა ეს :( :( :(

 


№3 სტუმარი მარიამი ი. ი

ბოლო თავი რატოო? არადა ყველაზე მეტად ეს მოთხრობა მიყვარს ათასჯერ წავიკითხავ, მაგრამ არ დაამთავრჯო რა)) ????

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

ვაუ როგორც იქნა მეღირსა სტუმრემის წასვლა და წაკითხვა,რა მაგარი თავი იყო თან დიიდი,დ..გენაცვალე ზი სულში რა კარგად შეუსრულა, მგინი ბაბუსადმიც გამიჩნდა სიმპათიები,აკაკი რა სიცოცხლეა? არა დემეტრე რომ არ ყავდეს ზის რქ ეშველებოდა, მოკლედ, დიდ ეიფორიაში ვაააარ რას მიკეთებ პირველად ცხოვრებაშ ვნატრობდი მალე წასულიყვნენ სტუმრებითან ისეთ დროს მოვიდნენ კითხვა რომ დავიწყე,სინდისმა შემაწუხაა,დდდ

ის კი აღარ მესიამოვნა რომ ერთი თავი დარჩქ დმთავრებამდე????

 


№5  offline წევრი იზუკა

ვაიი მეე .რა დაძაბული თავი იყოო და რა ამაღელვებელიი..ვგიჟდები,ვგიჟდები და კიდევ ვგიჟდები ამ ზენონზე რაა ..
ლილეც რა გაქექილია ამ მაფიოზურ საკითხებში ☺ქალიშვილი თიკო და დემეტრე მაკლია ძაან ❤ ბაბუას სიტყვებმა პატივისცემა გამიჩინა მის მიმართ ????

 


№6  offline წევრი KATIE ♥12

Farvana
ეხლა ვიცეკვებბბ smile ვერც კი წარომოიდგენ როგორ გამიხარდა შენი დანახვა..წინაზეც გითხარი,რომ ძალიან ძალიან მინდა მამასთან შერიგდეს...გეთნხმები დიდი იყო ,მაგრამ მაინც არ მეყო კიდევ მინოდოდა..რას ნიშნავს ბოლო თავი??მოვკვდები ეს მოთხრობა კიდევ რომ არ წავიკითხო..არ დაამთვრო რა?!

ანი ანი
მეეეე მოვედიიიიიიი... როგორი კაევი იყო ყველა ახალი თავი და ეს თავიც ხო ვაფშე საოცრება იყო.... კიდე უფრო განვავრცობდი კომენტარს მაგრამ...... რასქვიააააა ამთავრებ... დასასრული შემდეგ თავში?! ხვალვე მოვკვდები... მე მიკეთებ ამას??? ღმერთოოოოოო ახლა გულის შეტევა დამემართება არ გადამრიო... აუუუუუ მე მინდოდა ლილეს და ზენონის ბედნიერი ცხოვრებაც გენახებინა... მეთქი ახლა იწყება დაძაბული სცენებითქო და შენ ახლა ამთავრებ??? უფფფ როგორ მეწყინა... და თუ ფიქრობ რომ ზედმეტად გაწელე ისტორია არაფერიც.... ამაზე უაზრო ისტორიები ყოფილა 30-40 თავიანი... უფ რა კაი რა მოვკვდები შემდეგ თავში მეეეე :'( :'( მე ახლა მოვედი და უკვე სრულდბა?! ახლა ვიტირეეეეეებბბბ.... ჩემი ზიიიი მინდააააა.... მინდა კიდე ცოტახანი მაინც გაგრძელდეს... ასე მალე ვერ დავემშვიდობები არ შემიძლია.. ჩემი ზენონიკო.. ყვეეელა პერსონაჟი მომწონს ვაააფშე დადებითიან უარყოფითიანად... იმედია შემდეგ თავში არავინ მოკვდება თორე მერე მართლა მოვკვდები მეც.... და ჩემი დემესი და თიკოს გიჟმაჟური შეხვედრა არც კი მოგიწყია ისე ამთავრებ ისტორიას უუუუფფფ.... ანდრუსიც და ზენონიც მინდა შერიგდნენ... აუ კაი რა ქეთი.... ჩემი აზრით ზედმეტად ადრე ამთავრებ და უფრო მეტის გავრცობა და წარმოჩენა შეგიძლია... არც კი მესმის შემდეგ თავში როგორ უნდა დამთავრდეს... არ ქნა რა ეს :( :( :(

მარიამი ი. ი
ბოლო თავი რატოო? არადა ყველაზე მეტად ეს მოთხრობა მიყვარს ათასჯერ წავიკითხავ, მაგრამ არ დაამთავრჯო რა)) ????

სტუმარი ნათია
ვაუ როგორც იქნა მეღირსა სტუმრემის წასვლა და წაკითხვა,რა მაგარი თავი იყო თან დიიდი,დ..გენაცვალე ზი სულში რა კარგად შეუსრულა, მგინი ბაბუსადმიც გამიჩნდა სიმპათიები,აკაკი რა სიცოცხლეა? არა დემეტრე რომ არ ყავდეს ზის რქ ეშველებოდა, მოკლედ, დიდ ეიფორიაში ვაააარ რას მიკეთებ პირველად ცხოვრებაშ ვნატრობდი მალე წასულიყვნენ სტუმრებითან ისეთ დროს მოვიდნენ კითხვა რომ დავიწყე,სინდისმა შემაწუხაა,დდდ

ის კი აღარ მესიამოვნა რომ ერთი თავი დარჩქ დმთავრებამდე????

იზუკა
ვაიი მეე .რა დაძაბული თავი იყოო და რა ამაღელვებელიი..ვგიჟდები,ვგიჟდები და კიდევ ვგიჟდები ამ ზენონზე რაა ..
ლილეც რა გაქექილია ამ მაფიოზურ საკითხებში ☺ქალიშვილი თიკო და დემეტრე მაკლია ძაან ❤ ბაბუას სიტყვებმა პატივისცემა გამიჩინა მის მიმართ ????

საყვარლებო, პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ წაკითხვისთვის და ასეთი თბილი კომენტარებისთვის^^ მიხარია რომ ისტორიის დასრულება ჯერ არ გინდათ და მოგენატრებათ მაგრამ... მაგრამ :დდ ეს ისტორია რომ დავიწყე ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, ვინ გამოჩენილიყო პერსონაჟად რა სიახლე შემოეტანათ. ყველაფერი ამ 16 თავში უკვე წარმოჩინდა, დაძაბულობა საკმაოდ იყო პირველი თავიდანვე მოყოლებული, რაღაც საიდუმლოებები,ინტრიგა. ყველაფერი გამოვიარეთ <3 მაპატიეთ, მაგრამ ძალიან გაწელილად მეჩვენება მათი პაემნების, ქორწილის და მერე ბავშვებზე რამის წერა. მათი სითბო და სიყვარული გასულ თავებში მგონია რომ გამოჩნდა და არ მინდა ბანალური გავხადო.
ბოლო თავი რისი ბოლო თავი იქნება თუ ყველა გახსნილი თემა ამ ისტორიის მანძილზე არ დაიხუროს? ყველაფერი იქნება რაც კი განზრახული მქონდა, აჩქარებული დასასრული არ იქნება და არც მგონია იყოს იმიტომ, რომ დასამალი და საინტრიგო აღარაფერი დარჩა^^
იმედია გაიგეთ ჩემი პოზიცია, დიდი ბოდიშით თუ ვინმეს იმედები გაგიცრუეთ <3
--------------------
-K

 


№7 სტუმარი EmilyAnna

იმედი მაქვს ყველაფრის შემდეგ ბოლოში ზენონი და ლილე ერთად იქნებიან და არც ერთს არაფერს ავნებ heart_eyes

 


№8  offline წევრი ნორმი

როდის დადებ?
--------------------
მორფეოსი

 


№9  offline წევრი KATIE ♥12

Farvana
როდის დადებ?

ხვალ^^
--------------------
-K

 


№10 სტუმარი სტუმარი ანი

აუ ქეთი რომ დაასრულებ მერე სრულად დადე რა ეს ისტორია.....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent