შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დემონის პატარა ანგელოზი [7]


19-07-2018, 14:51
ავტორი KATIE ♥12
ნანახია 3 558

ზენონს არ გაუკვირდა მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა და ანგელოზის მომღიმარი სახე გაჩნდა ეკრანზე. ლილეს გამწარება მოსალოდნელი იყო, ამიტომ ზარზე პასუხს არ ჩქარობდა. მის წინ დადებულ ფურცლებს ატრიალებდა და მობეზრებული კითხულობდა. ბოლოს გოგონას წვალება შეწყვიტა და უპასუხა.
-ანგელოზო, ვხედავ მოუთმენლად ელი ჩემი ხმის გაგონებას- ზენონმა ჩაიცინა ყურმილში- ვიცი, რომ მოგენატრე.
- უბრალოდ მოკეტე!- ლილეს მუქარით სავსე ხმა ისმოდა- რა იგულისხმე შენს წერილში?
-რაც მოგწერე ყველა სიტყვა ვიგულისხმე. შენს პატარა ბიჭს მალე მოვინახულებ- ზენონმა თითები დაატკაცუნა და სავარძელზე გადაწვა.
-არა! შენ ხომ დამპირდი, რომ არაფერს დაუშავებდი.
-ანგელოზო, მსგავსი არაფერი მითქვამს შენთვის, მაგრამ გარწმუნებ, არ მოვკლავ.
-...- სიჩუმემ ზენონი მიახვედრა, რომ გოგონა სიკვდილის ხსენებამ დააშინა და ხმა დააკარგვინა.
-ზენონ- წუთის მერე გაისმა ლილეს ხმა - არ გინდა...
-ლილე, რამდენადაც მაინტერესებს შენი აზრი და ყველა შენი სურვილის ასრულება მინდა, ამ შემთვევაში იმას გავაკეთებ რაც სწორად მიმაჩნია.
ზენონი ფეხზე წამოდგა, პიჯაკი შემოიცვა და დემეტრეს წასვლის დრო ანიშნა. მათი ზარი ჯერ კიდევ გრძელდებოდა, თუმცა არც ერთი არ იძახდა არაფერს. ვერც თიშავდნენ, რადგან ეს ერთის დამარცხებას აუწყებდა მეორეს. ლიფტში შესვლისას ზენონმა თავის ანარეკლს მოჰკრა თვალი სარკეში და უნებლიედ მეორე ხელი გულზე მიიდო, სადაც ლილემ ადრე სანტავიკი მიაკრო.
-ანგელოზო,არაფერს დავუშავებ...- წარმოთქვა ზენონმა, გოგონას თითების სითბოს მოგონებისას.
-თავი დაანებე... უბრალოდ დაივიწყე- ლილე მაინც არ ნებდებოდა.
-არ შემიძლია- ხმა გაუმკაცრდა ბიჭს- ვინმემ ხო უნდა გააგებინოს, რომ თავისუფალი აღარ ხარ.
-ზენონ, რაზე მელაპარაკები?- გოგონას უკვე მოთმინება აღარ ეყო - თავისუფალი აღარ ვარ? ეს რას ნიშნავს საერთოდ? შენ არ იყავი სიყვარული სასაცილოდ, რომ აიგდე და მითხარი მაგ გრძნობაზე დროს არ დაკარგავდი? მაშინ ჩემგან რაღა გინდა?!
-უბრალოდ მინდა ჩემი ანგელოზი იყო. სხვა არაფერი - ზენონმა უპასუხა, თითქოს ორჯერ ორს ამბობდა და ამაში განსაკუთრებულს არაფერს ხედავდა.
-იდიოტი ხარ...ეგოისტი იდიოტი - ლილემ გამოსძახა ყურმილიდან- რამდენიც გინდა იმდენი ინფორმაცია მოიძე მასზე, მაგრამ თუ მიუახლოვდები ან მითუმეტეს გამოელაპარაკები, იმედი გქონდეს, რომ ჩემს სახეს ვეღარასდროს დაინახავ.
-პატარა ანგელოზო- ზენონმა სიცილით მიუგო - შენ გგონია სადმე დამემალები?
-ოცდაორი წელი გემალე და გგონია ახლა ვერ შევძლებ ამას? სადამდე გაგიშვებს შენი ჯგუფი ერთი გოგოს კუდში სადევნელად?- დამცინავად უპასუხა ლილემ და გუშინდელი უსუსური გოგოს მოგონებები სულ დაავიწყა ზენონს.
-მემუქრები ლილე?- ბიჭის ხმა გამკაცრდა, რადგან ლილემ მისი ჯგუფი ახსენა და ამან მათ შორის დისტანცია აუტანელი გახადა ბიჭისთვის.
-არ ვიცი ზენონ, ეგ შენი გადასაწვეტია ამას როგორ მიიღებ- დაასრულა გოგონამ და ყურმილი დაუკიდა.
მაფიოზი გაოცებული იდგა ქუჩაში და ვერ იჯერებდა რომ პატარა ანგელოზმა, იგი თავის ადგილას მოსვა. დაემუქრა, პირობაც წაუყენა და ყურმილიც დაუკიდა. დემონს ამით ხასიათი გაფუჭების მაგივრად აუმაღლდა, სახე ღიმილით დაეფარა და ცას ახედა. მისი ანგელოზი მართლაც შესაბამისი იყო მისნაირი დემონის მორჯულებისთვის. დამჯერი პატარა გოგონა, რომ ყოფილიყო ლილე, ზენონი მას ალბათ მაშინათვე თავიდან მოიცილებდა. გოგონას მებრძოლი ხასიათი მასში მოლოდინს აღძრავდა, ინტერესს შემდეგი საათის, დღის, თვის... ნეტავ ახლა რას იტყვის ანგელოზი? ახლა რას გააკეთებს? რას მიპასუხებს ამაზე? როგორ მოიქცევა თუ ახლოს მივალ? გახდება დღეს ჩემი თუ არა? ამ კითხვებით ივსებოდა ზენონის გონება ყოველ წამს და თავს სრულყოფილად, ბედნიერად გრძნობდა.
-რას გეგმავთ ამჟამად ბატონო?- დემეტრემ ჰკითხა და ავტომობილის კარები გამოუღო.
-ლადოსთან წავიდეთ შეხვედრაზე-ზენონმა უპასუხა და ფიქრიდან გამოერკვა.
-ბატონ თორნიკეს მონახულებას აღარ აპირებთ?- დემეტრე ჩაეკითხა.
-ნეტავ როდის გახდა ის ახ.არი შენი ბატონი?- ზენონი გამოენთო მამაკაცის სახელის ხსენებაზე- თიკო სწორს აკეტებდა, ქალბატონზე რომ გლანძღავდა. ყველას ნუ უწოდებ ამ მაღალ ფარდოვან სიტყვებს. იმედებს მიცრუებ დემეტრე.
-მაპატიეთ...- დემეტრე მისკენ არ შეტრიალებულა და არც გული აჩქარებია „იმედების გაცრუების“ გაგონებისას. უკვე მიჩვეული იყო ზენონისგან ასეთ ფრაზებს, მიუხედავად იმისა კარგად გააკეთებდა საქმეს თუ არა...
-რამე საინტერესო გაიგე მაინც მასზე?- ზენონმა სიჩუმე დაარღვია.
-ოცდარვა წლის არის ჩვეულებრივი ოჯახით. მშობლები კლასელები იყვნენ და დაქორწინდნენ, მის გარდა ჰყავთ ორი უფროსი ქალიშვილი. ორივე გათხოვილი. მხოლოდ თორნიკე დარჩა მარტოხელა, თუმცა ყავს შეყვარებული, რომელთანაც მგონი ორი წელია არის. დაქორწინებას არ აპირებს, რადგან მის უამრავ სტატიაში წერია, რომ ქორწინების არ სჯერა...
-სტატიაში?
-დიახ, მწერალია. წიგნიც აქვს გამოშვებული, მაგრამ დიდი პოპულარულობით არ სარგებლობს. სტატიები კი საკმაოდ ცნობილია სტუდენტებისთვის. თვითონ ქართული ენის ლექტორია უნივერსიტეტში...
-იმავეში სადაც ლილე დადიოდა.- ზენონმა ჩაურთო.
-დიახ. ის ლილეს ლექტორი იყო...- დემეტრემ ტუჩზე იკბინა და გაჩუმება ამჯობინა ზენონის გაცოფებას.
-მერე? რა გაიგე მათი ურთიერთობის შესახებ?- ზენონი უემოციო მზერით უყურებდა წინ მჯდომს, თითქოს სრულიად არ აინტერესებდა რამდენად სერიოზულად ჰქონდათ ლილეს და თორნიკეს ურთიერთობა.
-დიდი არაფერი, ბატონო...- დემეტრე სიტყვას წელავდა და ლოცულობდა საცობი მალე დამთვარებულიყო და დანიშნულების ადგილას მისულიყვნენ.
-ტყუილი...- ზენონმა გამოსცრა - ყველაზე ძალიან ამას ვერ ვიტან და ტყუილს მიბედავ?
-მე...არ მინდა იმაზე აგანერვიულოთ რაც დარწმუნებით არ ვიცი, მოხდა თუ არა...
ზენონი უეცრად მის კისერს დასწვდა და თითები ყელზე მოუჭირა. ისე არა რომ მოეკლა, უბრალოდ თავისი ძალის საჩვენებლად და შესახსენებლად, ვინ იყო იქ მთვარი.
-არ მჭირდება შენი გაფრთხილება- ზენონმა მუქარის ტონით დაიწყო - შენთვის ეგ არავის უთხოვია, ამიტომ იყავი კარგი მაფიის ძაღლი და მოყევი ის, რაც დაგავალეს.
-დიახ, ბატონო- აკანკალებული ხმით უპასუხა დემეტრემ და ზენონმა ხელი რომ გაუშვა, ავტომობილის ტარება გააგრძელა.
-მათი ურთიერთობა პირველი კურსიდან დაიწყო - დემეტრე მოყოლას შეუდგა და ზენონის უარესი გამწარებისთვის მოემზადა - ამბობენ, რომ ლილე მას დასდევდა და თავს არ ანებებდა. სულ ერთად იყვნენ, ლექციების გარდა ერთად ატარებდნენ დროს კაფეში, პაემნებზე დადიოდნენ, ასევე ერთად ცხოვრობდნენ...- დემეტრემ თავის ბატონს გახედა საქარე მინაში და მისი დაძაბული სახე მაშინათვე შეამჩნია.
-ერთად ცხოვრობდნენ?- გაიმეორა ზენონმა.
-დიახ...
-საიდან იცი?- ზენონმა თვალები მიანათა.
-ხომ ვახსენე, რომ თორნიკე მწერალი იყო... მას თავისი ბლოგი აქვს შექმნილი, რა თქმა უნდა სხვა სახელით და თავის ასე ვთქვათ, ავტობიოგრაფიულ „ჩანახატებს“ წერს? არც კი ვიცი ამას რა ვუწოდო...- დემეტრემ ახსნა სცადა- იქ აღწერს, როგორ გაიცნო სტუდენტი გოგონა, რომელიც მასზე სიგიჟემდე იყო შეყვარებული, გასაქანს არ აძლევდა. აღწერს რა უყვარს ლილეს, რას ჭამს, რას სვამს, როგორ იცვამს...
-, საჯაროდ წერდა, როგორ ჰქონდა ურთიერთობა მასზე უმცროს გოგოსთან?- ზენონმა იღრიალა და წითელზე, დემეტერს თავისი ტელეფონი მიაჩეჩა- ჩამირთე, მისი „აღიარება“ სადაც წერია!
-ბატონო ზენონ, არამგონია უმეტესობა სიმართლე იყოს... იმ გოგოს სახეს რასაც აღწერს ლილეს არ ჰგავს და...- დემეტრე მის დაშოშმინებას სცდილობდა, რადგან გრძნობდა ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა.
-ჩა-მირ-თე- ზენონმა გამოსცრა კბილებიდან და დაელოდა დემეტრე, როგორ ჩაურთავდა აკანკალებული ხელით საიტს.
ზენონმა ღრმად შეისუნთქა და ტელეფონს დახედა. უმეტესობა ახალი სტატია იდო და არ გადაიკითხა, ძველებზე რომ მივიდა მთელი ყურადღება მათ მიაქცია. ყოველ წიანდადებას ორჯერ კითხულობდა.
„გქონიათ ისეთი შეგრძნება, თითქოს ვინმე გითვალთვალებდათ? უკვე ორი დღეა თავს ასე ვგრძნობ და არ ვიცი რა გავაკეთო. როდესაც ჩემს გარემოს ვათვალიერებ, ყოველთვის თვალებში მხვდება დაბალი გოგონა მოკლე ქერა თმებით, მოციმციმე ყავისფერი თვალებით. სულ მიღიმის და ხელს მიქნევს...როგორ გგონიათ ის არის ჩემი საიდუმლო სტალკერი?...“
-ლილეს ქერა თმა არ აქვს- ზენონმა წარმოთქვა და დემეტრეს ახედა.
-ჰქონდა...- დემეტრემ ჩუმად წარმოთქვა- შეღებილი ჰქონდა ქერად თმები. მეც დავეჭვდი და სურათები მოვძებნე.
-ჯანდაბა- ზენონმა ჩაილაპარაკა და კითხვა გააგრძელა. პირველი სამი სტატია არაფერი იყო ისეთი, შემდეგები კი აუტანელი ხდებოდა. თორნიკე ღიად აღწერდა ლილეს გრძნობებს, სიტყვებს, უმეტესობას დასცინოდა, მას როგორც ფანს ისე აღიქვავდა და აკრიტიკებდა კიდეც. თითქოს ხუმრობით ნათქვამ, სარკასტულ სიტყვებში ცდილობდა დაემალა თავისი სიმპათია გოგონას მიმართ. არადა ზენონი დარწმუნებული იყო, თორნიკესაც რომ გააჩნდა გოგონას მიმართ რაღაც ავადმყოფური გრძნობები, რადგან სულ ლილეზე საუბრობდა, არა მის გარეგნობაზე ან ისეთ რაღაცაზე რასაც ყველა შეამჩნევდა, არამედ იმაზე საუბროდა და აღწერდა რაც ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველი უნდა ყოფილიყო.
„ქერამ დღეს ტორტი გამომიცხო. მითხრა, სურდა ლექციაზე მოსულიყო ბუშტებით და მაისურით რომელზეც ეწერებოდა, მე რომ მეკუთვნოდა. მგონი კაიფობს ყველა, რომ პირღია გვიყურებს უნივერსიტეტში. უხარია კიდევაც რომ ხალხმა იცის ვისთან ატარებს ღამეს, ვის ეხუტება და კოცნის...“
-ტყუილია...-ზენონი იმეორებდა გაუჩერებლივ და ვერ წარმოედგინა ასეთი ლილე. ანგელოზი, რომელიც პატარა შეხებისას უკვე კრთოდა და მუშტებს ისროდა. სულ დაფარული ტანსაცმლით დადიოდა და ზედმეტს არასდროს კადრულობდა.
-ბატონო, მეც ასე ვფიქრობ, ამიტომ არა მგონია ყველაფერი გულთან მისატანი იყოს. მწერალია, ყველა ფაქტს ალბათ თავის ფანტაზიას უმატებდა და ამძაფრებდა კომენტარების მისაღებად.- დემეტრე ესაუბრებოდა იმ იმედით რომ ზენონი კითხვას შეწყვეტდა. ბატონი კი მას არ უსმენდა.
კომენტარები მართლაც მრავალფეროვანი იყო. ყველა ლილეს ლანძღავდა, ლოლიტას ეძახდა და ბიჭს სთხოვდა მასთან თამაში გაეგრძელებინა. მიეხვედრებინა გოგონა, რომ უფროს კაცებს თავბრუ არ უნდა დაუხვიოს.
-უფროს კაცებს- მწარედ ჩაიცინა ზენონმა. თავის სფეროში ბევრი საზიზღრობა ენახა, ალბათ ამიტომ არ თვლიდა, რომ ექვსი წელი განსხვავება ასაკში დიდ ტრაგედიას წარმოადგენდა. სინამდვილეში კი მართლაც არ წარმოადგენდა, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში ეს უპატიებელი ცოდვა აღმოჩნდა.
ზენონს შემდეგების წაკითხვა უნდოდა, მაგრამ ტელეფონი არადა არ შედიოდა. გაღიზიანებულმა დემეტრეს მიუგდო მობილური.
-რა სჭირს? რატომ არ რთავს?
-ბატონო...ასაკობრივი შეზღუდვა აქვს...- დემეტრემ ხმადაბლა წარმოთქვა და ტელეფონს ხელი მაგრად მოუჭირა.
ზენონი უეცრად ვერ მიხვდა დემეტრემ რა იგულისხმა. რეაგირება ვერ მოასწრო და ტელეფონის უკან დაბრუნებაც არ ისურვა. წამით გულისრევის სურვილი მოაწვა, ფანჯარა დაბლა ჩამოსწია და თავი სუფთა ჰაერს მიუშვირა. ხელები მოზღვავებული ბრაზისგან მოემუშტა, თავის შარვალს ჩაებღაუჭა და გონზე მოსვლა სცადა. ახლა ყველაფრის გაბუქება კარგი იდეა არ იქნებოდა.
-წაკითხული გაქვს?- ზენონმა უეცრად იკითხა.
-დიახ...მაპატიეთ ეგ არ უნდა გამეკეთებინა.- დემეტრე მაშინათვე დაფრთხა. ჯერ ის იყო საშინებელება, რომ ლილეზე მსგავსი რამე დაწერეს, შემდეგ კი იმის გააზრება რომ სხვა მამაკაცები კითხულობდნენ ამას.
-ლილეზეა?- ზენონი ხმადაბლა აგრძელებდა კითხვების დასმას და ღრმად სუნთქვას ცდილობდა.
-დარწმუნებული არ ვარ...სახელი არასდროს უხსენებია თუმცა... ქერას ხშირად ახსენებს ამ თავებშიც...
-ისინი...ერთად...- ზენონი სიტყვებს ძლივს ამბობდა- ამ ყველაფერს... აღწერს?
-დიახ...არ მინდა უარესად გაგაბრაზოთ, მაგრამ ძალიან ცუდად აღწერს.
-ეგ საიტი გააქრე- ზენონმა ბრძანება გასცა - დარწმუნდი რომ მსგავსი საზიზღრობა არსად აღარ დევს და ლილესთან მისაყვანი არანაირი კვალია.
-დიახ, დაუყოვნებლივ ვიზამ ამას, ჯერ დანიშნულების ადგილთან მიგიყვანთ.- დემეტრე დაჰპირდა.
ზენონი კი ადგილს ვეღარ პოულობდა. მზად იყო მიცემული პიროდა დაერღვია, ახლავე მივარდნილიყო იმ არარაობას და ნელი, წამებით მოეკლა. პირობა ჯანდაბას, მაფიოზი თავს საშინლად გრძნობდა, უნდოდა რამე გაეტეხა, ავარიაში მოხვედრილიყო, ტკივილი ეგრძნო, ოღონდაც შეეწყვიტა იმ სიტყვების წარმოდგენა რითაც ლილეს იმ თავებში აღწერდა. როდესაც მოთმინების ფიალა ამოევსო, ტელეფონი გამოართვა დემეტრეს და ანგელოზს დაურეკა. ეგონა შედარებით წყნარად იყო კითხვების დასასმელად, ყველაფრის გასაგებად. ლილეს გონზე მოსაყვანად. ეგონა.
-რა იყო, მირეკავ რომ პატიება მთხოვო?- ანგელოზის მომღიმარე ხმა გაიგო და მის გონებაში წამით, იმ ნაწერებში წარმოდგენილი ლილეს სახე გაქრა. - მიდი გისმენ, მზად ვარ მეხვეწო.
-ლილე...- ზენონმა ბოხი ხმით წარმოთქვა მისი სახელი და გოგონას დამცინავი ხმა მაშინათვე გააჩუმა.
-ზენონ, რა მოხდა?- გოგონამ იკითხა უკვე სერიოზული ხმით და ბიჭმა გაიგო მეორე მხრიდან კარების დაკეტვის ხმა.
-სად ხარ?- ზენონმა კითხვაზე არ უპასუხა.- ვინმეა შენთან?
-სამუშაოზე ვარ- ლილემ მიუგო - დასვენებაზე გავედი, ასე რომ თუ რამე სათქმელი გაქვს, ჯობია დაიწყო.
ზენონმა ღრმად შეისუნთქა ჰაერი - იცოდი რომ ის ახვარი „მწერალია“ და თავის პედოფილურ აზრებს აფრქვევს მთელ ინტერნეტში?
-რა?- ლილემ გაიკვირვა ყურმილის მეორე მხრიდან - რაზე ლაპარაკობ ?
-იცოდი, რომ შენზე რაღაც .ლეობებს წერდა ინტერნეტში? ყველას აგებინებდა, როგორ გ.იმავდა? როგორ გეხებოდა?- ზენონმა უკვე ღრიალი დაიწყო და დემეტრე კანკალმა აიტანა- არ მითხრა, რომ იცოდი და მოგწონდა... ლილე ჯანდაბა... არ მითხრა რომ შენში შევცდი...
-...- ყურმილში სიჩუმე და გოგონას დამძიმებული სუნთქვა ისმოდა. ეს სიჩუმე კი ზენონს აგიჟებდა, ამწარებდა, გულს უღრღნიდა, რომ თავისი მოსაზრება მართალი იყო.
-ლილე, ხმა გამეცი...- ზენონი უკვე ეხვეწებოდა.
-ანგელოზს უკვე აღარ მიწოდებ?- ლილეს უეცარი სარკასტული ხმა გაიგო - რა მიხვდი რომ მარტო ხელჩაკიდულები არ დავდიოდით ერთად მე და თორნიკე და უკვე ბო.ი გავხდი შენთვის? არ გამაგიჟო ზენონ, ნუთუ შენთან შედარებით უფრო საზიზღარი და „ჭუჭყიანი“ ვარ.
-ლილე...- უკვე არ იცოდა ზენონმა, რატომ იმეორებდა მის სახეს.
-ხო ვიცოდი, მეც გვერძე ვეწექი შიშველი და ვკარნახობდი რა დაეწერა! ბედნიერი ხარ? გაიგე რაც გინდოდა? ხოდა ახლა შეგიძლია სამუდამოდ თავი დამანებო, სხვა უფრო წმინდა ნახო შენი ანგელოზის როლისთის- უყვიროდა ყურმილში ლილე და წამით ზენონს გონება გაეხსნა.
-მაშინ მომიყევი- ბიჭმა უეცრად უთხრა - მომიყევი როგორ გეხებოდა, რას აკეთებდით ერთად, ხმამაღლა გაკვნესებდა თუ არა, შენთან ნაზი იყო ლილე? როგორი იყო?
-...- ყურმილში კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა და ზენონმაც პატარაზე ჩაიღიმა.
-ანგლოზო, ჩემი გაცურება გინდოდა?- შედარებით წყნარი ხმით დაიწყო -გინდოდა შენი თავი შემეძულა და მოგშორებოდი? რა ვქნათ რომ თამაში კარგად არ შეგიძლი, პატარა უზრდელურ სიტყვაზეც უკვე კანკალს და აწითლებას იწყებ? ენა მაშინათვე გივარდება და პასუხს ვეღარ მცემ.
-ზენონ...რა გინდა?- გოგონამ ძველებური ძლიერი ტონი დაკარგა - რაზე მელაპარაკები არ ვიცი...რას მაბრალებ ან ის რა შუაშია...
-ჩემო ანგელოზო, მოდი თავიდან დავიწყოთ ყველაფერი - ზენონმა ამოიხვნეშა- ეგ ვირთხა, რომ რაღაც სირ.ოებს წერს, ხომ იცი?
-ზენონ, მორჩი ბილწ სიტყვაობას ჩემთან როდესაც იცი, რომ არ მსიამოვნებს- გოგონამ შეუბღვირა, ისე თითქოს ზენონი ტელეფონიდან დაინახავდა- კი ვიცი, რომ სტატიებს წერდა ინტერნეტში.
-როგორ სტატიებს?
-გააჩნია რა თემას გავდიოდით უნივერსიტეტში- ლილემ აუხსნა გაკვირვებით.
-იცოდი სხვა სახელით თავის ავტობიოგრაფიულ ყ_ რაღაცეებს წერდა - ზენონმა სიტყვები უკეთ შეარჩია.
-ხო...ვიცოდი- ლილემ ხმას დაუწია.
-შენზე რომ წერდა იცოდი?- ზენონის ხმა ისევ გამკაცრდა.- წაკითხული გაქვს?
-პირველი ორი სტატია, მაგრამ სერიოზული არაფერია. უბრალოდ ჩემი სახე გამოიყენა პერსონაჟების შესაქმნელად. უმრავლესობა ასე აკეთებს, რაც მანდ წერია მხოლოდ ორმოცდაათი პროცენტი თუ იქნება სიმართლე.
-ლილე, ის საზიზღრად აგღწერს...-ზენონი ვერ ხვდებდა ლილეს სიმშვიდეს, სადაც იყო ხმამაღლა წაუკითხავდა გოგონას ტექსტებს.
-ხო,მაგრამ თვითონაც თავისი „როლი“ სხვანაირი გამოიყვანა. ეგეთი სრულიად არ არის. თან ისეთი არაფერია. სერიოზულად, რატო გაბრაზდი? მხოლოდ აღწერს ჩვენს პირველ შეხვედრას.
-ბატონო ზენონ, ლილემ ახსენა რომ მხოლოდ დასაწყისის ორი თავი ჰქონდა წაკითხული- დემეტრემ სცადა აეხსნა გოგონას სიტყვები და ზენონიც მაშინათვე მიხვდა გოგონას სიწყნარის მიზეზს.
-შემდეგი თავები რატომ არ წაიკითხე?
-არ უყვარს როდესაც მის ნაცნობებ კითხულობენ თავის ნაწერებს. ამბობს, რომ ვერ გავიგებთ მაინც. მეც დიდად ინტერესი არ გამომიჩენია.- ლილე უეცრად შეჩერდა - ზენონ, ჩემზე რამე ცუდს ამბობს? იქნებ რამე არასწორად გაიგე? ვიცი, რომ ვუყვარდი ამიტომ არამგონია რამე ეკადრებინა. შეიძლება რამე გააბუქა მაგრამ...
-ანგელოზო, მეშინია გული გატკინო- ზენონმა დაიჩურჩულა.
-ქანდაკებავ, რა ხდება... ჩვენი საუბრის დასაწყისთან რამე კავშირი აქვს?- ლილე თავს არ ანებებდა.
-დაივიწყე. უკვე სიმართლეც რომ აღმოჩნდეს ეგ ყველაფერი, აღარ მაინტერესებს. - ზენონმა წარმოთქვა- დავრწმუნდი რომ ზუსტად ისეთი ხარ როგორიც გაგიცანი.
-ეი, ქანდაკებავ, კითხვაზე გამეცი პასუხი- ლილე ხმას უწევდა - რა ეწერა? რომ მასთან ვიწექი? ზუსტად ეგ ეწერა? ზენონ ხმა ამოიღე! ახლავე შევალ და ვნახავ იცოდე!
-არც კი გაბედო, გაიგე?- დაუყვირა ზენონმა.- მალე ყველაფერს წაშლის დემეტრე და დავიწყებას მიეცემა . კარგი, ანგელოზო? ჩემი ხომ გესმის?
-ლამაზო ქანდაკებავ...- ლილემ დუმილის შემდეგ წარმოთქვა ნაზად- რაც არ უნდა ეწეროს... მე არასდროს...
-ვიცი- ზენონმა შეაწყვეტინა და სახეზე ხელი გადაისვა. ყველა კითხვის ნიშანი მაშინათვე გაქრა მისი გონებიდან. - ჩემი ანგელოზი აბა როგორ იქნება მსგავსი ცოდვებით გასვრილი?
-იდიოტო...დემონები კარგად არასდროს იქცევიან, შენ რაღა გჭირს? - გაცინება სცადა გოგონამ.
-ერთი ანგელოზი მიღრღნის ამ გულს...- ზენონმა უპასუხა და სავარძელს ზურგით მიაწვა.
-უნდა წავიდე.- ლილემ ბოლოს უპასუხა- მაგრამ... არაფერი გააკეთო, მე თვითონ გამოვართმევ მას ჩემს გულს როცა მზად ვიქნები.
-იმედია მტკივნეულად იზამ ამას, რადგან მე ასე დავემშვიდობები.
-ჯერ კითხვებზე გავაცემინებ პასუხს და...
-არ მჯერა, რომ ასე ჰყავხარ დამონებული- ზენონმა წარმოთქვა, რადგან ლილეს სუსტი მხარე აგიჟებდა. ახლა გოგონას იმ იდიოტის მოკვლა უნდა სდომებოდა.
-ზენონ, პირველი თავიდან რამდენ დღეშია დაწერილი ეგ ნაწილი რაზეც მეუბნებოდი?- უეცრად ჰკითხა ლილემ და საუბარი ისევ ძველ თემაზე გადაიტანა.
-დაახლოებით სამი წლის მერე აქვს დაწერილი- ზენონმა გადაამოწმა და ვერ გაეგო ლილე რატომ ეკითხებოდა მაგას.
-მესამე წელს მას უკვე ეგ ქალი ჰყავდა...- ლილემ უთხრა ჩუმად - ეგ თავები ჩემზე არ იქნება დაწერილი... არც მოგონილი და მაგის ფანტაზიით დაწერილი. ეგ ყველაფერი მოხდა, ოღონდ სხვა ქალთან... თუ ჩემზე უნდოდა მაგის დაწერა, აქამდე გააკეთებდა.
-მაგრამ მას ქერას უწოდებს...- ზენონმა გაკვირვებით წარმოთქვა.
-როგორც გითხარით ლილეს პერსონაჟით ბევრი იყო დაინტერესებული, მხოლოდ მის გამო კითხულობდა ხალხი. ამიტომ არალოგიკური იქნებოდა სხვა ქალის გამოჩენა და პოპულარობის შემცირება -დემეტრემ აუხნსა.
-მაინც არ ვაპატიებ - ზენონმა ლილეს უთხრა.
-არც არავინ გთხოვს, რომ აპატიო- ლილემ ამოიოხრა- პირიქით, გთხოვ ჩემს მაგივრად გძულდეს.
-ანგელოზო, ჰიპნოზი გაგიკეთა.
-ჰო, ალბათ- ლილემ გაიცინა - მაგ დროს ბევრს შეეძლო მაგის გაკეთება. კარგი უნდა წავიდე, გთხოვ სიგიჟე არ ჩაიდინო, დაწყნარდი და სახლში მშვიდობით დაბრუნდი.
-ჩემი ანგელოზი სითბოს გამოხატავს?- ზენონმა დამცინავად წარმოთქვა.
-უბრალოდ ეცადე არ მოკვდე- გოგონამ უთხრა მობეზრებული ხმით და ყურმილი უკვე მეორედ დაუკიდა.
ზენონის ხასითი გამოსწორდა, სიბრაზე ნახევრად გაუქრა და უკვე სუნთქვა შეეძლო. უკვირდა, როგორ შეეძლო ლილეს მისი გონების ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, ბრალდების აცილება და ჩვენება, რომ დემონისთვის ის ნამდვილი ანგელოზი იყო. ზენონმა თავიდან ამოიგდო თორნიკეს ამბავი, წყენა ცოტახანი გვერდით გადადო თავის მაფიოზის ცხოვრებას დაუბრუნდა. შეხვედრაზე ბოლოს მიაღწია და ავტომობილიდან გადმოვიდა. მზად იყო ლილეს ბოლო დაბარება აესრულებინა, თავი შარში არ გაეყო და დასისხლიანებული წვიმიან ქუჩაში არ უპატრონოსავით არ გდებულიყო.
სამწუხაროდ შემდგომ, დემონს ანგელოზის იმედების გაცრუება მაინც მოუწია.
წვიმა კი შეუჩერებლად ეცემოდა და ზენონის ძახილს ახშობდა, ლილეც სიჩუმეში აღარ მოდიოდა.

-
ისევ დიდი და ემოციური თავი, რომლის დაწერამ კინაღამ ზენონი გამაგლეჯინა :დდ არ მინდა ლილე სულელად მიიღოთ (როგორიც ახლა ჩანს ), რადგან მასაც აქვს თავისი წარსული და მიზეზები თუ ასე ძალიან რატომ იცავს თორნიკეს, რომელიც ამას სრულიად არ იმსახურებს. (შემდეგ თავებში გაიგებთ ლილეს ყოველი ქცევის მიზეზს)
მგონი იმედები არ გაგიცრუეთ და ველი თქვენს განცდების ამსახველ კომენტარებს^^
პ.ს. სურათი რა შესაბამისად ვიპოვეეეე, ლილეს სანტავიკებია უეჭველი!!!!



№1  offline წევრი cicino

თორნიკეს ცოცხლათ გატყავების სურვილი გამიჩნდა. ველი შემდეგ თავს. ზენონი ძალიან მომწონს , მალე დადე რა.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუუ ძალიან მომწონს მალე დადე რააა.ვგიჟდები ზენონზე

 


№3  offline წევრი ნორმი

ძალიან მაგარია მალე დაფე შემდეგი თავი
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აიიიიი არ ვიცი როგორ გადმოვცე და გაგაებინო ჩემი ემოციები ამ თავის წაკითხვის შემდეგ.... აი უბრალოდ ყოველი წინადადების მერე ახალ-ახალი ემოციები იყო... არც კი ვიცი როგორ გაგაგებინო რა დამმართა ამ თავმა.... გამომალენჩა აშკარად :დ
საოცრება იყო რა... გავგიჟდი... როგორ მიხარია დიდ თავებს რო დებ შენ ვერ წარმოიდგენ.... სულ მინდა დაუსრულებლად ვიკითხო და ვიკითხო....ახალი თავის დადებამდე მინიმუმ 5ჯერ მაინც ვკითხულობ ხომლე,ხაზს ვუსვამ მინიმუუუმ :დ
ვაიმეეეე ამ გოგოს როგორი შემტევი ხასიათი აქ ზენონთან იმენა ამხელა მაფიოზს ენა ჩააგდებინა ეგეც არ აკმარა და ყურმილიც დაუკიდა :დ ზენონის რეაქციებზე,ემოციებზე და ქცევებზე ვაფრენ უბრალოდ... საოცრებაა ეს კაცი და რა გავაკეთო...
ერთადერთი ამ თავში რაც ძალიან, აი მართლა ძალიან არ მომეწონა ეს დემეტრესადმი დამოკიდებულება ქცევა და სიტყვები იყო.."იყავი დამჯერი მაფიის ძაღლი" როგორ საშინლად მოხვდა თვალს ეს სიტყვები ვერც კი წარმოიდგენ. ზენონის ერთადერთი რაც არ მომწონს ეს დემეტრესადმი დამოჯიდებულებაა რომელსაც თუარ გამოასწორებს მივგუდავ.
ამ თორნუკეს ვერ ვიტააააააან ფუუუუუ ღმერთოოოოოოო... რატომ არ ბრაზდება ეს გოგო მასზე და მისი მოკვლის სურვილიც რატო არ აქ, ერთი სული მაქ დაიდოს შემდეგი თავი რომ გავიგო თორე ფიქრისგან ტვინი ამიდუღდა....
ყველაზე მეტად ისტორიებში მიყვარს ის გრძნობა როცა ვერ ხვდები შემდეგში რა უნდა მოხდეს და ეს ამ ისტორიას პირველივე თავიდან მოყოლებული აქვს.
მიყვარს რა ზენონის გაბრაზება...
ლილეს როგორ უნდოდა გაეცურებინა მაგრამ ვერ მივართვი ჩემი ზენონი თვით გენიაა :დ ძაან მიყვარს.
დიდი სიამოვნებით მე თვითონ ვაწამებდი ამ თორნიკეს უხხ როგორ ვერ ვიტან დამპალი ეს.
ბოლო მომენტი ვერ გავიგე
"სამწუხაროდ შემდგომ, დემონს ანგელოზის იმედების გაცრუება მაინც მოუწია.
წვიმა კი შეუჩერებლად ეცემოდა და ზენონის ძახილს ახშობდა, ლილეც სიჩუმეში აღარ მოდიოდა."
რას ნიშნავდა?! იმდენი აზრი მომდის თავში არ ვიცი..... ყველაზე უარესი კი ისაა რომ ჩემ "ზის" რამე დაემართა.
ხომ არაფერი დამართნია?! ვაიმე ახლა მოვკვდები.... ჩემი ზიიიიი :'( :'(
მალე დადე შემდეგი მალეეეე ამხელა ინტრიგა ბოლოს მომიღებს...
შეიძლება ბოლომდე ვერ გადმოვეცი ყველა ის ემოცია რაც განვიცადე მაგრამ მართლა ძალიან მიყვარა ეს ისტორია და ძალიან ბევრ ემოციას იწვევს ყოველი თავი თუ ყოველი წინადადება... უბრალოდ საოცრებაა ამის კითხვა :დ
შენ უნდა ნახო ჩემი ბედნიერებისგან შეშლილი სახე როცა ახალ თავს ვხედავ :დ :დ :დ
მოკლედ მალე დადე და მე როგორც ყოველთვის მოუთმენლად დაველოდები ♡♡♡

 


№5  offline წევრი KATIE ♥12

cicino
თორნიკეს ცოცხლათ გატყავების სურვილი გამიჩნდა. ველი შემდეგ თავს. ზენონი ძალიან მომწონს , მალე დადე რა.

დიდი მადლობა ყოველ თავზე რომ შენს აზრებს მაგებინებ^^

სტუმარი მარიამი
აუუუ ძალიან მომწონს მალე დადე რააა.ვგიჟდები ზენონზე

მადლობააა ზენონზე ყველა ვგიჟდებით რიგში ჩადექიი:დდდდდ
tako.izek
ძალიან მაგარია მალე დაფე შემდეგი თავი

მადლობააა ^^
ანი ანი
აიიიიი არ ვიცი როგორ გადმოვცე და გაგაებინო ჩემი ემოციები ამ თავის წაკითხვის შემდეგ.... აი უბრალოდ ყოველი წინადადების მერე ახალ-ახალი ემოციები იყო... არც კი ვიცი როგორ გაგაგებინო რა დამმართა ამ თავმა.... გამომალენჩა აშკარად :დ
საოცრება იყო რა... გავგიჟდი... როგორ მიხარია დიდ თავებს რო დებ შენ ვერ წარმოიდგენ.... სულ მინდა დაუსრულებლად ვიკითხო და ვიკითხო....ახალი თავის დადებამდე მინიმუმ 5ჯერ მაინც ვკითხულობ ხომლე,ხაზს ვუსვამ მინიმუუუმ :დ
ვაიმეეეე ამ გოგოს როგორი შემტევი ხასიათი აქ ზენონთან იმენა ამხელა მაფიოზს ენა ჩააგდებინა ეგეც არ აკმარა და ყურმილიც დაუკიდა :დ ზენონის რეაქციებზე,ემოციებზე და ქცევებზე ვაფრენ უბრალოდ... საოცრებაა ეს კაცი და რა გავაკეთო...
ერთადერთი ამ თავში რაც ძალიან, აი მართლა ძალიან არ მომეწონა ეს დემეტრესადმი დამოკიდებულება ქცევა და სიტყვები იყო.."იყავი დამჯერი მაფიის ძაღლი" როგორ საშინლად მოხვდა თვალს ეს სიტყვები ვერც კი წარმოიდგენ. ზენონის ერთადერთი რაც არ მომწონს ეს დემეტრესადმი დამოჯიდებულებაა რომელსაც თუარ გამოასწორებს მივგუდავ.
ამ თორნუკეს ვერ ვიტააააააან ფუუუუუ ღმერთოოოოოოო... რატომ არ ბრაზდება ეს გოგო მასზე და მისი მოკვლის სურვილიც რატო არ აქ, ერთი სული მაქ დაიდოს შემდეგი თავი რომ გავიგო თორე ფიქრისგან ტვინი ამიდუღდა....
ყველაზე მეტად ისტორიებში მიყვარს ის გრძნობა როცა ვერ ხვდები შემდეგში რა უნდა მოხდეს და ეს ამ ისტორიას პირველივე თავიდან მოყოლებული აქვს.
მიყვარს რა ზენონის გაბრაზება...
ლილეს როგორ უნდოდა გაეცურებინა მაგრამ ვერ მივართვი ჩემი ზენონი თვით გენიაა :დ ძაან მიყვარს.
დიდი სიამოვნებით მე თვითონ ვაწამებდი ამ თორნიკეს უხხ როგორ ვერ ვიტან დამპალი ეს.
ბოლო მომენტი ვერ გავიგე
"სამწუხაროდ შემდგომ, დემონს ანგელოზის იმედების გაცრუება მაინც მოუწია.
წვიმა კი შეუჩერებლად ეცემოდა და ზენონის ძახილს ახშობდა, ლილეც სიჩუმეში აღარ მოდიოდა."
რას ნიშნავდა?! იმდენი აზრი მომდის თავში არ ვიცი..... ყველაზე უარესი კი ისაა რომ ჩემ "ზის" რამე დაემართა.
ხომ არაფერი დამართნია?! ვაიმე ახლა მოვკვდები.... ჩემი ზიიიიი :'( :'(
მალე დადე შემდეგი მალეეეე ამხელა ინტრიგა ბოლოს მომიღებს...
შეიძლება ბოლომდე ვერ გადმოვეცი ყველა ის ემოცია რაც განვიცადე მაგრამ მართლა ძალიან მიყვარა ეს ისტორია და ძალიან ბევრ ემოციას იწვევს ყოველი თავი თუ ყოველი წინადადება... უბრალოდ საოცრებაა ამის კითხვა :დ
შენ უნდა ნახო ჩემი ბედნიერებისგან შეშლილი სახე როცა ახალ თავს ვხედავ :დ :დ :დ
მოკლედ მალე დადე და მე როგორც ყოველთვის მოუთმენლად დაველოდები ♡♡♡

ამხელა კომენტარებს რო მიწერ და მახარებ, როგორ ვინამუსო და პატარა თავები დავდო ჰაა? :დდდ
ყველა კითხვაზე პასუხს შემდეგ თავში გაიგებ, რომელიც ჯერ არ დამიწერია:დდდდდ
დემეტრეს და ზენონს რაც შეეხება. ამ ბატონს გრძნობები სხვა ადამიანების მიმართ არანაირი გააჩნია და დემონი როგორ მიხვდება დემეტრეს ფასს თუ მისმა ანგელოზმა ერთი კარგი არ წაუთაქუნა? :დდდდ
დიდი მადლობა შენი კომენტარები ამ ისტორიის უდიდესი პლიუსია^^
mirandaa31
კარგია მართლა კარგი თავი გამოვიდა. იმედია მართლაც აქვს მიზეზი ლილეს რატომაც იცავს ასე თორნიკეს, თორნიკე სუფთა ქათამია. ვნახოთ აბა შემდეგ თავში რამოხდება, მალე გელოდები..

დიდი მადლობა ^^ თორნიკე მართლაც ქათამია :დდს
--------------------
-K

 


№6  offline წევრი ნორმი

ახალ თავს მალე დადებ?
--------------------
მორფეოსი

 


№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდისდადებ ახალს?

 


№8  offline წევრი KATIE ♥12

tako.izek
ახალ თავს მალე დადებ?

სტუმარი მარიამი
როდისდადებ ახალს?

არ ვიცი როდის მაგრამ მალე რომ ვერ შევძლებ ეგ ფაქტია. ახლა ბანაკში ვარ და დრო არ მრჩება:///
--------------------
-K

 


№9  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჰა ახლა დამელია სულიიი... მილიონჯერ წავიკითხე უკვე ეს თავი... როდის დადებ

 


№10  offline წევრი ჵჵჵჵ

ძალიან მომწონს ორივე მთავარი პერსონაჟი.შეეცადე მალე დადო შემდეგი თავი

 


№11  offline წევრი KATIE ♥12

ანი ანი
ჰა ახლა დამელია სულიიი... მილიონჯერ წავიკითხე უკვე ეს თავი... როდის დადებ

ჵჵჵჵ
ძალიან მომწონს ორივე მთავარი პერსონაჟი.შეეცადე მალე დადო შემდეგი თავი

ხვალ ვბრუნდები სახლში და ახალი თავიც მეორე დღესვე დაიდება. კაი დიდი და ემოციური თავი იქნება ^^
--------------------
-K

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგი გელოდებით

 


№13  offline წევრი KATIE ♥12

სტუმარი მარიამი
კარგი გელოდებით

უკვე დავდე და შემოწმებას ელოდება^^
--------------------
-K

 


№14  offline წევრი iნათია

ძალიან საინტერესო საკითხავია,გულში ჩწვდომი.რომ დავიწყე კითხვა თვალებ გაფართოებული ვკითხულობ მოუთმენლად.მადლობა შენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent